ყველა გოგო ვიღაცის დედოფალია. (11)
"ვინ დათვლის ღამე რამდენ ცრემლს, ტკივილს, მოლოდინსა თუ იმედგაცრუებას ინახავს" თავი 11 ვჭამეთ მე და სანდრომ, შემდეგ დევი ოთახში შევიდა დევურად ჩაიცვა და... კაი ხო ვის ვატყუებ დევურად კი არა ყბა გამეწელა ნიკოფსიიდან დარუბანდამდე ისეთი სიმპათიური იყო. უხ რა ბიჭია, რა ბიჭი! რა ტუჩები აქვს! ისეთი დიდი, ფუმფულა და თბილიაა...ოხ ნინი ხომ გითხარი ერთხელ ქიხია თქო! ვახ! რაც არ მინდა არ მესმის! კაი ეშმაკი ვინმე ვარ მეც. -ნინიიი.-გაფართოებული თვალებით მეძახის სანდრო. -ჰაა, რა იყო ვეღარც ჩავფიქრებულვარ რაა!-ვთქვი და თვალების გაშტერებისგან მიღებული ცრემლები მოვიწმინდე, თავი ალისა მეგონა, საოცრებათა ქვეყანაში, რომ ცხარე ცრემლებით ტიროდა.-რა გინდოდა? -დღეს ჩემი თანამშრომელის დაბადების დღეა და მთხოვა ცოლთან ერთად მოდიო და წავიდეთ . -ისა..ხო კაი. -ჯერ კიდევ ჩაფიქრებულმა ვუთხარი. მაკოცა და წავიდა მე კი ახლა მომინდა ჩაფიქრება ეხლა მეც ბრძენი კინა ლოკო არ ვიყო რა! მოსაღამოვდა და გამახსენდა , რომ სანდროს არ უთქვამს როდის მოვიდოდა და ხომ უნდა მცოდნოდა როდისთვის ვყოფილიყავი მზად აბა ვანგა კი არ ვარ! -თან ვღიღინებდი თან კონტაქტებში "ჩემი ქმარუკას" ს ვეძებდი. ესეც ასე ვიპოვნეე, ურააა! შუქი მოვიდაა!-აი ხომ ვამბობ მაკლია თქო! უხ რას გავერთობი იმ წვეულებაზეეე! -სანდრო.-ალბათ გიკვირთ რატომ არ ეძახის ტიპიურად "სანნ"-სო, მაგრამ მეზიზღება ასეთი ზედმეტ სახელები , აი რა უბედურებაა "სააან" მარტო დაპრუწულტუჩება სვეცკები თუ იტყვიან ასე. -ჰო. -რო დაადე თავი და გაიქეცი დილით არ უნდა გეთქვა რომელზე მოხვალ სახლში? -9ისკენ მოვალ და წავალთ. -რა ამბავია 9 საათი. -რა ვქნა ეხლა 9ზე იწყება და ხო არ გადავადებინებ. -ნუ ჯუჯღუნებ გეყო ეხლა! გელოდები 8ის ნახევარია უკვე. -მიდი. ტელევიზორთან დავსკუპდი და ამხელა გოგო მულტფილმა ისე გამიტაცა 9ის ნახევარი როდის მოვიდა ვერც მივხვდი. აი ხომ ვამბობდი ზოოტოპია წლის ყველაზე მაგარი მულტფილმი ვერ იქნება თქო და მართალიც ავღმოჩნდი. სოციალურ ქსელში ვაპირებდი შესვლას ტელეფონით საათისკენ , რომ გამეპარა თვალი და მოყუდებული წვენი იმხელაზე გადმოვაფურთხე ჯონი დეპს კი მიწვდებოდა სადაცაა იქ. -ვაააიმეეეე! როგორ ვერ გავიგე დროის გასვლა!-ვბუზღუნებდი თან სირბილით მივქროდი ოთახში. - ფერადი კაბა მეცვა მე ხომ ფერადი გოგო ვარ, აი ძალიან, ძალიან ლამაზი კაბა მაცვიაააა. მხრებზე ამოჭრილია და მიჩანს ისე ლამაზად ლავიწები , რომ სანდროს გ ა ვ ა გ ი ჟ ე ბ ! ! ! კაბა მოკლეა მაგრამ არც ისე,მკერდთან ამოღებულია და ისედაც ლამაზი მკერდი კიდევ უფრო ლამაზად ჩანს, ფეხზე შავი მაღლები საიდანაც შავ პედიკურიანი ფეხის თითები მიჩანდა, შემდეგ, შავი კლაჩი, მუქი, მუქი შინდისფერი პომადა, ისევ და ისევ შავი წენი, ტუში, პუდრს და ტონალურს არ ვხმარობ ისეთი ფერის ვარ შოკოლადს ვგავარ. მუდამ გარუჯული ვარ ზამთარს თუ ზაფხულს ასეთი ფერი მაქვს რა! ხოდა სარკეში , რომ ჩავიხედე მივხვდი, ნუ კიდევ ერთხელ, რომ უფრო შემიყვარდა ჩემი თავი. ეს რა ლამაზი ვინმე ვარ რა! აი სარკეში ვიყურებოდი და ვერ ვცნობდი ის ანგელოზი ვინ იყო სარკიდან ასე თავმომწონედ , რომ მიყურებდა...ასე ამაყად... დავჯექი ოთახში ასე გამოპრანჭული და დაველოდე ქმარს ტელეფონზე ზარი, რომ გაისმა: -ხო.-დევი იყო. -ნინი მე ვერ მოვასწრებ მოსვლას გავალ და შენ კიდევ გიორგი(მძღოლი) მოგაკითხავს -კაი. ამოვიოხრე და გავუთიშე არადა მინდოდა მისი რეაქცია მენახა... ცოტახანში ტელეფონზე დამირეკეს უცხო ნომერი იყო: -გისმენთ. - ნინი გიორგი ვარ. მოვედი უკვე. -კარგი, მოვდივარ გიორგი. -ახალგაზრდა ბიჭი იყო გიორგი, ახალგაზრდა და ძალიან კარგი. ფული ბევრი აქვს მის ოჯახს უბრალოდ გიორგის საკუთარი ფული უნდოდა სანამ ოჯახის ბიზნესში ჩაერთვებოდა. -ქვემოთ ჩავედი და გიორგის მანქანისკენ წავედი. -პროვეტ გიო. -პრივეტ ნინ. რამდენჯერმე წავუყვანივარ გიორგის დანიშნულების ადგილზე და კარგად ვიცნობდი საკმაოდ უკვე. -გააგიჟებ სანდროს. -ნუ ვეცდები მაინც.-გავუღიმე გიორგის. -რა ხდება აბა შენსკენ ახალი? -როგორც ზემოთ ახსენე სანდროს ვაგიჟებ და ვარ რა, შენსკენ? -მე ჩემ შეყვარებულს ვაგიჟებ და ვაწამებ. -საწყალი ელე...აუ გიო ხვალ შენ და ელემ გამოგვიარეთ მე და სანდროს არ გინდა? თორნიკე და მარიამოც მოდიან ჩვენთან . -კი ვეტყვი ელეს , ვეწუწუნები და წამოვიყვან.-დანიშნულების ადგილზეც მივედით. -აბა კარგად ნინ. გააგიჟე შენი დევი ქმარუკა და გადარიე , ისე 6 წელშიც არ დაგშორდება შენ თუ ასე გამოიპრანჭები ხოლმე..-მის ნათქვამზე გადავიკისკისე: -ოხ გიო, გიო! კაი წავედი მე სანამ დამირეკა და დამშხამა თავისი გესლით სანდრომ და ხვალ 7ისკენ გელოდებით. -კარგი. გადავედი და რესტორანში შევედი. წამში ყველას თვალი ჩემსკენ იყო გვერდზე მაგიდიდან ბიჭმა იმდენ ხანს მიყურა ტანზე სკამიდან გადმოვარდა. ხოდა ეგრე !!! სანდროს დავუწყე ძებნა და აი ისიც. უი თორნიკეს და მარიამს აქ რა უნდათ? მაგრამ თორნიკე და სანდრო ერთად მუშაობენ და თორნიკე კიდე რასაკვირველია მარიამს დაპატიჟებდა. სანდრო თორნიკესთან და მარიამთან ლაპარაკში ისე იყო გართული ვერც შემამჩნია, მაგრამ , რომ დაინახა ყველა მის უკან იყურებოდა გამოიხედა თვითონაც და თვალები შუბლზე აუვიდა, მივედი და გვერდით მივუჯექი. თვალებში მიყურებდა მეც ყურებამდე გაღიმებული ვუყურებდი, ლოყა ლამაზად დამეჩუტა და ამაზე სანდრო გიჟდებოდა. მიყურა თვითონაც თვალებში შეუსვენებლივ, აი ესე იჯდა და თვალებს ჯიუტად არ მაშორებდა მეც არ ვაშორებდი და ვუყურებდი იმ თვალებს ასე ძლიერ, რომ მიყვარდა. ყველა ჩვენ გველოდებოდა, რომ ერთ სიტყვას მაინც ვიტყოდით, მაგრამ არანაირი ზედმეტი სიტყვები უბრალოდ ვუყურებდი თვალებში და იქ ისეთ რაღაცას ვხედავდი რაც ჩემთვის ყველაზე დიდი ბედნიერება და ყველაზე დიდი საოცრება იყო:სიამაყე, სიხარული, ბედნიერება და...და სიყვარული...ან მე მომეჩვენა ასე...მაშინ მეგონა, რომ მომეჩვენა. ხელი მომხვია და გულში ჩამიკრა. -ჩემი დედოფალი ხარ შენ.-ძალიან ჩუმად მხოლოდ ჩემთვის გასაგებად წარმოთქვა ეს სიტყვები. ნეტავ იცოდეს , რომ ვგიჟდები მასზე და მის გარეშე ვერ ვიცოცხლებ , ნეტავ იცოდეს რას ვგრძნობ. ყველა გამაცნო სანდრომ, მაგრამ ახლა ჩემს ყურში არავის სახელი არ შედიოდა მხოლოდ შედიოდა სანდროს თბილი სიტყვები , რომლებსაც მეჩურჩულებოდა. მის გულზე მაგრად ვიყავი მიკრული და მივხვდი, რომ სანდროს გულის ცემაზე კარგი მუსიკა ჯერ არ გამოუგონებიათ...და ვერც გამოიგონებენ...ეს ბიჭი ჩემს სამყაროს ძირფესვიანად ცვლის...უბრალოდ მაბედნიერებს და მე ის უბრალოდ სიცოცხლეს მირჩევნია. ძალიან ძვირფასი გახდა ჩემთვის სანდრო... ასე ვიჯექით, ხელი ქონდა ჩაკიდებული ჩემთვის, სახესთან ახლოს ქონდა მიტანილი მკოცნიდა და სახეზე ისმევდა ჩემს ხელს , რომელზეც თავს საქორწინო ბეჭედი იწონებდა. ტუჩებშიც მაკოცა რამდენჯერმე და ბოლოს გასაგიჟებელი კოცნა ყელში...ხალხმა , რომ დაინახა ჩემ ხელზე საქორწინო ბეჭედი და თან სანდრო რომელიც მთელი გულით მიკრავდა მის გულისცემააჩქარებულ სხეულზე რაც გონს მაკარგვინებდა. და ბოლოს..ისევ ეს გასაგიჟებელი კოცნა ყელში.... აბა რას იტყვით? შეფასებებს ველოდები. იმედია მოგწონთ . ამ თავზე ბევრი ვიწვალე, შემდეგ თავში გადავწყვიტე ამათი ჩხუბი ეს თავი დამენანა რადგან გადავწყვიტე თქვენც დამესვენებინეთ ზედმეტი დრამებისგან და მეც დამესვენებინა საკუთარი თავი სასიამოვნო თავის დაწერით. მიყვარხართ ჩემო შოკოლადებო <3 ძალიან მიყვარხართ <3 |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.