შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მხოლოდ ერთი


19-01-2017, 00:02
ავტორი Frigga
ნანახია 1 698

- არც მე ვიცი. დაბნეულები ერთმანეთს თვალებში ვუყურებდით. არ ვიცი მაგრამ ის კი ვიცი რომ არაჩვეულებრივი ხარ, შენს გარეშე ჩემს ცხოვრებას აზრი არაქვს და არც არასდროს ჰქონდა.
- ალექს მე უბრალო გოგო ვარ, რომელიც მუდამ კლასიკურ სტილში ჩაცმული ადამიანების ჩრდილში იდგა, არ მესმის რატომ მაინცდამაინც მე?
თვალები ამიცრემლიანდა და ალექსისთვის ჩაჭიდებული ხელი უკან დავწიე.
- შენი უბრალოება, შენი სინაზე ყველა იმ გოგოს მოკლეკაბას მირჩევნია რომელიც სკოლაში დადის. შენ უბრალო ხარ, არც მაკიაჟი გჭირდება და არც შენს ნაკლს მალავ.
ხელი ისე მაგრად ჩამჭიდა რომ... თუმცა არც მე არ მნდოდა ხელი ოდესმე გაეშვა ჩემთვის. მინდოდა მუდამ ასე გვევლო, მთელი ცხოვრება.
ეს გრძნობა ყველაფერ იმაზე მეტია რაც ოდესმე მიგვრძვნია ვინმეს მიმართ.
გაყინულ გზაზე მიაბიჯებდით ჩვენ ორნი.
- ალექს შენი აზრით ანგელოზები როგორები არრიან?
ალექსს გაეღიმა და შუბლზე მაკოცა.
- სარკეში ჩაიხედე და დაინახავ.
- ძლიან ხომ არ აბუქებ რამე რომ იყოს?
დავუბღვირე ალექსს.
- სულაც არა. ახლა კი შედი სახლში შეგცივდება.
- როდის მერე გახდი ასეთი მზრუნველი?
- დღეიდან. შეგიძლია დატკბე.
- კაი.
ჭიშკარი შევაღე, დედაჩემი კარებში იდგა და მკაცრად მიყურებდა, იმდენად მკაცრად რომ შემეშინდა კიდეც.
- რამე მოხდა დედა?
კარებთან მისული დედას გაკვირვებული ვუყურებ და ქურთუკის გახსნას ვიწყებ.
- ელენა შემოდი უნდა დაგელაპარაკო. სერიოზული ხმა ქონდა დედას, თითქოს სიმკაცრეზე მეტად ეჭვი იყო მის ნათქვამში.
- რამე მოხდა?
- შემოდი მეთქი.
ქურთუკი გავიხადე და საკიდზე დავკიდე, სვიტრის მკლავები როგორც მჩვევია თითებამდე ჩამოვიტანე და კალიდორიდან მისაღებ ოთახში შევედი, დედა ჩემს საყვარელ თეთრ კუთხის დივანზე იჯდა და ხელებს ნერვიულად ათამაშებდა.
- დედა იტყვი რამეს?
- ანა ეს არაა ჩემთვის ადვილი სათქმელი დამაცადე და გეტყვი.
აკანკალებული ხმა ქონდა დედას, ბოლოს ასეთი ხმა მაშინ მოვისმინე მისგან როცა მამა აღარ იყო.
შეშფოთებული დედას გვერდით მივუჯექი და საშინლად განადგურებულს ვუყურებდი როგორ ისრესდა თითებს.
- დედა გთხოვ, მეტის ატანა აღარ შემიძლია.
- ელენა მე, მე არ ვიცი ეს როგორ უნდა გითხრა, უბრალოდ არ ვიცი რა რეაქცია გექნება.
- უბრალოდ მითხარი კარგი? დედას ხელები ჩავჭიდე და თვალებში ჩავხედე.
- ელენა მე კიბო მაქვს.
- რა? დედა რას ამბობ?! ალბათ რაღაც ხუმრობაა ხომ ასეა? არა არ შეიძლება ეს სიმართლე იყოს, არ შეიძლება ცხოვრება ასე მექცეოდეს, უბრალოდ უსამართლობაა, ჯერ მამა, ახლა დედა, რატომ? რისთვის?
ცრემლები მდის თვალებიდან და ძლიივს ვლაპარაკობ, მეშინია ლაპარაკის დროს არ ვიკივლო.
- დამშვიდდი მე ჯერ კიდევ აქ ვარ, არ დავუშვებ რომ ასე იტირო.
- როგორ არ ვიტირო დედა? თუმცა რადროს ესაა? ლინდამ იცის?
- ლინდამ შენზე წინ გაიგო, საშინლადააა, ოთახში ჩაიკეტა, რამოდენიმე წამში მისი დაქალებიც მოვიდნენ, ახლა ერთად არიან ოთახში.
- კარგი შენ დასვენება გჭირდება, წამოდი ოთახში შეგიყვან და დაიძინე, კარგი?
- კარგი, შენ რას აპირებ?
- ჩემს დას დავხედავ და მერე ალექსს დავურეკავ, მის გარეშე გამიჭირდება ამ ყველაფრის გადატანა. წინააღმდეგი ხომ არხარ ჩემი და ალექსის ასეთი ურთიერთობის?
- რათქმაუნდა არა, შენ უკვე დიდი ხარ და იცი რაარის შენთვის უკეთესი, მე შენ გენდობოდი და მომავალშიც ასე იქნება, ადამიანმა თუ შეცდომა არ დაუშვა ვერ ისწავლის როგორ იაროს ცხოვრების მრუდე გზაზე ისე რომ არ წაიქცეს, მხოლოდ ერთი მინდა გითხრა, იყავი სუფთა მასთან მიმართებაში.
- პირობას გაძლევ დედიკო. ეხლა წამოდი.
დედას ხელები მჭიდროდ ჩავკიდე და საძინებლისკენ წავიყვანე, შემდეგ ჩემს დას ლინდას შევხედე, იცით? ხანდახან მშურს კიდეც მისი, ისეთი მოსიყვარულე მეგობრები ჰყავს, სამივეს ჩახუტებულებს ეძინათ.
ტელეფონი და ყურსასმენები ავიღე, კიბის მოაჯირზე დავსრიალდი და სახლის კარი ჩუმად შევაღე, როგორც კი გარეთ დავიგულლე თავი მაშინვე ალექსს დავურეკე.
- ალექს მიშველე, საშინელება გავიგე.
- სად ხარ?
- სახლთან ვარ, მაგრამ სირბილს ვაპირებ, გამოხვალ?
- რათქმაუნდა.
- ხიდთან ვიქნები.
- კარგი.
ყურსასმენები გავიკეთე და ნელი სირბილით გავუყევი ქუჩას.
ალექსი უკვე ხიდთან იყო როცა მივედი.
- რა მოხდა?
გაკვირვებული და შეშინებული სახით მიყურებდა ალექსი.
- არაფერი.
- ელენა, რა მოხდა?
თავი ვეღარ შევიკავე და ალექსს ჩავეხუტე.
- ვინმე ამიხსნის ყველაფერი მე რატომ მემართება?
- რა მოხდა?
ალექსი თმაზე მეფერება და თავზე მკოცნის.
- ალექს დედას ვკარგავ.
აცრემლებული თავს ვწევ ალექსის მხრიდან და თვალებში ვუყურებ.
- რას ამბობ, ნინა დეიდას რა სჭირს?
ალექსს დედაჩემი საკუთარი დედის მსგავსად უყვარდა ისევე როგორც მე ალექსის დედა ლილი.
- ის იმაზე ცუდადაა ვიდრე ახლა შენ ფიქრობ, ალექს ნინას კიბო აქვს.
ისევ ჩავეხუტე ალექსს და რომ არ მეკივლა მის სვიტრში ჩავრგე თავი.
- მე შემიძლია დაგეხმარო. დამშვიდდი და მოისმინე.
- რას გულისხმობ?
გახარებულმა ალექსს ისევ ავხედე.
- დაგავიწყდა? მამაჩემი ცნობილი ექიმია.
- მართალია, მაგრამ როგორც ვიცი კიბოს განკურნება ასი პროცენტიდან ერთ პროცენტს შეუძლია.
- ვიცი, მაგრამ გპირდები, მთელს სამხედრო საშუალებას გავგზავნი იმისთვის რომ ნინა გამოკეთდეს, მანამ კი მე და შენ იმაზე უნდა ვიზრუნოთ რომ ცხოვრება უფრო არ დავუმძიმოთ დარდით, უნდა გავუხალიოთ სიცოცხლე.
- მართალი ხარ, მაგრამ ამას როგორ ვაპირებთ?
- მომისმინე.

- დედა სად ხარ? გამოდი გთხოვ.

- რა მოხდა? მოვდივარ ელენა.

მე და ალექსმა მთელი სახლი იმ ღამითვე უამრავი ვარდით და ბუშტით მოვრთეთ და დედას ყველა მეგობარი დავპათიჟეთ წვეულებაზე. უნდა გენახათ დედას სახე როცა სახლი ასეთი დაინახა, არ ვიცოდი მამას შემდეგ რამე ასე თუ გაახარებდა დედას, რადგან ის ბედნიერი იყო არც მე ვიყავი უბედური და არცც ალექსი. იმ ღამით დედა ყველაზე ბედნიერი იყო.
- ალექს არ ვიცი მადლობა როგორ უნდა გადაგიხადო. მართლა...
- არარის საჭირო,ამას შენთვის ვაკეთებ და არა მადლობისთვის.
- კარგი.




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent