შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

დრო მხოლოდ სიყვარულს დაინდობს. (9)


17-01-2017, 21:57
ავტორი neneusi
ნანახია 2 131

"გიყურებ...გიყურებ და ვრწმუნდები ალბათ შემიყვარდები..."
ორი დღე გავიდა.....ყოველდღე ვლაპარაკობთ,ლონდონიდანაც კი ჩემთან ხარ! მაგრამ სად ხარ ახლა როდესაც ასე მჭირდები? არვიცი! იქნებ შიში ამისრულდა? იქნებ მიმატოვე? წახვედი? არვიცი .... მენატრები..... აი ახლა მივხვდი, რომ მე შენ მართლა სიცოცხლეზე მეტად მიყვარხარ....ნეტავ რას გრძნობ შენ?
ნენე
ორი დღე ტელეფონს არ ვშორდებოდით მე და სანდრო...მთელი ორი დღე და როდესაც მოვიდა ჩემი დაბადების დღე მისი ზარიც კი არ შემოსულა ჩემს ტელეფონზე! ყველამ მომილოცა 12ის მერე....ერთადერთი მე შენ მაკლდი მაშინ....გული გამიტყდა, დაიფშხვნა...რა არ ვიფიქრე იცი სან? ისიც კი ვიფიქრე მიმატოვა თქო! ხო მიტოვებამდეც მივალთ, მაგრამ.... ეს ძალიან ცუდია როდესაც გგონია, რომ ის წავიდა ვინც ყველას გირჩევნია.... მე ამ გრძნობას სახელს ვერ დავარქმევ! როგორ ბანალურადაც არ უნდა ჟღერდეს ეს ასეა და თუ გინდათ მომკალით! მე სულ მიყვარდი შენ...გაცნობამდეც მიყვარდი ახლა კი სასოწარკვეთილი ვარ........როგორ მოხდა, რომ ყველაზე ლამაზმა წყვილმა ერთმანეთი დაკარგა?! არვიცი...მე შენ ვერ გაგკიცხავ , ეს ნაწილობრივ ჩემი ბრალიცაა....შენი მონატრება სხვა ფერია..... "როცა სამყარო დაკარგავს ფერებს" ხშირად დავკვირვებულვარ ფრაზას.... სულ მაინტერესებდა რა იქნებოდა მაშინ? რაიმე აპოკალიფსის მსგავსი? მსოფლიო აღსასრული ვითომ? დიახ! სწორედ წარმომედგინა უბრალოდ სიტუაცია სწორედ ვერ შევაფასე... მე მეგონა ფიზიკურად კარგავდა მთლიანი დედამიწა ფერებს ანუ სამყარო, მაგრამ.... თურმე ჩემი სამყაროს ფერების დაკარგვა სულ სხვა რამემ გამოიწვია! მაშინ დაკარგა სამყარომ ფერები როდესაც ატირებული თვითმფრინავში ჩავჯექი და სამუდამოდ დავტოვე საქართველო! დიახ! მოახერხა ხალხმა ჩვენი დაშორება....გახსოვს ,რომ მითხარი ვერავინ დაგვაშორებსო? -მწარედ ჩამეცინა. შეძლეს სანდრო! შეძლო ხალხმა და დაგკარგე....ერთმანეთი დავკარგეთ....ალბათ სამუდამოდაც....იცი...ნებისმიერს დავკარგავდი...ნებისმიერის წასვლას გავუძლებდი, მაგრამ....შენი წასვლა სულ სხვაა....გული აღარ მაქვს.... რა იქნება ახლა? მოვკვდები?! უშენოდ ვერ გავძლებ .... გახსოვდეს.... იცოდე .... გჯეროდეს.... მე შენ მთელი გულით მიყვარდი და ეს სამუდამო იყო..... ჩემმა სამყარომ დაკარგა ფერები......
2 დღით ადრე.-ნენე.
ღამე იყო... სანდროს 5 საათის წინ ველაპარაკე ..... წვიმდა.... იცი როგორ წვიმდა? ღამე , რომ მომაკითხე გახსოვს? მე არასდროს დამავიწყდება.... აი ისე წვიმდა..... მხოლოდ ვიყავით, მე.....ჩაი.....ჩარკვიანი...... იცი როდესაც "მოდი წავიდეთ" -ს ვუსმენ ვფიქრობ რამდენად მინდა ახლა შენთან ყოფნა.... მენატრები...ხო ასეა, სიყვარული ასეთი რამ არის, ისეთი, რომ 2 დღეც ვერ გავძელი უშენოდ. ეჰ, ეს 2 დღე და წინ რა მელოდა მე ხომ არ ვიცოდი..... არ ვიცოდი და ვსო. ღამის 4 საათია ... ცრემლები მაწვება, არვიცი რატომ, ალბათ შენი მონატრების ბრალია. ხო, ნამდვილად შენი მონატრების ბრალია. იცი, მანამდე სანამ გაგიცნობდი შეყვარების მეშინოდა.... ახლა კი დაკარგვის მეშინია...სუსტი ვარ, პირველად ცხოვრებაში სუსტი ვარ და არვიცი როგორ გავუძლო ამას..... მე ნენე მაისურაძე ვაღიარებ რამდენად დამასუსტე .... ვაღიარებ , რომ ჩემზე ნარკოტიკივით მოქმედებ. ტელეფონზე სმს-ა. როგორც ყოველთვის უდროო დრო შეურჩევიათ, როგორც მაშინ პირველად.... დავხედე ტელეფონს და ისევ შენი წერილი დამხვდა.... გამეღიმა, თავი მაღლა ავწიე , ხედს გავხედე , შემდეგ კი შეტყობინება გავხსენი:
"menatrebi usazgvrod"-sandro.
"aba me mkitxe! ra mikeni aseti, rom ushenod vegar vdzleb?"
"tu vegar dzleb chamodi."
"sad sandro, londonshi chamovide?"
"ki".
"shen chamodi tu masea!"
"samsaxurs ver davtoveb torem xom ici araa???"
"kai"
აღარ უპასუხია, ჩემი თვალები ისევ დაასველა ცრემლებმა , მე ხომ არ ვიცოდი რა ხდებოდა ამ დროს იქ?!
სანდრო
ნენეს ვწერდი და მივხვდი , რომ უსაზღვროდ მენატრება... რა იქნება ყველაფერი დავტოვო და წავიდე? ჩავაკითხო და ვაკოცო, ის კი როგორც მაშინ ისევ ისე შემომახტეს და ჩამეხუტოს..... რა იქნება?! მენატრება ხოდა ვერ გავუძლებ ამ მონატრებას! მაშინვე მდივანთან გადავრეკე და ყველაფერი ჩემს ერთერთ თანამშრომელს დავავალე , ყველანაირი შეხვედრა. აეროპორტში გავიქეცი და პირდაპირი რეისის ბილეთი ავიღე სწრაფადვე ჩავჯექი თვითმფრინავში და გავიქეცი თბილისისკენ სადაც ჩემთვის ყველაზე ძვირფასი ადამიანი მელოდებოდა....სრულიად ყველაზე ძვირფასი.
ნენე
არ მინდა ადგომა....ისეთი ტკბილია ჯდომა....ხანდახან ფიქრი აუცილებელია.....ხანდახან მწარეა.....ფიქრის დროს სიმართლეს ვუყურებთ თვალებში...სიმართლე კი მწარეა! ხანდახან კი ფიქრი იმდენად ტკბილია...პირდაპირ გადაირევი! ტაფლივითაა! იცით რას მივხვდი? ყველაზე ძლიერი გრძნობაა სიყვარული. ეს ხომ ისედაც ვიცოდი სანდროს გაცნობის შემდეგ? მაგრამ დავრწმუნდი , რომ არსებობს კიდევ უფრო ძლიერი გრძნობა "მონატრება" . უბრალო მონატრებაც არსებობს...მეგობრის....მამის....დედის, მაგრამ სანდროს მონატრება სხვა ფერია....აი ასე შავია...დიახ შავია. მჭირდება ახლა მისი გვერდით ყოფნა...როგორ მინდა აიღოს ის წყეული ბილეთი და ჩემთან მოვიდეს!
ისე მესიჯი, ისევ სანდრო, ისევ ძველებურად, ისევ დასტოინად, ისევ წვიმაში, ისევ იგივე შინაარსის სმს, ისევ იგივე შიშის გრძნობა, ისევ იგივე ავი წინათგრძნობა, ისევ იგივე დაკარგვის შიში..... ყველაფერი მეორდება...
"kvemot gelodebi".
მეტი აღარაფრისთვის შემიხედავს.... დავაგდე ყველაფერი, ტელეფონი , პლედი, ჩაის ჭიქაც კი იქვე მივაგდე და კისრისტეხვით ჩავვარდი ქვემოთ...იქ სადაც მელოდა..... იგივე პოზა....მანქანასთან დგას , დამინახა, გაეღიმა, ჩემსკენ წამოვიდა და გიჟივით გავიქეცი და შევახტი, ჩავკოცნე, მაშინ ისე ვერ ვაფასებდი, მე ხომ არ ვიცოდი რა იქნებოდა? მიხუტებდა მთელი ძალით , მოშორებას არც ვაპირებდი... დღეს სახლში არ გავუშვებდი ეს ზუსტად ვიცოდი მაშინ! ვიცოდი ის, რომ შეიძლება დამეკარგა, ვიცოდი.....სწორიც აღმოვჩნდი მაშინ....მაგრამ მე ვიცოდი სამუდამოდ ვერ დავკარგავდი.... ვერასდროს დავკარგავდი მას ვინც ყველაზე მეტად მაფასებდა და ვინც ყველაზე დიდ პატივს მცემდა განსაკუთრებით კი ყველაზე ძლიერ ვუყვარდი...მეც....ყველაზე ძლიერ მიყვარდა. მიმტკიცებდა თავისი თითოეული საქციელით , რომ ყველას ვერჩივნე.... მიმტკიცებდა და მარწმუნებდა, ნელა დაასრიალებს ჩემს თმაში ხელს. არ გვჭირდებოდა ზედმეტი სიტყვები, არ გვჭირდებოდა ზედმეტი კოცნები ტუჩებში, რომ სიყვარული გამოგვეხატა...ის უბრალოდ მეხუტებოდა და მკოცნიდა ყელში რაც გონს მაკარგვინებდა...ხო, მას არ ჭირდებოდა გოგო რომელსაც გამოიყენებდა... მას ჭირდებოდა გოგო რომელსაც მომავალში ცოლს დაუძახებდა...გოგო რომელიც მისი შვილების დედა იქნებოდა ყველაფრის მიუხედავად და ასეც მოხდა, თუმცა აქამდეც მივალთ.... თან იმ საღამოს შემდეგ ყველაფერი ნისლმა მოიცვა, თითქოს მათი ურთიერთობის მსგავსად დასრულდა ყველაფერი კარგი სამყაროში. ასე გავატარეთ მთელი ღამე...ჩახუტებაში და სითბოს გადმოცემაში...ჯერ ჩემს სამყაროს არ დაუკარგავს ფერები...ვაღიარებ ახლა ალბათ ვერაფერი შემაჩერებს! სანდროს გაეღიმა...ვიგრძენი, ცოტახანს დუმდა შემდეგ კი:
-დაბადების დღეს გილოცავ ჩემო ფერია.
გავუღიმე, ყელზე ვაკოცე და ისევ ჩვეულ პოზას დავუბრუნდი.
2 დღე-დღე როდესაც ყველაფერი აირია!-ნენეს დაბადების დღე.
სამსახურში წავედი დილით, შევდივარ და ვფიქრობ, რომ ყველაზე ბედნიერი გოგო ვარ! მე ხომ სანდრო მყავს? აი მითხარით ვის ნათქვამს შეუძლია გამახაროს ისე როგორც სანდროს ნათქვამი "ჩემო ფერია" ან "ჩემო პატარა" მახარებს? არავის! მზე და მთვარე ამომდის და რაც არუნდა მოხდეს მას ვერ დავკარგავ, არ დავკარგავ, ვერ დავკარგავ.....
შევდივარ და გაკრულ პოსტერებს ვხედავ წარწერით "ბოს, გილოცავთ დაბადების დღეს!" ყოველ ადგილას ეკრო სხვადასხვა წარწერებით, რამოდენიმეს გეტყვით "დღეს ყველაზე მაგარი ბოსის დაბადების დღეა!" , "ნენეუს! საუკეთესო ხარ! გვიყვარხარ და გილოცავთ დაბადების დღეს".... უამრავი იყო და ცრემლებიც კი წამომივიდა, ყველა ჩემსკენ გამოიქცა და ერთმანეთს არ აცდიდნენ ისე მეხუტებოდნენ:
-გილოცავ სიხარულო!
-ყველაზე მაგარ ბოსს ვულოცავ დაბადების დღეს!
-ძალიან მიყვარხარ და გილოცავ!
აი ასეთი თბილი დღე გათენდა...კი არ ვიცოდი რა მელოდა..... აქამდეც მივაალთ!!!!
კაბინეტში შევედი ბედნიერი. ცოტახანი ვიჯექი და მალევე ტელეფონმა დამირეკა, უცხო ნომერი იყო...ნომერი რომელმაც ყველაფერი არია!!!!!
-გისმენთ?
-ნენე ბრძანდებით?
-დიახ, ვინ ხართ?
-შენ და სანდრო ერთად ხართ ხო?
-უკაცრავად, მაგრამ ვინ ხარ?-ამომევსო მოთმინების ფიალა.
-სანდროს ყოფილი. გთხოვ შენს რესტორანში მოვალ და მომისმინე....რაღაც უნდა გითხრა.
-კარგი...
რა მინდოდა? რატომ მივდიოდი? ვიცოდი , რომ რაღაც ცუდი მოხდებოდა, მაგრამ მაინც გავედი დარბაზში და ერთერთ მაგიდასთან დავჯექი. თითებს ვაწვალებდი ანერვიულებული. ვიღაც გოგო ჩემსკენ წამოვიდა:
-შენ ხარ ნენე?
-დიახ. გისმენ, მაგრამ შენი სახელი?
-ლენუკა.
-კარგი ლენუკა, გისმენ.-ხელით ვანიშნე დაეწყო.
-მოკლედ .... მინდა მოგიყვე ისეთი რაღაც რის მერეც სანდროსთან ვეღარ იქნები, მაგრამ უნდა დამიჯერო , ეხლა კი დავიწყებ. 15 წლის ვიყავი სანდრო, რომ გავიცანი. 15 წლის!!!! უნივერსიტეტში. ხოდა ვხვდებოდით ერთმანეთს. მერე სანდროსგან დავორსულდი. ნათქვამი ქონდა მიყვარხარო და მეც რა ვიცოდი რა მელოდა. თავისი შვილი უარყო. გვარიც კი არ მისცა. აი ასე ადგა და უარყო ჩემი...ჩემი ნიკოლოზი. უმამოდ გაიზარდა ... ყველაფერი გავაკეთე მისთვის , მაგრამ მას სანდრო სჭირდებოდა მამის სახით... არ დაუჯერო თუ გეტყვის, რომ უყვარხარ! მართლა შენთვისვე გეუბნები.
გულმა 200ჯერ სწრაფად დაიწყო ფეთქვა. დავტოვე ეს ქერა მატყუარა გოგო და აეროპორტში გავიქეცი. არც ბარგი...არც სხვა რამ....აი ასე...გავიქეცი...ვაღიარებ შემეშინდა ... მე მივრბოდი... ასეა და ამას ვეღარ გამოვასწორებ...აეროპორტში ვიყავი ....... ტელეფონი რეკავდა...... არავინ მაინტერესებდა.... სანდრო რეკავდა არადა....და თვითმფრინავში ავდიოდი როდესაც დავფიქრდი . ვითომ ყველაფერი ტყუილი იყო?-გავიოცე.
-თითოეული ჩახუტება ტყუილი იყო?
-ისე გრძნობით მკოცნიდა...ტყუილი იყო?
-ასე მენდობოდა....ტყუილი იყო?
-მარტო ჩემთან იყო გულწრფელი...ტყუილი იყო?
-ჩემს გამო....ღამის 4 საათზე....ლონდონიდან ჩამოვიდა...-არაა! ეს ვერანაირად იქნებოდა ტყუილი სხვა რამეებთან ერთად! რა გავაკეთო? მჯერა სანდროსი და მაქვს მისი უდიდესი ნდობა! წავიდე? ყველაფერი ასე გაურკვევლად დავასრულო? აი ასე დავტოვო ადამიანი რომელიც ჩემთვის ყველაფერს ნიშნავს? არა!
-გოგონა გაგვიანდებათ მიფრინავს თვითმფრინავი.-უკმაყოფილო სახით მიყურებდა მიმღებში მყოფი გოგო.
-იცით ახლა უფრო მნიშვნელოვან ადგილას მაგვიანდება ვიდრე ეგ შენი თვითმფრინავია! შეყვარებული მელოდება.-გაბრაზებულმა მივაყარე და მის გაკვირვებას ყურადღება აღარ მივაქციე ისე გავვარდი გარეთ, გავაჩერე პირველივე ტაქსი და სანდროს დავურეკე:
-სანდრო.
-4 საათია გირეკავ სად ხარ?!
-აეროპორტში.
-საად?
-ტაქსში ვზივარ მოვდივარ, მერე აგიხსნი. სად ხარ შენ სწრაფად მითხარი.
-შენს სახლთან ვარ უკვე 4 საათია.
-არ წახვიდე მალე მოვალ.
გავუთიშე და მინას მივადე თავი. რთულია ეს ცხოვრება! მაგრამ რაც არ უნდა მოხდეს.... რაც არ უნდა იყოს...რაც არ უნდა გააკეთოს...მე მას ვერასდროს დავტოვებ. სახლთან გაჩერდა ტაქსი...აი ისევ.... ისევ ღამეა....ისევ წვიმს...ისევ იქ დგას....ისევ მე მელოდება.....
-რა გინდოდა აეროპორტში? ან რა უნდოდა შენთან ლენუკას?
-სანდრო . მართალია , რომ დააორსულე და არ აღიარე, რომ შენი შვილი იყო?
-ხომ არ გაგიჟდი შეენ? რა მართალი! ეგ ერთი მორიგი გოგოა, რომელიც ბინძური ხერხებით მყავდა საწოლში შეტყუებული. რომ გითხარი არასდროს მყვარებია თქო არ გჯერა? ერთადერთიც და საბოლოოც შენ ხარ! - გამწარებული დაჯდა მანქანაში და წავიდა....ჰო, წავიდა. შორს წავიდა....მე კი ემოციებისგან დაღლილი ოთახში ავედი, თავი ბალიშიში ჩავრგე და ყვირილი დავიწყე....არა ყვირილი....არამედ ხავილი....ხო მეგობრებო...შეგიძლიათ დაიჯეროთ ტკივილი ყველაზე მწარეა....მონატრება კი მას აძლიერებს.....ტირილი...ხანდახან როგორ შველის ადამიანს არა?! ტირილი...ემოციებისგან დაცლის საუკეთესო გზა...მე სიყვარულმა დამასუსტა...ვიცი გავა წლები, მაგრამ მე აღარვის შევხედავ ისე როგორც ერთ დღეს შენ შემოგხედე...ჩემთვის სიყვარული ერთხელ მოვიდა ქვეყნად...მე კი უბრალოდ გავუშვი....ამას ვინანებ....თავს ვერ ვაპატიებს შენს დაკარგვას....მტკივხარ და მჭირდები.....მოდი და როგორ ადრე გარეთ დამელოდე მე კი შემოგახტები....მოდი ყველაფერი დავიწყოთ თავიდან...სიყვარული ყველაფერს დაძლევს....აი ასეთი მარტივია ჩემი ოცნება....და ამავდროულად ასეთი რთული...... მე შენ დაგელოდები......სამუდამოდ....სამარადისოდ დაგელოდები სანდრო....ვიცი, რომ შენ ასე არ დაასრულებ.....შენ მოხვალ....წლების შემდეგ თუმდაც....მოხვალ და მეტყვი, რომ ძალიან გიყვარვარ...მე ხომ შენი ფერია ვარ!

აბა ბავშვებო მოემზადეთ....ამის მერე იდება თავი....პიკი! იმ თავში იქნება მონატრებაც, სიყვარულიც, სევდაც, თვითმკვლელობაც კი! ნუ ფიქრი მაინც! დაწერეთ კომენტარები და ნუ მაიძულებთ ასეთ ადგილას გავაჩერო მოთხრობა!!! მიყვარხართ ერთგულო მკითხველებო.



№1  offline წევრი babi3001

ვაიმეე არ ვიცი რა ვთქვა და რა გითხრა უბრალოდ ძალიან მაგარი ხარ სიტყვები არ მყოფნის ...აუ ძანნ გთხოვ შეეცდე რომ მალე დადოოო ♥♥

 


№2  offline აქტიური მკითხველი neneusi

babi3001
ვაიმეე არ ვიცი რა ვთქვა და რა გითხრა უბრალოდ ძალიან მაგარი ხარ სიტყვები არ მყოფნის ...აუ ძანნ გთხოვ შეეცდე რომ მალე დადოოო ♥♥

ყოველდღე ვდებ და არც ახლა ვუღალატებ ჩვეულებას ხვალ დავდებ :* მადლობა საყვარელო ! <3

 


№3  offline წევრი anastasia.vardo

აი უმაგრესობაა, ყველაფერია ერთდროულად ამ ისრორიაში. და ძააალიან მინტერესებს ბოლო ტოგორი ექნება

 


№4 სტუმარი Guest Mariamo

AiKvelazeMagariMotkhrobaaa RacKiWamikitkhavs^^^UfroDidiTavebiDade EsetiPataraArMkofnis^^^^:DDD Warmatebebi♥EseGaagrdzele^^

 


№5  offline აქტიური მკითხველი nawkas12345

მაგარი ხარ!!!!

 


№6 სტუმარი A

Kargia magram ar myopnis ver vdzgebi..

 


№7  offline აქტიური მკითხველი neneusi

anastasia.vardo
აი უმაგრესობაა, ყველაფერია ერთდროულად ამ ისრორიაში. და ძააალიან მინტერესებს ბოლო ტოგორი ექნება

ხოდა მოიცადეთ ცოტაც და რამოდენიმე თავში იქნება ბოლოც ჯერ სად ხართ......

Guest Mariamo
AiKvelazeMagariMotkhrobaaa RacKiWamikitkhavs^^^UfroDidiTavebiDade EsetiPataraArMkofnis^^^^:DDD Warmatebebi♥EseGaagrdzele^^

უღრმესი მადლობა ჩემო საყვარელო! აბიტურიენტი ვარ და უფრო დიდ თავს ვერ მოვახერხებ, მაგრამ სამაგიეროდ ყოველდღე ვდებ ჩემო კარგო <3 ძალიან გამახარა შენმა კომენტარმა მადლობა კიდევ ერთხელ! <3

nawkas12345
მაგარი ხარ!!!!

უღრმესი მადლობა ნაწკა <3 <3 <3 <3 <3 <3 <33333333333333333333

A
Kargia magram ar myopnis ver vdzgebi..

სამაგიეროდ ყოველდღე ნახავ...მაგრამ შევეცდები მაინც უფრო დიდი თავები დავდო <3 <3

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent