შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

Loving A Bad Boy (ნაწილი 9)


18-01-2017, 23:36
ავტორი Bonnie Blue
ნანახია 1 630

22.
ექვსი თვე გავიდა მას შემდეგ რაც ბიჭები ბოლოს ვნახე. რვა თვე იქიდან რაც ვიჩხუბეთ. მართალია ბექას კლასსში ყოველ დღე ვნახულობ, მაგრამ დისტანციას იჭერს და ხმას არ გვცემს. არც მე არც ეკოს.
ეკოს, ტასიას და ნუკას ყოველ დღე ვნახულობ, თითქმის ყოველ დღე და მკვლელობების რიცხვიც გაიზარდა ამ ბოლო ექვსი თვის მანძილზე. რომ გადავითვალო უკვე 25 ადამიანი მყავს მოკლული. თავიდან სინდისი მაწუხებდა და ღამე ვერ ვიძინებდი, მაგრამ უკვე შევეჩვიე და ეს იგივეა რაც პარაზიტები ხოცო.
-როგორ ხარ? -ეკო მეკითხება და ჩემ გვერდით ჯდება. მისკენ ვიყურები და ვუღიმი. ის კი მიცინის, მაგრამ მაინც ვხედავ სევდას მისი ღიმილის უკან.
-კარგად შენ? -ვეკითხები და თავიდან ვიგდებ ყველა იმ ადამიანის სახეს რომელიც მოვკალი.
-მეც. -მპასუხობს სევდიანად და ტელეფონში რაღაცას უყურებს. მისკენ ვიხრები და ჩვენ სურათს ვხედავ, ბიჭებთან ერთად, რომელიც ჩხუბამდე ორი დღით ადრე გადავიღეთ, სანამ ყველანი გავილეშებოდით.
-ისევ ეკო? -ვეკითხები გაბრაზებული და იმედგაცრუებული ხმით. ეს ასე არ უნდა იყოს, არ უნდა ხდებოდეს ასე. -ისინი წავიდნენ, აღარ დაბრუნდებიან. მითხრარი რა აზრი აქვს ამ ყველაფერს?!
-მიყვარს ლილე! -ყვირის ბოლო ხმაზე და ტირილს იწყებს მე კი ვუყურებ და არაფრის გაკეთება არ შემიძლია. არ შემიძლია ვუთხრა რომ ვწუხვარ, რომ მე მისი დახმარება მინდა. მაგრამ ვიცი რომ არაფრის გაკეთება არ შემიძლია. მე სუსტი ვარ.
-კაი, არ გვინდა ამაზე. -ამატებს ჩუმი ხმით და ტელეფონის ეკრანის ყურებას აგრძელებს. თარიღს ვუყრებ და მეღიმება. დღეს ის რიცხვია, რა რიცხვშიც ისინი გავიცანით რვა თვის წინ. 29.
თავს ვუქნევ ეკოს და მეც ვითიშები. აღარ მინდა რომ ისევ ვისმინო ეს ყველაფერი. აღარ მინდა აქ ყოფნა.

***
-ივარჯიშებ დღეს? -მეკითხება ლაშა და თავს ვუქნევ. ვიღიმი და დანებს ვიღებ. ნელ-ნელა ვატრიალებ დანას ჰაერში და ვიღიმი.
-დანები? -ვეკითები და თავს აქნევს. მე კი ნერვებ-მოშლილი ვუყურებ.
-შაშხანა ცადე, რამდენი ხანია არ გივარჯიშია. -თავს ვუქნევ და ველოდები შაშხანას როდის მომიტანს.
-TAR-21? -ვეკითხები იმედიანად, მაგრამ ლაშა ისევ თავს აქნევს. ნეტა ვიცოდე როდის მომცემს მაგის გამოყენების უფლებას?! უკვე მზად ვარ.
-კარგი რა ლაშა. -თავს ვეღარ ვიკავებ და წუწუნს ვიწყებ, მაგრამ სანამ ხმას ამოვიღებდი ლაშა მაჩუმებს და სრულიად მოულოდნელად სხვა შაშხანას მაძლევს. იმას რომელსაც არც კი მოველოდი.
-As Vial? -ვეკითხები გაოცებული და გაკვირვებას და აღფთოვანებას ვერ ვმალავ. იარაღს ვართმევ და ხელს ნელა ვუქნევ, თვალები ცრემლით მევსება და პირველად ჩემი შედეგით ვამაყობ.
-ვიფიქრე რომ ამას შეძლებდი. -მპასუხობს და სასრულად ვემზადებით. თუ ლაშამ ჩუმი შაშხანა, შერჩული დამაყოფებისთვის მომცა, ნიშნავს რომ ის მე მენდობა და ჩემი იმედი აქვს.
ბედნიერი ვიღიმი და იარაღს სამიზნეს ვუმიზნებ.
-ფრთხილად, კარგი? -მეუბნება ჩუმად და თავს ვუქნევ. ჯანდაბა, არასდროს არ გამისვრია ასეთი იარაღით. ეს ელიტარული დანაყოფის იარაღია, მე კი მაგაში არ ვიწერები.
ვისვრი და ვფიქრობ. ვფიქრობ ყველაფერზე ჩემ გარშემო, ვფიქრობ ჩემ თავზე და ვფქირობ რა შეიძლება გამოვიდეს ჩემგან. მთელი ცხოვრება იმას ვაკეთებდი რასაც ჩემგან სხვები მოელოდნენ, ყოველთვის ვარწმუნებდი ჩემ თავს რომ ასე უკეთესი იყო, რომ სხვა ჩემზე წინ უნდა დამეყენებინა, რომ მე უნდა მეცადა და ბედნიერი ვყოფილიყავი რომ სხვებს ეჭვი არ გაჩენოდათ. მაგრამ ამ წამს როცა ვისვრი და მთელ ჩემ ბრაზს ვაყოლებ ვხვდები რომ ყველაფერი ისე არ არის როგორც გვგონია.
მე თუ ვზრუნავ მათზე, თუ ვცდილობ არ ვაწყენინო, თუ ვცდილობ ყველაფერი შევუსრული, თუ ვცდილობ რომ ისინი გავაბედნიერო და ზედმეტად არ შევაწუხო ჩემზე რატომ არ ზრუნავენ მასე? რატომ ვკიდივარ მე ხალხს? რატომ არ ადარდებთ ის თუ რას ვგრძნობ მე? რატომ არის რომ ყოველთვის როცა საბოოლოდ ერთხელ მაინც ჩემი გამაქვს, ყველა გაბრაზებულია? რატომ არის რომ მე არჩევნის საშუალებას არ მაძლევენ? რატომ არის რომ მაიძულებენ გავხდე ის ვინც არ ვარ? რატომ უნდა ვიყო ის ვინც მათ უნდათ? რატომ უნდა ვიყო ის ვინც არ მომწონს? რატომ უნდა გავხდე მათნაირი?
-მოხდა რამე?! -ფიქრებიდან ლაშას შეცბუნებულ ხმას გამოვყავარ და მისკენ ვიხედები, მხოლოდ ახლა ვაცნობიერედ რომ ცრემლები ჩამომდის. თავს ვაქნევ და ისევ სროლას ვაგრძელებ. მჭირდება რომ ჩემი ბრაზი, დარდი და სევდა ამოვანთხიო, რომ ყურადღება გადავიტანო. მჭირდება რომ თავიდან დავიბადო.
აღარ მინდა ასე ვცხოვრობდე, ვაკეთებდე იმას რასაც ჩემგან მოელიან.
რატომ მინდა ასე ძალიან რომ მიმიღონ? რატომ ვცდილობ ასე ძალიან ვიყო ის ვინც არ ვარ მარტო იმიტომ რომ სხვებს ვასიამოვნო? რატომ მადარდებს რას ფიქრობენ სხვები? რატო არ შემიძლია ცხოვრებაში ერთხელ მაინც ვიყო ის ვინც ვარ?
რატომ არის რომ ყოველთვის ან ზედმეტად გამხდარი ვარ, ან ზედმეტად მსუქანი, ან გასიებული, ან ზედმეტად ჭკვიანი, ან ზედმეტად უტვინო. რატომ არის რომ ან ზედმეტად ცუდი გემოვნებით მაცვია, ან ზედმეტად ბო*ივით. რატომ არის რომ ან ზედმეტად ჩუმი ვარ, ან ზედმეტად ხმამაღალი. რატომ არის რომ ან ზედმეტად პესიმისტი ვარ, ან ზედმეტად ოპტიმისტი. რატომ არის რომ ან ზედმეტად სევდიანი ვარ ან ზედმეტად ბედნიერი? რატომ არის რომ ხალხი განსჯას არ ეშვება? რატომ არის რომ ისინი ცხოვრებას მინგრევენ? რატომ ხდება მასე?!
-ლილე! -ლაშა მანჯღრევს და ფიქრებიდან ისე გამოვყავარ. უკვე გაბრაზებულია, რაც კარგს არაფერს არ ნიშნავს. მაგრამ ვიცი რომ მეტი აღარ შემიძლია. მე მაიძულებენ მოვკლა იმისთვის რომ ხალხი დავიცვა. ისინი ხალხზე ფიქრობენ, მაგრამ რატომ არის რომ ავიწყდებათ ის ფაქტი რომ მეც ერთ-ერთი ვარ იმ ხალხთაგან ვისაც დაცვა ჭირდება. რატომ არის რომ მე მიწევს იმ ნაგვის აკრეფა, რომელსაც ზუსტად იგივე ხალხი თავის ნაკვალევზე ტოვებენ? რატომ არის რომ მე მიწევს ხელების გასვრა მარტო იმიტომ რომ ხალხი თავისივე ჩასვრილში არ დარჩეს? რატომ არის რომ მე და კიდევ უამრავ ჩემნაირებს გვიწევს ამ ყველაფრის გაკეთება?!!
-მეტი აღარ შემიძლია! -ვყვირივარ და შაშხანას იატაკზე ვაგდებ. ლაშას არც ველოდები ოთახიდან ისე გავდივარ და კიბეებზე ჩავბივარ. ლაშას ძახილი და სირბილის ხმა მესმის. მაგრამ არ ვჩერდები, აღარ მინდა რომ ასე ვიყო. აღარ მინდა რომ მეც კიდევ ერთი მარიონეტი ვიყო ხალხის ხელში. მინდა რომ მეც სხვებივით ვიცხოვრო და არა ვიარსებო. მინდა რომ მეც თავისუფალი ვიყო და არა ჩიტი ოქროს გალიაში. მინდა რომ გავფრინდე, შორს წავიდე და გავთავისუფლდე. მინდა რომ ყველა ჩემი მოვალეობა, მკვლელის, მოქალაქის, შვილის, დის, მეგობრის, ყველა მოვალეობა მინდა რომ ჩამოვიტოვო უკან და მე წავიდე. მინდა რომ იქ წავიდე სადაც ეს ვალდებულებები არ დამხვდება. მინდა რომ წავიდე იქ სადაც ჩემ საქციელს ბრბო არ განსჯის. მინდა იქ წავიდე სადაც ცხოვრებას შევძლებ.
-ლილე! -ლაშა კარებთან მეწევა და ხელს მავლებს. თავისკენ მატრიალებს და ვხედავ უამრავ ადამიანს რომლებიც გვიყურებენ და ჭორაობენ. ვუყურებ და ვერ ვხვდები რა ხდება. შუაზე ვიხლიჩები, მინდა რომ ბოდიში მოვუხადო და უკან ავბრუნდე და ჩემი როლი ისევ მოვირგო, და მინდა რომ წავიდე. წავიდე და ჩემი თავი ვიპოვო. ლაშას თვალებში ვიყურებ და ვხვდები რომ მინდა წავიდე. მინდა წავიდე და ცხოვრებაში ერთი დღე მაინც ვიყო თავისუფალი.
მინდა რომ გავიქცე!
ხმას არ ვიღებ და ვტრიალდები, ის კი ხელს უფრო მაგრად მიჭერს და ამოტრიალებას ცდილობს. ვბრაზდები. მისკენ ვტრიალდები და რაც კი ძალა მაქვს სახეში მუშტს ვურტყამ, სხვა გონებას დაკარგავდა, მას კი მხოლოდ თავი გვერდზე მიდის და ცხვირიდან სისხლი სკდება. ჩემკენ გაბრაზებული იყურება და თვითონაც წევს მუშტს, მაგრამ დარტყმას არ ვაცლი, მეორე ხელს ვითავისუფლებ და მას ვუჭერ, მომუშტულ ხელს კი მეორე ხელში ვიქცევ და თავისივე ხელს ვუქნევ სახეში.
ბარბაცებს და ნაბიჯს უკან დგამს. მე კი კარებს ვაღებ და გარეთ გავბივარ. გავბივარ და ვიცი რომ ამით შეიძლება მთელი მკვლელების არმია ავიკიდე. გავბივარ და ვიცი რომ შეიძლება უახლოეს მომავალში მომკლან. გავბივარ და ვიცი რომ ამით მე შეიძლება ჩემი წარსული მთლიანად დავკარგე. გავბივარ და ვიცი რომ მე ეს აღარ მადარდებს.
ნაუშნიკებს ვიკეთებ და მუსიკევს რთავ. თვალებს ვხუჭავ და ქუცას ნელი ნაბიჯებით მივუყვები. მე მეტი აღარ შემიძლია. მე არ ვარ საკმარისად ძლიერი ამ საზოგადოებისთვის. ამიტომ მე გარიყული გავხდები, მაგრამ მე მაინც ჩემი თავი დავრჩები.
ეკრანს ვუყურებ და One Republic -Secrets ვრთავ.
I need another story
Something to get off my chest
My life kinda boring
Need something that I can confess
თვალებს ვახელ და გარშემო ვიყურები. მელოდიას მეც ვყვები და ღიღინს ვიწყებ. ვფიქრობ ყველაფერზე რაზეც კი შეიძლება.
'Till all my sleeves are stained red
From all the truth that I've said
Come by it honestly I swear
Throught you saw me wink, no
I've been on the brink, so
Tell me what you want to hear
Something tht will light those ears
Sick of all the insincere
So, I am gonna give all my secrets away
This time I don’t need another perfect lie
Don’t care if critics ever jump in line
I'm gonna give all my secrets away
აღარ მჭირდება კიდევ ერთი ტყუილი და იმ ტყუილში ცხოვრება. აღარ მჭირდება ყალბი პიროვნება. მინდა ვიყო ის ვინც ვარ. მინდა რომ მე ნამდვილად ვიცხოვრო და კვალი დავტოვო ამ დედამიწაზე. არ მინდა მეხც გავხუნდე და გავიცრიცო ისტორიიდან, როგორც ყველა ადამიანი. მინდა რომ ჩემი ფერები კაშკაშა და უკვდავი იყოს. მინდა რომ ჩემი სახელი ისტორიას სამუდამოდ ახსოვდეს.
My God, amazing how we got this far
It's like we're chasing all those stars
Who's driving shiny big black cars
And everyday I see the news
All the problems that we could solve
And when a situation rises
Just write it into a album
Send it straight to gold
But I don’t reallt like my flow, no, so
Tell me what you want to hear
Something that will light those ears
Sick of all the insincere
So I'm gonna give all my secrets away
This time, don’t need another perfect lie
Don’t care if critics ever jump in line
I'm gonna give all my secrets away
Oh, got no reason, I got no shame
Got no family I can blame
Just don’t let me disappear
I'ma tell you everything
So tell me what you want to hear
Something that will light those ears
Sick of all the insincere
So I'm gonna give all my secrets away
This time, don’t need another perfect lie
Don’t care if critics ever jump in line
I'm gonna give all my secrets away
So tell me what you want to hear
Something that will light those ears
Sick of all the insincere
So I'm gonna give all my secrets away
This time, I don’t need another perfect lie
Don’t care if critics ever jump in line
I'm gonna give all my secrets away
All my secrets away, all my secrets away

მივდივარ და ვმღერივარ. არ მადარდებს ის თუ რას ფიქრობენ ხალხი ჩემზე. არ მადარდებს ის რომ სიმღერის დროს ვტირივარ. არ მადარდებს ის რომ მე სამყარო ვუარყავი.
ფიქრობ ყველა იმ საიდუმლოზე რომლებსაც მე ვმალავ. ვფიქრობ ყველა იმ ფერებზე, რომლებსაც მე ხელიდან ვუშვებ. ვფიქრობ ყველა იმ ცხოვრებაზე რომელსაც ვკარგავ. ვფიქრობ ადამიანზე რომელიც ჩემშია და რომელიც იდღაბნება. ვფიქრობ პიროვნებაზე, რომლსაც ჩემ შიგნით ვკლავ. ვფიქრობ იმაზე რაზეც ფიქრი არ მინდა. ვფიქრობ ყველაფერზე და ამავდროულად არაფერზე. ვფიქრობ იმ ოცნებებზე და შესაძლებლობებზე. იმ სცენებზე, რომლებიც ჩემ ოცნებებში ან ფიქრებში ხდებოდა, მაგრამ ახდენა არასდროს არ ეწერა.


23.
დ ა მ ი ა ნ ე

ექვსი თვე გავიდა. ექვსი თვე გავიდა მას შემდეგ რაც ლილე ვნახე, რაც ლილეს ველაპარაკე. მენატრება. ვიცი რომ მის გარეშე როცა ვარ ჩემი მეორე ნახევარი მაკლია. ვხვდები რომ მის გარეშე აღარ შემიძლია. ვიცი რომ ის მიყვარს. მაგრამ ასევე ისიც ვიცი რომ მე ჩემი შანსი ხელიდან გავუშვი.
თვალებს ვხუჭავ და უფრო კომფორტულად ვჯდები სავარძელში. ჩემ გარშემო ყველას იგნორს ვიწყებ და ლილეზე ვფიქრობ. ვფიქრობ მის გრძელ, მოწითალო თმაზე და მომწვანო თვალებზე. ვფიქრობ მის დაჭორფლილ სახეზე და მეღიმება. ჩვენი პირველი შეხვედრა მახსენდება და პირველი და ერთადერთი კოცნა.
ვფიქრობ ზოგადად მასზე და ვერ ვხვდები რა მოხდა. ვიცი რომ რაღაცას მალავდა, მაგრამ რას? რატომ არის რომ პასუხებს არასდროს არ ვიღებ? რატომ იყო რომ ის არასდროს არ კარგავდა ღიმილს სახიდან? რატომ იყო რომ სერიოზულად არასდროს არაფერს არ ეკიდებოდა? რატომ იყო რომ არასდროს არავიზე არ ვიფქობდა და ისე მოქმედებდა? რატომ იყო რომ თავის თავს პირველს აყენებდა და სხვას არაფერს არ არჩენდა?
რატომ იყო ლილე ასეთი? რატომ?

****
ე კ ო
ლილეზე ვფიქრობ და მის საქციელზე. ვერ ვხვდები რა ჭირს. ვერ ვხვდები რატომ ბრაზდება ასე ძალიან როცა სურათს ხედავს. დავიჯერო არ ადარდებდა ისინი საკმარისად? ჩვენში ხომ ლილე არის ვისაც ადამიანი ადვილად უყვარდება? რატომ იქცევა ასე? რატომ არ უნდა რომ ჩემ ან ტასიას სიტუაციაში შევიდეს? რატომ უნდა რომ დავივიწყოთ ის ადამიანები რომლებიც გვიყვარს? რატომ არის რომ ის როცა გვჭირდება გვერდში არ გვიდგას.
ვიცი მას რისი გაკეთებაც უწევს/მოუწევს მაგისთვის გულცივობა მოუწევს, მაგრამ მას ჯერ ხომ არც კი მოუკლავს? ის კი მაშინ ბიჭებისთვის ვიღაცეებს კიდურები რომ დაალეწა არ ითვლება. ექვსი თვე გავიდა და ის უფრო და უფრო ცივი ხდება ყველას და ყველაფრის მიმართ. უფრო და უფრო ხშირად იწყებს გათიშვებს და სხვა რაღაცეებზე ფიქრს. უფრო და უფრო გვაგრძნობინებს რომ არ ვადარდებთ.
ვიცოდი რომ ადრე თუ გვიან, როცა მოკვლა მოუწევდა ასეთი გახდებოდა. მაგრამ მას ჯერ არც კი მოუკლავს! არც კი ვიცი ამას როგორ შეძლებს. ალბათ პირველივე დავალებაზე ლაშას გაიყოლებს და მერე ვერ მოკლავს. ალბათ ლაშას მოაკვლევინებს და შემდეგ ყველაფერს იზამს პროგრამიდან რომ გამოვიდეს. ლილეს ვიცნობ, ის ჭიანჭველასაც კი არ/ვერ მოკლავს.

***
ბ ე ქ ა

ტასიაზე ძალიან ხშირად ვფიქრობ. ექსი თვეა გასული და სრულიად შემთხვევით თუ ვხედავ ხოლმე ქუჩაში. მინდა რომ მასთან მივიდე და დაველაპარაკო, მაგრამ ვიცი რომ ამის უფლება არ მაქვს. აღარ მაქვს.
მაგრამ ამჯერად, როდესაც ყველანი დამიანეს სახლში ვართ შეკრებილები ვფიქრობ ლილეზე. ვიცი რომ ამ ბოლო დროს რაღაც ჭირს. ის შეიცვალა და ამის დანახვა მთელ სკოლაში ყველას შეუძლია. არ ვიცი ალბათ გარდატეხის ასაკის ბრალია, მაგრამ ვიცი რომ ის შეიცვალა. ვიცი რომ მასში რაღაც ჩაჭყდა. და ისიც ვიცი რომ მისი აღდგენა შეუძლებელია. ვიცი რომ ლილე, ისეთი როგორიც ადრე იყო, არასოდეს არ დაბრუნდება.
ვერ ვხვდები რა დაემარათა და რატომ გხდა მზრუნველი ადამიანისგან, გულცივი რომელსაც არავინ არ ადარდებს ამ ქვეყანაზე.
მინდა რომ ავდგე და ვკითხო თუ რა ჭირს. მინდა რომ მივიდე და ვუთხრა რომ შეუძლია ჩემი იმედი ქონდეს, მაგრამ ამის უფლება მე დავკარგე. ვხედავ როგორ ცდილობს რომ არ შეიტყოს, როგორ ცდლობს რომ სხვებს დაეხმაროს, მაშინ როცა აშკარად ეტყობა დახმარება თვითონ ჭირდება. ვუყურებ ხოლმე და ვხვდები რომ დაიკარგა.
ხანდახან მინდება რომ ეკოსთან მივიდე და ბოლო ხმაზე ვუყვირო რომ თვალები გაახილოს და დაინახოს რა კარგი მეგობარი ყავს, მაგრამ თავს ვიკავებ. არც ამის გაკეთების უფლება არ მაქვს. მე საერთოდ არაფრის უფლება აღარ დამრჩა.
-რაზე ფიქრობ? -მიშო დამიანეს ეკითხება და ისიც თვალებს ნელა ახელს. ჯერ მიშოს უყურებს, შემდეგ სხვებს გვათვალიერებს, თითქოს იმის გაგება უნდა ღირს თუ არა ჩვენთვის თქმა.
-ლილეზე. -თავს ვუქნევთ. ამ პასუხს მოველოდი კიდევაც. ბოლო რვა თვეა სხვა არავიზე არ ფიქრობს, მაგრამ განსაკუთრებით ეს ბოლო ექვსი თვეა გონებაში მარტო ლილე უტრიალებს. მისთვის უკვე სხვას არავის აღარ აქვს მნიშვნელობა. მისთვის მხოლოდ ლილე არსებობს.
-ვერ ვხვდები. -აგრძელებს და მისკენ ვიხედები გაკვირვებული. რას ვერვხვდება? -ვერ ვხვდები, ნუთუ მას არ ვუყვარდი და მე მეჩვენებოდა? რატომ იყო მაინც ბედნიერი? რამდენი ხანია ვცდილობ და არ გამომდის რომ ბედნიერი ვიყო. -მის თვალებში ცრემლს ვამჩნევ და ვბრაზდები. ლილეს ყველაზე კარგად ვიცნობ და ვიცი რომ არ გაეკიდებოდა.
-რას გულისხმობ დამი? -კითხულობს ლეო და თვალებში უყურებს.
-რომ მას ჩვენ ვეკიდეთ. -იძახის დარწმუნებული და გაბრაზებული ხმით დამიანე, მე კი თვალები მიდიდება. ასე რატომ ფიქრობს?!
-დებილი ხარ. -პასუხობს გაღიზიანებული გეგა და ოთახიდან გადის, მე კი მას თვალს ვაყოლებ, შემდეგ კი ისევ დამიანესკენ ვიხედები.
-რომ კიდებოდი მაშინ ძაან ბევრ რამეს არ გააკეთებდა. -ვეუბნები ჩუმად. -არ იქნებოდა სევდიანი და გაფანტული და გაიცინებდა. -დამიანე გაკვირვებული მიყურებს. -ნუ ლაპარაკობ იმაზე რაც არ იცი, კაი? ზედმეტად ბევრი რაღაცაა რაც ჩვენ ლილეზე არ ვიცით. -თავს ვაქნევ და ვაგრძელებ. - ის რომ შენ ლილე დაკარგე შენი ბრალია. შენ შანსი გქონდა, მაგრამ როგორც ჩვენ შენც შეგეშინდა. იფიქრე რომ ასე უკეთესი იქნებოდა. ახლა კი თვალებში ჩამხედე და ისე მითხარი, უკეთესია?! -ვყვირივარ და დამიანეს თვალებში ვუყურებ. მინდა დავინახო ის რა ჯანდაბაც მოეწონა მასში ლილეს. მინდა ის სხივი დავინახო რამაც ლილე მიიზიდა. მაგრამ მას მე ვერ ვხედავ, იმიტომ რომ ის არ არსებობს. ის სინათლის სხივი არ არსებობს, მას დამიანეში არც უარსებია, ან თუ არსებობდა მაშინ ძალიან დიდი ხნის წინ. ლილემ კი ის მაინც შეიყვარა. ტიპიური ისტორია იმაზე თუ როგორ უყვარდება კარგ გოგოს ცუდი ბიჭი.
დამიანე, მე, ლუკა, თოკო, ლეო, გეგა და მიშო არ ვართ კარგები. და ვერ ვხვდები რა დაინახეს მათ ჩვენში, ვერ ვხვდები რატომ აგვირჩიეს ჩვენ?
ჩვენ რომლებსაც, დანაშაული გვაქვს ჩადენილი, თან არაერთი. ჩვენ რომლებიც კარგ საქმეში არასდროს არ ვყოფილვართ. ჩვენ, რომლებმაც მათ გული ვატკინეთ.
რატომ მაინცდამაინც ჩვენ? რა არის ის რაც მათ იზიდავთ? რაც მათ თავს აყვარებს? რატომ არის რომ მათ ჩვენ შევუყვარდით ყველა იმ ადამიანს შორის ვინც კი ნახეს? რატომ აგვირჩიეს ჩვენ?



-----
ხელოუ ^^
ბოდიშით ვიცი რომ დიდიხანია არ დამიდია, უბრალოდ რაც სკოლა დაიწყო მაგის მერე არდადეგებს მივტირი... :/ (მეზიზღება სკოლა :/ )
იმედია მოგეწონებათ...



№1  offline აქტიური მკითხველი neneusi

მეც შენს დღეში ვარ მეზიზღება სკოლა :D :D რაც შეეხება მოთხრობას ...აუუუ...აი ძაან გამორჩეულია არცერთ ისტორიას არ გავს საერთოდ არანაირი ბანალურობა არ არის....ძალიან მეცოდება ლილე...არ იმსახურებს ამდენ ტანჯვას და არც სხვები....მგონია, რომ ლილე უნდა მოკლა და ყოველი თავის წაკითხვისას გული გამალებით მიცემს და ვფიქრობ აი ახლა მოკვდება აი ახლა მეთქი! ძალიან მეშინია ლილეს სიკვდილი...ეს არის ისტორია რომლის წაკითხვის დროსაც თავს მათ ადგილას წარმოვიდგენ....ძალიან მწარეა ასეთი ცხოვრება როდესაც არჩევნის უფლება წართმეული გაქვს...ძალიან მომწონს და ველოდები შემდეგ დიდი იმედებით...არ მინდა ერთხელაც ვკითხულობდე შემდეგ თავს და გავიგო, რომ ლილე მოკვდა....გთხოვ კარგად დაამთავრე არ იმსაუხრებს ეს ისტორია ცუდ დასასრულს...უბრალოდ არ იმსახურებს იმდენად კარგია....აი ახლაც ლილეს გამო მეც წამომივიდა ცრემლები მას ხომ არჩევანს ართმევენ...ვწუხვარ მის გამო და შენი იმედები მაქვს , რომ ლილეს არ მოკლავ და ნუ რათქმაუნდა არც დამიანს და საერთოდ სამეგობრო წრიდან არცერთს და ისევ შეარიგებ! ძალიან კარგი ხარ...ველოდები შემდეგს.

 


№2  offline აქტიური მკითხველი nawkas12345

Au :zaan magari iyo magram rodemde iqnebian ase?
Au liles ras uzamben netaaa

 


№3  offline წევრი Mari-Mariami.16

რომ იცოდეთ როგორ გამიხარდა ამ ისტორიის დანახვა სიახლეების გვერდზე... ძალიან მომწონს ეს ისტორია და ისე განვიცდი თითოეული პერსონაჟის ტკივილს როგორც საკუთარს... იმედი მაქვს ყველა საიდუმლოს ფარდა მალე აეხდება და მათი ტანჯვაც დასრულდება... ველი შემდეგს
--------------------
"One choise can transform you" M.G

 


№4 სტუმარი kusa13

vaime davitanjee

male gamoasworera situacia

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent