My life Sucks!! 15 (+15)
(დიმიტრი) თიოს მიყვანის შემდეგ, სახლში დავბრუნდი. მშვიდად ავედი ჩემს ოთახში და მერხთან ჩამოვჯექი. სუფთა ფურცელი ავიღე და თიოს სახის ხატვა დავიწყე. მისი გამომეტყველება ნათლად აღვიდგინე გონებაში. მის თვალებში გამოხატული შიში, უხერხულობა და სირცხვილი. ამის დახატვა მინდოდა, მიყვარდა მისი თვალების უნიკალურობა და დიდებულება. ნახატს თითების ნაზი მოძრაობით ვქმნიდი და ფურცელზე გონებაში წარმოსახული გადამქონდა. თიოს სახის უხეში ჩანახატი მოვხაზე, მაგრამ მოგვიანებით შევასწორებდი. ამჯერად მხოლოდ მის თვალებზე მინდოდა ფოკუსირება. გული ოდნავ ამიჩქარდა, როდესაც სკამი გამიწიეს. იატაკზე მტკივნეულად დავეცი და გაცოფებული ალექსის სახეს შევხედე. ნახატი ხელში აიღო - პიდარასტო. შეშლილი ხარ. თიოს სახის დახატვაც ნორმალური არ არის - ჩაისისინა, ფურცელი გადახია და ნარჩენები შემომაყარა. - არადა როგორი კარგი ნახატი გამოდიოდა - ამოვიოხრე, როდესაც დაფლეთილ ნამუშევარს შევავლე თვალი. გვერდში ჩამარტყა და შევხტი. სიცილის შეკავებას ვცდილობდი, ვხვდებოდი ეს საქმეს გააუარესებდა. ოჰ, ეჭვიანი ქალი შეიძლება ძალიან საშიში იყოს. - როგორ შეგეძლო ჩემთვის ამის გაკეთება, დიმიტრი? - დაიყვირა გაცოფებულმა. მაისურზე ჩამეჭიდა და ოდნავ წამომწია. - იმ შემთხვევისთვის თუ დაგავიწყდა ალექსანდრა, სწორედ შენ იქცევი ისე, თითქოს ნათესავები არ ვართ. ასე რომ მაპატიე თუ შენს გრძნობებს ყურადღებას არ მივაქცევ, როდესაც ჩემს სასიყვარულო ურთიერთობას ეხება საქმე - ვთქვი, მისი გამოხედვის მიუხედავად აუღელვებელმა. აჰ, მზერას რომ მოკვლა შეეძლოს... - ეს შენი ის მხარეა, რომელსაც ჩემს გარდა ვერავინ ხედავს! ეგოისტი ხარ და გრძნობები შენთვის არაფერს ნიშნავს! - მომახალა და შემომარტყა. - ჩემთვის რომ გრძნობები არაფერს ნიშნავდეს, პატარა თეოდორს არ შევხვდებოდი. ხომ გეუბნევოდი არ ვძულვარ მეთქი - სიცილის შეკავება ვერ შევძელი. ამჯერად ალექსმა ძლიერად შემომარტყა. გონებაში ამოვიოხრე როდესაც გალენის ნაბიჯების ხმა შემომესმა, რომელიც დერეფანს მოუყვებოდა. - შემიძლია დაგახრჩო - ჩაისისინა ალექსმა. - ბოლო დროს ყველა ამას რატომ ამბობთ? ახალი რამე უნდა მოიფიქროთ - ამოვიოხრე. როგორი არაორიგინალურია. კრეატიული მუქარები მომწონს! ალექსმა იატაკზე დამანარცხა - რამდენი ხანია რაც ხვდებით? - დიდი დრო არ არის. როგორც მახსოვს შეყვარებულები იმ დღეს გავხდით, როდესაც გაიგო რომ მე და შენ ნათესავები ვიყავით. მანამდე უბრალოდ ვაკოცეთ ერთმანეთს - მოგონებაზე ეშმაკურად ჩამეღიმა. ალექსმა დამარტყა, ძლიერად, პირდაპირ ყბაში. კარიდან შეძრწუნებული კივილი გავიგონე და შებრუნება არ დამჭირდა იმის მისახვედრად რომ გალენი იყო. - მამიკო! - დაიყვირა შეშინებულმა - მამიკო! დიმის სტკენს! გაცოფებულმა ალექსმა გალენს გადახედა და მშობლების ნაბიჯებიც ხმაც გაისმა. ჩემი და შემომიბრუნდა და ისევ დამარტყა. ამან აშკარად უკეთესად აგრძნობინა თავი, რადგან არ შეჩერებულა. ისევ და ისევ მირტყავდა. - ალექსანდრა! ვიგრძენი როგორ მომაშორეს და დედაჩემის ნაღვლიან სახეს შევხედე. - დიმი, კარგად ხარ? - მკითხა მან. დავინახე მამამ როგორ გაათრია ალექსი ოთახიდან. გალენმა სწრაფად მოირბინა, ჩემს გვერდით ჩაიმუხლა და მკლავზე მომეჭიდა. - სიმართლე გაიგო - დედაჩემს შევხედე და ჩავიცინე - ხალხმა კარზე დაკაკუნება რომ ისწავლოს ამ სიტუაციაში არ ვიქნებოდით. დედა დამეხმარა და საწოლზე ჩამოვჯექი. სახე გამიწმინდა და გონებაში ამოვიოხრე. მხოლოდ იმას ვნატრობდი ჩემს დას ჩემი დიდებული სახე არ დაეზიანებინა. ისედაც ცუდ დღეში მქონდა მას შემდეგ, რაც კაილმა ცხვირი გამიტეხა. ჩემი საბრალო ცხვირი ახლა სამუდამოდ კეხიანი დარჩებოდა! - დედიკო, დიმი კარგად არის? - ჩაიჩურჩულა გალენმა. - კარგად ვიქნები - დავამშვიდე და თმა ავუჩეჩე. ალექსის ოთახიდან, მისი და მამას ყვირილი გვესმოდა. ამოვიოხრე და ყბა დავიზილე. - არ მესმის გაბრაზებული რატომ არის - თავი გავაქნიე. - გითხარი რომ გაბრაზდებოდა. მას თიო მოსწონდა, დიმიტრი. რამდენიმე დღის წინ მეუბნევოდა, რომ მოსწონდა და შეხვედრა უნდა ეთხოვა - მითხრა დედამ და ჩემი სახის წმენდა გააგრძელა - დალურჯებული ცუდათ გაქვს. - ჩემს პატარა თეოდორს ის არ მოსწონს. მალე ალექსსაც გაუვლის - ვუპასუხე. კარი შემოიმტვრა და მამაჩემი ოთახში შემოვიდა. ყვირილისგან გაწითლებული სახით მომიახლოვდა და ჩემს დაზიანებებს თვალი გადაავლო. - კარგად ხარ? - მკითხა დაეჭვებულმა - ზუსტად რა მოხდა? - არამიშავს. მე და პატარა თეოდორს შემოგვისწრო. ისევ გავიმეორებ: ამ ხალხმა კარზე დაკაკუნება უნდა ისწავლოს - ისევ ყბა დავიზილე, მაგრამ დედაჩემმა ხელი ისევ გამაწევინა. - მორჩი. უფრო უარესს იზავ, არ შეეხო - მითხრა მკაცრად. გალენი კალთაში ამომიცოცდა და მკლავები კისერზე შემომხვია. ძალიან ნაზად მაკოცა ყბაზე სადაც დალურჯებები მემჩნეოდა. - ვეღარაფერს დაგიშავებს დიმი, გპირდები - მითხრა ჩუმად. - ჩემი პატარა გმირი - ხელი შემოვხვიე რომ კალთიდან არ ჩაცურებულიყო. - ის მართალია. ვეღარაფერს დაგიშავებს დიმიტრი. მაგრამ არაფერი ისეთი არ გააკეთო, რაც ესე გააღიზიანებს. თავი აარიდე სანამ დამშვიდდება - თქვა მამამ. - თითქოს ჩემი ძვირფასი დის გამოწვევას შევეცდები - ვთქვი მომხიბლავი ღიმილით. - მართლა ვამბობ დიმიტრი. მისი გაბრაზება არ გაბედო - მითხრა მკაცრად - თუ ამას გააკეთებ, იცოდე რომ მაგრად გცემს. - საკმარისია! - დაიყვირა დედამ და გალენზე მიგვითითა - დიმიტრიმ ყველაფერი გაიგო. ხომ ასეა დიმი? - დიახ, დიახ. გავიგე. მხოლოდ ის ვერ გავიგე ჩემი კატა სად წავიდა - ოთახში მიმოვიხედე რომ სადმე ჰუგოს გადავწყდომოდი. ჩემი მშობლების დამცველობითი ქცევებით უკვე დაღლილი ვიყავი. - შენი სერიოზულობის ნაკლებობა მანერვიულებს - ჩაიბუზღუნა მამამ და ოთახიდან გავიდა. - ამ სახლში ყველას უჭირს ბრაზის კონტროლი? - გავძახე სანამ თვალს მიეფარებოდა. - დიმიტრი, შეგახსენებ კეიდენმა რომ გცემა თითქმის უგონოდ იყავი და მაინც ხუმრობდი - მითხრა დედამ და გალენი ჩემი კალთიდან აიყვანა - ეხლა დაიძინე. ეშმაკურად ჩავიღიმე, მაისური გავიხადე და საწოლში ჩავწექი. გალენი ნაღვლიანად მიყურებდა. - იმედი მაქვს კარგად ხარ დიმი - მითხრა ბიჭმა - ღამე მშვიდობის. მიყვარხარ. - მეც მიყვარხარ ძვირფასო - თითები, დამშვიდობების ნიშნად, ავათამაშე და ის და დედაჩემი საძინებლიდან გავიდნენ. გვერდზე გადავბრუნდი და წარბი ავწიე. ჰუგო სახეს თავისი უხეში ენით მილოკავდა. საწოლში მაგიურად გაჩნდა. - ალბათ შორიდან დამცინოდი, შე მოღალატე - ჩავიჩურჩულე დრამატულად და ბეწვზე მოვეფერე. - მიაუ. - აჰ, ანუ აღიარებ. მეგობრები აღარ ვართ ჰუგო. - მიაუ. - კარგი, კარგი. დამარწმუნე. ისევ მეგობრები ვართ. ზურგზე დავწექი და ჰუგოს ჩემს მკერდზე ამოძრომის საშუალება მივეცი. თვალები დავხუჭე და ძილში გადავეშვი. *** - რა ჯანდაბა მოგივიდა სახეზე? - მკითხა გაოცებულმა კიმმა. - შენი სიტყვები ტკივილს მაყენებს - გულზე ხელი დავიდე - ჩემს სახეს არაფერი ჭირს, ძვირფასო კიმბერლი! - დიმიტრი, ეს ერთ-ერთი საშინელი დალურჯებაა, რაც ოდესმე მინახავს - მიმითითა ყბაზე - და თვალთანაც ცუდი დაზიანება გაქვს. ლოყაზეც. რა მოხდა? - ოჰ, ჩემი საიდუმლო ურთიერთობა სააშკარაოზე გამოვიდა - ვუპასუხე ამაყი ღიმილით. - არ მესმის. ძალიან მაგარი ოჯახი გყავს და შენს დას რა დაემართა - ჩაიბუზღუნა კიმმა - საპასუხოდ მაინც დაარტყი? ან შეჩერებას მაინც თუ ეცადე? - ძვირფასო კიმბერლი, იცი რომ არ მიყვარს ძალადობა - ხელი მხარზე გადავხვიე. - დიმიტრი, შენი თავი მაინც უნდა დაიცვა! - მომიბრუნდა მკაცრად. - რატომ? ჩემი საყვარელი საუკეთესო მეგობარი ხომ მყავს - ვუპასუხე ღიმილით. კიმი გაწითლდა - მხოლოდ ბიჭებს ვურტყავ, როცა ხელებს გამტვრევენ დიმიტრი. ზარი დაირეკა და კლასში ერთად წავედით. როდესაც პირველი სასწავლო შესვენება იყო, ოთახში დაგვიანებით შვედით. ალექსი, თიოს მაგიდის მაგივრად, თავის ძველ ადგილას დაბრუნებულიყო. თიო ტალიას ელაპარაკებოდა, იკრიჭებოდა და გამხიარულებული ჩანდა. - ძვირფასო ტალია, დღეს სამეცადინოდ ვრჩებით? - მათთან მივედი. - კი ვრჩე... ღმერთო ჩემო! - თვალები გაუფართოვდა როცა სახეზე შემომხედა. თიო გაფითრდა, თვალები ალექსისაკენ გაექცა და შემდეგ ისევ ჩემი დალურჯებები შეათვალიერა. ვეცადე მის ნაღვლიან გმაომეტყველებაზე არ გამეცინა. - რა დაგემართა? - მკითხა ტალიამ. - უბედური შემთხვევა - ყბაზე ნაზად გადავისვი თითები. - ეს, აჰ, ძალიან მტკივნეული ჩანს - თიომ სცადა გრძნობები არ გამოეხატა. - არც ისე. ჩემო მშვენიერო ტალია, დღეს ვრჩებით? - ვკითხე ისევ. ტალია გაწითლდა, როდესაც მშვენიერი დავუძახე - დიახ, ნუ თქვენ თუ გცალიათ. - რა თქმა უნდა მცალია - ვთქვი გახალისებულმა - მშვენიერი იქნება. ეხლა კი გასახდელში რაღაც უნდა ვიპოვო. მოგვიანებით გნახავ. კაფეტერი დავტოვე და გასახდელში წავედი. კედელს მივეყუდე და სამ წუთს დავიცადე სანამ თიო კარს შემოაღებდა და შემოვიდოდა. როგორც ვფიქრობდი, წამოსვლისთანავე გამომყვა. - ღმერთმა დასწყევლოს დიმიტრი - ჩემთან მოვიდა და თითები ნაზად გადამავლო დალურჯებებზე. ხელი დავუჭირე - არაფერია - დავარწმუნე. - დიმიტრი, შენმა დამ გცემა - მითხრა დანაღვლიანებულმა. - ნეკნებში დამარტყა - მაისური ავიწიე და დალურჯებული ადგილები ვაჩვენე - ხედავ? მაისური ჩამომიწია და თვალები გადაატრიალა - თავს ცუდად ვგრძნობ. - არაფერია. ჩემი დიდებული გალენი იქ იყო რომ ჩემი დალურჯებები კოცნით მოეშუშებინა - ვუპასუხე ღიმილით - და მაინც დარწმუნებული ვარ შენ უკეთესად დამავიწყებდი ტკივილს. ახლოს მივიზიდე და ნელა, ვნებით ვაკოცე. თიომ ხელები თმაში ამიხლართა და უფრო ახლოს მიმწია. მის ძლიერ სურვილს ვგრძნობდი. მანამდე მოვშორდი, სანამ უფრო ღრმად შევტოპავდით. ვიღაც რომ შემოსულიყო და დავენახეთ, თიოს ჩვენი ურთიერთობის უფრო მეტად შეეშინდებოდა. უცნაური იყო. მანამდე არასდროს შემშინებია ვიღაცის დაკარგვის გამო, მაგრამ თიოს დაკარგვაზე ფიქრი სასოწარკვეთაში მაგდებდა. თუ ბევრი ადამიანი გაიგებდა ჩვენს ურთიერთობაზე იქამდე, სანამ მზად არ იქნებოდა, მეშინოდა რომ მიმატოვებდა. ეს კი არ მინდოდა. გრძნობა უცნაური რამ იყო, მაგრამ არასდროს ვყოფილვარ გამომჟღავნების წინააღმდეგი და არც ჩახშობა მიცდია. ასე რომ თიოს მიმართ გაჩენილ გრძნობებს ზურგს არ ვაქცევდი. - დარწმუნებული ხარ რომ არაფერი გჭირს? მტკივნეული ჩანს - მზერა ჩემს ყბაზე შეაჩერა. - არაფერია - ჩავეხუტე. თიო ჩემზე დაბალი იყო და ჩემს სხეულს მშვენივრად უთავსდებოდა. ნიკაპი თავზე დავადე, მისი სახე კი ჩემს ყელში ჩაიმალა. ბიჭის თბილი სუნთქვის ყელზე შეგრძნებისას მაკანკალებდა და ეშმაკურად გავიცინე როცა ჩემი შარფი გამახსენდა. მწვანე თვალებს შევხედე. მათში შემეძლო ძლიერი გრძნობები ამომეკითხა. თიო ის ადამიანი არ იყო ვინც უბრალოდ ადგებოდა და თავის გრძნობებზე ილაპარაკებდა. - ტალიას მშვენიერი დაუძახე - ჩაიბუზღუნე. - პატარა თეოდორ, არ იეჭვიანო. ტალია ლამაზია - ჩავიცინე - ლამაზი გოგონაა, ლამაზი სახელით. მე ხელოვანი ვარ. სილამაზეს და ნაკლს ყველაფერში ვპოულობ. ასე რომ მის ფიზიკურ და სულიერ მშვენიერებას ვხედავ, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს რომ მის მიმართ რამეს ვგრძნობ. შენს მიმართ მაქვს გრძნობები, ჩემო ეჭვიანო პატარა თეოდორ. - შენი შარფის დაბრუნება გინდა? - მკითხა და ეჭვიანობის აღიარებისგან თავი დაიხსნა. - არა, შეგიძლია შენთვის დაიტოვო. თუ დაბრუნება მენდომება გეტყვი - საფეთქელზე ვაკოცე. - ხვალ სკოლის შემდეგ ისევ წავიდეთ სადმე - მითხრა და თავი მხარზე ჩამომადო. - რა თქმა უნდა - მიყვარდა უბრალო პაემნები. უბრალოებაში რაღაც მაცდური იყო. შენთვის მნიშვნელოვან ადამიანთან ერთად დაჯდომა და საუბარი - შეიძლება მერე შენთან წავიდეთ და ტარზანს ვუყუროთ - შემომთავაზა ეშმაკური ღიმილით. - ტარზანი საუკეთესო ფილმია! - ვთქვი და გონებაში თავი დავტუქსე, როდესაც ხმა დამიბოხდა და მკვეთრი აქცენტი შევნიშნე. აჰ, ანუ ჩემმა პატარა თეოდორმა ტარზანი გამოიყენა - ეს კარგი საქციელი არ არის ჩემო პატარა თეოდორ. ჩემი აქცენტის მოსასმენად ტარზანის მიმართ ჩემი სიყვარულის გამოყენება - ამჯერად ჩვეულებრივ დავილაპარაკე. უფრო ფართოდ გაიღიმა - ყოველთვის წამოეგები ამაზე. - სავარაუდოდ - ამოვიოხრე - უბრალოდ არანორმალურად მიყვარს ტარზანი. იმედი მაქვს აცნობიერებ, რომ ყოველთვის შენზე წინ დავაყენებ ამ ფილმს. - თავს უბედურად მაგრძნობინებ. - ასე არ უნდა იყოს. ის ფაქტი რომ ტარზანს გადარებ დიდებულად უნდა გაგრძნობინებდეს თავს ძვირფასო - ისევ ვაკოცე. მისი ტუჩების შეხება მსიამოვნებდა. - უნდა დავბრუნდე სანამ ვინმე რამეს მიხვდება - მითხრა და ჩემი კლავებიდან თავი გაითავისუფლა - მოგვიანებით გნახავ დიმიტრი. ვუყურებდი როგორ გავიდა გასახდელიდან. კედელს მივეყუდე, ხელები მკერდზე გადავიჯვარედინე და ჩემს ძლიერ გრძნობაზე ჩავიცინე. სიყვარული. დიახ, ჩემი პატარა თეოდორი შემიყვარდა. და მის თვალებშიც იმავე გრძნობას ვხედავდი. დროის საკითხი იყო და ჩვენს გრძნობებს ერთმანეთსაც გავუმხელდით. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.