ყველა გოგო ვიღაცის დედოფალია.-04.15.2017 (დასასრული)
"ჩვენ ყველას გვაქვს ცუდი დღეები, მაგრამ არც ერთი ღრუბელი არ არის იმდენად ბნელი, რომ მზემ ვერ გაანათოს" თავი 15-04.15.2017 ულააამაზესი დილა გათენდა. მზიანი და თბილი... დღეს 15 აპრილია, სიყვარულის დღე და ჩემი დაბადების დღე. -სანდრო, სანდრო, სანდრო გაიღვიძე რა!!!!!-დავახტი ზედ. -გთხოვ ჩემო სიხარულო დამაძინე რაა... -აბა ეხლა აეგდე ფეხზე!-გავიმკაცრე ხმა და ავაგდე საწოლიდან ვაჟბატონი. -აბა დღეს რა დღეა?-გავუღიმე. -სიყვარულის დღეეე.....უიმე თორნიკე ბიჭოო.-შეიცხადა უცბად და ტელეფონს ეცა: -რა თორნიკე? თორნიკეს ულოცავ სიყვარულის დღეს?! -მაცადე რა! -ოოო დავაი რაა!-მეწყინა , მაგრამ მას ხომ მე არ ვუყვარვარ და რატომ უნდა ეთქვა რამე? ან რა მინდოდა ეთქვა?კი აბა, სიყვარულს ამიხსნიდა! ჰაჰ! ზღაპარია ზღაპარიი! -თოკა...ჰო...ვიცი...მიულოცე...მო...მოზვერო შენა! კაიი.-ვითომც არაფერი აბა ეხლა მე იმის მთქმელი ვიყავი დაბადების დღე მაქვს თქო და გინდა თუ არა მომილოცე თქო?! ნურას უკაცრავად რა! შევეტენები კიდევ აბა რააა! წასვლას ვაპირებდი ჰაერი, რომ გამომეცალა და წამოვიკივლესავით შიშისგან: -შენ გეგონა დამავიწყდა?-მიხუტებული ვყავდი და ისე მელაპარაკებოდა-არც იოცნებო.-მეუბნებოდა და თან მთელ სახეს მიკოცნიდა , აი ყველგან მაკოცა სადაც კი შეიძლებოდა ეკოცნა ადამიანს. ყელი, შუბლი, ცხვირი, ნიკაპი, თვალები, ტუჩები....სწრაფად და თან ნაზად მკოცნიდა თავბრუ დამახვია ისეთი კარგია. -გამგუდეე.-ამოვიჩივლე. -უი ხო.-გაეცინა-აბა რას ვაპირებთ დღეს? -აუ არაფერი არ მინდა რა , გთხოვ სახლში დავრჩეთ. -მაშინ საღამოს ბოულინგი მაინც ვითამაშოთ რა გავერთობით. -მანდ წავიდეთ კარგი.-მაკოცა და აბაზანაში შემიშვა. სახლში ვიჯექი მთელი დღე მარიამთან ერთად თან ყავას ვსვამდი: -რას ფიქრობ რას გაჩუქებს სანდრო? -ოოო არვიცი მარო არააა. -ნინო გეყოფა ახლა ნუ იცოფები 93 წლის ქალივით! -ოჰ! შენ ხო ძაან ახალგაზრდა მყავხარ რა! -დიახაც!-ვკისკისებდით , ვჭორაობდით და აპა მოსაღამოვდა კიდეც. -მაარ რა ჩავიცვაააა?-იმდენჯერ გადმოვქექე კარადა გული შემიწუხდა მეთვითონაც მარიამის არ იყოს. -აი ეეეს.-გამომიწოდა ტანსაცმელი....ოოოო ეს ქაიაა, მომწონს.......მომწონს გენაცვალე.. ხო სად ვიყავიიი? ე.ი მომაწოდა:დახეული ჯინსი, შავი თხელი ტოპი იცით როგორი? აი ლიფს , რომ გავს დამავიწყდა რა ჯანდაბა ქვია. მოკლედ ლიფის ზომისაა, შავია და მოტკუცული. არანაირი მაკიაჟი რა ჯანდაბად მინდა? ისე უფრო ლამაზი ვარ ფაქტია. მოკლედ მოვიდნენ ბიჭებიც ჩავჯექით და წავედით. ვხედავდი, რომ სანდრო რაღაცაზე ნერვიულობდა,მაგრამ არ იმჩნევდა ხოდა არც მე შევიმჩნიე, რომ ვხვდებოდი. მივედით და პირველი შევვარდი. კოქტეილები შევუკვეთეთ და დაიწყო გახურებული თამაშიიიიც !!!! ბურთს ბურთზე ვისვროდი წამით არ ვისვენებდი სანამ ერთი ბურთი არ ავიღე და შიგნიდან რაღაც არ გადმოვარდა...რაღაც მრგვალი, ბრწყინვალე, ლამაზი, ულამაზესი, უიიი საქორწინო ბეჭედი. ალბათ ვიღაცას გოგოსთვის ხელი უნდა ეთხოვა და მე დავავლე მაინცდამაინც ამ ბურთს ხელი. საწ....ბი! მოიცა...რატომ მოდის სანდრო ჩემსკენ გაღიმებული? ვაიმე! ეს ის არ არის რაც მგონია? -ფარული კამერააა?-ვკითხე დაბნეულმა. -არა. -ეს ის არ არის რაც მე მგონია ხო? -არა.-თვალები გადაატრიალა სანდრომ. -თორნიკე თხოვს მარიამს ხელს? -არა ნინი ააარაააა! მე გთხოვ შენ! -მოიცა...ჩვენ ხომ დაქორწინებულები ვართ?-გაკვირვებულმა შევხედე. -ხომ ,მაგრამ ჩვენ ხომ სიყვარულით არ დავქორწინებულვართ? -ვაიმე არაააა!!!!!!!! მიბწკინე სანდრო! -რა? -მიბწკინე თქო! -ხომ არ გაგიჟდი შენ? -მიიიბწკინე.-აქეთ ვუბწკინე ისე მაგრად, რომ იძულებული გახდა ებწკინა. -არ მესიზმრებაააა.-ამ დროს სანდრო დაიხარა ბეჭედი აიღო და დაიწყო: -თითქმის 1 წელია ერთად ვართ. პირველად, რომ დაგინახე მივხვდი შენ უნდა ამერჩიე და სხვა არავინ არ უნდა მომეყვანა ცოლად. ქორწილში დავრწმუნდი, რომ ნამდვილად სწორი არჩევანი გავაკეთე და მინდოდა შენნაირი გოგო 6 წლით ცოლად. 1 წელია ცოლ-ქმარი ვართ და არცერთი ჩვენი დღე მოჩვენებითი არ ყოფილა. არცერთი ჩახუტება, კოცნა, ხვევნა და მოკლედ არაფერი არ ყოფილა უბრალოდ ფიქტიური ტყუილი ან ფარსი. ეს უბრალოდ ჩვენებს ეგონათ ფარსი თორემ მე ვიცი, რომ როდესაც შენ გეხუტები სამყარო ჩერდება, არა მარტო სამყარო ყველაფერი ჩერდება. უსასრულოდ ვუყურებდი შენს გაღიმებულ სახეს ამიტომ ნინი წამოხვალ ჩემთან ერთად მსოფლიოს გარშემო სამოგზაუროდ? გინდა შენმა შვილმა ჩემზე თქვას ხოლმე "დეე მამა მოვიდა"-ო? გინდა ერთად ვუყუროთ ჩვენ ჩახუტებულ შვილებს? გახდები ჩემი სამუდამო თანამგზავრი და ჩემი შვილების დედა?-გაოცებული ვუყურებდი. არ გეტყვით ვტიროდი თქო და მთელი სისულელეები. წარბიც კი არ შემიხრია. უბრალოდ ყველაფერი წარმოვიდგინე. განვლილი დრო წარმოვიდგინე სანდროსთან ერთად. მერე წარმოვიდგინე ერთად მსოფლიოს გარშემო, მერე წარმოვიდგინე მე და სანდროს შვილი რა შოკური სილამაზე იქნებოდა, მერე როგორ დამიძახებდა "დეე მამა მოვიდა"-ო , მერე როგორ ვუყურებდით ერთად ჩვენს ჩახუტებულ შვილებს და ქეთას....როგორ შეიძლება ამ ყველაფერზე უარი ვთქვა? არ შეიძლება. -ნინი? -თუ დამპირდები, რომ მსოფლიოს გარშემო წამიყვან სამოგზაუროდ, თუ არასდროს მიღალატებ და გამორჩეული იქნები, თუ ჩემთან ერთად უყურებ ჩვენს ჩახუტებულ შვილებს და ჩემს ტიკტიკა ქეთას მაშინ გამოგყვები. და კიდევ თუ ყოველ საღამოს მე, შენ , თორნიკე და მარიამი ისევ ასე გავერთობით ერთად...-ხალხი ვიდეოებს და მთელ ამბებს გვიღებდა , მაგრამ აბა მითხარით არ გვეკიდა? -გპირდები...-მთელი ძალით ჩამეხუტა და მეც მოვხვიე ხელები. -ერთადერთი ხარ.-ჩუმად ვუთხარი. -შენ ჩემი დედოფალი ხარ ! 1 თვის შემდეგ: -სანდროო. -ხოო. -ბერლინი, ლონდონი, ავსტრია, ნიუ ორკი, პარიზი, ბრიუსელი, გერმანია, ესპანეთი და კიდევ რამდენი ქვეყანა მოვინახულეთ ჩამოთვლა მეზარება და რა დაგვრჩა ? -მარიამს კითხე ან თორნიკეს არ მახსოვს ნინ -თორნიკე და მარიამ მორჩით ზასაობას! რამდენი ქვეყანა დაგვრჩა? -3 -გახარებულმა წამოიძხა მარიამმა და მის თითზე წამოცმული საქორწინო ბეჭედი გაისწორა. 2 წლის შემდეგ: -გოგოებო მოვედიიი.-კარებიდან გამოგვძახა სანდრომ. -დეე მამა მოვიდააა.-შესძახა გახარებულმა ნენემ და სანდროსკენ გაიქცა. მერე სანდრომ ნენე ხელში აიყვანა ჩემსკენ წამოვიდა და ახლა მე ჩამეხუტა გამობერილ მუცელზე სადაც ჩვენი ევა ფეხებს მირტყამდა . 3 წლის შემდეგ: ვდგავართ და ვუყურებთ მე და სანდრო როგორ ეხუტება ნენე თავის პატარა დაიკო ევას მარჯვენა მხრიდან , ხოლო მარცხენა მხრიდან ჩემი ტიკტიკა ქეთა ეხუტება და ძინავთ ასე. აი ეს არის ცხოვრება! 3 წლის და 2 თვის შემდეგ: -დედიკო თოლნიკე და მალიამი მოვიდნეეენ .-გამოიქცა კარებიდან გახარებული ნენე, სანდრო ევას აჭმევდა ფაფას მე კი ტელევიზორს ვუყურებდი. -მოხვედით გვრიტებო ? ნათლიას ბიჭო მოდი რა ჩემთან.-გამოვართვი ნათლიას სიამაყე გეგა მარიამს და თორნიკეს. მე , სანდრო, თორნიკე და მარიამი ერთად ვცხოვრობთ დიდ , დიდ სახლში. იმ დღეს ბოულინგზე , რომ სანდრომ ცოლობა მთხოვა მაშინ თხოვა თორნიკემაც მარიამს. ხანდახან უბრალოდ უნდა ირწმუნო და ყველა ოცნება აგიხდება. ღმერთმა თქვა: "შენ იწამე და დანარჩენს ყველაფერს მე მოგცემ"-ო. მე ვიწამე და ყველა ოცნება ზედიზედ ამისრულდა რაც კი ოდესმე მდომებია. იმ დღეს მახსოვს გიჟები გავვარდით ტატუს გასაკეთებლად და ოთხივემ ის დღე დავიწერეთ როდესაც სანდრომ და თორნიკემ ძლივს გვთხოვეს ცოლობა ჩვენ კი ძლივს ამოვღერღეთ თანხმობა, ყველაფერი ბოულინგზე დაიწყო ამიტომ მარცხენა ხელზე , სანამ ხელი დაიწყება მტევანზე გვაქვს დაწერილი თარიღი: 04.15.2017. არვიცი როგორი იყო ბავშვებო. ნუ ის არვიცი თქვენ რას ფიქრობთ თორემ მე ამაზე უკეთეს დასასრულს ვერ მოვუფიქრებდი ამ მოთხრობას რომელიც რატომღაც ჩემი ფავორიტია არადა ლეპტოპში ბევრი მაქვს დაწერილი , მაგრამ მე ეს მიყვააარს. რაც შეეხება ახალ მოთხრობას. ის იქნება ძალიან ორიგინალური , ნუ ეხლა იძულებითი ქორწინება იქნება , მაგრამ ეგეც ორიგინალური თან ძალიან, ფსიქოლოგთან მოყოლილ ამბებზეა და ჰეფი ენდი არ იქნება. ის იქნება ყველაზე კარგი და ორიგინალური, გამორჩეული დრამა რაც კი ოდესმე წაგიკითხავთ და მისი სახელია "love is..." . შემიფასეთ რააა. <3 მიყვარხართ <3 ხვალიდანვე ვიწყებ მუშაობას ჩემ საამაყო მოთხრობაზე. იმედია წაიკითხავთ. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.