შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ლექტორი (4)


5-02-2017, 01:13
ავტორი aNuGi
ნანახია 4 758

- რა ხდება? - ახლა მხიარულ ნოტაზე გადავიდა ქერა, სახე მომექუფრა და ჯიქურ გავუსწორე მზერა ირონიულ ღიმილ ათამაშებულ ლექტორს.
- ბავშვებო, ქალბატონი ლამარა ცუდად გახდა, ამიტომ მის მაგივრად 1 კვირის განმავლობაში ლექციებს ბატონი დანიელი ჩაგიტარებთ! - ღიმილით ამბობს მენეჯერი და თვალებს უჟუჟუნებს. ბებრუხანა!
- რა მაგარიაა! - შეძახილები არ წყდება, მხოლოდ მე ვზივარ ჩუმად, მშვიდი სახით ვაკვირდები მის მოქმედებებს.
- დავიწყოთ ლექცია! - მენეჯერი კაკუნით გადის კარებში და დანიელიც იწყებს.
მთელი ლექცია ხმა არ ამომიღია, მის ყოველ მოძრაობას ვაკვირდებოდი და ვსწავლობდი, არ მიყურებდა, წამიერად შეგვავლებდა ყველას თვალს და შემდეგ ისევ სივრცეს გაჰყურებდა, მეცინებოდა მის დაბნეულობაზე.
ლექცია რომ დამთავრდა აფორიაქებულმა გავემართე კარებისკენ, ნუთუ კიდევ უნდა შევხვდე? თან მთელი 3 საათით.
კარებში გავდიოდი მისმა ხმამ რომ შემაჩერა.
- დეა!
- გისმენთ!
- დარჩი ორი წუთი, საქმე მაქვს! - ჩვენზე მოშტერებულ ბავშვებს ანიშნა გასულიყვნენ და მარტო დავრჩით აუდიტორიაში.
- რა გინდა? - ეგრევე გადავედი შენობით ფორმაზე.
- 1 კვირა რომ გააცდინე, მასალას ვერ დაეწევი, არ გინდა დამატებითზე დავრჩეთ და აგიხსნი ყველაფერს - მშვიდი სახით მეუბნება და ვგრძნობ როგორ მედება ალმური.
- გააჩნია შენ რას გულისხმობ “დამატებითში”! - კბილებს შორის ვცრი, წარბებს მაღლა წევს და ვითომ შეშფოთებული სახით მიმზერს.
- რა გარყვნილი გოგო ხარ დეა! - ირონიულად იცინის და საბუთებს ხელში ათამაშებს.
- მე ვარ გარყვნილი? - ცინიკურად ვუბრუნებ პასუხს.
- ხო, აბა მე? - არც თვითონ მრჩება ირონიაში.
- მართალი ხარ! შენ ხომ არ იქნები საცოლიანი და სტუდენტთან მოთამაშე ლექტორი, გარყვნილი, ნწ ნწ - თავს ვაქნევ და კარებისკენ მივდივარ უცებ ხელს რომ მკრავს და პირდაპირ ვეჯახები კედელს, უკნიდან მეკვრის და მისი გახშირებული სუნთქვა მეცემა კისერზე.
- მეორეჯერ არ გაბედო ეგრე ლაპარაკი გაიგე? - იღრინება და მუცელზე ხელებს მიცურებს - არ გეთამაშები მე შენ!
- რას აკეთებთ? - შიში მეპარება ხმაში.
- იმას, რაც მინდა რომ გავაკეთო, რაც მჭირდება - კისერზე მკოცნის, ნელნელა მიუყვება ზემოთ და ყურზეც ვგრძნობ მისი ცხელი ბაგეების შეხებას, ჟრუანტელი მივლის და შიში სადღაც ქრება.
- დეა - ძლივს ამბობს ჩემს სახელს და მისკენ მატრიალებს, გაფართოებული თვალებით ვუმზერ ამღვრეულ სფეროებს - მაგიჟებ! - სიტყვის თქმას არ მაცლის ისე მკოცნის ტუჩებში და ერთიანად მართმევს ძალას.
როგორც კი ოდნავ ადუნებს ხელებს, ეგრევე გაავებული ვკრავ ხელს და სახეში მთელი ძალით ვურტყამ, გვერდულად მიყურებს ღიმილშეპარული, იმ წამს არაფერი არ მაინტერესებს, იმ წამს უნივერსიტეტიდან რომ გამრიცხონ, ჩემს შეურაწყოფას მაინც არ ვაპატიებ! ვერ ვიქნები სუსტი, ვერ ავყვები ვნებას, რომელიც კარგს არაფერს მომიტანს, მინდა არ მრცხვენოდეს საკუთარ თავზე შეხედვის, მინდა ამაყი ვიყო და არა მორიგი გასართობი თავშიავარდნილი ლექტორის.
- როგორ ბედავთ? მე თქვენი სათამაშო არ ვარ, ერთხელ გითხარით და მეორეჯერ არ გაგიმეორებთ, გასაგებია?! - კბილებს შორის ვცრი და სწრაფი ნაბიჯებით ვტოვებ აუდიტორიას. თავხედი!

***

გაჩერებაზე სწრაფი ნაბიჯებით ჩავდივარ და არავის არ ვიმჩნევ ირგვლივ ისე ვხტები ავტობუსში, მართალია ჩემი ეს საქციელი ქაჯობას უფრო ჰგავს, მაგრამ ნერვებს ვერ ვთოკავ, მინდა ერთი ძალიან ხმამაღლა დავიღრიალო რომ როგორმე ჩემი გრძნობები გარეთ გამოვუშვა.
ყოველთვის მინდოდა ამ მოჩვენებითი “სიცარიელიდან”, რაიმე სავსე გრძნობებში გადავვარდნილიყავი, მაგრამ ასეთ იმედგაცრუებას, ტკივილს და ნამდვილ სიცარიელეს არ ვგულისხმობდი, მინდოდა ბედნიერებისგან მეფრინა, სულ გამეღიმა, მე კიდევ ცრემლებს ერთი მეორის მიყოლებით ვყლაპავ და გაუაზრებლად ვყრი ცოფებს. 
ყველაფერი მქონდა ცხოვრებაში, იმ დაწყევლილმა დღემ, როდესაც მამა გარდაიცვალა, მთელი ჩემი ცხოვრება შემიცვალა, 13 წლის ვიყავი და დღევანდელ დღესავით მახსოვს ის საშინელი დღე, მინდა ვიკივლო, ვიწივლო, დავამტვრიო ყველაფერი მაგრამ არ გამომდის, ყველა მეზიზღება ირგვლივ, საკუთარი დედაც კი, რომელმაც არ დამინდო, მიმატოვა და ვიღაც არამზადა მოიყვანა სახლში! მისი ცოლი გახდა, მე კიდევ მიგდებული, ერთ ბნელ კუთხეში და არასდროს არაფერი გამომეტებულა ჩემკენ. არ მინდა ამ ყველაფერმა ცუდი გავლენა იქონიოს ჩემზე, არ მინდა იმ ცივ ადამიანებს დავემსგავსო, რომლებსაც ოჯახური პრობლემები ანადგურებენ, მინდა თავისუფალი ვიყო!

***

ისევ მის შემოსვლას ველოდები, ლექციაზე მოუთმენლად ვზივარ და პასტას ვაკაკუნებ, ჩვენი კურსის გამორჩეული “მაჩო” წინ მიდგება და ღიმილით დამცქერის ზემოდან, ახლა რაღა უნდა?!
- ქალბატონო დეა - შემოტკლეცილ მაისურში რომ არის გამოწყობილი სავარაუდოდ ამიტომ ლაპარაკობს ასეთი მოგუდული ხმით, ეტყობა უჭერს, მაგრამ მთავარია თავის კუნთებს და დარბაზში დაღამებულ-გათენებულ დროის შედეგს გვაჩვენებს.
- გისმენ, კუნთა - ის მეორე, გულში გავიფიქრე რა თქმა უნდა.
- რა კარგად გამოიყურები - უცებ ჩემს მაგიდაზე აწყობს იდაყვებს და თბილი თვალებით შემომცქერის, ვიბნევი, ნამდვილად არ ველოდი მისგან ასეთ ნაბიჯს.
- მადლობა ლეო! - ვითომ ძალიან განაზებული ვუღიმი და მის სულელურ ღიმილზე თვალებს ვაფახულებ.
- აქამდე როგორ ვერ გამჩნევდი მიკვირს - უფრო თავის თავს ეუბნება და ჩემს დათვალიერებას ურცხვად განაგრძობს, ამას ვაჩვენებ! უკვე საპასუხოდ ვემზადები რომ მის ზურგს უკან დანიელის ცივი და გაბრაზებული ხმა ადგილზე მყინავს.
- ადგილები დავიკავოთ! - წარბშეკრული, გაღიზიანებული ცრის კბილებს შორის და თან თვალს არ აშორებს ჩემს მაგიდაზე გართხმულ მაჩოს.
- გამარჯობათ - ესეც თავაზიანად ესალმება ლექტორს, ჩემი მაგიდიდან იხიკება და ჩემს გვერდით ცალკე მდგომ მერხთან ჯდება.
დანიელი მშვიდად და აუფორიაქებლად ხსნის ლექციას, სამაგიეროდ ლეო მიხნავს ტვინს, სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით!
ხან რა სასიყვარულო სიტყვებს მეჩურჩულება, ხან რას.
არა ისე, რომ დავფიქრდე, რას ვუწუნებ?
მაღალი, მხარბეჭიანი, დახვეწილი მანერები აქვს.
უბრალოდ ტლუა, ტლუ.
თავს დანანების ნიშნად ვაქნევ მის შემხედვარე, ორი სიტყვა ვერ გადაუბია ერთმანეთზე.
“ზატო” მაგარი მამიკოს ბიჭია, ფული აქვს? მეექვსე თაობასაც ეყოფა, მას კი არა.
ამიტომაც ესევიან გოგოები და არის წეწვა-ღლეტვა.
ასეთი მაჩო კი უკვე ნახევარი საათია გვერდით მიზის და სიყვარულს მიხსნის.
ჩემს ფიქრებში ვარ გართული ჩემს მაგიდაზე გაბრაზებული დანიელი რომ აბრახუნებს ხელს.
ვკრთები.
- რა მოხდა ბატონო? - ფეხზე ვიჭრები და ბოლო სიტყვას კარგად გამოვკვეთ.
- გოგო შემიშინეე… - იჭიმება ლეო და თვალებს მობეზრებულად ვატრიალებ.
- არ შევუშინებივარ ლეო, დამშვიდდი!
- ლეო - იმეორებს დაბალ ხმაზე დანიელი.
- რა თქვით? - ჩავეკითხე ინტერესიანი მზერით.
- არაფერი - კბილებს შორის ცრის და ლეოსკენ ბრუნდება - ლევან, თუ ასეთ მნიშვნელოვან საკითხებზე გაქვთ სალაპარაკო მაშინ გარეთ მიბრძანდით!
- თუ ჩემი გოგო დამთანხმდება - წარბებს მითამაშებს ლეო, ღმერთო რამეს რატომ არ ესვრი ამ არსებას?! უხმოდ ვიკავებ ადგილს და ირონიულ მზერას არ ვაშორებ დანიელს.
იეჭვიანე საყვარელო?!

***

აუდიტორიიდან გამოსული მშვიდად მივაბიჯებ ლიფტისკენ, ისევ ეს არსება რომ მეწევა და წინ მიდგება, რა კარგი ბიჭია სანამ პირს გააღებს.
- საით დეა?
- სახლში ლეო, რა ხდება?
- გაგიყვან!
- არა, მადლობა - მოკლედ ვუჭრი და ლიფტში შევდივარ, რა თქმა უნდა მაჩოც მომყვება, ის ისაა კარი უნდა დაიკეტოს რომ უცებ შუაში ვიღაცის ფეხი ჩნდება და ღია კარებიდან კარგად მოჩანს ლექტორი.
საოცარი სიტუაციაა, მე, ლექტორი და მაჩო ერთ ლიფტში.
მაჩო მე დამყურებს, მე ლექტორს ვუყურებ, ლექტორი გაღიზიანებული სავარაუდოდ სარკეში მაჩოს უყურებს, რომელიც გაცხარებული ცდილობს ჩემი ყურადღების მიქცევას.
- დეა, დაფიქრდი, მიგიყვან სახლამდე მართლა! - არ მეშვება ჩემი “სუპერ” ბიჭი, თვალებს ვატრიალებ, მაგრამ უცებ ვხვდები რომ ამ სიტუაციით იდეალურად ვისარგებლებ, ამიტომ ღიმილით ვუბრუნდები მაჩოს და თავს ვუკრავ.
- თუ არ შეწუხდები!
- შენთვის არაფერზე შევწუხდები ლამაზო - გული ამერევა ახლა, მაგრამ არაფერს ვიმჩნევ, მშვიდად ვდგავარ და დანიელისკენ ვაპარებ თვალებს, რომელსაც სახეზე რამდენიმე ფერი გადასდის და შემდეგ კი
- ხმმ - მსუბუქად ახველებს.
ჩემს ხელში არსებულ წყლის ბოთლს ვუწვდი და ირონიული ღიმილით ვუმატებ.
- არ დაიხრჩოთ ბატონო დანიელ!
ერთი გადმომხედა წარბაწეულმა, ამასობაში კარიც გაიღო, შუბლი შეკრა, დამიბღვირა და სწრაფად გაეცალა იქაურობას. მინდოდა გამეცინა, მაგრამ ლეო ყველაფერს მიხვდებოდა, ამიტომ გულში ვხარხარებდი, ეჭვიანი ლექტორი, საინტერესოა! 


***

სახლში ისე მივყავარ ლეოს ხმას არც ვიღებთ, მშვიდად ვემშვიდობები და გადმოვდივარ მანქანიდან, წამითაც არ მინდა ამ ბიჭთან ყოფნა.
არ ვიცი რა მჭირს, მართლა, ნებისმიერი გოგო ისურვებდა ჩემს ადგილზე ყოფნას, მერე მე უაზროდ ვარ ჩაციკლული დანიელზე, თითქოს მის იქეთ ვერავის ვხედავ.
რეალურად ეს ლეო ასეთი ცუდი ბიჭიც არ არის, თბილია, ღიმილიანი, კარგი გარეგნობის.
მაგრამ მაინც არა, მისი პასუხები მომაბეზრებელია, მისი სიტყვები გამაღიზიანებელია რაც სულ მიხუთავს მის გვერდით ყოფნისას.
ჩაფიქრებული შევდივარ სადარბაზოში, უცებ ვიღაც რომ მავლებს ხელს და სანამ დაკივლებას მოვასწრებ პირზე მაფარებს ხელს.
- ჩუ, პატარა ქალბატონო - მეჩურჩულება და მისი ხელის სიმხურვალე ტუჩებს მიწვავს.
- ვინ ხარ? - უცნაური სუნი მიღიტინებს ცხვირში, ჩემთვის უცნობი და განსხვავებული, ვიბნევი.
- პედოფილი - მისი სიცილის ხმა მესმის და მეც სიცილი მიტყდება - ხომ გინდოდა ჩემი ნახვა?
- და ვერ მოითმინა პედოფილმა? - სიბნელეში ძლივს ვხვდები სად დგას, საერთოდ ვერაფერს ვხედავ, მხოლოდ მისი ხმა მესმის და ვცდილობ როგორმე ორიენტაცია მოვახდინო - ასე მალეც არ გელოდი.
- ვერ მოითმინა, ვერა - სიცილით მპასუხობს და ვგრძნობ როგორ იხრება ჩემკენ.
- ამ სიბნელეში როგორ ხედავ? - სრულიად უაზრო და უადგილო კითხვას ვუსვამ.
- გრგძნობ - იცინის.
- არ დამენახები სინათლეზე?
- ჯერ ადრეა!
- რატომ მეჩურჩულები?
- მერე რომ არ მიცნო
- ესეიგი ახლოს ხარ ჩემთან, კიდევ კარგი ის ბიჭი არ აღმოჩნდი ვინც მომაცილა, თორემ ხო გამისკდებოდა გული?! - სიცილით ვეუბნები, თავს ისე ლაღად ვგრძნობ თითქოს საუკუნო ნაცნობს ველაპარაკებოდე.
- ის რომ ვყოფილიყავი, სანამ შენ მნახავდი, მანამდე დავუშავებდი თავს რამეს! - ისევ ჩურჩულით მპასუხობს, ორივეს გვეცინება.
- რატომ არ მეშინია შენი? - მეც ჩურჩულით ვეუბნები და ვცდილობ შინაგანი ფორიაქი დავაიგნორო მაქსიმალურად.
- იმიტომ რომ იცი საშიში არ ვარ და მითუმეტეს არაფერს დაგიშავებ! - ისევ ისე მპასუხობს. 
შემდეგ ჩუმად ვზივართ რამდენიმე წუთი და ისევ უადგილო კითხვას ვუსვამ.
- უნდა შემაყვარო თავი?
- რა თქმა უნდა - მსუბუქი ჩაცინების ხმა მესმის და მეც მეღიმება.
- დაგაგვიანდა, უკვე სხვა მიყვარს! - გატეხილი ხმით ვეუბნები და ვცდილობ ცრემლები შევიკავო.
- ის სი.. ის ბიჭი გიყვარს ვინც მოგაცილა? - ხმა ებზარება.
- რა?
- ხო, ვინც მოგიყვანა მანქანით!
- რას ლაპარაკობ პედოფილ? - მიმართვაზე სიცილი მიტყდება, ახლა ვაანალიზებ რომ მისი სახელი არ ვიცი და სრულიად უცნობ ადამიანთან ერთად ვდგავარ ჩაბნელებულ პადიეზდში.
- რამე სხვა ზედმეტსახელი მომიფიქრე გაბრაზებულზე თორემ ეგ საშინლად არ უხდება შენს ტონს - ბჟირდება.
- იდიოტო! ავედი მაინც არ მენახვები! - გაბრაზებული ვეუბნები და კიბეებისკენ მივიწევ.
- ძილინებისა, ლაწირაკო!

***

კიბეებზე სწრაფად ავრბივარ რომ როგორმე ფანჯრიდან მაინც მოვკრა თვალი, მაგრამ აზრი არ აქვს, უკვე წასულია. გულდაწყვეტილი ვდგავარ ფანჯარასთან უცებ ვიღაც რომ გამოდის სადარბაზოდან, კაპიშონი ახურავს, რამდენიმე წამი დგას ფანჯარასთან, მერე ცალ ხელს წევს და მიქნევს. მეღიმება, მიხვდა რომ გადავხედავდი.
სწრაფი ნაბიჯებით ტოვებს იქაურობას, ღიმილით ვბრუნდები უკან და სამეცადინო მაგიდასთან მივდივარ, დროა ჩვეულ რეჟიმს დავუბრუნდე.
დილით გაბმული ზუზუნი მაღვიძებს, უკმაყოფილოდ ვწევ თავს და ტელეფონს ვუყურებ, ანჩო რეკავს.
- ჰო, რა ხდება?
- დღეს დაწერეს რომ ახალი წლის ფართია მალე! იცოდე რომ არ წამოხვიდე მოგკლავ!
- წამოვალ ჰო, ოღონდ ნუ გამატყავებ!
- ხოდა ძალიან კარგი, გაემზადე ახლა კაბის საყიდლად მივდივართ, დროზე უნდა დავიწყოთ მომზადება!
- როდის არის?
- 1 კვირაშია, დეა, იცოდე ნუ მაწუწუნებ ნახევარ საათში შენთან ვართ მე და დიანა!
- კარგით, კარგით. გელოდებით.

***

- კიდე არ ამდგარხარ? - თავზე მადგას ისტერიკაში ჩავარდნილი ანჩო.
- მეძინება ანჩ, გუშინ გვიანამდე ვმეცადინეობდი - ძლივს ვბურტყუნებ ძილბურანში მყოფი.
- გუშინ მოუნდა გოგოს მთელი სემესტრის ამოღება, დროზე აეგდე და გავედით!
- არ მომეშვებით ხო?
- კარგი, თავი დავანებოთ ანჩ, ჩვენ წავიდეთ - მესმის დიანას ხმა ოდნავ მოშორებით და მეღიმება.
- მიყვარხ… - სიტყვის დამთავრებას ვერ ვასწრებ რაღაც გაყინული რომ მესხმევა თავზე და გიჟივით ვხტები საწოლიდან. - გაგიჟდით?
- ადე მოემზადე - ანჩო უკანალზე მირტყამს სიცილით ხელს და სააბაზანოსკენ მიბიძგებს.
- სასწაულს გიზამთ! - ვიმუქრები და წარბებშეკრული მივიწევ სააბაზანოსკენ.
საღამოსთვის მუხლებამდე მუქ ლურჯ კაბას ვარჩევ და სახლისკენ დაღლილი მივიწევ. მე კი მოვითავე ჩემი საქმე მალე, მაგრამ გოგოებმა “გაჭედეს” და ირბინეს მაღაზიიდან მაღაზიაში.
საღამოს დაღლილმა ძლივს შევაღე კარები და ღრმად ამოვისუნთქე ბედნიერებისგან როგორც კი ჩემი საყვარელი საწოლი დავინახე.
ტანსაცმლის გაუხდელად წამოვწექი და პირდაპირ გადავეშვი სიზმრების სამყაროში, არც დანიელი და არც ჩემი უცნობი პედოფილი გამხსენებია.

***

მეორე დილით უნივერსიტეტში გავედი, კარებში ეგრევე დანიელი შემომეგება, ირგვლივ არავინ იყო, ეშმაკურად ჩაიღიმა, მკლავში ფრთხილად მომკიდა ხელი და გაურკვეველი მიმართულებით გამაქანა, ძლივს ვუწყობდი ფეხს, ვერაფრით ვერ მივხვდი სად მივდიოდით, მხოლოდ მაშინ მოვედი აზრს კედელს რომ ამაკრა და სადღაც კუთხეში მიმიწყვდია, არ ვიცოდი რა უნდა მეთქვა, დაბნეული ვუყურებდი თვალებში.
- რას აკეთ… - სიტყვა არ დამამთავრებინა, ისე დამიკოცნა ტუჩები, მისი ტუჩები როგორც წინათ ისე ტკბილი და ფაფუკია, საშინლად გემრიელი, მინდა რომ დაუსრულებლად გააგრძელოს, მინდა სულ მის მკლავებში ვიყო და ეს საშინლად სასიამოვნო სურნელი ჯდებოდეს ყველა ჩემს უჯრედში.
- როგორ მომენატრეე! - გაბრწყინებული თვალებით შემომხედა - როგორც იქნა! გამოჩნდი! - გულში ძლიერად ჩამიკრა და დაბნეულობისგან ხელები ჰაერში გამიშეშდა.
- დანიელ - ძლივს ამოვღერღე ორი სიტყვა, არ მინდოდა სიტუაციით გართულება, მაგრამ აშკარად არ ესმოდა არაფერი, ვერ ვხვდები რა სჭირს ამ ადამიანს, რატომ იქცევა ასე საერთოდ.
- დეა, ამის დრო არ არის ახლა! - კიდევ ერთხელ მაკოცა მთელი სულით და გულით და ისე გაუჩინარდა როგორც გამოჩნდა.
დაბნეული ვიდექი კუთხეში და გაუაზრებლად ვახამხამებდი თვალებს, მეგონა მომეჩვენა, იმდენად მომენატრა რომ ეს ყველაფერი ჩემი ფანტაზიის ნაყოფი იყო, მაგრამ ვერ ვიჯერებდი, ვერაფრით ვერ ვიჯერებდი რომ მისი შეხება არარეალური შეიძლება ყოფილიყო.

რადგან ეს თავი არც ისე ემოციური და დატვირთულია, გადავწყვიტე ამ საღამოს ამეტვირთა როგორც ბონუსიი <3 იმედი მაქვს გაგახარეთ <3 შემდეგი თავი იქნება უფრო საინტერესო გპირდებით <3 ბევრი რამე გაირკვევა შემდეგ თავში თან <3
იმედი მაქვს მოგწონთ, ველოდები შეფასებას და ბოდიში შეცდომებისთვის <3
ჩემი სტიმული ხართ! <3



№1 სტუმარი lela

Dzalian magaria. Sulmoutqmelad velodebi axals!

 


№2  offline წევრი aNuGi

lela
Dzalian magaria. Sulmoutqmelad velodebi axals!

დიდი მადლობა <3 ხვალ საღამოს დაიდება შემდეგი <3
--------------------
"love only comes once. it's moves like the sea. but it's always the same" - twice born

 


№3  offline მოდერი bla.ell

ნუუ მაგარი ხარ რაა❤❤

 


№4  offline წევრი aNuGi

bla.ell
ნუუ მაგარი ხარ რაა❤❤

ძალიან დიდი მადლობა <3 <3 <3
--------------------
"love only comes once. it's moves like the sea. but it's always the same" - twice born

 


№5 სტუმარი Ledd

აი ამას არ ველოდიი <333 აშკარად კარგად დავიძინებ :დდდ მაგრამ მაინც არ მყოფნის :((((

 


№6  offline წევრი aNuGi

Ledd
აი ამას არ ველოდიი <333 აშკარად კარგად დავიძინებ :დდდ მაგრამ მაინც არ მყოფნის :((((

ვიცი, მესმის, მაგრამ რა ვქნა, ყველანაირად ვეცადე რომ დამედო, არადა არ ვაპირებდი <3
დიდი მადლობა რომ კითხულობ და მოგწონს, ვერ წარმოიდგენ როგორ მიხარია <3
--------------------
"love only comes once. it's moves like the sea. but it's always the same" - twice born

 


№7 სტუმარი Ledd

aNuGi
Ledd
აი ამას არ ველოდიი <333 აშკარად კარგად დავიძინებ :დდდ მაგრამ მაინც არ მყოფნის :((((

ვიცი, მესმის, მაგრამ რა ვქნა, ყველანაირად ვეცადე რომ დამედო, არადა არ ვაპირებდი <3
დიდი მადლობა რომ კითხულობ და მოგწონს, ვერ წარმოიდგენ როგორ მიხარია <3
me ufro maxareb <33

 


№8 სტუმარი Guest Darina

Ux ra sazizgaria danieli rogor gviwvalebs chvens gogos magram ra vqna rom sashinlad momwons es misi idumali qcevebiii velodebiii shendegs erti suli maqvs rodis gaigebs dea simartles. Kargi gogo xar am tavit rom gagvanevivre

 


№9 სტუმარი Tako

auu ramagari gogoxaar shen ariciii,Dzaaalian gamixardaa es tavi ro davinaxee

 


№10 სტუმარი თმ

შეიძლებ არის შეცდომები მაგრამ იმდენაად მომწონს რომ ყურადღება არ მიმიქცევია. არ მინდა რო დამთავრდეს და მინდა სულლ ვკითხულობდე იმდენად კარგიაა, ასე მალე რომ დეებ ამაზე ლაპარაკი აღარ მინდაა ... იმედი მაქვს ბოლომდე ასე მალე დადებ ხოლმე <3 . წარმატებები

 


№11  offline წევრი aNuGi

ყველანაირად ვეცდები რომ გაგახაროთ ხოლმე გპირდებით, თქვენი სიხარული, ჩემი სიხარულია, ვერ წარმოიდგენთ როგორ მიხარია თქვენი კომენტარები და როგორ მაბედნიერებთ!
დიდი მადლობა <3
--------------------
"love only comes once. it's moves like the sea. but it's always the same" - twice born

 


№12  offline აქტიური მკითხველი La-Na

შენ ვერ წარმოიდგენ როგორ გამიხარდა ახალი თავი რომ ვნახე.უმაგრესსზე უმაგრესი ხარ
--------------------
ლანა

 


№13  offline წევრი aNuGi

La-Na
შენ ვერ წარმოიდგენ როგორ გამიხარდა ახალი თავი რომ ვნახე.უმაგრესსზე უმაგრესი ხარ

ძალიან დიდი მადლობა <3 <3 <3
--------------------
"love only comes once. it's moves like the sea. but it's always the same" - twice born

 


№14  offline წევრი Mariammmo

ოქრო გოგო ხარ შენ <3 !!!

 


№15 სტუმარი lile

Rogorr velodebodiiiii dzalian gamixardaaa super gogo xar!

 


№16 სტუმარი A

შენ ყველაზზე მაგარი გოგო ხარ. ვერ წარმოიდგენ როგორ გამიხარდა.......

 


№17 სტუმარი girl from marss

ძალიან ძალიან გამახარე ტკბილოო... მოუთმენლად ველოდები შემდეგ თავს <3 <3

 


№18 სტუმარი Guest Everything

Everything-ი ვაარ თუ მიცაანი)))
მე ვარ everything მაგრამ შენ ხარ რქც ხარ საოცრებაა ანუკიიი შეუდარებელია....
მოუთმენლად ველოდები შემდეეგს...
ვეჭვობ პედოფილიც დანიელია

 


№19  offline წევრი aNuGi

ძალიან დიდი მადლობა ყველას! მაბედნიერბთ თქვენი კომენტარებით, ძალიან ძალიან მიყვარხართ! <3

პ.ს everything რა თქმა უნდა მახსოვხარ <3
--------------------
"love only comes once. it's moves like the sea. but it's always the same" - twice born

 


№20 სტუმარი Tako

Malee dadeeb ??

 


№21 სტუმარი Ana

Auu dade ra axali tavi dzalian sainterrsoa yochag❤❤ didi tavebi momwons

 


№22  offline აქტიური მკითხველი neneusi

რა მაგარი გოგო ხარ ჯერ კიდევ ვერ აღგიქვამ. შენი ყველა ისტორია წაკითხული მაქვს როგორც ერთხელ გითხარი და ყველა მომწონს თან ძალიან...ჩემი ფავორიტი მწერალი ხარ შენ! ანუ დღეს საღამოს დადებ შემდეგს? დიდი იმედებით განცდებით და მოკლედ მთელი ამბებით ველოდები 5 თავს <3

 


№23  offline წევრი aNuGi

ძალიან დიდი მადლობა ყველას ასეთი თბილი სიტყვებისთვის! <3
დაიდო უკვე შემდეგი თავი,
მიყვარხართ! <3
--------------------
"love only comes once. it's moves like the sea. but it's always the same" - twice born

 


№24  offline აქტიური მკითხველი terooo

რა მარტივი რა სასიამოვნო და რა თბილი ისტორია ააა

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent