სიმპათიური სტუმარი ( 17 თავი)
ერთი თვე გავიდა. მე და გაბრო ისევ ისე ვართ. ყოველდღე ვხვდებით ერთმანეთს. უამრავი კითხვა მაქვს ჩევნს მომავალთან დაკავშირებით, მაგრამ არ ვეკითხები. მასთან ხმას არ ვიღებ, მასთან ყველაფერი მავიწყდება. მხოლოდ მასთან ყოფნა მინდა. ვიცი რომ გაბრო არ მიმატოვებს და ამის იმედი მაქვს. აი გათენდა კიდეც. ჩემდაგასაკვირად მაშინვე გამეღვიძა. მოვემზადე და კომპიუტერს მივუჯექი. ჯერ რვის ნახევარი იყო, ლექცია კი ათზე მქონდა. საავამყოფოში იქედან წავიდოდი. გადავწყვიტე რომ უნივერსიტეტში ჩემი მოტოციკლეტით გავსულიყავი. მთელი ეს დრო გაბროს ნაჩუქარი მანქანით დავდიოდი, არც მანამდე მივსულვარ საავადმყოფოში ან ანივერსიტეტში მოტოთი. ან ტაქსი ან საზოგადროებრივი ტრანსპორტი. სიმართლე რომ გითხრათ არც კი ვფიქრობდი მანქანის ყიდვას. საერთოდ არ მაწუხებდა ასე სიანული. დღის ბოლოს მოტოთი ვსეირნობდი, ეს იყო ჩემთვის ყველაზე დიდი სიამოვნება. საათ ნახევარი ხან კომპიუტერს ვუყურებდი და ხან ტელევიზორს. გაბროს ამ დილით არ დაურეკია, რაც მიკვირდა. ყოველ დილით მირეკავდა. უკვე ცხრა საათი იყო, ამ დროისთვის ყოველთვის მეღვიძა, ეს მანაც იცოდა და მირეკავდა. აჰა, აჟღერდა ტელეფონი. გაბადრულმა ტელეფონს ვწვდი და ნაცნობი ნომრის დანახვისას გული ამიფრთხიალდა. - გისმენ - რას შვრები? - რავი არაფერს. შენ? - არ გინდა დღეს გავისეირნოთ? - მმმ... კი რატომაც არა. ოღონდ დღეს ოპერაციები მაქვს და არ ვიცი როდიდან მეცლება. - კაი დამირეკე და მოგაკითხავ. - არა. არ მომაკითხო. - რა?რატო?- - იცი? დღეს გადავწყვიტე მოტოთი წავიდე სამსახურში. - რაა?- ჩაეცინა. დამპალი! - ოოო... მადლობა გამხნევებისთვის. - კაი რა გამხნევება. - აუუ, მეც არ ვიცი ღირს თუ არა. - კაი რატო არა. მაინცდამაინც ასაკოვანივით უნდა გეცვას სამსახურის გამო?! - მოიცა რა? ანუ მე სამსახურში ასაკოვანივით მაცვია?! - არა ეს არ მიგულისხმია - ჩაეცინა - სიმართლე რომ გითხრა ეს მხოლოდ გასამხნევებლად გითხარი- ისევ ჩაეცინა. ჩაჩხვლეტილი ლოყა დამიდგა თვალწინ და ისევ გამეღიმა. ვაიმეე!.. მინახია ჩაჩხვლეტილი ლოყა ხშირად, მაგრამ მისი მაგიჟებს! - კაი საღამომდე. უნდა მოვემზადო. - არ გადაყირავდე მოტოზე! - მოგკლავ იცოდე! - ხო კაი ბოდიში- სიცილით დააყოლა. - გაბრო, საღამოს რაღაცაზე მინდა დალაპარაკება. - მეც - რაზე? - შენ რაზე? - ჯერ შენ - შენ მითხარი პირველი - მე გკითხე პირველი - შენ წამოიწყე და დააყოლე ბარემაც - ოოო... ხო კაი საღამოს გავიგებთ ორივეს. - კაი, საღამომდე- სიცილით დამემშვიდობა. ბავშვურობა რომ არ გავურიოთ არა რა! გავიცინე და ტელეფონზე ლელას ნომერი ავკრიფე. - კაი ასე უნდა ყველას დავიწყება?!- წამოვიყვირე როგორც კი ყურმილი აიღო. - აუ მაპატიე რა ფისუნაა.. - ხო კაი ოღონდ ნუ მეძახი რა ამ ფისუნაას - აუ რა არ მოგწონს?! - ხო კაიი. რას შვრები როდის ჩამოდიხარ?- ჩემი და უკვე ოთხი თვეა რაც გერმიანიაშია წასული სამსახურის საქმესთან დაკავშირებით. ბიზნესვუმენია გოგო. - ერთ კვირაში ფისუნა. დამხვდები აეროპორტში? - დაგხვდები აბა რას ვიზამ. რა ხდება იქითკენ?- ეშმაკური ხმით ვკითხე და პასუხის მოლოდინში გავისუსე. - ოხ ფისუნიაა - კაი რა მითხარი და ჩამოარაკრაკე დროზე!- გავიცინე და წარბები ავათამაშე. ძაან დაინახავდა რა სესილი! - ოოო... არაფერი. ისევ ისე ვართ. ხან მეჩხუბება, ხან მეხუტება და გაშეშებული მტოვებს. უფ... არ ვიცი რა... არაფერი არ ვიცი უკვე...- იოანე ლელას ბიზნეს პარტნიორია. ვიცი რომ უყვარს ჩემი და, მაგრამ არ უტყდება. შეიძლება იტქვას რომ მისი გაგიჟება უნდა. ალბათ, გგონიათ რომ იოანეს ვიცნობ და მან მითხრა ეს ყველაფერი. არა, ეს მე გავარკვიე. პირველად ლელას სამსახურში ვნახე, ეგრევე შევნიშნე რომ მოსწონდა ლელა. როგორ შეიძლება მაღალი, ჩამოსხმული, ლამაზი ნაკვთების გოგო არ მოგეწონოს! მე ეს მხოლოდ ნახვისგან არსებულ სიმპათიას მივაწერე. მაგრამ როცა გავიგე რომ ერთად უნდა წასულიყვნენ, გავარკვიე და გავიგე რომ ეს ყველაფერი იმ ვაჟბატონს ჩაუწყვია. რათქმა უნდა, ლელას არფერს ვეუბნები ამის შესახებ. - გამიგიჟა რა ამ ბიჭმა გოგო! - აუ სესიი... რამე მირჩიე რა?! - გიყვარს?- ჩემმა ასეთმა პირდაპირმა კითხვამ ცოტა დააბნია მგონი ლელა. შეყოვნდდა და მხოლოდ შემდეგ მიპასუხა - არ ვიცი- ჩუმად ამოიჩურჩულა მაგრამ მაინც კარგად გავიგე მისი ჩაფიქრებული ხმა. - მოგწონს? - არ ვიცი - მაშინ რა იცი!- აღშფოთებულა წამოვიძახე და პასუხს დაველოდე. - აუ არ ვიცი სესი, მართლა არაფერი ვიცი. ვაღიარებ რომ მასთან რაღაც განსაკუთრებულს ვგრძნობ. მისი საყვედურიც კი მსიამოვნებს, გესმის? მასთან მარტო რომ ვარ ვკანკალებ, მაგრამ არ შიშისგან. არა. რაღაც სხვაა. სულ სხვა. მინდა რომ შევეწინააღმდეგო როცა მეხუტება, მაგრამ ძალა არ მაქვს. მუხლები მიკანკალებს და მის შეხებაზე ვკრთთი. არ ვიცი... არ მინდა ასე დაუფიქრებლად ვთქვა რომ მიყვარს. - ვაიმე ლელა! წამით გათიშე შენი ჭკუამახვილი გონება და გულს მოუსმინე, გაიგე?! არ გონება და არც სხვა რამე გეტყვის რამე სწორს, გარდა გულისა. გულს მოუსმინე და გაიგებ... გაიგებ გიყვარს თუ არა. - მაგრამ მეშინია, მისი გასართობი არ ვიყო. ხომ იცი როგორი სახელიც აქვს თბილისში. გოგოების ცვენაა მასზე, და ყველამ კარგად იცის როგორი ბაბნიკია. - გოგო სხვისას რა უნდა გაიგო, როცა შენი ვერ გაგიგია! - ხო მგონი მართალი ხარ. - კი,კი მართალი ვარ. ლელა... ბაბნიკებიც იცვლებიან. - რა მტკიცედ ამბობ, თითქოს ეს გამოცდილი გქონდეს.- თქვა და ჩაიცინა. მან არაფერი არ იცის გაბროზე. ვიცი ცუდად ვიქცევი, ის ყველაფერს მეუბნება მე კი ვდუმვარ. უბრალოდ ჩავიცინე. მახსოვს როგორი ბაბნიკი იყო გაბრო წარსულში, ის გოგოც მახსოვს პლაჟზე, ნომრები რომ გაცვალეს. როგორ ვეჭვიანობდი. ახლა რომ მახსენდება მეცინება. - კაი ლელა უნდა გავიდე. ლექცია მაქვს სტუდენტებთან ათზე და უნდა მოვემზადო. - კაი სეს აბა შენ იცი. - უი ისე ლელა დღეს პირველად მივდივარ სამსახურებში მოტოციკლით. - აუ ფრთხილად რა ძაან გთხოვ. - კაი კაი. რომ ჩამოხვალ არ გინდა სვანეთში ჩავიდეთ, მალე მოთოვს კიდეც იქ. - აუ კი რამდენი ხანია არ ვყოფილვარ, მრცხვენია უკვე. - ხოდა გადაწყვეტილია. კაი წავედი და გკოცნი. - მეც გკოცნი ტელე საწოლზე მივაგდე და გარდერობის ოთახში შევედი. რადგან მოტოთი მივდივარ კაბას ვერ ჩავიცმევდი. შავი „კონბინიზონი“, შავი ტყავის ქურთუკი და ასევე შავი მარალქუსლიანი ფეხსაცმელები ჩავიცვი. ქუსლებით უკვე ნატარები მქონდა მოტო, ამიტომ პრობლემა არ იყო. მოტოზე შევჯექი და უნივერსიტეტისკენ გავეშურე. მოტოციკლს მახსიმალურზე მივაქროლებდი რა იყო დასაშვები და ხალხის მზერაზე გულში მეცინებოდა. ნუ ხო ვაღიაროთ სასიამოვნოა ასეთ მოტოზე ქალის დანახვა. თავსახური მეკეთა მაგრამ ჩემი გრძელი და ჩამოშლილი თმები მაინც შრიალებდა. უნივერსიტეტის ეზომდეც მივაღწიე და ეგრევე შევნიშნე სტუდენტების პირდაღებული სახეები. მგონი არავინ იცოდა რომ მოტო მყავდა. თავსახური მოვიხადე და თმა გავისწორე, ნელა გადმოვედი, ჩანთა ავირე და კარებისკენ წავედი. გაკვირვებულ სახეებს არ ვიმჩნევდი და წინ ამაყად მივაბიჯებდი. პატარაობაში ასეთ მომენტში დავიწვებოდი მაგრამ ახლა არა. დროთა განმავლობაში გავიაზრე რომ ხალხის აზრი მეორეხარისხოვანი იყო. უნივერსიტეტში შევაბიჯე და იმ აუდიტორიისკენ გავეშურე სადაც ჩემი ლექცია ტარდებოდა. ჯერ ხუთი წუთით ადრე იყო მაგრამ მაინც იქ მერჩივნა. მაგიდასთან დავჯექი და აუდიტორიას გადავხედე. არავინ იყო, გარდა ერთი გოგონისა რომელიც წიგნებს ჩაჰკირკიტებდა და ჩემი შემოსვლა ვერ შეემჩნია. აქამდეც შემიმჩნევია ეს გოგო. მაშინაც ასე კუთხეში იჯდა და ხმას არ იღებდა. დროთა განმავლობაში ვიფიქრე რომ სწავლით დაინტერესებული არ იყო. წერით დავალებებსაც იშვიათად ვავალებდი სტუდენტებს, ამიტომ ამაში თითქმის დარწმუნებული ვიყავი. ლექციაზე ხმაამოურებლად იჯდა ყოველთვის. ამიტომ ცოტა გამიკვიდა ასე გულმოდგინედ რომ კითხულობდა რაღაცას.ჩავახეველე რომ ყურადღება მიმექცია. გამომხედა და თვალები გაუშტერედა. სტუდენტებთან ძალიან მკაცრი ვიყავი ლექციებზე, მაგრამ ლექციების გარეთ მათი თანატოლი ვიყავი. სტუდენტების უმეტესობას ძალიან ვუყვარდი. მაგრამ ამ გოგოს უფრო შეშინებული თვალები ჰქონდა. - რას აკეთებ? - მე... მე... უბრალოდ თქვენს მიერ მოცემულ თემაზე... დამატებით ინფორმაციას ვკითხულობდი. - მე დამატებითი ინფორმაცია არ მითხოვია- ვუთხარი და ინტერესიანი თვალები მივაპყარი მას. - ვიცი... უბრალოდ დამაინტერესა.- ამის თქმა ცოტა გაუჭირდა. - დღეს წინა რიგში დაჯდები.- გაშტერებული შემომხედა- გადმოდი.- ცოტა უფრო თბილი ხმით ვუთხარი და ჩემს წინ სკამზე მივუთითე.ნელა წინ გადმოვიდა. - შენი სახელი? - ანასტასია... ანასტასია არაბული. - კარგი. ლექციაც დაიწყო. მთელი ლექციის განმავლობაში შიგადაშიგ კითხვებს ვუსმევდი, რომლებზეს ძალიან ადვილად მპასუხობდა და გაკვირვებულს მტოვებდა. გაუვლელი პროგრამაც კი იცოდა, სრულყოფილად არ მაგრამ მაინც. ლექცია დასრულდა. კარებში გადიოდა როცა დავუძახე და ახლოს მოსვლა ვთხოვე. - აქამდე რატომ იყავი ჩუმად ლექციებზე? - მმმ... იცით...- მივხვდი რომ ეუხერხულებოდა. - არ მითხრა რომ გრცხვენოდა.- ხმისამოუღებლად დამიქნია თავი და დახარა. ძალიან ლამაზი იყო. გამხდარი, ცისფერი თვალებით, სწორი თმით, წითელი ტუჩებით და ძალიან მუქი შავი თმით. იდეალური იყო! - არასდროს შეგრცხვეს შენი ნიჭის გამოვლენის, არასოდეს!- თავი დამიქნია უხმოდ. - კარგი შეგიძლია წახვიდე, და შემდეგზე ისევ აქ იჯდები. - კარგით. უნივერსიტეტიდან გამოვედი და საავადმყოფოსკენ გავწიე. ისევ წყვილი მოშტერებული თვალები. აჰჰ... მომაბეზრებელი იყო უკვე! ოპერაციები წარმატებულად ჩავატარე. უკვე ღამის თერთმეტი საათი იყო, როცა გაბროს დავურეკე და ვუთხარი რომ თავისუფალი ვარ. მოტოციკლთთან ვიდექი როცა გვერდით ტაქსი გაჩერდა და იქიდან გაბრო გადმოვიდა. - შენ და ტაქსი?- გაკვირვებული ღიმილით მივუდექი გვერდზე. - ლამის მე დავაჭირე გაზს მის მაგივრად- გაღიზიანებული იყო. ავკისკისდი და სანამ არ გავჩერდი გაღიმებული თვალებით მიყურებდა. ცოტა ხანში გავჩერდი და უხერხულად შევიშმუშნე. ამაზე გაეცინა, მომიახლოვდა და ჩამეხუტა. ასე ვიდექით სანამ არ გამოვფხიზლდით. - მოიცა შენც ჩემი მოტოციკლით აპირებ წამოსვლას? - კი ოღონდ სიკვდილისთვის ჯერ ახალგაზრდა ვარ, ამიტომ მე ვჯდები წინ.- მითხრა და მოტოციკლეტისკენ წამიყვანა. - ცუდი ბიჭი ხარ!- კისკისი დავიწყე. მანაც გაიცინა და თავზე მაკოცა.მოტოციკლეტზე მოვთავსდით და გზას გავუდექით. - სად მივდივართ? - ჩვენ ადგილისკენ. - სახურავზე? - კი - ისე ვერტალიოტით? - კი- კმაყოფილს ჩამეღიმა. ზურგიდან დავინახე როგორ ჩატეხა ტუჩის კუთხე. - ვაიმე გაბრო, მოუმატე სიჩქარეს! - არა. - კაი რაა... - ხო კაი ამ ერთხელ. სიჩქარეს მოუმატა. მსიამოვნებდა ადრენალინი. ქუჩები უფრო ცარიელი იყო. ქარი თმას მიწეწავდა და სახეზე მელამუნებოდა. აღარაფერი მახსოვდა. მალე მივედით ვერტალიოტამდე. ისევ იგივე გზა გადავიარეთ და „ჩვენს სახურავზეც“ ავედით. ისევ ერთი დიდი პუფი იდო. აქამდეც ხომ იყო ასეთი მომენტი, მაგრამ მაინც ისე მიხაროდა. 28 წლის ქალი სახურავზე დავრბოდი და ვხტუნაობდი. მგონი გავგიჟდი! - მოდი აბა გამომეკიდე- გამომწვევი თვალებით მივაშტერდი. - მართლა გინდა რომ გამოგეკიდო?- ეშმაკური მზერითა და ღიმილით წამოვიდა ჩემსკენ დინჯი ნაბიჯებით. ვერაფერი ვთქვი, ვერ ვერაფერი მოვიმოქმედე. აი ხო გეუბნებოდით არა, გავგიჟდი მე! წეღან ასე ვეტლიკინებოდი და ახლა მიყუჩებული და დაძაბული ვუყურებდი თვალებში. ოჰ, თვალები! ჩემი ნაცრისფერი თვალები! უკვე ჩემს წინ იდგა და გაღიმებული თვალებით მიყურებდა. უნდოდა ჩემს რეაქციაზე გაცინებოდა, თავს იკავებდა მაგრამ მისი თვალები მაინც მოცინარი იყო. - აღარ მინდა!- უცბად ვუპასუხე და პუფისკენ მივტრიალდი, მაგრამ დამიჭირა და ხელები მომხვია. - გვიანია ქალბატონო!- ხელში ამიტაცა და ზურგზე მომიგდო. - აუ გაბროო... დამსვიი...- ვწიოდი და ხელებს ზურგზე ვარტყამდი მაგრამ ამაოდ. პუფზე დამაგდო და ზემოდან მომექცა. თვალებში ვუყურებდი და ვერაფერს ვაკეთებდი. ხელი თმაში შემიცურა და უფაქიზესად შეახო ტუჩემი ჩემს ბაგეებს. მისი თბილი სუთქვა სახეზე მელამუნებოდა. მუცელში პეპლების მაგივრად მთელი ფაუნა მოგზაურობდა. სამყაროს გამოვეთიშე... იმ სამყაროში გადავეშვი, სადაც მხოლოდ მე და გაბრო ვიყავით და არავინ სხვა, არანაირი პრობლემები, არანაირი ყალბი გრძნობები. ნელნელა უმატა კოცნას. რიგრიგობით მიკოცნიდა ზედა, შემდეგ კი ქვედა ტუჩემს. ხელები კისერზე შემოვხვიე, უფრო მეტად ამიკრო, ფეხები წელზე შემოვხვიე და მეც უფრო ვუმატე კოცნას. კოცნა შეწყვიტა და თვალებში ეშმაკურად შემომხედა. გავუცინე და ისევ მისი ტუჩებისკენ დავიძარი, მაგრამ ისევ უკან დაიხია. თვალებში დაბნეულმა შევხედე. - რა გინდა სესილი?- მგონი ცოტა ისიც იყო დაბნეული. მაგრამ ტუჩის კუთხე მაინც ჰქონდა ჩატეხილი. - მხოლოდ შენთან ყოფნა- ამოვიჩუჩულე და ისევ გავაგრძელეთ ერთმანეთის მიალერსება. --------- მგონი არაა ცოტა. ვიცი რომ ელოდებით და ვიცი როგორია ეს ლოდინი მაგრამ ვერ ვახერხებ.სკოლიდან გამომდინარე ვერ ვახერხებ ხშირად წერას. საუკეთესო მოსწავლე ვარ სკოლაში და კი იცით ამას რამდენი დრო სჭირდება. იმედია გამიგებთ. ძალიან მიყვარხართ! იმედია მოგეწონებათ. მალე ძაან განვითარდება მოვლენები. შემიფასეთ და მომეცით შენიშვნები. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.