შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

პეპელა 18


19-01-2017, 16:52
ავტორი Eleniko13
ნანახია 2 335


Everything is just an illusion. It's just your imagination and if you want, you can fly. if you want... If you want...


სამი დღე გავიდა, საავადმყოფოდან მხოლოდ აბაზანისთვის და ტანზე ტანსაცმლის გამოცვლისთვის გადიოდნენ სახლებში. ნინაკა ზუკას ვეღარ ცნობდა, თითქმის არ ლაპარაკობდა, იშვიათად თუ გაუღიმებდა ნინაკას და სევდიან თვალებს მიანათებდა. გიჟდებოდა, მაგრამ ესმოდა მისი, ნანაკოს ადგილას ელენე წარმოიდგინა და მიხვდა, რომ თვითომ ვერ გაუძლებდა, თავს მოიკლავდა, გააფრენდა და ელენეს დაკარგვას ვერ შეეგუებოდა.
_ ცივ ყავას მოვიტან _ ლოყაზე აკოცა ნინაკამ და სკამიდან წამოდგა. ლალო ტელეფონზე საუბრობდა, ნინაკას უბრალოდ თვალებით შეეკითხა რა ხდებაო და საუბარი გააგრძელა. აპარატთან მივიდა და თავის რიგს დაელოდა.
_ რას ინებებ? _ ნანაკოს ექიმიც იქ იდგა. ნინაკამ გაუღიმა და მხრები აიჩეჩა.
_ ორი ყავა, ერთი რძიანი
_ სახლში რომ წახვიდეთ, არ გინდათ? _ თან აპარატში კუპიურა ჩააგდო და ორი ქილა მიაწოდა ნინაკას
_ მადლობა. ვერ წავალთ, ზუკას დაყოლიება უკვე ვცადე მაგრამ...
_ დარჩენას აზრი არ აქვს საყვარელო _ ნაღვლიანად გაუღიმა და ტუჩები მოკუმა. ნინაკას გული ისე ეტკინა, ისე წაუჭირა რაღაცამ ყელში, წუთით შებარბაცდა და კედელს მიეყრდნო.
_ ეგ რას ნიშნავს? ერთი პროცენტიც არ...
_ არა, სამწუხაროდ დღეებზეც კი აღარ არის საქმე. საათებზე და წუთებზეა
_ ნანაკო რამეს გრძნობს? ტკივა? _ ცრემლები უსველებდა სახეს და ძლიერად უჭერდა ხელს ყავის ქილებს
_ ახლა მის გადარჩენას აღარ, ტკივილის შემსუბუქებას ვცდილობთ
_ როგორ შეიძლება? ასეც ხდება? _ ზუკას წარმოდგენაზე, როცა ნანაკოს ამბავს გაიგებდა, გააჟრიალა
_ ეს მედიცინაა, ნანაკოს მხოლოდ ეს პრობლემა არ აქვს. წარსულში დიდი სტრესი გადაუტანია, ფილტვებიც კი მომსპარია, გულზე არაფერს ვამბობ... დიდი ხანია რაც მისი ექიმი და ფსიქოლოგიც კი ვარ შეთავსებით _ გაუღიმა, მხრები აიწურა და წავიდა. ნინაკა ასე მიყინული დატოვა, ფეხს ვერ იცვლიდა ადგილიდან და მთელი სხეულით კანკალებდა. მხოლოდ მაშინ დამშვიდდა, როცა ზუკა დაინახა. სახე დააწყნარა და მისკენ წავიდა. ისევ ისე იჯდა, ამჯერად ეწეოდა და ექთნებიც კი არაფერს ეუბნებოდნენ.
_ არ შეიძლება, ნუ ეწევი _ მის გვერდით ჩამოჯდა, სიგარეტი გამოართვა და ღია ფანჯარაში ჩაუმწვარი ისროლა.
_ და ნანაკოს სიკვდილი შეიძლება? ნუ კვდება? _ შეხედა და ნინაკას თვალები რომ დაინახა, მაშინვე შეცვალა უხეში ტონი _ რა გჭირს
_ არაფერი _ იცრუა და ყავა მიაწოდა.
_ ნუ მიმალავ, გგონია რამით გამაოცებ? _ გაეცინა და ჯერ თავისი ქილა გახსნა, მერე ნინაკასი და შუბლზე აკოცა.
_ იმ უსამართლო ცხოვრების დედა ვატირე, ნანაკოსნაირი ქალები რომ უნდა წავიდნენ _ თავი ვეღარ შეიკავა, ისე დაჯდა, მუხლები რომ მკერდთან მიეტანა და ხელები ფეხებს შემოხვია
_ გიორგი არც მოსულა _ ჩაილაპარაკა ზუკამ და ხელები მომუშტა
_ ვინ?
_ მამაჩემი. ოთხი წლის წინ წავიდა ვიღაც უკრაინელთან ერთად და ასე დაგვტოვა _ ყავა მოსვა და ღრმად ჩაისუნთქა _ მაგას გონია მისი ფული მინდა? ყოველ თვე რომ მირიცხავს დაუთვლელი რაოდენობით, მაგით გონია გულს მომილობს ეგ არაკაცი? _ ხმას აუწია და კედელს ხელი მიარტყა
_ დამშვიდდი, იქნებ არ იცის ნანაკოს ამბავი
_ გამორიცხული არც ეგ არის _ გაეცინა
_ ყველაფერი გაივლის...
_ ნანაკო გამივლის? ოდესმე გამივლის? გადამივლის?
_ სანდრო რომ გარდაიცვალა, ოთხის ვიყავი. კაიფში გაიპარა რა, როგორი სათქმელია ხო? უცნაურად ჟღერს მარა ეგრე იყო, რა გავაკეთო. ის ოთხი წელიც მისგან მოშორებით ვცხოვრობდი ბერლინში. სანდრო სულ ორჯერ მყავს ნანახი, ერთხელ ცოცხალი, მეორედ უკვე მკვდარი. რა ბედის ირონიაა არა? ცოცხალი არ მახსოვს. წესით საერთოდ არ უნდა მახსოვდეს, ოთხის ვიყავი, მაგრამ... რა დამავიწყებს, იცი როგორი იყო? დედაჩემის ყვირილის ხმას აი ახლაც რომ წარმოვიდგინო გავიგებ. ცივ სხეულს უხუტებოდა, გვამს კოცნიდა ზუკა. ალბათ ეგ ამბავი იმიტომ მახსოვს, რომ ელენემ იმ ერთ თვეში ცხრაჯერ სცადა . ღამით კიოდა, სახლში ყველაფერს ლეწავდა. სანდრო ვერ გადაიტანა... მიუხედავად ყველაფრისა საუკეთესო დედაა, ჩემთვის ძლიერი ქალის მაგალითია. დღემდე ისე უყვარს, ისე ტკივა და ისე მიმალავს... შენ წარმოდგენა არ გაქვს რა ძნელია, ტკივილს რომ ვერავის უყოფ. მე დედაჩემს სანდროზე ვერ ვესაუბრები იცი? ვერც ვერავის. ახლა შენ მყავხარ და მინდა არაფერი შეინახო, ვიცი როგორი დიდი ტკივილია და არ გეტყვი რომ იოლია, მაგრამ გადაივლის. გვერდით ვიღაც გჭირდება, სულ ესაა. მარტო გააფრენ. _ კედელზე მიეყინა მზერა და კიდევ ერთხელ წარმოიდგინა... თავში მოგონებები ტრიალებდა.
_ ნანაკო კარგად აღარ იქნება ხო? _ კითხა ზუკამ და თვალებზე ხელი მოისვა ცრემლების დასამალად.
_ ნანაკო სულ იქნება _ მეტი ვერაფერი უთხრა, ექიმი მათკენ წამოვიდა და ნინაკამ მის თვალებში სიკვდილი დაინახა. სიკვდილის სუნიც კი ეცა და პირზე ხელი აიფარა. ზუკა დაძაბული წამოხტა ფეხზე, ექიმმა ჯერ ნინაკას შეხედა, მერე ზუკას გაუსწორა მზერა. მხრები აიჩეჩა და თავი დახარა.
_ გარდაიცვალა _ სიტყვებმა ჯერ ჰაერში გაიჟღეღა განაჩენივით, მერე თითოეული იქ მყოფის გონებაში. ნინაკა ბუნდოვნად ხედავდა ბავშვებს, რომლებიც უხმოდ უყურებდნენ ზუკას. ძლივს წამოდგა და ზუკას წინ დაუდგა, მაგრამ მის ასეთ განადგურებულ თვალებს ვერ გაუძლო. როგორც არ უნდა მოემზადო, როგორც არ უნდა იცოდე, ამხელა ტკივილს მაინც ვერ გადააგორებ. ვერა და მორჩა. ასეა რა, გტკივა და ვსო. ღრიალი უნდოდა ზუკას და ვერ ღრიალებდა. პირსაც ვერ აღებდა რამის სათქმელად. ნინაკა მოკლა მისმა თვალებმა, თორემ სახის არცერთი ნაკვთი არ შერხევია.
_ მორჩა? _ კითხა ნინაკას. ნინაკამ ვერ უპასუხა, თვალები ძირს დახარა და წამოიკვნესა, როცა ზუკამ ხელები მოუჭირა მკლავებზე და შეანჯღრია _ მიპასუხე ნინაკა, დამთავრდა? _ ამჯერად იყვირა და ნინაკამ თვალებში ჩახედა, ახლა მისი დახმარება რომ შეძლებოდა, ღმერთო... რამით მაინც. ნუგეში ნინაკას საქმე არ იყო.
_ ზუკა ძლიერი უნდა იყო _ ხმის ამოღება გაბედა მათემ.
_ გესმის რას მეუბნება? _ ისევ ნინაკას ესაუბრებოდა. თითქოს მასში ხსნის, გამოსავლის პოვნა უნდოდა _ ძლიერიო, ნინაკა გესმის მეთქი? _ უყვირა და ნინაკა მიხვდა რომ ერთადერთი საყრდენი იყო ზუკასთვის. ტკივილს გრძნობდა ხელებზე, მაგრამ აიგნორებდა.
_ ზუკა ნანაკო მოკვდა _ ყელი აეწვა ამის თქმისას, მაგრამ იცოდა რომ ახლა უნდა ეთქვა, როგორი ცუდიც არ უნდა ყოფილიყო პირში უნდა მიეხალა სათქმელი _ ნანაკო მოკვდა, აღარ არის. მორჩა, ხო, დასრულდა _ მტკიცე ხმა ჰქონდა, თვითონაც არ იცოდა როგორ. კარებთან ელენეს გამოსახულება დაინახა, რედის სახეც გაარჩია და ისევ ზუკად შეხედა.
_ მიშველე _ თვალებში უდიდესი ტკივილი გაუკრთა და ძირს ჩაიკეცა. ნინაკაც მასთან ერთად ძირს დაჯდა და ზუკას გულში ჩაეკრო. ზუკამ მკლავებიდან ხელები მოაშორა და ძირს დაუშვა, ნინაკა მოეხვია და ხელები მოუჭირა.
_ შენთან ვარ. შენთან ვარ _ ჩურჩულებდა მის ყურთან, თან ყელი ზუკას ცრემლებით უსველდებოდა და გული ათას ნაწილად ეფლითებოდა
_ ცუდად ვარ ნინაკა, აქ სიკვდილის სუნია, ნანაკოს სუნთქვის ხმაც აღარ მესმის _ ამოიჩურჩულა ზუკამაც
_ გინდა სახლში წავიდეთ?
_ იქაც ნანაკოა...
_ უნდა შეეგუო. ტკივილი ან ბოლომდე უნდა შემოუშვა და შეეგუო, ან თავი მოიკლა. ახლა შენთან წავალთ, აქ არაფერი გვინდა, ყველაფერს ესენი მოაგვარებენ
_ შენ წადი ნინაკა _ უცებ ამოიოხრა და ნინაკას მხარზე აკოცა, თავი კიდევ არ აუწევია
_ არ დაგტოვებ, სისულელეები არ დაიწყო
_ დაგტანჯავ. გაგაწამებ
_ ახლა ნუ ფიქრობ, მე შენ მიყვარხარ. ერთად წავალთ და ერთად გადავიტანთ, გესმის?
_ სახლში წადი ნინაკა
_ ზუკა, ადექი, დროზე ადექი _ უცებ წამოდგა და ზუკა აიყოლია, მის ჩაწითლებულ თვალებზე ისევ მოუჭირა გულზე მარწუხებმა _ გასაღები გამომართვი და მანქანაში დამელოდე. იცოდე, არც კი გაბედო და უჩემობა არ იფიქრო _ გასაღები ხელისგულზე დაუდო და მკაცრად გააფრხილა. ზუკა უსიტყვოდ შებრუნდა და ნინაკა მაშინვე ელენესკენ გაიქცა
_ რას აპირებ დე _ ნაღვლიანად კითხა ელენემ
_ ფული მჭირდება, რედი შენი კოტეჯის გასაღებიც
_ გასაღები, კოტეჯის... _ რედიმ ჩანთიდან გასაღებების ასხმა ამოიღო და სწრაფად მოხსნა საჭირო, ელენემ ბარათი მისცა
_ ნაღდი ფული არ მაქვს, გამოიტან

