თვალებმა გაგყიდეს მარიამ (სრულად)
თითქმის შვიდი წელია სოფელში არ ჩავსულვარ რაღაც მიზეზების გამო და ახლა ყველანაირად ვეცდები ეს დაკარგული დრო ავინაზღაურო. მომნატრებია სოფელი, რომელსაც ნამდვილად აქვს რაღაც ხიბლი რომელიც მასზე მიჯაჭვულს გაგხდის... თუმცა ერთი პრობლეაა მობილური ტელეფონი არ იჭერს და მეც გაბრაზებული იმის მაგივრად რომ სახლში შევიდე და ბებოს და პაპას ცოტა დაველაპარაკო ან შუა ტრასაზე მობოდიალეს მანქანების სვლას მაინც მივაქციო ყურადღება აქეთ-იქით დავდივარ ხელის ქნევით და ვცდილობ როგორმე ერთი ხაზი მაინც გავათეთრო. ის ის იყო სახლისკენ უნდა მოვბრუნებულიყავი ბიჭმა არა მაპატიეთ საშინლად სიმპატიურმა ბიჭმა რომ ამიარა გვერდი მერე ჩემკენ მოტრიალდა და მის თვალიერებაში გართულს და გაშტერებულს გამიღიმა -გამარჯობა - მითხრა და ორივე წარბი მაღლა ასწია. ჩემგან დაგვიანებული ძლივს ნათქვამი ,,გამარჯობა'' რომ მიიღო დენდარტყმულივით შემოვბრუნდი და სახლის გზას დავადექი თან ჩემს თავს მწარე რეპლიკებს არ ვაკლებდი ,,რა იყო მარიამ ბიჭი პირველად დაინახე?'' ,,ყოჩაღ მარიამ ეხლა ვიღაც ამაზონიდან გადმოსახლებული ეგონები'' ,,არა რაა მაინც როგორ არ შეგრცხვა შენი საქციელის?'' ,,ღმერთო ჩემო კაცმა არ იცის რას იფიქრებდა ჩემზე''. უკვე 18 წლის ვარ და ასეთი რამ არასოდეს დამმართნია თუ აქეთ არ ემართებოდათ ჩემზე მე არასოდეს! როგორც კი დიდი ორსართულიანი სახლის კარი შევგლიჯე ბებიაჩემმა კითხვისნიშნით სავსე თვალები მომაპყრო და ცოტახანში დააყოლა -მე მეგონა უკვე ბარგის ამოლაგება დასრულებული გქონდა და სად იყავი? - თან უცნაურად ეღიმებოდა მგონი ფანჯრიდან მიყურებდა -არა გარეთ გავედი ვცდილობდი როგორმე დამერეკა ან ინტერნეტში შევსულიყავი მაგრამ როგორც მე ბარგი არ ამომილაგებია ისე არ დაუჭერია ამ მობილურს -მიდი მიდი ადი ჩემს ოთახში ფანჯრის რაფაზე მობილური დევს და იმით დაირეკება - წამით ისიც კი ვიფიქრე ფანრიანი ნოკიაუნდა ვიყიდო როგორც კი თბილისში დავბრუნდებითქო თუმცა ჩემი სარკაზმით სავსე მეორე მე გამოხტა და ერთი კარგი რეპლიკა მესროლა მისი არიდება ვერ შევძელი რათქმაუნდა და ვერც მისი მოშორება შევძელი აგერ უკვე 18 წელია ვუძლებ -მარიამ გირეკავ და ... - დედაჩემს ლაპარაკი გავაწყვეტინე და მობილურს იქით დაფეთებული დედაჩემის წარმოდგენისას ჩუმად ჩამეღიმა -ხო დე ჩემი მობილური არ იჭერს და აი დაილოცოს ამ ფანრიანი ნოკიის გამომგონებელი აქედან დაგირეკავ ხოლმე -კარგი ხო მშვიდობით იმგზავრე? მაგ ვახომ სწრაფად იცის ხოლმე სიარული და კი ვთხოვე ნელა იარე ბავშვი არ დამიმტვრიოთქო მარა რავიცი რას გაუგებ ამ მარშუტკის მძღოლებს თავის ნებაზე დადიან წინ და უკან - დედაჩემის მონოლოგის შემდეგ ეგრედწოდებულ ,,შოფრებზე'' გავხალისდი და ცანცარის ხასიათზეც სწრაფად მოვედი. -არა დე ისე ნელა მოდიოდა ვიფიქრე ადგილს გავუცვლითქო მაგრამ... - ახლა დედაჩემმა არ დამაცადა და როგორც წარმოდგენილი მქონდა ისე დაიწყო ქოთქოთი და მოთქმა ბოლოს ძლივს გავთიშე მობილური და სამზარეულოში გავედი -ელაპარაკე დედაშენს? -კი მოგიკითხათ - ღიმილით გავხედე კარში ახლად შემოსულ პაპაჩემს და წყალი მოვსვი -ისე ბე შენ და პაპამ როგორ გაიცანით ერთმანეთი? -გავიცანით? ვინ მაცალა გაცნობა და გამოცნობა დამავლო ხელი და წამომიყვანა იმის მერე ამ სახლში ვზივარ -ოო რა არარომანტიკულია რაა - ბუზღუნით ვთქვი და ჩემი ოთახისკენ წავედი თან დავუბარე ბარგს ამოვალაგებ და მოვალ თქო. ლამაზად მოწყობილ ოთახში რომ შევედი ჩემი ბავშვობა გამახსენდა თითოეული ნაბიჯის გადადგმისას მახსენდებოდა ბავშვობის აქ გატარებული კადრები და ვგრძნობდი ჩემს ღაწვზე მოპარპაშე ცრემლებს.ცრემლები მოვიშორე ფანჯარა გამოვაღე და აქაური ჰაერი ღრმად გადავუშვი პირველივე რეისით ფილტვებში მერე კარადა გამოვაღე და ჩემი ტანსაცმელები შევალაგე მე კი ზოლიანი ოდნავ დიდი მაისური მოვირგე და ჯინსის შავ შორტში წინ ჩავიტანიე ოდნავ ფეხზე შავი კეტები უკვე მომერგო და თმებზე როგორც ბავშვობაში ახლაც ისე გავიკეთე გაშლილ თმაზე ბენდენით აბადოკი. ერთი დიდი თავშალი ავიღე და სამზარეულოში შევურბინე ბებოს - ბეე არ მშია ეკლესიისკენ მინდა ჩასვლა რა სანთელს ავანთებ და ამოვალ რამდენი ხანია არ ვყოფილვარ -კარგი ბებო მიდი - ღიმილით დავტოვე იქაურობა და სანამ ჩიხში ჩავუხვევდი ერთმა დაზაგრულმა და დაკუნთულმა ბიჭმა თავშალი ხელიდან გამომგლიჯა (ჩემზე დაბალი იყო სხვათაშორის და რა აბლატავებს ერთი ამას თუ გონია მომერევა ცდება) წავაქეზე ჩემი თავი და დიდი ცისფერი თვალებით მივაჩერდი -ჯერ ამას უყურე - მითხრა და მსუქან მაღალ ბიჭზე მიმითითა რომელიც დადიოდა შუა ტრასაზე და თან რაღაც გაურკვეველ მოძრაობებს აკეთებდა თავისი ჭკუით რომ გეკითხათ ცეკვა იყო და იმხელა რეპერტუარი შეასრულა ცეკვის შემდგომ რომ ტაშის კვრით აღარ უნდა ვყოფილიყავით. თუმცა ვაღიარებ იმდენი ვიცინი ლამის ძირს გავხოხდი -ბიჭებო მადლობა გამხიარულებისთვის თუმცა ეკლესიაში მივდივარ და შეიძლება? - მსუბუქი ღიმილით ვუთხარი დაბალს და თავშალზე მივანიშნე -კი კი - გამიღიმა და თავშალი დამიბრუნა - აქ ახალი ხარ? სად ცხოვრობ? -აი იქ იმ სახლში - ხელი გავიშვირე სოფლის შემოსასვლელში მდგარი მესამე სახლისკენ -უი შენ ბურთას შვილიშვილი ხარ? -ბურთა? - წარბები შევჭმუხნე და დავფიქრდი -არ იცი? პაპაშენს ბურთას ეძახიან ზედმეტსახელად ნუ ეგ დიდი ისტორიაა მერე ოდესმე მოგიყვებით თუგინდა ან შენ კითხე -ეგ არ ვიცოდი -გამოდი საღამოს ასე ექვსისკენ აქეთ ვართ ჩვენ სულ გაგაცნობ სხვებსაც და გპირდები არასოდეს მოიწყენ აქ ყოფნისას ურიგო არ იქნება შენნაირი ლამაზი გოგოს შემოერთება -დავფიქრდები - ღიმილით გავაგრძელე გზა და ეკლესიის გზას დავადექი. *უჩა* მგონი პირველი ვიყავი ვინც ის ნახა. ცისფერთვალება გოგო რომელსაც სახე მიუხედავად იმისა რომ ბრაზს მოეცვა მაინც უცინოდა ისევე როგორც თვალები. მისით მოხიბლულმა გულში რაღაცამ მაშინ გამკრა რომ დამინახა და ჩემს თვალიერებას რომ შეუდგა ურცხვად მზერას ისე დააცოცებდა მთელს სხეულზე და სახეზე რომ თავი ბრაზილიური სერიალის გმირი ანდაც ოსკარის ჯილდოს მფლობელი მეგონა. მივესალმე და რომ მოეგო გონს იგივე პასუხის შემდეგ დენდარტყმულივით მოშორდა ადგილს გამეღიმა მის ქცევაზე და სტადიონზე გადავედი ბავშვებთან. ცოტახანში ცანცარა ბიჭებმა ეკემ და ლადომ მოირბინეს და ახალი ცისფერთვალება გოგოს ჩამოსვლა გვაცნობეს უკვე მთელმა სოფლის ბავშვებმა იცოდნენ მის შესახებ ყველას აინტერესებდა მართლა ისეთი ლამაზი იყო თუ უბრალოდ ისინი აზვიადებდნენ ასე უნდოდათ ცნობისმოყვარეობა დაეკმაყოფილებინათ მე კი ეგოისტურად ნერვები მეშლებოდა მათ ლაპარაკზე მერე ავდექი და სახლისკენ წავედი. საღამოსკენ მოვწესრიგდი და გარეთ გამოვდიოდი რომ მივხვდი ჩემი ვერცხლის ჯაჭვის სამაჯური აღარ მეკეთა მივბრუნდი და როგორც კი მაჯაზე მოვირგე ისევ გარეთ გამოსვლა დავაპირე დეიდაჩემმა რომ დამიძახა მოდი ეს წიგნების თარო როგორმე გამაკეთებინეო *მარიამი* საღამოს მართლაც გავედი გარეთ ან იმის ხელმეორედ ნახვის შანსს ხელიდან როგორ გავუშვებდი. გზაში კუნთებიანი დამეწია და მითხრა -სულ დამავიწყდა დღეს მეთქვა მე ლადო ვარ ის კი ეკე - თან ღიმილი არ შორდებოდა ღმერთო როგორ შეიძება სულ სიცილის ხასიათზე იყოს ადამიანი ამის გაფიქრება და ჩემი მეორე მეს რეპლიკა რომელიც თავში მწარედ მომხვდა ერთი იყო. ბირჟას რომ მივუახლოვდით ლადომ ყველას გააცნო ჩემი თავი თვალებით მას ვეძებდი ჩემს კაკაოსფერთვალებას თუმცა აშარად არ იყო მათთან ერთად -მხოლოდ უჩა გვაკლია და ეგეც მოვა ალბათ მალე - თითქოს ჩემს ფიქრებს მიხვდაო დათომ ისე თქვა მეც კმაყოფილების ღიმილმა გადამირბინა სახეზე და ცოტახანში ისიც გამოჩნდა მეც გამაცნეს მათი თავი ნიკას გვერძე ვიჯექი და ბავშვობის ისტორიების მოყოლით არავინ ვიღლებოდით -მე მახსოვს პატარა აქ რომ ვიყავი ხოლმე მე და კიდევ 5 ბიჭი დავრბოდით და აუ რას მეძახდნენ? - წამით ჩავფიქრდი - ხო გამახსენდა ღლონტს დის გარეშე სულ მეღადავებოდნენ ერთი ბიჭი განსაკუთრებით იმ ხიდთან დადგებოდა ხოლმე და ხან ქვებს ისროდა და ხან ნახევარი პურის ჭამის სული ხდებოდა - ნიკას ხველება აუტყდა და დათომ თქვა -მგონი ვიღაცას გადასცდა - ამას სიცილი მოყვა -ეხლა არ თქვა ის ცისფერთვალება გოგო შენ იყავი ქაჯივით ყველგან რო დაგვყვებოდი და რაზბორკაზე პონტი არ იყო შენ რამეში ჩამოგვრჩენოდი - ირაკლიმ მკითხა და გახარებულმა შემომანათა თვალები -ვატო, ნიკა, დათო, - თქვენ იყავით. თვალები გადმომცვივდა კინაღამ ისე გამიხარდა ძველი მეგობრების ნახვა -ვაიმე მარი როგორ ომენატრე მარტო მე კი არა თორნიკესაც და სანდროსაც ნუ ისინი აქ არ არიან მაგრამ როგორ გვაინტერესებდა სად იყავი როგორ ამდენი ხანი რატომ არ ჩამოდიოდი? -არ ვიცი წარმოდგენა არ მაქვს ალბათ ამ წელსაც არ ჩამოვიდოდი რომ არა ბებიაჩემის დიდი თხოვნა 1 თვით მივხმარებოდი -1 თვე კიარა აქ ისე მოგეწონება 3 თვეს გაატარებ აქ - ამ დროს უჩას შევხედე და მისი მზერა რომ დავიჭირე ვთქვი - გამორიცხული არაფერია - გამეღიმა მეც და მასაც -ანუ ეს ბურთას შვილიშვილია მთელი ბავშვობა სისხლს რომ უშრობდა ყველა მოსიარულე ცხოველს და მისი შიშით ძაღლი ვეღარ ჭაჭანებდა სოფელში- თქვა უჩამ და უცნაურად ჩატეხა ტუჩის მარჯვენა კუთხე -მოიცადე შენც გიცნობდი? ვერ გიხსნებ რაღაც - თავი მოვიკატუნე და გონებაში ყველა ის მომენტი ამოვატივტივე სადაც მის გვერდით ვიყავი -მალე გამიხსენებ - შემდეგ მობილურზე დაუეკეს და 5 წუთით გავიდა. პირველი შთაბეჭდილება ყველამ კარგი დამიტოვა ნუ ზოგ-ზოგიერთებმა განსაკუთრებულად კარგი... მეორე თუ მესამე საღამო იქნებოდა ყველა ერთად შეკრებილები რაღაცაზე ვიცინოდით მე უჩას გვერდით ვიჯექი და და რაღაცაზე ფიქრებში გართულს ვერც მივხვდი როგორ დავუწყე მის მაჯაზე ვერცხლისფრად მოელვარე სამაჯურს წვალება ვიღაცის სიცილმა ფიქრებიდან გამომიყვანა - რა? მე მითხარით რამე? - ვთქვი და გამეღიმა როცა მივხვდი რომ ყველას მზერა ჩემსკენ იყო მომართული -შენ შეყვარებული ხოარ ხარ გოგო რა ჩაფიქრებული ზიხარ გელაპარაკებით და დაფრინავ სადღაც - როგორც კი ნიკამ მითხრა ,, შენ შეყვარებული ხო არ ხარ-ო'' მაშინვე გადმომხედა უჩამ და თავი გავაქნიე უნებურად თითქოს მისი რეაქციის შემეშინდა ან არ ვიცი ფაქტია მის გამო გავაქნიე თავი -მე უნდა წავიდე 15 დღით ხევსურეთში ხომ იცი ბებიაჩემს დახმარება სჭირდება - თქვა უჩამ ნიკას მიმართულებით -როდის? - უნებურად წამომცდა -ხვალ - გაეღიმა -კაია - ვთქვი და ბავშვებს დავემშვიდობე ღიმილით ნიკა და უჩა დამეწივნენ და სახლამდე მიმაცილეს ვინაიდან ღამის ორი იწყებოდა დამშვიდობებისას ჩამეხუტა თავისებურად რაღაცნაირად თბილად ასე არასოდეს არავისი ჩახუტება გულთან ახლოს არ მიმიტანია რაღაც ძალიან ჩემებური იყო ჩემში იყო თითქოს ეს ადამიანი. მეორე დღეს არ მინახავს არც მესამე და მეოთხე დღეს გამოჩენილა 15 დღე გავიდა ისე ველოდებოდი მეთხუთმეტე დღეს მის გამოჩენას რომ ალბათ ეგრე იმასაც არ ველოდებოდი როდის გადასცემდნენ ლეონარდოს ოსკარს ან ჩემი პატარა ძმის დაბადებას ან.. ან.. არაფერს ასე არ ველოდებოდი არასდროს როგორც ახლა მის ნახვას. საღამოს ყველანი ბირჟაზე ვისხედით ის რომ გამოჩნდა და თავისი სუნამოს სუნით გააბრუა იქაურობა. მხოლოდ მაშინ მივხვდი ნამდვილად როგორ მომნატრებია როცა მისი მკლავები ვიგრძენი ჩემს წელზე ღმერთო როგორ მინდოდა დრო გაჩერებულიყო ან ორივე უცებ რომელიმე ზღაპრის გმირად გარდავქმნილიყავით და იქ იმ დროში გავგრძელებულიყავით...ჩვენ.. ჩემმა მეორე მემ კომპლიმენტი არ დამაკლო და პირდაპირ მომახალა ,,როდიდან იყო ასე რომ გასულელებდა რომანტიკა მარიამ?'' უჩას მოვშორდი და მის გვერდით დავიკავე ადგილი ცოტახანში ვთქვი -ძალიან გამიხარდა შენი ნახვა თუმცა უნდა წავიდე უკვე გვიანია -მოიცადე მე გაგაცილებ - მითხრა და გვერდით ამომიდგა თან ,,პადრუშკის'' პონტში გამიკეთა და ერთად მივსეირნობდით სახლთან რომ მივედით მის წინ დამაყენა და თმა ყურს უკან გადამიწია მერე ხელები ჩამკიდა და მითხრა -რაღაც მინდა რომ გითხრა, ალბათ არ გეტყოდი პასუხი რომ არ ვიცოდე უკვე - ტუჩის კუთხე ჩატეხა და განაგრძო - მოკლედ პირველად რომ დაგინახე გულში უცნაურად გამკრა რაღაცამ რომ გიყურებდი გაბრაზებული როგორ დადიოდი აქეთ-იქით ჭინკასავით, დაცინვა გადავწყვიტე მაგრამ რომ შემომხედე და შენი ზღვისფერი თვალები დავინახე მაგან გადამაფიქრებინ.ა თვალებში ჭინკები აგითამაშდნენ და მეც მაშინ მივხვდი რა შარში გავყავი თავი საერთოდ რომ შემოგხედე. შენი ცისფერი თვალები გონებას მიბინდავს და თავგზას მიბნევს ისე მაეგოისტებს რომ მინდება მხოლოდ მე გიყურო მარიამ მიყვარხარ - ამოთქვა ბოლოს და მზერა გამისწორა -და პასუხი? საიდან იცოდი ჩემი პასუხი? - უცნაურად გამეღიმა და ეს მეც ვიგრძენი -თვალებმა გაგყიდეს მარიამ - ფრთხილად მაკოცა და ძალიან მაგრად ჩამეხუტა.... ამით ყველაფერი ნათქვამი იყო თვალებმა მართლაც გამყიდეს იმ წამიდან როგორც კი დავინახე ყოველთვის სხვანაირად დაქროდნენ ჭინკები ჩემს თვალებში და ამის შეჩერება შეუძლებელი იყო მე ის მიყვარდა! აი ასე ერთი ნახვით შემიყვარდა და მორჩა! ჩემო ტკბილებო სიყვარულებო და სიხარულებო ეს ისტორია დავწერე და იმედია მოგეწონებათ <3 ველი თქვენს შეფასებას მიყვარხართ ^^ <3 |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.