მთვარის დღესასწაული-3
მაშინვე მხრებში გავიშალე და საზურგეს მივეყრდენი.ისევ ინტერესით მოვავლე თვალი გარემოს,ყველაფერი ისე იყო შექმნილი და მოწესრიგებული,რომ ახალგაზრდებს აქ თავი კომფორტულად და ლაღად ეგრძნოთ. -ოღონდ ეს არა- ბრაზით ჩავიდუდღუნე და სუფრის ბოლოს დავუწყე წვალება.ჩვენსკენ ჩემი ძმის მსუქანი და წითული კლასელი ბორა მოდიოდა ოჯახთან ერთად,ჯერ კიდევ 15 ნაბიჯი აშორებდათ ჩვენს მაგიდას მაგრამ ისე იკრიჭებოდნენ მთელი შემადგენლობით,რომ იმის წარმოდგენამაც თუ რა მიზანი ამოძრავებდათ ლამის გული ამირია. დედამ და მამამ თავანზიანად მიიღეს,მეც,რა ძალა იყო.ათას სულელურ ყოველდღიურობაზე ისაუბრეს,მე არ ჩავერთე,მხოლოდ ვიღიმოდი.ჩემი გონება და გული მხოლოდ ფადის დასტრიალებდა,როგორც კი დავინახავდი,რომ ვინმე გოგონა მიუახლოვდებოდა მაშინვე ემოციური კანკალი მეწყებოდა შინაგანად სიბრაზისაგან.არც იმდენი გამბედაობა მეყო,რომ მივსულიყავი და გამეცნო,არ შემეძლო. ბეჭებში ფართოდ გაშლილს შარვლის ჯიბეებში ჩაეწყო ხელები,ერთ ღილზე შეკრული კოსტუმი ლამაზად გადაფენოდა მაჯებზე,მოსაუბრეს სერიოზული სახით უსმენდა,თვალს არ აცილებდა და შიგადაშიგ თავს მსუბუქად უკრავდა.მხოლოდ ამდენ ხალხში მე ამოვიკითხე მის თვალებში და სახეზე,რომ მხოლოდ თავაზიანობა აკავებდა ამ კაცთან და ზრდილობისათვის უსმენდა.მისი ყოველი მიმიკა,მანერა თუ მოქმედება ჩემთვის ლექსიკონივით იყო.შემეძლო მეთარგმნა ზუსტად ის ,რა მნიშნველობასაც ატარებდა სინამდვილეში.მხოლოდ,როცა მე მეხებოდა საქმე აი მაშინ ვერ ვხვდებიდი და ვერ ვთარგმნიდი ვერაფერს,საერთოდ ვერაფერს. -იცი ესთერ ჩემმა ბიჭმა წინა კვირაში დოღში გაიმარჯვა- თავმომწონედ გაიჯგიმა მხრებში ბორას დედა დედაჩემის წინაშე და ირიბად გამომხედა,ალბათ ჩემზე შთაბეჭდილების მოხდენა სურდა.მე კიდე წარმოვიდგინე გონებაში ოფლად დაღვრილი და გასავათებული ცხენი როგორ მოარბენინებს ცომივით გაფუებულ და აქოშინებულ ,ლოყებაბრაწულ ბორას ფინიშისკენ და სიცილი წამსკდა.იმ წამსვე ვინანე,ხუთი მრისხანე წყვილი თვალი სასიკვდილოდ მბურღავდა. - წარმოვიდგინე,როგორი ბედნიერები და გახარებულები იყავით იმ მომენტში და მეც გამეღიმა- რაღაც სისულელე მოვხლართე. ამათი ატანა მეტი აღარ შემეძლო,ბოდიში მოვიხადე და წასასვლელად საპირფარეშო მოვიმიზეზე,თან მსურდა ფადის ახლოს გამევლო,რომ შევემჩნიე.თუმცა უშედეგოდ,წამითაც არ გამოუხედავს მთელი საღამო ჩემსკენ. შემდეგ კი ყველაზე უცნაური რამ მოხდა.ყველა გოგონა შეგვკრიბეს ერთ დიდ ოთახში და გვიბრძანებს მწკრივში ჩავმდგარიყავით.გაოცებული ვადევნებდი მოვლენებს თვალს.დედას ამის შესახებ არაფერი უთქვამს წინასწარ,რამოდენიმე გოგონა დავინახე ჩემსავით დაბნეული იყურებოდა.გოგონების რიგი დიდი წითელ კართან მთავრდებოდა.სათითაოდ შედიოდნენ,თუმცა უკან არავინ გამოდიოდა,როგორც ჩანს სხვა გასასვლელი იყო.საშინელი გაურკვებლობის გრძნობას ერთიანად დამძაბა და დამთრგუნა.ვერ ვისვენებდი,ვწრიალებდი.მძულს ასეთი სიურპრიზები და იდუმალება.ხომ შეიძლება აქაც ისე უყვარდეთ და ქმნიდნენ ოჯახებს,როგორხ სხვა ქვეყნებში?გოგონების უმეტესობა მშვიდად იდგა და ელოდა საკუთარ რიგს.როგორც ჩანს მათთვის ეს ყოველწლიური რუტინა იყო.და აი ჩემი რიგიც მოვიდა.კარი აკანკალებული ხელით შევაღე და შეშინებულა მხოლოდ თავი შევყავი შიგნით. -მობრძანდით- სანდომიანად გამიღიმა შუა ოთახში მაგიდასთან მჯდომმა თეთრ ხალათში გამოწყობილმა ქალმა.მეც შევედი და იქვე კარებს ავეტუზე. -როგორც ჩანს პირველი წელია,გისურვებ უკანასკნელი ყოფილიყოს,მოდი უფრო ახლოს...მოდი,მოდი თამამად- შემაგულიანა. მეც ისე ახლოს მივედი,რომ მაგიდას ორი ნაბიჯი მაშორებდა. -ახლა კი გაიხადე -რა?- გაოცებულმა მივაშტერდი,მეგონა მომესმა. - გაიხადე საყვარელო. -რატომ?-მიზეზის არსს ვერ ჩავწვდი. -უნდა შეგამოწმო. -რაზე? რატომ?- მაინც ვერ მოვედი აზრზე აქ რა ხდებოდა. -უნდა გაიხადო აბსოლუტურად ყველაფერი,მე კი შეგამოწმებ თმის ღერიდან ფეხის ფრჩხილამდე,რომ გავიგო რამდენად ჯამრთელი და რეპროდუქციული ხარ-დამაკვალიანა. -დამცინით?- ეს ბოდვა იმდენად აბსურდული იყო მინდოდა გამეცინა,მაგრამ ექთანი ისეთი სერიოზული სახით მიყურებდა,რომ გადავიფიქრე. -მესმის თვენი,პირველ ჯერზე ასეთი რეაქციები ბუნებრივია,კარგი ავა საქმეს შევუდგეთ. ღრმად ჩავისინთქე და გახდა დავიწყე.დედიშობილა ხელებს ერთს მკერდზე და მეორეს სასირცხვო ადგილზე ვიფარებდი. -ხელები ჩამოუშვი- შევასრულე. ახლოს მოვიდა,ჯერ წრე დამარტყა,მერე ამათვალჩამათვალიერა,თითებით მკერდი და საჯდომი მომისინჯა და ისევ მის მაგიდას მიუბრუნდა. -ქრონიკული დაავადება ხომ არ გაქვს? - არა. -რაიმე წამლებს ხომ არ ღებულობ რეგულარულად? -არა. - მკერდი რაზომა გაქვს? - 3 -ციკლი რა ასაკში დაგეწყო? -ისა...მეუხერხულება უკვე ასეთი კითხვები,რა საჭიროა ეს ყველაფერი?-მოთმინების ფიალა ამევსო. -თუ დღეს ვინმემ აგირჩია,ბიჭის მშობლები შენს მონაცემებს მოითხოვენ,ეს ანკეტა კი შენს გათხოვებაში გადამწყვეტ,როლს თამაშობს. --როგორც ცხოველი? სიბრაზემ სახეზე ამომასხა და ალმური წამიკიდა,მრისხანებამ ზამბარასავით დამჭიმა. - არა,როგორც რეპროდუქციულად ვარგისი. -სასაცილოა- დავიფრუტუნე და ხელი ავიქნიე. - მეამბოხეები ქვეყანას არ ჭირდება,აბა როდის დაგეწყო ციკლი? -მივხვდი,რომ ზედმეტი.მომივიდა,თუ ენას კბილს არ დავაჭერდი ცენზურა ყველგან მუშაობდა. - 13 წლისას. -აი აქ მოაწერე ხელი,ჩაიცვი და უკანა კარით ისევ ბაღში მოხვდები. ხმა აღარ ამომიღია,ხელი მოვაწერე,სწრაფად ჩავიცვი და სასწრაფოდ დავტოვე იქაურობა.უკვე სული მეხუთებოდა.საშინლად ვიყავი გაბრაზებული მშობლებზე.რატომ არ გამაფრთხილეს? ან რატომ მაინც და მაინც გოგოდ გამაჩინეს?ან რაღა აქ დავიბადე? სულელური კითხვები მოსვენებას მიკარგავდნენ,მაგრამ ახლა აქ არაფრის გამომჟღავნება არ შეიძლებოდა.სახეზე ფამილიარული ღიმილი ავიკარი და გეზი ჩემებისკენ ავიღე. ერთი სული მქონდა,როდის მივიდოდი სახლში და ზოის ამ ყველაფერს მოვუყვებოდი.უკვე აღარ მინდოდა აქ.მე არავინ მინდოდა ფადი კი ზედაც არ მიყურებდა. ჩემს მშობლებთან ახლა ახალი “ სარფიანი პარტია” ჩამომსხდარიყო.როგორ მინდოდა ახლა დამეყვირა,რომ მე არავინ მინდოდა ფადის გარდა,მაგრამ…. მთელი საღამო ასეთი “ სარფიანი პარტიების” მისალმებაში და გამასპინძლებაში გავატარეთ.8 საათი შესრულდა თუ არა სცენაზე ჩვენი ქალაქის მერი ითრო აგაგელი გამოგორდა სრული ამ სიტყვის მნიშნელობით. -მივესალმები ნაინის მოსახლეობას,განსაკუთრებით კი ჩვენს მომავალს,ახალგაზრდებს-ცერემონიალურად მოატარა გაშლილი ხელი სივრცეში.ყველა სმენად იქცა. -მიხარია,რომ დღეს მამაკაცთა უმეტესობად არჩევანი გააკეთა.ახლა კი ხმამაღლა წავიკითხავ მათ სახელსა და გვარს და მიაი რჩეულის სახელსა და გვარს. გული გადამიქანდა.ახლა,რომ ფადის სახელი სხვა გოგონასთან ერთად ამოიკითხოს აქვე გავთავდები და მოვკვდები.მუხლები ამიკანკალდა,ხელში თითქოს მარწუხები მიჭერდა,დაძაბულობისაგან თავბრუ დამეხვა და იქნვე მაგიდასთან ჩამოვჯექი,იდაყვებით მის ზედაპირს ჩამოვეყრდნე და თავი ხელებში ჩავრგე.სმენად ვიქეცი. ერთი,ორი,სამი,შვიდი,გული ლამის ამოხტა მკერდიდან.სია დამთავრდა და მადლობა უფალს ფადი ნავე არ ამოუკითხიათ.შვებით ამოვისუნთქე. -როგორ გაგიმართლა შვილო- დედაჩემი მხრებზე ჩამფრენოდა და მსუბუქად მარხევდა,თან ბედნიერი მამაჩემს შესციცინებდა. - რა ხდება?- დაბნეულმა ავხედე. -ორმა მამაკაცმა ითხოვა შენი ხელი- სიხარულისაგან ტუჩებს თავს ვერ უყრიდა. -ვინ?- თავზარი დამეცა. - ბორამ და დანიმ. არაფერი მიპასუხნია,მაშინვე ფადია დავუწყე თვალებით ძებნა,მაგრამ არსად ჩანდა. სახლში ცხრა ხდებოდა,რომ.მივედით.დედაჩემი მთელი გზა ემოციებში იყო არარსებული მომავლის გეგმებს სახავდა ჩემს უკითხავად. არავის და არაფრის თავი არ მქონდა,ემოციურად საშინლად გამოფიტული ავლასლასდი ჩემს ოთახაში და დავიძინე. ჰოოოო,საკმაოდ დიდი შოკი მიიღო ჩემმა ოჯახმა,როცა მეორე დილით ორივე შეთავაზებაზე უარი განვაცხადე.ბევრს ეცადნენ გადამეფიქრებინა,მაგრამ ამის უფლება მაინც მქონდა და მეც ზედმიწევნიდ ვიყენებდი.სიკვდილი მერჩივნა ფადის გარეშე არასებობას,ან მას გავყვებოდი ცოლად ან არავის.ამ გადაწყვეტილებას არასოდეს შევცვლიდი,მზად ვიყავი,არ მეშინოდა. ვერავის ვუმხელდი ზოის გარდა,რომ მე უფადობა არ შემეძლო.როგორც ხე ფოთლის გარეშე,გემი აფრების გარეშე,სხეული გულის გარეშე იგივე იყო რაც მე ფადის გარეშე. მე მისით ვიყავი შეპყრობილი. დედაჩემი პოზიციებს არ თმობდა,მთელი დღე ტვინს მიბურღავდა,დღის ბოლოს კი ფარხმალი დაყარა,მიხვდა,რომ ნათქვამს არ გადავიდოდი და შემეშვა. ზოის მეორე დღესვე მისხალმისხალ მოვუყევი ყველაფერი,ნეტა მისი სახე გენახათ,როცა “ ტექ- დათვალიერების” შესახებ ვუამბობდი. -რა მეშველება,ვერ გავთხოვდები,მე რომ პატარა მკერდი მაქვს?- მეგონა მთელ ამ პროცესს გააპროტესტებდა ამან კიდე მკერდიო. -მანამ გაგეზრდება კიდე,ნუ გეშინია- დავაიმედე. თუმცა სულ ტყუილად ნერვიულობდა,პირველივე მთვარის დღესასწაულზე გათხოვდა. მართალია იმდენი დრო აღარ ჰქონდა ჩემთვის,რაც ადრე მაგრამ ისევ საუკეთესო მეგობრები ვიყავით. მომდევნო ორი წელი აი ასეთი იყო,მე მირჩევნდენ,ოღონდ სხვები,მე ყველას უარს ვეუბნებოდი,მერე სახლში ომი იწყებოდა ერთ კვირიანი.ფადი არავის ირჩევდა,არც მე.არც მიყურებდა.ყველაფერი გაყინული იყო. მერე? მერე იყო გაუჩინარება.იმ საღამოსვე ვიგრძენი უმისობა.მთელი დღე ვწრიალებდი,ვერ მოვისვენე,მალიმალ მისი ფანჯრებისკენ მეჭირა თვალი.იმ ღამით არ აინთო შუქი.გულმა რეჩხი მიყო.მეორე დღეს ასე დაღამდა,მესამეც,უკვე პანიკა დამეწყო.სახლში ყველა იყო მის გარდა. მერე კი გავიგეთ სხვა ქალაქში გადასულიყო,ცა ჩამომექცა.რამდენი კვირა ფანჯრის რაფაზე ჩამოყრდნობილს მეძინა,იმის მოლოდინით,რომ ვაითუ მოვიდეს და მე გამომრჩესთქო. მერე? მერე დეპრესია,თვითგვემა,უიმედობა,უსუსურობა,სიკვდილის სურვილი,სურვილი,რომ მალე მოსულიყო ჩემი ოცდამეხუთე დაბადების დღე. და მოვიდა კიდეც.ჩემი ოჯახი პანიკაში იყო,წელს ბოლო შანსი მქონდა.უკვე აღარც ბევრი მთხოვნელი მყავდა,რადგან ყოველ წელს ყველას უარით ვისტუმრებდი.დედა დღედაღამ ტიროდა და ცდილობდა დავერწმუნე კონკრეტული არჩევნის გაკეთებაში.ჩემთვის სულერთი იყო,მანამ სანამ ერთ საღამოს,ჩვეულებისამებრ რაფაზე შემომჯდარმა ნანატრი შუქი არ დავინახე საყვარელი ადამიანის ოთახიდან.მოულოდნელი ემოციისაგან და სიხარულისაგან იმხელაზე შევხტი,რომ რაფიდან პირდაპირ იატაკზე მოვადინე ზღართანი.ტკიპასავით ავეკარი ფანჯრის მინას,ბედნიერებისაგან მაკანკალებდა,მართალია ვერ ვხედავდი მაგრამ მისი სილუეტი ფარდიდან კარგად იკვეთებოდა.მე მას მილიარდში გამოვარჩევ.ვერ გავუძელი ამდენ სიხარულს და ბედნიერებისგან ავტირდი.ორივე ხელი ტუჩებთან შევკარი და წინ და უკან შეუჩერებლად დავდიოდი მთელს ოთახში.ჩუმად ვბუტბუტებდი ყველა იმ ლამაზ და მოსაფერებელ სიტყვებს,რაც მისთვის მემეტედობა.საერთოდ არ მეძინა იმ ღამით.ან რა დამაძინებდა.ახლა ზუსტად ვიცოდი,თუ დავიძინებდი,მისი ადგომა გამომრჩებოდა,მისი ნახვა დამიგვიანდებოდა.მთელი ღამე ერთგულად ვიჯექი რაფაზე და ველოდი,ველოდი და ველოდი. რვა ხდებოდა მისი აივნის ფარდები,რომ შეირხა.ის იყო.აივნის კარის სახელური ძლიერად ჩამოსწია და ფეხი გამოდგა.და ეს კიდევ ერთი ძლიერი დარტყმა იყო ჩემთვის.ეს არ იყო ფეხი,ეს იყო რკინის კონსტრუქცია მარჯვენა ფეხის მუხლის დაბლა.შიშისგან და მოულოდნელობისაგან,პირზე ხელი ავიფარე და ავქვითინდი. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.