შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ის,რაც არ მეკუთვნოდა (თავი 2)


5-02-2017, 03:07
ავტორი Ioana
ნანახია 2 315

ვარჯიშმა თავისი ქნა და მთელი ღამე ისე მშვიდად მეძინა,რომ დილით სრულიად ბედნიერმა გავიღვიძე,მიუხედავად იმისა,რომ უხასიათობისთვის ბევრი მიზეზი მქონდა.მაგალითად,ის რომ იყო შუა იანვარი და ზაფხულამდე ჯერ კიდევ გრძელი გზა გვქონდა გასავლელი.კიდევ ის რომ საღამოს მარიამი მელოდა სპორტ დარბაზში,კიდევ ის რომ იქ დამხვდებოდა ერთი უხასიათო მეპატრონე,რომელსაც ცუდად ჰყავდა თვალში ამოღებული ჩემი საჯდომი.მოკლედ ამ სიის გაგრძელება კიდევ შემეძლო,მაგრამ რატომღაც ამდენ "ბუმბერაზ" პრობლემაზე ფიქრს ვამჯობინე,რომ შხაპი მიმეღო,შემდეგ მესაუზმა და ბედნიერი სახის გამომეტყველებით დავლოდებოდი ექვს საათს.სიმართლე გითხრათ ისეთი ნელი ვარ,რომ ვერ ვიტყვი საღამომდე დრო გაიწელათქო,ჭამას რომ მოვრჩი,ვარჯიშისთვის ჩანთაც გავამზადე და მოვტრიალდი საათი უკვე ექვსის ნახევარს აჩვენებდა.მეც ამ ფაქტით "აღფრთოვანებულმა" დუტის კურტკა მოვიცვი და სახლი დავტოვე.ნახევარ საათში კი სპორტულებში გამოწყობილი,სასაცილო იერით მივემართებოდი დარბაზის შუა გულში მდგარი მარიამისკენ.
-ჩემი სპორცმენკა,ძევაჩკა კრასავიცა როგორ არის?-ჩემი დანახვით აღელვებული მარიამი ღიმილით იშვერს ჩემკენ ხელებს და გულში მიხუტებს.
-მარიამ აბა დაოკდი,შენი დამსახურებით ყველა მე მიყურებს-ვეუბნები და თან სპორტ დარბაზს თვალს ვავლებ.ერთი წამიც არ მჭირდება,რომ სულ ბოლოში მდგარი ტრენაჟორის გვერდით გეგა დავინახო,რომელსაც ყურსასმენები უკეთია და იმდენადაა ვარჯიშით გატაცებული,რომ არავინ ახსოვს.
-აბა ელიკო მზად ხარ წამებისთვის?
-რა ელიკო,რა ელიკო-სახეზე ცეცხლი მეკიდებაა-ხო იცი ვერ ვიტან მაგ სახელს,რატო იგესლები?
-კაი ხოო,ვგიჟდები რომ ბრაზდები და ბუზღუნებ ხოლმე,მაგ დროს ძაან საყვარელი ხარ-მიღიმის და გემრიელი კოცნით ცდილობს ჩემს შემორიგებას,მეც მალევე ვთბები და მითითებისამებრ ვიწყებ ვარჯიშს.
როგორც დიდმა ტრენერმა ქალღმერთმა ბრძანა,დღეს ხელის და მხრების ვარჯიშები უნდა გამეკეთებინა,თან მიხსნიდა ბიცეფსი რა იყო,ტრიცეფსი რა იყო,თუმცა ჩემთვის მაინც ჩინურ იეროგლიფებად რჩებოდა ყველა ეს ტერმინი.მარიამმა მითითებები მომცა და თავის პოსტს დაუბრუნდა.მე კი ყოველი გირის აზიდვისას,იმ დღეს ვწყევლიდი აქ მოსვლაზე რომ დამიყოლია,თუმცა მერე მახსენდებოდა რომ ჩემ საჯდომს მართლა სჭირდებოდა შელამაზება და ორმაგი ძალით ვექაჩებოდი გირებს.ყველაზე სასაცილო ის იყო,რომ საითაც არ უნდა გამეხედა ყველა მძიმე წონაზე ვარჯიშობდა,ზოგი 40კილოს ეზიდებოდა,ზოგი 30ს,ზოგიც 70ს,აი მე კი ათი კილო ძლივს მეჭირა ხელებში,და ისიც კუნთები ისე მიკანკალებდა მეგონა ყოველ წამს გამივარებოდა ხელიდან და დამლეწავდა.ამ სანახაობით როგორც ჩანს მარტო მე არ ვერთობოდი,გირი დადებული არ მქონდა რომ უკნიდან ირონიული ხმა მომესმა:
-გოგონი ხომ ხედავ ათი კილო თქვენთვის მძიმეა?ტრნაჟორებს რომ ეჭიდავები,აიღე ეს სამ კილოიანები.ინტერიერს მაინც აღარ გაგვინადგურებთ-უკვე ავიჭერი სიტყვა "გოგონიზე",რომელიც ძალინ დამცინავად ჩამესმოდა,აღარაფერს ვამბობ დანარჩენ ორ ფრაზაზე.
-საბედნიეროდ თქვენი საქმე არაა,მე რამდენ კილოსთან ვიჭიდავებ-მივუგე კმაყოფილმა და გირების აწევა განვაგრძე.უცებ ხელიდან გამომეცალა სიმძიმე და გაოცებულმა ავიხედე ჰაერში.
-საკმაოდ გრძელი ენა გაქვს და იქნებ სხვა რამით დაგვეკავებინა?-მაცდურად შემომხედა და გირი,რომელიც ხელიდან გამომტაცა ძირს დადო.
-თქვენ,თქვენ... რას მიბედავთ?-მოულოდნელობისაგან ისე დავიბენი,სანამ რამეს მოიფიქრებდა ჩემი გონება საპასუხოდ,გეგა უკვე იქ აღარ იდგა.ბეჭებში გამართული მიაბიჯებდა,იცოდა თავისი ფასი და ამას სხვებსაც აგრძნობინებდა.გონებაარეულმა ვეღარ შევძელი ვარჯიში და ემოციებისგან დასაცლელად მარიამისკენ წავედი,რომელიც მეორე ტრენერ ბიჭს ელაპარაკებოდა.
-მარიამ-ისე საწყლად წარმოვთქვი მისი სახელი,გული მე დამეწვა ჩემს ინტონაციაზე.
-რა მოხდა ელენე,ხომ კარგად ხარ?-უცებ მომვარდა და ფერება დამიწყო.
-კი,კი კარგად ვარ-გამეღიმა მის მზრუნველობაზე-უბრალოდ უცებ ძალიან დავიღალე და შევისვენებთქო ვიფიქრე.
-უჰ,გამისკდა გული გოგო.მეგონა ისევ შეტევა ხომ არ მისცათქო-შვებით ამოისუნთქა და იქვე მდგარ მეორე ტრენერს მიუბრუნდა-გიო გაიცანი ეს ელენეა,ჩემი ბავშვობის მეგობარი,ჩემი მეორე და და სიყვარული,ეს კი ჩვენი მხიარული და საყვარელი ტრენერი გიორგია-მიმითითა საკმაოდ სიმპათიურ ყმაწვილზე.
გიორგი საკმაოდ გახსნილი და კომუნიკაბელური ადამიანი აღმოჩნდა,სანამ მარიამი მითითებებს იძლეოდა,ჩემთან იყო და მეგრულ ანეგდოტებზე მაცინებდა.მეც მის მიმიკებზე გულიანად ვკისკისებდი და სულ მავიწყდებოდა,რომ სპორტ დარბაზში ვიდექი და არა ბაზარში.ამ განცხრომაში ვიყავი,"მთლა უფროსი" რომ წამოგვადგა თავზე.შავი თვალები რაღაც ავის მომასწავლებლად უელავდა:
-გიორგი,გამახსენე,აქ ტრენერად მუშაობ თუ კლიენტების მასხარად?-ხმა საშინლად ცივი და შეუვალი ჰქონდა,გიორგის მაგივრად მე დამცხა შიშით.
-ბატონო გეგა,ბოდიში,მე უბრალოდ...-დარცხვენილ ბიჭს სიტყვის თქმა არ აცადა,ზოგადად ლაპარაკს არავის აცდის ეს მგონი.
-ხო და ბოდიში მოსახდელი რომ არ გაგიხდეს,საქმეს მიხედე და აქ ნუ ჩამოდგები.შენ კიდე პატარა ქალბატონო-ახლა ჩემკენ მომართა მკვლელი მზერა-აჯობებს სპორტ დარბაზში მოქცევის წესები ისწავლოთ და მერე გვეწვიოთ-მომიგდო ირონიულად და ზურგი მაქცია. ხეპრე,იდიოტიი,დეგენრატი,თავგასიებული,პატარა მუტანტი-ათას სალანძავ სიტყვას ვამბობდი ჩუმად და თან მომაკვდინებელი მზერით ვბურღავდი.

მთელი ერთი კვირა ისე დავდიოდი სავარჯიშოდ,რომ გეგას მხოლოდ შორიდან ვხედავდი.არც თვითონ იჩენდა ინიციატივას და აბა მე ხომ საერთოდ არ გავეკიდებოდი ცოლიან კაცს."ცოლიანი",ეს სიტყვა ნაღმივით აფეთქდა ჩემს ტვინში და მოსვენება დამაკრგვინა.თუ ნამუსი სუფთა მქონდა,მაშინ მოსვენება რამ დამიკარგა.საქმეც ისაა,რომ ჩემი თავი ეს ერთი კვირაა გამოვიჭირე.დიახ,გამოვიჭირე,რომ გეგას ვეპრანჭებოდი,მართალია შორიდან მაგრამ მაინც.ვარჯიშისას ჩემი თვალები სულ მას დაეძებდნენ და რამდენჯერმე ჩვენი მზერებიც შეჯახებიან ერთმანეთს.ვხვდებოდი,რომ საშინელ უთამოყვარეო გოგოს ვემსგავსებოდი,როდესაც ცოლინ კაცს თვალებით ვეპრანჭებოდი და ვარჯიშის დაწყებამდე საგულდაგულოდ ვიპრანჭებოდი მხოლოდ იმიტომ,რომ მისთვის თავი მომეწონებინა.ერთი-ორჯერ ვარჯიშიც კი ჩავაგდე და არ წავედი,ვფიქრობდი იქნებ ცოტა თავიც მოვანატროთქო.ღმერთო,არა და ალბათ დამცინის,ვიცი გულში ხმამაღლა დამცინის,რომ ჩუმად ვეპრანჭები და მის თითზე წამოცმულ კალიცოს ნაგლად ვაიგნორებ.ალბათ,ლამაზი ცოლი ყავს,რომელიც ძალიან უყვარს,მე კი როგორ ვიქცევი.მიკვირს საკუთარი თავის,იმასაც ვერ ვხვდები როდის მოვასწარი მისი მოწონება.ორჯერ გამომელაპარაკა და ორივეჯერ საშინელი რაღაცეები მითხრა,მაგრამ მაინც შემაბა.ათასი ფიქრი მიტრიალებდა თავში და მხოლოდ იმ დასკვნამდე მივდიოდი,რომ თავი უნდა დამენებებინა.დამეიგნორებინა,მაქსიმალურად ამერიდებინა თვალი და ვარჯიშის გარდა არაფერზე მეფიქრა.ჩემი გადაწყვეტილებით აღრფთოვანებულმა ტაში შემოვკარი,საკუთარ თავს შემოვუძახე და ახალი დღისთვის მზადყოფნა გამოვაცხადე.

მეორე დღეს ისევ ჩვეულებრივად ავიზლაზნე და წავედი სავარჯიშოდ.გულში ვიმეორებდი რომ ცოლიანი იყო და მე აქამდე არ დავეცემოდი.ჩემი მონდომებით გახარებულმა სწრაფად ავირბინე კიბეები და მარიამისკენ სირბილით წავედი.
-ოჰჰ რა ხდება ქალბატონო,კარგ ხასიათზე ვართო?
-კარგი რომელია,შესანიშნავზე.მზად ვარ ნებისმიერი სავარჯიშო შეგისრულო!
-ამას რას მოვესწარი,რა ხდება,რამეს ხო არ მიმალავ-ეჭვის თვალით შემათვალიერა დაქალმა.
-არა რას უნდა ვმალავდე-გავიოცე სასწაულად-უბრალოდ კარგ ხასიათზე გავიღვიძე.
-მაშინ მე არ მცალია და გიორგის ვეტყვი რომ დაგეხმაროს,პრობლემა ხომ არ გექნება?
-არა,პირიქით ბევრს მაცინებს ხოლმე ეგ შენი გიორგი-ეშმაკურად გავუღიმე მარიამს და მივახვედრე,რომ კარგა ხანია გამოვიჭირე რაც თვალებს უჟუჟუნებდა ამ ბიჭს.

გიორგი ვარჯიშში მეხმარებოდა და თან ჩუმად მაცინებდა,რომ რამდენიმე კვირის წინანდელი ინციდენტის მსგავსი უფროსობასთან აღარ მოგვსვლოდა.შუა ვარჯიშში ვიყავი და გეგას არსებობა აღარც კი მახსოვდა,უცებ რომ წამოგვადგა თავზე:
-გიორგი ქვევით ბიჭებს სჭირდები და ახლავე ჩადი-ისეთი იგნორი გამიკეთა,დავეჭდი ხომ არ მეფარება რამეთქო.
-დიახ,ბატონო გეგა,მაგრამ ელენეს ვავარჯიშებ და იქნებ ცოტა ხანში ჩავიდე?
-შენ ჩადი და ელენეს მე მივხედავ!-ისეთი მკაცრი ხმით თქვა,რომ გიორგის აღარც გაუპროტესტებია.
-იცით,მე მოვრჩი უკვე ვარჯიშს და დროს არ წაგართმევთ-უხერხულად გავუღიმე და გაცლა ვამჯობინე,მკლავი რომ დამიჭირა და უკან დამაბრუნა.
-თხუთმეტი წუთია რაც ვარჯიში დაიწყე და ლოგიკურია,რომ არ დაგიმთავრებია.ნუ ცდილობ თავი ამარიდო,აქ იდგები და იმას გააკეთებ რასაც გეტყვი-ისეთი ცივი და მკაცრი ტონით მითხრა,რომ უბრალოდ დანებება ვამჯობინე.
უემოციო სახით იდგა და ზემოდან დამყურებდა,ხან რა შენიშვნას მაძლევდა და ხან რას.გულში კი კარგად ვიკურთხებოდი,თუმცა სახეზე მაქსიმალურად არაფერს ვიმჩნევდი,აბა ამას ხომ არ გავუხარებდი გულს ჩემი ტანჯვით.უკვე მეათედ მისწორებდა ერთი და იმავე რაღაცას,მეც მოთმინება დაკარგულმა ტრენაჟორი დავახეთქე და გაგულისებული მივუბრუნდი:
-თქვენ რა დამცინით? ნორამლური თუ ხართ? ერთსა და იმავეს მაკეთებინებთ უკვე ოცი წუთია და მაინც არ მოგწონთ.იცით,უკვე ყელში ამომივიდა თქვენი ქედმაღლობა და მუდამ უკმაყოფილო სახე.ამ ცენტრის მფლობელი ხართ მხოლოდ და არა მთელი დედამიწის-გამწარებისგან ვგრძნობდი სახე როგორ ამიწითლდა და როგორ დამეჭიმა კისრის ძარღვები.კიდევ უფრო ვიგრძენი მთელი სხეულის შებოჭვა,მის სახეზე ღიმილი რომ დავლანდე.
-გაბრაზებული საშინლად სექსუალური ხარ!-სახე ახლოს მომიტანა და ცხელი ჰაერი ზედ ცხვირთან მომაფრქვია-ვგიჟდები პატარა,ბრაზიან გოგოებზე-კიდევ უფრო ახლოს დაიწია და შოკისგან გაქვავებულს ყელში კოცნა დამიტოვა.გონს რომ მოვედი უკვე იქ აღარ იდგა,მხოლოდ შორიდან მომესმა მისი ხმა.
-ელენე მოეშვი,თავისუფალი ხარ ჯარიდან-გვერდულად გამიღიმა და გაუჩინარდა ქვედა სართულზე.


პ.ს. ველოდები თქვენს შეფასებებს <3 [left][/left]



№1 სტუმარი Guest Darina

Ux ra sazizgaria es chveni gega magram me sashinlad momwons es misi qedmagloba cota elenesavit misi bechedi magiarebs vnaxot movlenebi rogor ganvitardeba ai istoria dzalian magaria da sul velodebi axal tavs. Kargi gogo xar axal tavebs ase malmale rom deb.

 


№2 სტუმარი Guest Eka

Uuh mgaria raa

 


№3 სტუმარი lile

Kargiaaa shemdegss velodebiii

 


№4  offline აქტიური მკითხველი nawkas12345

Bolo fraza magari iyo, bolos winac da a. Sh. Hah momwons dzaan es motxroba kargad wer?

 


№5  offline წევრი taia21

აუ რა კარგია.განსხვავებულია მომწონს გეგა.გააგრძელე თორე დაგჩეხავ და მალე დადე რა გთხოვ უფრო დიდი თავი

 


№6  offline აქტიური მკითხველი neneusi

რა ბიჭია ეს გეგა რა ბიჭიი...უჰჰჰ....მაგრამ ეს გოგონები ყოველთვის ასე ძალიან რატომ იბნევიან ხოლმე?! ვახ! ბიჭია ის ხომ არ არის! ისე კარგია მაინც ინიციატივა, რომ გამოიჩინა და ცოლიან კაცს მოეშვასავით და ის კიდევ თუ ცოლიანია რა ჯანდაბაღა უნდა?! იმედია ან უბრალოდ ბეჭედია ან რავიცი მეე...ცოლიანი თუა რაღა უნდა მაინც ვერ გავიგე...უხ ვირი ეგა! :D ველოდები შემდეგს.

 


№7  offline წევრი Ana Imnadze

როგორ მომწონს ეს ირონიული ბიჭი :3

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent