შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

პეპელა 19


21-01-2017, 22:07
ავტორი Eleniko13
ნანახია 2 024


I feel lonely. there is no love and there is no humanity. don't go back, it's place where you can't live.

_ ბლინებს გავაკეთებ
_ შოკოლადიანს რა
_ კაი, შოკოლადიანს _ ეცინება და პლედს უფრო მჭიდროდ იფარებს. ზუკა სიგარეტს ეწევა. ფეხები მოაჯირზე აქვთ აწყობილი, ნინაკა ყავას სვამს და მუხლებში წიგნი აქვს ჩადებული.
_ სულელი კაცი იყო დორიან გრეი _ ბურტყუნებს და ჯერ კიდევ ახალ ამოსულ მზეს უყურებს, რომელიც თეთრ ფონზე წითლად კაშკაშებს. ზუკა არაფერს პასუხობს, სიგარეტს შავ საფერფლეში წვავს და თავს მისკენ აბრუნებს.
_ რატომ მიყურებ _ ეცინება ნინაკას და სწრაფად სერიოზულდება.
_ ძალიან ლამაზი პროფილი გაქვს
_ მაპატიე მაგრამ ბევრს უთქვამს
_ ენები დავაჭრა? _ სიცილი უტყდება და საფეთქელზე კოცნის.
_ ერთ დღეს ვიჩხუბებთ მაგაზე. ძალადობა არ არის გამოსავალი
_ აბა ჩამოვუჯდე და ტკბილად ავუხნსა?
_ აი, ეგ უკვე მომწონს
_ შენ სერიოზულად აფრენ, რეებს მახსმევინებ ახლა
_ აბა უნდა დაარტყა ხო?
_ მაგათ სხვანაირად არ ესმით. აი დიდი კაცები რო გაიზრდებიან და სიტყვით მიხვდებიან, მანდ დავამტკიცებ მეც ჩემს შეგნება გაგებას
_ ნუ ღადაობ რა, შე დიდო კაცო _ მხარს კრავს და დგება
_ სად მიდიხარ პატარა ქალი?
_ ბლინები ძვირფასო _ პლედს პუფზე აგდებს და ზემოდან წიგნი ეცემა რბილად. აივნიდან ღიღინით გადის და სამზარეულოში შედის. ზუკაზე ფიქრობს, მის უჩვეულო ხასიათებზე. ერთი შეხედვით როგორი ჩვეულებრივი ბიჭია, ქუჩის გავლენა რომ ეტყობა და საუკუნისაც. კაი ტიპობა, სხვებზე რაღაცით უფრო მაგრობა და ასე შემდეგ... სინამდვილეში კი სულ სხვანაირია, მიუხედავად იმისა რომ ცვალებადი და ხანდახან ამოუცნობი ხასიათი აქვს. ტაფაზე გამზადებულ მასას ასხამს და ყავის ჭიქის რეცხვას იწყებს.

ჭადრაკს თამაშობდნენ, უკვე ერთი კვირაა რაც ისწავლა და სულ ნინაკა უგებს. ზუკა ეშმაკურად იცინის ხოლმე, მაგრამ ნინაკა თითქოს არ იმჩნევს და სიხარულით დასცინის წაგებულს.
_ მოდი ახლა სერიოზულად მეთამაშე რა _ ბოლოს მაინც წუწუნებს და დაფას უყურებს.
_ მაშინ რამეზე ვითამაშოთ _ თავაზობს და თვალებში უყურებს. ნინაკას მისი თვალების დანახვისთანავე ფართოდ ეღიმება.
_ მოგებული ტატუს არჩევს წაგებულისთვის
_ ეგ არა _ იცინის ზუკა
_ რატო? გეშინია რო რამე ცუდს დაიხატავ?
_ რა პონტია ეს ტატუ, არ მინდა რო გქონდეს
_ არა? არ არსებობს _ გაოცებული ყვირის და ფეხზე დგება
_ რა?
_ ქართული აზროვნება? გოგოს ტატუ და რამე...?
_ არაფერ შუაში არ არი, საიდან მოიტანე _ სიცილი უტყდებათ
_ აბა?
_ უბრალოდ ძალიან ცვალებადი ხარ, შეიძლება გადაგინდეს და ინანო რა
_მოიცა მე ვარ ცვალებადი? ამას ზუკა მეუბნება _ ტაშს უკრავს და ჭადრაკის დაფაზე ფიგურებს ალაგებს
_ კაი, იყოს ეგრე. უკვე ვფიქრობ რო უნდა დაიხატო...
_ მე მოგიგებ
_ მოსულა.
ზუკამ მოიგო. ნინაკა მთელი დღე წუწუნებდა, ჩააწყეო და სანამ ზუკაც არ დაითანხმა ტატუზე, იქამდე არ გაჩერდა.

________________

მეორე დღეს ბარგი ჩაალაგეს და წამოვიდნენ. წინა ღამით კოტეჯი ისე გაასუფთავეს, ვერავინ მიხვდებოდა, თუ ვინმე იყო. ამჯერად საჭესთან ნინაკა აღარ იჯდა, სამაგიეროდ სიმღერებს თვითონ არჩევდა.
ცხრა იყო საათი, მანქანა რომ გაჩერდა. ნინაკა რომ ჩამოვიდა და ზუკას გვერდით დაუდგა, მერე მიხვდა სადაც იყვნენ.
_ თუ მეტკინება, არ გაპატიებ _ გააფრთხილა და ღია კარებში შეაბიჯა. მაშინვე თვალები გაუფართოვდა, დიდ მაგიდაზე დაწოლილი შიშველი გოგო რომ დაინახა, რომელსაც ძალიან ინტიმურ ადგილას ახატავდნენ რაღაცას.
_ ნუ უყურებ _ გაეცინა ზუკას და გვერდით შეაბრუნა.
_ ეს რა ჯანდაბაა, სად მომიყვანე
_ ნინაკა რა ქნას, უნდა და იკეთებს ნუ _ ისევ ეცინებოდა, კუთხეში მდგარ სავარძელზე მიუთითა და თვითონ უკან გაბრუნდა.
_ ვა, ზუკა, რამ შეგაწუხა? _ ვიღაც შემოვიდა. კაცი იყო, გადაპარსული თმებით და მთელს თავზე ტატუებით. პუტკუნა, მაგრამ არა მსუქანი.
_ როგორ ხარ? _ გადაეხვია ზუკა და გაუღიმა
_ ისე რა, ძველებურად, აქ რატომ შემოიარე
_ შეყვარებულს ტატუ უნდა _ ეცინება და ნინაკას თვალს უკრავს, რომელიც აწკრიალებულ ტელეფონს უცებ თიშავს და კაცს უხერხულად უღიმის.
_ ვიცი ეს გოგო, აუ რა მაგარი ვინმეა, გამაცნობ? _ ნინაკას ახლა უკვე გულწრფელად ეღიმება და ფეხზე დგება. მათთან მიდის.
_ ეს ალეკოა, კაი კაცი _ იცინის ზუკა
_ სასიამოვნოა _ ამბობს ნინაკა
_ ჩემთვის უფრო, დამიჯერე
_ რატომ? _ ინტერესდება და ზუკას უყურებს, რომელსაც ხელში "რაღაც ნემსიანი" უჭირავს.
_ მჯერა რომ შენ კიდე ბევრს იცეკვებ, რეებსაც წერენ და ამბობენ დაი*კიდე რა _ თვალს უკრავს და შორდება. ნინაკა მადლობის თქმასაც ვერ ასწრებს, ზუკა ისევ სავარძლისკენ რომ უბიძგებს.
_ ვინ უნდა გამიკეთოს? _ ეკითხება ნინაკა
_ მე, აბა ვინ? _ წარბს უწევს და მის წინ სკამზე მოხერხებულად ჯდება
_ რას მეღადავები, ის მითხარი სად და რას მიკეთებ
_ მხარზე პეპელას, მაგრამ არ გეღადავები, მე ვაკეთებ
_ ზუკა! _ საყვედურობს და უცებ, წამებში პეპელაზე ლუკა ახსენდება... ზუკას თვალებს არიდებს და ოხრავს
_ პეპელა რატო?
_ გავხარ _ ეღიმება ზუკას _ ბევრს დაფრინავ და ყველასგან მიდიხარ. დიდხანს არავისში არ ცოცხლობ
_ შენში სულ ვიცოცლებ ზუკა _ ხმა უტყდება და თვალებში უყურებს
_ ჩემშიც მოკვდები, თავს ნუ ვიტყუებთ... მოფრინდი როგორც პეპელა, თავისუფალი, ლამაზი პეპელა და ასეთივე გაფრინდები. მერე სხვასთან მიფრინდები და არც იდარდებ იმაზე, ვისაც ტოვებ
_ ზუკა, შენგან არასდროს გავფრინდები მეთქი _ ეუბნება, ოღონდ ამჯერად ხმას უწევს
_ მაგას შენ ვერ წყვეტ.
ტკივილი არც უგრძვნია, მთელი პროცესი მხოლოდ იმაზე ფიქრობდა, მართლა თუ გაფრინდებოდა და მიხვდა, რომ მართალი იყო ლუკა. არ უნდა იყოს ადამიანი პეპელა... არ აქვს უფლება.

გზაში ელენემ მეორედ დაურეკა, მაგრამ უპასუხა თუ არა ტელეფონი დაჯდა.
_ ვინ იყო?
_ ელენე
_ რატო არ პასუხობ
_ ბატარეა დაჯდა, ავალ და ვეტყვი მერე
_ კაი, მაშინ ხვალამდე _ მანქანა ზუკას სახლთან გაჩერდა.
_ ზუკა, თუ ბინაში ასვლა არ გინდა, შეგიძლია ჩემთან წამოხვიდე...
_ არა, დროა უკვე რაღაცეებს შევეჩვიო _ გაუღიმა ზუკამ და მისკენ დაიხარა. ნინაკა შუბლზე კოცნას ელოდებოდა, მაგრამ მის ტუჩებს ზუკას ცივი ტუჩები შეეხო.

_________

კარებზე აზარუნებდა, მაგრამ არავინ გაუღო. იფიქრა, რედისთან არისო და ახლა მანქანა სხვა მიმართულებით წაიყვანა.
სადარბაზოში ბნელოდა, არც სენსორებმა გაანათა და ლიფტიც არ მუშაობდა. კიბეები ისე აიარა, თითქმის სამჯერ გადაიბრუნა ფეხი. კარებთან იდგა და უკვე აბრახუნებდა, რადგან ისევ არავინ უღებდა.
_ რომელი ხართ? _ გაიგო შიგნიდან რედის ყვირილი
_ ნინაკა ვარ _ გასძახა, მაგრამ მეორედ მოუწია თქმა და როგორც იქნა, კარები გაუღეს. რედის თმა გაშლილი და თვალები ცრემლიანი ჰქონდა. მაშინვე შევარდა სახლში და რედის ეცა.
_ რა ხდება, რა გჭირს? _ ანჯღრევდა და სასოწარკვეთილი უყურებდა
_ ნინაკა, სიკვდილი მინდა _ ამოიოხრა და ნინაკამ მაშინვე პირი გააღო რაღაცის სათქმელად, მაგრამ ლალოს კივილმა გააჩერა. მისაღებისკენ გაიქცა და დივანზე მწოლიარე, აკანკალებული ლალო და მის თავთან მჯდარი ელენე დაინახა, რომელიც ტიროდა და თმებზე ეფერებოდა.
_ რა ხდება? _ კედელს მიეყრდნო და თვალები აემღვრა.
_ გადით, თავი დამანებეთ, ყველა წადით _ ისევ იკივლა ლალომ.
_ ჩემო გოგო... _ ამოიქვითინა ელენემ. რედი ძირს იჯდა, სახე დაემალა და ადვილად მიხვდებოდი, რომ ისიც ტიროდა.
_ გადით გთხოვთ _ ახლა მუდარით ამოიჩურჩულა. ელენემ შუბლზე აკოცა და წამოდგა. რედიც ადგა და ერთად გავიდნენ საძინებელში. ნინაკა ვერ მიხვდა რომელს მიყოლოდა, მაგრამ მათ გაყვა და ატირებული ლალოს დანახვაზე გული შეუღონდა.
_ ამიხსენით რა მოხდა _ საწოლზე ჩამომჯდარ ელენეს წინ დადგა სკამი და ნერვიული ხმით წამოიძახა
_ ნახევარი საათის წინ დაგვირეკა. ამბობდა, ვიღაც მომყვებაო _ გაჩერდა და ჩაახველა რედიმ, ხმა გატეხილი და ნამტირალევი ჰქონდა _ მერე უცებ მოხდა ყველაფერი, ვიღაც უცხო ხმამ ტელეფონში ჩაგვძახა შურისძიებააო და... აქ რომ მოვიდა ლალო, მივხვდით რაც მოხდა. დაიბანა და მოწესრიგდა, მერე უცებ ისტერიკა დაეწყო, ხანდახან მშვიდდება და მერე ისევ კივილს და ტირილს იწყებს
_ ვინ იყო? _ საკუთარი ხმა ვერ იცნო ნინაკამ
_ არ ვიცით, ვერც ლალოს ვეკითხებით ვერაფერს... მეშინია რამე არ გააკეთოს

ლალოს ნინაკას კალთაში ჰქონდა თავი ჩადებული და ნინაკა სახეზე მის დალურჯებებს და მკლავებზე და ფეხებზე სისხლჩაქცევებს აკვირდებოდა.
_ თავს მოვიკლავ _ ცივი ხმა ჰქონდა ლალოს.
_ არ იზამ. ყველაფერი გაივლის _ თმაში ხელი შეუცურა და ლალოს თმებზე ნინაკას ცრემლი დავარდა.
_ არ გაივლის, ტყუილია, არ დამავიწყდება. იცი, ძალიან მძიმე იყო და ზემოდან მაწვა. მეგონა ხუმრობდა... უხეში იყო, ხელებს მაგრად მიჭერდა. ტუჩებიც დამსკდარი ჰქონდა. პირიდან სასმლის სუნი ამოსდიოდა _ ყვებოდა და ნინაკა ვერ აჩერებდა, ვერ ბედავდა მის გაჩერებას _ მარტო არ ვიყავით. სხვებიც იყვნენ. მე ვეხვეწებოდი, დახმარებას ვითხოვდი, რას არ ვპირდებოდი ნინაკა _ იცინის და თვალებიდან ცრემლები ყელში უსრიალდება _ ვამბობდი ფულსაც მოგცემთ მეთქი, მაგრამ იცინოდნენ. იცი რა ცუდი იყო? მტკიოდა. გათელილი ვიყავი, დამცირებული და... სისხლიანი. სიკვდილი მინდოდა. მინდა.
_ ლალო, კარგად იქნება ყველაფერი
_ აღარ იქნება. მინდოდა ნუცუბიძე გადამეწვა, ამეფეთქებინა...
_ რა?
_ მერე კიდევ იცინოდნენ, ამბობდნენ ხომ მიიღოო. რა დავუშავე? არც ვიცნობ
_ არა, რა ქუჩა? ნუცუბიძე _ დაიჩურჩულა და წამოდგა. გარეთ სირბილით გავარდა, კიბეებზე ისე დაეშვა ძირს ჩასული მუხლებზე დავარდა და შეკავებული ტირილი და კივილი ამოხდა. ხელისგულით იწმენდდა ცრემლებს, ბოლოს წამოდგა და წავიდა. ჰო, ნუცუბიძეზე. იმიტომ რომ, ზუსტად იცოდა და იმიტომ რომ არ დატოვებდა ამ ამბავს ასე.



№1  offline მოდერი sopiko

უკვე ზიზღს ვგრძნობ!
არ უნდა გექნა ასე!
მაგრამ თუ მართლა ლუკა იყო,
მინდა, რომ ყველა პეპელა მოვკლა!

 


№2  offline მოდერი Nia kvaratskhelia:)

ლუკა ხო ?
დედასუტირებ!
ზუკა;)
მოვკლავ!
ჩემი ლალო,მეტკინა...

 


№3  offline აქტიური მკითხველი nawkas12345

Auu ici ra dzaan cud xasiatze damayena bolo nawilma. Xo vici ro rogorx motxrobistvis sakmaod kargi ganvitareeba siujetis, magram mainc arm8ndoda lukas persinajis aseti gaboroteba nu ra 99procentic 100 tu ara lhkam gaaupatiura lalo. Ise mewyina ro ar vici (ar vambob cudi iyotqo) ubralod martla ragacnairad gultan axlos mivitane eg personaji da ravi imedia gamigeb. Super mwerali xar yochag. Veli shemdegs!!!!

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent