ვერ გხედავ, გგრძნობ! (დასასრული)
12 ____ წამლების სუნით გაჟღენთილი ჰაერი, ძილშიც კი მწვავს ცხვირს და იძულებულს მხდის, რეალურ სამყაროს დავუბრუნდე. არ მიჭირს მივხვდე, რომ საავადმყოფოში ვიმყოფები. საკუთარ სხეულს ვაკვირდები, არაფერი მჭირს, მხოლოდ ყურების დაგუბებასა და თავის ტკივილს ვგრძნობ. წამში მახსენდება რომ მე დავინახე, რეზის სახე ვნახე და თვალებს სწრაფად ვახელ. იმედგაცრუებული, ათასობით კილომეტრის სიმაღლიდან დაბლა ვეშვები და მთელი ძალით სიბნელეში ვენარცხები. ჩემს ირგვლის შავი ბურუსი, შავივე სივრცეში ტივტივებს და საშუალებას არ მაძლევს გზა სინათლისკენ გავიკვლიო. გული საშინლად მიმძიმდება, სურვილი მიტანს, რომ მთელ ხმაზე ავყვირდე, და მსოფლიო თავზე ჩამოვიმხო, მაგრამ ხელს რაღაც მიშლის. ნერწყვის გადაყლაპვას ვერ ვახერხებ, ყელში იმხელა ბურთი მაქვს გაჩხერილი, სუნთქვასაც კი მიშლის. ხელებს ყელზე ვივლებ და პირდაღებული ვცდილობ ღრმად ვისუნთქო. შავი ბურუსი ისევ ჩემს თვალწინ ცეკვავს, ზედ მეხვევა და კანზე მეკვრის, გამწარებული სახეზე ვივლებ ხელებს და თითებს მთელი ძალით ვაჭერ თვალებს. როგორ მომბეზრდა ყველაფერი... არ ვიცი რამდენ ხანს ვარ ასე, ნელ-ნელა სუნთქვას ვირეგულირებ, ყელში გახიდული ბურთის ზომაც მცირდება, უკან იხევს და ბოლოს თითქოს მისი გადაყლაპვაც კი შემიძლია. პირღია სუნთქვისგან პირი საშინლად მიშრება. სახიდან ხელებს ვიშორებ და ვცდილობ ჩემს წინ კედელივით აღმართულ სიშავეს ყურედღება არ მივაქციო. საწოლზე ვიწევი და ხელები განზე ვშლი. ორივე მხარეს სიცალიელე მაკრავს, ამიტომ ტუმბოს ძებნას იმ იმედით ვიწყებ, რომ მასზე მდგარ წყლით სავსე ჭიქას მივაგნებ. -რა მოუვიდა? სადაა?-ლულუს აღელვებული ხმა სადღაც შორიდან მესმის და საბოლოოდ მაბრუნებს რეალობაში. საწოლში ვხტრბი, ღმერთო, გაგიჟდება! -არაფერი, ქალბატონო ლუიზა, კარგადაა და სძინავს, პალატაშია.- რეზის ხმა სწვდება ჩემს სმენას. ცოტა ჩახლეჩვია. -შენი ნდობა არ შეიძლებოდა, არ უნდა მომეცა უფლება სოფელში წაგეყვანა. -ანამ დამინახა!-რეზის იმედიანმა ხმა გულს საბოლოოდ მიკლავს. -რა? რა ქნა? რას ნიშნავს დაგინახა?-პატარა პაუზის შემდეგ, დინჯად ეკითხება დედა. -ჰო, არ უთქვამს, მაგრამ ვიცი! მერე გონება დაკარგა. -მშვიდი ხმით ცდილობს ახსნას რეზი. -ღმერთო, არ მჯერა! ექიმი უნდა ვნახო. -ლულუს აღელვებული და გახარებული ხმა მანადგურებს. -ექიმიც ანას გაღვიძებას ელოდება, რომ გამოკვლევები ჩაუტაროს. -ხომ იცი ეს რასაც ნისშნავს? ჩვენი შეთანხმება... -ამაზე უნდა ვილაპარაკოთ, ქალბატონო ლუიზა.-სიტყვას აწყვეტინებს რეზი. კი მაგრამ რა ხდება? -სალაპარაკო რა გვაქვს? ყველაფერი თავიდანვე გადაწყდა, შენ იცი რა მოხდება წინააღმდეგ შემთხვევაში.-ლულუს გამაფრთხილებელ ხმაზე ტანში მცრის. -წადი! -არა! - ხვდები, რომ ამით შენს თავს აზარალებ? დაფიქრდი რას კარგავ, რეზი! მე ექიმს ვნახავ და იმედი მაქვს დაბუნებულს აქ აღარ დამხვდები.-ფეხის ხმაზე ვხვდები, რომ დედა პალატას შორდება. კი, მაგრამ რა ხდება? რა შეთანხმება? ისევ საწოლში ვბრუნდები და აღელვებული გულზე ხელებს ვიჭერ, ვცდილობ გავაანალიზო რაც ახლა მოვისმინე.რა კავშირი და შეთანხმება შეიძლება ჰქონდეს რეზისა და ლულუს? ისინი ხომ ერთმანეთსაც არც კი იცნობენ ნორმალურად? ან იქნებ იცნობენ და მე არაფერი ვიცი? თავში ყველაფერი მერევა. შეიძლება ეს დედას საქმიანობასთან იყოს დაკავშირებული? ვცდილობ, გავიხსენო რამე ფაქტი, რაც მათ შეთანხმებას შეიძლება საფუძვლად ედოს, მაგრამ არსებული ჩიხიდან კიდევ ერთ ჩიხში ვინაცვლებ, მე ხომ რეზის საქმიანობის შესახებ არაფერი ვიცი, გარდა იმისა, რომ ქალაქგარეთ ხშირად უწევდა გასვლა. ნერვებმოშლილს სახე მიხურდება. -გაიღვიძე?- ვერც გავიგე როდის შემოდის ოთახში რეზი. ხელებს გულიდან ვიშორებ და მუცელზე ვიწყობ. სახის დალაგებას ვცდილობ, არ მინდა მიხვდეს, რომ მისი და ლულუს საუბარი მოვისმინე. -კი, ახლა.- ვპასუხობ და გაღიმებას ვცდილობ. -როგორ ხარ?-მიახლოვდება და საწოლზე ჯდება. ჩემს ხელს ხელებში იქცევს და ხელის გულზე მკოცნის. ყელში რაღაც მეჩხირება. -ისევ ვერ გხედავ... -ხმა მებზარება და თავს გვერდით ვაბრუნებ. მოწოლილი ცრემლების გადაყლაპვა შეუძლებელი ხდება. ხელს ხელებიდან ვართმევ და მტევანს ორივე თვალზე ვიფარებ. სული მეწვის. მოულოდნელად რეზი მხების ქვეშ ხელებს მიცურებს, საწოლიდან მაყენებს და გულში მიკრავს. -ჩემთვის ესეც საკმარისია, გესმის? მიყვარხარ! -ბოლო წვეთია, დაუფარავად ვტირი და მის პერანგს ვნამავ. კიდევ ერთი იმედგაცრუება - აუტანელია... ____ გამოკვლევებსა და ანალიზებს ნახევარი დღე მიაქვს. რაიონის ოკულისტი ჩემს ექიმთან გამოკვლევების პასუხებს გვატანს და გვიშვებს. სამწუხაროდ, ჩემს ცხოვრებაში არაფერი იცვლება, მე ისევ ბრმა ვარ. ლულუც მანქანით ჩამოსულა გორში, მე და რეზიც მანქანით ვართ სოფელში წამოსულები, ამიტომ საავადმყოფოს ავტოსადგომზეც რამდენიმე ბრაზშეპარულ სიტყვას ცვლიან რეზი და დედა, თუმცა სიტუაციას ის არეგულირებს, რომ მე რეზის მანქანით წასვლას ვირჩევ. ახლა ლულუს დაკითხვისა და მზრუნველობის თავი ნამდვილად არ მაქვს. უნდა ვიფიქრო და ზუსტად ვიცი, ამას რეზის გვერდით უფრო შევძლებ, ვიდრე დედას გვერდით. თან იმედი მაქვს, რომ რეზი მომიყვება... მთელი გზა უხმოდ ვმგზავრობთ. ნამდვილად შემიძლია ფიქრი, მაგრამ როგორც ჩანს ლოდინის რეჟიმი მაქვს გააქტიურებული. ველოდები, რომ ერთ სიტყვას მაინც მეტყვის მისი და ლულუს შეთანხმების შესახებ, მაგრამ სულ ტყუილად. წინა სავარძელზე რეზის გვერდით ვზივარ და მთელი სხეულის მარცხენა ნაწილით ვგრძნობ მის დაძაბულობას. წარმომიდგენია როგორი დაჭიმული აქვს ახლა ყბის ძვლები და როგორი ძალით აჭერს ერთმანეთს... ჟრუანტელი მივლის. იმედგაცრუება მიპყრობს, როცა მანქანას აჩერებს და უხმოდ ბრუნდება ჩემსკენ. -მოვედით.- დაძაბულობა კი არა, სევდა იგრძნობა მის ხმაში. ვიბნევი, აღარ ვიცი რა ვიფიქრო. -დედაშენი ჭიშკართან დგას და გელოდება. -შემოხვალ? -შიში მიპყრობს, ლულუს ნათქვამი „წადი“ რომ მახსენდება და ჩემი ხმა აშკარა ვედრებას გამოხატავს. -ახლა არა, ანნა. მოგვიანებით...- მისი ხმა მიღიმის და მეც უნებურად მეღიმება. მიუხედავად იმისა, რომ ვიცი რაღაცას მიმალავს, სხვანაირად მოქცევა არ შემიძლია... ხელები თავისით გარბიან რეზის სახისკენ. მთელ სხეულში სითბო მეღვრება, როცა მის წვერწამოზრდილ ლოყებს ვეხები. -მიდი, გელოდება!- ხელს მიჭერს და ხელის გულზე მკოცნის. უკბალოდ თავს გუქნევ და მანქანიდან დაუმშვიდობებლად გადავდივარ. ___ ოთახში ავდივარ და საწოლზე ვწვები. დამღლელი და საშინლად დაძაბული დღის შემდეგ გული მერევა და საშინლად მეძინება, მაგრამ ფიქრების კორიანტელს თავს ვერ ვაღწევ. ვნებდები, ნელა ვდგები და სააბაზანოში შევდივარ. უცნაური გრძნობითა და დამძიმებული გულით ვდგები ცხელი შხაპის ქვეშ. საკუთარ თავზე ნერვები მეშლება, მაშინ როცა ლულუსა და რეზის დიალოგს უნდა ვიკვლევდე და რომელიმეს ახსნას ვთხოვდე, მხოლოდ მოლოდონით ვარ გაჟღენთილი. ჩემი სიმშვიდე და უმოქმედობა სულზე გირებივით და მამძიმებს. არ შემიძლია რამის დაძალება, თვითონ უნდა მითხრას, საკუთარი სურვილით. მახსენდება მისი იმედიანი, სუფთა, წრფელი თვალები და მეღიმება. მე ის დავინახე, ჩემს წინ იდგა და თვალებში ვუყურებდით ერთმანეთს. ამად ღირდა, ეს წუთიერი მხედველობის დაბრუნება. მე რეზი დავინახე და რა თქმა უნდა, ამად ღირდა... სააბაზანოდან გამოვდივარ და სველ თმაზე პირსახოცს ვიხვევ. ახლა ფენის ხმაურის თავი არ მაქვს. საწოლს ვშლი და შიგ ვძვრები. ისეთი შეგრძნება მიჩნდება, თითქოს საუკუნეა სახლში არ ვყოფილვარ. საბანში ვეხვევი და თავს ძილს ვაძლევ. არ ვიცი რამდენ ხანს მეძინა, მაგრამ გონს თავზე ხელის გადასმას მოვყავარ. წამით კმაყოფილი ვირინდები, ცხვირით ღრმა ვისუნთქავ ჰაერს და რეზის სუნამოს სურნელით ვივსებ ფილტვებს. თავი ისევ სოფელში მეგონებოდა და თავს ბედნიერად ვიგრძნობდი, რომ არა ის სიმძიმე, რომელიც გულზე მაწევს. -დილა მშვიდობის.-ჩურჩულით ნათქვამი სიტყვები მესმის და უცნაური შეგრძნება მეუფლება, მის ხმაში ძველებურ ღიმილს რომ ვერ ვამჩნევ. -გამარჯობა. -მეც ჩურჩულით ვპასუხობ და წყენის დამალვას ვცდილობ. -როდის მოხვედი? -დაახლოებით ერთი საათია.-ჩემს ხელს იღებს და ხელის გულზე მკოცნის. მთელი სხეული მემუხტება. -რატომ არ გამაღვიძე?- საწილში ვჯდები. ნაცრისფერი ბურუსი მატყობინებს, რომ მზიანი დღეა. -ტკბილად გეძინა.-ლოყაზე ხელს მისვამს და მოწყვეტით მკოცნის ბაგეზე. თავს უხერხულად ვგრძნობ, ეჭვები ჭიასავით მღრღნის და ჩემდაუნებურად თავს რეზისგან შორს ვიჭერ. - ყავა მინდა. - წამში ვიგონებ მიზეზს, რომ რეზისფან შორს გავატარო რამდენიმე წუთი და სული მოვითქვა. -მე მოვამზადებ, ჩაიცვი და ჩამოდი. -საქმიანი ტონით მეუბნება და საწოლიდან დგება. თავს უხმოდ ვუქნევ და ველოდები ოთახიდან როდის გავა. მანამდე ვზივარ საწოლში გაუნძრევლად, სანამ რეზის ფეხის ხმა ბოლომდე არ წყდება, მერე კი საწოლიდან ვდგები და სააბაზანოში მივდივარ. წყლის გადავლებას რამდენიმე წუთს ვანდომებ და თავისუფალ ტანსაცმელში ვეწყობი. მთელი ამ დროის განმავლოვაში, მხოლოდ ერთი ფრაზა მიტრიალებს თავში: " გთხოვ, მითხარი, ყველაფერი მომიყევი". კიბეებზე ნელი ნაბიჯით ჩავდივარ და სახის დალაგებას ვცდულობ. მისაღები ითახიც კი გაჟღენთილია ყავის სასიამოვნო სურნელით. სამზარეულოში არეული ნაბიჯით შევდივარ, მაგიდას ნელა ვუახლოვდები და ვჯდები. რეზი უხმოდ მაგიდაზე ყავის ფინჯანს მიდგამს, ხელს ხელზე მკიდებს და თითებს ფინჯანზე მავლებინებს. სისხლი სახეზე მაწვება, მაგრამ ვცდილობ არაფერი შევიმჩნიო, სივრცეს უაზროდ ვუღიმი და გონებას ვძაბავ, რამე სალაპარაკო თემა რომ წამოვჭრა, თუმცა არაფერი გამომდის. -ანნა! -რეზის დაძაბული ხმა იძულებულს მხდის სამზარეულოში დავბრუნდე. - მითხარი, რა ხდება?!- ბრძანებას უფრო გამოხატავს მისი ტონი, ვიდრე კითხვას. -არაფერი. -მხრებს ვიჩეჩ და ვცდილობ სახეზე უდარდელი ღიმილი ავიკრა. არადა ვხვდები, რომ ჩამაცივდეს, გავტყდები. ამის უტყუარი მტკიცებულება ყელში გახიდული უზარმაზარი ბურთია. -ანნა, იმაზე დარდობ, რომ ... ისევ ვერ ხედავ?- ხმაში სირბილე ეპარება და არა შეცოდება. გული მისკენ მიბრუნდება და ამავდროულად შვებას ვგრძნობ. - ვდარდობ, მაგრამ გადამივლის.-ისევ უაზროდ ვიღიმი და სადღაც მიხარია, რომ სიტუაციიდან ადვილად გამოძრომის საშუალება მეძლევა. რა სასაცილო ხარ ანა! ოდესმე წარმოიდგენდი, შენი სიბრმავე რამეში თუ წაგადგებოდა? -ხომ იცი, იმედი არ უნდა დაკარგო... -შთამგონებლურად გულში იმედს მაწვეთებს და მის ხელში მოქცეულ ჩემს ხელის ზურგს ნაზად კოცნის. -ვიცი.-მთელი გულით ვუღიმი და გონებაში ღმერთს მადლობას ვწირავ, რომ ახლა ჩემს წინ ზის და ჩემს გამხნევებას ცდილობს. - წეღან მოგატყუე.- ხმაში ღიმილს ვამჩნევ. იმდენად არ შეეფერება ეს ტონი და სიტყვები ერთმანეთს, რომ საშინლად ვიძაბები... -რა?- ნუთუ უნდა მითხრას? მისი და ლულუს დიალოგზე უნდა მომიყვეს? გული საშინლად მიჩქარდება. - მთელი ღამე შენს გვერდით გავატარე. -ღიმილით მპასუხობს და მეც მეღიმება. -მართლა? -ვეკითხები და ხელს მისი სახისკენ ვიწვდენ. სახეს მაშინვე მაგებებს და მეც მარცხენა ლოყაზე ნაზად ვეფერები. ის მხოლოდ თავს მიქნევს დადებითი პასუხის ნიშნად. ჩემი ხელიც მისი თავის მიძრაობას მიყვება. სახიდან ფართო ღიმილს ვერ ვიშორებ. ჯანდაბა ანა, გეყოფა! არ მაინტერესებს მათი დიალოგი, არ მაინტერესებს, რა კავშირი აქვთ ლულუს და რეზის, არ მაინტერესებს, რატომ სთხოვა დედამ წასვლა. მთავარია, რომ რეზი არ წავიდა, მთავარია ჩემთანაა და ჩემს დატოვებას არ აპირებს. რატომ გავირთულო ცხოვრება? მოხდეს რაც მოსახდენია! თითებს მის კისერზე ვათავსებ და ჩემსკენ ვეწევი. მაშინვე მიგებს, ხვდება რაც მინდა. ხელს სახეზე მავლებს და მკოცნის. სული და სხეული მილღვება, მითბება, მიხურდება, მემუხტება. ცალ ხელს ჩემს სკამს ავლებს და მისკენ აჩოჩებს. წამიც და მის წინ ვზივარ, აქეთ-იქით რეზის მუხლებს ვგრძნობ. ცალი ხელით მუხლზე ვეყრდნობი და უფრო ახლოს ვიწევი მისკენ. რეზი ნაზად მკოცნის და მეც თავდავიწყებაში ვვარდები. -მიხარია, რომ აქ ხარ.- ვეუბნები ბუტბუტით და მოუხერხებლად ვეყრდნობი მკერდზე. -მეც მიხარია.-რაღაცნაირი სევდით მპასუხობს, მაგრამ ყურადღებას არ ვაქცევ. არ მინდა მომენტი რამემ გამიფუჭოს. რეზი ხელებს ისე ძლიერად მხვევს მხრებზე, თითქოს სადმე გაქცევას ვაპირებდე და თავზე მკოცნის. მეღიმება მის ამ ქცევაზე. სიამოვნების ჟრუანტელი მთელს სხეულში დამირბის და ამავდროულად შიში მიპყრობს. არ მინდა ეს ოდესმე დამთავრდეს... -სულ ჩემთან იქნები? ხომ არ წახვალ?... -რა?-რეზის დაძაბული სხეულის შეგრძნებაზე ვხვდები, რომ ყველაფერი ხმამაღლა წამოვროშე. ყოჩაღ ანა! ისევ თავად თუ გაინადგურებ ბედნიერ წუთებს, ყოჩაღ! -ამას რატომ ამბობ?- რეზი მკერდიდან მიშორებს, ხელებით ჩემს მხრებს ეჭიდება და მთელი სხეულით ვგრძნობ, როგორ დაჟინებით მომშტერებია. ხმა ყინულივით ცივი აქვს. -მე... არ ვიცი. - საშინლად ვიბნევი და მის ხელებქვეშ მხრებს ვიჩეჩ. თავს დანაშაულზე წასწრებული ბავშვივით ვგრძნობ. ნეტავ ენაზე კბილის დაჭერას როდის ვისწავლი? -ერთადერთი რაც მინდა, შენთან ერთად და შენი კარგად ყოფნაა. ამისთვის ყველაფერს გავაკეთებ!- მტკიცედ მეუბნება და ტუჩებზე მოწყვეტით მკოცნის. მისი სიტყვები სიმშვიდეს მგვრის და თავს ისევ მის მკერდზე ვაბრუნებ. მთელ დღეს ერთად ვატარებს. თბილისის ქუჩებს დაუგეგმავად მივუყვებით, ვსაუბრობთ, ვიცინით... ასეთი ლაღი და მხიარული დიდი ხანია არ ვყოფილვარ. მგონი არცერთ სკვერს არ ვტოვებთ გზად, სადაც არ ვსხდებით. მთაწმინდაზეც ავდივართ, ნარიყალაზეც... ლიტერატურულ კაფეში წავიდეთ, იქ ყოფნა ძალიან მიყვარდა სტუდენტობისასო - რეზი მეუბნება და მეც სიამოვნებით ვთანხმდები. მინდა მისი წარსულის რაღაც ნაწილი მაინც გავითავისო. ტაქსით კუსტბაზე ავდივართ და იქიდან ფეხით მივუყვებით გზას. რეზის მკლავი ჩემს მხრებს ფარავს და გვერდზე მიკრავს. ჩემი მარცხენა ხელით მის წელს ვეჭიდები და ასე მივუყვებით გზას. -მოვედით.- რანდენიმეწამიანი პაუზის მერე მეუბნება რეზი და ყელზე, ყურის ოდნავ ქვევით მკოცნის. როგორც მივხვდი, პატარა ეზოს მივუყვებით. ყვავილების სურნელი ცხვირზე მელამუნება. ვცდილობ წამოვიდგინო, ვიწრო ბილიკი და მის გასწვრის ყვავილები... ღიმილს ვერ ვიკავებ. ძალიან, ძალიან ბედნიერი ვარ!.. რეზი წამით მაყოვნებს და კარს მძიმედ აღებს. კაფიდან გამოსული ჰაერი მეჯახება და სასიამოვნოდ მივლის ძვლებში. ნაცრისფერი ფერი შავით მეცვლება, რასაც კაფეში მყუდრო და ცოტა ჩამუქებულ გარემოს ვაწერ. მინდა წარმოვიდგინო კაფე როგორია... ალბათ მოყავისფრო ფერებშია გადაწყვეტილი, ერთ კუთხეში პუფებია დალაგებული და მათ წინ პატარა შემაღლებული ადგილია, ნიჭიერი პოეტ-მწერლ-მომღერალთათვის. მთავარი ადგილი მაინც ბარს უკავია, ისიც ყავისფერებში გადაწყვეტილი, ერთ მხარეს კედელი ჟურნალ-გაზეთების დეკორაციითაა გაფორმებული... მთელ დარბაზში კი ხის მრგვალი მაგიდებია განლაგებული... წამიც და ფხუკუნს ვერ ვიკავებ...ეს ხომ ჩემი და ლელას ოცნების ლიტერატურული კაფეა? მახსოვს, ჯერ კიდევ მაშინ ვგეგმავდით ასეთ კაფეს, როცა სკოლა დავამთავრეთ და აბიტურიენტები ვიყავით... იმდენი გეგმა გვქონდა, იმდენი იდეა...რაღაცნაირ სევდას ვგრძნობ, ლელამ ხომ ჩემს გამო თქვა ამ ყველაფერზე უარი? -რა მოხდა?-სახეზე ხელს მისვამს რეზი. -მე და ლელას გვინდოდა ლიტერატურული კაფის გახსნა. ამ აურამ და სიმყუდროვემ ის დრო გამახსენა. - სევდიანად მეღიმება.- ყველაფერი მოფიქრებული გვქონდა, ინტერიერი, ექსტერიერი... კედლის დეკორაციაც კი მოფიქრებული მქონდა- ვფხუკუნებ.- წარმოგიდგენია? -ყველაფერი კარგად იქნება. - მაგიდაზე დადებულ ჩემს ხელს იღებს და ცერა თითით მეფერება. პასუხად მხოლოდ თავს ვუქნევ და სივრცეს ვიღიმი. ცხელი ამერიკანოს სურნელი ცხვირში მიღიტინებს, თითებს ფინჯანს ვხვევ და მის სითბოს შევიგრძნობ. -ანნა, შენთვის რაღაც მაქვს. -მგონი, ძალიან მანებივრებ.- ვუცინი. უხმოდ მავლებს ხელზე ხელს მისკენ ეწევა და ხელის გულზე ცივ ნივთს მიდებს. მეორე ხელსაც ვაშორებ ფინჯანს და ჩემს ხელის გულზე დადებულ ნივთს, თითებით ვსინჯავ. მარტივად ვხვდები, რომ ყელსაბამია, მაგრამ მასზე დაკიდებული კულობის ფორმა ვერაფერს მივამსგავსე. მართკუთხა ფორმისაა და ზედ რაღაც ასოებია წვრილად გამოკვეთილი. -ეს წიგნია. -მშვიდი ხმით მიხსნის. მისი თითებიც ირევა ჩემს თითებში და ხელის გულზე სწორად მიდებს „წიგნს“. -წარწერა? -საჩვენებელ თითს ფაქიზად ვატარებ გაურკვეველ ასოებს. -„forever” -მომწონს, დიდი მადლობა. -ვუღიმი. - დამეხმარები გაკეთებაში? -კი. - სკამს უკან სწევს და დგება, ხელის გულიდან ყელსაბამს იღებს, ჩემს უკან დგება, თმას ერთი მოძრაონით მარჯვნივ მიყრის და ყელსაბამის შეკვრის შემდეგ, ხერხემლის პირველ მალაზე მხურვალე ტუჩებს მაკრობს. ასე მგონია, დენი მარტყამს. მაჟრჟოლებს და მთელ სხეულში იშლება მხურვალება. ავიშალე, ავირიე... თავს ძლივს ვერევი, რომ ემოციებს გავუმკლავდე. -დიდი მადლობა- ვლუღლუღებ ისევ დარცხვენილი. ყელსაბამს ხელს ვკიდებ და თავს ისე ვხრი, თითქოს მის დანახვას ვცდილობდე. სახე ერთიანად მიხურს, იმედია ოთახში იმდენად მაინც ბნელა, რომ ჩემი სიწითლე დამალოს... -ანნა,-ხელზე ხელს მკიდებს და ხელის გულზე ისევ რაღაცას მიდებს. თითებით ნივთს ადვილად ვცნობ. -ეს რა, გასაღებია? -გაოცებას ვერ ვმალავ. -ეს მამიდაჩემის სახლის გასაღებია. რამდენიმე დღით შენთან იყოს, კარგი? -რატომ? -გაოცებას ვერ ვმალავ. -უბრალოდ, შემინახე. მოგვიანებით გამოგართმევ, კარგი? -კარგი... -მხრებს ვიჩეჩ და გასაღებს შარვლის ჯიბეში ვინახავ. სრულიად სხვა სამყაროში ვატარბთ ერთ საათს. ვსსაუბრობთ, ვიცინით... ისეთი თავისუფლები და მხიარულები ვართ, როგორც არასდროს. ხელჩაკიდულები გამოვდივართ კაფიდან და გზას ფეხით მივუყვებით. მართალია ზაფხულია, მაგრამ საღამოს უსიამოვნო სიგრილემ, მაინც შემახო ხელები. რეზი უხმოდ მხვევს ხელს წელზე და გვერდზე მიკრავს. როგორ შეუძლია ასეთი დაკვირვებული იყოს? სახლში გვიან ვბრუნდები. კარს ჩუმად ვხურავ და გეზს პირდაპირ კიბისკენ ვიღებ. ჩემს თავსაც კი არ მინდა გამობუტყდე იმაში, რომ გუშინდელის შემდეგ, ლულუს თავს ვარიდებ. ახლაც ქურდულად, ჩუმი ნაბიჯებით მივიწევ კიბისკენ და ვლოცულობ დედამ არ შემამჩნიოს. მასთან სალაპარამოდ მზად ნამდვილად არ ვარ. -ანა,- ლულუს ხმა ადგილზე მაშინ მაშეშებს, როცა პირველ კიბეზე ვდგამ ფეხს. მოულოდნელობისგან ვხტები და გულაჩქარებული მისაღები ოთახისკენ ვბრუნდები. ვცდილობ ისეთი სახე დავიჭირო, თითქოს მასთან შეხვედრას არ ვუფრთხოდე. -დე, შემაშინე. მეგონა გეძინა.-თავის მართლებასავით გამომდის, მით უმეტეს მაშინ, როცა ვიცი, რომ ლულუ არასდროს იძინებს თუ სახლში არ დამიგულა. -სად იყავი?- ხმაში სიმკაცრესა და მოუთმენლობას ვამჩნევ. -რეზისთან ერთად ვიყავი. - მტკიცე ხმით ვპასუხობ და წელში ვიმართები. -ანა, ეგ ბიჭი არ მომწონს.- შემპარავი ხმით მეუბნება. თითქოს არ ვიცოდე... -რატომ?-კითხვას გაუაზრებლად ვსვამ და მუშტები თავისთავად მეკვრება. ჯანდაბა, ახლა ამაზე სალაპარაკოდ მზად არ ვარ. ვხვდები, ჩემი კარგი განწყობა უკან როგორ იხევს და უხასიათობას როგორ უთმობს ადგილს. -მიზეზი მჭირდება?- აქედანაც ვგრძნობ, სიბრაზისგან ალმური რომ ედება სახეზე. ჩემი კარგი განწყობა, ქუჩის ბოლოდან საბოლოოდ მიქნებს ხელს და მემშვიდობება. -კი, დედა, გჭირდება, იმიტომ რომ მე ძალიან მომწონს რეზიც და მასთან ურთიერთობაც.- როგორც ჩანს ამ საუბარს მაინც ვერ ავცდები. -ანა!-ტონს იმაღლებს ლულუ და მიახლოვდება. -წამოდი, დავილაპარაკოთ! -არა! ახლა ამის განწყობაზე არ ვარ, დედა. არც სალაპარაკოა რამე. ამით არაფერი შეიცვლება, ერთმანეთს თუ ვაწყენინებთ, მეტი არაფერი. - ვბრუნდები და კიბეებზე ავდივარ. ლულუ ადგილზე რჩება. ოთახში შესული საწოლზე ვეცემი, სახეზე ბალიშს ვიფარებ და მთელი ხმით ვკივი. როდემდე შეიძლება ამ საუბარს თავი ავარიდო? ჯანდაბა, ის ხომ დედაჩემია? ხომ ხედავს რა კარგად ვარ რეზისთან ერთად? ხომ ხედავს როგორ შევიცვალე? თავად არ უნდოდა ჩემი დეპრესიიდან გამოყვანა? რა შეიცვალა? რატომ სთხოვს რეზის წასვლას? რატომ მიმალავენ ყველაფერს? რა მიზეზი უნდა ჰქონდეს ლულუს ისეთი, რომ ისევ დეპრესიული ცხოვრებისთვის მიმეტებდეს? რა ჯანდაბაა? ხომ გადავწყვიტე რომ ამ თემაზე არ უნდა მეფიქრა? ისევ რატომ მიტრიალდება ეს ფიქრები? რატომ არ მანებებს ეს განწყობა თავს? რატომ მიბობოქრებს საკუთარი ქვეცნობიერი? მთავარია რეზი ჩემთანაა და არსად წასვლას არ აპირებს... დაძაბულობისგან თავი მტკივდება, ბალიშს საწოლის ბოლოსკენ ვისვრი, ფეხიდან კეტებს ვიძრობ და საწოლზე ვფოფხდები. შარვლის უკანა ჯიბიდან გასაღებს ვიღებ და თითებით ვსინჯავ. ჯერ კიდევ ვერ ვიგებ, რატომ მომცა რეზიმ მამიდამისის სახლია გასაღები? რა საჭირო იყო? ჩემს თავზე ნერვები მეშლება, არ უნდა გამომერთმია... საწოლიდან ვდგები, გასაღებს ტუმბოს უჯრაში ვინახავ, კისრიდან რეზის ნაჩუქარ ყელსაბამს ვიხსნი და მასაც უჯრაში ვათავსებ. ცხელი შხაპიდან შედარებით მოდუნებული ვბრუნდები ოთახში და საწოლში ვძვრები. უცნაურია, შუა ზაფხულში ასე რომ მაციებს. ეს უცნაური შეგრძნებებიც თავს არ მანებებენ, ყელში მეჩხირებიან, გულზე ლოდად მაწვებიან, სუნთქვას მიშლიან. ისეთი გრძნობა მეუფლება, რომ რაღაცას ველოდები, რაღაც ცუდს... ამის გააზრება მკლავს, მაციებს.. საზაფხულო საბანს გვერდებში ვიკეცავ და ვცდილობ არაფერზე ვიფიქრო, თუმცა არ გამომდის. არეული ფიქრები თავს დამტრიალებს და ვერ ვისვენებ. ის გასაღებიც ტუმბოს უჯრიდან, თითქოს მეძახის, მაფხიზლებს. საწოლში ვჯდები ტუმბოდან ყელსაბამს ვიღებ, ყელზე დიდი წვალების შემდეგ ვიკეთებ და ისევ ვწვები. ბოლოს გადაწყვეტილებას ვიღებ, რომ ხვალ რეზის გასაღებს დავუბრუნებ და თითქოს გულიდან ლოდი მეხსნება. რამდენიმე წუთში კი უსიზმროდ მეძინება. ---- დილით გამოძინებულს მეღვიძება, თავს ვიწესრიგებ და სამზარეულოში ჩავდივარ. ციცო ბებო თავის სტიქიაშია. გემრიელად ვსადილობთ და ერთად ვალაგებთ მაგიდას. ვიცი, დახმარების მაგივრად უფრო ხელს ვუშლი, მაგრამ ამაზე არასოდეს მსაყვედურობს, არც კი მაგრძნობინებს. დროის გაყვანას ვცდილობ, მაგრამ ჩემთვის თავშესაქცევი საქმე ძალიან ცოტა შეიძლება გამოინახოს. როგორღაც თავს ვაღწევ აუტანელ ფიქრებს და ციცოსთან საუბრით ვირთობ თავს. დრო საშინლად იწელება. უკვე შუადღეა, მაგრამ რეზი არსად ჩანს, არც მირეკავს. ალბათ რამე საქმე გამოუჩნდა... ციცოს შეძლებისდაგვარად ვეხმარები სამზარეულოში და ჩემს ოთახში ავდივარ. მობილურის ზარს ვიბრაციით ვცვლი, შარვლის ჯიბეში ვიდებ, ფლეიერს ვრთავ და ყურსასმენებგაჩრილი საწოლზე ვწვები. ყურებში Rebekka Bakken- Powder Room Collapse მიგუგუნებს და მეც განაბული და შედარებით მოდუნებული, ნელ-ნელა ძილში ვეშვები. სიზმრიდან ისე სწრაფად ვვარდები რეალურ სანყაროში, თითქოს ვიღაცამ გამოსაფხოზლებლად ხელი მკრა. ცალი ყურიდან ყურსასმენი მომძრობია, ცალში კი ისევ ჟღერს digital daggers- aquarius. სანამ აზრებს მოვიკრებ, მობილურის ვიბრაციას ვგრძნობ. ალბათ, რეზია! ჯიბიდან სწრაფად ვიღებ აპარატს, ყურსასმენს ვიშორებ და ნამძინარევი ხმით ვპასუხობ. -ანა, გეძინა? ასე ადრე რამ დაგაძინა? - მესმის ლელას ხმა და სიხარულთან ერთად იმედგაცრუებასაც ვგრძნობ. - ლელა, როგორ ხართ? როგორ მოგწონთ ვენეცია? - საწოლზე ვიწევი და ზურგს უკან ბალიშს ვისწორებ. -კარგად ვართ. აუ, ანა,რომ არ მოგიყვე გავაფრენ...- ლელას ჩურჩულით ნათქვამი სიტყვები მესმის და მეც მეღიმება. დაახლოვებით ნახევარი საათი ვსაუბრობთ. მერე ირაკლი მეძახისო ჩამძახა და მგონი მასთან მოკითხვის დაბარებაც ვერ ვასწრებ, ისე მითიშავს. საწოლიდან ვდგები და პირველ სართულზე ჩავდივარ. ციცო ბებოს მტვერსასრუტის გამაყრუებელი ხმის გამო, ორ წამში ვპოულობ და მობილურს ხელებში ვაჩეჩებ. როგორც ჩანს რეზის არც დაურეკავს. შემოსული ზარი არ არისო, ციცო ბებომ. გული ცუდს მიგრძნობს, გამალებით მიცემს... არ მინდა ამაზე ფიქრი, მინდა სხვა რამეზე გადავერთო, მაგრამ არაფერი გამომდის. არც თუ ისე ბევრი რამ მოინახება ჩემს ცხოვრებაში, რომ ყურადღება გადამატანინოს, თუმცა ამას ლულუ ადვილად ახერხებს თავისი მოსვლით. დაძაბული ვჯდები სავახშმოდ. ველოდები, როდის დამიწყებს ისევ ჭკუის დარიგებას, მაგრამ დედა ჩუმად შეექცევა ვახშამს. დაძაბული ხელებს ვერ ვაჩერებ. ლულუ მხოლოდ დამდენჯერმე გამომელაპარაკა, ისიც ლელაზე და ამით ამოვწურეთ დღევანდელი საღამო. დასაძინებლად ავდივარ და ისევ ფლეიერის საშუალებით ვცდილობ როგორღაც დავბლოკო აუტანელი ფიქრები და ეჭვები, რომელის გულ-მუცელს მიღრღნის. სიმღერები ერთი მეორის მიყოლებით იცვლება და ბოლოს დაძინებამდე ყურებში Meg Myers – Desire მესმის. ___ აუტანლად ნელა გადის მომდევნო ერთი კვირა. რეზი არსად ჩანს. აღარ ვიცი რა ვიფიქრო, ადგილს ვეღარ ვპოულობ. ნუთუ ისევ ქალაქგარეთ გავიდა? იქნებ დაურეკეს და სასწრაფო საქმე გამოუჩნდა? მაგრამ თავადაც არ ვიცი, რამდენად სწორი შეიძლება იყოს ჩემი ეს ვარაუდი. რეზი არასდროს წასულა გაფრთხილების გარეშე და არც ამდენი ხნით. მოლოდინის რეჟიმზე ვარ გადართული. ფიქრებით სულ მასთან ვარ. ასე მგონია ნებისმიერ წამს დაბრუნდება, ან დამირეკავს... მის ნაჩუქარ ყელსაბამსაც ყელიდან არ ვიშორებ, თითქოს ასე მის სიახლოვეს ვგრძნობ. დღეს მერვე დღე დაიწყო რეზის გარეშე. მთელი ღამის უძილოს თავი საშინლად მტკივა. ვერც ცხელი შხაპი მინელებს ტკივილს. ოთახიდან გავდივარ და სამზარეულოში წამლის ასაღებად ჩავდივარ. -დილა მშვიდობისა.- ხმაში ღიმილს ვამჩნევ ლულუს. -დილა მშვიდობის.- შეკრულ შუბლზე მიჭერილი თითების მოშორებას ვცდილობ, მაგრამ ისეთ საშინელ ტკივილს ვგრძნობ, თითქოს ვიღაც თავში უროს მირტყამდეს. -ლულუ, გამაყუჩებელი მინდა, რა. -ვევედრები დედას. -თავი გტკივა? - მეკითხება შეწუხებული ხმით. თავს შეუმჩნებლად ვუქნევ. სკამის გაწევის ხმა მესმის და ლულუ კარადასთან მიდის. -დალიე, ყავასაც გაგიკეთებ! -მადლობა.- წყლიან ჭიქას ვართმევ და წამალს ვაყოლებ. სანამ ლულუ ყავას მიკეთებს მაგიდაზე თავჩამოდებული წუთებს ვითვლი. წესით, 15 წუთში ტკივილი უნდა შემიმცირდეს. -თვალები რა დღეში გაქვს, ანა. არ გეძინა?- მეკითხება ლულუ და ყავით სავსე ფინჯანს მაგიდაზე წინ მიდგამს. -ცუდად მეძინა.- მაგიდის ზედაპირზე ხელს ვაცურებ და ცხელი, სასიამოვნო სურნელადენილ ფინჯანს ვპოულობ და გაყინული თითების გათბობას ვცდილობ. რამდენიმე წუთით უხმოდ ვზივართ. ყავას ვსვამ და ფინჯნის გასარეცხად ვდგები. ნიჟარასთან მისული ჭყლის ნაკადში ხელებს ვყოფ და ფინჯნის გაქაფვას ვიწყებ. -ბოლო დღეებია უხასიათოდ ხარ.-შემპარავი ხმით მეუბნება ლულუ. ამ თემაზე ლაპარაკი ახლა ნამდვილად არ მინდა, ამიტომ უბრალოდ მხრებს ვიჩეჩ. -რამე მოხდა?- ლულუ თავის ფინჯანს ნიჟარაში დგამს. -გადამივლის.- ვბურტყუნებ. „როცა რეზი დაბრუნდება“- ვამატებ გულში და ახლა მისი ფინჯნის გარეცხვას ვიწყებ. -ვიცი, ვხვდები, რომ რეზისთან გაქვს პრობლემა. - ჩემს გვერდით დგება, როგორც ვხვდები კვერცხს ტეხს. -ყველაფერი კარგადაა. -არ ვტყდები. არ მინდა დედამ იფიქროს, რომ მართალი იყო. როცა მირჩევდა რეზისთან დაშორებას. -რა არის კარგად? რამდენი დღეა აღარ გამოჩენილა? - რიგით მეოთხე კვერცხს ტეხს და თქვეფას იწყებს. -შენც ხომ ეს გინდოდა, არა?-ვახლი გაუაზრებლად და სამზარეულოდან შეძლებისდაგვარად სწრაფად გავდივარ. თავს ვეღარ ვთოკავ. საძინებელში შესულს ხმამაღალი ქვითინი მივარდება. ტუმბოსთან მივდივარ, სათავსოდან რეზის ნაჩუქარ ყელსაბამს ვიღებს და ყელზე შებმას ვცდილობ. შესაკრავი ძალიან მაწვალებს და ნერვებმოშლილი, ყელსაბამს ოთახის კუთხისკენ ვისვრი. ჯერ კედელს შენარცხების ხმა მესმის, შემდეგ კი იატაკზე სრიალდება. ყველაფერი თავზე მექცევა, ამდენი დღის ნაკოწიწები ნერვები წამში მინადგურდება, ილუზიები მემსხვრევა... მორჩი თავის გასულელებას, ანა! მორჩა! წავიდა. ლულუს დაუჯერა და წავიდა! ასე არასდროს მოქცეულა, გაფრთხილების გარეშე არასდროს წასულა... მორჩა, ყველაფერი მორჩა! დასრულდა! ნუთუ არ შეეძლო ეთქვა? უბრალოდ ეთქვა? უბრალოდ აეხსნა? ძალაგამოცლილი საწოლზე გულაღმა ვწვები და და სახეზე ხელებს ვივლებ, არ მინდა ეს რეალობა იყოს, არ მინდა! არ მინდა! არ მინდა!!! ასე როგორ მომექცა? ასე როგორ გამიმეტა?არც კი ვიცი, ვის დავაბრალო ჩემი ტკივილი. რეზის? თუ დედას? „წადი“ ახლაც გარკვევით ჩამესმის ლულუს ნათქვამი სიტყვები. იქნებ მართლა აქვს ლულუსთან რაღაც ურთიერთობა? ასეთი დამთხვევა ნუთუ შესაძლებელია? რას შეიძლებოდა აეძულებინა რეზი, საკუთარი ნების გარეშე ასე უეცრად გამქრალიყო? თუ მისი გრძნობები ტყუილი იყო, რატომ მოაწყო წინა დღის გასეირნება? რატომ მეუბნებოდა, რომ ჩემთან ყოფნა უნდოდა? გასაღები! მან მამიდამისის სახლის გასაღები დამიტოვა... რატომ? იქნებ იქაა და მელოდება? იქნებ უნდა რომ იქ ჩავიდე, მე სულელმა კი, ეს ვერ მივხვდი? უნდა წავიდე აუცილებლად და რაც შეიძლება სწრაფად, მაგრამ როგორ? ლელაც არაა აქ, რომ წაყვანა ვთხოვო... მის ჩამოსვლას ნამდვილად ვერ დაველოდები... არ შემიძლია ლოდინი, არ შემიძლია... ჯიბიდან მობილურს ვიღებ და ვფიქრობ, ვის შეიძლება დავურეკო? ნომერს თითების კანკალით ვკრეფ, ზარი გადის... -ანა? როგორ ხარ?- მესმის ლევანის ხმა. აშკარად გაახარა ჩემმა ზარმა და თან გააოცა. -კარგად, ლევან, შენ? - სწრაფად ვაყრი კითხვებს, რომ მთავარ თემასთან მალე მივიდე. -ვსუნთქავ. რამ გაგახსენა ჩემი თავი, გოგო? ქორწილის მერე სულ დამეკარგე, თვალი ვეღარ მოგკარი.-ამავსო საყვედურებით. -მაპატიე... ლევან, შემთან სათხოვარი მაქვს... -ვაპარებ დარცხვენილი და გულში ღმერთს ვევედრები უარი არ მითხრას. -აბა გამოუშვი! -შეგიძლია დღევანდელი დღე დამითმო? შემი მანქანაც დაგვჭირდება... -ბაზარი არაა, ანუშკი! დღეს კვირაა და მაინც უსაქმურად ვარ. სად მივდივართ და როდის? -ასე მგონია, მისი პასუხით გამოწვეული სიხარულისგან ავკივლდები. -ვერ წარმოიდგენ როგორ მიყვარხარ... გორის რაიონში მივდივართ და რაც შეიძლება მალე. -ადგილზე ცქმუტვას ვიწყებ. -ჩავიცვამ და ნახევარ საათში შენთან ვარ. -კარგი. ტელეფონს ვთიშავ და საწოლზე ვაგდებ. კარადასთან მივდივარ, ჯინსის შარვალს ვიღებ და ვიცვამ. მერე თხელ ქურთუკს ვიღებ და მის ჯიბეში სოფლის სახლის გასაღებსა და მობილურს ვდებ. კარგად მახსოვს როგორ ციოდა სოფელში, ამიტომ ქურთუკი აუცილებლად დამჭირდება. თანაც რეზი თუ იქაა, საღამომდე შეიძლება მომიწიოს დარჩენა. მაგრამ... იქნებ, არაა ყველაფერი ისე, როგორც მე მგონია? იქნებ სულაც არაა იქ? იქნებ სულაც არ მელოდება? იქნებ მართლა წავიდა, დამტოვა და მე უბრალოდ ამას ვერ ვეგუები? ფიქრისგან თავი მისკდება... არ შემიძლია ასე, უნდა წავიდე, უნდა გადავამოწმო... რეზი გაქრა და მე ასე უმოქმედოდ ყოფნა არ შემიძლია. სოფელში მაინც წავალ, ასე ვერ ვიჯდები და ვერ დაველოდები, დამოუკიდებლად როდის განვითარდება მოვლენები... ჩემი მობილურის ვიბრაციას, ტკივილიანი ფიქრებიდან გამოვყავარ. ქურთუკის ჯიბიდან მობილურს ვიღებ და ვპასუხობ. ლევანი მატყობინებს, რომ უკვე ჩემს სახლთან მელოდება. ქერთუკს ხელს ვავლებ და ოთახიდან გავდივარ. ლულუს კითხვას „სად მიდიხარ?“ ცივად ვპასუხობ, რომ შეიძლება გვიან დავბრუნდე და ისე ვიხურავ კარს, რომ მის ძახილს ყურადღებას არ ვაქცევ. გზაში თითქმის ხმას არ ვიღებ, მხოლოდ ლევანი ქაქანებს. მოგვიანებით ხვდება, რომ ხასიათზე არ ვარ და ისიც ჩუმდება. მთელი გზა ვფიქრობ, რა შეიძლება დამხვდეს სახლში? იქნებ მართლაც იქაა რეზი? ან არა? მალე ყველაფერს გავარკვევ... -შემოგყვე? -მთელი ორ საათიანი მგზავრობის შემდეგ მეკითხება ლევანი. -ეზომდე მიმყევი, რა...- ვთხოვ და მანქანიდან ერთად გადავდივართ. დაბალ ხის ღობესთან მივდივართ. მე ეზოში შევდივარ, ლევანი კი უკან ბრუნდება. ეზოში გზას ადვილად ვიკვლევ, ხის სამ საფეხურს გულისა და მუხლების კანკალით ავდივარ და კარზე ხელებს ვუსვამ. ჯიბიდან გასაღებს ვიღებ და ცალი ხელით სახელურს ვეჭიდები. რამდენიმე წუთიანი წვალების შემდეგ, საკეტს გასაღებს ვარგებ და კარს ნელა ვაღებ. მისი გამაყრუებელი ჭრიალი ნერვებზე მირტყამს. სახლში შევდივარ და კარს ვხურავ. -რეზი! - ვცდილობ ხმამაღლა დავუძახო, მაგრამ ყელიდან ხმა კნავივილივით ამომდის. ხმაც გულივით მიკანკალებს და ბგერები მეფანტება. არც პირველი და არც მეორე სართულიდან ჩამი-ჩუმი არ ისმის. ღრმად ვისუნთქავ ძველი სახლის სურნელს და პირველ ნაბიჯს კანკალით ვდგამ. პირდაპირ კიბისკენ ვიღებ გეზს და „ჩემს“ ოთახში ავდივარ. ოთახი, რომელიც აქამდე სითბოთი მავსებდა, რომელთანაც სასიამოვნო მოგონებები მაკავშირებდა, ახლა მხოლოდ ერთ ჩვეულებრივ, ძველი სახლის საძინებლად მესახება და გული მწყდება. რეზის გარეშე ამ სახლმა თავისი ეფექტი დაკარგა. მისი მყუდროება და სითბო სადღაც გამქრალა... საწოლზე ვჯდები რამდენიმე წუთით და არ ვიცი რა ვქნა, სასოწარკვეთილება მიპყრობს, თავში ყველაფერი მერევა, ფაქტი კი ისაა, რომ რეზი აქ არაა... ჩემი იმედები იმსხვრევა, ნადგურდება. გული მწყდება, ხელს ზედ მთელი ძალით ვიჭერ და პირღია ვიწყებ სუნთქვას... მორჩა! მე თამაშიდან გავდივარ... ოხვრით ვდგები საწოლოდან და ოთახიდან გავდივარ. კიბეებს ნელა დავუყევი ქვემოთ და გასასვლელ კართან მისულს, კედელზე ჩამოკიდებული დაფა მახსენდება, რომელზეც მე და რეზიმ ბოლოს „დავბრუნდებით“ დავაწერეთ. სასაცილო არაა, მაგრამ მე მეცინება, მე დავბრუნდი, მაგრამ რეზის გარეშე. მისაღებში გავდივარ და დაფის წინ ვჩერდები. აღარაა საჭირო ეს შეტყობინება. დაფაზე ხელებს ვუსვამ, წარწერას თითებს ვატარებ და გული ორმაგად მიძგერდება. შეტყობინება შეცვლილია. „ანნა მიყვარხარ“ ვკითხულობ თითებით და მუხლები მეკვეთება. კედელთან ვიმუხლები და იატაკს ხელებით ვეყრდნობი. ის აქ იყო და ჩემთვის შეტყობინება დაწერა, მერე გასაღები მომცა, რომ ეს მე მენახა... -ვუყვარვარ, ვუყვარვარ, ვუყვარვარ! -ვიმეორებ ერთი და იგივე სიტყვას გაუჩერებლად და ხმამაღალი სიცილი მივარდება, მოგვიანებით სიცილი ტირილით მეცვლება. თვითონაც არ ვიცი, რა მჭირს... ემოციებისგან ძარღვებში აბობოქრებულ ადრენალინსაც კი ვგრძნობ. სხეული ერთიანად მიცახცახებს. რამდენიმე წუთში, ემოციურ ფონს გავდივარ და გონზე მოსული ფეხზე ვდგები. დივანთან მივდივარ და ვჯდები. უნდა ვიფიქრო, უნდა ვიფიქრო... ერთადერთი რაშიც ახლა ზუსტად ვარ დარწმუნებული, იისაა, რომ რეზის ვუყვარვარ. ხელჩასაკიდი კი მხოლოდ ის მაქვს, რომ ლულუ რაღაცით რეზის დაშანტაჟებას ცდილობდა. ვცდილობ, ის სიტყვები ზუსტად გავიხსენო, რაც საავადმყოფოში მოვისმინე, მაგრამ დედას ნათქვამი „წადი“ იმდენად ხმამაღლა ჩამესმის ყურებში, ფიქრის საშუალებას არ მაძლევს. ფეხზე მტკიცე გადაწყვეტილებით ვდგები და გასასვლელისკენ მივდივარ. გარეთ გავდივარ, კარს ვკეტავ და გასაღებს ისევ ქურთუკის ჯიბეში ვიდებ. -რა ხდება, ანა? -გაოცებული და ცოტა შეშინებული ხმით მეკითხება ლევანი. -ჯერ მეც არ ვიცი!- ვოხრავ და თავს სავარძელს ვაყრდნობ. -იქნებ დაგეხმარო? -თუ დამჭირდი, აუცილებლად გთხოვ დახმარებას, ახლა მართლა არ ვიცი რა ხდება. - თვალებს ვხუჭავ და ლევანიც მეშვება. ლაპარაკისა და ხუმრობის მოყვარული ლევანი, მთელი 2 საათის განმავლობაში ხმას არ იღებს და ფიქრის საშუალებას მაძლებს. მე კი რაც უფრო მეტად ვფიქრობ, მით უფრო მეტად ვიხლართები ფიქრებში და მით უფრო მეტად ვბრაზობ დედაზე. ლევანს ვეხვევი მადლობას ვუხდი და მანქამიდან გადავდივარ, ისიც გადმოდის და პირობას მართმევს, რომ თუ დახმარება დამჭირდა მას მივმართავ. სევდიანად ვუღიმი და თავს დასტურის ნიშნად ვუქნევ. ------ სახლში შევდივარ და გამეფებულ სიჩუმეს ყურს ვუგდებ. მისაღები ოთახიდან ტელევიზორის სუსტი ხმა მესმის და მეც დაუფიქრებლად ვიღებ მისაღებისკენ გეზს, იმ იმედით, რომ ლულუ იქაა. -ანა, რა სახე გაქვს, რა მოხდა? -ოთახში შესვლისთანავე ლულუს შეშინებული ხმა მესმის. უხმოდ ვუახლოვდები სავარძელს და კიდეზე დაძაბული ვჯდები. წარმოდგენაც არ მინდა, ახლა როგორ გამოვიყურები, ალბათ შეშლილს ვგავარ. -დედა, რეზი სად არის?- ვცდილობ სიმშვიდე შევინარჩუნო, მაგრამ ხმაში მაინც მეპარება ნერვიული შტრიხები. -მე საიდან უნდა ვიცოდე... -თქვენი ლაპარაკი მოვისმინე, საავადმყოფოში. მითხარი, რეზი სად არის?! -სიტყვას არ ვამთავრებინებ. ყველაფერმა ძალიან დამღალა. ხელების კანკალს ვერ ვიჩერებ. -რა მოისმინე? -ხმა ებზარება. -საიდან იცნობ რეზის? -კითხვების დასმას არ ვწყვეტ. კბილებს ერთმანეთს მთელი ძალით ვაჭერ და ვცდილობ, მოთმინება არ გამომელიოს. ბოლოს და ბოლოს ჩემს წინ დედაჩემი ზის. -ყველაფრის მოსმენა გინდა? კარგი, მოდი, გეტყვი ყველაფერს. -ფეხზე დგება ლულუ და ხმას უწევს.- მე რეზის ადვოკატი ვარ, უფრო სწორად ვიყავი. -სად არის? -ვეკითხები ძალა გამოცლილი და პასუხის მოლოდინში გული მეკუმშება. -ციხეში. - ჩურჩულით მპასუხობს. მე კი მისი ხმა განაჩენივით ჩამესმის ყურებში. თავზარი მეცემა. წამში საფეთქელში ისეთ ტკივილს ვგრძნობ, ასე მგონია, რაღაც მძიმე ჩამარტყეს. ყურებში დაუსრულებელი წუილი მესმის. რეზი ციხეშია. ღმერთო, ციხეში... -რა... რა დააშავა? - პირგამშრალი ძლივს გამოვთქვამ სიტყვებს და ვცდილობ გონზე მოვიდე. ახლა სისუსტისა და ტირილის დრო არ არის. -რეზის ბათუმში კომპანია აქვს. თურქეთის საზღვარზე ტვირთის შემოტანა-გატანას უზრუნველყოფენ და ხელშეკრულებებს საკმაოდ ცნობილ კომპანიებთან აფორმებდნენ. რეზიმ მინდობილობა თავის ძმას, ბექას დაუტოვა და ორი წლით ამერიკაში წავიდა სასწავლებლად. მე ზუსტად არ ვიცი და არც მაინტერესებს ვისთან, მაგრამ ბექას ვალები ჰქონია, საერთო თანხა მოიპარა და წავიდა. რეზიც ამ ამბების გამო ჩამოვიდა და ვინაიდან მოპარული ფული ვერ დააბრუნა, რამდენიმე კომპანიამ საჩივარი შეიტანა. რეზიმ კი ყველაფერი თავის თავზე აიღო. აი, თურმე, რატომ არასდროს არაფერს მიყვებოდა რეზი თავის ცხოვრებაზე. ახლა მახსენდება, ლულუსა და რეზის ქალაქიდან გასვლა, რამდენჯერ დაემთხვა ერთმანეთს... -კი, მაგრამ ის ხომ დამნაშავე არ არის? ეს რა უსამართლობაა? როგორ შეიძლება თავისი ძმის გამო, აგოს პასუხი? შენ ხომ მისი ადვიკატი ხარ? რატომ არაფერს აკეთებ? რატომ არ გამოგყავს იმ ჯოჯოხეთიდან?.. - მოთმინება მეკარგება. სავარძლიდან წამომდგარი მთელ ხმაზე ვყვირი. -აღარ ვარ მისი ადვოკატი, მან შეთანხმება დაარღვია. -მიყვირის დედაც. შეცბუნებული ვჩერდები. კიდევ რამეა? ღმერთო, კიდევ რამე დარჩა? -რა შეთანხმება. ლულუ? თქვი, ბოლოს და ბოლოს!- ძალაგამოცლილი ვამბობ, თუმცა არ ვიცი, მინდა თუ არა კიდევ რამის მოსმენა. -რეზის პირველად რომ შეხვდი საავადმყოფოსთან...-დაბალი ხმით იწყებს დედა მოყოლას. - მაშინ ჩემი მონაცემები დავუტოვე. ვიფიქრე დამირეკავს და მადლობის ნიშნად ფულს მივცემ-მეთქი. რეზიმ მისი ადვოკატობა მთხოვა. მე კი შენთან დამეგობრების სანაცვლოდ, დავთანხმდი. რეზი მაშინვე უნდა გამქრალიყო შენი ცხოვრებიდან, როგორც კი მხედველობა დაგიბრუნდებოდა, მეც მის საქმეს მოვაგვარებდი და ყველაფერი დალაგდებოდა... -ღმერთო! - პირზე ხელებს ვიფარებ, რომ ხმამაღალი ტირილი არ ამივარდეს. თავზარს მცემს ლულუს მონაყოლო. ერთიანად ვნადგურდები, მიწასთან ვსწორდებით მეც და ჩემი გრძნობებიც. -იმ დღეს ექიმმა მითხრა, რომ ცხოვრებისკენ უნდა მომებრუნებინე, რომ დაგენახა ამის სურვილი უნდა გაგჩენოდა...- ახსნას ცდილობს ლულუ და ხმაზე ვხვდები, ისიც ტირის. -და გადაწყვიტე, რომ ახალგაზრდა, სიმპატიური ბიჭი ამას შესძლებდა, არა? -ღმერთო, მოსმენილის დაჯერება მიჭირს. თავზე ხელებს ვიდერ და აზროვნებას ვცდილობ. -ღმერთო, ღმერთო! იცი ამას რა ჰქვია, დედა, იცი? ღალატი! ჩემს გრძნობებზე თამაში! ცხოვრებისკენ მომაბრუნე, არა? ვერ ხვდები უარესი რომ გამიკეთე? ვერ ხვდები? -ანა!- ახლოს მოსვლას ცდილობს ლულუ, რომ დამამშვიდოს , თუმცა მეხება თუ არა, უკან ვიხევ და სავარძელს ვაწყდები. -რატომ არ იფიქრე, რომ ამ შენს შეთანხმებებში, მე რეზი შემიყვარდებოდა? რატომ?- ვყვირი გამწარებული. -არ წავიდა, როცა მხედველობა დამიბრუნდა, აი რა მოვისმინე, შეთანხმებაზე უარი თქვა ჩემი გულისთვის, იმიტომ რომ მასაც ვუყვარვარ, შენ კი ის ციხისთვის გაიმეტე, არა? არაფრის გაგონება აღარ მინდა. უბრალოდ ვბრუნდები და სწრაფი ნაბიჯით კიბისკენ მივდივარ. ოთახში შესული, მეხლებზე ვდგები და იატაკზე რეზის ნაჩუქარი ყელსაბამის ძებნას ვიწყებ. როგორც იქნა ვპოულობ, საწოლთან მივდივარ, ზედ ვეხეთქები, ბალიშში სახეს ვრგავ და მთელი ხმით ვტირი. არ შემიძლია ამის გადატანა არ შემიძლია. საღამო ისე ილევა, ოთახიდან არ გამდივარ, არც ლულუს ხმა მესმის. ცხელი წყალი შედარებით მამშვიდებს, თავზე პირსახოცშემოფარებული ბოლთას ვცემ ოთახში, ვერ ვისვენებ. ყელზე შებმულ „წიგნ-ყელსაბამს“ თითებს არ ვაშორებ. ვფიქრობ გამოსავალზე, ვფიქრობ რა შეიძლება გავაკეთო, რა შემიძლია მე გავაკეთო... თუ საჭირო გახდება მამასაც დავურეკავ. ვიცი, მერაბი აუცილებლად დამეხმარება, ვიცი! ვიღლები, იატაკზე ვჯდები და საწოლს ვეყრდნობი. ფეხებს მუხლებში ვხრი და შუბლით ვეყრდნობი. ლამის თავი გამისკდეს. თავიდან პირსახოცს ვიხსნი და საწოლზე ვაგდებ. სველი თმა მხრეებზე მეყრება. იმის ძალაც კი არ მაქვს, თმა შევიკრა. ემოციები ყელში მებჯინება, არ ვიცი რა ვქნა, რა გავაკეთო? ახლა ისე მჭირდება ვინმე, ვინც ჩემს დახმარებას შეძლებს... ___ თავის საშინელი ტკივილი მაღვიძებს და წამით ვერ ვიაზრებ სად ვარ. ხელებს ვაცეცებ. მახსენდება, რომ საწოლს მიყრდნობილი ვიჯექი იატაკზე გუშინ და როგორც ჩანს ასე ჩამეძინა. ხელებს კისერზე ვისვამ და აქეთ-იქით ვატრიალებ, საშინლად მტკივა. თვალებს ვახელ და ჩემს თვალწინ თეთრი ბურუსის დანახვაზე ვცბები, ადგილზე ვშეშდები. მაშინვე მავიწყდება ყველა უსიამოვნო შეგრძნება და მხოლოდ ჩემს თვალებში მოცეკვავე სქელ ბურუსს შევცქერი. მეშინია, საშინლად მეშინია, არ მინდა ამ წუთას აბობოქრებული იმედი კიდევ გამიცრუვდეს. გული ისე მიცემს, ასე მგონია სახლის ფანჯრებიც ზანზარებს. დაჰიპნოზებული, გაუნძრევლად ვზივარ. ისედაც დაბუჟებული სხეული, უარესად მიბუჟდება, მაგრამ არ ვინძრევი, ვერ ვინძრევი. ვიცდი, ველოდები. ვხვდები რომ ბურუსის სისქე ნელ-ნელა თხელდება, ნელ-ნელა იკრიფება ჩემი თვალებიდან. ჩემს წინ არსებულ ფანჯარას ვხედავ, მაგიდას, კარადას... ბუნდოვნად მაგრამ მაინც ვხედავ. ღმერთო. მეშინია... არ მინდა ისევ დაბნელდეს, არ მინდა ისევ სიბნელეში ჩავარდნა, არ მინდა ისევ უკუნი მერტყას ირგვლივ, არ მინდა... თვალებგაფართოვებული, ხარბად ვათვალიერებ ჩემს ოთახს. ყველაფერი ძველებურადაა, ოთახში არაფერია შეცვლილი, თითქოს ეს ორი წელი არც არსებულა. მხოლოდ გულის სიმძიმე მიმტკიცებს რეალობას. მე ვხედავ! მე ვხედავ! ვხედავ! ვიცი, ახლა უნდა ავდგე, დედას დავუძახო, ექიმთან წავიდე... მაგრამ არ შემიძლია, ძალა არ მაქვს. ვხედავ როგორ ითხაპნება ჩემს წინ ფანჯარა და მერე ლოყები ცრემლით მენამება. ვხედავ, იმაზე წმინდად, ვიდრე მაშინ, მხედველობა პირველად რომ დამიბრუნდა. ვხედავ უკვე იმაზე დიდი ხანია, ვიდრე პირველად, სოფელში...ვხედავ, მაგრამ ამით დანაკლისს ვერ ვივსებ გულში. აქამდე მეგონა მხოლოდ ეს მაკლდა, მაგრამ ახლა ამასთან ერთადაც და მის გარეშეც, არაფერი ვარ. __________ პირველი სართულიდან ხმაური მესმის, მაგრამ ყურადღებას არ ვაქცევ. არც კიბეზე ფეხის ხმაზე ვინტერესდები დიდად. ვიცი, ლულუ აქ არ შემოვა, ვიცი! მხოლოდ ჩემი ოთახის კარის ხმაზე, სიბრაზისგან მეშტებს ვკრავ. ისევ ისე ვზივარ, ზურგით საწოლს მიყრდნობილი და სხეულდაბუჟებული. მძიმე ნაბიჯებით ჩემსკენ მოდის ვიღაც და მე ვხვდები, რომ ეს ლულუ არაა. სწორედ ისაა ვინც ახლა გვერდით მჭირდება. აუჩქარებლად მიახლოვდება და ჩემს გვერდზე, იატაკზე ჯდება. -ისევ ლულუმ დაგირეკა? -ფანჯარას მიშტერებული ვეკითხები ლელას. -სულ შენ დაგეკითხები, როდის სად წავალ. -გვერდიდან ვხედავ მხრებს როგორ იჩეჩს. -თაფლობის თვეც კი ჩაგაშხამე. -ლელასი იმდენად არა, ირაკლის უფრო მრცხვენია. -ამდენ ლაპარაკს, რომ ჩამეხუტო? - იდაყვს გვერდში მირტყამს. მეღიმება... როგორ მაკლდა... ვბრუნდები და მთელი ძალით ვეხუტები. თვითონაც ისე მიჭერს ხელებს, ძვლები მტკივდება. ლოყაზე მკოცნის. მე მხრებში ხელს ვკიდებ და განზე ვწევ. თვალებში ვაკვირდები. ისეთი ბედნიერი თვალები აქვს... ისიც მე შემომცქერის და ვხედავ როგორ ეცვლება გამოხედვა... ვხდება... -ანა?-ხმაც კი ეცვლება. იმხელა იმედი იკითხება მასში... უხმოდ ვუქნევ თავს და ვუღიმი. მას კი თვალები ცრემლით ევსება და მორიგეობიტ უცვივა ლოყებზე. უხმოდ მეხუტება. -ექიმთან იყავი? დედაშენს არ უთქვამს...-ისე მეუბნება ლელა, რომ არ მშორდება. -არ იცის. ამ დილით...-ყელში რაღაც მებჯინება და მის სხეულს ვშორდები. -ლელ, რეზი ციხეშია... - ვამბობ და ტირილი მივარდება. -ვიცი, ვიცი. -ისევ მეხვევა ლელა და დასაწყნარებლად თმაზე მეფერება. რამდენიმე წუთიანი მოთქმა-ტირილის შემდეგ, ვწყნარდები. -ადექი ახლა, ექიმთან მივდივართ. -ჰო, წავიდეთ! -ფეხზე ნელა ვდგები. მთელი სხეული ისე დამბუჟებია, წელს ქვევით მგრძნობელობა აღარ მაქვს. ტუმბოსთან მივდივარ და სარკეში, ფრთხილად ვაკვირდები ჩემს სახეს. არ ვიცი რატომ, მაგრამ რატომღაც მეგონა ამ ორ წელიწადში გარეგნულადაც ისევე შევიცვლებოდი, როგორც შინაგანად. ძველი ანას აღმოჩენა, შედარებით მამშვიდებს. სახეზე ხელებს ვისვამ. თითქოს იმაში ვრწმუნდები, რომ თვალები არ მატყუებს და სარკიდან ჩემი ანარეკლი შემომცქერის... ლელა ხელს მავლებს და ოთახიდან თითქმის ძალით მიმაქანებს. ირაკლი დაბლა გველოდება მანქანითაა და წაგვიყვანს საავადმყოფოშიო, თან მექაქანება. სახლზე თვალის შევლებას ძლივს ვახერხებ. ისეთი სისწრაფით ჩავყავარ კიბეებზე. თვალებს ვაცეცებ, იქნებ დედას მოვკრა თვალი-მეთქი, მაგრამ ისე გავიარეთ გზა, კიბიდან კარამზე, ლულუ არსად დამინახავს. ეზოში გასულს თვალს მკვეთრი სინათლე მჭრის და საშინელ წვას ვგრძნობ, შემაწუხებელი სიკაშკაშისგან თავი მტკივდება. ირაკლის დანახვა კიდევ ერთ ემოციას იწვევს ჩემში და კიდევ ერთხელ ვტირი. თვითონ კი პატარა ბავშვივით მტუქსავს იქნებ არ შეიძლება ტირილი, დაწყნარდიო. მანქანის უკანა სავარძელზე ვჯდები და თვალებდახუჭული ვლევ მთელს გზას სახლიდან საავადმყოფომდე. მხოლოდ ლელა და ირაკლი ლაპარაკობენ გაუჩერებლად. თაფლობის თვის ამბებს მიყვებიან... ისე მომნატრებია ორივე. ლელა, რა თქმა უნდა ვერ ითმენს და ჩემი და ლულუს კამათის ჩემეულ ვერსიას მაყოლებს. გზაში თავი უარესად მტკივდება და საავადმყოფოში მისულს უკვე გაუსაზლისი ტკივილი მაწუხებს. დათო ექიმი ბედნიერებასა და აღტაცებას ვერ მალავს, ამ ახალ ამბის გამო. როგორც ჩანს, ჩემი მხედველობის დაბრუნება, ძლიერი ემციების ფონზე მოხდა. ანალიზებს მიღებენ, ტომოგრაფიას მიკეთებენ, თვალის ფსკერს მითვალიერებენ... თითქმის ნახევარ დღეს ვატარებთ საავადმყოფოში. როგორც ჩამს ჩემი ანალიზისა და ტომოგრაფიის პასუხები დამაკმაყოფილებელია. დათო ექიმი ფურცლებს ჩასჩერებია და თავს დასტურის ნიშნად იქნევს. რაც კარგად მენიშნება. შემდეგ კი ოთხი სახის წამალს მიწერს. აქედან ორი თვალის წვეთებია, ორი კი აბის სახით უნდა მივიღო. ერთ-ერთი მსუბუქი დამაწყნალებელიაო, მეუბნება ექიმი. კარგად უნდა აკონტროლო თავი, შენი ემოციები როგორც მხედველობის დაბრუნებაში დაგეხმარა, საპირისპიროც შეიძლება მოხდესო. მირჩია ქალაქიდან გავიდე და სიმშვიდეში გავატარო და როდენიმე კვირა. ასევე მზის სათვალე უნდა ვატარო, რომ თვალი ნელ-ნელა მივეჩვიოს სინათლის სხივს. ---------- როგორც იქნა საავადმყოფოდან თავს ვაღწევთ. ირაკლი გარეთ მელოდება და ჩემთვის ნაყიდ სათვალესა და "კეპკიან" ქუდს მიწვდის. ვართმევ და სათვალეს თვალებზე, ქუდს კი, თავზე ვირგებ. წამში ვგრძნობ შვებას, როგორც კი ნაკლებად მხვდება სინათლე. -აბა საით? -უკან ბრუნდება ირაკლი. -სახლში არ დავბრუნდები.- ვაცხადებ. -რა? რატომ? -თვალები შუბლზე ასდის გაოცებისგან ლელას. - არ დავბრუნდები, მერაბთანაც კი წავალ, მაგრამ ლულუსთან არ ვიცხოვრებ. - კარგი, მაშინ ჩვენთან წამოხვალ და იქ იცხოვრებ, რამდენ ხანსაც საჭირო იქნება.- მშვიდად მეუბბება ირაკლი და მანქანას ძრავს. - ხო, ახლა შენი ნერვიულობა არ შეიძლება, ლულუს გვერდით, ამას ვერ აირიდებ ამ ეტაპზე, მერაბთან მით უმეტეს.- ლელა ღვედს იკრავს და თავისი გადაწყვეტილებით კმაყოფილი თმას უკან იყრის. - არა, რეზის მამიდის სახლში ვიქნები ცოტა ხნით. -რა თქმა უნდა, ახალ შეუღლებულ წყვილთან არ გადავალ საცხოვრებლად. მით უმეტეს სახლში მარტო არ ცხოვრობენ...მათ გარდა კი არავინ მყავს. ერთადერთ გამოსავლად მხოლოდ ამას ვხედავ. ბევრი კამათის შემდეგ, როგორც იქნა ვიყოლიებ წყვილს. ჩემს სახლთან მივდივართ, ლელა სახლში შედის და ჩემს ნივთებთან და სოფლის სახლის გასაღებთან ერთად უკან ბრუნდება. ლულუ სახლში არ იყოო მეუბნება. გული მეთანაღრება ასე რომ ვიქცევი, მაგრამ ისეთი ნაწყენი ვარ, სხვა გამოსავალს ვერ ვხედავ. ჯერჯერობით ლულუსთან შეხვედრისა და საუბრის სურვილი არ მაქვს. ასე მირჩევნია, ასე სჯობს, უარესად რომ არ გაგვიფუჭდეს ურთიერთობა, ასეა საჭირო... ლელა თავის თავზე იღებს ლულუსთვის ამ ამბის თქმის პასუხუსმგებლობას და შედარებით ვწყნარდები. ვიცი ისე მიუდგება, რომ ძალიან არ ინერვიულებს დედა. ჩემს თავზე მეცინება, დედაზე ვნერვიულობ, მიუხედავად იმისა, რომ ასეთი ნაწყენი ვარ... მთელ ერთ თვეს მარტო ვატარებ რეზის სახლში. მთელ ერთ- საშინელ თვეს. მხოლოდ ერთხელ ჩავდივარ ექიმთან, როგორც ჩანს ყველაფერი თავის ადგილასაა. ნელ-ნელა სინათლეს ვეჩვევი, თვალების აჭრელებაც წარსულს ბარდება. უბრალოდ კიდევ უნდა შევინარჩუნო ჩემი მშვიდი და უემოციო მდგომარეობა. დათო ექიმი ისევ ნერვიულობს, ემოციების ფონზე დაბრუნებული მხედველობა, ემოციებმავე არ წამართვას და მეც ისევ სოფელში ვბრუნდები. ისევ მარტო... გამონაკლისი ისაა, რომ ლელა, ირაკლი და ლევანი ხშირად მაკითხავენ და ახალ ამბებს მეუბნებიან. რეზის განაჩენი გასაჩივრებას ექვემდებარებაო და მისი ახალი ადვოკატიც ცდას არ აკლებსო. თუმცა, სანუგეშო მაინც არაფერია, ამას უთქნელადაც ვხვდები. ირაკლი და ლევანი ყველანაირად ცდილობენ ადვოკატის დახმარებას. თითქმის მთელ დროს ბათუმში, რეზის კომპანიაში ატარებენ... მინდა მათი დახმარება, მაგრამ უფლებას არ მაძლევენ... ასე გადის პირველი ორი კვირა, ასე, უშედეგო ქმედებებში. ლულუ? რეკავს, ყოველ დღე, ყოველ საათში....არ ვპასუხობ, ახლა არ შემიძლია. ბრაზი ამის საშუალევას არ მაძლევს. ვხვდები, რომ საშინლად ვიქცევი, ის ხომ დედაჩემია, მაგრამ საკუთარ თავს ვერ ვერევი. ვიღლები, ძალიან ვიღლები. მომავალი ორი კვირა იმით იწყება, რომ ლელა ჩემთან ჩამოდის და ძალიან აღელვებული მეხვევა. -რა ხდება?- შეშინებული ვიშორებ ლელას და თვალებში ვაშტერდები. მიუხედავად მისი მხიარული ხასიათისა, მაინც მეშინია. -ორი ამბავი მაქვს, კარგი და ცუდი, რომლით დავიწყო? -სანამ ხმას ამოვიღებ თვითონვე აგრძელებს...-ცუდით დავიწყებ, რეზიმ თავისი ადვოკატი გაანთავისუფლა.- მეუბნება და მიღიმის. -რა? რატომ? - ასე მგონია თავზე ცა მექცევა, ადვოკატის გარეშე, რა უნდა ქნას?- რა გაცინებს, ხმა ამოიღე! -დამაცადე და გეტყვი ბოლომდე. ლულუ მივიდა რეზისთან და... მოკლედ, ისევ მისი ადვოკატია. -რა? დედაჩემი რეზის ადვოკატია? ისევ? ლულუ მივიდა?-ყურებს არ ვუჯერებს. ეს შესაძლებელია? წამში ვგრძნობ, როგორ მეხსნება გულიდან სიმძიმე, საოცრად ვმშვიდდები. ახლა უკვე ყველაფერი კარგად იქნება, ვიცი... ლულუმ თუ ამ საქმეს ხელი მოკიდა ყველაფერს ჩვენს სასიკეთოდ შემოაბრუნებს... სიცილ-ტირილი მივარდება, არ მეგონა დედა ამას თუ გააკეთებდა... გულდამშვიდებული ვარ. ვიცი ორ კვირაში რეზის სასამართლოა, მაგრამ აღარ ვღელავ, თავს ვირწმუნებ, რომ ყველაფერი კარგად იქნება, ძველ ნერვიულობასაც ჯანდაბაში ვგზავნი და ვითვლი, რეზის განთავისუფლებამდე დარჩენილ წუთებს. ლელას სტუმრობიდან ორ დღეში ციცო ბებო ჩამოდის ჩემთან. უნდა მოგიაროო. უარს არ ვეუბნები და ჩემთან ვტოვებ, მის მზრუნველ კალთას ვაფარებ თავს. დედას ზარებს ისევ არ ვპასუხობ. მაგრამ ვხვდები, როგორ მტოვებს ნელ-ნელა ბრაზი და მისდამი მონატრებით, სიყვარულითა და მადლიერებით, ისევ როგორ ვივსები. თუმცა, მაინც არ შემიძლია ზარებს ვიპასუხო. დრო მჭირდება... ციცო ბებომ მითხრა, რომ ჩემი სახლიდან წამოსვლის მესამე დღესვე მისულა ლულუ რეზისთან, მაგრამ რეზი უარს აცხადებდა მის ადვოკატობაზე... გული მწყდება, მას ხომ ჩემზე მეტად უნდა უნდოდეს, იმ ჯოჯოხეთიდან თავის დახსნა? თუმცა მისიც მესმის... ---------- ორი კვირა გადის. ეს ყველაზე გრძელი ორი კვირაა ჩემთვის. თითქოს საუკუნოდ გრძელდება. მოსვენება დაკარგული დავდივარ ოთახიდან ოთახში. დღეს რეზის სასამართლოა. მთელი გულით მინდოდა წასვლა, მაგრამ არ მოვიდესო რეზის უთქვამს ლელასთვის. გული საშინლად მეტკინა. ისედან ისე მიილია ეს ერთი თვე, ერთხელაც არ დაურეკავს, არადა ამის უფლება ჰქონდა. ახლა სასამართლო პროცესს არ დაესწროსო... გაგიჟებას ვარ. უკვე საღამოს ექვსი საათია. არც ლელა მირეკავს, არც ირაკლი. დედაჩემიც კი აღარ მირეკავს. ეს ძალიან მაშინებს. ნერვიულობისგან ხელები მიცახცახებს. ფრჩილებს სიმწრით ვიკვნეთ. აღარ ვიცი რა ვქნა. ალბათ მეათასედ ვკრეფ ლელას ნომერს, მაგრამ ავტომოპასუხე მპასუხობს, რომ მობილური გათიშულია. სამზარეულოში შევდივარ და წყალს ვსვამ. ვგრძნობ, სადაცაა წავიქცევი. ასე არ შეიძლება. რაღაც ცუდი ხდება... კისერსა და ყელზე სიმწრის ობლს მასხამს. ტუჩებს ვიჭამ. უნდა წავიდე, უნდა გავიგო რა ხდება... ციცო ბებო შემოდის სამზარეულოში, მასაც სახეზე ფერი არ ადევს ჩემს შემყურეს, ისიც ნერვიულობს. ჩემს ოთახში ავრბივარ და ჩანთაში ნივთების ჩატენვას ვიწყებ. უნდა წავიდე...წარმოუდგენელი სისულელე გავაკეთე, რეზის რომ დავუჯერე და იდიოტივით აქ დავიწყე ლოდინი... ჩანთის ელვას გაჭირვებით ვკრავ და კიბეზე სწრაფად ჩავრბივარ. შემოსასვლელ კართან ციცო ბებო მეფეთება გაბრწყინებული თვალებით. -ჩამოვიდა, გარეთ გელოდება, მეუბნება და ხელში შეყინულ ჩანთას მართმევს... არ ვიცი რა მემარტება მაგრამ ნერვიულობით მთელი სხეული ცახცახს მიწყებს. მინდა გარეთ გავვარდე მოვეხვიო, ამდენი ხმის მონატრება მოვიკლა და ამავდროულად მინდა ოთახში ავვარდე და სადღაც კუთხეში მიტუზულმა, ხმამაღლა ვიტირო, ემოციები გამოვუშვა... ასე არ შეიძლება... -ორი წუთი მომეცი რა...- ისე ვეუბნები, მისკენ არ ვიყურები. ციცო ბებო მისაღებ ოთახში უჩუმრად გადის და კიბესთან მარტო მტოვებს. ვდგავარ გაუნჯრევლად და არ ვიცი რა ვქნა, არც ის ვიცი დრო რისთვის ვითხოვე. ჰაერს ღრმად ვისუნთქავ, სუნთქვაშეკრული კარისკენ მივდივარ და ჩუმად ვაღებ. რეზი ჩემგან ზურგით კიბეზე ზის. კვამლს ვამჩნევ, ეწევა.. დაგროვილ ჰაერს ვუშვებ და ნელა მივდივარ მისკენ. ერთი ნაბიჯით ჩავდივარ ქვედა საფეხურზე და გვერდით ვუჯდები. არეულად ვსუნთქავ და მისი არარითმული სუნთქვაც მესმის. თავს ჩემსკენ აბრუნებს და მათვალიერებს. მისკენ არ ვიყურები, მაგრამ ვგრძნობ, როგორ მსწავლობს... სიგარეტის ღერს ტუჩებს შორის იქცევს და ნაპასს არტყამს. კვამლს ფილტვებში რამდენიმე წამით იტოვებს, წინ იხედება და გარეთ თეთრ, გამჭირვალე ხაზად უშვებს. ისევ ჩემსკენ აბრუნევს სახეს, ისევ მსწავლობს -ანნა... -მომაწევინე რა...-სიტყვას ვაწყვეტინებ და ვაშტერდები. რამდენიმე წამი უხმოდ მიყურებს თვალებში. ვიცი, რომ ხვდება. მის თვალებში წარმოუდგენლად დიდ სიხარულს ვხედავ. უხმოდ ეწევა ტუჩის მარცხენა მხარე და ვხვდები რომ ღიმილს იკავებს. ტუჩებს გამალებით ვაჭერ ერთმანეთს, მის ღიმილზე მეც მეღიმება. როგორ მომნატრებია... თითებში მოქცეულ სიგარეტის ღერს, დინჯად მიაქანებს ტუჩებისკენ და მათში იქცევს. ჩემთვის თვალმოუშორევლად იწევა გვერდით და შარვლის უკანა ჯიბიდან სიგარეტის კოლოფს იღებს. მის თვალებს ვწყდები და ხელების მოძრაობას ვაყოლებ თვალს. რეზი ორი თითით კოლოფს ხსნის, მაგრამ ცარიელია.ისიც ჩემსავით კოლოფს დაჰყურებს მერე მხრებს იჩეჩს, ტუჩებში მოქცეულ სიგარეტს საჩვენებელი და შუა თითებით ეჭიდება და ისე მოაქვს ჩემს ტუჩებთან , რომ ნიკაპზე მისი თითების შეხებას ვგრძნობ. სიგარეტის ღერს ტუჩების შორის ვიქცევ და ნაპასის დარტყმას ვცდილობ, მაგრამ კვამლი ყელს მიწვავს და მაშინვე გარეთ ვუშვებ. რეზი ღიმილით მადევნებს თვალს და ჩემს აცრემლებულ თვალებს აკვირდება. -შემდეგ ჯერზე უფრო გაგიადვილდება. - მეუბნება და მიღიმის. უბრალოდ თავს ვუქნევ. როგორ მომნატრებია მისი მზერა, მზრუნველობა, ღიმილი... ისევ უხმოდ აგრძელებს მოწევას, მე კი ვმშვიდდები. სასაცილოა არა? უბრალოდ ყველაფერს ვივიწყებ და ვმშვიდდები... -გინდა? - ისევ მიწვდის სიგარეტის ღერს. -არა. ბოლო ნაპასს არტყამს, კიბის თავზე ნამწვს ასრისავს, კოლოფში აგდებს და ისევ ჯიბეში აბრუნებს. -გადმოხვალ ჩემთან საცხოვრებლად?- ღრმად ისენთქავს ჰაერს და სუნთქვა შეკრული ჩემს პასუხს ელის. გული მიძგერდება მთელი სისწრაფით, ასე მგონია ცოტაც და გამისკდება... -გადმოვალ! - ჩემი ხმის სიმტკიცე სრულად გადმოსცემს, ჩემი სურვილის სიძლიერეს. რეზი უხმოდ მაჩერდება თვალებში, არ ვიცი იქ რას პოულობს, მაგრამ მერე ხმამაღლა ეცინება, მის სიცილზე მეც ვიცინი. - ამის მერე შენ მოგიწევს ჩემთვის წიგნების წაკითხვა...-წელზე ხელს მხვევს და მეც მთელი ძალით ვეკვრები მკერდზე. დასასრული _________ ესეც დასასრული, ჩემო ტკბილებო. დიდი იმედი მაქვს რომ ისიამოვნეთ. იმედია ამდენ ხნიან ლოდინად ღირდა. სულმოუთქმელად ველი თქვენს შეფასებებს. მიყვარხართ და გემშვიდობებით შემდეგ ისტორიამდე. სიყვარულით, მარიამი. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.