ფოტოგრაფის აღმოჩენა 7
ღამე მშვიდობის. ისევ ხალზე მკოცნის შეთე. მე ლოყაზე ვაწეპეპ თუჩებს და გაღიმებული შედის გვერდით ოთახში. რკინის ძველებურ საწოლზე ვჯდები და ჩანთას ვხსნი. საღამურებს ვიცვამ და საბნისქვეშ ვძვრები. გვერდით ნაცრისფერთვალებას სვირტერი მიდევს და ორივე ხელით ვიხუტებ. ვწრიალებ და ძლივს მეძინება. *** დილით 6 საათზე მეღვიძება. საოცარი ენერგიით სავსე ვდგები საწოლიდან. თმას კოსად ვიკრავ. ლოგინს ვალაგებ და მხიარულად ვწევ ფარდას, მზის სხივებმა, რომ შემოაღწიონ ოთახში. ჩემი ფანჯარა ბაღის მხარესაა და კარგ ხასიატზე ყოფნის კიდევ ერთ მიზეზს ვხედავ. მაცრისფერთვალება მთელი მონდომებით აკეთებს საქმეს. ბარიც, რომ უხდება ამ ოხერს. ფანჯარას ვაღებ და იდაყვებით ვეყრდნობი ფანჯრის ჩარჩოს. ცოტახნით ვუყურებ მერე ვეღარ ვითმენ და ვეძახი -დილა მშვიდობისა, შეთე. ამ უკანასკნელს ისე წარმოვთქვამ, რომ ლამისაა თვითონ დავდნე. გაკვირვებული წევს თავს მაღლა და ფანჯრისკენ უნებლიედ ეღიმება და მუშაობას წყვეტს. -დილა მშვიდობისა, გაზაფხულო. ასე ადრე რამ აგაყენა? იცინის და თმაზე ისვამს ხელს. -მხრებს ვიჩეჩავ. არ ვიცი მეთქი. -ჩამოდი, გავისეირნოთ. ძლივს ნორმალური და არა დამაბნეველი სიტყვები მესმის დადვანისგან. ფანჯარას უხმოდ ვხურავ. ჩანთაში ვიქექები. ჯინსს, მაისურს, ჯაკეტს და კედებს ვიცვამ. კიბეზე სწრაფად ჩავრბივარ. ხელ-პირის დასაბანად ონკანსაც ვპოულობ და ამასობაში დადვენი მიდგება გვერდით. ლოყაზე მკოცნის უხმოდ და ხელს მკიდებს. -სად მივდივართ. ან მეჩვენება, ან სვანეთის ჰაერმა ნამეტანი გამათამამა. -შორს არსად. მოკლედ მიჭრის და როგორც ყოველთვის ახსნა-განმარტებაზე არც ფიქრობს. მე ამ სოფლის ბუნებით ვტკბები. აქა-იქ მოხუცები ფუსფუსებენ ეზოებში. დადვანი ყველას ესალმება და უღიმის. საზიზღარი ეს. მე ამბიცია მქონდა, რომ მხოლოდ მე მიღიმოდა ასე. ჭარბებს ვკრავ და ისე მივყვები. -ლამაზია, არა? მთებს აჩერდება . -ლამაზია. უდავოდ ვეთანხმები და გვერდით ვუდგები. -იცხოვრებდი აქ? კითხვა იმდენად მოულოდნელია, რომ არ ვიცი რა ვუპასუხო. სვანეთი ყოველთვის მომწონდა,მაგრამ იქ, ჩემს ნაცრისფერ ქალაქში იმდენი რამ იყო, თუნდაც მოგონებები,რომ არ მეთმობოდა. -არ ვიცი. ვამბობ სიმართლეს და მზერა შეთეზე გადამაქვს. ერთხანს თვალებში მიყურებს მერე იცინის და ჩემს ხელს თავისაში იქცევს. -იცხოვრებდი, როგორ არ იცხოვრებდი. ოღონდ ჩემთან ერთად, მარტო არავითარ შემთხვევაში. თავდაჯერებული იკრიჭება და ხელს მხვევს. მგონია, რომ ყველაფერი უნდა გავარკვიოთ. მაგრამ გასაგებად მითხრა ერთად ვართო. მინდა ვკითო, მაგრამ არც ის ვიცი ზუსტად რა მაინტერესებს და ვერც ვბედავ. -მიყვარხარ. არცკი მიყურებს ისე ამბობს. სასხვატაშორისოდ თითქოს ჩემს აზრებს კითხულობდა. ჯანდაბა ჩემი გონება ამ სიტყვის გადახარშვას ვერ ახერხებს. მოჭარბებული სიხარულისგან მეტირება. შეთე ორივე მკლავს მხვევს და საფეთქელზე მკოცნის. -ჩუ. არ იტირო რა. არ იტირო კარგია. იმდენ მოულოდნელობას დამაჯახა ამ მცირე დროში და ახლა არ იტიროო. ბედნიერებისგან ტირილი სიცილში გადამდის. მუხლებში სისუსტეს ვგრძნობ და მგონია, რომ სადაცაა დავეცემი. მეც მმიყვარდა დადვანი. დიახაც მიყვარდა. თორემ არ მივცემდი ამდენის უფლებას. ასე დაუკითხავად შემოიჭრა ჩემს ცხოვრებაში და ჩემთვის არავის არაფერი უკითხავს ისე შემიყვარდა. მთელუ გულით, შემიყვარდა ნაცრისფერ თვალება. ყველა წამს კარგად ვიმახსოვრებ და ჩემი მეხსიერების ფირში საგულდაგულოდ ვინახავ. -მეც მიყვარხარ. ხმადაბლა ვამბობ და თავს ვხრი დასჯილი ბავშვივით. -ვიცი. იცინის შეთე და შუბლზე მკოცნის. *** -თათულიზე მომიყევი რა. ვეუბნები მასზე მიყრდნობილი და უკვე დამშვიდებული. -თათული, თათული იმდენ სითბოს და სიყვარულს იტევს, რომ ვერც წარმოიდგენ. მთელი ბავშობა ერთი სული გვქონდა მე და გიორგის, რომ არდადეგები დაწყებულიყო და არ გამოვქცეულიყავით. თათული ყოველთვის გვათამამებდა. მთელი ბავშობა გაგვიფერადა ბებიაჩვენმა. საოცარი ქალია და თუ რამე ადამიანურია ჩვენში მისი დიდი დამსახურებით. ახლა, როცა დრო გვაქვს აქ მოვრბივართ და ხან რაში ვეხმარებით, ხან რაში. არ უნდა თათულის შენი თბილისი და მოკაი. მართალიცაა. თავისუფლებასაა მიჩვეული, მთების თავისუფლებას და ციხეა მისთვის ქალაქი. ისეთი სიყვარულით ლაპარაკობდა ბებიამისზე, რომ გული სიამაყით მევსებოდა. უეცრად მზიანი ამინდი შავმა ღუბელმა და საშინელმა წვიმამ შეცვალა. ესაც სვანეთის სვანური ხასიათი.სახლიდან დიდი გზა გვქონდა გავლილი. -დავსველდებით. დავიწუწუნე მე და შეთეს გამოწვდილი მოსაცმელი წამოვიცვი თავზე. -არაუშავს, ესაც ჩვენი პირველი რომანთიკა. წელზე მკიდებს ხელს, თავისკენ მექაჩება და მთელი სინაზით მკოცნის თუჩებში. ოპა, აი ჩემს დაბნეულობას კიდევ ეს უნდოდა. გახევებული ვდგავარ და წვიმას, როგორც თქვენ გრძნობთ ისე მე. მგონი დავფრინავ და მიწაზე არ ვგავარ. ნელა მშორდება და ხელს მკიდებს. აჰა, გაზაფხულო, ესაც პირველი კოცნა. წვიმაში, სვანეში და დილაუთენია. იცინის და სწრაფად მივყავარ სახლისკენ. უკვე მეც მეცინება. სახლში გალუმპულები და გაკრეჭილები შევდივართ. დივანზე, ღუმელთან სხედან ლიკუნა და გიორგი, ერთმანეთზე მიწეპებულები დაჩერებიან ტელეფონს და რაღაცას გულმოდგინედ ატვალიერებენ. თათული არსად ჩანს. გართულ წყვილს ჩახველებით ვაფხიზლებთ. ჩვენს დანახვაზე სიცილს წყებენ და არასდროს აღარ ჩერდებიან. -ოჰო, გვრიტებო კარგია წვიმა და რომანტიკა? ისევ დაგვცინიან და ჩვენს დაბღვერილ სახეებს ყურადღებას არ აქცევენ. -მაზლო შე ოხერო. ხმაურით კოცნის ლოყაზე, ფეხზე წამომდგარი ლიკა და დამეფიცება ლიკოს ყველაზე მეტად უხარია ახლა რაც ხდება ჩვენს შორის. მთელი ბავშობა ფა ყმაწვილ-ქალონა მაგის ოცნება იყო შეყვარებული ნაინა და კი იხილა ახლა. -მარიკა დეიდამ დარეკა. ამბობს დამთბარი ხმით. ვუთხარი აქ, რომ ვართ. კარგი დასვენება გისურვა აღარ შევაწუხებო და თბილისში, რომ წახვალთ დამირეკოსო. მხოლოდ ახლა გამახსენდა მობილურიც და დედაჩემიც. ღმერთო ჩემოი რა უპასუხისმგებლობაა! დანანებით ვაქნევ თავს. ზემოთ ასული სწრაფად ვიხდი სველ ტანსაცმელს. წამით ვშეშდები და თუჩებზე ვისვამ თითს. საზიზღარი წვიმა. ლამის წამიშალა კოცნის კვალი. ბავშვივით ვბრაზდები და სიცილით ვიცვამ. თმას ვიშლი. გარეთ გასულს კარიდან გამოსული შეთე მეჩეხება და თმის სწორებით მიღიმის. კიბეზე ერთად ჩავდივართ. -რა ვაკეთოთ? ვკითხულობ წყვილთან შესული და ღუმელთან ვჯდები. თმას ცალ მხარეს ვიყრი. ზემოთ ასული სწრაფად ვიხდი სველ ტანსაცმელს. წამით ვშეშდები და თუჩებზე ვისვამ თითს. საზიზღარი წვიამა. ლამის წამიშალა კოცნის კვალი. ბავშვივით ვბრაზდები და მეცინება. თმას ვიშლი. გარეთ გასულს, კარიდან გამოსული შეთე მეჩეხება და მიღიმის. კიბეზე ასე ჩავდივართ გაკრეჭილები. -რა ვაკეთოთ? ვკითხულობ წყვილთან შესული და ღუმელთან ვჯდები. თმას ცელ მხარეს ვიყრი. -ჩვენ ზუსტად ვიცით, ვინც გვყავს გასაკეთებელი. ხარხარებს გიორგი და აწითლებულ ცოლს გულში იკრავს. თქვენთვის ადრეა ჯერ ასე, რომ მოიფიქრეთ რამე. წყვილი სწრაფად გადის ოთახიდან. ერთიანად აჭარხლებულს გიორგის მოკვლა მინდა. უხერხული სიჩუმეა. მხოლოდ შეშის ტკაცა-ტკუცი და ჩემი გულის ბაგა-ბუგი მესმის. ღუმელის წინ დაწყობილ შესას ვერ ვაშორებ თვალს. მერე დადვანის გულიანი ხარხარი მაიძულებს თავი ავწიო და გაკვირვებული მივაშტერდე. ნამდვილი სვანია. ჯერ სასაცილო რა იყო და მერე ბარემ ერთ კვირაში დაეჭიხვინა. ვბრაზდები და ხელებს ვიჯვარედინებ მკერდზე. -რა იყო? ვკითხულობ და თვალებს ვაწვრილებ. -ვითომ რატომაა ადრე?! არ იციან ამათმა თანამედროვე სტანდარტები? ჩემი დაწვრილებული თვალები ერთიანად მიფართოვდება და აწითლებულ-შერცხვენილ სახეს ვხრი. ვაიმე, როგორ მინდა ამ ბიჭთან ჩხუბი და წივილ-კივილი შემეძლოს. არავითარ შემთხვევაში არ დავაკლებდი არაფერს. როგორც იქნა წყვეტს ხარხარს. ჩმთან მოდის და ჩემს წინ იმუხლება. -ჩემი მორცხვი გაზაფხული. კისერზე მკოცნის და თმას უკან მიყრის. გეხუმრე. აშკარად ხვდება, რომ გავბრაზდი. მართალია უაზრობაზე, მაგრამ მაინც. -ვიცი. მოკლედ ვპასუხობ და ტავს ცოცხალი თავით არ ვწევ მაღლა. -აბა რატომ გეწყინა? მეკითხება ღიმილშეპარული ხმით. -არაფერიც არ მწყენია. იხტიბარს არ ვიტეხ. -მაშინ მაკოცე. უკვე ეცინება დადვანს. თამამად ვწევ ტავს და თუჩებს ლოყაზე ვაწებებ. -მანდ არა. სწრაფად მკოცნის ტუჩებზე და ახლა ვნანობ ამ ღუმელის გვერდით რამ დამსვა. სხეულში ცხელი ტალღა მივლის და სადაცაა ავდუღდები ან მოვიხარშები, ან დავდნები. მშორდება და თვალებში მიყურებს. ჩემი ნაცრისფერი და უკიდეგანო თვალები, აეღარ მაბნევნ. შემიძლია მთელი დღე ვუყურო,ან უსასრულოდ. ცხვირზე მკრავს თითს და შუბლზე მკოცნის ღიმილით. -თმა უნდა დაგიწნა! ფეხზე დგება დაჩემს უკან დგება. თმას შესაშური მოხერხებულობით მიწნის და საბოლოოდ მისწორებს. მერე ისევ მიშლის გაშლილი უფრო გიხდებაო და ასე დაუსრულებლად სანამ თათული არ შემოდის და ფეხზე არ ვდგები... |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.