არჩევანი (თავი 13)
- მე მიყურე!- რატომღაც მშვიდად მესაუბრება. მე კი ჯიუტად შევყურებ კედლებს- შემომხედე მეთქი თეონა- თავს ხრის გვერდზე და ძალით მაიძულებს შევხედო სახეზე.- ხელზე რა მოგივიდა?- მეკითხება დინჯად და მარჯვენა მტევანზე მეხება. - არ გინდა- ვიცხადებ და ხელწბს უკან ვმალავ. "ღმერთო ეს რა დღეში ვარ, იმის მრცხვენია და მერიდება, ვისაც თავის დროზე იგივე დანაშაული არ ვაპატიე. ყოჩაღ თეონა, ყოჩაღ!" - მიპასუხებ ახლა თუ ნათელმხილველს მივმართო?- "ახლა ეს მეხუმრება თუ რა ხდება?" ჭედავს ჩემი ტვინი. ფაქტია მეტს ვეღარ გავუძლებ. - ჭიქაზე გავიჭერი- ვეპასუხები ასფალტს. - როდის?- მკლავზე მკიდებს ხელს და კიდევ უფრო მიზიდავს მისკენ, რომ ჩემი მზერა დაიჭიროს.- როდის მეთქი თეონა?!- უმატებს ხმას. - ამ დილოთ- ახლა ბარდიულთან განვაგრძობ დიალოგს. - მე მიყურე- ხელით მაწევინებს თავს და სახეს მიახლოვებს. - გთხოვ არ გინდა ალექსანდრე- უეცრად ტირილს ვიწყებ და ისიც სწრაფად მშორდება. - რა გჭირს თეონა?- მეკითხება შეშფოთებული- დაწყნარდი ოღონდაც და აღარ შეგეხები. არ მეგონა ასეთ დისკომფორტს თუ გიქმნიდი- ამატებს სევდიანად და უკან იხევს. - არ გინდა გთხოვ- მწყინს მისი კომენტარი და მეტი ცრემლი მწყდება თვალებიდან. ალექსანდრეს ეღიმება ჩემს სახეზე და ხელებს შლის. ის-ისაა გულზე უნდა მიმიხუტოს რომ ვიღაც ჩვენს შორის დგება და მე უკან მწევს. - რას აკეთებ ალექსანდრე?- მესმინ თორნიკეს ხმა და შიში სირცხვილს ძლევა- რატომ არ ეშვები? ნაცე რა დღეში აგდებ. საკმარისია უკვე. მესმის ამდენი წელი ოჯახი იყავით და გიყვარდათ ერთმანეთი. მაგრამ ახლა ფაქტია ვნებს ამ ადამიანს შენი სიახლოვე და შეეშვი რა. - კარგი ვატყობ პირისპირ საუბარი მოგვიწევს. თანაც ახლავე- პასუხობს ალექსანდრე და შიშის მაჩვენწბელი ზენიტს აღწევს. - არ გინდა ალექსანდრე გთხოვ- ისევ მათ შორის ვეკვეხები და ალექსანდრეს გულზე ვაფარებ ხელებს- შენ წამოგყვები ოღონდ არ გინდა ჩხუბი. - ნუ გეშინია პატარა ქალბატონო. მხოლოდ ვისაუბრებთ ცივილურად და კაცურად- ჩემს მტკივან ხელს წვდება და მკოცნის. - ნუ ნერვიულობ თეონა. შედი და ბარში დაგველოდე- მიღიმის თორნიკე და ახლა მას შევყურებ დაზაფრული. თუმცა ორივე თბილი ღიმილით მავლებს თვალს და ჩქარი ნაბიჯით ერევიან სიბნელეს. უკან ვბრუნდები ბარისკენ. სულ გაყინული ვარ ამდენი ნერვიულობით. იქ კი ლენა მხვდება. მხოლოდ ერთ სიტყვას მეუბნება "წაყევიო" და კარს უკან თვითონ უჩინარდება. ქუჩისკენ ვბრუნდები და ჩქარი ნაბიჯებით მივყვები მათ კვალს. შენობის კუთხესთან ვჩერდები და ნელა ვიხედები. თუმცა იქ არავინ არ მხვდება. "ე.ი. უკან არიან" ვასკვნი გონებაში და შენობის უკანა ეზოსკენ მივიწევ. მაღალ ურნებს გვერდს ვუვლი და ნელ-ნელა ვარჩევ მათ ხმებს. კედლის კუთხეში მივდივარ და სწრაფად ვიხედები. ჩემსკენ ზურგით დგანან და საუბრობენ, მართლა ცივილირად და მშვიდად. - ახლა რას აპირრბ?- ეკითხება თორნიკე. - ყველაფრის გარკვევას- მესმის ალექსანდრეს სევდიანი ხმა. - ძალიან ცუდია ეს თუ მოხდა. საშინელი ფაქტია და დაუსჯელი არ უნდა დარჩეს ამის ჩამდენი- სერიოზულად ეუბნება თორნიკე და მეც სასოწარკვეთა მიპყრობს. "რა იგულისხმა? რაზე თქვა ეს სიტყვები? ნუთუ იციან რაც შემემთხვა?" სახეზე ხელს ვიფარებ და ასე ვახშობ ხორხიდან ამომავალ საშინელ ბგერებს. - ძალიან გთხოვ წინ ნუ გადამეღობები. ძალიან ვცდილობ შევიცვალო და ნუ მაიძულებ სიტყვის გატეხას. თორემ არამგონია სხვა დროს თავის ასე შეკავება შევძლო. ვერ ვიტან როცა ჩემს ქალს ზედმეტად ეხებიან ან საერთოდ უახლოვდებიან. ის ჩემია მიუხედავად ყველაფრისა და ყოველთვის ჩემი იქნება- გამაფრთხილებლად ისმის ალექსანდრეს ხმა. - მასზე როგორც ნივთზე როგორ საუბრობ?- მესმის თორნიკეს დაძაბული ხმა. - შენ ნორმალური ხარ? ნივთი კი არა სიცოცხლის აზრია ეგ ქალი. ჩათვალე საკუთარ სიცოცხლეზე გესაუბრები. ჩემი ამდენი წლის სიყვარულია. ერთადერთი არსება რომელმაც სიცოცხლისკენ მომაბრუნა და ადამიანის სახე დამიბრუნა. ნივთივით... რეებს ბოდავ თუ იცი?! ეგეთი ქალის მნახველი არ ვარ. არც არასდროს შემხვდება. შენ არ იცი როგორი იყო ის თავიდან და რამხელა ბრძოლა დამჭირდა იმისთვის რომ შევემჩნიე მაინც. უკარება, ამაყი, ცივი, სასტიკი და ზედმეტად ჭკვიანი ანგელოზი იყო. რომ გავიცანი მთელი თვე მარტო იმისთვის ვწვალობდი რომ როგორმე ერთ სივრცეში მოვმხვდაროყავით. ერთგული ძაღლივით სულ კუდში დავდევდი. მის ყველა სურვილსა თუ ოცნებას უთქმელად ვხვდებოდი და ისე ვუსრულებდი არც კი იცოდა რომ მე ვიყავი ყველაფრის უკან. რა გითხრა ტო იმაზე უფრო მნიშვნელოვანი. სობრონის უნივერსიტეტში ვსწავლობდი მაგისტრატურაზე, თეონას გაცნობის შემდეგ კი ეგეც მივატოვე. მერე მისი თხოვნით აღვიდგინე სწავლების კურსი და საქართველოში გადმოვიტანე საბუთები. ძლივს მოვახერხე ოცნებად ქცეული დავისაკუთრე და მას სხვას დავუთმობდი ან დავუთმობ?! არ ვაპირებ არც შენთვის და არც ლევანისთვის მის დათმობას. ხომ გაიგე?- ნახევრად აბრუნებს თავს თორნიკესკენ და ისე ეკითხება. - მგონი გავიწყდება ზრდასრულ ქალზე რომ გვაქვს საუბარი. მასაც აქვს არჩევანის უფლება და შენ ვერ წაართმევ ამ უფლებას. გეყოფა ალექსანდრე ბრძანებლობა. თეონა ის ბავშვი აღარ არის დედა და ქალია უკვე. თანაც განქორწინებული- ამატებს ნელა და გარკვევით. ალექსანდრეც სწრაფად ბრუნდება მისკენ და უახლოვდება. - ვერ გაიგე ხომ? კიდევ ერთხელ აგიხსნი წყნარად. ჩემი შვილების დედაა, ჩემი ცოლია, ჩემი პირველი სიყვარულია და უკანასკნელიც. მიყვარს და მასაც ვუყვარვარ. ჩაერევი და გეტკინება. რა გინდა ვერ გავიგე. რას ვერ წყნარდები?- ირევა ალექსანდრე და მაინც ბოლომდე იკავებს თავს. - პრეტენზია არა და გრძნობა ნამდვილად გამაჩნია- ახლის თორნიკე- არაჩვეულებრივი ქალია. კეთილი, სუფთა, დახვეწილი და ლამაზი. ძალიან გამოუცდელია ურთიერთობებში და ეს უფრო სასურველს ხდის. ვერ ვხვდები ასეთ სუფთა და ერთგულ ადამიანს ასე მკაცრად როგორ ექცეოდი.- უკვე ბრდღვინავს ჩემი ბოსი და მეც კედელს ვეზრდები.- სადაა აქ სიყვარული და პატივისცემა? ნდობა არ გაგაჩნდა შენი შვილებია დედის მიმართ და ამბობ მიყვარსო. - მას ყოველთვის ვენდობოდი. მაგრამ სამაგიეროდ ვერ ვენდობოდი იმ საზოგადოებას სადაც ის იტრიალებდა. ვერ ვენდობოდი ვერანაირად იმათ ვისაც მის სიახლოვეს აუცილებლად გაუჩნდებოდ მის მიმართ გრძნობა. ტყუილს ვამბობ თორნიკე თუ რამეს წარმოუდგენელს?- ეკითხება თორნიკეს და თვალებში უყურებს. - წარმოუდგენელი არაფერია, მაგრამ მისი თავისუფლება არ უნდა შეგეზღუდა. დესპოტივით ექცეოდი.- ადანაშაულებს თორნიკე. - დესპოტივით კი არა საკუთარ ოჯახს ვიცავდი. ა ბატონო გავუშვი. მუშაობს და თავისუფლებით სარგებლობს. ვითარდება და გამოცდილებას იღებს მაგრამ რა გიყოთ ახლა შენ და ლევანს?- ეკითხება ირონიულად და ინტერესით შეყურებს სახეზე. - კარგი საკმარიასია. გავიგე ყველაფერი. შენ ყველაფერზე გაქვს პასუხი- გესლავს თორნიკე. - შენ კი საკუთარ ოჯახს მიხედე. ცოლი დაგიბრუნდა 5 წლის უნახავ შვილთან ერთად. წადი და მათზე იზრუნე. შეეშვი ჩემი ცოლის კუდში დევნას და რეკვას. ყველაფერა ეგ აჯობებს- არიგება ალექსანდრე და ამაზე თორნიკე ბრაზდება. - უკვე რჩევების მიცემაზეც გადავედით?- ეკითხება ირონიულად. - კარგი მაშინ გაგაფრთხილებ, თანაც უკანასკნელად. ჩემი მეუღლისგან თავი შორს დაიჭირე. არ გაბედო და ჩვენს ურთიერთობაში არ ჩაერიო. ძალიან ფრთხილად იყავი ყოველ სიტყვასთან თუ მოქმედებასთან მის მიმართებაში. თორემ რო რამე საკუთარ თავზე პასუხს არ ვაგებ. ვერც იმას შეგპირდები რომ დაგინდობ- დასისინებს თავზე ალექსანდრე და ჩემი მიმართულრბით ბრუნდება. მეც გიჟივით ვტრიალდები უკაბ და ურნებს ვაფარებ თავს. კუთხეში ვიმუხლებ და ჩანთას სახეზე ვიფარებ. ახლა მთავარია ჩუმად ვიყო და არ გავინძრე. მისი ნაბიჯების ხმა მესმის. მიახლოვდება და უკვე მია ზურგსაც ვხედავ. მოულოდნელად ის ჩერდება და ჰაერა ღრმად ისუნთქავს. "აქაც შენს სურნელს ვგრძნობ" ჩურჩულებს და თავის ქნევით აგრძელებს სვლას. მე ისევ გაუნძრევლად ვზივარ და თორნიკეს გავლას ველოდები. მაგრამ ბოსი არ ჩანს. ამიტომ ცოტა ხანი ვიცდი და მერე ვტოვებ სამალავს. ბართან მისული ორივეს ვხედავ თავიანთ მანქანებზე მიყრდნობილს. აშკარად ორივე მე მელოდება. ვფიქრობ რა გავაკეთო. იქნებ მართლა ჯობია მარტო წავიდე?! ალექსანდრეს ვავლებ თვალს და მისი მანქანა თვალს მჭრის. შავი, მაღალი ნისანის ფირმის ჯიპს მიყრდნობია და დაჟინებით მიყურებს. "მანქანა გამოუცვლია" ვფიქრობ ჩემთვის და უცებ წუხანდელი მახსენდება "ეს ხომ ის მანქანაა" ვიცხადებ გონებაში და სასწრაფოდ ვიღებ გადაწყვეტილებას. ბატონ თორნიკეს ვუახლოვდები და და პირდაპირ ვეუბნები - მადლობა რომ დამელოდეთ, მაგრამ ვფიქრობ სწორი იქნება თუ ალექსანდრეს გავყვები. მადლობა ყურადღებისთვისაც, თუმცა ამდენიც არ იყო საჭირო.- ვემშვიდობები და ვხედავ საუბრის განმავლობაში ჩემი საქციელით გაბრაზებული ალექსანდრე როგორ გამეტებით ურტყამს მანქანას ხელს. კარებს აღებს და სწრაფად ჯდება შიგ. მეც უკვე ვუახლოვდები მანქანას მგზავროს მხრიდან და ფანჯარაში ვხედავ როგორ იმედგაცრუებული, მხრებჩამოყრილი და სახეწაშლილი სახით ზის ჩემი შვილების მამა საჭესთან. სახელურს ვქაჩავ, მაგრამ ვერ ვაღებ. ხმაურზე თავს აბრუნებს და ჩემი დანახვით გამოწვეულ სიხარულს ვეღარ მალავს. ტუჩებს ფართე ღიმილი უპობს და თვალებიც უბრწყინდება. მე ხელით ვანიშნებ კარები გამიღეთქო და ისიც მაშინვე ფხიზლდება. საკეტს ხსნის და მეც კარებს ვაღებ. მკაცრი სახით ნელა ვჯდები მანქანაში და ის-ისაა მანქანაზე კითხვის დასმას ვაპირებ რომ ტუჩებზე გამხეცებული მეტაკება და მოულოდნელად კალთაში მისვამს. - რას აკეთებ ალექსანდრე, რას შვრები?- ვცდილობ მოვიშორო და ველაპარაკო, მაგრამ არ მაცლის. - მომენატრე. საშინლად მომენატრე.- დამჩურჩულებს ტუჩებზე და ხელებს უმისამართოდ დაასრიალებს- ჩემი გოგო.ჩემი ჭკვიანი და თბილი გოგო- მირევს გონებას და გამეტებით მიკრავს გულზე. - გაჩერდი გთხოვ- ხელს ვახვედრებ და მის მოშორებას ვცდილობ. - შენით ვერასდროს გავძღები. შეიძლება სულ კინდოდე?- მეკითხება ყელში ჩამძვრალი და ზედას ზენოთ ქაჩავს. - სალაპარაკო გავქვს ალექსანდრე- ვამბობ ხმამაღლა და ისიც ჩერდება. - ნამდვილად სალაპარაკო ბევრი გვაქვს- მეუნება სხარტად და ისევ ჩემს სავარძელზე მაბრუნებს. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.