მებაღე (ნაწილი 3)
3. რაც პატრონმა დადა შვილად გამოაცხადა, მის მერე მოეშვა თავის ძველ საქმიანობას, გახსენებაც კი აღარ უნდოდა, მაგრამ ყმაწვილი კაცის - ზეკის, გამოჩენა კი კვლავ ახსენებდა ძველ დროს... ზეკი კი ისევ ისე განაგრძობდა ქურდობასა და ყაჩაღობას, იღბლიანი იყო, ალბათ ამიტომაც ეს აგულიანებდა, ყოველთვის დაუძვრენია თავი რთული სიტუაციიდან. პატრონი ხშირად შეაპარებდა, რომ იქნებ ახალი ცხოვრება დაეწყო, უკან მოეტოვებინა წარსული, მაგრამ ზეკს გაგონებაც კი არ უნდოდა... ზეკმა თამამად შემოაბიჯა ოთახში დადას უთხრა ეს შენთვის არისო და მაგიდაზე პატარა ლამაზად მომინანქრებული ზარდახშა ისე მაგრად დადო, ლამის დაახეთქა, თან ნიშნის მოგებით პატრონს გახედა ..აი რა მოვიტანეო’’. პატრონს საშინლად არ ესიამოვნა, გაბრაზებული თვალები შეანათა, დადამ ზარდახშას შეხედა თუ არა ცხვირი აიბზუკა, მისთვის ძვირფასი ნივთი არაფერ ფასეულობას არ წარმოადგენდა, მხოლოდ ნივთების ფორმებითა და აგებულებით თუ დაინტერესდებოდა... ზეკი უსიამოდ აიწურა, ეგონა მიესალმებოდნენ მის საუცხოო საჩუქარს.. მათ კი... ერთმა გაბრაზებული სახით შეხედა, მეორემ კი ზურგი შეაქცია და ოთახიდანაც კი გავიდა... პატრონმა კარი ფრთხილად გამოხურა, ზეკს კი დაბალი ხმით, ისე რომ დადას არ გაეგო უსაყვედურა. ზეკმა ზარდახშა გახსნა ... ძვირფასი სამკაულებით იყო სავსე, ვითომ თავის ჭკუით შეახარბა პატრონს, რომელიც ამაზე უფრო გამწარდა, ძვირფასეულობა თავის დიდ ცხვირსახოცში გამოკრა და ზეკს დაუბრუნა, თან კატეგორიულად გააფრთხილა, რომ ნაპარავი ნივთები აღარასოდეს მიეტანა მის ოჯახში... ზეკი გაბუტული სახით წამოდგა, ზარდახშას გახედა, ვითომ ეს ხო მაინც დაიტოვეო, პატრონმა კი მიუგო, ამას მერე გაგატანო.. ზეკი ვერც კი მიხვდა რა იგულისხმა პატრონმა. გატრიალდა და გაბრაზებულმა კარი გაიჯახუნა... პატრონმა ზარდახშა დადას საყვარელი პატარა ვერცხლისფერ და ოქროსფერ ქაღალდში გახვეული შოკოლადის ბურთულებით აავსო და მაგიდის შუაგულში დადო და გარეთ ზეკს გაჰყვა.. იქნებ კიდევ აეხსნა რამე... დადამ კარის გაჯახუნების ხმა, რომ გაიგო, ჯერ ფრთხილად გამოაღო ოთახის კარი... დარწმუნდა, რომ ოთახში არავინ იყო და გამოვიდა... მზერა პირდაპირ ზარდახშაზე გადაიტანა... და როდესაც თავისი საყვარელი სასუსნავი აღმოაჩინა, მხიარულად გადაიკისკისა... დადასთვის სულ ცოტა, ძალიან ცოტა და მარტივი რამ იყო საჭირო, რომ მას ბედნიერად ეგრძნო თავი... პატრონმა კი ეს კარგად იცოდა, ყოველთვის საჭირო მომენტში, ზუსტად გათვლიდა, რა და როგორ უნდა გაეკეთებინა... სწორედაც მისი ჭკუის წყალობით იყო თავის დროზე ამხელა ქონება მოხვეჭილი, ისე რომ ერთხელაც არ გადაჰყრია ხიფათს. ყველაფერს პატრონი ხელმძღვანელობდა, თუმცა თავად ნაკლებად იღებდა მონაწილეობას, ძირითადად მოშორებით იდგა და ისე ადევნებდა თვალს, სისხლში ხელიც არასოდეს ჰქონდა გასვრილი, თუმცა ბრძანებებს კი იძლეოდა... ბოლოს დაიღალა, მობეზრდა ამდენი ხეტიალი... უკვე ბანაკსაც გამოუცხადა დავიშალოთო... ზოგი უარზე დადგა, ზოგიც დაიბნა... ბანაკი აირია... ბედად დადაც გამოჩნდა და პატრონს მიზეზი მიეცა ყველას და ყველაფერს გასცლოდა და თავისი გზით წასულიყო... პატრონი დადას სიხარულით ხარობდა და ბედნიერი იყო... LEX·2016 წლის 30 იანვარი, შაბათი |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.