შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

არჩევანი (თავი 13)

20-01-2017, 12:30
ავტორი Salivan
ნანახია 3 789

მივდივართ. მიხვეულ-მოხვეული გზებით, მაგრამ ზუსტად ვიცი რომ კერ კიდევ თბილისში ვართ. მაგრამ ვერ ვცნობ რა უბანია. ბოლოს კორპუსებთან ჩერდება და მანქანიდან გადადის. მეც უხმოდ მივყვები. ერთ-ერთ სადარბაზოში შედის და მელოდება. "სად ვარ?" ვცდილობ ადგილი დაკვირვებით დავათვალიერო, მაგრამ სიბნელეში ამას ვერაფრით ვახერხებ. ალექსანდრე ხელა მიწვდის და მგონი თვალებში მიყურებს.
- აქ შუქები არ არის და შეიძლება წაიქცე- მიხსნის და მელოდება. ვიცი რომ ჩემგან ელის პირველ ნაბიჯს, მაგრამ მე არც კი ვირხევი. ხვდება ჩემა პროტესტს და თვითონ იხრება ჩემსკენ. მარცხენას თავის თითებში იქცევს და სიბნელეში შევყავარ.
- ტელეფონს ავანთებ- მტკივან ხელს ვიყოფ ჯიბეებში ტელეფონის მოსაძებნად.
- მე არ მენდობი- ბრუნდება საფეხურზე.
- არა- ვპასუხობ გულახდილად და კიდევ ერთ სიმართლეს ვამატებ- შენ კი არა საკუთარ თავსაც აღარ ვენდობი უკვე- ვამბობ ჩურჩულოთ და ტელეფონის ძებნას თავს ვანებებ.
- ფრთხილად აქ- არ ვიცი რომელ სართულზე ვართ, მაგრამ ის მაჩერებს და მეორე ხელსაც მჭიდებს.- ნელა გადმოდგი აქ ნაბიძჯი.- მეც ვემორჩილები და ერთი საფეხურის გამოტოვებით ზემოთ მივიწევ. მივიწევ და მკერდზე ვეხლები ალექსანდრეს. ისიც როგორც წესი შანსს არ უშვებს და წელზე მხვევს ხელებს.
- არ გინდა ალექსანდრე, ხომ გთხოვე?!- ვეხვეწები მის მკერდს.
- მომენატრე თეონა. საშინლად მომენატრე. უშენოდ ძალიან მიჭირს. აზრი დავკარგე ცხოვრების. შენ იყავი ყოველთვის ჩემი სტიმული და ძალა. შენ გამხადე ასეთი შრომისმოყვარე და პასუხისმგებლიანი. შენი შემყურე თავს მოდუნების საშუალებას ვერ ვაძლევდი. ასეთი ერთი ციდა ამდენს ახერხებდი. ყოველთვის მაოცებდი. რომ გიყურებდი რამდენ რამეს აკეთებდი და არც დამხმარეს მთხოვდი. მეგონა ასე შენ გინდოდა. თურმე ამდენი უთქმელობით პრობლემები დაგვიგროვდა. პრობლრმები და უნდობლობა. ერთი სიტყვა მაინც რომ გეთქვა ჩემთვის შენც ხომ იცი რომ სამ დამხმარეს დაგისვამდი სახლში. შენ კი ჩუმად იყავი. რომ გიყურებდი რამდენ რამეს აკეთებდი და არც წუწუნებდი, მე თვითონაც ვცდილობდი როგორმე დაგწეოდი და ფინანსების მხრივ მაინც შემემსუბუქებინა შენი მდგომარეობა. ასე მაინც დაგწეოდი და მხარში ამოგდგომოდი. იმიტომაც ვმუშაობდი ამდენს და იმიტომაც მივაღწიე წარმატებას. ახლა კი ყველაფერი ერთბაშად გამომაცალე ხელიდან. როგორ უნდა ვიარსებო უშენოდ არ ვიცი. ვერ ვპოულობ გამოსავალს. ერთადერთი გზა მომავალზე მხოლოდ შენზე გადის. შენს გვერდით და შენი მხარდაჭერით. შენ ხარ ჩემი სიძლიერე თეონა- დამჩურჩულებს ზემოდან და მთელი ძალით მიკრავს გულში.
- ალექსანდრე- ვეძახი ჩუმად.
- რა იყო პატარა ქალბატონო?- მპასუხობს დაუჯერებელი სითბოთი.
- აა აუცილებელია აქ ვისაუბროთ- ვახერხებ და თავს ვუყრი სიტყვებს.
- არა რა თქმა უნდა. სახლში შევიდეთ. მოდი ჩემთან- ხელს მხვევს მხრებზე და ასე ავყავარ კიბეებზე.
ერთ-ერთი ბინის კარებთან ჩერდება. გასაღებს ატრიალებს და შიგ შედის. შუქს ანთებს და "შემოდიო" თავით მანიშნებს. ნელა შევდივარ და იქვე მისაღებში ვჩერდები.
- მომეცი პალტო და ჩანთა. აქ დავდებ- ბეჭებზე მიასრიალებს ხელს და პალტოს საყელოსთან ჩერდება.
- მადლობა- ვიხდი პალტოს მისი დახმარრბით და ცანთასა იქვე დაბალ კომოდზე ვდებ.
- შემოდი- წინ კიმიძღვის და ერთ-ერთ ოთახში შუქს ანთებს. დიდ და ნათელ ოთახში შევდივარ და სავარძლისკენ ვიღებ გეზს. ბინა ნამდვილად ულამაზესია.
- დალევ რამეს?- მეკითხება მზრუნველი ხმით.
-წყალს მხოლოდ.
- აი წყალი და დავიწყოთ.- სწრაფად მაწვდის ჭიქას და სასადილო მაგიდის სკამს მოასრიალებს. ჩემს წინ დგამს და თავის ფეხებს შორის მიქცევს.- დროა უკვე დავილაპარაკოთ თორემ მეტს ვერ გავუძლებ.
- კარგი თანაცმა ვარ- ვპასუხობ ნელა და საკუთარ თითებს დავყურებ.
- პირველ რიგში მე შენთვის არ მიღალატია- ფრთხილი და მოზომილი სიტყვებით მეუბნება დაუჯერებელს.
- რა?- შევყურებ გაოგნებული და საკუთარ ყურებს არ ვუჯერებ.- როგორ? აბა რა იყო იმ ქალის გამოჩენა? რა მოხდა საერთოდ?- აღშფოთებული ვუყვირი უკვე და მისკენ ვიხრები.
- მისმინე. ზუსტად მახსოვს რომ პირველ შეხვედრაზე კარგად დავლიეთ. ნიკას კომპანიასთან გავაფორმეთ მაშინ ხელშეკრულება და მხოლოდ კაცები ვიყავით. რომ იცოდე მე არც არასდროს არ ავღნიშნავდი ასეთ საკითხებს ქალი თანამშრომლების საზოგადოებაში. ერთი სიტყვით კარგად დავთვერით. მერე მახსოვს ის დაგვიჯდა სუფრაზე და ვითომ ნაბეღლავი თუ ბორჯომი დამალევინა. ერთი სიტყვით ნიკამ მითხრა წამოგაყენა ტაქსი მოვიდაო და მერე აღარც მე მახსოვს არაფერიო. არაფერი არ მახსოვს მართლა. მაგრამ გამოვფხიზლდი მანქანაში შუა ღამით და ისიც იქ იყო. ისეთი სიტუაცია იყო რომ ზუსტად იმას იფიქრებდი რაც მაშინ მე ვიფიქრე. ერთი სიტყვით მაგრად ავურიე მაშინ, ვეჩხუბე საიდან გაჩნდი აქთქო და "შენ დამირეკეო" რომ მიპასუხა დავმუნჯდი. ერთი სიტყვით დავიჯერე რაც მითხრა. თვითონ წამოჭრა აზრი წავალ და აღარ დაგენახვებითო, მაგრამ ვიცოდი როგორი ღარიბი ოჯახიდან იყო და ვერ გავწირე. თან დანაშაულის გრძნობაც მკლავდა. მეორე შემთხვევაზე გავჭედე კინაღამ. ზუსტად იგივე განმეორდა ერთ წელში, ისევ ჩემს მანქანაში და ისევ არაფერი არ მახსოვდა. ნიკას გამოვკითხე. სანამ ეგ მოვიდოდა არაფერი გვჭირდაო. მერე მაგრად მოვტყდითო. ასაერთოდ გავაქრე ჩემი ოფისიდან და ნიკასთან გავუშვი. მეგონა ასე ყველაფერი დასრულდებოდა. მაგრამ ამ ბოლო შემთხვევამ საერთოდ გამაგიჟა და დამაეჭვა. ანალიზები ჩავაბარე და აღმოჩნდა რომ ძლიერი დამამშვიდებელი მქონდა მიღებული. გადავაგზავნეთ პასუხები და წამალიც დავადგინეთ. აღ მოჩნდა რომ ამ წამლის მიღების შემდეგ სხეული უბრალოდ კვდება რამოდენიმე საათით. ხოდა წინა კვირას დავიჭირე ის ქალი და მანქანაში ჩავტენე, პატრულში მიმყავხართქო და ეგრევე დაფქვა ყველაფერი. არაფერი ყოფილა ჩვენს შორისო. გაიგეთ ქალბატონო უკარებავ? არაფერი. ნიკამაც მოისმინა აღიარება და ანალიზებიც აქვე მაქვს. ახლა გჯერა ჩემი? შენს წინაშე შენი ძაღლივით ერთგული ქმარი ზის სუფთა და კრიალა- მიღიმის ბედნიერი და ორივე ხელზე მკოცნის.- უდანაშაულო და მართალი.
- ალექსანდრე მისმინე- ვაწყვეტინებ მძიმედ.- რატომ აქამდე არ მითხარი? მთელი კვირა როგორ გაძელი უთქმელად?- ვეკითხები დამანჭული და ვცდილობ ცრემლები უკან შევაბრუნო. "მიდი ახლა და მოუყევი შენი გმირობის ამბავი" თვალებს მიქაჩავს სინდისი.
- უბრალოდ გაცლიდი თავისუფლად ცხოვრებას. დამიჯერე აღარ ვაპირებ არაფრის აკრძალვას, რათქმაუნდა საზღვრების ფარგლებში. იმუშავებ ოღონდ ჩემთან. შენი მჯერა და გენდობი, უბრალოდ ყველასთვის მომიწევს იმის გაგებინება რომ ჩემი ხარ. ისევ შენი მეშვეობით შევიცვალე და ჯერ კიდევ ვიცვლები. ოღონდ შენ იყავი ჩემს გვერდით. ვერ დამიჯერებია მაგრამ შენს წელზე სხვისი ხელი ავიტანე და შენს მტევანზე ამბორი. მართალია ასეთ გამძლეობას ვეღარ შეგპირდები მეტად, მაგრამ შენც ხომ ხედავ ცლილებებს?!- მეკითხება პატარა ბიჭივით გახარებული და სახეზე მეფერება.
- ალექსანდრე- ვკნავი საცოდავად. როგორ მინდა მეც გავიზიარო ეს სიხარული, მოვეხვიო და ამ საშინელი ტყუილის გამოაშკარავებით გაბედნიერებულს მთელი სახე დავუკოცნო. მაგრამ ვერ ვირხევი, ვეღარც ვსუნთქავ და ვგრძნობ ისევ ის მემართება და სანამ გონება დამიკარგავს ფეხზე ვიჭრები. შეშინებული შევყურებ ალექსანდრეს და ხელებს ვიფრიალებ სახეზე. ის ხელს მჭიდებს და სადღაც მიმარბენინებს. ცივი წყლის შეგრძნება სახეზე მაფხიზლებს და ცხოვრებისკენ მაბრუნებს. ისევ მასხავს ცოვ წყალს სახეზე და საბოლოოდ ვფხიზლდები.
- რა გჭირს თეონა?- მეკითხება შეშფოთებული და სახეზე მისვამს სველ ხელს- რა გემართება?
- რაღაც უნდა გითხრა-ვეუბნები ხმადაბლა და სველი თმის მოშორებას ვცდილობ ტუჩებიდან.
- მოიცა ჯერ გაგამშრალო- ხელს მიშვებს და ნიჟარის გვერდით საკიდისკენ მიიწევს. თვალს ვაყოლებ და დეჟავუს შეგრძნება მივლის გონებაში. კედელს ვეყრდნობი და იქედან ვათვალიერებ მთელ სააბაზანოს.
- რა ხდება აქ?- ვკითხულობ ათრთოლებული.
- რაზე მეკითხები?- მაწვდის პირსახოცს და თვითონაც უკან იყურება.
- სად ვართ ალექსანდრე?- ხმას ვუწევ და ხელზე ვექაჩები და ჩემსკენ ვაბრუნებ.- რა ადგილია ეს გამაგებინე?- აკანკალებულ ყბას ვერ ვიმორჩილებ და გიჟივით გავრბივარ აბაზანიდან. იქ კი ნაცნობი ოთახი მხვდება უზარმაზარი საწოლითა და ნაცნობი ავეჯით.
- ვისია ალექსანდრე ეს სახლი?- ვყვირი და შეშლილი სახით ვუყურებ მას.
- ჩვენი - მესმის მისი პასუხი და წამიერად მეთიშება გონება. გაოგნებული შევყურებ და ისიც სასწრაფოდ მეჭიდება ხელებზე. საწოლთან მივყავარ და იქ მსვავს. ჩემს წინ იმუხლებს და ნელ-ნელა მიღიმის. ეს გამომეტყველება მაფხიზლებს და ინტერესს მიღვიძებს. ვხვდები რაც ხდება მაგრამ მაინც ვერ ვიაზრებ. ჩემს გაცოცხლებულ მზერაზე ისიც იღიმის და ხელებზე მეხება.- როგორ დათვერი ასე ძალიან რომ არაფერი არ გახსოვს? - მეკითხება გაოგნებული და ჩემს აქაჩულ წარბზე სასწრაფოდ იწყებს გამხიარულებული მოყოლას.- მე დაგირეკე ნიკას ნომრიდან. მეთქი მარტოა და ხმას მაინც გავიგებ, როგორ არის გავარკვევთწო. მიპასუხე, მაგრამ ვაი ამ პასუხს. ჯერ ვიფიქრე კლუბშიათქო, მერე გოგოების ხმა ვიცანი და მივხვდი ერთად იყავით. გამოვვარდი ეგრევე. სახლში არ დამხვდი, არც ლენასთან და ხოდა მოგადექით მე და ნიკა ნანუკასთან. ისე ნანუკას გადაეცი შენი გაცნობა უნდათქო, ნუ ფხიზელ და აზრიან მდგომარეობაში ნიკასთქო- თვალს მიკრავს და დამპლურად მიღიმის. -კარი რომ გამიღე მთელი ხუთი წუთი გეძახდი თეონა შემომხედე ალექსანდრე ვართქო. მერე ცოტა მოსულიერდი და გათიშულმა დამიწყე ყურება. იცი რა საყვარელი იყავი?! ვიცოდი რომ ტუჩები საერთოდ შენი სისუსტე იყო, მაგრამ მაშინ რაც გააკეთე აღმოჩენა იყო ჩემთვის.- გულიანად იცინის ვაჟბატონი და მუხლზე მკოცნის.- კინაღამ გაიგუდა ნიკა შენი შემყურე. წარმოგიდგენია ისე მოგეწონა ჩემი ტუჩები რომ ხელით ამოწმებდი ნამდვილი იყო თუ არა. ხელით აწვებოდი და მათ გამძლეობას ამოწმებდი.- უატებს ხარხარს და მეც გაბრაზებული ფეხზე ვიჭრები და ოთახიდან გამოვრბივარ. თუმცა მეწევა და მიჭერს. მისაღებ ოთახში მიმაგრიალებს და ზურგიდან მეკვრის- გაგრძელება არ გაინტერესება?- მეკითხება ყურებზე მოკრული ტუჩებით და ნაზად მკოცნის.
- შემეშვი საზიზღარო, აუტანელო და უბოროტესო ადამიანო. კინაღამ მოვკვდი აქ რომ გამოვიფხიზლე. კინაღამ გავაფრინე. საკუთარი თავი შემზიზღდა, რა დამეშავებია თავისთვის არ ვიცოდი.- გაკაპასებული ვპასუხობ და ხელებზე ვექაჩები.
- ანუ ხელი ძალით დაიზიანე?- მეკითხება მკაცრად და სწრაფად მაბრუნებს მისკენ.- ეს როგორ გააკეთე?- მეკითხება გაბრაზებული და მტკივან ხელზე მკოცნის. დივანზე ჯდება და ძალით მიჯენს კალთაში.
- როგორ და ჩვეულებრივად, რომ წარმოვიდგინე რომ ვიღაც სხვა მეხებოდა...- ისევ მაწვება ცრემლები და თავს უფლებას ვაძლევ საყვარლად ვისლუკუნო.
- ახხ.- გმინავს ის- რას ვიფიქრებდი თუ არაფერი გემახსოვრებოდა. არადა პირველივე წამიდან მიცანი. ჩემს დანახვაზე ზუსტად ისე შეისწორე თმები როგორც იცოდი ხოლმე კარებში რომ მხვდებოდი. მთელი გზა აქ რომ მომყავდი სულ მეჩხუბებოდი "ნელა იარე ალექსანდრეო" არადა 40 მივბობღავდი.- იხსენებს და ღიმილს ვერ იკავებს.
- ეს დაჭმა რაღა იყო?- ვეკითხები დამორცხვებული და სად დავიმალო არ ვიცი.
- აბა ეხლა- მიყურებს გაბრაზებული- პრეტენზიები არ იყოს. გამამწარე კაცი. კოცნის გარდა არაფრის უფლება არ მომეცი. გამაფრენინე იმ ღამით და მეც ვეღარ მოვზომე. მთელი სამი თვე, ხვდები შენ? მთელი სამი თვე უშენოდ ვათენებდი და ვაღამებდი. ძლივს დაგიმარტოხელე და ძლივს წამოვიდა შენგანაც ემოცია და უცებ ბრახ და "არ გაბედოო!" დამიბრეხვე. თან ისეთ მდგომარეობაში იყავი რომ... შენც იცი მიყვარს ჩემს ხელში რომ ცოცხლდები, იშლები და იფურჩქნები. მიყვარს როგორი ნაზი ხარ და ხავერდოვანი. მიყვარს როგორი სურნელი აგდის.- როგორც იქნა ჩუმდება და მეც ვფხიზლდები. "სადაა ჩემი ზედა?!" შიშველ მხრებზე ხელებს ვიხვევ და მის სახეს ვერიდები. ის კი არაფრად აგდებს ჩემს ფოხინს და ხელებს მაშლევინებს. უკან მიბოჭავს და ყელში მიმიძვრება.
- კარგი რა ალექსანდრე. შეწყვიტე ძალადობა ჩემს სხეულზე. მე შენთვის არ მიპატიებია. როგორ მანერვიულე და არაფერი არ მითხარი ამდენ ხანს. თუ შეიძლება მომაშორე ტუჩები მკე..რდი..დან- ვვოხრავ და საბალოოდ ვნებდები. მისი ჩაცინების ხმა მესმის და მერე ჰაერში მივფრიალებ.
- არ გაბედო და მეტად აღარ გახდე- უკანალზე ხელა მიჭერა და მაკივლებს- მე გვერდით ქალი მჭირსება და არა ფანერკა.- საწოლზე მაგდება და ჩემა აღშფოთებულ შეძახილზე ტუჩს საძაგლად ტეხავს- ეა იმისთვის რომ ვერ გამიხსენე.- იხრება და ყელში მიძვრება. შარვლის შესაკრავს მიხსნია და ქვემოთ ქაჩავს. მიასრიალებს და ტუჩებითაც ქვემოთ მიიწევს. შარვალს მხდია და წელში სწორდება. -ეს ახალია?- მეკითხება ხორცისფერ მაქმანიან შიდა თეთრეულზე. მე სწრაფად ვუქნევ თავს, სად მაქვს ლაპარაკის თავი. მთელი 20 წამით დამყურებს ზემოდან და ბოლოს მეუბნება.- მომწონს, მაგრამ ხელა მიშლის.- ქვედა საცვალს ხელს კიდებს და უბრალოდ ტანზე მახევს.
- ალექსანდრე- ვწივი გავრაზებული და იდაყვებზე ვიწევი.
- ხომ გითხარი მიშლისთქო- აგრძელებს გაღიმებული ჩემს გამოშტერებას და ლიფის ზორტებს ექაჩება- ესენიც ძალიან მომწონს, მაგრამ- არ ამთავრებს სიტყვას, მაგრამ ასრულებს ქმედებას. მასაც მახევს და უკან სიბნელეში ისვრის.
- ახლა იცი რას გიზავ?- მეკითცება სერიოზულად და ჩემს შეშინებულ გამომეტყველებაზე ხითხითს ვერ იკავებს- დაგსჯი. იცი რისთვის?- მეკითხება გაღიმებული.
- კი- ვპასუხობ სწრაფად.
- აბა მითახარი- მუცელზე მაკრავს ცხელ ტუჩებს და მკერდისკენ მოიწევს- მითხარითქო!
-რომ ვერ გაგიხსენე იმისთვის- ვაყრი უცებ და უფრო კომფორტულად ვეწყობი.
- ეგეც, მაგრამ უფრო იმისთვის, თუ როგორ მაწამე იმ ღამით და მერე უბრალოდ გადაბრუნდი და დაიძინე.- გამხეცებული მეტაკება ტუჩებზე და მეც ნანატრი შეგრძნებებით დახუნძლული ვეთიშები სამყაროს.

№1 სტუმარი natali7777

ასე როგორ შემოაბრუნე ყველაფერიი,ეე მაგარი ხარ .ამას ქვია არც მწვადი დაწვა და არც შამფურიო...კარგი გოგო ხარ.. დიდი მადლობა,ვაიმე ამას რომ დაამთავრებ იმედია რამეს დაწერ ხო?

№2  offline წევრი DevilGirl

აუუუ! აი რამაგარიააა <3 როგორი მომენტები იყო ბოლოსკენ....გავსკდი ამხელა ქალი ნერვიულობით გამოცდებს კიდე ესეც დაემატა და :D :D :D აუ აი ძალიან კარგია მართლა და ველოდები შემდეგ თავს შენი ერთგული მკითხევლი. და მაინც ვერ გავიგე რას უხერხებ თორნიკეს ან კიდევ თუ ცოლი და შვილი ყავს რაღა ჯანდაბა უნდა? ვერარის რაა! მომწონს მე ალექსანდრე და თეონა.

№3 სტუმარი Mariami

Vaime vgijdebi ukve am istoriaze da shenzec,aseti punqtualuri rom xar,aseti saocari weris stili rom gaqvs da a.sh... dges sheni wina istoriebic gadavikitxe da yvela dzalian momewona. Dgeidan sheni fani var.. :D

№4  offline აქტიური მკითხველი La-Na

აი ძალიან მაგარი გოგო ხარ შენ ტკბილო.როგორ გამახარე ასე რომ შემოაბრუნა ეს საკითხი.იმდენად მომწონს ალექსანდრე რომ არ მინდოდა მოღალატე ყოფილიყო
--------------------
ლანა

№5 სტუმარი Guest Kiki

აუუუ, როგორ გამიხარდა სიტუაციის ასე შემობრუნება :*

№6  offline აქტიური მკითხველი lalita

ხომ ვამბობდი ალქსანდრეა მეთქი. მაგარი იყო ყოჩაღ ძალიან მომეწონა.

№7  offline წევრი tamuna.s

მოვლენების ასეთ განვითარებას არ ველოდი, მაგრამ მიხარია რომ ალექსანდრე მოღალატე არ აღმოჩნდა, თუმცა იმას ვერ მივხვდი იმ ქალს რა მოტივი ქონდა და რა მოიგო ამ თაღლითობით და ტყუილებით. რა ეგონა ალექსანდრე ცოლად მოიყვანდა ქალს რომელმაც მის ცოლს ტყუილებით ტვინი გამოუჭედა და ოჯადი დაუნგრია? ერთადერთი ის გააკეთა რომ სამსახური დაკარგა. ვფიქრობ საკადრისად უნდა დაისაჯოს ის ძუკნა. rage ნუ იმაზე ნამდვილად არ ვნერვიულობდი, თუ ვისთან იწვა თეონა. დარწმუნებული ვიყავი რომ ალექსანდრე იქნებოდა. smiley

№8  offline წევრი Salivan

natali7777
ასე როგორ შემოაბრუნე ყველაფერიი,ეე მაგარი ხარ .ამას ქვია არც მწვადი დაწვა და არც შამფურიო...კარგი გოგო ხარ.. დიდი მადლობა,ვაიმე ამას რომ დაამთავრებ იმედია რამეს დაწერ ხო?

მადლობა ნატალი. მიხარია თუ გასიამოვნე. მომდევნო თავით დავასრულებ ისტორიას. რაც შეეხება ახალს ჯერ არ ვიცი. გამოცდებისთვის ვიწყებ მომზადებას. აქეთ ქმარი, იქეთ შვილები და აღარ ვიცი რომელ კედელს ვურტყა თავი :))))

Hopeless
აუუუ! აი რამაგარიააა <3 როგორი მომენტები იყო ბოლოსკენ....გავსკდი ამხელა ქალი ნერვიულობით გამოცდებს კიდე ესეც დაემატა და :D :D :D აუ აი ძალიან კარგია მართლა და ველოდები შემდეგ თავს შენი ერთგული მკითხევლი. და მაინც ვერ გავიგე რას უხერხებ თორნიკეს ან კიდევ თუ ცოლი და შვილი ყავს რაღა ჯანდაბა უნდა? ვერარის რაა! მომწონს მე ალექსანდრე და თეონა.

მადლობა რომ ასე თნაუგრძნობ გმირებს. მიხარია რომ ოდნავ მაინც გიუმჯობესებთ განწყობას.

Mariami
Vaime vgijdebi ukve am istoriaze da shenzec,aseti punqtualuri rom xar,aseti saocari weris stili rom gaqvs da a.sh... dges sheni wina istoriebic gadavikitxe da yvela dzalian momewona. Dgeidan sheni fani var.. :D

მადლობა მარიამ. ძალიან საყვარელი ხარ:*

La-Na
აი ძალიან მაგარი გოგო ხარ შენ ტკბილო.როგორ გამახარე ასე რომ შემოაბრუნა ეს საკითხი.იმდენად მომწონს ალექსანდრე რომ არ მინდოდა მოღალატე ყოფილიყო

მეც არ მინდოდა თავიდანვე. თუმცა ვფიქრობდი უფრო რეალური ისტორია დამეწერა ნამდვილ ღალატსა და მის შემდგომ ტრამვებზე. მაჰრამ ვერ გავიმეტე ვერც თეონა, ვერც ალექსანდრე და ვერც ის ოთხი ანგელოზი.

Guest Kiki
აუუუ, როგორ გამიხარდა სიტუაციის ასე შემობრუნება :*

მადლობა კიკი, შევეცადეეე:)

lalita
ხომ ვამბობდი ალქსანდრეა მეთქი. მაგარი იყო ყოჩაღ ძალიან მომეწონა.

ნამდვილად. უმეტესობა ამბობდით. იმიტომ რომ სულში უძვრებოდით გმირებს. და ჩემზე უკეთ უგებდით:)

tamuna lobjaidze

სიმართლე მითხარი იმედები გაგიცრუე?

№9  offline წევრი თუთა პირველი

აფორიაქრბული, რომ ხარ და რაღაც დაგამშვიდებს ასე ვგრძნობ თავს ახლა ))))) როგორც იქნა ყველაფერი თავის კალაპოტში ჩაჯდა, ალექსანდრეს პერსონაჟიც უფრო გაიხსნა, მაგრამ აიი იცი რა მინდა?! მინდა, რომ თეონას ისე მოექცეს, როგორც არასდროს, ანუ აქამდე იყო ქმარი, რომელსაც ძალიან უყვარდა მაგრამ ამას სითბოთი კი არა ეჭვიანობით გამოხატავდა და ახლა სიამოვნებით წავითხავდი იცი რომელ მომენტს? აი სადაც ალექსანდრემ ტრანსფორმაცია განიცადა, მე უკვე წამოვიდგინე ბავშვობაში მიღებულმა ფსიქოლოგიურმა ტრამვამ როგორ დაუნგრია რაღაც ეტაპზე ცხოვრება(იმიტომ რომ ის ვინც ეჭვიანობს, უფრო იტანჯება, ვიდრე ის ვისზეც ეჭვიანობს) და რამხელა ბრძოლა გადაიტანა საკუთარ თავთან, რომ ამ ავადმყოფობაზე წინ დამდგარიყო და რამხელა ძალა მისცა თეონას სიყვარულმა, რომ საბოლოოდ ჯანსაღ "მეს" გაემარჯვებინა.
სალი ძალიან კარგია ასეთი პუნქტუალური რომ ხარ :**** ველოდები შემდეგ თავს

№10  offline წევრი tamuna.s

Salivan

არა რას ამბობ რომელ იმედების გაცრუებაზეა საუბარი. kissing_heart ის რომ სიტუაციის ასე შემობრუნებას არ ველოდი არ ნიშნავს რომ არ მომწონს blush მარგამ იმ ქალის ქმედებას ახსნას ვერ ვუძებნი.

№11  offline წევრი Salivan

თუთა პირველი
აფორიაქრბული, რომ ხარ და რაღაც დაგამშვიდებს ასე ვგრძნობ თავს ახლა ))))) როგორც იქნა ყველაფერი თავის კალაპოტში ჩაჯდა, ალექსანდრეს პერსონაჟიც უფრო გაიხსნა, მაგრამ აიი იცი რა მინდა?! მინდა, რომ თეონას ისე მოექცეს, როგორც არასდროს, ანუ აქამდე იყო ქმარი, რომელსაც ძალიან უყვარდა მაგრამ ამას სითბოთი კი არა ეჭვიანობით გამოხატავდა და ახლა სიამოვნებით წავითხავდი იცი რომელ მომენტს? აი სადაც ალექსანდრემ ტრანსფორმაცია განიცადა, მე უკვე წამოვიდგინე ბავშვობაში მიღებულმა ფსიქოლოგიურმა ტრამვამ როგორ დაუნგრია რაღაც ეტაპზე ცხოვრება(იმიტომ რომ ის ვინც ეჭვიანობს, უფრო იტანჯება, ვიდრე ის ვისზეც ეჭვიანობს) და რამხელა ბრძოლა გადაიტანა საკუთარ თავთან, რომ ამ ავადმყოფობაზე წინ დამდგარიყო და რამხელა ძალა მისცა თეონას სიყვარულმა, რომ საბოლოოდ ჯანსაღ "მეს" გაემარჯვებინა.
სალი ძალიან კარგია ასეთი პუნქტუალური რომ ხარ :**** ველოდები შემდეგ თავს

როგორც ყოველთვის აღმაფრთოვანე თუთა შენი კომენტარით. ვგიჟდები ისე მომწონს შენი შეხედულება და აზროვნება. ისტორიის ბოლო თავიბუკვე დავწერე და ვეცდები ხვალ დავდო. მერე დიდი საქმეები მელოდება წინ და ალბათ ცოტა ხნით გავქრები თუმცა დიდი იმედი მაქვს რომ მომდევნო ისტორიებზე აუცილებლად ვიხილავ თქვენს კომენტარებს. და არა მხოლოდ აქ. სიამოვნებით გაგიცნობდი.

№12 სტუმარი Ana

აი, სწორედ ისე განვითარდა მოვლენები როგორც მეგონა და მინდოდა. ისე სულ თავიდან რომ გაიჟღერა ალექსანდრეს მხრიდან ღალატის ფაქტმა, ვიფიქრე რა ორი წელი ღალატობდა, ალბათ ერთი სამჯერ გაძვრათქვა და გამეღიმა როცა "გამოვიცანი". რაც შეეხება ამბის ასე შემობრუნებას, ვფიქრობ, აქ მკითხველების აზრი უფრო გაითვალისწინე და როგორც ერთმა მკითხველმა თქვა: "არც მწვადი დაწვი და არც შამფური".
ძალიან მომწონს შენი შემოქმედება და ჩემთვის ნამდვილი აღმოჩენა ხარ.

№13  offline წევრი ჭირვეული

რამდენჯერმე გადავიკითხე ეს თავი, ვერ მივხვდი, მომეწონა თუ არა პრობლემის ასეთი მარტივი ახსნა და გადაწყვეტა. უფრო საინტერესოდ მეჩვენებოდა ღალატის შემდეგ მათი ურთიერთობის რეაბილიტაციის ჩვენება, ბრძოლა საკუთარ თავთან დემონების დასამარცხებლად და შემდეგ სრული ჰარმონია..თუმცა ეხა მივხვდი, სულაც არაა ამდენი ტანჯვა-წამება საჭირო. ისტორიის გმირებს ისედაც მოუწევთ საკუთარ თავებში პრობლემების დანახვა და აღიარება, თავიდან უნდა ისწავლონ ერთმანეთთან ურთიერთობა. ალექსანდრე უკვე სწორ გზაზეა და ახლა თეონას ჯერია,მოუწევს აღიაროს, თავადაც დამნაშავეა იმ 10 წლიან ურთიერთობაში. არამგონია,უბედური ყოფილიყო, მაშინ სიყვარული გაუქრებოდა,უბრალოდ ბოლომდე არ აკმაყოფილებდა ის რაც ჰქონდა, სრულყოფილი ბედნიერებისთვის აკლდა ცოლისა და დედის გარდა სხვა სტატუსიც, მაგრამ დუმდა, სირაქლემას პოზიციაში იყო, რაც არანაკლები დანაშაულია, ვიდრე ალექსანდრეს ქცევა. მოკლედ, ახლა ორივე ერთ მდგომარეობაშია, ორივემ უნდა ისწავლოს დაშვებულ შეცდომებზე, გამოასწორონ და დატკბნენ შემდეგ ბედნიერებით.. და მაინც ცხოვრება სულაც არაა ისეთი რთული, ჩვენ რომ გვგონია,თავადვე ვართულებთ ზოგჯერ უმოქმედობით, ზოგჯერ კი მოქმედებით. რამდენ პრობლემებს, ცრემლებსა და გათენებულ ღამეებს აიცილებდნენ ჩვენი გმირები თავიდან, რომ ესაუბრათ ღიად და გახსნილად ამ 10 წლის განმავლობაში.
გული მწყდება, მომდევნო თავი ბოლო რომ იქნება, შემიყვარდა ეს ისტორია და ავტორიც. იმედია, დიდი ხნით არ მოგვანატრებ თავს. წარმატებები გამოცდებზე:* ისე ხშირად "მესმის" ლამის მეც მომენატროს გამოცდების ციებ-ცხელება ))))

№14  offline წევრი თუთა პირველი

Salivan
თუთა პირველი
აფორიაქრბული, რომ ხარ და რაღაც დაგამშვიდებს ასე ვგრძნობ თავს ახლა ))))) როგორც იქნა ყველაფერი თავის კალაპოტში ჩაჯდა, ალექსანდრეს პერსონაჟიც უფრო გაიხსნა, მაგრამ აიი იცი რა მინდა?! მინდა, რომ თეონას ისე მოექცეს, როგორც არასდროს, ანუ აქამდე იყო ქმარი, რომელსაც ძალიან უყვარდა მაგრამ ამას სითბოთი კი არა ეჭვიანობით გამოხატავდა და ახლა სიამოვნებით წავითხავდი იცი რომელ მომენტს? აი სადაც ალექსანდრემ ტრანსფორმაცია განიცადა, მე უკვე წამოვიდგინე ბავშვობაში მიღებულმა ფსიქოლოგიურმა ტრამვამ როგორ დაუნგრია რაღაც ეტაპზე ცხოვრება(იმიტომ რომ ის ვინც ეჭვიანობს, უფრო იტანჯება, ვიდრე ის ვისზეც ეჭვიანობს) და რამხელა ბრძოლა გადაიტანა საკუთარ თავთან, რომ ამ ავადმყოფობაზე წინ დამდგარიყო და რამხელა ძალა მისცა თეონას სიყვარულმა, რომ საბოლოოდ ჯანსაღ "მეს" გაემარჯვებინა.
სალი ძალიან კარგია ასეთი პუნქტუალური რომ ხარ :**** ველოდები შემდეგ თავს

როგორც ყოველთვის აღმაფრთოვანე თუთა შენი კომენტარით. ვგიჟდები ისე მომწონს შენი შეხედულება და აზროვნება. ისტორიის ბოლო თავიბუკვე დავწერე და ვეცდები ხვალ დავდო. მერე დიდი საქმეები მელოდება წინ და ალბათ ცოტა ხნით გავქრები თუმცა დიდი იმედი მაქვს რომ მომდევნო ისტორიებზე აუცილებლად ვიხილავ თქვენს კომენტარებს. და არა მხოლოდ აქ. სიამოვნებით გაგიცნობდი.

ჩათვალე, რომ ჩემი სახით ერთგული მკითხველი გყავს. პ.ს. რა პრობლემაა ჩემო კარგო გავიცნოთ ერთმანეთი :DDD

№15 სტუმარი Guest kiki

სააალ სად ხარ??

№16  offline წევრი Salivan

Guest kiki
სააალ სად ხარ??

აქა ვარ ჩემო კარგო :*

№17 სტუმარი გიკი გოგო

Au bolo kviris yvela siaxle caishala saitze da shegidzlia darchenili tavebi tavudan daamato? Yvela mase shveba

№18  offline წევრი ჭირვეული

ისე ველი ფინალურ თავს, სული დამელია.. რაღაც მიზეზი გექნება, მაგრამ ის მაინც მითხარი რო ასე დაუსრულებლად არ დატოვებ ამ ისტორიას, წინააღმდეგ შემთხვევაში გულის შეტევა დამემართება ((((((

№19  offline წევრი თუთა პირველი

ამდენი თვე გავიდა და იმედს მაინც ვიტოვებ, რომ ამ ისტორიის ეპილოგს აუცილებლად დადებ... გამოჩნდი რა(((((( ❤️

სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent