გთხოვ არ წახვიდე, უშენოდ ვერ ვიცოცხლებ (თავი10)
-დილით საშინელ ხასიათზე გავიღვიძე. არ მინდოდა სკოლაში წასვლა და შოთას ნახვა. ან რომ მენახა რა უნდა მეთქვა? ისიც არ ვიცი მიყვარს თუ არა. ჩემ თავზე ძალიან ვბრაზდები. ჩემი შიში ხომ მისი ბრალი არაა? მან არც კი იცის რა ხდება ჩემს თავს. ასე არასოდეს მოვქცეულვარ. ავიღე მობილური და სიმღერის მოსმენა დავაპირე, როდესაც შოთიკოს სმს შევნიშნე. დილამშვიდობისა მელანო,,, ცუდად გავხდი ამ მესჯის წაკითხვის შემდეგ. ის როგორი საყვარელია, მე კი ასე საშინლად ვექცევი. ერთი საათი ვუყურებდი მესიჯს და არ ვიცოდი რა უნდა მიმეწერა, არც არაფერი. სკოლისთვის გავემზადე, მერე თამუს დავუძახე და ერთად წავედით. -მელანო, ხო მართლა გუშინ რა მოხდა? -გთხოვ მაგაზე საუბარი არ მინდა კარგი? -მოიცა მე რას მიმალავ? მიდი თქვი. -არ მინდათქო და ვსიო რა. (მივხვდი რომ ძალიან ხმამაღლა ვუყვირე). მაპატიე თამუ გთხოვ. გუშინს მერე საშინლად ვარ. ყველაფერი მტკივა. საშინლად ვგრძნობ თავს. ყველას ყველაფერს ვაბრალი. (უეცრად ტირილი დავიწყე) -კარგი რა ნუ ტირი გთხოვ. მომიყევი რა მოხდა. -რასაც ვფიქრობდი ის მოხდა. -ანუ სიყვარული აგიხსნა? -ხო ამიხსნა თამუ ამიხსნა. -მოიცა მერე მაგიტო ტირი? წესიერად მომიყევი რაც მოხდა. მიდი და ნუ ტირი აღარ შემიძლია. -ამიხსნა სიყვარული, მერე უბრალოდ ხელის გადახვევა უნდოდა მეკი ის გამახსენდა. საშინლად გავბრაზდი, ტირილი დავიწყე. ვუყვიროდი. გადაირია რა მოხდაო. არაფერი ვუთხარი. სახლში მიმიყვანა, მაგრამ იკასთვისაც არაფერი მითქვამს. გადაირივნენ. ვერ გაიგეს რა მჭირდა. შოთაც უბრალოდ გამოვლანძღე. სულელი ვარ. ადამიანი ტყუილუბრალოდ დავადანაშაულე. დღეს დილით მომწერა მაპატიე თუ მე რამე გაწყენინეო. უნდა გაიგოს რა მჭირს, მეკი არ შემიძლია არაფრის თქმა. -შენ რა საერთოდ გაგიჟდი გოგო? ვხვდებოდი რომ შოთიკოს მოსწონდი, მაგრამ თუ უყვარდი არ მეგონა. მართლა აპირებ რომ წარსულში მიღებული გულისტკივლის გამო დაკარგგო ადამიანი, რომელსაც ასე ძალიან უყვარხარ და თან შენი თავიც დაიტანჯო? -მოიცა აბა ავდგე და ყველაფერი ვუამბო? -ხო. მაგას რად უნდა კითხვა? აბა იყავი ორი წლის ბავშვივით გაჩუმებული და შენ ცალკე დაიტანჯე და შოთიკო ტანჯე კიდე. -არ შემიძლია. მერე ირაკლიც გაიგებსრის გამო ვიყავი ასე და ერთი ამბავი ატყდება. ვინ იყო? რასქვია დაგშორდა და გული გატკინა და ასე შემდეგ, ხომ იცი ირაკლი როგორიცაა? -კი მელანო ვიცი და ისიც ვიცი რომ შოთიკო ძალიან გიყვარს და მასაც უყვარხარ, ამიტომ უთხარი ყველაფერი. -მოიცა შენ მე რომ მეუბნები ასე და ისეო, შენც რომ მოგწონს ლევანი რატომ არ ამხელ? -მე ვუთხრა მიყვარხართქო? ხელიც ხომ არ ვთხოვო და სერენადა ვუმღერო? (თან გაეცინა, მაგრამ მალევე სერიოზული სახე მიიღო.) ეხლა შენზეა საუბარი მელ და არა ჩემზე. ხომ იცი მიყვარხარ და შენთვის ყველაფერი კარგი მინდა? წამოდი ეხლა თორე დაგვაგვიანდა სკოლაში. -თამუ რაღაც არ შემიძლია და სახლ...(სწორდ ამ დროს დავინახე როგორ გაჩერდა შოთიკოს მანქანა სკოლის ჭიშკართან და სიტყვა ვეღარ დავასრულე.) -კარგი წადი, ეგრე ჯობია და იფიქრე იმაზე რაც გითხარი. საღამოს მოვალ და ვილაპარაკოდ. -კარგი და მასწავლებელს უთხარი რომ.... -ხო ვიცი ნუ გეშინია. ვეტყვი რომ ცუდად ხარ. გკვეთილებსაც გეტყვი საღამოს. აბა კარგად. -(როდესაც სკოლის ეზოდან გამოვედი შოთიკო მანქანიდან გადმოვიდა და) -მელანო როგორ ხარ? -(მისთვის არაფერი მითქვამს, ისე თბილად მომმართა ცრემლებს ძლივს ვიკავებდი და გზა განვაგრძე.) -მელანო სად მიდიხარ? რა ხდება?... თამუნა ერთი წამით დამელოდე. როგორ ხარ? -კარგად შოთიკო შენ როგორ ხარ? -არამიშავს. მელანოს რა სჭირს? ხმაც არ გაუცია, ან საერთოდ სად წავიდა? -რავიცი ისეთი არაფერი. ცოტა შეუძლოდ იყო და სახლში წასვლა გადაწყვიტა. -დარწმუნებული ხარ რომ სერიოზული არაფერი სჭირს? -კი. რა უნდა სჭირდეს? -დავიჯერო გუშინდელი ამბები არ მოგიყვა? თქვენ ხომ დაჯალები ხართ?... მეუბნები კარგად არისო მაშინ, როდესაც დავინახე რომ ტიროდა. -ჩემზე უკეთ იცი როგორაა, მე რას მეკითხები? მაპატიე შოთიკო, მაგრამ მე ვერაფერს გეტყვი. მელანო ჩემი მეგობარია, მაგრამ მე მის პირად საქმეში ვერ ჩავერევი. სჯობს თავად ჰკითხო ყველაფერი.. -საერთოდ არ მელაპარაკება და არაფერს მიყვება. -დღეს მოგიყვება...(ვაიმე ეს რა ვთქვი მომკლავს მელანო) -რა თქვი თამუნა? -არაფერი კაი აბა შენ იცი. წავედი მე ზარი დაირეკა. (შოთიკოს გაოცებული სახე დარჩა.) სახლში საშინელ ხასიათზე დავბრუნდი. მინდოდა რაც შეიძლება მეტი მეტირა და ყოველივე გულზე მომშვებოდა, თან სიმღერა ჩავრთე და დავიწყე შოთიკოზე ფიქრი, მაგრამ ვინ გაცდის. უცებ ტელეფონი აწკრიალდა. -მელანო როგორ ხარ? სად წადი? ხმა რატომ არ გამეცი? -შოთიკო? ღმერთო ჩემო რა ვუპასუხო? არ შემიძლია მისი მოტყუება, მაგრამ არ მყოფნის ძალა იმის, რომ ყველაფერი ვუამბო... არამიშავს შოთიკო შენ როგორ ხარ? -მეც არამიშავს. დღეს სად წადი ან რატომ ტიროდი? -ვტიროდი? რა სისულელეა, უბრალოდ შეუძლოდ ვიყავი და წავედი. ბოდიში რომ პასუხი არ გაგეცი. -კარგი არაუშავს. თამუნამ მითხრა შეუძლოდ იყო და სახლში წავიდაო. გუშინდელისთვის ბოდიში მინდა მოგიხადო და თუ წინააღმდეგი არ იქნები დღეს საღამოს შევხვდეთ და იქნებ მომიყვე რა ხდება. -(ღმერთო ჩემო რა ვქნა? როგორ მინდა გული გადავუშალო და ყველაფერი ვუთხრა, მაგრამ მეშინია, რომ მანაც მიმატოვოს. არვიცი რატომ მაგრა...) რავიცი მგონი მეცლება. რომელზე შევხვდეთ? -შვიდი საათისთვის მზად იყავი და მანქანით მოვალ. გავისეირნოთ და მომიყევი. -კარგი აბა საღამომდე. ნელ-ნელა ვხვდები, რომ შოთიკო ჩემს გულში დიდ ადგილს იკავებს. მინდა რომ ყოველთვის ერთად ვიყოთ. ერთხელ მაინც ვიყო ბედნიერი და მგონია, რომ ასე იქნება, მაგრამ მეშინია, ისიც არ წავიდეს... ამ ფიქრებში დრო მალე გავიდა, ისე რომ ვერც კი შევამჩნიეისე გახდა 6 საათი. გამახსენდა რომ შოთიკო ერთ საათში უნდა მოსულიყო და ,,დამბურძგლა" იმის გააზრებამ, რომ მისთვის ყველაფერი უნდა მომეყოლა. მაგრამ უკვე გვიანია. შემპირდი და უნდა ვუთხრა,,, გავედი ჩემს ოთახში და მომზადება დავიწყე. ესეც ხალი თავი იმედი მაქვს მოგეწონათ. ველი კომენტარებს <3 |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.