შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

არჩევანი (თავი 12)


18-01-2017, 19:21
ავტორი Salivan
ნანახია 3 415

ბატონი თორნიკე თვალებში მიყურებს და მოულოდნელ კითხვას მისვამს.
- წეღან რა მოხდა?
- რაზე მეკითხებით?- ვეკითხები ჩურჩულით.
- რაღაც უცნაური ხმა შემომესმა შენი ოთახიდან. თითქოს შეკივლების.- მიზუსტებს კითხვას და ისევ მეხება მკლავზე.
- ააა ეგ არაფერი. ბატონმა ლევანმა შემაშინა- ხელს ვიქნევ ვითომ უბრალოდ, მაგრამ ამით ვახერხებ მისი ხელის მოშორებას.
- ბატონი ლევანი თავს ხომ არ გაბეზრებს?- მეკითხება ვითომ ღიმილით და ჩემსკენ ხრის თავს. არადა გარკვევით ვხედავ როგორ ეჭიმება ყბები დაძაბულობისგან.
- სიმართლე გითხრათ ბატონი ლევანი ვერასდროს შემაწუხებს- ვპასუხობ თამამად. და ჩემს დაძაბულ ყურთასმენას დივნის ჭრაჭუნის და შემდეგ ორი ნაბიჯის ხმა წვდება.
- კარგია, მაგრამ თუ რამე არ მოგეწონება აუცილებლად მითხარი და მე მოვაგვარებ. და საერთოდ თუკი რამე დაგჭირდება არ მოგერიდოს ხომ?- ზედმეტად მიახლოვდება და ხმადაბლა მესაუბრება. - და დღეს. თუ შეძლებ ძალიან გამეხარსება. წვეულებას ვგულისხმობ. ვიცი რომ ბავშვების გამო გიჭირს თავისუფლად მოძრაობა. მაგრამ დღევანდელ შეხვედრაზე ძალიან დამჭირდები.- თავდახრილი, წარბებს ქვემოდან შემომყურებს და ოდნავ მიღიმის.
- ვნახავ ბატონო თორნიკე. თუ მოვახერხე ბავშვების დატოვება, წამოვალ.- ვპასუხობ შეცბუნებული. კიდევ რაღაცის დამატებას ვაპირებ, მაგრამ ცივი თითები ეხება მაჯის იმ ნაწილს რიმელსაც კოფტის მანჟეტები ვერ ფარავს და მეც ცივი ჟრუანტელი მივლის მთელ სხეულში.
- თორნიკე ხომ ყველაფერი წესრიგშია?- წინ მეფარება და ასე უჩუმრად მეჭიდება თითებზე და მყინავს. მეც ვცდილობ შეუმჩნევლად გამოვქაჩო ხელი. მაგრამ ის ამის საშვალებას არ მაძლევს.
- თეონა რაც გთხოვე გაითვალისწინე კარგი?- ალექსანდრეს მხარს ზემოდან დამყურებს თორნიკე და თავით მანიშნებს თავისუფალი ხარო. მეც თანხმობის ნიშნად თავს ვუქნევ და უმწეოდ ვექაჩები ხელს.
- მიგაცილებთ- მხოლოდ ტუჩებით მიღიმის ალექსანდრე და მზერით მბურღავს.- რა უნდოდა?- მეკითხება უჩუმრად და უკვე ხშინავს. კარს ნელა მიღებს და მკაცრად მიყურებს. მეც ნელა გავდივარ ოთახიდან და უცერემონიოდ ვახლი პირში.
- ეს შენ არ გეხება.- მეც მხოლოდ ტუჩებით ვუღიმი და მის გამომეტყველებაზე დასამალავს ვეძებ.
- კარგი- მიქნევა თავს გაცეცხლებული და გარეთ მომყვება.
- რას აკეთებ?- წამში ვხვდები რომ ასე ყველასთვის ყ ელაფერი გახდება ცნობილი და მის უკან შებრუნებას ვცდილობ. ხელებით ვაკავებ და მკერდზე ვაწვები. - უკან შებრუნდი. ხომ არ გაგიჟდი?- ვუბრიალებ თავალებს და რატომღაც მე მივსრიალებ კარებისკენ.
- გავგიჟდი ნამდვილად არ ასახავს იმ მდგომარეობას რა მდგომარეობაშიც ახლა ვარ.- სწრაფად აღებს ჩემი ოთახის კარებს და ზედ მაკრავს.- რა დღეში იყავით წეღან? ჭკუიდან გინდა გადამიყვანო? სპეციალურად აკეთებ ამას?- შუბლზე შუბლით მებჯინება და ტუჩებზე დამსისინებს.
- არაფერს არ ვაკეთებ და შემეშვი თუ შეიძლება- ვაწვები მკერდზე და მის ტუჩებს სახეს ვარიდებ.
- არ შემიძლია და არც შეგეშვები- სახეს მიჭერს და სევდიანად ჩამყურებს თვალებში. თავს ისე საშინლად ვგრძნობ, მის გამომეტყველებაზე ისე მიმძიმდება გული რომ გაუაზრებლად ვეხები სახეზე და ჩემს საყვარელ კონტურებს თითებს ვაყოლებ. ისიც უმალ იტრუნება ჩემს შეხებაზე, თვალები ეხუჭება და კისერიც უდუნდება.
- მიყვარხარ თეონა.- ჩურჩულებს თვალდახუჭული და მეც წამში ვუშვებ ხელს.
- წადი ალექსანდრე. იქ საჭირო ხარ- კარრბს ვუღებ და ვეცლები. ისიც თითქოს მოხრილი გადის ოთახიდან და უხმაუროდ ხურავს კარს.
მარტო დარჩენილი ნანუკას ვურეკავ და ბავშვებია დატოვებას ვთხოვ. ისიც სიხარულით მთანხმდება იმის სანაცვლოდ რომ მაქსიმალურს ვეცდები და გავარკვევ იყო თუ არა "ის" თორნიკე. მეც ვთანხმდები ამ სულელურ პირობას და სანაცვლოდ მნიშვნელოვან გაფრთხილებას ვიღებ. "არ დალიო! არ დაგავიწყდეს უკანასკნელი შემთხვევა!" მომკალით და ამ სიტყვებს ხუმრობად ვერ ვიღებ და გაბრაზებული ვუთიშავ ტელეფონს.
მერე ლენას ვურეკავ და ვეკითხები როგორ სტილში ჩავიცვათქო.
- შენ რა მოდიხარ?- მეკითხება გაოცებული.
- თორნიკემ მთხოვა- ვიმართლებ თავს.
- ნეტა რატო?- აგრძელებს დაკითხვას.
- რა ვიცი მე? დამჭირდები და მირჩევნია იქ მყავდეო.- ვუყვები ბოსის ნათქვას.
- ოკ. რაც გაგიხარდება ის ჩაიცვი. მე ყვითელ კაბას ვიცმევ და მაღლებს.- მაცნობს თავის არჩევანს.
- კარგი ლენ. მადლობა და რომ გნახავ რაღაცას მოგიყვები.- ვემშვიდობები და ეკრანზე განათებულ კონვერტს ვაწვები. მესიჯი ბატონი თორნიკესგანაა. "დღეს მე გამოგივლი შვიდზე. ბოდიში რომ გწერ. ვერაფრით განვთავისუფლდი." ვკითხულობ და თავი ალისა საოცრებათა ქვეყანაში მგონია. სწრაფად ვალაგებ ნივთებს და თითქმის სირბილით ვტოვებ შენობას. მისი სიახლოვე სულს მიხუთავს. ამას დამატებული ჩემი დანაშაული და სადაცაა გული გამისკდება უკვე.

სახლში მისული ვბანაობ, თავს ვიწესრიგებ. თმებს ვისწორებ და საღამოს მაკიაჟს ვიკეთებ. მერე გარდერობს ვლაშქრავ და საბოლოოდ არჩევანს კაკაოსფერ სეთზე ვაჩერებ. კოფდა და შარვლის ნაკრებია. ოღონდ ესაა რომ კოფტა მოკლეა და შარვლის წელამდე დაახლოებით სამი-ოთხი თითის დადებაზე შიშველი წელის ნაწილი მიჩანს. "მომწონს" ვასკვნი გონებაში და ზემოდან ჩალისფერ პალტოსა და ხორცისფერ ზამშეს შუზებს ვიცმევ. ამ დროს ტელეფონიც რეკავს და მეც სწრაფად ვპასუხობ.
- ქვემოთ გელოდები- მესმის თორნიკეს რბილი ბარიტონი და მეც სასწრაფოდ ვპასუხობ მოვდივართქო. ქვემოთ ჩასულს თორნიკე მანქანაზე მიყრდნობილი მხვდება. მუქ ლურჯ კოსტუმსა და ღია ცისფერ პერანგში გამოწყობილი, საუცხოო სანახავია. სახეზე შევყურებ და ვხედავ როგორ აღფრთოვანებული მიყურებს.
- შეუდარებელი ხარ- მეუბნება მცირე პაუზის შემდეგ და ისევ მეხება ხელზე.
- არ არის საჭირო- სწრაფად ვართმევ ხელს. მაგრამ ის მაინც მიჭერს, იხრება და ისევ კოცნის. გაღიმებული იმართება წელში და მოულოდნელად მეკითხება - Black Opium?
- დიახ- ვუღიმი საპასუხოდ და გაშეშებული ვჯდები მანქანაში. "სად შემიძლია ამდენი". ის გაღიმებული ხურავს ჩემს კარებს და გვერდით მიჯდება. მანქანას ქოქავს და საფირმო ღიმილით მიღიმის. "ღმერთო გადამარჩინე" ვიხვეწები გულში და თითების მტვრევას ვიწყებ.
- მხოლოდ ორი საათით შემიძლია გაჩერება- ვაფრთხილებ წინასწარ და ისევ გზას შევყურებ. ის გამათბობელს რთავს და საშუალო სიჩქარით დაყავს მანქანა. მთელი გზის განმავლობაში ხშირად ვგრძნობ მის მზერას. ბოლოს ვეღარ ვითმენ და როცა ვფიქრობ რომ მიყურებს სწრაფად ვაბრუნებ თავს მისკენ და მის მზზერას ვიჭერ.
- ნურაფერს მეტყვი- მიღიმის თბილად- უბრალოდ უფლება მომეცი რომ გიყურო მაინც. ულამაზესი ხარ!- ამატებს ჩუმად. ვგრძნობ როგორ მიხურდება ლოყები და თმაში თავჩარგული ჩუმად ვპასუხობ "მადლობას". "რა ჭირს ამ კაცს? რამ დაათბო ასე უცებ? ნუთუ მართლა ეს იყო?" თავს ვიმტვრევ სიმართლის ამოცნობით, მაგრამ არაფერი გამომდის.
ბარში ხალხმრავლობა და ტვინის წამღები ხმაური მხვდება. "აქ ორი საათიც ვერ გავძლებ" ვფიწრობ ჩემთვის და თორნიკეს უკან მივყვები.
- აქ დამელოდე და სასმელს მოგიტან- ერთ-ერთ კუთხის მაგიდასთან მსვავს და ბარისკენ მიდის.
- შენ ტელეფონი მოგიკვდა?- პირდაპირ ჩხუბით მეტაკება ლენა და დაზაფრულ თვალებს აქეთ-იქით აცეცებს.
- არ მინახავს. მირეკავდი?- ვეკითცები გაოცებული. ვერ ვხვდები რა უნდა.
- მოგწერე არ მოხვიდეთქო. ალექსანდრეა აქ. ვაიიიი. - იცხადებს და ფეხზე დგება- ფაგინახა და აქ მოდის. ვაიმე რა სახე აქვს. მე წავედი.- სწრაფად მაქცევს წურგს და მიკაკუნებს. მე ნელა ვიხდი პალტოს და ჩანთაში ტელეფონის ძებნას ვიწყებ.
- ამ დროს აქ რას აკეთებ?- მესმის მისი ოდნავ გაკვირვებული ხმა.
- ვმუშაობ- ვპასუხობ მშვიდად და ტელეფონის ეკრანს დავცქერი.
- მუშაობ თუ ერთობი?- ვატყობ როგორ ეძაბება ხმა.
- არა ვმუშაობ. შეხვედრაზე ვარ.- ვუმარტავ სიტუაციას და თვალს ვარიდებ. ვხედავ ბარის წინ როგორ მოუთმენლად დგას თორნიკე.
- ბავშვები სად არიან?- მეკითხება მკაცრად და ერთი ხელით მაბრუნებს მისკენ.
- ნანუკასთან- არც ამჯერად ვამადლი პასუხს და მის სურნელს ძალიან ახლოს ვგრძნობ.
- ახლა გაცვია რამე თუ უნდა ვიგულისხმო რომ გაცვია?- თითებს თეძოებზე მიასრიალებს და მოშიშვლებულ წელზე აჩერებს. სასწრაფოდ ვიჭრები ფეხზე და ისიც იმავეს იმეორებს.
- თავი დამანებე ალექსანდრე გთხოვ- საწყლად შევყურებ თვალებში. ის კი მაინც არ მეშვება. სადაც გავაწყვეტინე იქედან აგრძელებს და ნელ-ნელა მიუყვება მკერდისკენ მიმავალ გზას.
- რას შვრები?- ვიცხადებ ხმამაღლა და ის-ისაა ხელი უნდა დავკრა ხელზე, რომ ვიღაცის ძლიერი მკლავი მასწრებს. თითებს უჭერს და შიგნით უტრიალებს. როცა ვიაზრებ რა ხდება ვხედავ რომ ჩემს წინ ერთმანეთზე შუბლით მიბჯენილი ალექსანდრე და თორნიკე დგას. სადაცაა ერთმანეთს ყელში უნდა ეტაკონ რომ ორივე იაზრებს ვინ უდგას წინ და ნაბიჯით იხევს უკან.
- თორნიკე...- მიმართავს ალექსანდრე.
- ალექსანდრე?- იოცება ჩემი ბოსი- რა ხდება აქ?- ჩემზე ანიშნება და ხელებს აშორებს.
- არაფერი. ვსაუბრობდით.- მკაცრად პასუხობს ალექსანდრე და მაგიდის მეორე მხარეს იკავსებს ადგილს. სამაგიეროდ თორნიკე არ ინძრევა და მკაცრად შეყურებს მას. მოულოდნელად თითებზე მეჭიდება გასასვლელისკენ იღებს გეზს და მეც თან მიმარბენინებს.
- რა მოხდა მითხარი გთხოვ. რამე ხომ არ გაკადრა?- მელითხება აღელვებული და ბეჭებზე მაწყობს ხელს.
- მართლა არაფერი არ მომხდარა ბატონო თორნიკე- მის დამშვიდებას ვცდილობ, მაგრამ უფრო მეტად მეჭიდება მისი თითები მხრებზე.- სხვაში შევეშალე. ეს იყო და ეს.- ვიშმუშნები და ვგრძნობ ვიღაც როგორ მაცილებს მის ხელებს. მერე წინ მეფარება და ცალი ხელით მის უკან მაჩოჩებს.
- როგორ ფიქრობ ჩემი შვილების დედას რამეს უწესოს ვაკადრებდი?- უჩვეულოდ მშვიდად ეკითხება თორნიკეს სა თითებს მოშიშვლებული წელისკენ მიასრიალებს.
- ე.ი. შენ ხარ ის ალექსანდრე- დანანებით აქნევს თავს თორნიკე.
- როგორ ფიქრობ ჩემი ოჯახის საქმეებს შენთან ერთად გავარჩევ?- ხმას უწევს ალექსანდრე და ნაბიჯით უახლოვდება.
- ნამდვილად ვეღარ გაარჩევ.- ცივად პასუხობს თორნიკე და მათშორის მანძილს იუმცირესამდე ამცირებს.- იმიტომ რომ აღარ არის შენი ცოლი. იმიტომ რომ განქორწინდით და იმიტომ რომ ზედმეტებში გადადიხარ უკვე.
- ჩემთვის ქაღალდები არაფერს ნიშნავს- პასუხობს ალექსანდრე და ვხვდები რომ ჩემი ჩარევის დროა.
- მაშინ თეონას ვკითხოთ. მისთვის აქვა თუ არა იმ "ქაღალდებს" მნიშვნელობა- ორაზროვნად პასუხობს თორნიკე და სწრაფად ვდგები მათ შორის.
- ახლავე შეწყვიტეთ- ხელებს მკერდზე ვაჭერ და როგორც შემიძლია ისე ვაშორებ ერთმანეთს.- რა გჭირთ ამხელა კაცებს? რა პატარა ბავშვებივით იქცევით?- მორიგეობით შევყურებ მათ და თვალება ვუბრიალებ. უცებ ორივე მტევანზე ერთდროულად მეფარება თბილი და ცივი ხელის მტევნები და მეც სასწრაფოდ მკერდზე ვიკრებ ხელებს- შეწყვიტეთ თორემ ახლავე წავალ აქედან- პატარა ბავშვებივით ვუქნევ თითს. ამ დროა თორნიკეს ტელეფონიც მღერდება და ისიც ინგლისურად პასუხობს. ე.ი. ესპანელები მოვიდნენ.
- შევიდეთ?- მორიდებით მეკითხება ბოსი და მეც გაკაპასებული ვპასუხობ.
- რა თქმა უნდა იქ ხომ გველიან- სწრაფად ვახლი ორივეს და წინ ვასწრებ.

შეხვედრის განმავლობაში როგორც ძეგლი ისე ვზივარ კუთხის სავარძელზე. მარცხნიდან ალექსანდრე მავიწროვებს, მარჯვნიდან კი თორნიკეს სიახლოვე მძაბავს. უკვე მეხუთე ჭიქა წყალს ვსვავ და საშველი მაინც არაა. ლამისაა გამიხნეს პირი. ხშირ-ხშირად ვისველებ ტუჩებს და ჩემი ქმრადყოფილს ოხვრებს ოსტატურად ვაიგნორებ. წინიდან ლენა შემომყურებს თანაგრძნობით სავსე თვალებით და მეც გულიანად ვვოხრავ. ვერაფერს ვიგებ მათი საუბრიდან. ვერც იმას ვიგებ რატომ ვარ აქ. დაღლილობისა და წელის ტკივილისგან სულ მეცლება ძალა და ნელა ვიჩოჩებ საზურგისკენ. ვიღაც რბილ ბალიშს მახვედრებს უკან და მეც გაოცებული შევყურებ ალექსანდრეს.
- წელი არ გეტკინა ეგრე ჯდომისგან?-მიყურებს გაოცებული და ბალიშს მისწორებს. გაოგნებული ლენასკენ ვბრუნდები და ბალიშს მკვდარივით ვაწვები. "ახსოვს" მივლის გონებაში ერთი სიტყვა და ლენას ღიმილზე ვხვდები რომ ისიც ყველაფერს მიხვდა. ის-ისაა წელის ტკივილი მივლის და ბედნიერი ვავლებ თვალს მაგიდას, რომ ცივი თითები მისრიალებს ბალიშსა და ჩემს სხეულს შორის და იქ ჩერსება. წამოწევას ვცდილობ, მაგრამ ალექსანდრე წინ იწევა, ვითომ თორნიკეს სახის დანახვა უნდა და ისე განაგრძობს საუბარს. "გთხოვ" ვჩურჩულებ მის ყურთან და ისიც ნელა მაშორებს თითებს. როგორც ვხვდები კონსესუს აღწევენ და შეხვედრაც დასასრულს უახლივდება. ალექსანდრე პირველი დგება მაგიდიდან ყველას ემშვიდობება და მხრებზე მხვევს ხელს. მე გადიდებული თვალებით შევყურებ და მის სიტყვებზე საერთოდ ვირევი.
- ჩემს მეუღლეს თავად მივაცილებ- ახლის თორნიკეს და ფეხზე მაყენებს.- სახლში წასვლის დროა- მიღიმის უტეხად და პალტოს მაწვდის.
- რას ბრძანებთ ალექსანდრე. ქალბატონს მე მივიყვან სახლამდე.- ბრაზდება თორნიკე და მკაცრად შეყურებს ალექსანდრ.- ნუ შეურაცხმყობთ და ნურც ჩემს დღევანდელ სტატუსს ისაკუთრებთ. ქალბატონი თეონას კავალრობა დღეს მე ვიკისრე- არ ჩამორჩება ალექსანდრეს ირონიაში ჩემი ბოსი. უხერხულობისგან სული მეხუთება და სად წავიდე არ ვიცი. ლენა შეშინებული შეყურებს ალექსანდრეს და თვალების ბრიალით მანიშნებს "ქენი ქალო რამეო".
- ისევ იგივეს განმეორებას აპირებთ?- ვდგები შეწუხებული მათ შორის და რატომღაც ალექსანდრესკენ ვბრუნდები- მაშინ ჩემით წავალ!.- ვიღებ საუკეთესო გადაწყვეტილებას და ჩანთას ვწვდები. მაგრამ ალექსანდრე მიჭერს ხელს მისკენ მაბრუნებს და აფორიაქებული თვალებით მიყურებს.
- წამომყევი, სალაპარაკო მაქვს- მიწვდის ხელს და მელის.
- ჩემითაც შემიძლია სიარული- ვეუბნები შეწუხებული და წინ ვასწრებ. ბარიდან გავდივარ და გზის პორას ვჩერდები. სწრაფად ვბრუნდები და მის მკლავებში ვეხვევი.- რა გინდა რა?- ვეკითხები ძალაგამოცლილი და ხელბზე ვექაჩები. ის კი უფრო მიჭერს ხელებს და სახეს მიახლოვებს.
- მე მიყურე!- მეუბნება მშვიდად და ელოდება როდის ჩავხედავ თვალებში.



№1 სტუმარი Mtvareula

Vaimeee!!! Ras 'daatreven' am gogos. Ver vitan aset situaciebs. Ra goniat erti? Momindomes.
Ragac tornike cudad iqceva. ra dgeshia. is kai jandabas (esec ar aris jandabas, magram amastan shedarebit jandabas aris) qmari iyo/aris, magram es bevrs ''iweleba'' (ra leqsikonit var vgijdebi :dd) Aleqsandre shedarebit dadebiti xdeba, magram galati mainc galatia, tumca mgoni rom sherkgebisken miiweven.
Imedia, is kaci tornike ar aris. Minda rom akeqsandre iyos da mgoni rom eg iqneba.
Shen dzalian kargi xar, kargad wer da yvelaferi :dd.
Mal-male rom deb egec dzalian mixaria <3.
Velodebi shemdegs moutmenlad <3 <3 <3.

P.S.
Dzalian emociebshi var nu shemimchnevt :dd.

 


№2  offline წევრი ჭირვეული

თეონას წელი არ ვიცი და მე ისეთი დაძაბული და დაჭიმული ვიყავი კითხვისას, ყველა კუნთი მტკივა. ალექსანდრეზე მეტად თორნიკე მაღიზიანებს

 


№3 სტუმარი Guest ლიზა

ნუუ რა მომენტებზე იცი ხოლმე გაწყვეტა :დ <3

 


№4 სტუმარი natali7777

რა ჩაიხლართა არ დაიწყო გაწევ გამოწევაა ორივე ერთნაირია რაა ...

 


№5  offline წევრი tamuna.s

როგორ გელოდებოდი არ იცი. heart_eyes თორნიკეს აშკარად ზედმეტი მოსდის, ბევრის უფლებას აძლევს თავს და თეონამ ეს უნდა უთხრას. ორი დღის წინ გაშორდა ქმარს და ეს კიდე უკვე აშკარად აბავს. თან იქ ეჩრება სადაც არავინ ეკითხება. ყოფილი ცოლ-ქმარი თვითონ მოაგვარებენ საქმეს და თორნიკეს არავინ ეკითხება. ალექსანდრეს კი მოუხდება, იეჭვიანოს ცოტა და ნახოს რა ქალი დაკარგა თავისი უტვინობით. მაგრამ ეს თორნიკე მაღიზიანებს და რა ვქნა. rage ველი მოუთმენლად შემდეგ თავს kissing_heart

 


№6  offline წევრი თუთა პირველი

კითხვის დროს ჟრუანტელი მივლიდა :))))) ვფიქრობ თეონას გაანმარტოება და ყველაფერზე დაფიქრება არ აწყენდა, ასე ძალაუნებურად ექცევა თორნიკეს, ალექსანდრესა და დაქალების გავლენის ქვეშ. მას ისეთი გადაწყვეტილება აქვს მისაღები, რომ დაფიქრება, მონატრება, წარსულის გადახედვა ჩემი აზრით ძალიან წაადგება და სწორ გზაზე დააყენებს.
ალექსანდრე გაგვაცანი რა უფრო ახლოს, მანტერესებს რას ფიქრობს.

 


№7 სტუმარი ვუალა

Mtvareula
Vaimeee!!! Ras 'daatreven' am gogos. Ver vitan aset situaciebs. Ra goniat erti? Momindomes.
Ragac tornike cudad iqceva. ra dgeshia. is kai jandabas (esec ar aris jandabas, magram amastan shedarebit jandabas aris) qmari iyo/aris, magram es bevrs ''iweleba'' (ra leqsikonit var vgijdebi :dd) Aleqsandre shedarebit dadebiti xdeba, magram galati mainc galatia, tumca mgoni rom sherkgebisken miiweven.
Imedia, is kaci tornike ar aris. Minda rom akeqsandre iyos da mgoni rom eg iqneba.
Shen dzalian kargi xar, kargad wer da yvelaferi :dd.
Mal-male rom deb egec dzalian mixaria <3.
Velodebi shemdegs moutmenlad <3 <3 <3.

P.S.
Dzalian emociebshi var nu shemimchnevt :dd.

და რატომ გინდა რომ "ის კაცი" ალექსანდრე იყო? შენ ხომ ღალლატზე აცრილი ხარ?

 


№8 სტუმარი Guest Ketu

ვაიმე რა კარგი ხარ ნეტა იცოდე სალი, ნუ ალექსანდრეს ვუგებ,მართალია ყოფილია მაგრამ მაინც ქმარი ოყო. ხოოო და მემგონი რომ ალექსანდრე იყო (უფრო სწორად ძალიან მინდა იყოს) ... და ველოდები ძალიან ძალიან ყოველ თავს. უძალიანმაგრესი ხარ

 


№9  offline აქტიური მკითხველი lalita

მეგონა ერთმანეთს დაარტყავდნენ ისე დაიძაბა სიტუაცია.ალექსანდრე მეცოდება,

 


№10  offline აქტიური მკითხველი neneusi

ძალიან კარგია....აუ იცი თეო მეცოდება ისეთ სიტუაციაშია....რთულია არჩევნის გაკეთება აი ამ დროს მე საერთოდ ორივეს დავიკიდებდი, მოვკიდებდი ბავშვებს ხელს და სადმე სხვა ქვეყანაში წავიდოდი..... ცოდოა თეო...აღარ იცის რა გააკეთოს...ვერ ხვდება უყვარს თუ არა ალექსანდრე და უკვე მეც ვეღარ ვხვდები სიტუაციას....ყველაფერი იძაბება....მანერვიულებ, მაგრამ გადავიტან....დიდი ხანია არ დაგიდია და ამ თავის გამოჩენა ჩემთვის შოკი იყო....იცი მე ისიც კი არ ვიცი რომელი იქნება უკეთესი ალექსანდრე თუ თორნიკე .... ყველაფერი იმდენად დამაბნეველია...გაუგებარია...უცნაურია...ცუდ მდგომარეობაშია ეხლა მაგას კარგი დასვენება ჭირდება მარტო.... ცოდოა აი როგორც სინამდვილეს ისე ვუყურებ ამ ისტორიას და მართლა საოცრად ცოდოა აი შენ კი ნამდვილი საოცრება ხარ ისე წარმოაჩენ ამ ისტორიის სირთულეს...ყველაფერი კარგია....ყველაფერი გადასარევად მიდის განაგრძე და როცა შეძლებ დადე რა მაშინვე...საუკეთესო ხარ!

 


№11 სტუმარი Ketis

Dzaaaaaaaan momewinaaaaa

Rogor gelodebodi iciii?? Au male dade raaa axali tavi da aleqsandre girsi kvelapeis da minda is tipi tornike ikos da vapshe darches magastan

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent