Siempre Staccato 10
მაღვიძარას მეასე ზარი მაიძულებს, სიზმრების სამყაროდან რეალობაში დავბრუნდე. საწოლზე წამომჯდარი დიდხანს ვარწმუნებ თავს, რომ უნივერსიტეტის კიდევ ერთხელ გაცდენა დაუშვებელია და იმის მიუხედავად, რომ ნახევრად ღამენათევი ვარ, მომზადებას ვიწყებ. სახლიდან გასვლამდე ელენესთან ვცდილობ დაკავშირებას, მაგრამ მობილური გათიშული აქვს და არც აუდიტორიაში მხვდება. არადა რომ იცოდეს, რა ამბები მაქვს მოსაყოლი, წამში აქ გაჩნდებოდა. სანდროსაც ვერსად ვკრავ თვალს და ორი საათი სრულ მოწყენილობაში გადის. არა, კურსელებთან ცუდი ურთიერთობა არ მაქვს, მაგრამ არის ადამიანთა კატეგორია, რომლებთანაც საერთო ენას უბრალოდ ვერ ვნახულობ, მე კი შუალედური დამოკიდებულებებიც მეზიზღება და გამოცდებიც. საბედნიეროდ, მესამე ლექცია ჩემთვის ამ ეტაპზე ყველაზე საინტერესო თემას_რადიოჟურნალისტიკას ეხება. ახალგაზრდა პრაქტიკოსი ლექტორი დიდი ენთუზიაზმით გვიხსნის და ბევრ სასარგებლო ინფორმაციასა და რჩევას ვიღებ. რაკი დაინტერესებას ამჩნევს, ლექციის შემდეგ ცოტა ხნით მტოვებს და მესაუბრება. სიამაყით ვუმხელ, რომ რადიოწამყვანად ვიწყებ მუშაობას და ისიც მპირდება, რომ აუცილებლად მომისმენს. კიდევ კარგი, ელენე არაა, თორემ უკვე დიდი ხანია დამცინის, ეს ლექტორი გეფლირტავებაო. კიდევ ერთხელ ვურეკავ, მაგრამ კვლავ ოპერატორის ტექსტი მესმის. რადგანაც სახლში წასასვლელად ძალიან ადრეა და საქმე არაფერი მაქვს, დროის გასაყვანად საყვარელ ნამცხვრის სახლში ვწყვეტ წასვლას. ჟურნალში მუშაობისას ამ ადგილს ხშირად ვსტუმრობდი ლევანთან ერთად. ვფიქრობ, ხომ არ დავურეკო, მაგრამ მახსენდება, რომ ჯერ კიდევ სამუშაო საათებია და არ მინდა, ხელი შევუშალო. გონებაში ვინიშნავ, რომ ამ დღეებში აუცილებლად უნდა შევეხმიანო, არ მინდა, ჩვენი შეთანხმება ურთიერთობის შენარჩუნების შესახებ ცარიელ სიტყვებად დარჩეს. ლევანი ერთ–ერთია იმ მცირე ადამიანთა შორის, რომელთაც ძალიან ვენდობი. კუთხეში მდგარ მაგიდასთან ვჯდები და ყავას და ტირამისუს ვუკვეთავ. სანამ მოიტანენ, დანარჩენი სტუმრების დათვალიერებას ვიწყებ. ჟურნალისტური ცნობისმოყვარეობა ყველგან თან მდევს და სმენაც და სხვა შეგრძნებებიც მუდამ გამძაფრებული მაქვს. ჩემს წინ, როგორც ვასკვნი, შეყვარებული წყვილი ზის. გოგოს ტყავის ქურთუკი აცვია ზურგზე ,,Love is In the Air'' წარწერით(ორიგინალურია, ვერაფერს იტყვი) და შლაპა ახურავს. ჩანს, გაბრაზებულია, ბიჭი რამდენჯერმე ცდილობს თითებზე შეეხოს, მაგრამ ხელს მაშინვე ცივად წევს და ყავას მეათასედ ურევს. მათ მარჯვენა მხარეს ახალგაზრდა, საკმაოდ სიმპატიური მამაკაცი მარტო ზის და ვგრძნობ, თუ დიდხანს დავაკვირდები, ჩემს მაგიდასთან მოინდომებს გადმოჯდომას, ამიტომაც თვალს სასწრაფოდ ვაშორებ და მზერა საკმაოდ ახლოს მსხდომ ორ გოგონაზე გადამაქვს. არ ვიცი რატომ, მაგრამ მათდამი თავიდანვე პოზიტიური დამოკიდებულება მიჩნდება. ყავას ვწრუპავ და სიამოვნებით ვუსმენ. დაახლოებით ჩემი ასაკის იქნებიან, ჩემ მსგავსად, მარტისთვის შეუფერებლად თხელი სამოსი აცვიათ და წუთში რამდენიმე თემას ეხებიან, თუმცა ბოლო მათგანი ყველაზე მეტად იქცევს ყურადღებას. როგორც ვიგებ, ერთ–ერთი მათგანი, რომელიც სხვათა შორის, გარეგნულადაც ძალიან მგავს, დამწყები მწერალია და ორ კვირაში თავისი პირველი წიგნის პრეზენტაცია აქვს დაგეგმილი. განხილვას რამდენიმე წუთის განმავლობაში ვუსმენ და მცირე ყოყმანის შემდეგ მათ მაგიდასთან მტკიცე გადაწყვეტილებით მივდივარ. _გამარჯობა და ბოდიში, რომ შემოგეჭერით._ღიმილით ვცდილობ, კეთილგანწყობა მოვიპოვო და ყოველგვარი მიკიბ–მოკიბვის გარეშე ვეკითხები:_არ გინდა, ჩემი გადაცემის სტუმარი იყო? გაოცებული ,,მწერალი'' ჯერ მე მიყურებს, მერე თავი მეგობარს, შემდეგ ისევ მე და სკამისკენ ღიმილითვე მანიშნებს... გოგონებთან საუბარში იმდენად ვერთობი, დროის გასვლას ვერ ვამჩნევ და ნომრის ჩასანიშნად მობილურს რომ ვპოულობ, ელენეს სამი გამოტოვებული ზარი მხვდება. კონტაქტებს ვცვლით და ერთმანეთს ვემშვიდობებით. როგორც კი გარეთ გავდივარ, მაშინვე ვურეკავ და უკვე კარგად ნაცნობი, ტკბილი ,,მისალმება'' მესმის: _რა ჯანდაბად გინდა ტელეფონი? _ახლა რა დავაშავე? თითქოს, მე მქონდეს მთელი დღეა გათიშული. _მე დამიჯდა._საუკეთესო თავის მართლება. _მე დავყრუვდი. რა იყო? _სად ხარ, ძალიან გაგვიანდება? _სად? _მეღადავები? სანდროს აქვს მატჩი, გუშინ სამჯერ მაინც გვითხრა. –რა? რომელზე?_მგონი, მეხსიერების წამალი მჭირდება. _უკვე დაწყებულია, რა გათიშული ხარ? _მისული ხარ? გამოვდივარ, იქ შეგხვდები._ტაქსის ხელს მექანიკურად ვუქნევ. _მისული ხარ? გამოვდივარ, იქ შეგხვდები._ტაქსის ხელს მექანიკურად ვუქნევ. _ღმერთო, რა მეშველება._კვლავ ჩვეული ფრაზა. მძღოლს ვთხოვ, რაც შეიძლება სწრაფად იაროს, მაგრამ პირველი ტაიმი დამთავრებული მხვდება. _რა ანგარიშია?_ვეკითხები მეგობარს, როცა ლანძღვისგან გულს იჯერებს. _ერთით ნულს აგებენ...არ გინდა, გაამხნევო?_ეშმაკური ღიმილით ამატებს. _რამე იდეა გაქვს? _როგორ ფიქრობ?_ხელს მკიდებს და მიმარბენინებს. დაცვას ბეიჯს ვაჩვენებ(მერე რა, რომ ჟურნალში აღარ ვმუშაობ), მაგრამ ჯიუტად მიხსნის, რომ თამაშის დასრულებამდე შესვლა არ შეიძლება. ბოლოს ხვეწნაზე გადავდივართ და ყელში რომ ამოდის, მამოწმებს, რომ თან არაფერი მაქვს და ნებას მრთავს, ხუთი წუთით შევიდე. უახლოეს კარს ვაღებ, საიდანაც ხმა მესმის და როგორც კი შევდივარ, თვალებზე ხელს ვიფარებ_ძალიან მარტივი გაკვეთილი: გასახდელში რომ იჭრები, მზად უნდა იყო, რომ შეიძლება გახდილი ადამიანები დაგხვდეს. მადლობა ღმერთს, ამჯერად მხოლოდ ნახევრად. _ბოდიში._უხერხულად ვამბობ საყოველთაო სიცილის ფონზე და უკვე გამობრუნებას ვაპირებ, სანდროს ხმა რომ მესმის: _ნატალი?_გაოცებული გასასვლელისკენ მიბიძგებს და თვითონაც მომყვება._აქ რას აკეთებ? _დამაგვიანდა და მინდოდა, წარმატება მესურვებინა. _სულ ეს არის?_მკერდს ეშმაკური სიცილით ათამაშებს. _შეწყვიტე!_მხარზე ხელს ვურტყამ და მეც მეცინება. _რა?_ვითომ ვერ ხვდება._ეფექტური გამოჩენა იყო, ვერაფერს იტყვი. _ნუ დამცინი, რომ იცოდე, დაცვას რამდენი ვეხვეწე, ელემ ლამის სიყვარული აუხსნა. _ეჭვიც არ მეპარება, ელე იზამდა. _კარგი...გავალ ახლა, თორემ მომკლავს ამდენ ხანს დატოვებისთვის. აბა შენ იცი._სხაპასხუპით ვაყრი, რადგან მისი უზადო სხეულის ყურებას ვერ ვუძლებ. გამობრუნებას ვცდილობ, მაგრამ წელზე ხელს მხვევს სანამ აზრზე მოვალ სწრაფად მკოცნი. _უკვე წარმატებული იქნება._კმაყოფილი ღიმილით ამბობს და თვალს მიკრავს, მე კი ვგრძნობ, რომ რაღაც მავიწყდება, თან ძალიან მნიშვნელოვანი...ჰო, მგონი სუნთქვა. *** ვიცი, რომ ზარმაც ადამიანს არ ელევა მიზეზები, მაგრამ :D წამლის ჩაწვეთება დავიწყე თვალებში და მიჭირს წერა,ისევ პატარა მონაკვეთი დავდო მირჩევნია ძალიან დაგვიანებას. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.