შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ჩემიდან შენამდე ზეცაც კი ერთია (თავი 1,2


6-02-2017, 00:02
ავტორი sophio
ნანახია 1 448

ბნელა ყველაფერი უკუნით სიბნელეში იძირება გარბის, როგორც შეუძლია გარბის, მისდევს
ერთადერთ სინათლის სხივს, მისდევს, რომელსაც უსასრულობაში მიჰყავს, ჩერდება აქეთ­იქით იყურება იბნევა გონებაში ყველაფერი ერევა, იკეცება სახეს ხელებში რგავს, მთელი სხეული უცახცახებს უეცრად სითბოს გრძნობს სახეზე, გრძნობს როგორ წევს თავს ნელ­ნელა ზევით თვალებს ხუჭავს შიშისგან, სახეზე თბილი სუნთქვა ეფრქვევა მაგრამ თვალების გახელას ვერ ბედავს
-­გაახილე
ესმის უცნობი მაგრამ საოცრად ნაცნობი ხმა. აკანკალებული ახელს თვალებს, როცა მის წინ
ჩამუხლულ მომღიმარ ბიჭს ხედავს შიში უქრება მაგრამ ახალი შეგრძნება დაბნეულობა ეუფლება
-­მე...მე
ხმა უწყდება გოგონას
- ­შენ გეშინია ბუნებრივია
ისევ ესმის უცნობი და ასეთი ნაცნობი ხმა. გაოცებული უყურებს ბიჭს რომელსაც სახიდან ღიმელი არ შორდება, მოულოდნელად ბიჭი წამოდგომას იწყებს მერე მარჯვენა ხელს გოგონას უწვდის ღიმილი არადა არ შორდება სახიდან. გოგონა ინსტიქტურად აწვდის მარცხენა ხელს და დგება, ბიჭს სახე ეცვლება ღიმილი უდიდდება ყურებამდე ასდის მერე სიცილს იწყებს სადისტურს. გოგონა მაშინვე ხელს უშვებს გაქცევას ცდილობს და ისევ უსასრულობაში იკარგება უკვე აღარ შეუძლია ძალა აღარ აქვს ნებდება ისევ ეცემა მაგრამ ამჯერად გონებას კარგავს. თვალებს ნელა ახელს ირგვლივ იყუება საწერი მაგიდა, კარადა,ფანჯარა ნელ­ნელა აღიქვამს სადაა თავს მაღლა წევს კარისკენ იყურება სადაც ბალიში აგდია მერე ლოგინზე იხედება საბანი ნახევრად გადავარდნილია მეორე ნახევარს კი მთელი ძალით ეჭიდება მთელ სხეულზე ოფლი ასხავს სასწრაფოდ დგება საწოლიდან სააბაზანოში შედის ონკანიდან წყალს უშვებს სახეზე ისხავს მერე სარკეში იხედება და თავის ანარეკლს უსწორებს თვალს რამდენიმე წუთი ასე გაშეშებული დგას როცა გონს მოდის ტანიდან ზედმეტ ნივთებს იშორებს და დუშის ქვეშ დგება ფიქრს იწყებს ყველაფერს
აანალიზებს სიზმარს თავიდან ბოლომდე იხსენებს, უცებ ისევ კანკალს იწყებს სასწრაფოდ ეცლება წყალს პირსახოცს იხვევს და ისევ ოთახში ბრუნდება. საწერი მაგიდიდან ტელეფონს იღებს კონტაქტებში ვიღაცის ნომერს ეძებს შემდეგ დარეკვის ღილაკს აჭერს
-­ალო
-­ნინი გიორგი სადაა?
-­რა?
ისმის ტელეფონიდან გოგონას გაოცებული ხმა
-­შენი ძმა სადაა სძინავს? ხო კარგადააა? მიპასუხე სწრაფად
-­არ ვიცი რა ხდება?
­ -მერე რაღას უცდი შეამოწმე
დაიცა...პაუზის შემდეგ ისევ იწყებს
­ -თავის ოთახში არაა რამე მოხდა? ნუ მაშინებ ლიზა ხმა ამოიღე
ლიზას ტელეფონი ხელიდან უვარდება მოწყვეტით ეცემა საწოლზე თვალებიდან ცრემლები კი თავისით იკვლევენ გზას ალბათ ერთი საათი მაინც იყო ასე უგონოდ დაგდებული ლოგინზე როცა კარზე ზარი შემოესმა მერე გაიგო როგორ გააღეს ოთახის კარი მერე უკვე შეხებაც იგრძნო მგონი ურტყავდნენ კიდეც წამოიწია ტირილისგან დასიებული თვალებით მიაჩერდა მის საწოლთან მდგარ ნინის, რომელსაც შიშისგან ყავისფერი თვალები გასდიდებოდა
-­ლიზა...ლიზა რა ხდება
ძლივს ამოიჩურჩულა
-­სიზმარი ვნახე
-­სიზმარი?!...სიზმარი?!ესეიგი სიზმარი ხო? შენ სრულ ჭკუაზე ხარ? სიზრის გამო დამირეკე დილაუთენია სიმრის გამო გამიხეთქე და სიზმრის გამო ხარ ამ დღეში?
-­შენ არ გესმის მას რაღაც სჭირს
-­მას არა მარა შენ ნამდვილათ დაგემართება ახლავე თუ არ ადგები აბაზანაში თუ არ შეხვალ და არ მოწესრიგდები სკოლაში გვაგვიანდება იცოდე ნუ მაიძულებ ძალით შეგათრიო
ლიზა ჯერ გაფართოებული თვალებით უყურებდა მერე ადგა მოწესრიგდა დედას დაემშვიდობა და სკოლაში ჭავიდნენ მთელი გზა მაინც არ ტოვებდა აზრი, რომ მის საყვარელ ადამიანს რაღაც ძალიან ცუდი დაემართა
­ -არ მესმის როგორ შეიძლება
ფიქრებიდან გამოიყვანა მეგობრის ხმამ
-­რა?
-რ­ოგორ თუ რა ვერ გავიგე მე და გიო ვართ ტყუპები თუ თქვენ მის ერთ ნაკაწრსაც კი გძნობ
­ -მაშინ რატო არ გჯერა ჩემი?
-­მჯერა რა თქმა უნდა მჯერა მაგრამ ვთვლი რომ, არც ეგრე სერიოზ...
სიტყვა ტელეფონის ზარმა გააწყვეტინა
-­ხო დე
-­სკოლაში მივდივართ მე და ლიზა
ნინის სახე შეეცვალა გაშტერდა ტელეფონი ხელიდან გაუვარდა და მთელ სხეულში ააკანკალა
-­ნინი რა ხდება?
-­ის
­ -რა ის ნინი ნუ მაშინებ
-­გიო საავადმყოფოშია
-­რა?
-­კომაშია
ლიზამ გონება დაკარგა გონს საავადმყოფოში მოვიდა რამდენიმე წამი ყველაფრის გასააზრებლად დასჭირდა,როფესაც გონებაში ყველაფერი დაალაგა სასწრაფოდ წამოხტა საწოლიდან დერეფანში გავარდა და შემოსასვლელში კედელზე აყუდებულ ნინის შეასკდებოდა კიდეც თავი, რომ არ შეეკავებინა. გაფართოვებული თვალებით შემყურე ნინის ორივე ხელი მკლავში ჩასჭიდა შეაჯანჯღარა და ვედრებით უფო ვიდრე ყვირილით კითხა
-­გიორგი როგორააა? რა დაემართა?
ნინიმ ცრემლები ვეღარ შეიკავა, ცაიკეცა სახე ხელებში ჩარგო და ატირდა ლიზას აქამდე მეგობრის ტირილი ნანახი არასდროს ჰქონდა და ვერ მიხვდა რა გაეკეთებინა თავის დარდი ცოტა ხნით დაივიწყა მეგობარს მიუჯდა და მისი თავი მუხლებში ჩაიდო
-­დაწყნარდი ყველაფერი კარგადაა
-­ჩემი ბრალია, ყველაფეი ჩემი ბრალია მე მისი და ვარ მისი ტყუპისცალი უნდა მეგრძნო უნდა მივმხვდარიყავი რამე უნდა მეღონა სამჯერ ესროლეს მეკიდევ ვერაფერი ვიგრძენი გესმის საერთოდ ვერაფერი ის იტანჯებოდა მეკიდევ მშვიდად მეძინა გესმის ჩემი? მე, რომ ასეთი უდარდელი არ ვყოფილიყავი მე...მე ვარ ყველაფერში დამნაშავე. მას, რომ რამე დაემართოს, რომ ვერ გაიღვიძოს მერე მე რა მეშველება
ლიზას გოგონას სიტყვებზე გული შეეკუმშა უნდოდა მასთან ერთად ეტირა მასთან ერთად ეღრიალა მაგრამ თავს ამის უფლება არ მისცა მეგობარს თმებზე ეფერებოდა და როგორც შეეძლო ამშვიდებდა
-­არა გეყოს ის არ მოკვდება მას არაფერი დაემართება მან ჩვენ პირობა მოგვცა გახსოვს შეგვპიდა, რომ ევროპას ერთად დავიპყრობდით ის კიდე სიტყვას ყოველთვის ასრულებს ბოლობოლო მის გარეშე ჩვენ სამი მუშკეტერი ვეღარ ვიქნებით გახსოვს დედაშენმა რომ შეგვარქვა რადგან ერთმანეთის გარეშე არასდროსშეგვეძლო ვერც ახლა გაძლებს უჩვენოთ და გონს მოვა. შეუძლებელია მის გარეშე ღმერთი ამას არ დაუშვებს გესმის ჩვენ მის გარეშე არ დაგვტოვებს უკვე აღარ შეეძლო ცრემლების შეკავება და ატირდა ნინის თმაზე ეფერებოდა და გაუაზრებელ სიტყვებს ისროდა
-­მერე ვინღა სცემს ყველა ბიჭს ვინც კი ჩვენ შემოგვხედავს, ვინღა გაგვაცნობს ყოველდღე ნაინაი გოგონებს, ვინღა მოამზადებს მლაშე სალათებს, ვინღა შეგვიწვავს კვერცხს კვერცხის გარეშე არა ის ვერ დაგვტოვებს ვერანაირ შემთხვევაში.
ნინიმ თავი მათღლა ასწია ცრემლები მოიწმინდა და მეგობარს თვალებში ჩახედა
-­და მაინც რომ მოკვდეს?
-­მაშინ დარწმუნებული ვარ სასაფლაოზე ორი ადგილიც ექნებათ ჩვენთვის და იქ ზევით მაინც სამუდამოდ საუკეთესო მეგობრები ვიქნებით
ნინის სახე შეეცვალა სევრდა სიბრაზემ შეცვალა წამოხტა და ხელების გაუაზრებელი
ქნევა დაიწყო
­ -არა ერთხელ მაინც თქვი ის რასაც გრძნობ ეხლა მაინც აღიარე, რომ ჩემი ძმა სიცოცხლეზე მეტად გიყვას, მაგრამ როგორც არა საუკეთესო მეგობარი ის კვდება გესმის?კვდება მაგრამ შენ მაინც არ შეგიძლია სიმართლის თქმა, მაინც ამ სულელურ მეგობრობაზე საუბრომ, შეიძლება ვეღაარასდროს ვნახოთ ხვდები ამდენს აღიარე, აღიარე, რომ მისი სიყვარულით კვდები, რომ საშინლად გტკივა როდესაც სხვა გოგოსთან ხედავ, როდესაც დას გეძახის გთხოვ აღიარე.
ბოლო სიტყვებზე ძალა ისევ გამოეცალა და ჩაიკეცა თავი ისევ მეგობის კალთას შეაფარა და
ამოილუღლუღა
-­გთხოვ მითხარი
რას გრძნობდა ლიზი ამ დროს? გული უფრო და უფრო ეკუმშებოდა და მალე ალბათ გაუსკდებოდა კიდეც ერთი მეგობარი რომელიც სიცოცხლეს ერჩივნა და ამ წუთამდე თავს არ უტყდებოდა რომ ის მეგობარზე მეტი იყო მისთვის რეანიმაციაში სიკვდილს ებრძოდა, მეორე მეგობარი კი რომლისთვისაც დაუფიქრებლად გაწირავდა თავს ცრემლი არადა არ უშრებოდოდა ვერ ხვდებოდა რა ეთქვა რა გაეკეთებინა მან ხომ მისი გრძნობების შესახებაც იცოდა ადგილს ვერ პოულობდა ცხოვრებაში პირველად გამოსავალს ვერ პოულობდა უნდოდა მიწა გასკდომოდა და თან ჩაეტანა ოღონდ ეხლა ამ საშინელ გძნობას არ მოეცვა მისი გული, გრძნობას რომელიც თანდათან ჭამდა არ ეგონა ამაზე დიდი ტკივილის განცდა კიდევ თუ შეეძლო ადამიანს ყველაზე მეტად კი ის ტკენდა გულს რომ ნინის თითოეული სიტყვა მართალი იყო
-­რა აზრი აქვს თქმას?
ბოლოს ესღა ამოილუღლუღა
-­მითხარი ნინი ამის აღიარებით ის გონს მოვა? წამოხტება და ისევ ისე ჩაგვეხუტება როგორც ადრე? ისევ ისეთი იქნება? მითხარი თუ ვიტყვი მიყვარს მთელი არსებით მთელი გულით ისე როგოც არავინ თქო იცოცხლებს? თუ არა რა აზრი აქვს ამის აღიაებას რა აზრიაქვს მიპასუხე?
სიჩუმე ჩამოვარდა ხმას არცერთი იღებდა ასე სიჩუმეში გადიოდა დღეები,თვეები გიორგის
მდგომარეობა კი არა და არ იცვლებოდა ნინი და ლიზი პალატიდან ფეხს არ იცვლიდნენ მშობლები და მეგობრები კი ღამეს სახში ათევდნენ დილით კი მათთნ ერთად ელოდებოდნენ ბიჭის გონზე მოსვლას უკვე თითქმის ყველას იმედი ჰქონდა გადაწურული, როცა პალატაში მარტო ლიზა იყო გიორგი კი გონს ისევ არ მოდიოდა. უყურებდა გოგონა ბიჭს, უყურებდა და თვალები ცრემლებით ევსებოდა მის ლოგინთან ჩამოჯდა მის მკერდს თავი დაადო და ატირდა თხოვდა ემუდარებოდა გონს მოსვლას მაგრამ ამაოდ მერე თავი წამოწია,წამოდგა თვალებში ბრაზი ჩაუდგა
-­ასეთი ეგოისტი როგორ ხარ მითხარი? ამდენი ადამიანი ვიტანჯებით შენ კი არაფრად გვაგდებ თვალის გახელასაც კი არ კადრულობ
ცრემლებს მუშტებით იწმენდდა და ისევ აგრძელებდა ჩხუბს
-­არ მესმის როგორ შეგიძლია უყურო რა დღეში ვართ და ასე ურეაქციოთ იწვე ნუთუ ასეთი უგულო იყავი და მე ვერაფერს ვხვდებოდე. იცი როგო ვერ გიტან? როგორ მეზიზღები? მეზიზღები ოცა ასე გაუნძრევლად წევხარ როცა არაფერს ამბობ იცი როგორ მომენატრა შენი ხმა? მთელ სხეულში ძალა გამოეცალა და მის საწოლთან ჩაიმუხლახელებში მისი ხელები მოიქცია და აცრემლებული სახე მის მკერდს მიადო ტირილს კი არა და არ წყვეტდა მანამ სანამ მამაკაცის ბოხი ხმა არ შემოესმა თავი ნელა ასწია და როდესაც მომღიმარი გიორგი დაინახა
-­ჩემს გამო აღარასდროს იტირო
უთხრა მთელი სერიოზულობით
ლიზამ გონება დაკარგა




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent