შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ლექტორი (7)


6-02-2017, 21:20
ავტორი aNuGi
ნანახია 4 579

ვერც კი ვხვდები საიდან ვპოულობ ძალას რომ ავდგე, საკეტს მძიმედ ვატრიალებ და კარებს ვაღებ, განადგურებული ჩავდივარ კიბეებზე, დახრილი თვალები გამუდმებით გამირბიან მისკენ მაგრამ შეხედვასაც ვერ ვბედავ.
- ცოლად მოვიყვან! - მისი ხმა მეხის გავარდნას ჰგავს, ადგილზე ვხტები და ცრემლები ერთი მეორეს მიყოლებით მომდის, იმის მაგივრად რომ გამიხარდეს ერთიანად ვიფიტები და ძალაგამოცლილი ვეცემი იატაკზე. რამდენიმე წამი თვალგახელილი ვუყურებ მის შეშინებულ თვალებს, ვგრძნობ როგორ მიდუნდება ნელნელა სხეული, ასე ძალაგამოცლილი, განადგურებული ვგდივარ ქვემოთ და ვერაფერს ვაკეთებ. ცხოვრებაში პირველად ვგრძნობ თავს ასე უსუსურად, დაუცველად და დამცირებულად. მე გამყიდეს, გამყიდა ადამიანმა, რომელიც დედაჩემის თვალწინ გიჟდებოდა ჩემზე, ვისაც საკუთარ შვილად მივაჩნდი.
მერე ვითიშები, ერთიანად მიცავს სიშავე და მასში ვიკარგები.
- გაიწიეთ, ჰაერი სჭირდება - სუსტად აღწევს ჩემამდე ხმა, თავი მისკდება ისე მტკივა და პირი გამომშრალი მაქვს.
- გაიწიეთო არ გესმით? - ღრიალზე გადადის ჩემთვის უკვე კარგად ნაცნობი ხმა.
- კარგად არის ექიმო?
- რა დაემართა? - ეს უკვე დიკო და ანჩოა, მინდა რომ პასუხი გავცე მაგრამ არ გამომდის, თვალები დამძიმებული მაქვს და სხეული არ მემორჩილება.
- კარგად არის, დიდი სტრესის ბრალია, დამამშვიდებელს გავუკეთებ და ხვალ დილით წამოფრინდება - მხიარულად ისმის ექიმის ხმა.
- მისმინეთ, აქედან უნდა წავიყვანო, გადაყვანა ხომ შეიძლება?
- რა თქმა უნდა - “სად მივყავარ?!”
- კარგით, დიკო, ანჩო შეგიძლიათ ბარგი ჩაულაგოთ? - ამის მერე არაფერი მესმის, მჩხვლეტავ ტკივილს ვგრძნობ ხელზე და ისედაც დამძიმებული თვალები უარესად მიმძიმდება, გაძალიანებას აზრი არ აქვს ამიტომ მშვიდად ვეშვები სიზმრების სამყაროში.

***

ჩემთვის უკვე ნაცნობ ოთახში მეღვიძება, მაგრამ თავს ისე ვგრძნობ თითქოს უზარმაზარმა მანქანამ გადამიარა რამდენიმეჯერ, ძლივს ძლივობით ვითრევ ტანს და სააბაზანოში შევდივარ.
სარკეში როგორც კი ვიხედები შიშისგან ვხტები და ისტერიული კივილი მიტყდება.
- რა ხდება რა? - გაგიჟებული შემორბის დანიელი და ჩემს დანახვაზე ვხედავ როგორ იკავებს სიცილს.
- რა რა ხდება ეს მე ვარ? რატომ მაქვს თმები ასე გაფუებული? ან ტუჩები გასიებული?
- ცუდად იყავი და… - ტუჩებზე ხელ აფარებული დანიელის სიტყვებს ძლივს ვარჩევ.
- ცუდად ვიყავი თუ ხორცის საკეპ მანქანაში მომაყოლეს, ეს რა უბედურებაა?!
- რა გინდა მშვენივრად გამოიყურები - ტუჩებს ძლივს უყრის თავს.
- მშვენივრად გამოვიყურები არა? - დოინჯს ვირტყამ და წარბაწევით ვაკვირდები - გინდა უცებ დამემსგავსო? თუ გამასწრებ აქედან?
- მეეჭვება დამეწიო, მაგრამ გამწარებული ქალი ცოტა საშიში თემაა - დამცინის! არა დამცინის, დგას და იმ ყველაფრის მერე რაც მოხდა კიდევ დამცინის.
- რას ვიზამთ, ყველას კი არ ეტენება საკუთარი სტუდენტი - ირონიულად ვეუბნები - კიდევ კარგი ყველა შენნაირი გარყვნილი არ არის! - სახე ეცვლება, მის ნერვებზე ვუკრავ, იქნებ როგორმე გადაიფიქროს ეს ფარსი.
- კაი დამშვიდდი რა გემართება - მხიარულება ეპარება ტონში დანიელს - მიდი წყალი გადაივლე და გაგივლის! - თვალს მიკრავს, აბურდულ თმებს უფრო მიჩეჩავს და სააბაზანოდან გადის.
გაოცებული ვუყურებ, მე რა ვუთხარი და თვითონ რა მიპასუხა? ასე აპირებს ეს გაგრძელებას? არაფერს შეიმჩნევს?!
ქვემოთ ჩასულზე საჭმელი გამზადებული მხვდება, წარბებს გაკვირვების ნიშნად მაღლა ვწევ და უცნაური მზერით ვუყურებ.
- არ მოგწამლავ ნუ გეშინია - იცინის და თეფშზე თავის წილს იღებს.
- იმედია - ჩემთვის ვბურტყუნებ და იქვე სკამზე ვჯდები.
- ისე, შენი ტუჩები ასე დასიებული უფრო მადის აღმძვრელია - ისე მეუბნება რომ წარბიც არ უტოკდება, მე კიდევ წყალი მცდება და ძლივს ვითქვამ სულს.
- ისე ხო რას ამბობ, არ გიჟდებოდი - ჩუმად ვბურტყუნებ გამოფხიზლებული და ერთ ლუკმას ძლივს ძლივობით ვყლაპავ.
- ისე ხო, უბრალოდ ასე უფრო მიმზიდველია მეთქი, ეგ გითხარი ზუსტად! - ნიშნისმოგებით მიყურებს და გემრიელად შეექცევა საუზმეს.
- შენთვის დავიბერავ ახლა ყოველდღე მაგ ჭკუაზე ვარ! - თვალებს ვატრიალებ გაგულისებული.
- მე დაგიბერავ, ჯერ დაგიკბენ და მერე კოცნით მოგირჩენ! - უტიფრად მეუბნება და ფეხზე დგება - საღამომდე ცოლუკა! - ტუჩებზე მოწყვეტით მკოცნის და ასე აჭარხლებულს მტოვებს სამზარეულოში.

***

- რას აპირებ ახლა? - გოგოები მისაღებში იჯდნენ ტახტზე და ჩემს ნერვიულად მიმოსვლას არ იმჩნევდნენ.
- რა უნდა ვქნა? ალბათ ვიქნებით ცოტახანი ცოლ-ქმარნი და შემდეგ დავშორდებით, ასე 6 თვეში.
- არამგონია, დანიელმა ეგრე გაგიშვას - გადაჭრით ამბობს დიკო და ყავას წვდება.
- რას ნიშნავს არ გამიშვას? როგორ არ უნდა გამიშვას?
- მემგონი შენს მიმართ გრძნობები აქვს!
- შანსი არ არის! - უარყოფის ნიშნად თავს ვაქნევ, არ მინდა ამაზე ვიფიქრო, საერთოდ თავს იმედი მივცე, მაშინ როდესაც ვიცი მის ცხოვრებაში საყვარელი ქალის არსებობის შესახებ.
- არის, თანაც როგორ არის! - ღიმილით მიქნევს თავს ანჩო.
- ღადაობთ ხო? - ნერვები მეშლება და ორივეს გაბრაზებული ვუყურებ - მე აქ ნერვიულობით ცუდად ვარ და თქვენ რა გრძნობებზე მელაპარაკებით? - არა, უეჭველი უნდათ რომ ჭკუიდან შემშალონ, გაგულისებული მიმოვდივარ ოთახში.
- დეა რატომ არ გინდა რომ სიმართლეს თვალებში ჩახედო?
- რა სიმართლე კარგი რა დიკო გეყოფა გთხოვ! - თავი გადავაქნიე და სწორედ იმ წამს შემოვიდა დანიელი ოთახში.
- მე კიდევ მგონია, რომ ამ ყველაფრის უკან რაღაც იმალება, კატო საერთოდ არ გამოჩენილა?
- არა!
- იქნებ..
- გოგოებო როგორ გიკითხოთ? - ზუსტად ამ დროს შემოვიდა დანიელი ოთახში, ფართოდ გაიღიმა და ორივე გადაკოცნა.
- კარგად, თქვენ როგორ ხართ? - დაიმორცხვეს ჩემებმა.
- თქვენ არა რა, სამსახურშიც მეყოფა ოფიციალური მიმართვა, შენობით იყოს როდესაც უნივერსიტეტის გარეთ ვიქნებით! - მომნუსხველად გაიღიმა და ეგრევე მე გამომხედა, დაახლოებით ჩემი თავი წარმოვიდგინე და მივხვდი რომ პირღია მივჩერებოდი.
- დეა, ყავას გამიკეთებ?
- ჰო - ძლივს დავიჩურჩულე.
- რომ დაბრუნდება ქორწილზე ვისაუბრებთ აუცილებლად - გაიცინა და იქვე სავარძელში ჩაჯდა.

***

უკანა ოთახში ფინჯნებით ხელში ვბრუნდები, დანიელი ღიმილით ესაუბრება გოგოებს და ისინიც კისკისებენ.
იქვე მაგიდაზე ვდებ ყავას და მის გვერდით ვიკავებ ადგილს, ისიც უმალ მხვევს ხელს და უფრო ახლოს მიხუტებს, ვერ ვხვდები რა სჭირს. ჩემს გოგოებთან ხომ არ სჭირდება ეს უაზრო მსახიობობა.
- დანიელ, როდის გეგმავთ ქორწილს? - ინტერესით ეკითხება ანკა.
- რაც მალე მით უკეთესი
- ხო ოღონდ ისე რომ უნივერსიტეტში არ გაიგონ! - უხერხული ღიმილით ვაყოლებ, დანიელი გაოცებული მავლებს თვალს და არაფერს მპასუხობს. - ძალიან ცოტანი ვიქნებით, დანიელის ახლო მეგობრები, თქვენ და ვსიო.
- მთავარია ჩვენ გავერთოთ! - სიტუაციას მუხტავს დიკო და ფეხზე დგება - ჩვენ წავალთ ხო? გვიანია უკვე
- მძღოლს ვეტყვი და გაგიყვანთ
- რა საჭიროა? - უარობს ანჩო - მანქანით ვართ! მადლობა დანიელ
- მე.. გავაცილებ
- მიდი - ღიმილით მაყოლებს თვალს, დაბნეული მივყვები გოგოებს უკან, ვერაფრით ვერ ამიხსნია რა დაემართა, რატომ არის ასეთ კარგ ხასიათზე ან საერთოდ რატომ მექცევა ასე თბილად? ძალით მოუწია ჩემი ცოლად მოყვანა, ახლა კი..

***

- მოგრჩენია ტუჩები - ირონიულად მიღიმის და ინტერესით მაკვირდება, ისედაც გრძელ კაბას უფრო ქვემოთ ვიქაჩავ და დარცხვენილი ვხრი თავს. - დავიძინოთ! - ღრმად ოხრავს და კიბეებისკენ მიიწევს, თავდახრილი მივყვები უკან.
- ხვალ ჩემი ბიჭები მოვლენ და გაგაცნობ კარგი? - მიღიმის
- ხო, დანიელ მისმინე, არ მინდა ასე ვიყოთ, მთელი დღეა გაკვირდები და.. გთხოვ ისე მოიქეცი, როგორც ვიმსახურებ! - ცრემლიან თვალებს ვანათებ და მკლავზე ვებღაუჭები. - გთხოვ დანიელ, შენი ეს სიჩუმე და ლაღი სიცილი უფრო მანადგურებს, ვიცი შენი უბედურების დასაწყისი ვარ..
- ჩუუ! - ტუჩებზე მაფარებს ხელს და თვალებში მიყურებს დაჟინებით - შენ არ ხარ დამნაშავე არაფერში, ეს მე არ შეგეშვი, მე არ დაგანებე თავი, როდესაც საჭირო იყო, უარესად აგირიე და გაგირთულე ცხოვრება! მე თვითონ, ჩემს დანაშაულზე ვაგებ პასუხს და ვერ გადავიტან შენ რომ ასეთ მდგომარეობაში იყო, თავს ნუ იდანაშაულებ დეა, შენ ძალიან კარგი გოგო ხარ და გპირდები ყველაფერი მოგვარდება, ყველაფერს გავაკეთებ ამისთვის! - შუბლზე მკოცნის და თავის ოთახში შედის, რამდენიმე წუთი იმ ადგილს ვუყურებ სადაც იდგა, მერე დაპროგრამებულივით ვბრუნდები და ჩემი ოთახისკენ მივიწევ. კიდევ კარგი ცალცალკე მაინც გვაქვს ოთახები, თორემ აუცილებლად წამოვიდოდა ერთ დღეს გული.
ოთახში შევდივარ, საწოლზე მოწყვეტით ვეცემი და ვცდილობ რომ დავიძინო. ტვინი გათიშული მაქვს, არ მინდა იმაზე ვიფიქრო რაც ვიცი რომ ბოლოს მომიღებს, ჭკუიდან გადამიყვანს და საერთოდ არაადეკვატური გავხდები.
იმედი მაქვს მისი ძმაკაცები საშინლად არ მიმიღებენ და არ ამითვალისწუნებენ, მინდა ამ მხრივ მაინც ვიყო მშვიდად, შეიძლება კატო მოსწონთ, მაგრამ.. არა კატო თუ მოსწონთ მე რატომღა დამიჭერენ მხარს?
რა მხარი უნდა დამიჭირონ ვერ ვხვდები, რას ვბოდავ საერთოდ, უბრალოდ არ მინდა მაგრძნობინონ რომ ზედმეტი ვარ, ზედმეტი ტვირთი დანიელისთვის, რომელსაც ძალით მოუწია ჩემი ცოლად მოყვანა.
მეზიზღება ეს გრძნობა, როდესაც ვიცი ზედმეტი ვარ, არ არის ჩემი ადგილი და მაინც ვეკვეხები უაზროდ, დანიელი ჩემზე კარგად ხვდება ამ სიტუაციას, ვითომ არაფერს არ იმჩნევს და მხიარულ ტონს ინარჩუნებს, ჩემი თავმოყვარეობა რომ არ შელახოს და თავი დამცირებულად არ მაგრძნობინოს. მაგრამ ამას ჯობია ილაპარაკოს, თქვას რა აწუხებს, მითხრას რომ ზედმეტი ვარ, ასე მგონია ჩემს ირგვლივ ყველაფერი ხელოვნურია, არასწორია და თითოეულ ნაბიჯზე ვუშვებ შეცდომას.
ფიქრებში გართული მეძინება, დილით საშინელი ხმა მაღვიძებს, ასე მგონია მეტეორი ჩამოვარდა. ფეხზე ვხტები, სწრაფად ვიწესრიგებ თავს, სახლის ტანსაცმელს ვირგებ და კიბეებზე ჩავრბივარ.
სანახაობით გაოცებული, რამდენიმე წუთი ვახამხამებ თვალებს, მეჩვენება თუ დანიელი ვიღაც ბიჭს მიზდევს? თან სიცილით?!
- ამხელა ლექტორი კაცი ხარ, თავი დამანებე თუ ძმა ხარ მიხედე იმ შენს სტუდენტს! - ღრიალებს და თან გარბის ბიჭი, მეორე კი დგას და ვიდეოს უღებს ორივეს.
- მერამდენეჯერ გაგაფრთხილე, წესიერად ილაპარაკე მეთქი? - დანიელი იცინის და ცდილობს როგორმე დაიჭიროს.
- კაი გეყოფათ, არ გააღვიძოთ ის ბავშვი რამ გადაგრიათ ტოო! - კიბესთან მდგომი კამერას თიშავს და თან წინ მორბენალს აჩერებს.
- ხო გვეყოფა მართლა, რას იფიქრებს, ამხელა პროფესორი კაცია მაინც! - უფრო აღიზიანებს ქერა და ის ისაა დანიელი თავიდან უნდა გაეკიდოს რომ მამჩნევს და ადგილზე შეშდება.
არ ვიცი გავიცინო თუ რა გავაკეთო, მაგრამ დარწმუნებული ვარ მთელი სახე მიცინის ისედაც, ისე გამამხიარულა ამ გიჟების ნახვამ რომ სულ დამავიწყდა ჩემი ნერვიულობა.
- აიე ოუ იუუ - უცნაურ ბგერებს გამოსცემს ქერა და წაბლისფერთმიანს კრავს ხელს - მე სტუდენტი მეგონა ამას კიდე რა გოგო ჰყოლია! - იღიმის და კიბისკენ მოიწევს - გთხოვთ, მადმუაზელ, ჩამობრძანდეთ და გაგვეცნოთ! ვინ ხართ ასეთი არაამქვეყნიური ქმნილება რომ მონუსხეთ თვით დანიელ კლდე!
- ალექსს! - კბილებს შორის ცრის დანიელი და ჩვენკენ მოიწევს - ნუ მიაქცევ ყურადღებას, ვერ არის თავის მატორზე - ღიმილით მეუბნება და წელზე ხელს მხვევს.
იქვე ტახტზე მსვამს და თან წაბლისფერთმიანზე მიმითითებს, ეს გიორგია, ეს გიჟი კიდევ ალექსი.
- სასიამოვნოა, დეა - ღიმილით ვეუბნები ორივეს და ისინიც ღიმილით მაჯილდოვებენ, ასე მგონია უზარმაზარი ლოდი მეხსნება მხრებიდან. გიორგი ნელნელა უჩოჩდება დანიელს და ღიმილით ეუბნება.
- ბიჭო რამე ჩაუყარე და გააბრუე თუ შენ რატომ მოგყვება? - ჩურჩულით ნათქვამ სიტყვებს ძლივს ვარჩევ, მაგრამ როგორც კი ვიაზრებ ჩუმი სიცილი მიტყდება, მართლა არანორმალურები არიან.
- გიორგი! - თვალები უელავს დანიელს და მე მიყურებს.
- მე სერიოზული მეგონეთ ბატონო დანიელ - გაგულისებული ვეუბნები და ბიჭებს ვაკვირდები, რომლებიც შეკავებული სიცილისგან წითლდებიან - თქვენ კიდევ აქ რა დღეში ყოფილხართ!
- ბატონო დანიელ? მიჩაგრავ ბიჭო რძალს? - თავში მსუბუქად ურტყამს ალექსი და ჩემკენ ჯდება - შენ ეს არაადამიანი ნუ შეგაშინებს თავისი სიტყვებით, ადვილია მისი მოთვინიერება, მე ვიცი რა უყვარს და თუ.. - სიტყვის დამთავრებას ვერ ასწრებს დანიელი რომ ადგება თავზე.
- ბატონო დანიელ, ცუდად არ გახდეთ ამდენი ბრაზისგან - ბიჭებისგან გამხნევებული უფრო თამამად ვეუბნები და ამჯერად ჩემზე გადმოაქვს მზერა - გახსოვთ ლეოსთან ერთად ლიფტში, კინაღამ რომ დაიხრჩვით!
- რომ არ მიგიხრჩვე ეგ შენი ლევანი მადლობა მითხარი! - წარბშეუხრელად მეუბნება, მაგრამ როგორც ჩანს გაუარა ბრაზმა და კარგ ხასიათზეა.
- ლეო ვინარის?
- ლევანი! - უსწორებს დანიელი და სიცილს ძლივს ვიკავებ.
- ლეო ჩვენი სკოლის მაჩოა, რომელზეც ყველა გიჟდება!
- და ის შენზე გიჟდება არა? მერე, ამას რომ მიყვები, ამ ლოდს, გეფიქრა მაგ ბიჭზე, იქნებ და..
- გიორგიი! - ღრიალებს უკვე დანიელი და ახლა მართლა საშინლად გაბრაზებულია, დაბნეული ვუყურებ ორივეს.
- მომიტევეთ, ბრძანებელო, შევცოდე! - მსახიობურად იცხადებს გიორგი და მის ფეხებთან ჯდება - მაპატიებთ? - ლექსო ჩუმად იცინის, მე ვცდილობ როგორმე მოწოლილი სიცილი უკუვაგდო, არ მინდა უარესად გავაბრაზო “მბრძანებელი”.
- ნუ მაიმუნობთ, ნუ გადარიეთ ეს გოგო!
- კიდევ კარგი ჩვენ გვგავხარ თორემ ამისთანა ხე რომ ყოფილიყავი, ნამდვილად ვერ აგიტანდით!
- როგორი პირდაპირები ხართ - მეცინება და ფეხზე ვდგები - აბა ვის რა უნდა სასწრაფოდ მითხარით!
- ჩვენ ყველაფერს შევჭამთ, რასაც შემოგვთავაზებთ - ღიმილით იჩეჩავს ორივე მხარს და სწრაფად გავდივარ სამზარეულოში.
მთელი საღამო მხიარულობაში გადის, მხოლოდ დანიელია ცუდ ხასიათზე, გიორგის უბღვერს მაგრამ ვერ ვხვდები რა სჭირს, გვიან ვკითხავ აუცილებლად.
ბიჭებს სიცილით ვაცილებ და მაგიდას ვალაგებ, ძალიან მეძინება.
ის ისაა ბოლო ჭურჭელს ვრეცხავ და უკან ვბრუნდები ხელების მშრალებით, კარებზე მიყუდებულ დანიელს რომ ვხედავ და მსუბუქად ვკივი.
- რატომ მაშინებთ ყოველ ჯერზე არ მესმის! - გაბრაზებული ვლუღლუღებ და აფორიაქებული გულის დამშვიდებას ვცდილობ.
- რავიცი, რატომ გეშინია? - იცინის, მაგრამ მალევე უსერიოზულდება ხმა. - დეა!
- გისმენთ? - დაბნეული ვუყურებ ჩემკენ მომავალს.
- რაღაც მინდა გკითხო
- მერე მაქედან მკითხეთ, ისმის ხმა - უკან მივიწევ დამფრთხალი.
- კარგად რომ ვერ გაიგო?
- შესანიშნავად მესმის, მართლა, იქედან მითხარით - უკვე მუდარაზე გადავდივარ და როგორც კი მის სურნელს ვგრძნობ ეგრევე ვბრუვდები, ჩემთან ახლოს მოდის და ჩემს სახეს ხელებში იქცევს.
- დეა, ლეოს მიმართ რაიმე გრძნობა გაქვს? - სევდიანი თვალებით მეკითხება და რამდენჯერმე ვახამხამებ თვალს.
- რა?
- მაინტერესებს, გქონდა რაიმე გრძნობა?
- ეს რა შუაშია?
- ხომ შეგიძლია რომ მიპასუხო - ხელებს მიშვებს და ზურგით დგება - უბრალოდ გამეცი პასუხი! - მკაცრი და შეუვალი აქვს ხმა.
- არა რა თქმა უნდა, არანაირი გრძნობა არ მქონია, არც მინდოდა მასთან ურთიერთობა! - მტკიცედ ვეუბნები.
- კარგი - ტონშეცვლილი მიდის კარებისკენ, ისე რომ არც ბრუნდება - ძილინებისა! - მის ხმაში სიხარულის ნოტებს ვგრძნობ და გაოცებული მივყვები უკან, ჯიუტად არ მიყურებს, ვერ ვხვდები რა ემართება! რა გაუხარდა?!

ბონუს თავი, რადგან ხვალ საღამომდე ვერ დავდებ და არ მინდოდა თქვენი წყენინება <3
იმედი მაქვს მოგწონთ, ცოტა მსუბუქი და სითბოთი სავსე თავია მგონი, არ მინდა ძალიან დავამძიმო სიტუაცია <3
იმედი მაქვს იმედები არ გაგიცრუეთ, ველოდები შეფასებას და ბოდიში შეცდომებისთვის!
ჩემი სტიმული ხართ!
ძალიან მიყვარხართ!



№1  offline წევრი TeddyBear

ვაიმეე გიორგი ან ალექსი გამაცანით joy joy
მომწონს დანიელი და არ ვიცი რა ვქნა... ანუკ მიშველეეეეე ^^
მომეწონა ეს თავი ძალიან. თბილი თავი იყო ^^
შენ კიდევ უძალიანმაგრესი გოგო ხარ!
მიყვარხარ heart_eyes

 


№2  offline წევრი aNuGi

TeddyBear
ვაიმეე გიორგი ან ალექსი გამაცანით joy joy
მომწონს დანიელი და არ ვიცი რა ვქნა... ანუკ მიშველეეეეე ^^
მომეწონა ეს თავი ძალიან. თბილი თავი იყო ^^
შენ კიდევ უძალიანმაგრესი გოგო ხარ!
მიყვარხარ heart_eyes

მეც ძალიან მიყვარხარ! <3 <3
მიხარია თუ მოგწონს, როგორ გიშველო, შეგიფუთავ და გაგატან სამივეს sweat_smile joy heart_eyes
--------------------
"love only comes once. it's moves like the sea. but it's always the same" - twice born

 


№3  offline წევრი Bsellsb

აუ ხვალ საღამომდე? შუადღეს დადე რაა

 


№4 სტუმარი Tako

Dzaliaan kargebi ariiaan sulkvrla <33 ise dzalian ar vawelo ra chvenc ro ar davitanjot da arc shen iwvalo bevri <333 Kargi istoriaa gansxvavebulii da sul aseti shinaaarsis istoriebs vedzeeb wasakitxad <33

 


№5  offline წევრი D-I-A-N-A

აი ძალიან სახალისო თავი იყო . გიორგი და ალექსი კი ძაან მაგარი ტიპებია არიან . მეგონა ვიღაც უჟმური მეგობრები ეყოლებოდა ჩვენს ''მბრძანებელს'' :დდდ . ძალიან მომეწონა <3 ყოჩაღ და წარმატებები <3

 


№6  offline წევრი tamuna.s

რა კარგი თავი იყო, სულ ღომილით ჩავიკითხე. მართალი ხარ სიტუაციის დამძიმება არ არის საჭირო, სილაღე და პოზიტივი ჯობია და უხდება ჩემი აზრით ამ ისტორიას. heart_eyes

 


№7  offline წევრი aNuGi

ძალიან დიდი მადლობა ყველას! მაბედნიერებთ თქვენი კომენტარებით, მიხარია რომ მოგეწონათ <3 <3 <3
--------------------
"love only comes once. it's moves like the sea. but it's always the same" - twice born

 


№8  offline აქტიური მკითხველი nawkas12345

Au dzaan mGari axali personajebi gyavs. Gavafren axla dzaan sayvarlebi arian. Momewona rom karhad sheewyo bichebs. Xo da veli shemdegs moutbenlad, es martla magari tavi iyoo

 


№9 სტუმარი გვანცა))

ვაიმეე რა კარგები არიანნ
მაგრამ ეს დანიელი ვის დაემსგავსა უჟმური ასეთი ძმაკაცები ყავს და ;დდ
როგორ მიყვარს ეს ისტორიაა
წარმატებები გელოდები<3<3

 


№10 სტუმარი girl from marss

ვაიმე როგორი თბილი ტკბილი და მხიარული თავი იყოო... სიმართლე გითხრა მოვლენების ასეთ განვითარებას არ ველოდი და სასიამოვნოდ გაოცებული ვარ... კიდევ და კიდევ გეტყვი რო საოცრება ხარ ❤❤

 


№11  offline წევრი DevilGirl

რა იმედგაცრუება ხომ არ გაგიჟდი ვაფრენ ამ ისტორიაზე და არცერთი ცუდი თავი არ ყოფილა ! <3 აუ რა მაგარი გოგო ხარ და როგორ მიყვარხაააარ <3 უმაგრესი ხარ ჩემო კარგო <3

 


№12  offline წევრი Indigo

მოვკვდი ამ გოგოს საცოდაობით, მალე გაარკვიოს სიმართლე რა... :/ :))
--------------------
ნუ ჭამთ ერთმანეთს, ადამიანებო...

 


№13  offline წევრი Ana Imnadze

კარგი მეგობრები ჰყავს დანიელს <3
არ მეგონა ესე თუ განვიტარდებოდა მოვლენები,თუმცა მომწონს <3

 


№14  offline წევრი An-El

კაი იყო ასე გააგრძელე. . .რაღაც გვანცა არ ჩანს საეჭვოდ

 


№15 სტუმარი A

Dzalian kargi gogo xar.... mixaria ase xshirad romm deb da lodinit ar gvawyvet nervebs.... gelodebi.... istoria dzalian magaria.....

 


№16  offline წევრი doriane

შეუდარებელი როგორც ყოველთვის heart_eyes

 


№17  offline წევრი aNuGi

უღრმესი მადლობა თითოეულ თქვენგანს ასე რომ მაბედნიერებთ თქვენი კომენტარებით! <3 heart_eyes
--------------------
"love only comes once. it's moves like the sea. but it's always the same" - twice born

 


№18  offline მოდერი bla.ell

Aniiiii magari gogo xar veli shemdeg cota dagvianebul tavsjoy❤❤❤

 


№19  offline წევრი aNuGi

bla.ell
Aniiiii magari gogo xar veli shemdeg cota dagvianebul tavsjoy❤❤❤

დიდი მადლობა <3
--------------------
"love only comes once. it's moves like the sea. but it's always the same" - twice born

 


№20 სტუმარი

აუ როგორ გამიხარდა

 


№21  offline აქტიური მკითხველი La-Na

უჰ სასწაული ხარ რა.ძალიან კარგი თავი იყო.ჩვენმა დანიელიტომ ამოისუნთქა ხო დეას ლეო რომ არ უყვარს.ძალიან მომწონს მე ეს წყვილი,მაგრამ კატო მაფიქრებს
--------------------
ლანა

 


№22 სტუმარი ni-nuci

გული მიჩერდება ამას რო ვკითხულობ რა გაზლებსსს... უსაყვარლესები არიან :)
ვგიჯდები ორივეზე .. გელოდებიი მოუთმენლადდდდ <3 <3 <3

 


№23 სტუმარი Tako

Rasshvrebii male dadeeb ?

 


№24 სტუმარი Ana

Dzalian magaria male dadeb?

 


№25  offline წევრი Niioo

Lollipop :))
რატომ მგონია რო კატო არ იყო მისი საცოლე?


რატომღაც მეც იგივე შეგრძნება მაქვს relieved

 


№26  offline წევრი aNuGi

უდიდესი მადლობა ყველას! <3 <3 <3
მაბედნიერებთ თითოეული კომენტარით! <3 <3 <3
--------------------
"love only comes once. it's moves like the sea. but it's always the same" - twice born

 


№27  offline აქტიური მკითხველი terooo

აი როგორ მომეწონა ხომ არ იცი შენ

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent