შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

შენს შემდეგ. (ნაწილი -7)


18-01-2017, 00:30
ავტორი kaatoo
ნანახია 1 606

18თავი.
ანა თავს საშინლად გრძნობდა უკვე ერთი კვირა არ დაერკა გიორგის მის. ვერ ხვდებოდა რა უნდა ექნა , როგორ მოქცეულიყო, თავიდან იფიქრა ვაცლი ალბათ პრობლემები აქვს და დაველოდებიო. მასაც ხომ ისე ვუყვარვარ როგორც მე მიყვარს და აუცილებლად გამოჩნდებაო. გიორგის ლოდინში ანა აღამებდა და ათენებდა ფანჯარაში, წერის უნარიც დაეკარგა აღარაფერს აღარ წერდა. რაც გიორგი გაიცნო წერას თითქმი თავი ანაება, მისთვის გიორგი გახდა საყვარელი საქმეც და გატაცებაც . აღარ შეეძლო სულ მთლად გამოიფიტა. დიდი ხნის ყოყმანის შემდეგ ტელეფონზე დაურეკა.
-გისმენ ანა.
-მოდი თორემ მოვკვდები.
-რას გულისხმობ? სახში ხარ?
-ხო.
-კარგი ახლავე მოვალ.
ანამ ღრმად ჩაისუნთქა, ჯერ გაეხარდა გიორგის სიტყვები, მერე კი მოიწყინა ესიგი გიორგის შეეძლო მოსვლა, მაგრამ არ მოდიოდა , რას ნიშნავდა ეს ანასთვის ალბათ დასასრულს, მართლა მოუნდა არ დალოდებოდა მას და სუიციდისთვის მიემართა, მაგარმ ძალიან ენატრებოდა და მასთან შეხვედრა ანასთვის ყველაფერს ნიშნავდა დაელოდა, მაგრამ მისთვის ყოველი წამი უასრულოდ იწელებოდა. ანას არც წარსული ქონდა, რომ მონატრებოდა, აწმყო კი უსასტიკეს რეალობასთან აყენებდა პირისპირ, მომავალი საერთოდ არ ჩანდა, უფსკრულის პირას იყო მისული , ცოტაც და ხელს კრავდა მისთვის ერთადერთი საყვარელი ადამიანი.
***
გიორგი სახში შემოსვლისთანავე მივარდა ანას.
-რა გჭირს?
-რას აპირებ გიორგი?
-არ ვიცი
-არ იცი?
-ხო არ ვიცი
-წასვლას აპირებ? უკან დახევას?
-არა არა
-მაშინ მითხარი რას აპირებ?
-დროებით ჯობია ასე.
-დროებით? კარგი გიორგი ასე არ მოიქცე გთხოვ.
-არ შემიძლია სხვანაირად.
-შეგიძლია დამიჯერე. არ დანებდე გთხოვ.
-ახლა ასე უკეთესია
-ვისთვის?
-შენთვისაც ასე აჯობებს. უნდა წავიდე.
-არ წახვიდე გთხოვ. გემუდარები არ მიმატოვო. ანა მუხლებზე დადგა და ფეხებზე მოეხვია
-რას აკათებ. გიორგი შეეცადა აეყენიბან.
-არა არა გთხოვ, ნუ მამშვიდებ, თუ მიმატოვებ მოვკვდები ხომ იცი რომ ეს დროებითი არაა, თუ წახვალ სულ წახვალ.
-შეწყვიტე გთხოვ. მოიცილა ხელებით, უნდა წავიდე.
-არა არა გთხოვ არ წახვიდე.
-ანა ტირილით ვერაფერ გახდები, ახლა ჩემს ოჯახს ყველაზე მეტად ვჭირდები.
-მეც მჭირდები , შენ იცი მე როგორ მჭირდები, მე არ გაყენებ არჩევანის წინაშე.
-მაგრამ თუ შენ აგირჩევ მათ დავკარგავ.
-კარგად იცი რომ ასე არ იქნება.
-მაპატიე, მაგრამ არ შემიძლია.
-არა გიორგი ამას ნუ ამბობ.
-მაპატიე.
გიორგი შეტრიალდა და წავიდა კიბეზე სწრაფად დაეშვა. უკან არ მოუხედია ანა კი შეშლილივით იმეორებდა არა არა გთხოვ არ წახვიდე არ მიმატოვა არა გთხოვ არ მიმატოვო .
20თავი
გიორგი მანქანაში იჯდა და ფიქრობდა, რომ სწორად მოიქცა, არ შეიძლება ვიღაც ქალის გამო ყველაფერს ხაზი გადუსვა, მე ამ გრძნობაზე ძლიერ ვარ, მასზე ძლიერიც ვარ. ის ჩემთვის ყველაფერს გააკეთებს რადგან ჩემს მეტი არავინ ყავს, მე კი ბევრი ადამიანი მყავს . აბა ის იყო ჩემს მდგომარეობაში და მე მის ადგილას ვიყო, ალბათ ზედ არ შემომხედავდა. ქალები სულელები არიან მე კი არ ვარ სულელი, რაც არ უნდა ქნას მე არ ვიქნები დამნაშავე მისი ცხოვრება მის ხელშია, თუ ჭკვიანად იქნება შეხვდება ვინმე თავისნაირსს გააჩენს ბავშვებს და აღარ იქნება მარტო. მე კი ვინმეს მოვნახავ მაგრამ ახლა არაა ამის დრო. გიორგი არ გრძნობდა არც სიბრალულს და არც დანაშაულის გრძნობას თითქოს თავს ირწმუნებდა რომ ის არაფერ შუაში არ იყო.
სახლში დაბრუნებლი მამასთან შევიდა.
-როგორ ხარ შვილო?
-კარგად შენ როგორ გრძნობ თავს?
-კარგად ვარ კარგად.
-ძალიან კარგი.
- გერმანიიდან პასუხები მოვიდა.
-მერე რაო? მალე მოკვდებაო?
-არა მამა რას ამბობ. კარგი პასუხებია, რაღაც მკურნალობის კურსია, რომელიც იმედით მავსებს. ახლა ბათუმში უნდა წავიდე იქ ერთ პროფესორს უნდა შევხვდე ის მირჩევს სად ჯობია შენი მკურნალობა, რომელ ქვეყანაში.
-სადმე უნდა წამიყვანო?
-აუცილებლად, მამა მე შენ ამ მდგომარეობიდან გამოგიყვან, გპირდები ამისთვის ძალისხმევას არ დავიშურებ.
-ვიცი, მაგრამ ისიც მინდა იცოდე, რომ თუ ამ ბრძოლაში დავმარცხდებით არ იდარდო ძალიან.
-კარგი რა, ამას ნუ ამბობ.
-დამპირდი. ცხოვრებას ჩვეულ რიტმში გაგრძელებ, დედაშენს გვერდით დაუდგები, დამპირდი .
-გპირდები, მაგრამ პირველიგში იმას გპირდები, რომ აქედან გამოგიყვან.
-შვილო ანასთან მოაგვარე?
-კი მამა , ამაზე არ იდარდო.
-დღეს ვფიქრობდი შეემეცოდა ეგ გოგო.
-ხო ცოდოა.
-მაგრამ სამწუხაროდ მხოლოდ შეცოდება არ კმარა. ასე აჯობებს შენთვის და ვინ იცის შესაძლოა მისთვიაც.
-არვიცი მამა, მისთვის არამგონია. ისეთი სასოწარკვეთილი დავტოვე მეშინია რამე არ დაუშავოს თავის თავს.
-ნუ ნერვიულობ გადაუვლის. ცოტა გაუჭირდება მაგრამ ყველაფერი მოგვარდება.
-მას დასაკარგი არაფერი არ აქვს, ეს მაფიქრებს.
- ხო შვილო ასეა, მაგრამ ამაზე ფიქრს ჯობია თავი დაანებო და გახსოვდეს, რომ შენ ბევრი გაქვს დასაკარგი ძალიან ბევრი. ყველაფერი რაც შენ გეკუთნის მე წლების განმავლობაში ვაშენე და მინდა ამ ყველაფერს ძალიან მოუფრთხილდე.
-ვიცი მამა და გპირდები რომ ასე იქნება. უნდა წავიდე საღამოს მაქვს იმ ექიმთან შეხვედრა დანიშნული ხვალ დილით დავბრუნდები უკან.
-კარგი შვილო აბა შენ ციც ფრთხილად იარე.
21თავი.
ანა გიორგის წასვლის შემდეგ სარკეში საკუთარ ანარეკლს უყურებდა და ფიქრობდა, ასეთი სულელი რატომ იყო რატომ ეგონა, რომ გიორგისაც ისევე უყვარდა როგორც თვითონ. ბებია გაახსენდა ძალაინ მოუნდა მის კალთაში, მოუნდა ყველაფრის დავიწყება.
ტირილი დაიწყო ეს მისთვის უჩვეულო რამ იყო, ბავშვთა სახლში მიეჩვია , რომ არ ეტირა არაფრის გამო არანაირი ტკივილის გამო მა სულის ტკივილი ტანჯავდა და ეს იმდენად წარმოუდგენელი იყო რომ ტიროდა, წერა მოუნდა ამდენიხნის მერე პირველად. გადაწყვიტა გიორგისთვის მიეწერა .

მონატრება სულს აწამებს...
მინდა მჯეროდეს რომ შენც გიყვარვარ და უბრალოდ ახლა ძალიან რთული პერიოდი გაქვს. წარმოვიდგენ ხოლმე , რომ ყველაფერი ძველებურადაა და არაფერი არ შეცვლილა, მაგრამ შემდეგ მარადისობად იქცევა სიმართლეში დაბრუნება.
ვიცი, რომ ზედმეტად ბევრს ვითხოვ იმ ადამიანისგან ვისთვისაც არაფერს ვნიშნავ და ალბათ არც არაოდეს ვნიშნავდი.
ამ წერილით უნდა დაგემშვიდობო სამუდამოდ. გპირდები , რომ აღარასოდეს შეგაწუხებ ჩემით.
არ მინდა დანაშაულის გრძნობა გქონდე ჩემი სიკვდილის შემდეგ , ეს არჩევანი მე თავად გავაკეთე. ჩემი სხეული სიცოცხლეს აგრძელებდა იმის მიუხედავად, რომ განადგურებული ვარ და არაფერს არ ვნიშნავ. შიგნით ყველაფერი მკვდარია დიდიხანია, ამიტომ ეს არის ჩემი ლოგიკური დასასრული.
ახლა ერთადერთი ვინც მახსენდება შენ ხარ.
როგორ მიმატოვე ეს არაფერია იმასთან როგორც დაიწყო ყველაფერი. შენ რომ გამოჩნდი , მეგონა ყველაფერი დასრულებული იყო. მეგონა არაფერი აღარ გამახარებდა და ბედნიერებას აღარაფერი მომგვრიდა. რაღაცნაირად მოახერხე და ჩემი ცხოვრება კვლავ სინათლით შეავსე. შენ ნამდვილი სასწაული იყავი. მნიშვნელობა არ მიმიქცევია რა გამოძრავებდა ვინ გიყვარდა. არც არასოდეს მიმქცევია ყურადღება იმისთვის , რომ დაგლოდებოდი, დამეცადა რას იგრძნობდი, რომ გეთქვა. მე თავად გითხარი მიყვარხარ მეთქი. უსაზღვროდ მიყვარდი და ბედნიერი ვიყავი ამას, რომ ვგრძნობდი. სულელივით მოვედი და გითხარი სახეზე იდიოტის ღიმილი დამთამაშებდა ალბათ. ვანათებდი ვასხივებდი ამ გრძნობას. უცებ გული ამიჩქარდა დავინახე შენი გაყინული სახე არაფრის მთქმელი თვალები. არაფერი არ გითქვამს უბრალოდ გაგეღიმა. მერე რაღააცები თქვი მაგრამ არაფერი გამიგია. მხოლოდ შენმა სახემ და გამოხედვამ დამაბრუნა რეალობაში. არ მახსოვს გამომეტყველება ერთბაშად შემეცვალა თუ ნელნელა. მახსოვს როგორ გავიყინე. თვალებში ცრემლი მომადგა მაგრამ არ ვიტირე .
ვცადე არ მეფიქრა, ვცადე ყველაფრის დავიწყება, მაგარმ ვეღარ ვუძლებ დავიღალე ძალიან დავიღალე ვგრძნობ როგორ დამღალა არსებობამ . ხოდა გემშვიდობები.
შენ თავს ნუ დააბრალებ ყველაფერს, მე ადრეც ბევრჯერ მიცდია სუიციდი . პირველად რვა წლის ასაკში. ბავშვთა სახში ვიყავი მაშინ, ძალიან ცუდათ ვგრძნობდი თავს, ყველასგან მიტოვებული, რომელსაც არავინ აკითხავდა არასოდეს. ეს საშინელება იყო სულ ველოდებოდი დედას რომელიც არასოდეს არ გამოჩნდა. მაშინ წყალში გადავხტი მაგრამ მეთევზეებმა შემნიშნეს და ამომიყვანეს. მეორედ 13 წლის ვიყავი, სკოლაში დამცინოდნენ ჩემი უცნაური ხასიათის გამო, ის პერიოდი ისედაც ცუდათ ვიყავი და ამიტომ თავის ჩამოხჩობა ვცადე ჩემს საძინებელში, ბებია სახში არ იყო მაგრამ ბედად დაბრუნდა და ჩამომხსნა. მესამედ კი ბებიის გარდაცვალებისას ვცადე მაშინ მთელი შეკვრა წამლები დავლიე, მაგრამ არ ვიცოდი რა წამლები იყო, მხოლოდ ცუდათ გავხდი სიკვდილამდე არ მივსულვარ, ახლა ამ შეცდომას გამოვასწორებ.
ანამ გიორგის მიერ დახატულ სურთს შეხედა და წარმოიდგინა, რომ მისგან ამ სუარათის გარდა არაფერი დარჩებოდა, კოლოფი გახსნა და მთელი მუჭა გაივსო წამლებით. მეერ წერილს შეხედა. წარმოიდგინა, რომ გიორგი ჩაიხედავდა მის სულში, რაც არ უნდა ყოფილიყო გიორგიმ მას ბედნიერი დღეები აჩუქა შეეცოდა ვერ გაიმეტა წერილისთვის და ერთი ხელის მოსმით წაშალა, მერე კვლავ შეხედა გიორგის მიერ დახატულ მის თავს, სიბრალული იგრძნო გიორგის მიმართ წარმოიდგინა რა სუსტი იყო მასთან შედარებით. მას საკუთარი გატაცების შესახებ რომელიც გატაცებაზე მეტი იყო ვერავისთვის ვერ გაემხილა, ფეხზე წამოდგა , სუიციდი ეს მოოცდის მთელი მუჭი წამლები ნაგვის ურნაში ჩაყარა. თავში გენიალური იდეა მოუვიდა. ახლა ამ იდეის განხორციელების გზეები შეეძლო მოეძია. ის აღარ გრძნობდა ტკივილს პირიქით საოცარ სიმშვიდეს მოეცვა მთლიანად.



№1  offline წევრი ჭირვეული

ამ თავში გიორგიმაც გამიცრუა იმედი (((

 


№2  offline წევრი kaatoo

Chirveuli
ამ თავში გიორგიმაც გამიცრუა იმედი (((

((( ვწუხვარ, რომ შენი იმედები ცრუვდება.

 


№3  offline წევრი ჭირვეული

kaatoo
Chirveuli
ამ თავში გიორგიმაც გამიცრუა იმედი (((

((( ვწუხვარ, რომ შენი იმედები ცრუვდება.

შენ კი არა გიორგი და მისი ოჯახი უნდა წუხდეს))) ბოლოს დავინტრიგდი და მჯერა, ანა არ გამაწბილებს!

 


№4  offline წევრი kaatoo

Chirveuli
kaatoo
Chirveuli
ამ თავში გიორგიმაც გამიცრუა იმედი (((

((( ვწუხვარ, რომ შენი იმედები ცრუვდება.

შენ კი არა გიორგი და მისი ოჯახი უნდა წუხდეს))) ბოლოს დავინტრიგდი და მჯერა, ანა არ გამაწბილებს!

Imedia <3

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent