შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ყველა გოგო ვიღაცის დედოფალია.-დილა როგორც ასეთი... (10)


2-02-2017, 22:03
ავტორი DevilGirl
ნანახია 2 540

"და მაინც....რა მწარეა ხანდახან სიმართლე!"
თავი 10
-ოოო შეიძლება სულ ძირს ვეგდო?!
-აბა გოგო, რა ბედი გაქვს ეს არა?
-ეხლა გამასწარი აქედან ალექსანდრე სანამ მაღაზიამდე მეთვითონ არ მიგაცილე!
-ეგ როგორ?-თან იცმევდა თან მეკითხებოდა.
-გამოგეკიდები ჩემო საყვარელო ქმარო! ეხლა კიდე დროზე მაღაზიაში!
-ოოოოო ვინ არის ეს უჟმური არსება რა! -აბუზღუნდა დევი.
-გამარჯობა შენი! მომიყვანე ცოლად და ეხლა აღარ მოგწონვარ ხო?!-ღმერთო ჩემო როგორ შემიძლია ვიყო ასეთი მსახიობი და სანდროს სახის ყურებაზე არ გამეცინოს ან დიდი დიდი ხელში არ ჩავადნე. ეხლა მე ამის ცოლი კი არ უნდა ვიყო ჰოლივუდში უნდა ვიჯდე სკამში ან სადმე ჯანდაბაში და ყავას ვწრუპავდე! ჩაბაჯბაჯდა ძლივს დათვი და დავრჩი მეც მარტო. ისევ ლოგინში ვაპირებდი ჩახტომას და ავხტი და ლოგინზე დავარდები თქო ვფიქრობდი, რომ ტელეფონზე ზარი გაისმა , დამავიწყდა , რომ ლოგინზე გადახტომისთვის ვემზადებოდი უცბად გავსწორდი კარადის სახელურზე საღამური გამომედო და მთელი ძალით ისევ იატაკზე დავეგდე! არა კაცო ამ იატაკს მივხვდი ,რომ ვუყვარვარ და აფანატებს ჩემზე ბევრი სხვა საგნებისავით, მაგრამ ეს ზედმეტია კაცო! ახლა კიდევ ტელეფონი ავიღე ხელიდან გამისრიალდა და ზედ დამეცა საშინლად მწარედ! აუ არა ვამბობ მე რაღაცას მიჩალიჩებენ ეს ვითომ უსულო საგნები.
-ჯოჯოხეთში დაგელოდებით.-ვუთხარი იატაკს და ტელეფონს თან მკვლელი მზერა მოვავლე და, რომ გამახსენდა ტელეფონს და იატაკს ვემუქრები თქო სიცილი ამიტყდა. კარებთან მივედი კისკისით დავიწყებ სახლის დალაგებას ბარემ და პირველი იატაკს მოვწმენდ თქო და მაგ დროს გამოაღო სანდრომაც კარები და ისე მომხვდა ტვინის თუ არა ცხვირის შერყევა მაინც მქონდა გარანტირებული. კიდევ კარგი ტვინი გადარჩა თორემ კიდევ ეგ უნდოდა მაგას?!
-ვაიმე!-რომ დაინახა სანდრომ კარი მომხვდა არ გაუშვა ამ პარკებს კაცო ხელი! ხოდა ჩემსკენ წამოსვლად აპირებდა სველ იატაკზე ფეხი , რომ აუცურდა და მეც თან გადამიყოლა იმხელაზე შევკივლე კინაღამ გული წამივიდა და ინსტიქტურად წამოვიძახე:
-რა გაღრიალებს გოგო!-აუფ მე მართლა საგიჟეთში უნდა წამიყვანოს სანდრომ. დროა.
სანდროს დავხედე რომელმაც ტკივილისგან სახე დამანჭა. ვაიმე საწყალი...
-დროზე! დროზე! ადექი! ძაან გტკივა?-დავფეთდი მე-მოიცა არ ადგე! ადექი! არ ადგე! ადექი!
-ვუყვარვარ არ ვუყვარვარის თამაში მერე ითამაშე ეხლა ადგომაში დამეხმარე რა!
-თუ არ გაჩუმდები იცოდე მანდ დაგტოვებ ალექსანდრე!
-ეს ალექსანდრე რა იცი ხოლმე რაა!-გამაჯავრა და წამოდგომა ცადა და წამოდგა კიდეც , ისე კია ამ სიმაღლე კაცი ვახტანგ გორგასალივით ისიც ამხელა ყოფილა თურმე, აუ რაებზე ვფიქრობ მომიკვდა ქმარი! რანაირი ცოლი ვარ ეხლა მეე?!
-მგონი სამუდამოდ დამაინვალიდე, დღეს სამსახურში რაღაც არ მიმიწევს გული.
-გული არც მე მიმიწევს ჩემო ქმარუკავ, მაგრამ მეც ვბრუნდები დღეს ჩემს სამფლობელოში. - უი ბავშვებო მე თქვენთვის ჩემს შესახებ ბავშვობის მწარე ისტორიის გარდა უამრავი რამე არ მომიყოლია მე გამიხმა ეს ლამაზი თავი! მე მთავარი პედიატრი ვარ და ძალიან კარგად ვართმევ თავს. ძალიან ბევრი ვისწავლე და ყველაფერს ჩემით მივაღწიე რითაც ვამაყობ. ჩემი ოჯახის წევრები ამბობენ ვამაყობთ შენითო, მაგრამ არ მაინტერესებს ამაყობენ თუ არა. ისედაც ვაპირებდი მათგან წამოსვლას და ჩემთვის სადმე პატარა ბინაში ცხოვრებას ხოდა კარგ დროს გამოჩნდა ალექსანდრეც...
-უი ეგ არ მიკითხავს სად მუშაობ?
-ექიმი ვარ.
-რისი?
-ექიმი რა, ნუ მთავარი პედიატრი ვარ რა!
-ბავშვები გიყვარს ანუ?
-ვაბოდებ! მარიამის შვილს ველოდები ეხლა და ხელიდან ვეღარც გამომგლეჯენ.
-აცადე გოგო ჯერ მაგას და თორნიკეს და მოიხოდებიან.
-არ მოიხოდებიან და მაგათი აჯობებს თუ მოვუწყვე აჯანყება მერე ნახავენ!
-ვახ! შენ წინა ცხოვრებაში ვინ იყავი? მეფე?
-ჭკუა იხმარე სანდრო, მეფეობაღა მეკლდა რაა! მე მაკედონელის ბაბუის, ქვისლის, დედის, შვილის, მამის, დიდი ბებიის, მეგობრის დედის დაქალის შვილიშვილი ვიყავი! სხვათაშორის მე და კლეოპატრა კურსელები ვიყავით. უი ხო ვანგასაც ვიცნობ, აი მკვდარი , რომ არ იყოს გაგაცნობდი.
-ცანცარა ხარ რა!-გაიცინა და თავის თბილ გულში ჩამიკრა.

აბა ბავშვებო პატარაა ისევ, მაგრამ სამაგიეროდ ეხლა ყოველდღე ვდო და დიდები არ გამომდის და რა ვქნაააა. მაგრამ გპირდებით ხვალ დიდ თავს ვდებ...ფურორი უნდა მოვახდინო, ფუუუროოოორიიიიიიი.......სანდრო უნდა გავაბრაზო საშინლად და საკუთარი თავები მოამზადეთ შემდეგი თავისთვის ჩემო კარგებოოო <3



№1  offline წევრი LSD

Sandroomargamibrazoo shen :D dzaan gamaxaree am tavit ❤️❤️Bevri vicine dzaan :D dzaan momwons es ori da ravknaa ❤️❤️ Sakvarlebi arian ertad ardaashoroo icodee ❤️❤️ Mokled es tavii ikoo dzaan shokii ❤️❤️ Geli chemo shokoladoo aba shenicii ❤️❤️

 


№2  offline წევრი isterichka123

vaime esgogo ra fetxumia kaia gagrdzele

 


№3  offline წევრი DevilGirl

LSD
Sandroomargamibrazoo shen :D dzaan gamaxaree am tavit ❤️❤️Bevri vicine dzaan :D dzaan momwons es ori da ravknaa ❤️❤️ Sakvarlebi arian ertad ardaashoroo icodee ❤️❤️ Mokled es tavii ikoo dzaan shokii ❤️❤️ Geli chemo shokoladoo aba shenicii ❤️❤️

ჩემო სიხარულო <3
საუკეთესო ხარ შენ <3

isterichka123
vaime esgogo ra fetxumia kaia gagrdzele

სანდროსთან სულ იბნევა და რა ქნას :D :D :D

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent