იასამნისფერი (მეორე თავი)
დილით ადრე ავდექი. დედაჩემის დაჟინებული მოთხოვნის მიუხედავად არ მისაუზმია. შორტი და მაისური ჩავიცვი და გადავწყვიტე დედაჩემს მანქანაში დავლოდებოდი. ნახევარი საათის შემდეგ როგორც იქნა დედაჩემიც გამოჩნდა და წავედით. კარგი ამინდია, მაგრამ თავს საშინლად ვგრძნობ. თეასთან არ ვიმჩნევ, ისედაც ფიქრობს, რომ ცხოვრება ამირია. დილის ათი საათია. მე და დედაჩემი მის სახლთან ვდგავართ. წყნარი ქუჩაა. აქ ყველა სახლი ერთი სტილისაა, მაგრამ მაინც განსხვავებული. ჩვენს სახლს თეთრი და დაბალი მესერი აქვს. თვითონ სახლი მუქი ნაცრისფერია. კარ-ფანჯარა თეთრია. ეზოში მწვანე ბალახია. მე და დედა შესასვლელი კარისკენ მიმავალ ბილიკს მივუყვებით. ეზოში ყვავილები არ არის, რაც საშინლად არ მომწონს. ამას აუცილებლად მივხედავ, როგორც კი მოვიცლი. ხო, მართლა დამავიწყდა მეთქვა, რომ ყვავილებზე ვგიჟდები. ოთახის მცენარეები ბევრი მაქვს. უკლებლივ ყველა წამოვიღე. ნივთების ამოლაგება იმაზე რთული აღმოჩნდა ვიდრე წარმოვიდგენდი. საბოლოოდ, მე და თეამ მოვახერხეთ და სახლი ჩვენად ვაქციეთ. საღამოს შვიდი საათისთვის ყველაფერი მზად გვქონდა. -ანა, მეზობელთან ვაპირებ გასვლას, დიდი ხანია არ მინახავს. ხომ არ წამოხვალ? -არა დე, მირჩევნია გავისეირნო. -კარგი, ეცადე არ დაიკარგო და შარში არ გაეხვა. ეს რომ მითხრა უკვე გარეთ გამოვდიოდი. მზე ჩადის. ზუსტად ისეთი საღამოა მე რომ მიყვარს. ზაფხულის თბილი და იასამნისფერი საღამოა. ცას მოვარდისფრო-მოიასამნისფრო ფერი აქვს. ეს ჩემი საყვარელი ფერია. დღეს ტბაზე არ წავალ. აქეთ რომ მოვდიოდით კაფე შევამჩნიე და იქ წასვლა გადავწყვიტე. კაფე ორი ქუჩის გადაკვეთაზე, კუთხეში მდებარეობდა. გარეთ მხოლოდ ოთხი ვარდისფრად შეღებილი მაგიდა იდგა. აქედან მხოლოდ ერთი იყო დაკავებული. ერთ-ერთ მაგიდას მივუჯექი და მიმტანს დაველოდე. დიდხანს ლოდინი არ დამჭირვებია. მიმტანმა მალევე შემამჩნია და ჩემკენ წამოვიდა. მაღალი ქალი იყო, გრძელი, იდეალურად სწორი და თეთრად შეღებილი თმა ჰქონდა. გამხდარი არ იყო, მაგრამ არც მსუქანი ეთქმოადა. ძალიან ლამაზი ქალი იყო, ისეთი თბილი ღიმილით მიღიმოდა თითქოს მისი დიდი ხნის ნაცნობი ვყოფილიყავი. -რას ინებებთ? - სიტყვა შუაში გაუწყდა როდესაც თვალებში შევხედე და დაბნეული ჩამოჯდა სკამზე. -ღმერთო, შენ? თეას შვილი ხარ? ასე მეგონა მისი ბავშობა შემოვიდა. ისე გავხარ... მასავით ლამაზი ხარ - ისე სწრაფად დაიწყო ლაპარაკი ძლივს მოვასწარი გაგება. - დიახ, მე მისი შვილი ვარ. - რაც შემეძლო თავაზიანად გავუღიმე. ეს ის შემთხვევაა, როდესაც ადამიანი პირველივე დანახვისას ძალიან მომეწონა. - მე ირენე ვარ.ამ კაფის მეპატრონე.ჩემგან მოკითხვა გადაეცი. აქ დიდი ხნით ხართ? -დიახ, მინიმუმ ერთი წლით ჩვენ აქ საცხოვრებლად გადმოვედით. -ძალიან გამიხარდა. აბა? რა მოვართვა ჩემს საპატიო სტუმარს? - ყავა და შოკოლადსი ნამცხვარი თუ შეიძლება. -რა თქმა უნდა, ახლავე მოგიტან. ირენეს წასვლის შემდეგ ყურადღება ჩემს წინ მჯდომ წყვილზე გადავიტანე. ბიჭს ზურგიდან ვხედავდი. მოკლედ შეჭრილი შავი თმა ქონდა და ლამაზი კისერი. ისეთი სექსუალური ჩანდა, კინაღამ ზურგიდან შემიყვარდა. მის წინ გამხადარი გოგო იჯდა. თქმა მაღლა ქონდა აწეული, ჩვეულებრივ ეცვა.აშკარად მთელი მონდომებით ცდილობდა ბიჭისთვის თავი მოეწონებინა, კისკისებდა, კეკლუცობდა და დროდადრო ბიჭს სახეზე ხელს უსვამდა.მალე ირენეც გამოჩნდა ჩემი ყავით და შოკოლადის ნამცხვრით. -ეს ჩემგან საყვარელო, თუ წინააღდეგი არ იქნები ჩამოვჯდები. -არა, დაბრძანდით. -პირველ რიგში შენობით მომმართე და ირენე დამიძახე. დღეიდან შენც ჩემი მეგობარი ხარ. -კარგი, ირენე. ირენეს ტელეფონმა დაურეკა და მეც ყურადღება ისევ ჩემს წინ მჯდომ წყვილზე გადავიტანე. გოგონა აღარ იცინოდა. სახეზე გაოცება ეწერა. თითქოს მისი მხიარული ხაისათი სადღაც გაქრა, ცოტაც და ალბათ ატირდებოდა. ბიჭი წამოდგა, ტყავის ქურთუკი ჩაიცვა და ჩემსკენ შემობრუნდა.წამით თითქოს ყველაფერი გაჩერდა. ასეთი ჯერ არაფერი მინახავს. მის თაფლისფერ თვალებში დავინახე სიკეთის მოციმციმე ნაპერწკალი. სწორი ცხვირი და მსხვილი წითელი ტუჩები ჰქონდა. გვერდით, რომ ჩამიარა ვიგრძენი სუნამოს და სიგარეტის სუნი, რომელიც იდეალურად ერწყმოდა ერთმანეთს. წამით გონებაც კი დამებინდა. რომ არა ირენე, ალბათ ამ ბიჭს გავეკიდებოდი. -ძვირფასო იმედები უნდა გაგიცრუო და გითხრა რომ ამ ბიჭს საეჭვო რეპუტაცია აქვს. - ირენეს ხმამ მეხის გავარდნას ჰგავდა. - რა? რომელ ბიჭს? - იმას, რომელიც ახლა გავიდა. ეგ და მაგის ძმაკაცები კარგ საქმეებში არ არიან გარეულები. ბრთხილად იყავი. -გასაგებია, მაგრამ ამას მე რატომ მეუბნებით? -იმიტომ, რომ დაგინახე როგორი თვალებით უყურებდი. -უბრალოდ ვუყურებდი. -კარგი, რაც არ უნდა იყოს ბრთხილად. -დიახ. მაპატიეთ, მე უნდა წავიდე. -კარგი ძვირფასო. შემდეგში დედაშენთან ერთად მოდი. ირენეს დავემშვიდეობე და კაფიდან გამოვედი. მთელი გზა იმ ბიჭზე და ირენეს სიტყვებზე ვფიქრობდი. ვერ ვხვდები რა მემართება. მისი თვალები გონებაში ჩამებეჭდა და ვეღარ ვიშორებ. რომ მივედი დედა უკვე სახლში დამხვდა. -დაბრუნდი დე? მოგეწონა ქალაქი? -კი, კაფეში ვიყავი. ირენემ მოგიკითხა. -მართლა? რა კარგია, რომ ირენე გაიცანი. ჩემი მეგობარია, ამ დღეებში შევუვლი. -შენ რა ქენი? იყავი მეზობლებთან. -კი ვიყავი, და ხვალ საუზმემზე დაგვპატიჟეს.კატერინა ხომ გახსოვს? ლეას შვილი. აი მაგან მოგიკითხა. ძალაინ მინდა ანას ნახვაოო. -ხოდა ხვალ გავალ და ვნახავ. ეხლა წავალ დავიძინებ. დიდი სიამოვნებით დავიძინებდი, მაგრამ ვინ მაცალა? იმ ბიჭზე ფიქრი ვერ ამოვიგდე თავიდან. მთელი ღამე გავათენე. მისი სახე სულ თვალწინ მედგა. მგონი დიდ შარში ვეხვევი. გამთენიისას ძლივს მოვახერხე დაძინება. კიდევ კარგი ზაფხულია და დილით ადრე ადგომა არ მიწევს. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.