მებაღე (ნაწილი 9)
9. შემოდგომის თბილი ამინდები, მოახლოებულმა ზამთრის სიცივემ და წვიმებმა შეცვალეს. ჩანჩქერის, ისედაც ყინულივით ცივ წყალში საბანაოდ მებაღე ვეღარ დადიოდა, ბოლოს დროს აღარც დადა დაჰყვებოდა, უფრო მის მერე რაც ბორცვის ქიმზე მოთვალთვალედ იქნა აღმოჩენილი. ბუნების ცვალებადობა მასზე ნაკლებად მოქმედებდა. სახლშიც უამრავი გასართობი ჰქონდა, ყოველთვის გამოძებნიდა რაიმეს საინტერესოსა და თავშესაქცევს. დიდ უზარმაზარ გალერეაში, რომელიც ზედა სართულის ნახევარზე მეტს იკავებდა, პატრონმა სამხატვროდ სტუდიად დაუთმო, დადამ იქ საკუთარი ბიბლიოთეკაც კი მოაწყო, საათობით არჩევდა სახლის დიდი ბიბლიოთეკიდან წიგნებს და თავის ოთახში მიჰქონდა. როდესაც ახალი ცხოვრება დაიწყეს და აქ გადმოსახლდნენ, პატრონი საგონებელში იყო ჩავარდნილი, ნეტა როგორ უნდა ესწავლებინა დამუნჯებული გოგონასთვის წერა-კითხვა, სპეციალისტიც კი დაუქირავა, მაგრამ გოგონამ უარი განაცხადა ჟესტების ენის შესწავლაზე, მაინც ვისთან უნდა ესაუბრა ასე? მაშინ პატრონსაც და მსახურებსაც უნდა სცოდნოდათ, ეს ყველაფერი კი დადამ ფურცელზე დაუწერა და ისე აუწყა, თურმე გოგონას წერა-კითხვა უკვე ადრევე ჰქონია შესწავლილი, წერაც მშვენივრად შეეძლო და კითხვაც, კლავიშებსაც თავისუფლად ფლობდა, სიმღერით თუ ვერ მღეროდა, სამაგიეროდ შესანიშნავი სმენა ჰქონდა და კარგადაც უკრავდა... აქაც კიდევ ერთი უცნაურობა სჭირდა, ნოტებში ჩახედვა საშინლად არ უყვარდა, ნაწარმოებს სანამ ბოლომდე გაარჩევდა უკვე ზეპირადაც იცოდა და ნოტებიც აღარ იყო საჭირო. პატრონმა დიდი და ლამაზად გაფორმებული ბლოკნოტი აჩუქა, იფიქრა თავის ნამდვილ სახელსა და გვარს მაინც მიაწერსო, მაგრამ დადა თითქოს ჯიუტად დუმდა თავის წარსულზე და აზრადაც არ მოსვლია რაიმე ისეთის ჩაეწერა, რაც თავის ძველ ცხოვრებას ოდნავ მაინც მოჰფენდა ნათელს. გოგონამ ბლოკნოტიც კი ჩანახატებით აავსო და ორ-სამ სიტყვას თუ მიაწერდა რომელიმე ნახატს, პატრონი ერთხანს აკვირდებოდა, მერე კი ხელი ჩაიქნია და შეეჩვია დადას უცნაურობებს. მოღრუბლული ამინდი იყო, დადა ეზოში ქვით მოკირწყლულ ბილიკებს დაჰყვებოდა, ხან ცას ახედავდა, ჯერ ხომ არ წვიმდებაო, მერე ისევ ბილიკის გაყოლებით ეზოში სეირნობას განაგრძობდა. ეზო საკმაოდ დიდი იყო, დადას პროექტით გაშენებული ბაღი კი ორნამენტის ფორმებს ქმნიდა და თითქმის სარტყელივით ეკრა სახლს, სიცივისგან დასაცავად შეფუთული ყვავილის ძირები კი ზამთრის მოახლოებას უცდიდა... უცებ ისე დაიქუხა, რომ ლამის მიწა შეზანზარდა, დადას არც კი შეშინებია, მხიარული სახით ცაში დაიწყო ყურება, წვიმის მსხვილმა წვეთება სახე დაუსველა, წვიმამ უმატა... ცოტაც და გოგონა სულ ამოილუმპებოდა ვიღაცას, რომ არ ეტაცა მისთვის ხელი და წვიმისგან დამცავ ადგილას არ შეეფარებინა. დადას თითქოს ეწყინაო, შეუშალეს წვიმაში ყოფნა, გაბუტული სახით გახედა მშველელს... ,,დასველდებოდი და მერე გაცივდებოდი’’ დაბალი ხმით უთხრა მებაღემ. დადამ წვიმას გახედა, მიწაზე უკვე პატარ-პატარა წყაროებივით მოედინებოდა ტალახიანი წყალი, წვიმამ უფრო ძლიერად დასცხო. წვიმას ქარიც მოჰყვა, სხვა გზა აღარ რჩებოდა, ახალი თავშესაფარი უნდა ენახათ, მებაღემ დადას ხელი ჩაჰკიდა, თავზე კი მისი განიერი დიდი ზომის პიჯაკი ჩამოაფარა და მთელი სისწრაფით გააქანა თავისი ქოხისკენ. ყველა სხვა მსახურთა საცხოვრებელი, ერთ შენობაში იყო მოთავსებული, მებაღესი კი განცალკევებულად, ბაღის სულ სხვა მხარეს სახლიდან მოშორებით, ეზოს კიდეზე იყო მიშენებული. მიწური იატაკი რაღაც ყუთებისგან შექმნილი საწოლი, ასეთივე სტილის სკამისმაგვარი რამ, უფრო განიერი ყუთი კი მაგიდის მაგივრობას უწევდა... დადას არც კი ეუცხოვა ღარიბული ქოხმახი, თავი ჩვეულებრივად იგრძნო, იქვე საწოლთან დაგდებული თითქოს ნაცნობი თმის სამაგრი შენიშნა, აიღო, სველი თმები დაიმაგრა, მერე ოთახს მოავლო თვალი სარკეს ეძებდა, რომ ვერ ნახა თმის სამაგრი რაღაც კომოდისმაგვარ ყუთზე დადო და იქვე საწოლზე ჩამოჯდა. მებაღის პიჯაკი დადას წვიმისგან დაცვის დროს დასველდა, თავად კი პერანგის ამარა დარჩენილი სულ ერთიანად გალუმპულიყო. ყოველგვარი ცერემონიისა და მობოდიშების გარეშე სველი პერანგი გადაიძრო, გაწურა და პიჯაკის გვერდით თოკზე მიაფინა. დადა მომღიმარი სახით შეჰყურებდა მებაღის სხეულს. ,,შენთან აღარც მერიდება... უკვე ისედაც ბევრჯერ მნახე შიშველი..’’ - გაუღიმა.. დადამ საპასუხოდ უფრო მეტად გაუღიმა. გოგონა საოცრად ლამაზი იყო, ღიმილი კიდევ უფრო ამშვენებდა მის სახეს. მებაღე ახლოს მივიდა და თვალებში ჩახედა. დადა თითქოს შეაკრთო ამ მზერამ, რაღაც უფრო მეტად ღრმა მოეჩვენა მებაღის თვალები, თითქოს მისი სიღრმე რაღაცას მალავდა... უბრალო ღარიბ-ღატაკი მებაღის მიღმა შეფარული უცხო სხივი იგრძნობოდა... ,,არა მებაღე, სულაც არ იყო საშიში კაცი, როცა საჭირო გახდა წვიმისაგან დაიცვა კიდეც, რაიმეს დაშავება რომ უნდოდეს, უკვე წელიწადზეა მეტია აქ არის და აქამდე დაუშავებდა კიდეც... ან რა უნდა დაეშავებინა?.. რას ერჩოდა დადას?’’ ასეთი ფიქრებიდან დადა მებაღის რბილმა ხმამ გამოარკვია: ,,მე უგო მქვია... მგონი იცი ხომ?’’ - დადამ თავი დაუქნია... გოგონამ მოიწყინა, ღიმილიც გაუქრა, ნაღვლიანი სახით წვიმას გახედა. წვიმა არ წყდებოდა, პირიქით მატულობდა და მატულობდა... უკვე ქოხშიც შემოაღწია პატარა ნაკადულებმა. დადამ ფეხები აკეცა საწოლზე, ქვემოთ დაგროვილი გუბურა ისეთი სისწრაფით იზრდებოდა. ,,ნუ გეშინია, ასე ადვილად არ აივსება წყლით... ‘’ უგო დამშვიდებას შეეცადა. დადამ მოწყენილი მზერა შეავლო, მერე რაღაც ბალიშისმაგვარზე დადო თავი და სადღაც უაზროდ ერთ წერტილს მიაშტერდა. უგო ქოხის პატარა სარკმლიდან აკვირდებოდა წვიმას. ცოტა ხანში წვიმამ საგრძნობლად იკლო, მალე სულ გადაიღებდა. დადასკენ მობრუნდა უნდა ეხარებინა, რომ ... დადას მშვიდი სახით ტკბილად ეძინა... საოცრად ლამაზი იყო, უბადრუკი ქოხი და რაღაც საწოლად გადაკეთებული გახევებული ნაჭრებით შემოსილი ალაგი კი კიდევ უფრო მეტად ლამაზს ხდიდა... მებაღე მონუსხულივით შეჰყურებდა... ნაბიჯის გადადგმასაც ვეღარ ბედავდა... უეცრად კარი გაიღო, ზღურბლთან ახალგაზრდა მსახური ქალი გამოჩნდა, სველი კაბის კალთა ისე ასწია ლამის წამოიხადა და იქვე ჩაწურა. შემოსვლისთანავე შეამჩნია მძინარე დადა საშინელი ეჭვიანი მზერა წელს ზევით შიშველ მებაღეს მიაპყრო. უგო დამნაშავესავით აიწურა და ხელით ანიშნა არ გააღვიძოო. ქალმა კაბის კალთას ხელი უშვა, წარბშეკრულმა თავის თმის სამაგრს მოჰკრა თვალი, თავზე დაიმაგრა, ერთი კიდევ მრისხანედ შეხედა მებაღეს და უხმოდ გავიდა გარეთ. უგომ შვებით ამოისუნთქა. დადას კი არაფერი გაუგია ისე მშვიდად ეძინა. LEX·2016 წლის 4 თებერვალი, ხუთშაბათი |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.