ანდრო,ყაზბეგი და ორი ქეთა..(ნაწილი მერვე)
ანდრო,ყაზბეგი და ორი ქეთა.. ნაწილი მერვე. ოცდასამი თებერვლის მერე, ყველაფერი აირია. არ ვიცი, ალბათ ანდროს სიტყვებმა არია, ან მისმა ტუჩებმა ჩემს ყელზე. რაღაცნაირი ბიჭი იყო რა, ვერ გაუგებდი. იმ დღის მერე, სხვანაირად ვიყავით ერთმანეთთან. აღმოჩნდა რომ თურმე ბევრი საერთო მეგობარი გვყოლია, მათ შორის იყო ნინკიც. აი, ისეთი ურთიერთობა გვქონდა, რომელიც თავიდან მსიამოვნებდა, მერე ნელ-ნელა ჭკუიდან მშლიდა. შეეძლო ღამის ოთხ საათზე დაერეკა და მეც დებილივით გამოვკიდებოდი ყურმილს დილამდე. ყოველთვის უაზრო თემებზე ვლაპარაკობდით-მეთქი ვერ ვიტყვი, მაგრამ ბოლოსკენ უკვე მართლა უაზრო ვხდებოდით ორივე. ალბათ იმიტომ, რომ ერთმანეთთან დამშვიდობება არ გვინდოდა. ერთხელ მახსოვს, ღამე ვლაპარაკობდით და მკითხა, ყველაზე მეტად რა გინდა ეხლაო, ამერიკანო-მეთქი. თხუთმეტ წუთში დაბლა იდგა, ჩამოდიო, და მთელი შეკვრა ამერიკანო და შოკოლადები ედო მანქანაში. გა-ვ-გი-ჟდი. -შენ გათიშე,რა. -აუ არა, შენ.. -მე გთხოვე პირველი ქეთუშ.. -აუ ანდრო, კაი რა. სულ მე გითიშავ ხოლმე. -იმიტო რო მე გთხოვ ეგრე. -ხოდა ეხლა მე გთხოვ.. -მე უკვე გთხოვე ქეთა! -აუ კაი, ჯანდაბას. იცოდე ამ ერთხელაც! -გკოცნი. -მეც ანდრო. *** თვალები რო გავახილე, ჩემს ოთახში ვიწექი. ოღონდ მარტო არ ვყოფილვარ, მამაჩემი იქვე, სავარძელში იჯდა და ეძინა. დამჯდარს. ცოტა ავხმაურდი, და თვალები წამში გაახილა. ისეთი დამფრთხალი იყო, შემეცოდა. მაგრამ მერე, გამახსენდა რაც მოხდა და გული ისევ გამიღიზიანდა. ნეტა, ისევ დავიძინო და სხვა სიტუაციაში გავიღვიძო-მეთქი, ვფიქრობდი. სიმწრისგან მოკუჭული გაზეთი, ჩემს ფეხებთან ეგდო, ლოგინზე. -არ მინდოდა ეგრე. ფეხზე წამოდგა და კისერი მოისრისა. სხვა დროს, ალბათ ვუყვირებდი და მისგან მიღებულ მწარე ხელს, ისევ უკუვაგდებდი. მაგრამ ახლა, ყველაფერი სხვანაირად იყო. რაღაც მხრივ მართალიც იყო გია. ალბათ, ჩემთვისაც უკეთესი იქნებოდა. თუ სიყვარულში ვერა, კარიერაში მაინც გამიმართლებდა. სხვა ქეთა, აუცილებლად იფიქრებდა რომ გავგიჟდი, გადავირიე. რომ სხვამ დავიძინე და სხვამ გავიღვიძე. მაგრამ ეგრე იყო რა. ანდროზეც მართალი იყო მამაჩემი. ის გოგო უყვარდა და ეყვარებოდა სულ. მისთვის მეასე ხარისხოვანი ვიყავი ყოველთვის და იმდენად ვიყავი დაბრმავებული, რომ ამის შემჩნევა არ შემეძლო. ზოგჯერ ადამიანები ვერ ხვდებიან რა ხდება მათ გარშემო. გაურკვევლობაში ყოფნა ყველაზე ცუდია ამ ქვეყნად. იგი არც სიძულვილს გავს, არც ბრაზს და არც შურისძიების წყურვილს. გაურკვევლობა - ეს არის გრძნობა, როდესაც არ იცი საითკენ უნდა წახვიდე, რომელ მხარეს უნდა გადადგა ნაბიჯი. და როდესაც არჩევანის გაკეთების დრო მოვა შენს ცხოვრებაში, უნდა გყავდეს გვერდით ისეთი ადამიანი, ვინც მის სწორად გადწყვეტის საშუალებას მოგცემს და გვერდით დაგიდგება. მამაჩემი არ იყო ასეთი კაცი. საერთოდაც, მინდა გითხრათ, რომ იმ წამებში გიაზე მეტად არავინ მეზიზღებოდა. მაგრამ მართალი იყო, ყველაფერში. დიმაც არ იყო ცუდი ბიჭი. ბოლო ბოლო, ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, მართლა ვუყვარდი და ჩემი ფასიც იცოდა. ალბათ, ასე უნდა ყოფილიყო ჩემი ცხოვრება და ვერაფერს შევცვლიდი. გარდა იმისა, რომ შეთავაზება მიმეღო და დავთანხმებოდი. დავთანხმებოდი იმ კაცის შემოთავაზებას, რომელსაც მამაჩემი ერქვა. ან უბრალოდ გია. ჩემთვის გია. -არ აქვს მნიშვნელობა. ცრემლები მომაწვა და მთელი ძალა დავხარჯე იმაზე, რომ საკუთარი ემოციები მომეთოკა. -ქეთა, ხო იცი როგორ მიყვარხარ! არ მინდოდა, მართლა. -არ აქვს მნიშვნელობა-მეთქი. ეხლა აღარ აქვს. მაგაზე მანამდე გეფიქრა.-მთელი ზიზღი ერთ შეხედვაში მოვაგროვე. ყბა მიკანკალებდა და კბილებს ერთმანეთზე ძალით ვაჭერდი.-პასუხი უკვე მაქვს. მაგრამ იცოდე, ეს გადაწყვეტილება იმიტომ არ მიმიღია, რომ შენი ფული მჭირდება, ან შენი მამობა. არ გეგონოს, რომ შენი მეშინია, და საერთოდ არ მჭირდება შენნაირი მამა! მაგრამ რას ვიზავთ, მეგობრების არჩევის საშუალება გვაქვს, მშობლების და ნათესავების - არა. სკამზე დაჯდა და თვალებში ურცხვად მომაშტერდა. -თანახმა ვარ-ვეუბნები მე და ვცდილობ, აკანკალებული სხეული დავამშვიდო. სიმწრისგან გაყინული ხელები გავითბო. თვალებზე მომდგარი ცრემლი, უკან გავაბრუნო და ყელში გაჩხერილი ბურთი როგორმე გადავაგორო. როგორ მინდა მიწა გასკდეს, შუაზე გაიხლიჩოს. ცა ჩამოიქცეს და ორივემ თან ჩამიტანოს. ან ცალ-ცალკე. მაგაზეც თანახმა ვარ. ოღონდ მოვკვდე და ყველაფრისგან გავთავისუფლდე. ყველაზე ცუდი ადამიანი ვარ. არ დავიცავი საკუთარი სიყვარული, ან ვერ. იცით? ყველაზე ცუდი ადამიანი მაშინ ხართ, როდესაც ნებდებით და აღარ იბრძვით საკუთარი სიყვარულისთვის, მომავლისთვის, ბედნიერებისთვის.. დიახ, მე ცუდი ადამიანი ვარ. მაგრამ ამით თქვენთვის არაფერი დამიშავებია, მხოლოდ ჩემს თავს დავუშავე. ალბათ, დიმასაც. რადგან უნდა შეეგუოს იმას, რომ მე მისი ადამიანი ვიქნები ხორცით, სულით კი - ვერა. *** -ელე, ლიზა სად არის?! -მე რა ვიცი. მერამდენე დღეა უკვე, გამქრალია. მაკას დავყვები ნოტარიუსშიო, ესე მეუბნება. -ეგ რაღაც ძაან ცუდად დადის რა. -შენც ეგრე ატყობ,ხო? -ხო. -მერე მე რისთვის ვარ აქ ამხელა ქალი, თან მეგრელი! გაიჯგიმა ელენე. -აუ, თუ მეგრელი ხარ მაშინ, გადავიხარხარე მე და ელენეს რეაქციას დაველოდე. ყოველთვის ბრაზდებოდა როცა მეგრელობაზე დავცინოდი. ან რა იყო დასაცინი. მაგარი ხალხი არიან მეგრელები, პროსტა ელენეს წვალება მინდოდა რა. -შენ ჩემ მეგრელობაზე ნუ ღადაობ-მეთქი, რამდენჯერ გითხარი. "ვაბშეტა" მეგრელი შენ ვერც იქნები ბრატ, მეგრელები განსაკუთრებული ხალხი ვართ.. -კი აიი.. გავიწელე მე. -"აის" მოგცემ იცოდე! ეგ კი არა, ანდროსთან რა ხდება? -რა უნდა ხდებოდეს? მხრები ავიჩეჩე. -მე რა ვიცი, რა ჩუმ-ჩუმად დაიპარებით, ბებიაჩემი მაიკო და ბაბუაჩემი ზაურივით.. სიცილისგან მოკვდა ფაცაცია. -დაიცა, ბებიაშენი და ბაბუაშენი დაიპარებოდნენ ხოლმე? გამეცინა მეც. -ხო გოგო, აბა! მერე დაუჭერიათ და მაიკოს ძმას უცემია ზაური, მაგრამ ნურას უკაცრავად! ვერც ფიზიკურმა ძალადობამ შეძლო მათი სიყვარულის დანგრევა! "ზნაჩიტ", შენ და ანდროც ეგრე იქნებით.. დაასკვნა ელენემ. -ელ, მე და ანდრო საერთოდ არ ვართ ერთად.. ჩურჩულით ვუთხარი და ფეხები მაგიდაზე შემოვალაგე. რაღაც ძაან "ნიტოდ" მომხვდა ყურში ეს სიტყვები. მაგრამ მართლა ეგრე იყო. ელენემ არ მჯერაო, რაღაცას მატყუებთო. თავი გაიგიჟა. როგორ შეიძლება ესეთი ურთიერთობა გქონდეთ და ერთად არ იყოთო. ვერ დავაჯერე და შევეშვი. *** ახალი ჩაძინებული ვიყავი, ტელეფონმა რო დამირეკა. ანდრო იყო. ნამძინარევი ხმით ვუპასუხე. -აუ, გაგაღვიძე? -არაუშავს, როგორ ხარ? -ძაან ცუდი ბიჭი ვარ ხო? -არა არ ხარ. გამეცინა. მივხვდი რო ანდროსაც გაეღიმა და გულში სითბო ჩამეღვარა. -უფრო ცუდი ბიჭი ვიქნები, რო გითხრა ჩამოდი-მეთქი? -აქ ხარ? გავიკვირვე მე. ღამის სამი იყო. მაგრამ რატომ მიკვირდა არ ვიცი, თითქმის სულ ესე ხდებოდა. -ხო. -არა, ჩამოვალ. ტელეფონი გავუთიშე და პიჟამოებითვე გავიპარე. გვანცას რო გაღვიძებოდა და დავენახე, ალბათ მეექვსედან გადამაგდებდა. ანდრო მანქანაზე იყო მიყუდებული და სიგარეტს ეწეოდა, როგორც ყოველთვის. როგორც კი დამინახა, გამოიწია და ჩამეხუტა. ძაან მაგრად ჩამეხუტა. თითქოს დიდი ხანი არ ვყავდი ნანახი. -სასწაული გოგო ხარ, რო არ გამიტეხე. ლოყაზე მაკოცა სიხარულიძემ. -მოხდა რამე? კომპლიმენტი დავაიგნორე და სხვა თემაზე გადავუტანე. -არა პროსტა მინდოდა შენი ნახვა. -ღამის სამზე? -ღამის სამზე. -გიჟი ხარ ანდრო! -შენ გამაგიჟე ქეთუშ.. გავწითლდი. ანდრომ გადაიხარხარა. -ვგიჯდები ჩემს ნათქვამზე რო წითლდები ხოლმე. -გეგონოს, ცივა და იმიტო! -პიჟამოებით რო ჩამოხვედი რა გეგონა,აბა! -მეგონა რო შენ გამათბობდი.. არ ვიცი რატომ ვთქვი, უბრალოდ წამომცდა. ანდროს გაეღიმა. მე უარესად გავწითლდი. ხელი მომხვია და ყელში მაგრად მაკოცა. არაფერი უთქვამს. ისე შემრცხვა, მინდოდა მიწა გამსკდომოდა და თან ჩავეტანე. -გინდა სადმე გავისეირნოთ? -გაგიჟდი?-გამეცინა მე.-გვანცამ რომ გაიგოს, აქ ვარ, გადამდგავს! -კაი მაშინ ადი, გაცივდები. ლოყაზე ვაკოცე და სადარბაზოსკენ წავედი. -რო ახვალ მომწერე რა. გამეღიმა ანდროს მზრუნველობაზე და უხმოდ დავუქნიე თავი. სახლში გაყინული ავედი. ლოგინში შევწექი და ანდროს მივწერე,მივედი-მეთქი. გკოცნი, ჭკვიანადო და მეტი აღარაფერი მოუწერია. მთელი ღამე ვერ დავიძინე. ვფიქრობდი. რანაირი ურთიერთობა გვქონდა. მოვიდოდა ღამე, მნახავდა, წავიდოდა. მეორე ღამეს ისევ ეგრე. თან სულ სხვანაირი იყო ურთიერთობაში. არც იმას მაგრძნობინებდა და არც ამას. არ ვიცოდი, სადამდე გავუძლებდი ასე.. *** -მიხარია რომ ჩემს ცოლობაზე დათანხმდი! გვერდით დიმა მიზის და ჩემი ხელი მისაში აქვს მოქცეული. ნაზად მიღიმის. რესტორანში ვართ. დიდ მაგიდასთან ვზივართ და ბედნიერებისგან სახე გვიბრწყინავს. ბოლო-ბოლო ვთხოვდები, დიმას ცოლი მოყავს. მამაჩემს სიძე ეყოლება, დიმას მამას, რძალი. -მეც. თავს ძალას ვატან და ნაძალადევად ვუღიმი. -აბა, ბავშვებო, თბილისში როდის მიდიხართ? -აი, საქმეებს მოვაგვარებ და როცა ქეთას მოუნდება,იმ დღესვე. ამბობს დიმა და მე მიყურებს. "რა ბიჭია,ნუ" ისმის ხმა მაგიდიდან, რომელსაც ყურადღებას არ ვაქცევ. -რამდენი ხნით მიდიხართ? -ცოტა ხნით. ჩამწყდარი ხმით ვთქვი მე. -ძალიან კარგი. როგორც კი ჩამოხვალთ ნიშნობა იქნება, შემდეგ კი გრანდიოზული ქორწილი.. თქვა დიმას მამამ და ტაში შემოკრა. -ნამდვილად ვოცნებობდი ასეთ რძალზე, გია! მამაჩემმა ღიმილით შემომხედა. როგორ მინდოდა ფეხზე ავმდგარიყავი და მთელი მაგიდა თავზე დამემხო მათთვის. ჯერ მამაჩემისთვის, შემდეგ დიმასთვის.. მაგრამ ამის ნაცვლად ვიჯექი, და ვცდილობდი ემოციები მომეთოკა.. როდესაც გრძნობები ყელში გიჭერენ და გახრჩობენ, ყველაზე კარგი გამოსავალია, წარმოიდგინო:თითქოს გამჭირვალე ბუშტში ზიხარ. თუ შენს გრძნობებს ვერ მოუვლი, და ვერ შეძლებ მოთოკო ისინი, ბუშტი გასკდება და მიწაზე მთელი ძალით დაეხეთქები. როგორც ვირტუალურად, ისე რეალობაში. და მეც ზუსტად ასე ვაკეთებ. მშველის. მაგრამ არ ვიცი, როდემდე. *** ძალიან ცუდი ვარ ვიცი. უბრალოდ იმას ვიტყვი, რომ მუზა არ მქონდა. თან საატესტატო გამოცდებისთვის მზადება, და ამას + მუზის არ ქონა. მოკლედ, თუ ვინმე დარჩით მკითხველებიდან, მხოლოდ თქვენთვის, თორემ არც ვაპირებდი გაგრძელებას. თან არ მინდოდა, ესე უპატრონოდ დატოვება. არ მიყვარს დაუმთავრებელი საქმეები. მადლობა ისევ და ისევ თქვენ, რომ მიტანთ. დაახლოებით დარჩა, სამი ოთხი თავი და ბედნიერი ვიქნები, თუ თქვენს აზრს დააფიქსირებთ, ამ ყველაფერთან დაკავშირებით. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.