მებაღე (ნაწილი 4)
4. დადას დეკორატიული ბაღის პროექტმა გაამართლა, ძალიან ლამაზი და ორიგინალური გამოვიდა, მებაღე მუყაითად შრომობდა, თითქმის ვერავინ ამჩნევდა, წესიერად ვერც კი ხედავდნენ, სულ თავისთვის ფუსფუსებდა და გულმოდგინედ უვლიდა ბაღს, სამაგიეროდ საკვები და ღამის გასათევის საზრუნავი უკვე აღარ ჰქონდა და ისიც სიკეთეს სიკეთითვე პასუხობდა. ნაადრევად მობერებული კაცი სულ წელში მოხრილი და დაჩოქილი უვლიდა და ეალერსებოდა ნარგავებს, არც არავის აწუხებდა, რასაც მიაწვდიდნენ ყველაფრის მადლიერი იყო. დადა ლამაზი ყვავილებით ხარობდა და პატრონიც შვილობილის სიხარულით კმაყოფილი იყო.. დილაობით დადა ჩამოუვლიდა თავის ბაღს, ყნოსავდა და სათითაოდ ნაზად ეფერებოდა თითოეულ ყვავილს, შემდეგ ერთს შეარჩევდა და იქვე მდგარ მსახურის პატარა ბიჭს გახედავდა, ბიჭიც მყისვე გამოიქცეოდა, პატარა გასაშლელ ჯიბის დანას გახსნიდა და ნაზად ისე რომ სხვა ყვავილები არ დაეზიანებინა მოუჭრიდა სასურველ ყვავილს. დადა ჩაისუნთქავდა ყვავილის სურნელს და ბედნიერი სახით ბიჭს ტკბილეულს ჩაუყრიდა ხელში... დადამ რამოდენიმეჯერ აუარ-ჩაურა ვარდების მწკრივს, შესაფერის ყვავილს ეძებდა, ბიჭიც შორიახლო დაჰყვებოდა, გაწეული შრომისთვის სასუსნავის მოლოდინში... ამჯერად დადამ ბევრად დიდი დრო მოანდომა, ბიჭსაც უკვე ევსებოდა მოთმინების ფიალა.. როგორც იქნა ერთ დიდ ლამაზად გაშლილ ვარდს დაადგა თვალი და ისე მოეწონა, ისე რომ უცებ ხელი წაატანა მოსაწყვეტად, ბიჭისთვის დაძახება აღარც გახსნებია.. დადამ შეჰკივლა, ვარდის სქელ ტოტს დიდი ეკლები ჰქონდა, დადას თითიდან თქრიალით წამოსული სისხლი წამებში უკვე ხელის გულზე დაგროვდა. იქვე ყველასთვის შეუმჩნევლად ჩამუხლული მებაღე წამოხტა დადას ხელი სტაცა მტკივანი თითი პირში იტაკა სისხლი მოუწოვა, რომ შეეჩერებინა. დადა კი ვერ მიუხვდა რა უნდოდა ამ გაბურძგნულ მოულოდნელად თითქოს მიწიდან ამომძვრალ კაცს, შიშისაგან შეჰკივლა, ხელი გამოგლიჯა და სახეში სილა გააწნა... ზეკმა ეს ყველაფერი შორიდან დაინახა, თუმცა არ იცოდა რატომ შეჰკივლა დადამ, ეგონა თუ მებაღემ რაიმე დაუშავა, სირბილით გიჟივით გამოქანდა, სახრეს წამოავლო ხელი და პირდაპირ მებაღეს სახეზე დააწნა. გახეთქილი სახიდან მებაღეს სისხლი თქრიალით გადმოსკდა, ძირს დავარდა ზეკი ზევიდან შედგა და კიდევ მოუქნია ორჯერ ძლიერად ჩასცხო, მაგრამ ხელის მესამე მოქნევაზე დადა საშინელი კივილით წინ გადაეფარა, ზეკს ხელი ჰაერში გაუშეშდა. დადა მებაღეს ზედ დაემხო გულისწამღებად ღნაოდა და ტიროდა, მებაღის სისხლიან სახეზე თავის ცხვირსახოცს აფენდა... ასეთი დადა არავის უნახავს, ყველა შეშფოთდა, ვერაფრით აწყნარებდნენ... ბოლოს ნემსმა იმოქმედა და მოგვიანებით, როგორც იქნა დამშვიდდა.. პატრონმა მებაღესაც მოუყვანა ექიმი, ჭრილობა დაუმუშავეს სახეზე ნაკერები დაადეს.. სანამ კარგად არ მოუშუშდებოდა, მანამდე მუშაობა კატეგორიულად აეკრძალა, მებაღეს გაეღიმა, არაუშავს მაინც შევძლებო, ხელები ხომ არ მაქვს დაზიანებულიო, მაგრამ პატრონმა სასტიკად გააფრთხილა, ეგღა მაკლია ვინმე ვალაპარაკო ავადმყოფ კაცს მუშაობას აიძულებსო. მებაღესაც სხვა რა გზა ჰქონდა დაემორჩილა... დადა კი კვლავ რამოდენიმე დღით გადაერთო თავის სამყაროში, არც არაფერი ახარებდა, ვერც ვერავის ამჩნევდა და არც არაფერი უნდოდა. საწოლზეც კი არ წვებოდა წესიერად, ნახევრად მჯდომარე ბალიშებზე მისვენებული თითქმის უსიცოცხლოდ, მკლავზე მიერთებული წვეთოვნის სისტემით უაზროდ შეჰყურებდა ერთ წერტილს... LEX·2016 წლის 30 იანვარი, შაბათი |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.