გარეთ სირბილით გავარდა და როცა მანქანა ადგილზე დაინახა, შვებით ამოისუნთქა. ზუკა მგზავრის სავარძელზე იჯდა და თავი საქარე მინაზე მიეყრდნო.
_ შენი სახლის გასაღები მომე _ ზუკას შეხედა და მანქანა დაქოქა. ზუკამ ჯიბეები მოქექა და გასაღები ამოაძრო. არაფერს ამბობდა. ხმა არც მაშინ ამოუღია, ზურგჩანთით ხელში რომ დაბრუნდა ნინაკა და უკანა სავარძელზე წინასწარ გამზადებული თავისი ზურგჩანთის გვერდით რომ დააგდო. არც მაშინ, აფთიაქში რომ შეიარა და პირველადი დახმარების და ჰიგიენური რაღაცეები რომ იყიდა და საბარგულში შეაგდო. არც მაშინ, გუდვილიდან სამჯერ რომ გამოიტანა ორი დიდი პარკი და ეგეც საბარგულში შეაგდო. მერე მაკდრაივით ორი კოლა და რამდენიმე ჰამბურგერი აიღო, შუაში ჩადგა და მომზადებაც დასრულდა. გაზს დააწვა და წავიდნენ.

88888

ოთხი საათი მგზავრობდნენ. თბილისს გასცდნენ, მერე სადღაც ტყეში შევიდნენ, სადაც საბედნიეროდ გზა იყო გაყვანილი. ესეც რედის დამსახურება იყო. მანქანა ორსართულიანი ხის კოტეჯის წინ გაჩერდა. გარეთ დადგმული ჰამაკით, ლამაზი ყვავილებით და დეკორაციით...
შიგნით რომ შევიდნენ, მყუდროებამ ნინაკას სიამოვნებით თავბრუ დაახვია.
_ დამეხმარე იმათ შემოტანაში _ უთხრა და ერთად შეიტანეს ყველაფერი. მანქანა რომ დაცარიელდა, ნინაკა და ზუკა ოთახის შუაგულში დადგნენ. ნინაკამ გაუღიმა.
_ სამყარო მახინჯი მაშინაა, როცა შენ არ ეცდები მის გალამაზებას.
________________

ისეთი ადამიანებიც მინახავს,
ერთი ჩახუტებითა და შეხებით რომ შეუძლიათ ყველა ტკივილი დაგავიწყონ.
ეხები, და თითქოს სახლში ხარ.

არც მეტი, არც ნაკლები, შეგიყვარდა.



№1  offline წევრი Firefly

ძალიან სასიამოვნოდ წერ, ძაალიან!
--------------------
M.T

 


№2 სტუმარი oboli biji

ramdeni wlisxar

 


№3 სტუმარი oboli biji

gtxo chamexute:)

 


№4 სტუმარი geo smile

https://youtu.be/YqB7TJExqFY

 


№5 სტუმარი Shore shore

zaluan kargi gogo xar shen.emociebit datvirtuli tavi iko chemtvis gansakutrebit chemi dedikos kiboti mokvda :(zalian miyvars es istoria

 


№6  offline მოდერი sopiko

მოსალოდნელი იყო ეს თავი,
არ მინდა, მაგრამ
ის საშინელებაც მოსალოდნელია,
რომელიც რაღაც დოზით ყოველთვის არის შენს ისტორიებში...

 


№7 სტუმარი oboli biji

[quote=sopiko fb shemexmiane

 


№8 სტუმარი Guest Nita

Shecdomaa napovnia shenoshvna chemgan da tu zuka da ninaka wavlen gaeqcevian nanaka? Moica gomshvidobeba ha? Cota seriozulad raaa

 


№9  offline აქტიური მკითხველი nawkas12345

ძალიან კარგი იყო მართლა. არ იფიქრო რომ ნანაკოს სიკვდილი მომეოწნა ან სიუჟეთის ასეთი მხრიით განვითარება ნუ როგორ არა მაგრამ ყველლაზე მეტად მომეწონა ის თუ როგრო გადმოსცემდი სატქმელს და გრძნობებს. უსიტყვოდ მესმოდა ზუკასიც , ნინაკასიც, და ზოგდა ყველასი. როცა ამას ავტორი ახერხებს მას შეუძლია მკითხველის გულშI შეღწევა და ჩემი აზრით ეს ყველაზე მთავარია მწერლისთვის!!!
ყოჩაღღ!!!! ველოდები შემდეგს მოუთბენლად!!!

 


№10 სტუმარი Guest ელე

მოიცა? მარტო მე მინდა რომ ნინაკო და ლუკა ერთად იყვნენ? ისეე ძაანმაგარიაა ყიჩაააღ!!!

 


№11  offline წევრი Keepcalmtbilisi

ძალიან,ძალიან მაგარია როცა ვიღაცის იმედი გაქვს ცხოვრებაში.
საშინლად მომწონს ელენიკო შენი პეპელა.

 


№12  offline მოდერი sopiko

[quote=oboli biji][quote=sopiko fb shemexmiane[/quote]
მიზეზსაც ხომ ვერ ვეტყოდით?

 


№13 სტუმარი Guest ნიტა

oboli biji
ramdeni wlisxar


13 საა

 


№14  offline მოდერი Eleniko13

elle...
გაგიჟება იცი რას ნიშნავს?
ვიცი, რომ იცი.
ჰოდა, აი ეგ დამმართე.:)
ამაზე გეუბნებოდი დღეს ზუსტად.
იმის მერე რაც მითხარი, ასე ამის აღწერა როგორ შეგიძლია?
ზნაჩიტ, იცი რაც არის.
სადმე თუ სიყვარული არსებობს, პირველ რიგში ისაა, რასაც შენ აღწერ.
ზუკა ზუსტად ისეთია, როგორიც წარმომედგინა და ამან სულ გამაგიჟა, ასე რომ აღწერე.
ელ, როგორ შეგიძლია?!
რა ლუკა.:)
მე ლუკა არ მინდა.
თუმცა, ხომ იცი, მე სიუჟეტს არ ვეხები, შენი გადასაწყვეტია.
მე მხოლოდ ის ვიცი, რომ ნებისმიერ შემთხვევაში ვიამაყებ.
იშვიათია ასე რამემ იმოქმედოს ჩემზე.
ამან ისე იმოქმედა, საკუთარი თავის მე თვითონ მიკვირს.
ამ ნაწარმოების მე-17 და მე-18 თავები იყო სასწაული.
დამამუნჯა, გამაფრენინა.
რეები დამმართე, ვეღარც ვლაპარაკობ წესიერად.
ზუკა და ნინაკა, რა.

მე ხომ ვიცი შენ რაებიც გიყვარს,
რა დროს გიყვარს
და
რა დოზით.
ახლაც ვიცი რაღაც იქნება.
რაც სიგიჟემდე მატკენს გულს.
თუმცა, მოგყვები.
მე სულ მოგყვები
მარტო იმიტომაც, რომ
ყოველთვის გითხრა საუკეთესო რომ ხარ.
ჩემი ელა ხარ (სულ პირველად როგორ გამიჭედე ამ სახელზე, მახსოვს ძეტკა:) ).
სიგიჟე ხარ შენ.
ყველაზე დიდი სიგიჟე
და
შენიდან გამომდინარე პატარ-პატარა სიგიჟეებს ქმნი,
რომლებიც საბოლოოდ ყველაზე დიდი გამოდის.
მეამაყები
და როგორც შენ იტყოდი ხოლმე,
ბრავო!
ტაში!
რამდენიც გინდა, იმდენი ტაში!
მიყვარხარ, რა.


შენ ხარ ყველაფერი.
მიყვარხარ:))
--------------------
ლილიტის ქალიშვილი.

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent