შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მებაღე (ნაწილი 7)


5-02-2017, 12:19
ავტორი Lex
ნანახია 1 486

7.
ცოტაც და მზე ჩასვლას დააპირებდა, მებაღეს უკვე კარგად შეშრობოდა მდინარის წვეთები.. დადა გაშტერებული თვალებით აკვირდებოდა, როგორ იცვამდა მებაღე თავის ძველმანებს, მერე თავზე ფართოფარფლიანი ქუდი ლამის ცხვირამდე ჩამოიფხატა და მდინარის ნაპირს გაუყვა სახლისკენ...
საგონებელში ჩავარდნილი გოგონა მთელი ღამე მებაღეზე ფიქრობდა. წესიერად ადრე არც კი დაჰკვირვებია, როდესაც პირველად ნახა საშინელი შესახედი იყო, შიმშილისაგან და დაღლილობისგან დაუძლურებული, სულ დაკონკილ ჭუჭყიან ჩვრებში გახვეული ჯოხზე დაყრდნობილი მოხუცს უფრო წააგავდა ვიდრე ახალგაზრდა კაცს. მერე კი ძირს დავარდნილი გასისხლიანებულ სახეს რომ უწმენდდა და მესამედ კი შოკოლადით რომ დაასაჩუქრა, მაშინაც წესიერად არც კი შეუთვალიერებია, მხოლოდ სახეზე შერჩენილ იარას აკვირდებოდა სიბრალულით... მებაღე კი თითქოს უჩინარი იყო, ლანდივით დადიოდა ბაღის მწკრივებში და ისე მუშაობდა... ზეკი, რომ დადას ადგილას ყოფილიყო აუცილებლად იფიქრებდა, რომ მებაღე მოგზავნილი იყო, აბა ვინ შეასრულებდა მოხუცი კაცის სამუშაოს, როცა შეეძლო უფრო მეტი ფული ეშოვნა და სხვა სამუშაოზე გადასულიყო, თმა და წვერი მოეწესრიგებინა და წესიერად და სუფთად ჩაეცვა, როგორც აქაური მსახურები იცვამდნენ. პატრონი მათ ყოველ სეზონზე საკმარისს ტანსაცმელს ჩუქნიდა, თავად უზადო გემოვნების მქონე, იშვიათად იცვამდა ერთი და იმავეს, ხშირად სტუმრობდა სალონებსა და ატელიებს. ყოველი თვის დასაწყისში, როგორც უკვე წესად ექცა, ახალ ტანსაცმელში გამოწყობილი გამოჩნდებოდა ხოლმე. მსახურებიც სიხარულით იდგნენ გემოვნებით შეკერილი ტანსაცმლის რიგში, და მორიგეობით ირგებდნენ პატრონის ძღვენს...
იმ დღიდან მოყოლებული დადა ხშირად სტუმრობდა თავის სამალავს და ჩუმად ხატავდა მობანავეს ან მზეს მიფიცხებულ მებაღეს. ერთხელაც ისე გაერთო, რომ სულ დაავიწყდა ჩუმად თვალთვალი და უფრო ძლიერად და გამოსაჩენად ამოჰყო თავი, მებაღემ შენიშნა და კარგად დააკვირდა, არცთუ ისე ახლოს იყო, მაგრამ მაინც ჩანდა ბორცვის კიდიდან ამოწეული ადამიანის თავი. დადა მიხვდა, რომ შენიშნეს და უცებ ჩაიმალა, კარგა ხანს თავის ამოყოფასაც ვერ ბედავდა, მერე ჩუმად ძალიან ფრთხილად კიდევ ამოწია თავი, მებაღე კი ჩასაფრებულივით ელოდა, ადგილიდანაც კი არ იძვროდა და იმ წერტილს მისჩერებოდა სადაც მოთვალთვალე შენიშნა... დადას სხვა რა გზა ჰქონდა, ისე ჩამოჩოჩდა ბორცვიდან ფეხზეც კი არ წამომდგარა, მერე წამოხტა და სირბილით გაუყვა გზას. მებაღემ გადაწყვიტა გაეგო თუ ვინ უთვალთვალებდა, ჩანჩქერს ნაპირით აჰყვა, მერე სულ სხვა მხრიდან აძვრა, და იმ ბორცვის ქიმისკენ წამოვიდა საიდანაც მოთვალთვალე შენიშნა... იქ არავინ დაუხვდა და უკვე აღარც ელოდა, რომ დაუხვდებოდნენ. ბორცვზე გაწვა, თავადაც ისევე გადაიხედა, როგორც უთვალთვალებდნენ... საინტერესოდ მოჩანდა აქედან ჩანჩქერის მიდამო... ერთ ხანს ტკბებოდა ბუნების სიმშვენიერით, მერე გულაღმა გადაწვა, ზეცას დაუწყო ყურება, თავქვეშ ხელები ამოიწყო, მაგრამ ხელში რაღაც ქაღალდისმაგვარი მოჰყვა, დახედა და შოკოლადის შესაფუთი ოქროსფერი ქაღალდი იყო, წამოწია და იქაურობა მოათვალიერა და ფანქრის ნათალებსაც მოჰკრა თვალი... მებაღეს გაეღიმა...
მეორე დღეს მებაღემ დადას ახლოს დაიწყო წრიალი. დადა ყვავილების სურნელითა და ფერებით ტკბებოდა, და თითქოს ვერ ამჩნევდა მებაღეს, ისიც ასევე იქცეოდა და ჩუმჩუმად დადასკენ ზურგით იწეოდა ყვავილებს რწყავდა თან უფრო მეტად გოგონას გასაგონად ეჩურჩულებოდა, ,,მოგწყურდათ ჩემო ლამაზებო?.. ახლა მეც წავალ და ჩანჩქერთან ჩავყვინთავ’’... დადასთვის საკმარისი ინფორმაცია იყო. ჩუმად ჩაეღიმა, ნელ-ნელა სახლისკენ წავიდა და მდელოზე სალაშქროდ მოემზადა.
დადა ჩვეულ ადგილას ჩასაფრდა, მებაღე კი ცურვას მოჰყვა, ამჯერად ჩვეულებისამებრ ტანთ სრულად აღარ გაიხადა, რადგან უკვე იცოდა, რომ მარტო არ იყო. ერთი ჩაყვინთა თუ არა ამოვიდა, დადას პირისპირ დადგა, დადა ჩაიმალა.. უცებ მებაღის რიხიანი ხმა შემოესმა: ,,- დადა გინდა ცურვა გასწავლო?..’’
LEX·2016 წლის 2 თებერვალი, სამშაბათი



№1  offline აქტიური მკითხველი La-Na

ძალიან საინტერესოა და არ გაქვს სურვილი უფრო დიდი თავები დადო?მომწონს მე ეს მებაღე?
--------------------
ლანა

 


№2  offline წევრი Lex

ეს პირველი იყო და თან ონალაინში ვწერდი, ზოგი წუწუნებდა ცოტ ცოტა დაწერეო, ზოგი პირიქით. დარჩეს ეს ასე, როგორც არის და მერე ახალზე ვნახოთ :)
გმადლობთ, რომ მოგწონთ
--------------------
Lex

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent