შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

აი ისე,შენ რომ იცოდი ხოლმე ჭორფლიან.


5-02-2017, 21:34
ნანახია 1 651

სიყვარული ბრმების ცეკვას წააგავს.რიტმს აყოლილი სხეულები მუსიკაში იკარგებიან და რეალობის აღქმის უნარს კარგავენ.ველური ვნებები ჰაერში იფანტებიან.სიცხისგან დაცვარული სხეულები ნაზად ირხევიან.ერთი,ორი და მუხლები გეკვეთება.სამი,ოთხი და მიწაზე ეცემი.ხუთი,ექვსი და თვალები გეხუჭება.მეშვიდე სათვალავზე გონებას კარგავ და ითიშები.მერე,სიბნელეში იკარგები და მხოლოდ შეხებებს გრძნობ.

სიყვარული წარმავალია.
სიყვარულის განტოლება ამოუხსნელი.
სიყვარულს ორი სხეული სჭირდება.მესამე ზედმეტია.
სიყვარული ობობას ქსელს წააგავს.აბურდული და მაინც სასწაულად ლამაზია.
სიყვარულის საიდუმლო ადამიანებშია.
სიყვარული ინდივიდუალურია.
სიყვარულს ტკივილი მოაქვს.
სიყვარულს იმდენივე კარგი აქვს რამდენი ცუდიც.
სწორედ ამიტომ არ მყვარებია.არადროს,არცერთი წუთით.
მანამ,სანამ...

გამგზავრებამდე ორი დღე იყო დარჩენილი.არაფერი მინდოდა.სახლში გამოვიკეტე,ალკოჰოლი მოვიმარჯვე და გამოვთვერი.ბოლო დროს აკვიატებულმა ფიქრებმა კვლავ შემომიტია.არყის ბოთლს დავხედე და გული დამწყდა.ვერ მივხვდი სად და როდის ჩავვარდი ამ მდგომარეობაში.“იქნებ ძაღლი რომ მომიკვდა მაშინ?“არა.“იქნებ მშობლები რომ დაშორდნენ მაშინ?“ისევ არა.“იქნებ საცოლემ რომ მიმატოვა საკურთხეველთან მაშინ?“მსუბუქი მიზეზია.“იქნებ და რომ გარდაგეცვალა მაშინ?“მაშინაც გავუძელი.“იქნებ?...“ხო,სწორედ მაშინ.
წყალი გადავივლე.გამოსაფხიზლებლად ძლიერი ყავა გავიკეთე და ტელევიზორს ავუწიე.თავის ტკივილი კი არ გამინელდა,პირიქით,მომემატა.მაცივარიდან ლუდის ქილა გამოვიღე.ცივი მესიამოვნა.ქილა გამოვცალე თუ არა ტელეფონმა დარეკა.
-არ გამოხვალ?
-არა რა,ლექსო,თავი მისკდება.
-დალიე ხო?
-დავლიე.
-გამოდი,რა.ორ დღეში მიდიხარ ბიჭო.
-არ გინდა ძმურად.ოღოდ დღეს არა.
-ზუსტად დღეს.გელოდები.
გათიშა.
ვიფიქრე.დიდხანს ვიფიქრე და მერე წასვლა გადავწყვიტე.არწასვლის მიზეზი არ მქონდა და იმიტომ.

ყველა ადგილზე დამხვდა.გადამეხვივნენ,მეგობრულად მხარზე ხელი დამარტყეს და სასმელი შეუკვეთეს.სასმელი.გამაკანკალა და უარი ვთქვი.ბართან მივედი და წვენი შევუკვეთე.
-ღადაობ ძმაო?
-არ მინდა დალევა,ლექსო.
აღარაფერი მითხრა.
შენობის შუა ცენტრში ხალხი ცეკვავდა.ბევრნი იყვნენ.ბიჭებიც და გოგოებიც.ყველა ერთნაირი იყო,უფერული.კარგად დავაკვირდი.“იქნებ სინათლეც ჩანდეს“.დავაკვირდი და ვერ დავინახე.სიბნელე იყო.
-მართლა მიდიხარ?
-მივდივარ სანდრიკ.
-სად მიდიხარ ტო,ახლა წასვლის დროა?
-ახლა თუ არ არის, აბა როდის იქნება?
-შენი წასვლის დრო არასდროს უნდა იყოს.
-ძმა ხარ სანდრო.
-ხოდა ძმა არ მიატოვო ამ ბნელ ქვეყანაში.გაფიცებ,ანდრი.
-ნუ მიმატებ სანდრო.ისედაც ვერ ვარ.
აღარაფერი მითხრა.
წვენი ჩავცალე და საცეკვაო მოედანს გავხედე.რამდენიმე ადამიანის უკან სინათლემ გამოანათა.წითელი იყო.ლამაზად არხევდა სხეულს.ძარღვები დამებერა,სისხლი დიდი სიჩქარით მომაწვა.ჩავისუნთქე და უფრო გალამაზდა.ამოვისუნთქე და მზეს დაემსგავსა.
-მოგეწონა?
ლექსომ შეამჩნია და არ მესიამოვნა.მხრები ავიჩეჩე და სასმელი შევუკვეთე.

სანამ წამოვიდოდით ჰაერზე გავედი მოსაწევად.სიგარეტი ჩავწვი თუარა ზურგსუკან კარი გაიღო და ვიღაც კისკისით გამოვარდა აივანზე.არ გამიხედავს.ვიცოდი,სინათლემ შემოაბიჯა ჩემ ცხოვრებაში.
-სიგარეტი გაქვთ?
მშვიდი ხმა ჰქონდა.წეღანდელი სიცილი აღარ ეტყობოდა.მივუბრუნდი და წითელი გაიზარდა.სახეზე ჭორფლები მიმოფანტვოდა.ხელი გამომიწოდა და უხმოდ სიგარეტი მთხოვა.ამოვიღე და მივეცი.ლამაზი თითებით მოუკიდა და ძლიერად მოქაჩა.ნერწყვი ხმაურით გადავყლაპე.თითქოს მიმიხვდა,ტუჩის კუთხეში ღიმილი შეეპარა.ლამაზი ტუჩები ჰქონდა.სანთებელა უკან დამიბრუნა.სანამ მოწევას დაამთავრებდა თავს ვაიძულე და გამოველაპარაკე.
-რატომ ეწევი?
-არ ვეწევი.
-აბა რას შვები?
-ახლა? ახლა ვეწევი,ზოგადად არ ვეწევი.
-ახლა რატომ?
-მომინდა.
-მოწევა ცუდია.შენნაირ ბავშვებს ეს სიკვდილის იარაღი არ უნდა ხიბლავდეს.
-ბავშვებს?-გაიცინა-მერე ვინ გითხრა რომ ბავშვი ვარ?
-არ ხარ?
-არ ვარ.სიგარეტისთვის და უფასო ლექციისთვის მადლობა.
ლოყაზე მაკოცა და წავიდა.
სინათლე კარს იქით გაუჩინარდა.

დილამდე სავარძელში ვიჯექი.მესამე ჭიქა ღვინოს ვსვამდი და ხვალინდელ გაფრენაზე ვფიქრობდი.ხანდახან სინათლეც შემომეპარებოდა ხოლმე გონებაში.არ ვიცი რატომ ავიჩემე,მაგრამ ფაქტია,ეს ბავშვი გონებიდან ვერ ამოვიგდე.
-ჭორფლიანია.
ბოლო ყლუპი მოვსვი და ჭიქა მეოთხედ შევავსე.

იმ დღესაც დამირეკა ლექსომ.იმ დღესაც წავედი.
ველოდე.ერთი საათის შემდეგ მივხვდი,რომ სიბნელეში ვიჯექი და აივანზე გავედი.კვლავ სიგარეტი ამოვიღე და გავაბოლე.პირველს მეორე მივაყოლე.მეორე რომ ჩავწვი გავჩერდი და დავფიქრდი. „აქ რას აკეთებ ანდრი?იმედებს ეძებ?სინათლეს ნუ ეჭიდები,ბიჭო,სინათლეც ჩაგძირავს.ნუ იბრძვი ანდრი,ტალღებს გაჰყევი და ნაპირზე გაგიყვანს.წადი,წადი,წადი.აქედან წადი.სიზმრებს მოყოლილი ოცნებები გაგყიდის და დაგღუპავს.თუ გინდა რომ გადარჩე,ეცადე ხელი კარგად მოიქნიო,ტალღამ რომ არ გადაგიაროს და დაგახრჩოს.მთელი ცხოვრებაა უსამართლობას ებრძვი.მთელი ცხოვრებაა ტკივილს უმკლავდები.საკუთარ თავს ვერ პატიობ,სხვამ რა გაპატიოს.შენი დის სიკვდილს ებრძვი,ყოველი დღე და ყოველი ღამე.დაიღლები და მოკვდები.ხოდა გაასწარი.მოქცევა სანამ დაიწყება წადი და შენი ტკივილები აქ დატოვე.ახალი ცხოვრება დაიწყე.სიბნელეში ყოფნას შეეშვი.ჩვეულებრივი ადამიანივით იცხოვრე.ჯერ დედა მოინახულე,მერე მამა.ჯერ ერთს მოხვიე ხელები,მერე მეორეს.ჯერ ერთს მოუხადე ბოდიში,მერე მეორეს.კარი გაიჯახუნე და ახლი ცხოვრება დაიწყე.სინათლეს შეეშვი,ანდრი.შენი არ არის.ტყუილი იმედები შეგჭამს და არ გაგახარებს.დრო მიდის.“
-მტკივა.
-რა გტკივა ანდრი?
სინათლე მოვიდა.
-აქ რას აკეთებ?
-მოსაწევად გამოვედი.
-ჩემი სახელი საიდან იცი?
-თავად თქვი.
-ეგ როგორ?
-შენ თავს ესაუბრებოდი და წამოგცდა.
-მისმენდი?
-უნებურად.მოვედი და ვერ შემამჩნიე.უკან გაბრუნება არც მიფიქრია.დაგელოდე.
-აქ არ გელოდი.
-ჩემ გამო არ მოხვედი?-გაიკვირვა.
-შენ გამო?-ჩავფიქრდი-უფრო საკუთარი თავის გამო.
-არ მესმის.
-არ მიკვირს.
გაჩუმდა.სიგარეტი თითებს შორის მოიქცია და თავი ჩემკენ მოაბრუნა.დაუფიქრებლად ამოვიღე სანთებელა და მოვუკიდე.
-მე რომ მხედავ მარტო მაშინ გინდება მოწევა?
-შეიძლება მასეცაა.
-ანუ გაფუჭებ.
-ძალით ვერავის ვერაფერს გააკეთებინებ.
-მაგრამ მაინც ვმოქმედებ.
-ალბათ.
შევხედე.
-სახეზე ვარსკვლავები რომ გაქვს იცი?
-რა მაქვს?-მოყებზე ხელი მიიდო.
-ვარსკვლავები.
-მე აქამდე ჭორფლები მეგონა.
-ხო,მაგრამ მოსაწყენია.მე თუ მკითხავ ვარსკვლავებია.ყველაზე მეტად ანათებს შენ გარეგნობაში.
-ვინ ხარ შენ?-გაოცებულმა მკითხა.
-ადამიანი.
-არა,არაადამიანი ხარ.
-ბევრჯერ უთქვამთ.
-არაადამიანი ხარ კარგი გაგებით.არცერთ ნორმალურ პიროვნებას ჩემთვის ჯერ მსგავსი არაფერი უთქვამს.
-მერე ვინ გითხრა,რომ მე ნორმალური ვარ?
-არც მე მითქვამს ნორმალური ხართქო.
გავჩუმდი.ისიც გაჩუმდა.
-ლამაზი ღამეა.
-ლამაზად ხმაურიანი-კარისკენ გაიხედა მან.
-გელოდებიან?
-დაიცდიან.
-სიგარეტი კიდევ გინდა?
-უკვე თავად მთავაზობ?
-შენ ხომ პატარა არ ხარ-გამეცინა.
-გმადლობ,აღარ მინდა.
-კარგი გოგო ხარ.ზედმეტად კარგი ამ ცხოვრებისთვის.ზედმეტად კარგი ჩემთვის და ჩემნაირებისთვის.
-შენ როგორი ხარ?
-მე არ ვარ კარგი.
-კარგი არავინაა.თუმცა არსებობენ უკეთესები.შენ შეგიძლია იყო უკეთესი.
-მე არ შემიძლია,შენ კი შეგიძლია სცადო.
ისევ გაჩუმდა.ამჯერად სიჩუმე იმაზე დიდხანს გაგრძელდა ვიდრე მოველოდი.ვიგრძენი ნელ-ნელა როგორ განელდა ჩვენ შორის მუხტი.თავი ცუდად ვიგრძენი და წამოსვლა დავაპირე.ნაბიჯი არ მქონდა გადადგმული რომ გადმოიხარა და თითებით თვალებზე შემეხო.
-იცი შენ თვალები რას ჰგავს?
-არ ვიცი-ვუპასუხე და პასუხის მოლოდინში სუნთქვაც კი შევწყვიტე.
-არაფერს ჰგავს.
ტუჩებზე სწრაფად მაკოცა და სანამ გავიაზრებდი მარტო დამტოვა.

არც იმ ღამით მეძინა.ტუჩებზე ალუბლის გემოს ვგრძნობდი.შეხება მახსენდებოდა და მეღიმებოდა.იმ დღეს ღვინო არ დამილევია.შემეშინდა გემო არ გამქრობოდა.გამთენიისას ბარგის ჩალაგება დავიწყე.ყველაფერი რომ დავამთავრე ჩემოდანზე ჩამოვჯექი და წერილი დავწერე:“არ ვიცი რატომ არ ქრებიან ცაზე ვარსკვლავები.არც ის ვიცი რამდენად სწორი და გამართლებულია ჩემი არსებობა,მაგრამ ფაქტია მე ვარსებობ.სხვებისგან განსხვავებით მე ცუდი ბედი მხვდა წილად.ადამიანები ხომ თავის შეცდომებზე სწავლობენ?მე ესეც ვერ შევძელი და ამ ქვეყნიდან უსწავლელი მივდივარ.სიკვდილს არ ვაპირებ.ამისთვის ზედმეტად ლაჩარი ვარ,თორემ ერთ დღეს ზედმეტი გრძნობებისგან ხელიც არ ამიკანკალდებოდა,ისე ამოვიღებდი იარაღს და ამ დაწყევლილ ყოფას დავასრულებდი.ლაჩარი ვარ,იმიტომ რომ დღემდე რეალობას თვალს ვერ ვუსწორებ და ისევ გავრბივარ.რომელი ნორმალური ადამიანი ინგრევს ცხოვრებას თავისი ხელით?მაგრამ მე არანორმალური ვარ.დამშვიდობება არ მიყვარს.ასე მგონია რაღაც ნაწილს ვკარგავ ხოლმე.სწორედ ამიტომ ვერ დაგემშვიდობე გუშინ.თუმცა ამის მიზეზი სხვა რამეც იყო.არ არის ნორმალური ღელავდე და ფიქრობდე ერთი დღის გაცნობილ ადამიანზე,მაგრამ მე არანორმალური ვარ.მეპატიება.შენი მიტოვებაც მეპატიება.ალბათ,იმ მიზეზით რომ ჯერ კიდევ არ გიცნობ წესივრად და ახლა ეს ყველაფერი უფრო მარტივია ვიდრე მომავალში იქნება.იცი რა მტკივა,ჭორფლიან?უმიზნოდ გავლილი და დაკარგული ცხოვრება.ის დღეები,როცა რაღაცის გაკეთება შემეძლო და არ ვაკეთებდი.ის სიტყვები,რისი თქმაც უნდა მომესწრო და ვერ მოვასწარი.არ არის ჩემი ცხოვრება გამართლებული.იმდენად მზარავს ბედნიერება,რომ თავს ამის საშვალებას არც ვაძლევ.სწორედ ამიტომ არ მყვარებია.არასდროს,არცერთი წუთით.ის რაც შენთან მაკავშირებს სიყვარული ვერ იქნება.სახელი არ აქვს,ჭორფლიან.შენ,ხარ ყველაზე ნათელი წერტილი იმ სიბნელეში,რომელიც შენამდე მოვიდა ჩემთან.შენ,ყველაზე დიდი სიბნელე ხარ ჩემ ცხოვრებაში,რომელიც სხვანაირად ანათებს.შენ,ყველაზე დიდი ვარსკვლავი ხარ იმ ცაზე,რომელიც შენნაირებს ვერ იტევს.არ დაეცე ჭორფლიანო.გრძნობებმა არ მოგღალოს.გაიღიმე რა.აი ისე, შენ რომ იცოდი ხოლმე ჭორფლიან.იცხოვრე.ისე იცხოვრე,როგორც არასდროს გიცხოვრია.გჯეროდეს,სინათლე შენთანაც მოვა.ჩემთან ხომ მოვიდა.“

გაფრენამდე ექვსი საათით ადრე კლუბში მივედი და წერილი ბარმენს დავუტოვე.ვის გადავცეო რომ მკითხა გავშეშდი.მივხვდი სახელი,არ ვიცოდი.ერთხანს ალკოჰოლის ცარიელ ჭიქას მივაშტერდი,მერე მივუბრუნდი და ვუთხარი:
-ყველაზე ნათელი ვინც იქნება იმას გადაეცი.
-ვინ დაგიტოვათქო,რა ვუთხრა?-სიცილით მკითხა.
ჯიბიდან სანთებელა ამოვიღე სიგარეტთან ერთად და გავუწოდე.
-ეს მიეცი და თვითონ მიხვდება.

თვითმფრინავში რომ ჩავჯექი გული ამიჩქარდა.სანამ აფრინდებოდა მოვასწარი და სანდრიკას დავურეკე.
-მიდიხარ ანდრი?
-მივდივარ სანდრიკ.თვითმფრინავში ვზივარ.
-რატო ბიჭო?ადრე ვერ დარეკე?გაგაცილებდი.
-კარგი რა სანდრო.ხომ იცი დამშვიდობებას ვერ ვიტან.
-როდის ჩამოხვალ?
-არ ვიცი.ალბათ მალე,ან არა.ჯერ არ მომიფიქრებია.
-არ დაიკარგო რა ძმურად.
-მე არ ვიკარგები ხოლმე, ხო იცი.
-უცხოეთში წასვლა დაკარგვა არ არის?
-სხვანაირად არ გამოდის სანდრიკ.შენ ეგ ყველაზე კარგად იცი.
სტიუარდესამ ტელეფონზე მანიშნა.
-წავედი.აბა შენ იცი,ლექსო არ გამიბრაზო.
-მალე დაბრუნდი.
გავთიშე.გავთიშე და ილუმინატორიდან გავიხდე.მეპატარავა ჩემი ქვეყანა.გული მეტკინა და თვალები დავხუჭე.
რომ გავიღვიძე ნაცნობი მთები აღარ მიღიმოდნენ.აღარც ჩემი ქვეყნის ჰაერს ვსუნთქავდი.ცოტახნით სუნთქვა შევწყვიტე.
უცხო ქვეყნის მიწა სხვანაირი იყო.
ხალხი უცხო.
არაფრით ჰგავდა ჩემს ლამაზ საქართველოს.

სასტუმროში ბარგი ავიტანე და საწოლზე გავწექი.ტანსაცმელი ჯერ კიდევ ზედ მეცვა.თითქოს რაღაც ძველთან მაკავშირებდა და გახდა არ მინდოდა.
ისევ დავიძინე.
ჭორფლიანი მესიზმრა.ხელში ჩემი დატოვებული ასანთი ეჭირა და წერილს წვავდა.თვალები წითლად უელავდა.სახეზე ვარსკვლავის ნასახი აღარ შერჩენოდა.ძილშივე ვგრძნობდი,რომ ვტიროდი.გავიღვიძე და ისევ ვტიროდი.არ ვიცი რამ გამანერვიულა.იმან რომ ყველაფერი ასეთი რეალური იყო თუ იმან,რომ გაღვიძების შემდეგ მივხვდი,ჭორფლიანი აქ არ იყო.

სასტუმროს კაფეში ვისაუზმე.
ნომერში ასვლისას გული შემეკუმშა და კიბეზე ჩამოვჯექი.
ოთახში ლეპტოპი ავიტანე და ინტერნეტში შევედი.იმ კლუბის ფოტოებს დავუყევი და სიბნელეში სინათლე ადვილად შევამჩნიე.ცეკვავდა.ალბათ ის დღე იყო პირველად რომ ვნახე.სახეზე წითელი თმა ჩამოყროდა და იღიმოდა.იმ ღიმილით მე რომ მომწონდა.მის გვერდზე გადავედი და გავშეშდი.ათი წუთის წინ ჩემი ფოტო ატვირთა.გავხსენი და ვერ მივხვდი როდის იყო გადაღებული.აღწერაში ის სიტყვები ჰქონდა დამატებული,მე რომ წერილში დავუწერე: „იცხოვრე.ისე იცხოვრე,როგორც არასდროს გიცხოვრია.გჯეროდეს,სინათლე შენთანაც მოვა.“
-წაიკითხა.

იმ დღეს ინტერნეტში აღარ შევსულვარ.არც იმ დღეს და აღარც შემდეგი რამდენიმე დღე.ფაქტი ის იყო,რომ ადამიანები ტყუილად არ ვიბადებით.მე, დავიბადე რომ მეცხოვრა.შენ,დაიბადე რომ მომკვდარიყავი.ის,დაიბადა რომ ორივე გამოეცადა.ზოგი იღბლიანია,ზოგი თავადაა იღბალი.მე არცერთი ვარ.
ჭორფლიანს ერთი განსაკუთრებული უნარი ჰქონდა,ადამიანების გულში აღწევდა ადვილად.მას ის სინათლე მოჰქონდა,რაც მთელი ცხოვრების მანძილზე თან გდევდა და გყოფნიდა.მე ჭორფლიანი არ მეყო.არც ახლა და არც შემდეგ ცხოვრებაში მეყოფა.
დროს ერთი კარგი თვისება აქვს,საბოლოოდ მიყავხარ იქამდე სადაც შენი გზა მთავრდება.ამიტომ,როცა გადავწყვიტე ყველაფრისთვის წერტილი დამესვა და ცხოვრება გამეგრძელებინა მივხვდი,მე ცხოვრება მაშინ შევძელი როცა სინათლე გაჩნდა.გამიხარდა და ყავა მოვსვი.ფეხები მაგიდაზე შემოვაწყე და სიგარეტი გავაბოლე.საღამოს ბილეთი დავჯავშნე.მთელი ღამე ქუჩაში ვიხეტიალე.გამთენიისას ინტერნეტში სანდრიკას მივწერე.
-ბიჭო,ვბრუნდები.



№1 სტუმარი lela

Momwons. shemdegi iqneba tu sul es aris?

 


№2 სტუმარი enene

vuimeeee saswaulad momwoonss ❤❤

 


№3 სტუმარი

რაპატარაიყოდა რაძალიანმაგარი

 


რაპატარაიყოდა რაძალიანმაგარი

მადლობა დიდი ^^

enene
vuimeeee saswaulad momwoonss ❤❤

დიდიმადლობა <33

lela
Momwons. shemdegi iqneba tu sul es aris?

სულ ეს არის.

 


ჩემი ჭორფლიანი ხარ შენ relaxed relaxed

 


გაზაფხულის გოგო
ჩემი ჭორფლიანი ხარ შენ relaxed relaxed

შენ ჩემი სიყვარული heart_eyes

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent