შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სიმართლის დრო 6 თავი


18-01-2017, 19:38
ავტორი zia-maria
ნანახია 2 473

---რას ფიქრობ ლევან. ჩუმი დარდით და დუმილით ვერაფერს ვერ გახდები. ქარი ხანდახან ძლიერად მძვინვარებს, მაგრამ რომ ჩადგება მშვიდი ამინდი არის. მე ვფიქრობ, რომ საჭიროა მურთაზის დაელაპარაკო, რომ თავისუფლად იყო.უთხრა ერეკლემ ჩაფიქრებულ ლევანს.
---მინდა, მაგრამ არ ვიცი როგორ გაიგებს. მართალია ბავშვები არცერთი არ ვართ, მაიკოც ზრდასრული ადამიანია 21 წლის არის მაგრამ როგორც თავად მითხრა, ძალიან მკაცრი ყოფილა.
----ვიცი, მურთაზი მკაცრია ის ღირსების დამფასებელი მამაკაცია და მისთვის მაიკო, ყოველთვის ბავშვი იქნება, რადგან მასზე საკმაოდ უფროსია. ჩვენც წავიდეთ და დაველაპარაკოთ. ჯერ ნიადაგი მოვსინჯოთ, იქნებ ტყუილია შენი შიში. მე ვიცი გაგიჟდება კი არადა და გაცოფთება, რადგან მაიკო მისთვის ყველაზე ძვირფასი განძივითაა. ის ძალიან ძვირად ღირებული რამაა, მის ცხოვრებაში.
---მართლა? ასე კარგად იცნობ ერეკლე თუ გინდა რომ ვერასდროს ვერ გავბედო დალაპარაკება. არა, არა სხვა დროს დაველაპარაკები. ერეკლეს გაეცინა და ლევანიმ უთხრა.
---კარგი რა ერეკლე ჩემი გამჭირვებია და შენ კიდე დამცინი?
---წავედით, წავედით რაც იქნება ის იქნება. ნუ გეშინია, წინ გადაგიდგები თუ ხელი აწია და შენს მოსახვედრს, მე მოვირტყამ. არ წყვეტდა ერეკლე ლევანის გამოჯავრებას, ლევანიც წარბებშეყრილი უცქერდა ერეკლეს.
---ყოველთვის უბედო ვიყავი, გოგოებში არასდროს არ მიმართლებდა და დიდი ხნით არ გაჩერებულა ჩემთვის ბედნიერება და სიხარული, მაგრამ მაიკოსთან სამ წლიან ურთიერთობას ერეკლე ვერ შეველევი. მაიკოს გარეშე ვერ ვიცოცხლებ.
---მე რომ მიხსნი, მის ძმას აუხსენი ეს ყველაფერი. წყნარად უთხრა ერეკლემ, მაგრამ ცოტა გაბრაზებულმა.
იმ ღამით ერეკლესთან დარჩა ლევანი და დილით ერთად წავიდნენ კომპანიაში. იქ მისულებმა მურთაზი მოიკითხა.
---სოფო ყველანი ადგილზეა? შეეკითხა მის მდივანს ერეკლემ.
--- კი, ყველა აქ არის.
---მურთაზის დაუძახე და შემოვიდეს ჩემთან, სასწრაფოდ. შენ კი მანამდე სამი ყავა მოგვიტანე გამოსაფხიზლებლად. ცოტა ხანში მურთაზიც შეუერთდა ლევანის და ერეკლეს.
---რა ხდება ერეკლე, ხომ ყველაფერი სწორადაა გაკეთებული. შეეკითხა მურთაზიმ გაოცებულმა ერეკლეს.
---შემოდი, შემოდი თავისუფლად. ყველაფერი რიგზეა. გაიცანი ეს ჩემი ბავშვობის მეგობარი ლევან დემეტრაძე. მურთაზიმ და ლევანიმ ერთმანეთს ხელი ჩამოართვეს და ერთმანეთის პირდაპირ დაჯდნენ.რამოდენიმე წუთში სიმყუდროვე სოფომ დაარღვია. ლანგარით ხელში შემოვიდა და სათითაოდ ჩამოურიგა სამივეს თავიანთი ფინჯნები ცხელი ქაფქაფა ყავით სავსე.
ერეკლემ ყავის ცხელი ორთქლი შეისუნთქა და წამიერად თვალდახუჭულმა გაირინდა, რომ კარგად შეეგრძნო ეს ნეტარება და შემდეგ, ჯერ ერთს შეხედა და შემდეგ მეორეს.
---აღარ იტყვით რა ხდება?ასევე ჯერ ერთს და მერე მეორეს შეხედა მურთაზიმ და დაელოდა როდის ეტყოდნენ,იმას თუ რისთვის დაიბარა ერეკლემ.გაუბედავად დაიწყო ერეკლემ საუბარი.---მურთაზი რამდენი წელია,რაც ერთმამეთს ვიცნობთ?---მეხუთე წელია,თითქმის მთავრდება მეხუთე წელი.მითხარ რა ხდება,თორემ სადაცაა გული წამივა.
---მოკლედ და კონკრეტულად. ერეკლე ჩემი მეგობარია და თქვენ ერეკლეს უკვე კარგად იცნობთ ეს წლებია. აქ მასთან ერთად იმისათვის მოვედი რომ გითხრა პირდაპირ, როგორც კაცმა კაცს და როგორც მეგობარმა, მეგობარს. მე მაიკო მიყვარს. თქვა სწრაფად ლევანმა და გაჩუმდა.
მურთაზი ლევანს მიაჩერდა და სიგარეტს მოუკიდა. ღრმად შეუშვა ნიკოტინი ფილტვებში და ასევე ღრმა ამოსუნთქვით გარეთ გამოუშვა უკვე დამწვარი ნიკოტინის ლურჯი კვამლი. ხელით მიმოფანტა, მის გარშემო გაჩენილი ლურჯი ბურუსი და ლევანს ღიმილით უთხრა;
--- ვიცი, მეგონა რამე ახალს მეტყოდი. ეს ხომ ისედაც ვიცოდი, უკვე სამი წელია თითქმის.
---მაიკომ გითხრა? გაუხარდა და გაუკვირდა ლევანს.
---არა, მან არც კი იცის, რომ მე ვიცი თქვენი მიჯნურობის ისტორიის დაარსების შესახებ, თითოეული დეტალიც კი. მურთაზის გულწრფელ აღიარებაზე, გაოცებული და გაკვირვებული იყო ერეკლეც. მაიკოს სოციალური ქსელი მე გავუხსენი, ამიტომ იმ დროს შევდიოდი მის გვერძე,როცა თავადაც იყო საიტზე და ვერ მიმიხვდა. როცა გწერდა, თქვენს მონაწერებს ვადევნებდი თვალს. აქ რომ ჩამოხვედი და რამდენჯერმე ერეკლეს გვერდით დაგინახე რა მქონდა საჩხუბარი და საწინააღმდეგო. ამიტომ მე ორივე ხელებს ვწევ მაღლა.
---ესე იგი წინააღმდეგი არ ხარ? სიხარულით შეეკითხა ლევანი
---არა ლევან არ ვარ წინააღმდეგი, მაგრამ ერთი საიდუმლო უნდა გაგიმხილო, ისეთი რომელიც თავად მაიკომაც არ იცის.
---რა ხდება მურთაზ? შეეკითხა ერეკლე დაძაბულად და ლევანს გადახედა, რომელსაც შუბლი ოფლით დაცვაროდა და მზად იყო მურთაზის მოსასმენად. როგორ არ უნდოდა ცუდი მოესმინა მაიკოზე ამ საოცრად ნაზ და წყნარ გოგონაზე.
---მაიკოზე 8 წლით უფროსი ვარ. ორი წლის იყო მამაჩემმა, ერთ ზამთრის სუსხიან ღამეს შეფუთული რომ მოიყვანა სქელ ადეალაში გახვეული და ბუხართან, დედაჩემს კალთაში ჩაუჯინა რომელიც წინდას ქსოვდა ჩემთვის. დედამ გაკვირვებულმა შეხედა მამას და მის გაღიმებულ თვალებში ბედნიერების სხივიც კი დაინახა და სევდის დიდი ტკივილიც. ადიელა გადახსნა და იქედან მაიკოს შავმა თვალებმა გამოანათა, რომელიც შეშინებული გვიყურებდა სამივეს. ტირილი დაიწყო და შეწუხდა დედამ. იმ ხანებში დედა ვერ იყო კარგად, რადგან ახალი შვილ-მკვდარი დედა იყო, ჯერ კიდევ მგლოვიარე და უეცრად სახე გაუნათდა და ატირებული მაიკო მისი რძით დაანაყრა. გაჩუმდა ისიც და დედაჩემის მკერდზე მიეძინა. მე მაშინ ათი წლის ვიყავი და მეც კარგად მახსოვს , ჩვენს ახლო მეზობლად ღარიბი ოჯახი ცხოვრობდა. (უფრო კარგად დედაჩემის მონაყოლიდან ვიცი, რომ გავიზარდე) მათ ულამაზესი გოგონა ყავდათ მაიკო. გოგონა ერთ დღეს სკოლიდან წამოსული, სამმა მთვრალმა მამაკაცმა გააუპატიურა. ამ ფაქტს თვით მაიკოს მამა და მამაჩემი შესწრებია. გოგონას ყვირილი და ტირილი გაუგონიათ, მიშველეთო და მამასაც და ავთო ძიასაც ამოუცვნია იმ სასოწარკვეთილ ხმაში მაიკოს ხმა და გაქცეულან, თითქმის სახლთან ახლოს იყო ის ადგილი, მაგრამ იქ მისულებს შემზარავი სურათი დახვდათ. ვერ მიუსწრეს მაიკოს და სამივე სასტიკად მოექცა პატარა 15 წლის გოგონას. აზრზე რომ მოვიდა და გაიგო რაც შეემთხვა თვითმკვლელობაც უცდია, მაგრამ მშობლები თვალყურს ადევნებდნენ.დამნაშავეები დაიჭირეს და პასუხისგებაში მისცეს, მაგრამ მაიკო დაფეხმძიმებულა. არც მამას და არც დედას არ მოუთხოვიათ ბავშვის მოშორება და 16 წლის ასაკში, თავად ბავშვმა გააჩინა ულამაზესი გოგონა. ის ცუდად ყოფილა და მამისთვის უთხოვია, რომ ბავშვისთვის მისი სახელი დაერქვათ თუ გოგო იქნებოდა. ასე გაჩნდა მაიკო და მისი ახალგაზრდა, თავად ბავშვი დედა კი გარდაიცვალა. წლინახევრის ასაკში კი ჯავრისგან და დარდისგან მაიკოს გამზრდელი ბებია გარდაიცვალა. ექვსი თვეს უვლიდა ბაბუა შვილიშვილს და შემდეგ მასაც შეერყა ჯამრთელობა და ბავშვი მამაჩემისთვის ჩაუბარებია. მალე კი ისიც გარდაცვლილა. ამ ამბის შემდეგ კი დამნაშავეების ოჯახები უბანმა აიძულა, რომ დაეტოვებინათ სოფელი და გააძევეს სოფლიდან სამივე ოჯახი. მე კი დედმამიშვილი არ მყავდა, მეორე შვილის შემდეგ დედას დაფეხმძიმება არ შეიძლებოდა, რადგან ჩემს ძმაზე მძიმე მშობიარობა ქონდა, ამიტომ მაიკო გულში ჩაიხუტა და შვილად მიიღო. მამამ გვარიც მისცა მაიკოს მისი და ის დღემდე კაპატაძეა. ისე მისი ნამდვილი გვარი გიორგაძე არის. ალბად როდისმე ძალას მოვიკრებ და დადგება ,,სიმართლის დრო'' რომ მას ყველაფერი ვუთხრა.
რომ წამოვიზარდე, მე ვითავე მაიკოს დაცვა და ის დღემდე არ მომშორებია გვერდიდან. სოფელში მაიკოს მშობლების სახლს მამაჩემი უვლის. თუ რამე მოსავალი მოდის ყველაფერს ფულად აქცევს და მაიკოს უნახავს. წელს ხელი შევავლე მის სახლსაც. ვფიქრონ ნელა-ნელა მიახლოვდება დრო, როცა უნდა დავჯდე მის წინ, თვალებში ჩავხედო და სიმართლე ვუთხრა, მაგრამ ვერ ვბედავ. რამდენჯერ დავაპირე თქმა, მაგრამ ვერ შევძელი. მეშინია, მეშინია იმის რომ ძალიან მგრძნობიარეა და ძალიან ნაზი, რამე არ დაემართოს. მაიკომ ჩემი ცხოვრება შეცვალა ლევან. შემიყვარდა, ძალიან შემიყვარდა. ვიცი ძალიან გამიჭირდება მის გარეშე, მაგრამ დროა მანაც მისი ბუდე შექმნას. ლევან მინდა გახსოვდეს, რომ მაიკო ჩემი ცხოვრების სიხარულიც არის და ტკივილიც, ის ძალიან ძვირფასი არსებაა ჩემთვის.. აი ესაა ჩემი ცხოვრების საიდუმლო, რომელსაც ათი წლიდან გულით ვატარებ.
---ვიცოდი, ვიცოდი რომ არაჩვეულებრივი ადამიანი ხარ მურთაზ. ერეკლემ ცრემლები მოიწმინდა და მურთაზის გადაეხვია. ლევანი? ლევანი იჯდა მდუმარედ და ერთ წერტილს მიჩერებოდა, შემდეგ კი მურთაზის შეხედა და უთხრა.
---ძალიან გთხოვ, როცა ამ ყველაფრის თქმას დააპირებ მაიკოსთვის, მინდა მის გვერდით ვიყო. მისი ძალა ვიყო და გადავატანინო ეს ტკივილი. შენ კი ნამდვილი, ნამდვილი ძმა ხარ მურთაზ. ლევანიც წამოდგა და მურთაზის გადაეხვია.
---მე გითხარი და კიდევ გეუბნები, მაიკოს თვალზე ცრემლი რომ დავინახო, ახსნის საშუალებას ნუ ეცდები და მიზეზების ძებნას. ციხეში წავალ, ვინც მაიკოს აწყენინებს. ლევან არ მინდა, ვინმემ მისი სილამაზით ისარგებლოს და თან ითამაშოს, დედამისი მისმა უჩვეულო სილამაზემ დაღუპა და ვინც არუნდა იყოს, მისი ცუდი თვალით შემხედავი და ცუდი ხელით შემხები, ცოცხლად დავწვავ გეფიცები, ამის გამკეთებელი ვარ ვფიცავ ჩემს ვაჟკაცობას, რომ ვერ გადამირჩება. მირჩევნია თავი დავიღუპო და ციხეში წავიდე , ვიდრე ჩემზე, ჩემს ზურგს უკან ჩუმად ვინმე არაკაცმა იცინოს. ერეკლემაც და ლევანმაც შეხედეს, მურთაზს ყელში გაჩენილ ლურჯ ძარღვებს, რომლების საუბრისას დააჩნდა, მიხვდნენ რომ არ აჭარბებდა არაფერს და ნამდვილად შემსრულებელი იყო იმის, რასაც ამბობდა.
---მურთაზ დამიჯერე, მე მაიკო მხოლოდ მისი სილამაზის გამო არ შემყვარებია. ვაღიარებ, ძალიან ლამაზია და ზედმეტადაც ლამაზიც კი, მაგრამ მე მისმა არა მარტო სილამაზემ მიმიზიდა, მე მასში არსებულმა ადამიანურმა თვისებებმა და შინაგანმა სამყარომ მიმიზიდა მაგნიტივით. გეფიცები უბედნიერესი ადამიანი იქნება, ქალი რომელსაც არ მოაკლდება ქალური ბედნიერება, ოჯახური სითბო და ჩემების სიყვარული. ამას გპირდები, ძმობას გეფიცები.
---რადგან ასეა დღეს ჩემთან ვიკრიბებით. მე და ლევანი წავალთ წინ და შენ მაიკო მონახე, ვითომ შემთხვევით და ერთად მოდით სახლში, სხვა მე მომანდეთ დღევანდელი დღე. მხიარული სახეებით წავიდნენ ლევანი და მურთაზი, ერეკლემ კი ცოტა დაიცადა და შემდეგ მაიკოს დაელოდა ბინასთან ცოტა მოშორებით.. როგორც იქნა მაიკოც გამოჩნდა და ერეკლემაც მის ფეხებში გააჩერა მანქანა და მხიარულად მიესალმა შეშინებულ გოგონას.
---მაიკოოოო გოგოოო როგორ ხარ,სად დამეკარგე, ან რატომ არ მეხმიანები ტელეფონით.
---ვაიმეეე გული დედა, ერეკლეეეეეე ეეეე როგორ შემაშინე იცი?ვიფიქრე ვსიო აქ დასრულდა ჩემი ცხოვრებათქო. უთხრა ახარხარებულ ერეკლეს და გულზე მიიდო ხელი. რას შვრები, თავად როგორ ბრძანდები ბოს? ერეკლეს უყვარდა მაიკოს წვალება და ახლოს მივიდა, თმები აუჩეჩა და დაუჩეჩა და შემდეგ ვითომ არაფერი მაიკოს შეეკითხა.
---შენი ძმა დღეს სადღაც გამიძვრა და თუ სახლშია მოვკლავ, არ ვაცოცხლებ.
---აუ არ ვიცი, მეც ახლა მოვედი. ისე არც ჩემთვის არ დაურეკია დღეს, რაც უცნაურად მომეჩვენა. სად იქნება? ეშმაკურად გახედა ერეკლეს და ორივემ გაიცინა ხმამაღლა. ყავას დალევ? წამოდი მეზარება მარტო მოდუღებაც და დალევაც.
---წამოვალ, მომენატრა შენი მოდუღებული ყავა, დასაყოლებელი არ გვინდა არაფერი?
---არა, ამჯერად მაქვს. კარგი ნამცხვარი გამოვაცხვე.
---ნამცხვარი გამოაცხვე და მარტო ჭამ ხომ ჩუმ-ჩუმად. გაეცინა ერეკლეს და შემდეგ საწყალი თვალებით გახედა მაიკოს. მაიკოს კი გაეცინა და უთხრა.
---ნუ მიყურებ მასეთი თვალებით ერეკლე, დამიტოვე ნაცნობ ადგილზე გასაღები და ხვალ მივალაგებ ბინას თორემ ორშაბათიდან შუალედურები მეწყება და არ მეცლება.
---როგორ კარგად გამიცანი, ხედავ? უთქმელადაც გესმის ჩემი რა მინდა. მაგრამ გასაღების დატოვება არ დამჭირდება, რადგან აი შენთვის დავამზადე მეორე და ამიტომ შენც გექნება ჩემი სახლის გასაღები. გამითავდა მაიკო შენი დარეცხილი და დატკიცინებული პერანგები და რა მეშველება?
---მაგიც მოგვარდება ხვალ ბოს. უთხრა მაიკომ და ორივე გულიანად გაიცინა. მივიდნენ ბინაში და მაიკომ სიცილით გააღო კარები, მაგრამ კარებში გაშეშდა, ვეღარც წინ წავიდა და ვეღარც უკან. უკნიდან კი ერეკლემ უბიძგა, რად გაშტერდი შედი სახლშიო.
---არ ვიცი რა დამემართა, როცა სახლში შესულს მუთაზის გვერდით ლევანი დავინახე. ფეხები მომეკვეთა, ხან ჩემს ძმას შევხედავდი და ხან ლევანს. არცერთი არ იღებდა ხმას და ორივე მე მომჩერებოდნენ.
---შემობრძანდით სახლში, რამ გაგაშეშათ კარებში, პირველად მხედავ? გაგიკვირდა ხომ, პარასკევ დღეს ადრე მოვედი სახლში. ნუ გიკვირს, ჩემი ბოსი შენს უკან დგას და ხელფას არ ჩამომაჭრის, წინააღმდეგ შემთხვევაში მე თავს წავაჭრი. დღეს ხასიათზე ვარ ჩემი გაკეთებული სალათა მოგართვა ბოს, მაგრამ მარტო სალათაზე ხომ ვერ დავჯდებოდით ამიტომ გადავწყვიტე თხის ხორცი ჩამეშუშა, ისე როგორც სოფელში ვიცით. მოდი ნამდვილი იმერული მაგიდა უნდა გაგიწყო დღეს, აბა მაიკო დატრიალდი, ყველაფერი მზადაა და შენ მარტო მაგიდაზე გამოტანა გევალება ჩემო პრინცესა. ცოტა ფერი მომეცა სახეზე და გაბედულად შევედი სახლში, მეც მაგიდა გავაწყვე და ოთხივე ძალიან მოშივებულები შემოვუსხედით მაგიდას. მაგიდის უფროსობა მურთაზმა ითავა და ერეკლე გაოცებული უსმენდა მის ლექსად წარმოთქმულ სადღეგრძელოებს. სამი ჭიქის შემდეგ ფეხზე წამოდგა და მთელი გრძნობით თქვა სიყვარულის სადღეგრძელო.
---,,მოდით იმ სიყვარულს გაუმარჯოს, იმ მოფერებას და ალერს, იმ გრძნობის მოზღვავებას გაუმარჯოს, ცრემლით რომ აგივსებს თვალებს. მოდით ზღვის იმ ტალღას გაუმარჯოს, იმ გრიგალებს და ნიავს, რომელსაც საალერსო სიტყვები, გულიდან-გულთან მიაქვს. მოდით იმ ღრუბელს გაუმარჯოს, იდუმლად მოჩურჩულე ღამეს, გაღებულ სარკმელთან მოწყენილ გოგონას, წარსულზე რომ ეტყვის რამეს. იმ მზეს, იმ მთვარეს გაუმარჯოს, იმ შენი ცხოვრების ორ გზას, ჯერ უთქმელ სადღეგრძელოს გაუმარჯოს, პირველ სიყვარულს და კოცნას''. ბოლოს ლევანს შეხედა და დაამატა.
---ალავერდს გადმოვდივარ შენთან სიძევ ბატონო. მე კი თვალებგაფართოებულმა შევხედე ჩემს ძმას და მან კი ღიმილით ჩამიკრა თვალი. ლევანი კი ფეხზე წამოდგა, მომაჩერდა და თქვა.
---ღმერთმა 2 თვალი, 2ყური, 1 ცხვირი და ნახევარი გული გვარგუნა, და იმ ადამიანს გაუმარჯოს, ვინც იმ ნახევარს შეგვივსებს. თქვა და ისევ მე შემომხედა, მურთაზისკენ მიიწია და ორივემ ვახტანგურად შესვა. შემდეგ მე მომიჯდა გვერდით ჩემი ძმა და მითხრა.
---მნიშვნელობა არ აქვს, ამ წუთებში იმის ახსნას თუ საიდან და როგორ ვიცი ეს ყველაფერი. მნიშვნელობა აქვს იმას, რომ თქვენ გიყვარდეთ ერთმანეთი, ერთმანეთის გვერდით იდგეთ ტკივილსიც და სიხარულშიც. გახსოვდეს ყოველთვის, სიხარული არის ადამიანის უებარი წამალი და მე ამ უებარი წამლის არ შემოკლებას გისურვებთ, მთელი თქვენი ცხოვრების მანძილზე.
---ძალიან დაბნეულად ვგრძნობ თავს, არ ვიცი რა ვთქვა.
--ნუ გიკვირს და ნუ ხარ დაბნეული. სიყვარული სირცხვილი რომ ყოფილიყო შოთა რუსთაველი იმხელა პოემას მიუძღვნიდა მას? არა ჩემო დაიკო, არც არასდროს არ შეგრცხვეს ჩემი, შენ უკვე გაიზარდე. ერეკლემ და ლევანმა ყველაფერი მიამბეს, თუმცა იმაზე მეტი არაფერი, რაც მე თავად ვიცოდი იმ დღიდან-დღემდე, როცა ეს გრძნობა გაჩნდა თქვენს შორის. ნუ გიკვირს მაიკო ნურაფერი, ბავშვი აღარ ხარ, განა არ ვიცი რომ დაფრთიანებული ბარტყები, თავიანთი ბუდეების გაკეთებას თავად რომ ცდილობენ? მე ყოველთვის შენს ახლოს ვიქნები, შენს გვერდით. თქვენ მხოლოდ ეს თქვენი სიყვარული შეინარჩუნეთ, გაუფრთხილდით და ასე ძლიერ გიყვარდეს ბოლომდე, სიცოცხლის ბოლომდეეეე.
გული ამიჩუყა ჩემი ძმის სიტყვებმა და ცრემლი მომერია. ამ დროს კი ერეკლე წამოდგა ფეხზე და ომახიანად თქვა.
---აბააა შეავსეთ სასმისი, მეც მინდა ვთქვა ჩემი სათქმელი.ჩემო საყვარელო ლევან,ჩემო მაიკო მინდა გულით დაგლოცოთ.იმრავლეთ და იხარეთ.,,სავალ გზაზე სილამაზე სანთელივით გენთოს,სულ სიკეთე გეთესოს და სიყვარული გემკოს. თმა და წვერი ბამბასავეთ დაგფენოდეს, თეთრად, სიცოცხლესთან, სიმრავლესთან, სიხარულთან ერთად.''
იჯდნენ დილამდე და ხალისობდნენ, ერეკლემ ახლა გაიცნო ახლოდან მურთაზი. წლებია იცნობს და თურმე არ ცოდნია ამ ბუმბერაზ ადამიანში რა სიყვარულით სავსე გული ყოფილა ჩადებული.ძალიან გვიანი იყო ფეხზე რომ წამოდგა, სახლში წასასვლელად. ნასვამი იყო და ამიტომ გასაღები მაიკომ ჩამოართვა და ტაქსი გამოიძახა, წასვლამდე კი ასეთი სიტყვები თქვა.
---თუ ცხოვრებაში, ფულს ან რაიმე ძვირფას ნივთს დავკარგავ, იმ დანაკარგს არაფლად არ ჩავთვლი.თუ ჯამრთელობა დავკარგე, ცოტა ხნით სულს გავაძაღლებ და ვიცოცხლებ, მაგრამ მე თუ თქვენ, ჩემი მეგობრები დაგკარგეთ, მაშინ ჩავთვლი რომ მე, ყველაფერი ღირებული დამიკარგავს, რაც კი გამაჩნდა ამ ქვეყნად. თქვენ, ხო თქვენ და თქვენთან ერთად ჩემი ბარბი, ჩემი ბაბილინა ხართ ჩემი ცხოვრების სტიმული.



№1 სტუმარი ხათი

წავიკითხე და ჩავფიქრდი მართლა რა კარგია ცხოვრება როცა გვერდით მეგობრები გყავს.მომწონს მზიკო კარგად წერ და მადლიანად.ველი შემდეგს

 


№2  offline მოდერი zia-maria

ხათი
წავიკითხე და ჩავფიქრდი მართლა რა კარგია ცხოვრება როცა გვერდით მეგობრები გყავს.მომწონს მზიკო კარგად წერ და მადლიანად.ველი შემდეგს

kissing_heart kissing_heart kissing_heart ჩემი სითბო და სიტკბო ხარ ხათო.

 


№3 სტუმარი დალი

ჩემო კარგო, ძალიან ლამაზად და საინტერესოდ გადმოსცემ ამ ისტორიას. სიამოვნებით ვკითხულობ,ასე მგონია,მეც ამ ისტორიის მონაწილე ვარ. ისე დახვეწილად და კარგი ენით არის აღწერილი ცხოვრება,სიკეთე,კეთილშობილება, მეგობრობა,ერთგება, წრფელი, ლამაზი სიყვარული ,უსამართლობა, განაჩენი,მონანიება .... მოხარული ვარ რომ ასე ლამაზად შეიძლება ადამიანებს მიანიშნო ადამიანობისაკენ, სიყვარულისაკენ,სიკეთისაკენ და ლამაზი ცხოვრებისაკენ... kissing_heart kissing_heart kissing_heart “უსიყვარულოდ არ ყვაობს ნუში, ნუ გაიხსენებ რა მოხდა გუშინ,
თუ მოინდომებ, მზესაც მისწვდები, არ გიცხოვრია ფუჭად მიხვდები.“

 


№4  offline მოდერი zia-maria

დალი
ჩემო კარგო, ძალიან ლამაზად და საინტერესოდ გადმოსცემ ამ ისტორიას. სიამოვნებით ვკითხულობ,ასე მგონია,მეც ამ ისტორიის მონაწილე ვარ. ისე დახვეწილად და კარგი ენით არის აღწერილი ცხოვრება,სიკეთე,კეთილშობილება, მეგობრობა,ერთგება, წრფელი, ლამაზი სიყვარული ,უსამართლობა, განაჩენი,მონანიება .... მოხარული ვარ რომ ასე ლამაზად შეიძლება ადამიანებს მიანიშნო ადამიანობისაკენ, სიყვარულისაკენ,სიკეთისაკენ და ლამაზი ცხოვრებისაკენ... kissing_heart kissing_heart kissing_heart “უსიყვარულოდ არ ყვაობს ნუში, ნუ გაიხსენებ რა მოხდა გუშინ,
თუ მოინდომებ, მზესაც მისწვდები, არ გიცხოვრია ფუჭად მიხვდები.“

kissing_heart მართალია,უსიყვარულოდ არა მარტო ნუში არ ყვავის,ელფერიც ეკარგება ყველაფერს.მადლობა დალი დეიდა. kissing_heart

 


№5 სტუმარი marina

martlas rom lamazia sikvarulit agsavse sxovreba.da mosikvarule megobrebi.amas hen mzia pantastikurad gadmossem hvenamde da martlas rom girsi xar atasi bravosi.

 


№6  offline მოდერი zia-maria

marina
martlas rom lamazia sikvarulit agsavse sxovreba.da mosikvarule megobrebi.amas hen mzia pantastikurad gadmossem hvenamde da martlas rom girsi xar atasi bravosi.

blush მაბედნიერებს, თქვენი ყოველი თბილად ნათქვამი სიტყვები.მიხარია რომ მავსებთ და უფრო დიდ ენერგიას მაძლევთ. kissing_heart kissing_heart kissing_heart

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent