მებაღე (ნაწილი 6)
6. დადა სერიოზულად შეიპყრო ,,მოაზროვნემ’’ ... მთელი საათი ჩაფიქრებული იდგა და ზემოდან დაჰყურებდა მოლაპლაპე ფიგურას... მერე უცებ თავში რაღაც მისთვის ფრიად საინტერესო იდეა მოუვიდა, საქმიანი სერიოზული სახით ეზოში გავიდა და მსახურებს მიაშურა.. მსახურებს უყვარდათ დადა, ყოველთვის თბილად ექცეოდა მათ, ზემოდან არასდროს უყურებდა და არავის აძლევდა ნებას თუნდაც ერთმანეთი დაეჩაგრათ... მისთვის ყველა ადამიანს თავისებური ღირებული სტატუსი ჰქონდა... მსახურებმა დადას დანახვაზე კვლავ ყელი მოიღერეს... მიხვდნენ დადა ახალ მუზას ეძებდა. დადამ კი მხოლოდ მამაკაცები შეათვალიერა, ზოგი წელში გასწორდა წამოიმართა, ზოგს ანიშნა დაჯექიო... მერე ერთი შეარჩია, მაგრამ მსახურმა უარი უთხრა ჯერ არ მცალიაო მერე იყოსო, დადა მოიღუშა, ზურგი აქცია და სახლისკენ გაბუტულივით წავიდა, პატრონს უცნობივით ჩაუარა... პატრონმა მზერა მსახურებისკენ გადაიტანა, მათაც მოახსენეს რაშიც იყო საქმე... ,,რა ვქნა ბატონო, დღეს ბევრი საქმე მაქვსო’’... პატრონს გაეცინა და მსახურს უბრძანა მიეტოვებინა ყველაფერი, რათა დადას სურვილი შეესრულებინა.. მსახურიც დაემორჩილა.. არც იმდენად რთული იყო მენატურის როლში ყოფნა, სამუშაო დღის გაცდენად მაინც არ ჩაეთვლებოდა. ...რამოდენიმე საათის მუშაობის შემდეგ დადა რაღაც უკმაყოფილოდ უყურებდა თავის შედევრს.. რაღაც არ მოსწონდა... ასე გაგრძელდა მთელი კვირა. მსახურები რიგ-რიგობით სხდებოდნენ ,,მოაზროვნის’’ პოზაში, დადა კი დაუზარებლად ხატავდა და ხატავდა, მაგრამ მაინც ვერ მიიღო ის რასაც ეძებდა.. პატრონი ამჩნევდა, რომ ყველაზე მეტად კი ზეკი მოირგებდა ამ როლს. ზეკი სიმპათიური ახალგაზრდა კაცი იყო, პირსახეც მშვენიერი ჰქონდა და აღნაგობითაც ბადალი არ ჰყავდა, ერთი ორჯერ კი შეავლო პატრონმა თვალი მის ათლეტურ სხეულს, მაგრამ მაინც გულმა არ გაუწია, რომ დადასათვის ზეკის დახატვა შეეთავაზებინა. ზეკი კი მუდამ თვალში ეჩხირებოდა დადას, ძალიანაც კი უნდოდა დაეხატა, მაგრამ თავად ზედმეტი სიამაყის გამო არ სთავაზობდა. დადას კი სულაც არ აინტერესებდა მისი პოზირება. ის კი არა და ზეკი იმასაც ცდილობდა მისი სახელი მაინც ესწავლებინა დადასთვის, პატარაობაშიც კი ხშირად ავარჯიშებდა, მაგრამ გოგონა თითქოს ჯიუტად ვერ გამოთქვამდა მის სახელს და ,,ზეკის’’ მაგივრად რაღაც ბზუილის მაგვარ ხმებს გამოსცემდა, მერე კი თვითონაც ეცინებოდა, ზეკიც ბევრჯერ აჰყოლია სიცილში, მაგრამ გული მაინც ბოღმით ევსებოდა, რადგან ზოგჯერ ისეც ხდებოდა, რომ დადას უცებ წამოსცდებოდა რომელიმე მსახურის სახელის მარცვალი და ასე უხმობდა. მათაც ესმოდათ, რომ ეძახდნენ და მხიარულად გამოქანდებოდნენ ხოლმე მისკენ, ზეკი კი იბღვირებოდა... დადა წუხდა, მსახურებიც კი შეწუხდნენ. ვერავინ შეარჩია სასურველ მოდელად, ბოლოს ისევ პატრონმა მოისაზრა და ურჩია, მშვენიერი ამინდი იყო, გარეთ გასულიყო, იქნებ ბუნებაში ეცადა რამე, დროებით გვერდზე გადაედო ტორსის ხატვა. რატომაც არაო გაიფიქრა დადამ. პატარა ჩანთაში ფანქრები და სათლელი ჩააწყო, მერე მობრუნდა ყუთზე დახვავებულ ფერად-ფერად საშლელსაც მოავლო თვალი.. დადას კიდევ ერთი უცნაურობათაგანი იყო საშლელს იშვიათად ხმარობდა, ამჯერად კი ერთს დასწვდა და ჩანთაში ჩააგდო, მერე დიდი სახატავი ალბომი ამოიჩარა და გარეთ გამოვიდა. კართან პატრონი ღიმილიანი სახით და პაკეტში გამოკრული თავისი საყვარელი სასუსნავით დახვდა. დადამ კმაყოფილი სახით ესეც ჩანთაში ჩაიგდო და მუზის საძებნელად სახლის უკან აღმართს აუყვა... სახლს უკანა მხარეს უზარმაზარი მდელო ეკრა, დიდი დაქანებული ბორცვის ქვემოთ კი პატარა ჩანჩქერი ჩამოდიოდა, იქვე საბანაო გუბურას ქმნიდა და შემდეგ ეზოს მოშორებით მდინარედ გადიოდა. ეს ყველაფერი პატრონის საკუთრება იყო, ამიტომაც არაფერი იყო საშიში, დადას შეეძლო თავისუფლად ეხეტიალა თავის საკუთარ სამფლობელოში, ამჯერადაც მარტო წავიდა, არავინ გაიყოლა, ხშირად კი მსახურის პატარა ბიჭი მიჰყვებოდა, მაგრამ მისი სიცელქის გამო დადას ხელი ეშლებოდა, ამიტომაც მარტო არჩია წასვლა... ზაფხული იწურებოდა, ჯერ კიდევ საკმარისზე მეტი სიცხე იდგა, დადამ ბევრი იხეტიალა, რამოდენიმე ჩანახატიც კი გააკეთა, მდელოს სულ ბოლომდე აჰყვა, იქიდან მათი სახლის სახურავი უკვე ძლივსღა ჩანდა. მდელოს ბორცვის კიდეზე გაწვა და ისე გადახედა ქვემოთ ჩანჩქერს, იქ დადგომა საშიშიც იყო და ჩასასვლელიც არსაიდან იყო, თუ სხვა მხრიდან არ მოუვლიდი, მდინარეს აჰყვებოდი და ისე არ მიხვიდოდი... უცებ დადამ ტბაში მობანავე შენიშნა, ამოხტებოდა წყლიდან და ისევ მარდად ჩაყვინთავდა, დადა ინტერესით ელოდა, როდისღა ამოვიდოდა წყლიდან მობანავე, რომ შეეთვალიერებინა ვინ იყო... როგორც იქნა მობანავემ წყლიდან ამოსვლა დაიწყო, ამოდიოდა ნელი ნაბიჯით, არსად ჩქარობდა, ამოსული არც კი იყო წესიერად, რომ დადასკენ ზურგით მობრუნდა, ხელები გაშალა და ისედაც უკვე გარუჯული სხეული მზეს მიაფიცხა, დადა აწრიალდა, საოცარი იყო მისი ათლეტური სხეული, სწორედ მას ეძებდა, ის იყო, მასეთ ნატურაზე ოცნებობდა და უკვე იმასაც ფიქრობდა, რომ როგორ შეეთავაზებინა მისთვის დაგხატავო... ან ნეტა ვინ იყო ეს ახალგაზრდა კაცი, ადრე არასდროს შეუნიშნავს, თორემ აუცილებლად დაიმახსოვრებდა, ისედაც უკვე რა ხანია ეძებდა სასურველ მოდელს.. მობანავემ თავზე ხელი ჩამოისვა, მხრებამდე ჩამოსული თმა კისერთან ჩაწურა და დადასკენ მობრუნდა.. დადა გაკვირვებისგან დაიძაბა.. მის წინ მებაღე იდგა... LEX·2016 წლის 1 თებერვალი, ორშაბათი |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.