შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მებაღე (ნაწილი 10)


8-02-2017, 10:13
ავტორი Lex
ნანახია 1 553

10.
გვიანი ღამე იყო. სახლის ირგვლივ გაჩახჩახებული ფარნები მთლიან ეზოს თუ არა, საკმაოდ დიდ მანძილს ანათებდა. დადას კვლავ მშვიდად ეძინა მებაღის ერთადერთ საწოლზე, საწოლის პატრონი კი იქვე ხის ყუთზე ჩამომჯდარიყო, ქოხის ფიცრულ კედელზე თავი მიეყრდნო და თვლემდა.
ეზოსთან მომდგარ პატრონის მანქანას მსახურები გამოეგებნენ. მათთვის უჩვეულო არ იყო პატრონის ასე გვიან დაბრუნება. პატრონი ზოგჯერ ღამითაც ქალაქში რჩებოდა, როცა არ უნდა დაბრუნებულიყო მსახურები სულ ფხიზლად და მზად ყოფნაში იყვნენ. პატრონი ენდობოდა მათ, დადას ერთგული მსახურების იმედზე სტოვებდა, ამიტომაც მშვიდად იყო, მისი შიშითა თუ რიდით გოგონას ასე ადვილად ვერავინ დაუშავებდა რამეს.
მანქანის ხმაზე მებაღე გამოფხიზლდა. ქოხის პატარა დაბრეცილი სარკმლიდან პატრონის მანქანა შენიშნა... მძინარე დადას გახედა. ,,.. რას იფიქრებენ აქ რომ ნახონ... თან შუაღამისას... მერე ვინ დამიჯერებს რომ...’’ - წამიერად ათასმა ფიქრმა გაუელვა... არა, დადას აქ გაჩერება უკვე შეუძლებელი იყო, რაიმე უნდა ეღონა. მძინარეს საწოლზე ჩამოუჯდა, ფრთხილად დაუწყო გაღვიძება. დადას შიშისაგან ელდა ეცა, სადღაც ნახევრად განათებულ ქოხში... უცხო კაცი... უცხო ადგილას... ერთი შეკივლება ძლივს მოასწრო, რომ მებაღემ პირზე ხელი დააფარა, დადა უძალიანდებოდა და საშინლად ღმუოდა, უგო რაც შეიძლება ძლიერად იხუტებდა და ყურში ჩასჩურჩულებდა ,,ჩუ! ჩუ!.. ჩუმად, გთხოვ, გაჩუმდი, ნუ გეშინია’’ , დადა არ ცხრებოდა, არად აგდებდა მებაღის ვედრებას. მებაღემ უფრო ძლიერად მოუჭირა მკლავები და ბევრად მკაცრი ტონით უთხრა ,,თუ არ გაჩუმდები, იცოდე არ გაგიშვებ!’’. დადა გამოერკვა, ცოტათი დაშოშმინდა კიდეც, მაგრამ მაინც კანკალებდა... ,,აი ასე, გაჩუმდი და გაგიშვებ’’ გოგონა დაემორჩილა, უკვე აღარ ღმუოდა, მებაღემ დადას პირზე აფარებული ხელი ჩამოიღო, მკლავებში დაიჭირა, თვალებში ჩახედა, რაც შეიძლებოდა დამაჯერებელი ხმით განაგრძო: ,,შეგიძლია ყურადღებით მომისმინო?’’ დადამ თავი დაუქნია.. ,,უკვე გვიანია, ძალიან გვიანია, ღამეა, შენ სახლში ისე უნდა შეხვიდე, რომ არავინ დაგინახოს... მიხვდი რას ვგულისხმობ?’’ დადამ თავი ჩაღუნა, მებაღემ კვლავ განაგრძო ,,აქ არ უნდა გნახონ, ხომ იცი არ შეიძლება, ათას რამეს დაგვაბრალებენ... მერე შეიძლება აქედანაც გამაგდონ და ვეღარასოდეს ვეღარ გნახო...’’ დადამ თავი ასწია და მებაღეს თავისი დიდი მწვანე თვალები შეანათა... ,,ზეკმა, რომ გაიგოს, არამარტო გამაგდებენ, ხომ იცი არ დამინდობს’’ მებაღე ყველა არგუმენტს იშველიებდა, რომ როგორმე დადა ჩასწვდენოდა იმ აზრს, თუ რატომ არ შეიძლებოდა მისი აქ ამ დროს ყოფნა. ზეკის ხსენებაზე დადას სახე გაუმკაცრდა, მერე ნაღვლიანი თვალებით შეხედა, მიეხუტა, მხარზე თავი მიადო, მებაღეს გაეცინა, თავზე ხელი გადაუსვა ,,ნუ გეშინია, მე დაგიცავ მაგ საშინელი ადამიანისგან, მხოლოდ ახლა როგორმე შენს სახლში უნდა დაგაბრუნო... და რაც შეიძლება ჩქარა’’.
მებაღე წამოდგა, გარეთ გაჰყო თავი, შორიდან ისმოდა პატრონისა და მსახურების საუბარი ჯერ კიდევ ადვილი შესაძლებელი იყო შეუმჩნევლადაც გამძვრალიყვნენ. მებაღეს არც მოუხედავს ისე უთხრა ,,დადა, გავდივართ’’ დადა მის ზურგს უკან უმალ გაჩნდა - ,,მომეცი ხელი’’...
დიდი გზის შემოვლით სახლისაკენ დაიძრნენ. ძაღლები ორივეს კარგად იცნობდნენ, ამიტომ არც დაუყეფიათ, ისე ოდნავ წამოჰყვეს თავები და რბილად წაიღმუვლეს, ალბათ უფრო მისალმების ნიშნად. გაირბინეს ერთი ბილიკი, მეორე, მესამეც გადაჭრეს, მაგრამ პატრონი უკვე სახლის მთავარი შესასვლელისკენ წამოსულიყო, სახლში უჩუმრად ვეღარ შეაღწევდნენ, დადამ რამოდენიმეჯერ ჩაკიდებული ხელი მოქაჩა, მებაღეს ყურადღება არც მიუქცევია, ისე მიიწევდა წინ და დადასაც მიარბენინებდა, მაგრამ ახლა უკვე შეჩერდა, ბაღის კიდის ბუჩქებს ამოეფარა და ჩაიმუხლა, თან დადასაც ეწეოდა ხელით შენც მომბაძე დაიმალეო, მაგრამ დადა არათუ ჩაიმუხლა, არამედ უფრო ძლიერად მოქაჩა ხელზე. მებაღე მობრუნდა, დადა რაღაცას ანიშნებდა, სულ სხვა მხარეს იშვერდა ხელს, ჯერ ეგონა თუ უკან დაბრუნებას ითხოვდა, მერე თითქოს დააკვირდა, დადა რაღაც სხვა ადგილისკენ იშვერდა ხელს, ბოლოს რომ ვერ გააგებინა დადა ადგილიდან დაიძრა, ახლა მებაღე მიჰყვებოდა დადას ხელჩაკიდებული, თან უკან-უკან იყურებოდა, ვერავინ ამჩნევდათ ისეთ მხარეს მიდიოდნენ, ხანაც ხეები ეფარებოდათ, არც ისეთი ადვილი შესამჩნევი იყვნენ, მითუმეტეს ძაღლებიც არ უყეფდნენ, არავის აზრად არ მოუვიდოდა, რომ რაიმე საფრთხის გამო ნაწვიმარი ეზო კარგად დაეთვალიერებინა.
დადამ მებაღე სახლის უკან მიიყვანა, მოშორებით კი მსახურების საცხოვრებელი იწყებოდა, აქაც კი საშიში იყო, რომ ვინმეს შეემჩნიათ. სახლის უკანა კედლის კუთხეში სარდაფის ლუქი, დამრეცი ფიცარნაგი იყო, დადამ ხელით მიანიშნა, მებაღემ ჩაიმუხლა ფიცარი გამოსწია, მაგრამ არც კი იძვროდა, დადამ ორივე ხელი თითები ფიცრის კიდეს შეუცურა ორი-სამი წუთი კი იწვალა, რაღაცას თითქოს აჩხაკუნდა, მებაღე კი იქაურობას ზვერავდა და ფიქრობდა, სხვა გზა როგორ გამოეძებნა, რადგან არ იყო დარწმუნებული, რომ დადას გეგმა გაამართლებდა, მაგრამ შეცდა, დადამ როგორც იქნა შიგნიდან დატანებული საკეტი გახსნა და ფიცარნაგიც აიწია, ქვემოთ ჩასასვლელს ოდნავ ანათებდა სახლთან მდგარი ფარანი. მებაღე ფრთხილად ჩავიდა თან ცდილობდა როგორმე მაინც იქაურობა შეეთვალიერებინა, თითქმის არც არაფერი ჩანდა, დადას ხელი გამოუწოდა, ნელ-ნელა დაიწყეს ჩასვლა. დადამ ისევ მოქაჩა ხელზე, მებაღემ მოიხედა, გოგონა ჩასასვლელის დახურვას ითხოვდა, მებაღემ ჩურჩულით უთხრა ,,იყოს, ცოტა მაინც გზას გვინათებსო, მაგრამ დადამ უარის ნიშნად თავი გააქნია, ტუჩებთან თითი მიიტანა. მებაღე მიხვდა ეს გზა არავის არ უნდა სცოდნოდა, ამიტომაც მოითხოვდა დადა სარდაფის დალუქვას... ასეთ სიბნელეში გზის გაკვლევა არც ისე ადვილი იყო, მაგრამ დადამ აქაც იმარჯვა, მშვენივრად იცოდა რომ კედელს მარჯვენა მხრიდან უნდა გაჰყოლოდა...
დადამ ამ საიდუმლო გასასვლელის შესახებ სულ რამოდენიმე წლის წინ გაიგო. ერთხელ სეირნობიდან სახლში დაბრუნებულს, კარებში ის საშიშ თვალებიანი კაცი შეეჩეხა. კაცმა თავაზიანად და დიდი მოწიწებით მოიკითხა გოგონა და ლამის თვალებში ჩაუძვრა ისე ჩახედა, თითქოს რაიმეს ამოკითხვას ლამობდა. დადას ყოველთვის აკრთობდა მისი მზერა, რა აუცილებელი საქმე უნდა ჰქონოდათ ასეთ საზიზღარ კაცს მის კეთილ პატრონთან? რატომ სტუმრობდა, რა უნდოდა? ან რატომ აკვირდებოდა დადას ასე? დადას ეს ყველაფერი ძალიან აღიზიანებდა...
კაბინეტის ღია კარიდან მაგიდაზე კონიაკის ბოთლი და ორი ჭიქა მოჩანდა, პატრონი საშინელი დანაღვლიანებული დაუხვდა, დადას ოდნავ ცალყბად გაუღიმა, ზედიზედ ორჯერ დაისხა და გადაჰკრა... დადა ხვდებოდა პატრონს რაღაც აწუხებდა და არ იცოდა რითი ენუგეშებინა, მის ფეხთან იატაკზე ჩაჯდა და მუხლზე თავი დაადო, პატრონს თვალები აუცრემლდა, თავზე მოეფერა... ,,ამ ქვეყნად მხოლოდ შენ ხარ ერთადერთი ადამიანი... ერთადერთი კეთილი... ვისი ნდობაც ბოლომდე შეიძლება, მაგრამ ...’’ დადამ პატრონს ჭკვიანი სახით ახედა, თითქოს ანიშნებდა, ჩემი იმედი ყოველთვის გქონდესო, პატრონმა მიუალერსა ,,ეჰ, აბა შენ რა შეგიძლიაო’’, დადა ვაჟკაცური სახით წამოდგა და ისე კუშტად შეკრა წარბები, რომ პატრონს გაეცინა, მის წინ გულადი მეომარი იდგა... მერე რაღაცნაირი მზერა შეავლო გოგონას, ხელებით სახე დაუჭირა ,,მე და შენ ერთი ოჯახი ვართ, ერთნი ვართ! არა ზეკიც კარგი ბიჭია, ჩვენიანია, მაგრამ სხვა სახლში ცხოვრობს, იქ თავისი სახლია, აქ ჩვენია! ჩემი და შენი!...’’ დადა გაკვირვებული უყურებდა „კი ჩვენთან მსახურებიც ცხოვრობენ, მაგრამ მათ თავიანთი სახლები და ოჯახები ჰყავთ, ჩვენ კი მხოლოდ ორნი ვართ!’’ დადა უღიმოდა ,,ორნი ვართ... მე და შენ...’’
პატრონმა გოგონას ხელი უშვა, საწერი მაგიდის ქვედა უჯრიდან დიდი ფარანი ამოიღო, დადას ანიშნა გამომყევიო, კაბინეტიდან ზედა სართულზე ავიდნენ, ჯერ წინა ოთახში შევიდნენ, მერე დადას საძინებლის კარს გასცდნენ და გალერეაში შევიდნენ. დადას ეგონა, რომ გალერეას მხოლოდ ერთი შესასვლელი ჰქონდა, მაგრამ ცდებოდა. თურმე კარის საწინააღმდეგო მხარეს, გალერეის ბოლოში, ფანჯრისა და კედლის კუთხის მიღმა, სხვა გზაც არსებობდა. პატრონი ორივე ხელით ერთდროულად ჩააწვა კედელს და მანამდე დადასათვის უცნობი კარი გაიღო, პატარა ვიწრო კიბით სულ ქვემოთ ჩადიოდნენ, ეს კიბე გალერეასა და სახლის სხვა მხარის კედლებს შორის უჩინრად ჩადიოდა, ისე რომ ვერავინ ხედავდა, გარედანაც კი გამორიცხული იყო ვინმეს შეემჩნია ორ კედელს შუა მოქცეული უჩინარი კიბე. სახლის ქვეშ სარდაფში ჩასულები პატარა ოთახში აღმოჩნდნენ, ეს ოთახიც შეუმჩნეველი იყო, სარდაფში სულ სხვა მხრიდან იყო ჩასასვლელი და ეს ოთახიც ისევე იყო კედლებს შორის იყო მიმალული, როგორც აქ ჩამოსასვლელი კიბე. დადამ ცარიელ პატარა ოთახს თვალი მოავლო, კედლები წითელი აგურით იყო ამოყვანილი. პატრონმა ერთ-ერთ კუთხეში კედელს მიაწვა და პატარა სარკმლის ხელა კარი შეხსნა, მის უკან გამოჩნდა რკინის კარი. პატრონმა დადა სეიფთან მიიყვანა, მისივე ხელი აიღო, დადას თითითვე აკრიფა კოდი ,,დაიმახსოვრე ეს ციფრები... შესძლებ?’’ დადამ თავი დაუქნია, ციფრები მარტივი ადვილი დასამახსოვრებელი იყო, სამაგიეროდ კი ადვილი გამოსაცნობი სულაც არ იქნებოდა, არავის მოუვიდოდა აზრად ესე მარტივად გაეტეხა, ყველა ეცდებოდა დაბადების წლები ან ოჯახის რაიმე ღირსშესანიშნავი თარიღით გახსნას, ასე კი ... 123...321 123...321... სულ ასე უბრალოდ მეორდებოდა....
სეიფის კარი გაიხსნა, ფარნის შუქზე ოქროსფერი სხივები აელვარდა, დადა გაკვირვებული უყურებდა... სეიფი სავსე იყო ოქროს ზოდებით, პატრონმა ერთი ცალი ხელში აიღო ,,აი ამის ნახევარიც კი არ ღირს მთელი ჩვენი ქონებაო, მარტო ეს ერთი ზოდი გეყოფა, მთელს ცხოვრებას აგიწყობს თუ კარგად მოიხმარო’’ დადა გაოცებული უყურებდა... მისთვის ეს ქონებრივ ღირებულებას სულაც არ წარმოადგენდა, მხოლოდ მისი ოქროსფერი კრიალით მოიხიბლა, ზოდის სიმძიმემაც გააკვირვა... პატრონმა მერე აქედანაც ეზოში გასასვლელი ასწავლა, და კატეგორიულად გააფრთხილა, ეს არავის არ უნდა სცოდნოდა, თვით ზეკმაც არაფერი იცოდა და არც უნდა გაეგო, და მარტო მაშინ უნდა გამოეყენებინა, თუ აუცილებლად საჭირო გახდებოდა, დადამ თავი დაუქნია და ტუჩებთან თითის მიდებით ანიშნა ჩუმად ვიქნებიო...
სწორედ ამ საიდუმლო კიბით აღმოჩნდნენ გალერეაში, დადას კარგად ჰქონდა დამახსოვრებული გზა, მიუხედავად იმისა, რომ მხოლოდ ერთხელ იყო ნამყოფი, მაგრამ რადგან პატრონმა კატეგორიულად გააფრთხილა მარტო მე და შენ უნდა ვიცოდეთო, საიდუმლოს მკაცრად ინახავდა, ახლა კი იძულებული იყო დაერღვია პირობა... სიბნელეში გზას ძლივძლივობით ხელის ცეცებით მიარღვევდნენ, მებაღე მიხვდა დადამ გზა იცოდა და წინ მიუშვა... გალერეაში შუქი ანთებული დახვდათ, დადა ხშირად ტოვებდა ასე, ჯერ დადა შევიდა მერე მებაღე, დადამ კი მოულოდნელად, ნებით თუ უნებლიედ მის ზურგს უკან კარი ჩაკეტა. შესულებიც კი არ იყვნენ, რომ პატრონის ფეხის ხმაც გაისმა, მებაღეს უნდოდა უკან გაბრუნებულიყო, მაგრამ უკან რომ მოიხედა ვეღარ გაეგო საიდან და როგორ უნდა გასულიყო, მათ უკან კარი ისე ჩაიკეტა კედლის მეტს ვერაფერს ამჩნევდა, ერთი კი წაუჩურჩულა, როგორ გავიდეო, დადამ არაფერი უპასუხა, ყურები ჰქონდა დაცქვეტილი, იმ კარისკენ იყურებოდა საიდანაც სადაცაა პატრონი შემოვიდოდა...
დრო აღარ იცდიდა, რაიმე უნდა ეღონათ, დადამ უცებ მებაღე შუა ოთახში მდგარ ტუმბოზე დასვა, თავად ალბომს სტაცა ხელი და პატრონიც შემოვიდა... დადა ყურებამდე გაღიმებული შეხვდა, პატრონმა გაკვირვებული მზერა წელს ზევით შიშველ მებაღეს მიაპყრო, მებაღემ წამოდგომა დააპირა, მაგრამ დადამ ხელით და მკაცრი სახით ანიშნა დაჯექიო და მუშაობა განაგრძო. ,,ისევ ღამეს ათენებ და არ გძინავს? ჩემს მოსვლას უცდიდიო’’ გაუღიმა პატრონმა დადამ სიხარულით თავი დაუქნია... დადას ახირების ამბის გამო, პატრონს მებაღის სტუმრობა მაინდამაინც არც გაჰკვირვებია, თუმცა გვიანი კი იყო... ალბათ შემოაღამდათ, ჯერ გაიფიქრა, მაგრამ გალერეაში საკმარისზე მეტად ციოდა, ბუხარიც კი დიდი ხნის ჩამქრალი ჩანდა.. ნუთუ არ სცივათ?... პატრონმა მებაღეს დაკვირვებით შეხედა, სულაც არ ჩანდა იმ კაცს ვინც სამუშაოდ აიყვანა... ორმოცწლამდე მიღწეული კაცი, საკმაოდ ჯანმრთელად გამოიყურებოდა, ვიდრე, როგორც ადრე ეგონა დაჩაჩანაკებული ნაადრევად მოხუცებული დაუძლურებული მათხოვარი... პატრონი ჩაფიქრდა... დაკვირვებით დაუწყო მებაღეს თვალიერება... დადამ პატრონის სახეზე შეშფოთება შეამჩნია და მთქნარებას მოჰყვა, მებაღემაც უცებ აუღო ალღო და გოგონას მიბაძა... დადა წამოდგა ალბომი კედელთან მიაყუდა ისე, რომ ვითომ არ უნდოდა წინასწარ ვინმეს ენახა დაუმთავრებელი ნამუშევარი, მებაღეც წამოდგა წასასვლელად მოემზადა, თანაც თავის მართლებასაც მოჰყვა წვიმაში დავსველდიო და ... პატრონი მიუხვდა მებაღეს მეტი ტანსაცმელი არ გააჩნდა ,,კი მაგრამ მერე რატომ არ მოითხოვ ახალ სამოსს? მე ხომ არავის ვტოვებ ისე? მსახურებს სულ ჩხუბი მოსდით ჩემი დარიგებული ტანსაცმლის გამო, შენ კი ამდენი ხანი აქ ხარ და ერთხელაც არ მოსულხარ... და არც არასდროს არაფერი გითხოვნია’’ მებაღემ დარცხვენით ჩაღუნა თავი... პატრონმა ოთახიდან გასვლა დააპირა, კართან მობრუნდა მებაღეს უთხრა ,,აქ იყავიო’’ და გავიდა. დადამ და მებაღემ შვებით ამოისუნთქეს, ყველაფერი ასე ადვილად მოგვარდა. დადამ კიდევ ერთხელ ანიშნა საიდუმლო გასასვლელზე და ტუჩებთან თითი მიიდო - არავის უთხრაო, მებაღემაც გაიმეორა დადას ჟესტი და ჩუმათ უთხრა ,,სუუუუ’’....
პატრონი შემოვიდა და მებაღეს რამდენიმე პერანგი, პიჯაკი და შარვლები გადასცა ,,ხვალ დილიდან მოდი და ფეხსაცმელებსაც გამოგიძებნიო’’... მებაღე მადლიერებით აივსო, დადამ სიხარულისგან ტაშიც კი შემოჰკრა და პატრონს გახარებული ჩაეხუტა.
LEX·2016 წლის 5 თებერვალი, პარასკევი



№1  offline აქტიური მკითხველი La-Na

კარგია.რატომღაც მგონია,რომ უგო რაღაც მიზნით არის აქ მოსული და საინტერესოა რა ხდება
--------------------
ლანა

 


№2  offline წევრი Lex

:) მიხარია, რომ კითხულობთ, გმადლობთ :)
--------------------
Lex

 


№3  offline წევრი ლილიანი

ძალიან კარგია ეხლა წავიკითხე ყველა და არ მეყო როგორ მაინტერესებს რა ხდება დადას რა ჭირს ხმას რატომ არ იღებს? მუნჯია?ზალიან საინმტერესოა განსხვავებული ძალიან ძალიან მომეწონა იმედია კიდე დადებ მალე ველოდები ძალიან ბევრი კითხვა მაქ მმებაღეს რა ქვია? ან დადა რამდენი წლისაა მმოკლედ ძალიან მაინტერესებს წარმატებები

უგო მართლა ქვია თუ იგონებს? მე ვფიქრობ რომ რაღაც მიზნითაა მოსული და მმგონია რომ ეს დადას ეხება აუუ ძაან მაინტერესებსს

 


№4  offline წევრი Lex

სამწუხაროდ დღეში მხოლოდ ერთხელ მაქვს დამატების უფლება, ვცდილობ არ გამოვტოვო დღე :)
რაც შეეხება სახელებს, თავად არ ვიცი რატომ, ჩემს პერსონაჟებს ვცდილობ ან რამე მოგონილი შევარქვა ან საერთოდაც არაფერი, მხოლოდ თავად პიროვნება მინდა, რომ წარმოვაჩინო არც არავის ჰგავდეს და არც მისი სახელი მინდა ვინმეს მაგონებდეს..
დადას ასაკი არ მაქვს დაკონკრეტებული დაახლოებით 25 დან 28 წლამდე.
რაც შეეხება უგოს, მას ბოლომდე შერჩა ეს სახელი :)
მიხარია, რომ მოგწონთ და მომიტევეთ ჩემი უცნაურობანი :)
--------------------
Lex

 


№5  offline წევრი ლილიანი

ძალიან მომწონს შენი წერის სტილი ჩემი დადა დიდი გოგო ყოფილა არ ვფიქრობდი მაგდენს

 


№6  offline წევრი Lex

ლილიანი
ძალიან მომწონს შენი წერის სტილი ჩემი დადა დიდი გოგო ყოფილა არ ვფიქრობდი მაგდენს


ეს მაქსიმუმია ასაკის, შეიძლება ცოტა უმცროსიც იყოს, მაგრამ არა პატარა გოგონა, მაგრამ პატარა გოგონასავით გულუგბრყვილო :) დაახლოებით ასეთი მინდოდა ეს პერსონაჟი :)

Lollipop :))
ახლა წავიკითხე ათივე თავი და ძაან მომეწონა.
ამ საიტზე ბევრი ისტორია ერთმანეთის იდენტურია და მომაბეზრებელიც.
მხოლოდ თითებზე თუ ჩამოვთვლი ვინც ძაან მომწონს საკუთარი სტილის გამო. შენს ერთ-ერთი მათგანი ხარ.
მოვიხიბლე ამ ისტორიით.
რაც კაია,კაიაო.
ყოჩაღ და წარმატებები ❤
ერთი თხოვნა მაქვს, თავები გაზარდე.


გმადლობთ, რომ მოგწონთ, მიხარია, ეს ჩემი პირველი მოთხრობაა. მეორე ახლა იწერება, ვცდილობ არ დაემსგავსოს ამას. რაც შეეხება თავების ზომას, რადგან უკვე დაწერილია, იყოს დარჩეს ასე :)
ძალიან დიდი დიდი მადლობა ასეთი კარგი შეფასებისთვის :)
--------------------
Lex

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent