ორმაგი გრძნობები(9)
მეღიმება ... ვზივარ სავარძელში და თითქმის ნახევარი დღე მის ტკბილ ძილს ვდარაჯობ ნორმალური რომ არ ვარ დიდი ხნის წინ ვთქვი ხომ? მგონი ორი საათი იყო ან იქნებ სამიც თვალები ზანტად რომ გაახილა . -დილამშვიდობის- მიღიმის როგორც კი მხედავს , ჯდება და არეულ თმაში იცურებს ხელს,ზურგზე ეყრება თმა და მთლიანად ფარავს საჯდომამდე. მუხლებს მკერდზე იკრავს და ხელებს ხვევს -კარგად ხარ? -თამამად შემიძლია ვთქვა ,რომ ასე კარგად ცხოვრებაში არ ვყოფილვარ ... -ჩემკენ იწევს და მკოცნის - შხაპს მივიღებ და გამოვალ მალევე ქრება და მალევე ბრუნდება. გრძელი ატლასის ხალათით რომელიც ორივე მხარეს თითქმის ბოლომდეა ჩახსნილი და ურესად მიწვევს . მაგიდასთან ჯდება ,ფეხს ფეხზე იდებს ,ხალათის ბოლო იატაკზე ვარდება . მშვიდად მიირთმევს წვენს , სალათს და შემდეგ უყურებს საათს -უკვე ოთხი საათია? ამდენ ხანს მეძინა? რატომ არ გამაღვიძე -მეგონა დღეს არაფერი გქონდა დაგეგმილი...-ვუყურებ რგორ სწრაფად იცვამს და თან სადღაც რეკავს. ვიღაცას ესაუბრება და ეუბნება რომ ორ საათში შეხვდება -სადმე მივდივართ? -არაა მხოლოდ მე ... გვიან დავბრუნდები. აქ კარგი ბარია თუ ძალიან დამაგვიანდა შეიარე მოგეწონება...-მკოცნის და მიდის მისთვის აშკარად კარგ განწყობაზე დაიწყო დღე ჩემთვის კი საშინლად დასრულდა. ბოლოს კლუბში ჩავედი, სასიამოვნო გარემო იყო ბართან დავჯექი და ვისკი შევუკვეთე. მალევე დამიდეს წინ . ვსვამდი და მოცეკვავე ბრბოს ვუყურებდი ,ერთ-ერთი შავგვრემანი გოგონა ჩემკენ დაიძრა მას შემდეგ რაც სორიდან კარგად შემათვალიერა და გვერდით დამიჯდა. რაღაც კოქტეილი შეუკვეთა , არ გამიმახვილებია ყურადღება . გამოლაპარაკება სცადა ,მაგრამ მიხვდა რომ აზრი არ ჰქონდა. რამდენიმე ჭიქა დავლიე, არ მინდოდა გავლეშილიყავი.უბრალოდ იქ გავწყვიტე როცა სიამოვნება აღარ იყო დალევა. ნომერში რომ ავედი ღამის 2 საათი იყო. დიდხანს ვიწექი,ველოდი რომ დაბრუნდებოდა,მაგრამ უსედეგოდ. დილით ჩამეძინა ... მეორე დღესაც არ გამოჩენილა შემდეგ კი მომწერა ბარგი ჩაალაგე უკან ვბრუნდებითო და რამდნეიმე საათში გამომეცხადა. ვნებიანად მაკოცა და საკუთარი ბარგის ჩალაგება დაიწყო.ფაქტობრივად ჩაყარა ყველაფერი ,რადგან მეეჭვება დალაგება სცოდნოდა. არ მიკითხავს სად იყო,მიუხედავად იმისა რომ ძალიან მაინტერესებდა. გასვლამდე მოვხვიე ხელი და ორი დღის დაგროვილი სურვილი ერთიანად ამოვაფრქვიე . სხეულზე ამეკრო და კოცნაში ამყვა. -ჩასვლამდე ვერ გაკოცებდი...საკმაოდ დიდი დროა - ჩურჩულით ვუთხარი .ჩანთები ავიღე და წავედი. რამდენიმე წამის შემდეგ გამომყვა. დიდხანს იყო ჩუმად. ალბათ ამხელა დრო რომ არ ყოფილიყო საჭირო არც არაფერს მეტყოდა -რამე მოხდა და არ ვიცი? -არაფერი...ყოველ შემთხვევაში შენ შუაში არ ხარ- გამიღიმა და ჩემ ხელზე თითები გადაატარა -პრობლემა რომელიც მე არ მეხება... წარმოდგენაც არ მინდა რა არის ისეთი რასაც არ მეუბნები -არაფერი მნიშვნელოვანი რასაც ჩემით ვერ მოვაგავარებდი -რისთვისაც ორი დღე დაგჭრდა მათ შორის ღამეც -მეგონა არ აურევდი..თუმცა შენ არ შეგიძლია .აუცილებლად ყველაფერი უნდა იცოდე -უნდა გესმოდეს ჩემი... -მართალია, მესმის შემდეგ მთელი გზა საქმეებს აგვარებდა. პლანშეტში გადმოგზავნილ ინორმაციებს კითხულობდა და საქართველოში დაბრუნებისთანავე უბრალოდ მაკოცა ლოყაზე და წავიდა. რა თქმა უნდა აქ ხომ ისევ კარგავს საკუთარ სახეს ... ისევ ალქაჯი ხდება... ბინაში შევედი თუ არა ბარგი დავტოვე. დამლაგებელს დავურეკე ,როგორც კი მოვიდა მაშინვე ცოტნესტან წავედი. მალე მოვიდა გიო და დაჩიც მონატრებულ ძმაკაცებს ველაპარაკე,შემდეგ სოფოს დავურეკე და ვთხოვე გაბრო მოეყვანა. ცოტნე გაოცებული იყო სოფია რომ დაინახა ,მაგრამ ხომ არ გააგდებდა. საკაგიეროდ სოფო წავიდა თხუთმეტ წუთში , გაბრიელი ცოტა ხნით გავიდა და მაშნვე შევუტიე -რა გააკეთე ამ ორ კვირაშია სეთი პირდაპირ რომ გარბის -არაფერი! უბრალოდ გაიგო რომ შორს უნდა იყოს ჩემგან -ვერ გცნობ -შენ ჩვენი იკითხე... გამიმწარა სიცოცხლე ამ ორ კვირაში. ჩემი ყურით რო არ გამეგო რეებს ეძახდა სოფოს ვერ დავიჯერებდი . ამის მერე სულ რო დაუჩოქოს თავმოყვარეობა თუ აქვს იმ გოგოს ზედაც არ შეხედავს-გიორგიმ მითხრა და გაბრაზებულმა გახედა ცოტნეს,რომელსაც წარბიც არ შეუხრია -თავმყოვარეობა რომ ჰქონოდა არც ასეთ დღეში იქნებოდა -მაგ უთავმოყვარეომ გაზარდა ის ბავშვი ასე რო გვაგიჟებს ყველას და ახლავე აქ შენზე მეტი ჭკუა და შეგნება. დამიჯერე ზებუნებრივად არ არის ასეთი კარგი ,იმ უთავმოყვარეოს რომ არ ესწავლებინა შენნაირი იქნებოდა ისიც -თუ გაღიზიანებს ჩემი ქცევა და ვერ იტან შეგიძლია აახვიო -აქამდე მეგონა რო ჩვეულებრივი კამათი ჰქონდათ,ასე ეჯუჯღუნება გიორგირ აც თავი მახსოვს მაგრამ რომ დაუყვირა და ხელი დაარტყა დივანზე გიორგის კი არა მე და დაჩისაც მოგვექცა სახე -ასე გააგრძელე ...კარგი ბიჭი ხარ - გიორგიმ ჩაიცინა და ნირწამხდარი წამოდგა -სად მიდიხარ ბიჭო -დაგირეკავთ მერე ..ამასთან რო არ იქნებით - მშვიდად მითხრა და წავიდა ბავშვი გამოვიდა და სიტყვა გადავყლაპე -გიორგი სადაა? -საქმე ჰქონდა მა და წავიდა. დალიე წვენი? -კიი -შოკოლადიც ჭამე ხო? -ხო... იცი სამეცადინო მაქ და სახლში უნდა წავიდე -არაუშავს ... ცოტახანს დარჩი კიდევ -ხო მაგრამ მერე ვერ ვისწავლი... -მე წაგიყვან გაბრო ...მიდი ქურთუქკი აიღე და გავიდეთ -ბავშვი გავუშვი და ცოტნეს გავხედე- რომ მოვალთ მერე ვილაპარაკებთ ჩვენ -დაგელოდები არსად გავრბივარ -შენ რატო ხარ ჩუმად ამას როგორ იტან -ყელში ამომიყვანა და ჯერ ვუთმენ რო მერე ერთიანად ამომასხას და მივაკლა- დაჩიმ თვალების ბრიალით მითხრა და ბავშვისკენ წავიდა რომელიც საკიდს ვერ წვდებოდა. გაბრო სახლში მივიყვანე და უკან დავბრუნდი. -აბა რა გააკეთე მოყევი ახლა გენიოსო -არაფერი გამიკეთებია რას შემეც...თ ყველა ტო -ნუ ღრიალებ თუ ძმა ხარ -რაღაც სეხვედრა იყო ... არ ვიცი რაზე გაბრაზდა იქ დაადგა სოფოს ხელი ჩაავლო და ასე ცერემონიალურად გაათრია. მთელი კვირა ამათზე წერდნენ. მთვრალი იყო თურმე ვაჟბატონი,გიორგი სახლში ყოფილა აქ რომ მოუყვანია სოფო . ნუ მოთრევია ფაქტობრივად. ნახევარი სახლი თავზე დაამხო სიტყვებთან ერთად და ისე იჩხუბეს აღარც ლაპარაკობენ -დაჩიმ თქვა მშვიდად და ცოტნეს გახედა- პოპულარული ბიჭია ...მერე სოფიოს საყვარელმა მამიკომ ბიჭები გამოუგზავნა ხელებზე დააკვრიდი კიდე ეტყობა როგორ ივაჟკაცა . სოფიოზე საუბრობს ახლა ყველა და იძიებენ ამატ ამბავს... მალე გაარკვევენ დამიჯერე -უმწიკლო რეპუტაციით კახპ..ბი არ უნდა სარგებლობდნენ. სამართლიანობა ხომ უნდა იყოს -შენ ხო არ გაუბერე ბიჭო ... მაგაზე რომ დაიწყონ ლაპარაკი შენი აზრით მერე გაბრიელს არ შეექმნება პრობლემები? გაბრიელი ვერ გაიგებს არ ეტკინება? არ გაბრაზდება დედამისს რომ გალანძღავენ? პატარა ბავშვივით იქცევი,რომელიც რაღაცაზე გაბრაზდა და ყველაფერს ამსხვრევს ყურადღების მისაქცევად. -ადვოკატი დავიქირავე მინდა სრული მეურვეობა მივიღო და გაბრიელი ჩემთან გადმოვიყვანო. არ მინდა ის ქალი ზრდიდეს ჩემ ბიჭს ..კიდევ კარგი გოგო არაა თორემ საერთოდ გავგიჟდებოდი -მოვლავ გეფიცები- დაჩიმ ჩაილაპარაკა ,მაგამ ისე ამეშალა ნერვები ლამის ვცემე -ასე რამ გამოგა.ლევა ბიჭო შენ . რა ბავშვს წაართმევ ...ვის ართმევ ბავშვს ამდენი წამების წვალების და ძლივს გადარჩენილ ბავშვს ართმევ დედას რომელსაც მეტი არვაინ ჰყავს? რატომ რა მიზეზით , შენ გგონია უკეთესად აღზრდი,უკეთესს აასწავლი რამეს? დედამისს რომ მოაშორებ მერე მაგრად შეუყვარდები? ორი წლის ბავშვია ? ვერ აზროვნებს? შეგიძულებს,შენთან საერთოდ არ გაჩერდება და წავა . მერე რას იზამ გამოკეტავ? ეტყვი სკოლაშ არი იარო,არ ისწავლო , არ მოიქცე კარგად უგულო იყავი ჩემსავით და დედაშენს აგინე, გალანძღე და აფურთხეო თუ რას ეტყვი მიპასუხე ! -ყველაფერს გავაკეთებ ! არ უნდა იყოს მასთან და მის საყვარლებთან ჩემი შილი უზნეობას და არაკაცობას არ უნდა სწავლობდეს . არ უნდა იყოს იმ გარყვნილ ქალთან , ახლა ბავშვია და ვერაფერსიგებს რომ გაიზრდება და ჭკუაზე მოვა მერე შენი აზრით კარგად იმოქმედებს მასზე ის გარემოცვა სადაც დედამისი ტრიალებს? სახლში მითრეული სხვადასხვა კაცი და საერთოდ რაზე მალაპარაკებ. სრული უფლება მაქ მოვითხოვო ჩემ შვილთან ყოფნა . ყველაფერს გავაკეთებ რომ ჩემთან იყოს და არა მასთან . რა დროც გაატარა ჩემგან შორს ისიც საკმარისია... -ხო შენთან უკეტ იქნება 7 წლის ბავშვი . ნაშებს რომ აყრი, მოსაწევით გაბურავ სახლს და სიმღერები ბოლო ხმაზე . ეს ნამდვილად კარგად გახდის ბავშვს და მერე თინეიჯერს. მაგარი იქნება დედისგან შორს ყოფნა და შენი ყურება. კაცის რომელიც კიდევ გართობაზეა და რა ჯანდაბას აკეტებს ღმერთმა უწყის . რა იცი საერტოდ ბავშვებზე, რას აჭმევ რას ასწავლი , რაროგორ მოუვლი. ძიძებს დაიქირავებ, მზარეულებს და სახლს გადააქცევ თავშესაფრად? შენ მხოლოდ მიხვალ მოეფერები დედიკო ბოზ... ეტყვი და მაგარი იქნება.როგორი სითბოთი და სიყვარულით გაიზრდება ბავშვი ვერაფერს იტყვი -ყოჩაღ რა ამ ორის გამოსვლის მერე შენღა მაკლდი. მეთქი დემეტრე მაინც იქნება ჩემ მხარესტქო თქვენ კი ყველამ მოტყ... ტვინი მეტს არაფერს აკეთებთ . მე რა მინდა არ გაინტერესებთ ხო? როგორ ვარ საერთოდ როცა ვფიქრობ რომ მთელი შიდი წელი არ ვიცოდი ჩემი ბიჭის შესახებ, ვაფშე არ ვიცი როგორი იყო პატარა, როდის გაიარა, როდის იყო ცუდად რა უჭირდა ,რა ტკიოდა როდის იცინოდა. რა უყვარდა პატარაობისას. ლაპარაკი როდის დაიწყო ვაფშე არაფერი ვიცი, ყველაფერი წამართვა იმ ქალმა. ის არ იკმარა რო დედა მომ.... თავისი ღალატით ბავშვიც წამართვა. ახლა უცებ გამოცხადდა , ძლივს ვიაზრებ რო შვილი მყავს. ის ჭკვიანი, ჩემნაირი გიჟი ბავშვი ჩემი შვილია . ჩემი შვილია და რამდენიმე საათით რჩება მხოლოდ ჩემთან იმიტომ რომ დედამისს არ შორდება ის ისე აცოდებს თავს მარტო ის აკერია პირზე „დედასთან უნდა წავიდე „ მარტოა კი და მოწყენილი როგორ არა ვიღაცეებთან დაეთრევა ან ისინი დაეთრევიან მასთან იმ სახლში სადაც ჩემი შვილი დააბიჯებს და ერთობა. ბორდელლში უნდა იცხოვროს ჩემმა შვილმა? მე არავინ დამადგება თუა რ მოვიწვევ, საერთოდაც სამსახურის მერე მთელი დღე შემიძლია სახლში ვიყო და გარტობა თუ მომინდება მისი დაძინების შემდეგაც მშვენივრად შევძლებ. რა სისულელეა იმის თქმა რომ აქ ავყრი ვიღაცეებს ... ეგეთი იდიოტი გგონივარ? -საიდან დაასკვნა რო ვიღაცეებს დასდევს და სახლში აკითხავენ კითხე ერთი- დაჩიმ შემომხედა და თავი უკან გადასწია- მაგის მოსმენამ მთელი კვირა აუკვე ტვინი შეჭამა.ვერაფერი შევასმინე ტყუილად ელაპარაკები. არ ჯერა ჩემი ...თითქოს ჩემზე მეტ ინფორმაციას ფლობს და მე კი არ გავიგებდი სოფო როგორ ცხოვრობს .ამ გამოთაყვანებულ თავშ ვერ უშვებს რო გავიგე უკვე ყველაფერი სანამ ეგ მოვიდოდა აზრზე და იმასაც ვერ იაზრებს რო მაგაზე მეტად ვცნობ კანონებს.... რამეს თუ არ შეუთითხნის და უკადრებელს არ იკადრებს ბავშვს არავინ წაართმევს დედამისს. ნახევარ კვრიას ისედაც აქ ატარებს და მეტ დროს არავინ მისცემს -ჩემი თვალით ვნახე და იქედან დავასკვენი! არაერთხელ თან -აი ... როგორც იქნა ...როგორც იქნა აღიარე რო ყველაფერი ეჭვიანობისგან გაგიჟებულმა გააკეთე. ადრეც ეჭვიანობდი ,მაგრამ ახლა სულ გაგიჟდი იმ ამბის მერე გგონია რომ რადგან ერტხელ შეცდა სულ ასე მოიქცევა. ვაფშე რომც ჰყავდეს კაცი შენ რა... რა შენი საქმეა შვიდწელზე მეტია გასული და რატო უნდა ყოფილიყო კაცის ერთგული რომელმაც ზედ გადაუარა, ყველაფერი გააკეთა გააგდო არც კი შეაფურთა ისე მოიშორა თავიდან -ჭკუიდან ნუ გადაგყავარ დაჩი ! ვეჭვიანობ? რა მაქ საეჭვიანო მაგ ქალთან რა მინდა მითხარი რატო უნდა ვიეჭვიანო კისერიც უტეხია ოცთან ყოფილა ერთად თუ უნდა. სახლში ... -ამ სახლს რომ დააკვდი და მოყავს არგუმენტად რა უბედურებაა. ჰყავდა მერე თუ გინდა რა დროა საერტოდ. იქნებ მეორედ თხოვდება ბავშები მამობილებთან ცხოვრობენ ჩვეულებრივად და ზრდიან სიინი ....აქამდე რომ არ გატხოვდა მისნაირი ქალი მე პირადად ძალიან მიკვირს. დარწმუნებული ვარ ბევრი სთხოვდა კიდეც ცოლობას...- დაჩი ძალიან მსვდიად ელაპარაკებოდა, სიეთი ტონით და გამოხედვით როცა ვინმეს აგდება სურდა. მოახერხა კიდეც ცოტნე ისე იყო მარტივად წამოეგო. -ისე მაგათ დედას შევ..ი სანამ ცოცხალი ვარ ჩემი შვილი მამას სხვას არ დაუძახებს და სხვა კაცთან არ იცხოვრებს. -მამას არც დაუძახებს და სოფიოს სრული უფლება აქვს გათხოვდეს- ისე აჭერს წიხლს ჭრილობაზე დაჩი ცოტნე წამსვე ფექთდება და სკამს კედელს ესვრის -არ აქვს ...არ აქვს უფლება არაააა ის ჩემია ჩემი იყო მისი გული მხოლოდ ჩემი იყო და ვერ ავიტან სხვას უყუროს ისე როგორც მე მიყურებდა და სხვას შეჰფიცოს სიყვარული. -არ ვუყვარდიო შენ არ იძახდი? ყალბ სიყვარულს მისტირი და არ გინდა რო სხვა უყვარდეს იმავე სიყვარულით>? არ თქვი ბოზ.. სიყვარულია რ შეუძლიათო? მისნაირ ნარკომანებსო ? ავადმყოფო -ბოლოს მაინც მიაყოლა მაგრამ ცოტნეს ეგ აღარ გაუგია .ჩვეულებრივი შემოტევა ჰქონდა და მგონი ახლა მესმოდა მისი . რომ გამეგო მარიამი სხასთან იყო ჩემ გარდა და საერთოდ გათხოვება დაეპირებინა ... რომ დააპიროს ალბათ უარესად მოვიქცევ- არ უყვარდი და პროსტა გააჩინა კაცისგან შილი რომელმაც ზედ გადაუარა... იბრძოლა ბავშის გადასარჩენად მიუხედავად იმისა რომ ყველა მის მოშორებას აიძულებდა, მთელი თავისი ენერგიით თავდაუზოგავად იბრძოდა ბავშისთვის რომელსაც ახლა შენ ართმევ იმიტომ რომ ვიღაც გამო.ირებული დაიანხე მის სახლში და იმასაც ვერ ხვდები რომ იმ სი.ს ვაფშე არ აქცევს ყურადღებას . ის ბიჭი მის კომპანიაში მშაობს მამამისის დამქაშია,რიგითი ცუგა რომელიც ყველაფერს გააკეთებს მამამისს რომ ასიამოვნოს . იმასაც რა უნდა მეტი შენ ეჩხუბე სოფოს და კარგად დაამშვიდებს მერე ის პიტ.ლო -ისევ მშვიდად ესაუბრებოდა ,იჯდა სავარძელში და აგიჟებდა. აი ნამდვილი გამომძებელი , რა გასაკვირია მარტივად რომ გააგიჟა და აამეტყველა. ას ემშვიდად ყოფნის უნარი მე ნამდვიალდ არ მაქვს როცა ჩემ ძმაკაცებს ეხება საქმე . -აღიარე რომ გიყვარს ... ყველაფერს კი იმიტო აბრალებ რომ გეშინია შერიგების. გეშინია რომ ისევ გიღალატებს და ვერ ხვდები რომ სოფო აღარასდროს დაუშვებს მსგავს შემთხვევას. გასაგებია ,მესმის რომ ვერ ივიწყებ იმ კადრს ...მაგრამ ბოლოს დაივიწყებ . როცა მშვიდად იცოხვრებთ ეგ კადრი სამუდამოდ გაგიქრება გონებიდან. -შენ ვერ აპატიებდი დაჩი... მოკლავდი ჩემ ადგილას თაის ხომ იცი -მე თავს მოვიკლავდი პირველ რიგში ეს რომ გამომპარვოდა ... ჩემ საყვარელ ქალს რომელიც საშნლად იყო და ლომკისგან ვეღარაფერზე ფიქრობდა მხოლოდ შინაგანი ორგანოების წვას და ტკივილს კედლების ფრჩხილებით ჩამოკაწვრა რომ შეეძლო ისეთ ტკივილს და მხოლოდ წამლი მიღება სურდა ... ამ სურვილით გაგიჟებულს რომელიც ვერ აზროვნებდა საერთოდ დაბინდული ჰქონდა გონება ნამდვილად არ მოვკლავდი. ის მისი ეშმაკი მეყოლებოდა დიდი ხნის მოკლული ... მაგრამ წინასწარ ვერაფერს განსაზღვრავ. ჩემი თაი შენი სოფიო არ არის და არც მე და შენ ვგავართ ერთმანეთს. რაც რეალურია ისაა რომ შენ სოფიოს მსგავსად ვერავის შეიყვარებ, ვერასდროს გააქრობ მაგ ქალს შენი ცხოვრებიდან და მასაც ისევ მთელი არსბეით ან უფრო მეტად უყვარხარ ვიდრე ადრე. თორემ ამდენს არავინ მოგითმენდა, რომ არ უყვარდე არაფერს რომ არ გრძნობდეს ბავშვს საერთოდ არ გაჩვენებდა და გეტყოდა რომ სხვისია. სულ არ შეაწუხებდა სინდისი -ყველანი ვფიქრობთ რომ ყველასთვის ასე იქნება კაგრი..თუმცა თუ ხვდები რომ მასთან ვერ იცხოვრებ...ვერ აპატიებ ვერასდროს არ უნდა გადადგა ნაბიჯი. უბრალოდ ერთი ვიცი ზუსტად რომ არ იმსახურებს ასე არაადამიანურ მოპყრობას ... თუ არ იქნებით ერთად ის მაინც ცადე რომ დაასტაბილურო ურთიერთობა და მისცე უფლება მშვიდად ისუნთქოს შენ გვერდით.ნუთუ ვერ ხედავ როგორაა როცა გიახლოვდება... მარტო ჩვენ ვამჩნევთ როგორ გიყურებს? კვდება და ცოცხლდება ერთდროულად ცოტნე - მაინც ვერ ვუთხარი მშვდიად მაგრამ აღარ მიყვირია. -საშინლად გავბრაზდი..კონტროლს ვკარგავ ხომ იცით... რომ სევხედე როგორ კოცნიდა სახლის კართან ის სისხლი გამეყინა. მას მერე ვერ ვმშვიდდები,ვერ ვაზროვნებ.მგონია თუ დავამცირებ,თუ ვატკენ მე აღარ მეტკინება. იმ ტკივილის გამო გადავუხდი რასაც მე მაყენებს ,მაგრამ უარესად ვარ არ შემიძლია უკვე .აღარ შემიძლია რომ ვუყურებ მშვიდად მინდება რომ დაუსრულებლად ჩემთან იყოს , ჩემ მკლავებშ მოქცეული მისი ტუჩების გემო მახსენდება, საშინლად მინდება. ჭკუიდან ვშლები, რომ ვეჩხუბები აღარ მიჩნდება ეს სურვილები თავს ვარწმუნებ რომ ცუდია...მართალი ხართ ორივე ,მაგრამ მართლა არ შემიძლია ვერ ვპატიობ -არც ცივილიზებულად მოქცევას აპირებ და ასე ველურივით უნდა მოიქცე? ყოველთვის ასე უნდა დაიტანჯო საკუთარი ტყავიდან ამოძრომით და ვიღაც ნაბიჭვრის სახის მიღებით? სადაა ჩვენი ცოტნე ... ვაფშე რომ იკარგები ხომ ხედავ- ისევ დაჩიმ განაგრძო-ჩემზე მეტად არაცივილიზებული და წინა საუკუნეში ჩარჩენილი არცერთი ხართ მგონი ხომ ? მეგონა ამაზე ვთანხმდებოდით -ასეა ... -ხოდა მეც კი გეუბნები რომ სოფიო ასეთი მოპყრობის ღირსი არაა ..რომ ორივე ცხოვრების მსხვერპლნი ხართ და თუ არ დაეხმარები მარტო ვერ იბრძოლებს ორივესთვის. საკმაოდ იბრძოლა იმ ქალმა და შენც თუ დაეხმარები საკუთარ თავს კარგი იქნება -იმას ჩვენც არ გეუბნებით რო ახლავე გაიქცე მოეხვიო და უთხრა მორჩა ყველაფერი სიზმარი იყო არაფერი მომხდარა ჩაკიდოთ ხელი და მერე ჭირი იქა ლხინი აქა... ასე მარტივი არ იქნება. ასე უბრალოდ ვერც ის მიგიღებს ,მაგრამ მოიქეცი ისე როგორიც ხარ,დაბრუნდი ცოტნეე ჩვენი ცოტნე დააბრუნე და მოიქეცი ისე როგორც ნორმალურად მაოზროვნე ცოტნე მოიქცეოდა . ნუ დამალავ გრძნობებს და აცადე დაგიმტკიცოს რომ მოინანია -შევეცდები ... -გაბრიელის გამო მაინც ცადე. ბავშვთანაც კი არ იცინი ტო ... ისეტის ახით მოძრაობ მე მისკდება გული და იმას ალბატ ჰგონია რომ მამა კი არა მონსტრი ჰყავს... მგონი გავარკვიეთ ხო? -ის გიჟი სად წავიდა... -გიჟი კიდე გიორგია ? რაც შენ ეჩხუბე -კაი რა გიორგისაც ეჩხუბა? -აბა ერთი დაახვიეს გამო გაიქცეოდა გიორგი ამისგან? არ იცი როგორი ემოციურია ის? კიდე როგორ ითმინა ამდენი არ ვიცი -დაურეკეთ რა ...სადაა მითხარით მე არ მიპასუხებს ვიცი - ჩაეცინა ცოტნეს და კიდე ერთი ჭიქა დალია -აუ მე არ წამიყვან ? - უცებ გამეცინა ...ერთიანად მოვეშვი რომ მივხვდი გონს მოვიდა -ნწ..მარტო მე და ჩემი ფისო უნდა ვიყოთ ერთად. წადი საქმე ნახე...დაჩისთან იყავი -დაჩის საქმე აქვს... გრNზობაარეული ხალხისთვის აღარ სცალია -ოჰ თვითონ ჩაიგდო ვარდივით გოგო ხელში , უპრობლემო და დამყოლი რა ენაღვლება -მოიცატ ხალხო მე რაც წავედი ამან თათული დაკერა? რა უქენი ჩემ გოგოს- უკვე გასულ დაცის მივაძახე თავი ოტახში შემოყო და წარმი ამიწია - დავკერე რას ჰქვია პირველივე დანახვიდან დაკერილი არაა? და საერთოდ რა უნდა მექნა - ჩაიცინა და წავიდა. ოხ რა საზიზღარია ! მე დავურეკე გიოს ,მითხრა სადაც იყო და მერე ცოტნე გავუშვი. მაინც ვერ მოვითმინე და გავყევი მეც. აბა მარტო რა გაჩერდებოდა ... როგორც კი შევედით კლუბშ მაშინვე დამეტაკა საშინელი მოსაწევის სუნი, სასმელი მომინდა. ცოტნემ შეატვალიერა გარემო და ვიღაც გოგოსთან მჯდომი,გიო დაინახა და იქეთ წავიდა. კუთხეში ყველაზე ბნელ ადგილას იჯდა ბოთლით წინ და გოგო უშედეგოდ კოცნიდა სულ არ ჰქონდა რეაქცია. ცოტნემ გოგოს ხელი ჩაავლო მსუბუქად და ააყენა -თავისუფალი ხარ ლამაზო... ამ ბიჭს არ სცალია გოგო ცხვირაბზუებული წავიდა . ცოტნე კი გიორგის გაეკრიჭა. ის კი გაბუული უყურებდა. ოოჰ ამათ ყურებას რა სჯობს, სიტყვასაც არ ვიტყვი ჩემთვის ვიჯდები და ვუყურებ. რომეო და ჯულიეტააა. ჯულიეტა გიორგია , მართლა ნაწყენია და თვალები ისე აქვს ამღვრეული ცოტაც და რომ დაიღვრება ცრემლად იგ მომენტია, მარა ეს არ ნიშნავს რო მართლა აქვითინდება. ასე ემღვრევა ბატონს ღია ცისფერი სფეროები, მაგ სფეროებია რო აგიჟებენ გოგონებს ცნობისთვის... -რა გინდა ! - ისე ამბობს არც უყურებს, არაყს ისხამს და პირდაპირ ცლის ჭიქას ,კი არ სვამს ისხამს ხახაში. -კაი რა ფისო ... არ იცი რა სულელი ვარ ? ჩემზე როგორ ბრაზდები ტო - მხარზე ხელს ურტყამს და ეკრიჭება , რეაქცია არ აქვს მხოლოდ ხელს იშორებს და ისევ სვამს -შენ რაღატო წამოყევი... თუ დაამშვიდე ვერ დააგდე თავის სახლში ,რომელში სუნთქვის საშუალებასაც არ ვაძლევ რადგან სულ იქ ვაგდივარ ? - გიორგიი ! -სახლში კი არა ვაფშე არ ვაძლევ სუნთქვის საშუალებას, ყელში მარწუხებივით ვუჭერ. დედა ვუტირე ამდენი კუდში სდევით... იმიტო რო მეშინია თურმე იმ ამბის მერე რაც ხელებში კინაღამ ჩამაკვდა რამე არ დაემართოს ..მაგიტო ვარ თურმე რო მეცოდება ეს მართლა საცოდავი ეს - უცებ იყვირა და მაგიდაზე მუჭი ისე დაარტყა ჭიქები ახტა - ხო ისე გასამრჯელო მაქვს გამოსართმევი ...წარმოიდგინე მთელი ცხოვრება გადაამრავლე მინიმუმ 500 ლარზე უფრო იაფიანი ძიძა იცი ? არაა პრობლემა ეგ იყოს გადაამრავლე და გადამიხადე ნელ-ნელა პროცენტებიც დაამატოს ზედ ... -კარგად დაგიმახსოვრებია... ნათელ გონებაზე რასაც გეუბნები იმას რატო არ იმახსოვრებ შე ჩემისა მაინცადამაინც ეგ რო დაიმახსოვრე რაც გათიშლმა გიტხარი -ხოო? შენზე მეტი გათიშლი და ცუდად მყოფი იყო ერთი ქალი რომელსაც არ აპატიე და მისი ქცევა მოაზროვნე ქალის ქცევასავით განსაჯე..ყველამ ასე განვსაჯეთ იმიტო რო შენი ცუდად ყოფნა გვედგა მხოლოდ თვალწინ ... შენ ტკივილს ვხედავდით და არაკაცებივით ვაქციეთ ყველამ იმ ქალს ზურგი სხვათაშორის... ახლა რატომ არ უნდ ამივიღო შენი სიტყვები განა რა გჭირდა ისეთი არაფერი გაწუხებდა, არც დაგილევია, არც მოგიწევია სრულიად საღ ჭკუაზე იყავი ! დამნასავე ვარ ,ჩემი ყოფილი მეგობრის მიმართ დანაშაულის გრძNობა რომ მაქვს, რომ ვერ ვუყურებ თვალებში ჩადენილის გამო ...აქამდე რომ არც გამხსენებია და ეგოისტურად შენზე ვფიქრობდი ისევ ისე არ გახდესთქო მაგაში ვარ დამნაშავე. შენნაირ გამოყ.ევებულთან არ უნდა დავრჩენილიყავი. ვაფშე არცერთი დღე ... მე ხო ძმაკაცი კი არა ძიძა ვიყავი...მეცოდებოდი კი არ მიყვარდი ტო რაზეა ბაზარი ...საცოდავი ნაღდად ხარ ვერ გედავები ! ახლა კი აწიე ტ.აკი და გაა.ვი აქედან ! -რა გინდა ახლა მითხარი უნდა გეხვერწო და გებოდიშო? არა არ ვაპირებ. მინდოდა და რაც მომადგა პირზე ის გითხარი იმიტო რო ნერვებს მიშლიდი იმ დროს ჩემ მხარს რომ არ იჭერდი. იმიტო რო მიჩვეული ვარ მთელი ცხოვრებაა რასაც ვაფუჭებდი ან ერთად ვაფუჭებდით ან ერთად ვამბობდით და ვიბრალებდით. შენ კი მის მხარეს იყავი..მეც მის მხარეს ვარ რეალურად და სულ არ მინდოდა შენც ეგ მხარე დაგეჭირა რადგან დავრწმუნდებოდი რომ უნდა მივიდე იმ ქალთან და მთელი ძალით დავუკოცნო ტუჩები მერე ვუთხრა რო არაამქვეყნიურად მიყვარს. სულელი ვარ რომ მიყვარს და ამის დ.. შევ... ყველაფერი ვქენი რო ეგ არ მექნა. შენ კიდე ახლაც ნერვებს მიშლი და ვაფშე დაასხი რა გაშრა ყელი - ხელში გაშეშებული ჭიქა ააცალა და გადაუშვა. გიორგი უყურებდა მერე მე გამომხედა -გაეხსნა ის ერთადერთი ნოლი მთელი ერთი მემილიონედი ნაწილი ტვინი და მიხდვა რო უყვარს? -მივხვდი ფისოოოოო დიდი ხანია მივხვდი ... აბა ბრატ ვსვამთ დღეს გათიშვამდე? ერთ გგოს მე დაგიკერავ -მოშორდი აქედან... - ხელი მაინც მოიშორა- ყელზე ნუ მეკიდები რამდენჯერ გითხარი ყველას ჩემი ნაშა ჰგონიხარ და ფრთხებიან ბიჭები აღარ მოგეკარებიან მერე ..ფისოო - ვაიმეეე თქვენ გაიხარეთ რა საყვარლები ხართ -ამას მოვკლავ...შენ რა პონტში ხუმრობ ტო -აუუ ორივე მაგრად უბერავთ თქვენ ძმობას ვფიცავარ= სიცილით ვუთხარი და მიმტანს კიდ ეერტ ბოთლი გამოვართვი- ჩვენ ყველა გიჟებს გაგვიმარჯოს იმ ღამით სამივე გამოვთვერით. ისე როგორც ადრე ,როცა გართობა არსებობდა მხოლოდ ჩვენ ცხოვრებაში. შემდეგ ორივემ ვიღაც გოგოები ითრიეს... წესით მეც უნდა წამეყვანა ჩემთან ერთი ლამაზმანი რომელიც ნახევარი საღამო ყელზე მეხვია,მაგრამ მივხვდი რომ საერთოდ არ მინდოდა მისი შეხება. არანაირ სურვილს მიჩენდა.ამიტომ უბრალოდ ავდექი ჩემი ქურტუკი მოვიგდე მხარზე და ბანცალით წავედი... სად მივდიოდი დანიშნულების ადილას რომ მივედი მერე გავიგე. საწოლზე მოწყვეტით რომ დავეცი და მარიმის სურნელი ვიგრძენი ერთიანად დამიარა ჟრუანტელმა. არ ვიცი შეტყობინება როდის გავუგზავნე...ან რა მივწერე. კარის გაღების ხმა გავიგე, შემდეგ ის ნაცნობი კაკუნი და მისი სურნელი უფრო მძაფრი გახდა. ჩემკერნ დაიხარა და ზემოდან დამაცქერდა -დემეტრეე... -კარგად ვარ..უბრალოდ დავლიე -გეტყობა რომ დალიე... კარგად რომ არ ხარ ეგეც გეტყობა -კარგად ვააააარ -არაჩვეულებრივად- იცინის ,შემდეგ ფეხსაცმელს იხდის ჩემკენ იხრება და ხელს მავლებს-გამომყევი -არ შემიძლია -კარგი რა...ეგეტი მთვრალიც ვერ იქნები -არ მინდა გამოყოლა...აქ მინდა -დემეტრეე! -კარგი დედოფალო...მოვდივარ- საწოლიდან რომ ვდგები ვხვდები რომ საგები ტრიალებს. მისი ხელი მეხვევა და შემდეგ ერთიანად დიდი სიჩქარით მესხმება ცივი წყალი. ფილტვები მეკუმშება ძლივს ვსუნტქავ, ტანსაცმელი რომ მეკვრება უსიამოვნო სეგრძნება მაქვს. თვალებს მაინც ვერ ვახელ, ერთიანად ვიყინები - ცუდი დედოფალი ხარ... ვახ ჩემი გავიყინე ...გამორთე ეს დედა აფეთქებული - ვბურდღუნებ და მისი სიცილი ჩამესმის -მთვრალი საყვარელი ხდები - მეუბნება და პერანგის ღილების გახსნას იწყებს. არ ვიცი წყალი ცხელდება თუ რატომ მცხელა ,მაგრამ ფაქტია ვიწვი, ხელებიც მეწვის და როცა შიშველი სხეულით მეკვრის ხელებს კი ჩემი შარვლისკენ აცურებს საერთოდ ლავა უვლის ყველა უჯრედს და ანადგურებს- თუ არ ისუნთქებ ხელში ჩამაკვდები- მეუბნება და ყურზე მკბენს. თვალების გახელა სულ არ მინდა... ან მინდა და კიდევ ევრ ვახერხებ. ალბათ თვალები მთლიანად ჩამიწითლდა, რომ ვუყურებ წამით კრთება. ჩემი შარვალი უკვე პერანგთან ერთად აგდია საშხაპის იატაკზე . შევცდი! ჩემ ქალბატონს ჯერ კიდევ აცვია გრძელი სარაფანი რომელიც სულ სველია და ამიტომ მეგონა რომ შიშველი იყო. მთლიანად მისი სურვილით მოცული სწრაფად ვხვევ ხელს , ასე უცებ როგორ გამოვფხიზლდი მეც მიკვირს, ან იქნებ უარესად მაბრუებს ალკოჰოლთან ერთად და მე მგონია რომ ჩემი ქმედება სწრაფია. ფაქტია რომ მისტვის კაბის მოშორებას ვახერხებ. საშხაპეს ვტოვებ მუცელზე ვისვამ და ისე რომ კოცნას არ ვწყვეტ საძინებელში გამყავს. საშინლად მომენატრა მის გარეშე გატარებული ორი ღამეც კი ჯოჯოხეთი იყო ... სრულიად შიშვლები ვვარდებით საწოლზე. ვკოცნი ყველგან სადაც კი შემიძლია, ვეხები ყველგან სადაც კი ხელები მიცოცავენ .გონებაარეული ,ხმაჩახლეჩილი ვისვრი სიტყვებს რომელიც პირდაპირ გულიდან მოდის, ჩემ გრძნობებს ,ფიქრებს გადმოსცემს... ალკოჰოლისგან გამოფხიზლებული მარიამით მოცული ვბრუვდები, მთელს სხეულში მარიამია, მისი სურნელი, მისი სხეული,მისი თვალები , ხმა ....ყველგან მარიამია და ის ჩემი სულის დედოფალი ხდება... მისი სიამოვნებისგან ანთებული თვალები დიდხანს არ ქრება... სხეულზე მეკვრის და მკლავებზე მოხვეულ ხელს ძლიერად მიჭერს ... რამდენიმე ბიძგით ისევ ვავსებ და შემდეგ ერთიანად ვიშლები ,ჩემი ყველა უჯრედი ფეთქდება და ნაწილებად ვიშლები... ჩემს ყელში თავჩარგულს ეძინება..მისი სუნთქვა ყელზე მეფრქვევა და სასიამოვნო ჟრუანტელი გათენებამდე თან მსდევს. რამდენიმე საათი მძინავს მხოლოდ. შემდეგ ვგრძნობ როგორ მშორდება და მაშინვე ვფხიზლდები, ჯერ კიდევ ამღვრეული ,დაბინდული ზმერიტ ვხედავ მის შიშველ სილუეტს როგორ იკარგება სააბაზანოში. ძალიან მალე ბრუნდება და მახსენებს რომ სამსახურში უნდა წავიდეთ. -დესპოტ უფროსს გადაცემს ჩემი მდივანი რომ შეუძლოდ ვარ და დაგვიანებას მაპატიებს -სოფიოსთან გვაქვს შეხვედრა...მნიშვნელოვანია.მჭირდები იქ -მოვალ... შეხვედრაზე იქ ვიქნები- ვკოცნი და საწოლისკენ მიმყავს,თუმცა არ გამომდის . სწრაფად მისხლტება ეშმაკურად მიღიმის და მიდის -დაგვიანებისთვის საყვედურს გამოგიცხადებთ უფროსი -არ მეშინია მაგ უფროსის - მივაძახე სნამ გავიდოდა და გასკდომაზე მყოფი თავი ბალიშში,ჩავრგე. ვერ დავიძინე მაგრამ გამოვფხიზლდი. სააბაზანომდე რომ მმივაღწიე და ცივი წყალი გადავივლე, ყავაც დავლიე და ცარიელ კუჭში რამდენიმე ლუკმა ჩავუშვი ნამდვიალდ კარგად ვიყავი. სამსახურში მისვლამდე წინა ღამე მახსენდებოდა, არ ვიცი რატომ მაინცდამაინც წინა ღამე ,მაგრამ ისიც კარგად გამახსენდა რომ წინა ღამით თავისდაცვა დაგვავიწყდა, უფრო სწორად დამავიწყდა და ერთიანად მაწვება სისხლი თავში. საჭეს მუსტი დავუსინე,მაგრამ რა აზრი ჰქონდა. არასდროს დამმართნია ასე და რაღა მარიამთან ... შეხვედრაზე რომ შევდივარ და სოფიო ჩნდება თავის თანმხლებტან ერთად ყველაფეირ მავიწყდება ,რადგან ვხვდები რომ ცოტნე სწორედ ამ არსების გამო იყო ასე გაგიჟებული. აშარა იყო როგორ ელაქუცებოდა სოფიოს ,ის კი ყურადღებას არ აქცევდა მხოლოდ საქმეში იყენებდა. სრულიად თავდაჯერებული, გაწონასწორებული და საოცრად გაზრდილი იყო სოფიო. ამ რამდენიმე ტკივილიანმა წელმა მასზე დიდი გავლენა მოახდინა,მისი სიგიჟეჩაბუდებული თვალები მხოლოდ სევდით იყო სავსე. თითქოს სისხლი აღარ უჩქებდა, მოდუნებული და გაქვავებული იყო. შეხვედრს შემდეგ მარიამთან შესვლა ვერ მოავხერხე ,რაღაც პრობლემა იყო სახლთან დაკავშირებით და სწრაფად წავიდა. მე დამიტოვა საქმეები და იძულებული ვიყავი იქ დავრჩენილიყავი შუაღამემდე. პირდაპირ ბინაში წავედი, მოსვლას აშკარად არ აპირებდა, დავურეკე და მითხრა რომ ვერ მოვიდოდა. მხოლოდ ორი სიტყვა და გამითიშა. ნუთუ არ ახსოვს...ან იქნებ მე მახსოვს რაღაც ცუდად . რა მემართება ასე როგორ მაჩლუნგებს... ჩემ მივიწყებულ ბინაში ვბრუნდები ... თითქოს ნერვები არ მქონდა აშლილი, სადარბაზოსთან მაკო დამხვდა მივესალმე და გვერდი ავუარე რომ გამაჩერა -მოიცადე გთხოვ რაღაც საქმე მაქვს დემეტრე. მნიშვნელოვანია -გთხოვ მაკო სხვა დროს იყოს ახლა ძალიან დაღლილი ვარ -სალომეს და ცოტნეს ეხება -მითუმეტეს...მათი საქმე ჩემი გასარჩევი არ არის თავად მოგვარდებიან და შენც ნუ ცაერევი ძალიან გთხოვ -მნიშვნელოვანია დემეტრე... მაგიტომ გელოდი -მელოდი? რა იცოდი რომ მოვიდოდი -ბინაში არ იყავი და ვიცოდი რომ მოხვიდოდი... რა მნიშვნელობა აქვს ამას. უბრალოდ დალაპარაკება მინდა -კარგი წამოდი..სიცივეა აქ - სწრაფად შევედი სადარბაზოში და ლიფტის ღილაკს მივაჭირე. მალე ავედით სახლში. შუქი ავანთე და მისაღებისკენ წავედი-იმედია მართლა სერიოზულია მაკო -ისეთი სთაბეჭდლიბა მექმნება ას ერომ გხედავ ... მგონია რომ შენზე ძალადობას ვაპირებ -მაკო სალომეზე აპირებდი საუბარს -ალბათ იცი რომ იჩხუბეს და ცოტნე დაშორდა. -ორი ზრდასრული ადამიანია..შორდებიან წყვილები.მგონი ცოტნემ და მან თავიდანვე იცოდნენ რას ელოდნენ ამ ურტიერთობიდან აქ ჩემი და შნეი გასარჩევი რა არის მაკო! საქმეზე გადადი -ასე პირდაპირ ვერ გეტყვი...მოკლედ ვერ დაუკავშირდა სალომე ცოტნეს... ახლა კი ძალიან ცუდადაა. არ უნდა მისი შეწუხება ,მაგრამ -რა ხდება..რამე პრობლემა თუა მე დავეხმარები -შენ ვერ დაეხმარები... ცოტნეს გარდა ვერავინ დაეხმარება. საერთოდ აქ არ უნდა ვიყო..რომ გაიგოს მომკლავს ,მაგრამ არ მინდა ცხოვრება აირიოს კაცის გამო რომელსაც არ უყვარს -მაკო მოკლედ მითხარი...-უკვე ვხვდები რომ ცოტნეს თავს კდიევ ერთი უბედურება ხდება და ნერვი აღარ მყოფნის -სალომე ფეხმძიმედაა...არ უნდა ცოტნეს უთხრას რადგან იცის რომ არ უყვარს. რამდნეიმე დღეა სახლიდან არ გამოდის ,არ გველაპარაკება მოთქვამს. არ ვიცით რას აპირებს...მგონი მოშორება უნდა მე კი მგონია რომ ცოტნემ უნდა იცოდეს და ერთად გადაწყვიტონ.მმხოლოდ სალომემ არ უნდა ...-მერე აღარაფერი მესმის. როგორ შეიძლება ამ ბიჭს ემართებოდეს ყველაფერი. ცოტაც და გავგიჯდები ... ძლივს დამშვიდდა და ახლა ეს ამბავი უნდოდა? რეებს ვფიქრობ ღმერთო...მეორე შვილიც ეყოლება იმ გიჟს ვითომ? ახლა მაკოს რომ ვკითხო მამის ვინაობა აწევს ერთ ამბავს..ჩემი მხრიდან არც იქნება გამართლებული ამის კითხვა,აი ცოტნეს რო ახლა ვერაფერს ვეტყვი ეგ ზუსტად ვიცი. სოფიოსთან და ბავსვთან ერთად აპირებდა მშობლებთან წასვლას. ბავშვმა დაიჟინა დედაც წამოვიდესო და ერთად წავიდნენ. ძლივს მშვიდი საღამო აქვს ვერ ჩავაშხამებ... მაკოს ვაცილებ,როგორღაც მარტო ვრჩები. შეიძლება ძალიან ვერევი,მაგრამ არ ვიცი თუ ვცდები იყოს ასე. იმ გოგოს მანამ უნდა დაველაპარაკო სანამ ცოტნეს . სწრაფად ავდივარ მეორე სართულზე და ვაკაკუნებ. დიდხანს არ ჩანს. შემდეგ ფეხის ხმა მესმის და კარს ვიღაც ბიჭი გლეჯს კი არ აღებს, ლამის გადამიარა ისე გამოვარდა და გააფთრებული დაეშვა კიბეზე. აშკარად არ გაუგიატ კაკუნის ხმა. ბინაში შევედი, სალომე არსად ჩანდა, შემდეგ საძინებლის კარზე დავაკაკუნე და პასუხი რომ ვერ გავიგე მაინც შევიხედე . წამით გავითიშე, ნახევრად შიშველი ეგდო სისხლის გუბეში სულ ფერმკრთალი და უგონოდ მყოფი. როგორც კი მოვედი გონს ალბათ წამებში, პულსი გავუსინჯე ,მადლობა ღმერთს სუნტქავდა, შემდეგ პირველი რაც მომყვა ხელსი ის მოვახვიე და სწრაფად წავიყვანე. საავადმყფომდე სანამ მივედით პულსი უფრო შეუსუსტდდა. ექიმებმა მაშინვე გამომგლიჯეს როგორც კი მიმღებში შევედი და წაიყვანეს. მასინვე გიორგის დავურეკე , შემდგე დაჩის . ახლა საღად მოაზროვნე ადამიანი ზედმეტი არ იყო. ორივე მალევე მოვიდა ...როგორც კი ვუთხარი რაც ხდებოდა და მათ უკან ცოტნეც გამოჩნდა . დაცის ვთხოვე დარეკვა მე ისეტი ხმა მქონდა გავაგიჯებდი მთლად. -რა ჯანდაბა ხდება ...სამივემ ერთად მითხრა და კიდევ აკრგი ექიმი გამოვიდა -როგორაა? -სტაბილურად... ვინ არის დაზარალებული ტქვენი? -რა ხდება? მეგობრები ვართ -სამწუხაროდ სისხლდენა ძლიერი იყო ..როგორც ჩანს დიდხანს გრძელდებოდა და ნაყოფის გადარჩენა ვერ მოვახერხეთ ნაყოფიო რომ თქვა ცოტნე გაშრა. არც გიორგი და დაჩი იყვნე ნაკლებ მდგომარეობაში. მე კი ის უცოდველი არსება მებრალებოდა ... -მიზეზი რა შეიძლება ყოფილიყო -ვერ გეტყვით...მხოლოდ პაციენტი თუ გვეტყვის ამას. ახლა ძალიან სუსტადაა.მთელი ღამე იძინებს დამაშვიდებელი გავუკეთეტ. ხვალ დილით გაიღვიძებს ... -სიურპრიზიც ამას ჰქვია...როდის გაიგე შენ -რამდნეიმე საათის წინ. ჯანდაბა მანამდე რომ ავსულიყავი იქნებ დროულად მიმესწრო..იმ ნაბიჭვარს მაინც შევაცერებდი -ვის? იქ ვინმე იყო ყველაფერი მოვუყევი . ცოტნემ თქვა რომ ბავშვი მისი ვერ იქნებოდა ,რადგან თიტქმის ორი თვეა არ ჰქონიატ ურთიერთობა ,ნაყოფი უფრო პატარა იყო და თანაც თავს ვიცავდიო . მოკლედ ეჭვი არც შეუტანია ... მაკოს დავურეკე და მალევე გამოჩნდა, ის იყო ვინ ყველაფერს ფარდას ახსნიდა. რომ მივაწექით ალუღლუღდა ტირილით. ბავშვის მამაც თურმე ჩემ წინ ყოფილა და ვერ შევამჩნიე ისე ჩამიქროლა. მოკლედ ეს გიჟური დღე ასე დავასრულეთ... სამივე ვიჯექით კლინიკის დერეფანში და წესით იქ საერთოდ არ უნდა ვყოფილიყავით ,მაგრამა მ გულს რა ვუთხარი. სალომე კარგად იყო შესაბამისად იქ არც არაფერი გვესაქმებოდა და დილით სამსახურში წავედი. ლამის კაბინეტში ჩამეძინა...მარიამმა ისე დამიბღვირა რაღაც რომ ვერ ვუთხარი გამომაფხიზლდა წამსვე -რა ჯანდაბა გჭირს -საავადმყოფოში ვიყავით გუშინ..არ მიძინია საერთოდ -რა გინდოდა საავადმყოფოში კარგად ხარ? -სალომე იყო ცუდად ... ახლა ყველაფერი რიგზეა . -სხვა არავინ ჰყავს? შენ რა გინდოდა იქ და მითუმეტეს ცოტნეს რა ხალხი ხარტ საერთოდ- რომ ვუთხარი რაც მოხდა გაოცებულმა მომიგო -ადამიანობაზე გსმენია რამე? ცუდად რომ გამხდარიყო და რამე დასჭირვებოდა მერე? სხვა თუ არაფერი მეზობელია ჩემი -ხო და მაკოსაც ხო არ დატოვებდით მარტო...გაიძვერა ქალი . რა მარტივად გატყუებდა სხვისი ბავშვის შეჩეჩება რაღა უბედურებაა -საქმეს მივხედოთ თორემ ძალიან ბრაზდები ვატყობ აღარ გვილაპარაკია სხვა თემაზე. ისე ვიყავი გათიშული სახლში მისვლა და დაძინება ერთი იყო. შუაღამით გამომეღვიძა მობილური ზუზუნებდა თორემ თავს არ ავწევდი -გისმენთ.. -მადლობა ღმერთს... კარგად ხარ? იცი რამდენი ხანია გირეკავ? -კარგად ვარ..ცუდად რატო უნდა ვიყო დედოფალო? გინდოდა მოვსულიყავი? -საწოლში ვტრიალებ და მეღიმება -შენ ჩემი ნერვიულობა გახარებს ? - უკვე ოთახის მეორე ბოლოდან მესმის ხმა და უცებ ვჯდები . ჩემკენ გააფთრებული მოდის ,მგონია რომ ყელშ წამიჭერს და დამახრჩობს ის ფეხებზე მაჯდება ,ყბაზე მიჭერს ხელს და ისე მკოცნის ჭკუიდან გადავყავარა. სწრაფად ვხვევ ხელს და უფრო ვაღრმავებ კოცნას. კვნესის და ხელს თმაზე მჭერს-ასე აღარ მანერვიულო ! -რატომ ინერვიულე მაინც ვერ ვხვდები -არაფერია ...უბრალოდ მიპასუხე ან მომწერე რომ კარგად ხარ- რღმად სუნთქავს და კოცნით ყელს მიუყვება -მარიამ რა გჭირს? -დამშვიდება მჭირდება -უკან იწევა კაბას სწრაფად იშორებს სხეულიდან ,საბანს მასორებს და სხეულზე მეკვრის , ხელის კვრით მაწვენს და კოცნით მიუყვება მუცლისკენ. მკბენს და ფრჩხილებს წელზე მიჭერს - წარმოგიდგენია საერთოდ როგორი კარგი ხარ?- უცებ უბრუნდება ყელს, შემდეგ ყურზე მკბენს და იქვე მეჩურჩულება - ვერ წარმოიდგენ ... -გეყოფათ ლაპარაკი დედოფალო- უკვე გამოფხიზლებული ღიმილით ვეუბნები და მის ტუჩებს ვეტანები. ზემოდან ვექცევი და ბოლომდე ვაშიშვლებ, სესლილი ვხდები მისი შეხებისას,ყოველ ჯერზე მგონია რომ პირველად და უკანასკნელად ვეხები,რომ ყველა წერტილს უნდა შევეხო და სიამოვნების ზენიტს მივაღწიოთ. ხელებს ჩემს ზურგზე დაატარებს და მისი შეხება კიდევ უფრო მაგიჟებს . სხეულზე მეკვრის და ჩემს სწრაფ ძლიერ მოძრაობებს ჰყვება, დაუფარავად კვნესის და ბოლოს ჩემს სახელს იძახის . -დამშვიდდი? ახლა მეტყვი რა მოხდა?- ახურებ სახეს ვუკოცნი და უკვე დამსვიდებულს დავყურებ -უნდა წავიდე... ხვალ შევხვდებით -სალაპარაკო გვაქ ... - არ მისმენს დგება ტანსაცმელს პოულობს და იცვამს - მარიამ! -მთელი დღეა ვლაპარაკობთ დემეტრე... -საქმეზე ... -ჩვენ პირადს საუბარი არ სჭირდება- მეუბნება მკოცნის და მიდის . -დაგსჯი ამისთვის -დაგელოდებიიი - უკვე დერეფნიდან იძახის სიცილით და სახლს ტოვებს. ისე მოვიდა და წავიდა თითქოს არარეალური იყო... საწოლში ჩავეშვი და ისევ გავითიშე... მალე სრულიად გამომაცლის ძალას და მარიონეტად ვიქცევი,უკვე თუ არ ვიქეცი. თან შეწინააღმდეგებაც არ მინდება სამსახურში ყველაფერი რიგზეა, საქმე ცოტაა და როგორც კი ვასრულებ მაშინვე მარიმათან მივდივარ. იქ არ არის არადა სანამ ჩემ ოტახს დავტოვებდი შევხედე რომ კაბინეტშ იჯდა. -სად წავიდა ? -თაის ვეკითხები და მისკენ მივიწევ -წავიდა უკვე..არ ვიცი სად -შენ ხომ კარგად ხარ... -კი..კი რა თქმა უნდა -რაღაც მოწყენილი ხარ და თვალები ჩაშავებული გაქვს. ავათ ხარ? თუ გამოცდები გეწყება და ღამეებს ათენებ.შემიძლია გაგათავისუფლო თაი თუ ცუდად ხარ -არა ..არაა საჭირო არაფერი უბრალოდ ვერ გამოვიძინე. - მიღიმის მაგრამ ვერ მარწმუნებს,აშკარად სევდიანია და ვისი ამაში ვისი ხელიც ურევია. მოკლედ ხომ ვერ მოვისვენე სულ რაღაც ემართებათ. მდაჩის საქმეში ჩარევას აზრი არ აქვს, ნამდვილი ხისთავიანია ,ჯიუტი და შეუგნებელი. რომ გადაწყვეტს ჯერ რას ფიქრობს იმის მიხვედრაა ძნელი,შენ რომ გაიფიქრებ იმას უკვე მოფიქრებულიც აქვს, გადამოწმებულიც და დადასტურბეული ან უარყოფილი. ერთს გეტყვის და ასრულებს ასეთია ჩემი ვირი ძმაკაცი. მეორე მხარეს კი ეს ნაზი, სიფრიფანა, კეთილი, გულჩვილი და საყვარელი გოგონაა გულუბრტყვილო და მეამიტი ლაღი გოგონა თაია. თაის მაინც ვათავისუფლებ, პირდაპირ ლუქსში მივდივარ და ქალბატონს ველი.ვიცი რომ მოვა... ან მოვიყვან . რადგან უკვე გვიანი იყო და არ ჩანდა დავურეკე -არაფერი თქვა ან მოხვალ ან მანდ მოგაკითხავ! -ვახშამს დამახვედრებ? გთხოოოვ -შენ თუ მთხოვ როგორ გეტყვი უარს... შოკოლადს მოვისგამ და შეგიძლია შემჭამოო -რამე ისეთი კერძი გააკეთე რომ დამანაყროს და დესერტი დარჩეს არ მაქვს პრობლემა- მეუბნება და მითიშავს სამზარეულში გავდივარ და მზადებას ვიწყებ... ნაბიჯების ხმა მესმის, დერეფანშ იხდის თავის კაკუნა ფეხსაცმელს და ისე მოიპარება ..თითქოს მომეპარება. ზურგს მიწვავს მისი მზერა, ეს როგორ ვერ უნდა სეამჩნიო,ა რ მეგონე მარიამ ასეთი მიუხვედრელი.მარტივად გამიგიჭირე. სპაგეტის , ღვინის ჭიქებს ვიღებ და მაგიდაზე ვდებ -წითელ ღვინოს მოიტან? -მისკენ ვბრუნდები და კარის ჩარჩოზე მიყრდნობილს ვუყურებ. უცებ ფხიზლდება და იბნევა- მოიტან? -მე ...მე კი ახლავე - უცებ ბრუნდება და მალევე მოდის ბითლით ხელში. სკამზე ჯდება და მიყურებს-როგორ მიხვდი -ცუდად მოქმედებ..ფრთხილი არ ხარ. გეუბნები ეგ ფეხსაცმელი გადაყარე-თქო და არ გესმის-ღვინოს ვხსნი და ჭიქებში ვასხამ. სპაგეტის ჭამისას ძალიან ვერთობი, აშკარად ისე შიოდა უცებ მიირთმევდა და მეცინებოდა. ღვინოც მოწყურებულმა გამოცალა -სად დაკარგეთ ეტიკეტი მარიამ? როგორ მიირთმევთ სირცხვილია - მშვიდად ვეუბნები,ასევე მშვიდად ვაგრძელებ ჭამას და შემდეგ ღვინოს ვწრუპავ -ცხარე იყო -ვიფიქრე შენნაირი გეყვარებოდა -ანუ მე მწარე ვარ? -ცხარე და მწარე სხვადასხვაა... შენ ცხარე ხარ იმდენად რომ ცეცხლს მიკიდებ - ქვემოდან ვუყურებ და შემდგე ისევ ჩემს თეფშზე გადამაქვს მზერა -ჩემი დესერტი? -რომ ვისაუბრებთ მერე ...- მის ხელს ფეხიდან ვიშორებ და ისევ ვაგრძელებ ჭამას -რაზე უნდა ვისაუბროთ -ჭამის დროს საუბარი არ შეიძლება..ჩემ კუჭს ვერ გავაწამებ. წადი გამოიცვალე , მოწესრიგდი დაისვენე და მოვალ მეც -ამჯერად დაგიჯერებ.ნამდვილად არ მაწყენს ცხელი აბაზანა - ისე მეუბნება ჭკუიდან უნდა გადამიყვანოს , მის მოძრაობას თვალს ვერ ვწყვეტ, ისე მიარხევს სხეულს ძლივს ვიკავებ თავს. საკმაოდ დაიგვიანა, ვიცოდი რომ არ უნდოდა საუბარი ,მაგრამ ასეც თუ მოინდომებდა ჩემი ყურადღების გადატანას არ ველოდი. უფრო გამომძაფრდა ყველაფრის გაგების სურვილი ისევ სააბაზანოში იყო, ქაფიან აბაზანაში იწვა და ფეხებზე ისე სექსუალურად ისვამდა ქაფს ჩემთვის გამოწვევაზე მეტი იყო. ნაბიჯი რომ გადავდგი და ამომხედა მივხვდი ზედმეტად მალე ვნებდებოდი -არ შემომიერთდდები? - ჩემკენ იწევს. მკერდს სულ ცოტა ქაფი უფარავს , ჯაკუზის კიდეს მუცლით ეკრობა და ქვემოდან მიყურებს. იმხელა ნერწყვი გადავაგორე ალბათ ხმაც გაიგო , მთელი სხეული მეწვის და ხელებს ძლივს ვაჩერებ რომ არ მოვეხვიო და მთელი სხეული არ დავუკოცნო -დემეტრეე -მალე წყალი გაცივდება..სჯობს ამოხვიდე და ვისაუბროთ-ხმა უკვე შემეცვალა. ეშმაკური ღიმილით მიყურებს, თვალებშ ჭინკები უხტის. ხელებს ჯიბეებში ვიყოფ და ვმუშტავ -უფს... მგონი მართლა დროა ამოვიდე- ტუჩს იკვნეტს დგება ძალიან ნელა, შემდეგ გადმოდის ასე გაქაფული ჩემ წინ ჩერდება , ინფარქტი გარანტირებული მაქვს. ის ისაა უნდა სევეხო გვერდს რომ მივლის დუშის ქვეშ დგება , წყალი წვეთებად მიუყვება მის სახეს ყელს მკერდს, მუცელს სუნთქვა საბოლოოდ მეკვრის. თითებს იმენად მიმზიდველად ასრიალებს სხეულზე .თვალებს ხუჭავს და ქაფის მოშორებას მტანჯველად ნელა აგრძელებს. შემდეგ ზურგს მაქცევს, თმები წელამდე აქვს მიწებებული სხეულზე , ხელს ასრიალებს და საბოლოოდ იშორებს ქაფს. ირგვლივ მხოლოდ მისიი გელის სურნელია , რატომ არ გავდივარ მგონი გავქვავდი და ამიტომ ვერ ვიძვრი ადგილიდან. თუმცა არა ძვრებს ნამდვილად ვგრძნობ... საერთოდაც ჩემი მოთმინების უნარი, აზროვნების უნარი, კითხვები და ინტერესი. მარიამი პირსახოცს იხვევს და ოთახს ტოვებს. -საუბარი გინდა ე. ი კაგრი ვისაუბროთ ... რა გაინტერესებს, ის თუ სად დავიკარგე ამერიკაში ყოფნის დროს , მეორე კითხვა ისაა სახლშ რა პრობლემა მქონდა, მესამე ასე რატომ შემეშინდა რომ არ მიპასუხე ზარზე ხომ? -კიდევ არის ერთი... იმაზე თუ მიპასუხებ კარგი იქნება და სად დადიხარ შენი საქმეა. რომ ღელავ ძალიან კარგია ე. ი ჩემი დაკარგვა გადარდებს -აჰ მეოთხე კითხვა ისაა თუ რატომ არ გავგიჟდი იმ დღეს თავი რომ არ დაგვიცავს? ეგ პირველ კითხვაზე პასუხის შემდეგ ირკვევა -მარიამ გეყოს საქმიანი საუბრის წარმართვა! -გინეკოლოგთან ვიყავი მაშინ... კაცის სახელი რომ გაიგე კაცია ექიმი და იმიტომ. მსგავსი გონების გათიშვის შედეგად ჩემს საშვილოსნოში ჩემი და შენი გენეტიკური მასალით შექმნილი არსება არ გაჩნდეს თავად დავიზღვიე თავი . ამაზე საუბარს არ ვაპირებ ... უბრალოდ დროს ნუ დაკარგავ იმ რეზინისთვის ... რაც შეეხება ჩემ სახლში მომხდარ ამბებს ისეთი არაფერი მოსამსახურე იყო ცუდად და მევალება რომ მათზე ვიზრუნო. ახლა კი რადგან შენ კითხვებზე პასუხი გინდოდა მხოლოდ დავიძინებ მე - უცებ დაასრულა და საწოლისკენ წავიდა. საერთოდ არაფერი მაინტერესებდა მხოლოდ მისი შეგრძნება მსურდა,ბოლომდე მისი ავსება-მეძინება ! -მარიამ... -რა ... -ცუდად ვარ... -მე იქ ვიყავი ცუდად რომ გელოდი მერე მოხვედი და მაინც არ მომიახლოვდი - მშვიდად მეუბნება ასე მხოლოდ მაშინაა როცა გაგიჟებულია ბრაზისგან. საბანს სწევს და წვება. -შუქი ჩააქრე ასე ვერ ვიძინებ - ბალიშს აფუმფულებს და წვება. შუქს ვაქრობ. საწოლისკენ მიდვიავრ, ვიხდი ...მიყურებს მისი თვალების ელვარებას ახლაც ამ სიბნელეშიც კი ვგრძნობ . ვნახოთ ვისი გამოწვევა უფრო გაამართლებს . ბოქსერსაც ვიხდი და სრულიად შიშველი ავდივარ საწოლზე, საბანს ვწევ და მისკენ ვიწევი -საშინელი კაცი ხარ... საზიზღარი ყველაზე ცუდი - ყელზე ხელს მხვევს და თავისკენ მიზიდავს- რომ იცოდე როგორ ვერ გიტან ასე რომ მაგიჟებ მაგიტომ - მკოცნის და თან ლუღლუღებს . სწრაფად ვაშიშვლებ და ჩემს ქვემოთ ვიქცევ. ვკოცნი და ხელს ფეხებს შორის ვუცურებ -დემეტრეე -ჩშ- ტუჩებზე ვკოცნი თითების მოძრაობას ვაგრძელებ, სხეული უთრთის ტუჩებზე მკბენს და კვნესის .შემდეგ თავს უკან სწევს , ერთი ხელით ზეწარს უჭერს მეორეს მხარზე მხვევს და ჩუმ კვნესას აგრძელებს, სხეული სულ მთლად ეჭიმება როცა თითებს ტუჩებით ვანაცვლებ.. მისი სიამოვნებით ორმაგ სიამოვნებას ვიღებ . კონტროლს ისევ ვკარგავ,სრულიად გაბრუებული, ვნებით მოცული სხეულზე მეკვრის ... სრულიად დაცვარულ სხეულზე მეკვრის ბოლოს და ორივე საწოლზე ვეშვებით -გამაბრაზე- ხვნეშით ამბობს და იწევა -რატომ.. -მეკითხები კიდეც? -დალაპარაკებას მერე ვერ შევძლებდით-ხერხემალზე თითებს ვუზვამ, ისევ ეხორკლება კანი და ტუჩს იკვნეტს . მახარებს ის ფაქრი რომ მასზე ასე ვმოქმედებ- ასე რომ გაბრაზება არაა საჭირო... სხვა დროს ასე აღარ მოვიქცევი - მისკენ მიწევი მხარზე ვკოცნი, ამოწეულ ლავიწზე ვკბენ და თითებს მკერდზე ვუსვამ -და მაინც დანაკლისს განვიცდი- თვალებში მიყურებს, უფრო იწევს ჩემკენ შემდეგ მუცელზე მაჯდება და მკოცნის- როგორმე უნდა აანაზღაურო -როგორ გათავხედდით ქალბატონო მარიამ...სულ დაკარგეთ მოთმინება და საერთოდ ... კიდევ თუ მიკბენ ასე იცოდე .. -რა - თავს სწევს და შემდეგ ისევ მკბენს -ვატყობ ხვალ სამსახურში წასვლა არ გინდათ- მისკენ ვიწევი , ბარძაყებზე ხელს ვუცურებ წელზე ვიხვევ და ვუჭერ . შიშველი მკერდით მეკვრის და ჩემი ყელის ჩალურჯებას აგრძელებს კანს მწოვს და ეღიმება ჩემ რეაქციაზე -მე კი ვგრძნობ რომ შენც არ გინდა... - ოდნავ უკან იწევს ისე რომ ჩემს ყელს არ შორდება და ნელა ვიწყებ მოძრაობას .კვნესის და უფრო მეკვრის... დილით ნამდვილად ვერ წავიდოდით სამსახურში..თუმცა შაბათი იყო და დიდი აუციებლობაც არ იდგა. რომ გავიღვიძე ზურგშექცევით ეძინა,მაგრამ მალევე გააკეთა ბრუნი და სხეულზე ამეკრო. ხელები მომხვია და თავი მკერდზე დამადო. კიდევ დიდხანს იწვებოდა ჩემ მკლავებში მოქცეული, გატრუნული და არც გამაჩერებდა რომ ვეფერებოდი ის დაწყევლილი მობილური რომ არ გაგიჟებულიყო. ბუზღუნით წამოჯდა აიღო და სწრაფად უპასუხა -გისმენ დედა... არა სახლში არ ვარ.რატომ უნდა ვიყო ვერ გავიგე საქმე მქონდა და... მოიცა მაკონტროლებ თუ რა ხდება აღარ მოგბეზრდა? იქნებ არ მინდა ვიყო იმ შენ მოსამსახურეებთან გაყინული სახეებით რომ მოზრაობენ მტელი დღე. ვისვენებ ... არა სამსახურშიც არ მივდივარ.ამისთვის დამირეკე ? შუაღამე უნდა იყოს შენთან...რააა?- უცებ წამოიზახა და აქამდე თუ უბრალოდ ფხიზლდებოდა ახლა პირდაპირ წამოვარდა საწოლიდან. სრულიად შიშველი დარბოდა ჩემ თვალწინ და თანდათან იცვამდა. მობილური საწოლზ ემოიფრიალა თმქ დაივარცხნა მოწესრიგდა მერე სარკის წინ დადგა ღრმად ჩაისუნთქა და კაბაზე ხელი ჩამოისვა -რა ხდება? - მის უკან ვიდექი , უკან შემობრუნდა -მიდიხარ? -საშინელება ხდება... მათე და ნატალია ჩამოვიდნენ. ისეთი ხმა ჰქონდა თიტქოს სხვა ადამიანი იყო. არ მსაყვედურობდა სახლში რომ არ ვიყავი ..ახლა უნდა წავიდე. ალბათ კიდევ დიდხანს ვერ გნახავ . არ ვიცი მათეს აქ აქვს თუ არა სახლი ალბათ ჩემთან დარჩაბიან - უცებ მიაყარა მერე მომეხვია და მაკოცა -მოიცადე ...- სანამ წავიდოდა ისევ ავიკარი სხეულზე და დიდხანს ვკოცნიდი მანამ სანამ ჰაერი არ გამომელია- ახლა შეგიძლია წახვიდე... -არ მინდა ...-ამოიკრუსუნა და ისევ მაკოცა ,ხელები მხრებზე ჩააცურა შემდეგხერხემალზე გადავიდა -ჯანდაბა რაღა ახლა მოუნდა ყველას სამშობლოში დაბრუნება -შუბლსმხარზე მადებს და ყელში მკოცნის -დაგაგვიანდება... -ხოო..წავედი - უცებ ფხიზლდება და მიდის . ნატალია... ეს ქალი ამოცანაა ჩემთვის. სულ მგონია რომ ვუყურებ ასეთი ლამაზი ქალია სეთი ურჩხული არ უნდა იყოს-თქო .სულ რაღაც გასამართლებელ საბუთს ვეძებ,მერე რა რომ ბევრი კაცი ჰყავდა,ეგ ხომ დანაშაული არაა . უბრალოდ ცივი ქალია, ბევრი შეცდომაც დაუშვა ,მაგრამ ყველას აქვს მონანიების უფლება. იქნებ ოდესმე გამოუკეთდდეთ კიდეც ურტიერთობა მას და მარიამს. ვფიქრობ ასე თუ მოხდება ორივე კარგად იქნება..თანაც მათესთან სულ სხვანაირი ჩანს ქალბატონი ნატალია, მგონია რომ იმ კაცმა ბოლოს და ბოლოს მისი შეცვლა უნდა მოახერხოს ,დიდი ბრძოლის შემდეგ. ამ დღის შემდეგ მთელი ერთი კვირა გადის ისე რომ მარიამი არც სამსახურში ცანს და მის შესახებ თითქმის არაფერი ვიცი. რამდენიმე წამიანი საუბრებით ვერაფერი შევიტყვე,მხოლოდ ის რომ მათემ გადაწყვიტა თავის ქალიშვილთან ერთად ნატალი და მარიამიც წაეყვანა მშობლიურ სვანეთში. საერთოდ არ ვიცოდი სვანი თუ იყო... იქ ხომ მობილურიც არ იჭერდა და ერთი კვირის შემდეგ საერთოდ ვეღარ ვურეკავ ... სამსახურში არაფერი ხდება... მხოლოდ თაი შეიცვალა... ჩემი ღიმილა გოგო სევდიან ანგელოზად იქცა,რომელიც ვერა და ვერ გავამხიარულე. გადავწყვიტე ჩემი მეორე ანგელოზი გამომეძახებინა . ლიზიკომ რა თქმა უნდა უარი არ მითხრა და მალევე მოვიდა.დერეფნიდან მესმოდა მისი ხმა და სწრაფად გავედი -აბა ჩემი თაი შენს შოკოლად უფროსს გამოახედე ერთი სად დაიკარგა...უჰ აქ ყოფილა გამოხვედი შოკოლადო სამალავიდან? არა კი ვიცი რომ ვანათებ მაგრამ შენზე ისე ვერ ვიმოქმედებ რომ დაგადნო- მეხვევა და ლოყას მიკოცნის თან მეჩურჩულება-მართლა რა კრიტიკულადაა -აჰა გამოვედი სამალავიდან და ახლა ერთად წავიდეთ ყველანი ცოტნესთან. პატარა გაბრიელია მასთან და გაგაცნობთ.არავითარი ორგია - უცებ ვაყოლებ და თაის ჩანტას ვირებ სანამ უარს მეტყვის -კი მაგრამ ბატონო დემეტრე...იცით მე ვერ -რას ბურტყუნებ ქალო... შეინახე ესენი და წამოდი - ლიზკომ არ დაანება სიტყვის თქმა . თაი ისე იყო გათიშული შეკამათების უნარი სულ მთლად ჰქონდა გამოცლილი. ლიზიკო ჭიკჭიკებდა ის კი მხოლოდ რამდენიმე სიტყვას ამბობდა ისიც გამოუვალი სიტუაცია რომ იყო და თავის დაკვრა არ ჰყოფნიდა მაშინ. ცოტნესთან რომ მივედით მგონი სუნთქვაც შეეკრა,ალბათ დაჩის იქ ყოფნას ელოდა. -ვაიმე ისე მაინტერესებს იმ გიჟის შვილი როგორია... დედამისი გავიცანი საოცარი ქალია როგორი ეშხიანია..ეს ბიჭ სრულ ჭკუაზეა? მაგას როგორ დაშორდა ქალს რომ შევხედე ლამის მეც შემიყვარდა სანამ ლიზი ქოთქოთებს კარი იღება , გიორგი აღებს და გაბრიელი გამორბის მაშინვე ვიხრები და ხელებს ვშლი. მთელი ძალით მეხვევა ჩემი პატარა კაცი და ხელშ ამყავს -დემეტრეეე -ეე ამას რატოე ზახი დემეტრეს და მე ბიძიას-გიორგი ბრაზდება და ხელს უტყაპუნებს ბავშვს -შენ მოხუცი ხარ გიოოო - ვეუბნები და მისაღებისკენ მივდივარ. თაი მაშინვე მშვიდდება როგორც კი ხედავს რომ დაჩი არ არის. საუბარშიც ერთვება,ძირითადად ბავშვს ესაუბრება და ეფერება/ნუ გაბრო ვის არ აგიჟებს.იმდენი ლექსები მოუყვა და თან ისე რომ დაგვშოკა ყველა -ახლა ნამდვილად ვერ იტყვი მე მგავსოო.. ლექსი როდის მოგიყოლია საერთოდ- სიცილი მიტყდება რომ მახსენდება მისი ლექსის მოყოლის ერთადერთი მცდელობა/ ბალიშს მირტყამს თავში -ბავშვთან ნუ მარცხვენ ყეყეჩო -ისედაც იცის რა დეგენერატი მამა ჰყავს- გიორგი მყვება და ორივე ერთ ხმაში ვხარხარებთ -რა გაცინებთ ეე მოყევით -მოკლედ ... ცოტნიკოს უნდოდა რომანტიკა და ამბები . მაშინ პატარები ვიყავით და გადაწყვიტა ლექსს მოვუყვები სოფიასო და რომ დაიწყო მოყოლა შუა გზაში დაავიწყდა,ვკარნახობ ვერ იგებს, ზემდოან სოფო უყურებს , ლამის ნახევარი ქუჩა გადაიკეტა ვინც მოძრაობდა ყველა ამათ უყურებდა. კიდევ კარგი სოფიმ გამოიყვანა ვითომ შეაწყვეტინა და აკოცა თორე რა გვესველებოდა ვინ იცის -აბა დედამ რომ მითხრა მამა საოცრად ყვება ლესსო? - ყველა გაგვაოცა გაბრიელის შენიშვნამ. სიცილიც კი შევწყვიტე ცოტნეს ისე აუბრჭყვიალდა თვალები- თუმცა ახლა გამახსენდა მაგას რომ მეუბნებოდა იცინოდა... -დამცინოდა ხო? მოკლედ რა ხო ვერ ამოვედი თქვენი ყბიდან . დავიბენი უცებ ყველა შენნაირი ბაბნიკი კი არაა გოგოებს იქეთ რო აგიჟებდი - შემომიტია უცებ -რა შუაში ვარ საერთოდ... ბუნებრივად მომხიბვლელი ვარ და არ მწირდება ლექსები -გეტყოდი ახლა ,მაგრამ ბავშვია აქ -რას მეტყოდი რას... -ნუ ახლა ჩემი შოკოლადი რომ გაადნობდა ყველას ეგ ვიცით არ გვინდა დავა.. -შენი შოკოლადი ნამდვილად ყველას ადნობდა- როდის შემოვიდა ,როდის გადაწყვიტა მოსვლა საერთოდ რა ჯანდაბად გამოაღწია იმ პოლიციის შენობიდან. მაშინვე შეკრთა ჩემ გვერდით მჯდომი თაი როგორც კი მისი უდიდებულესობა გამოჩნდა- როგორ ხარ ლიზიკოო - გოგოს გაუღიმა და აკოცა -კარგად მარწყვო შენ? -მარწყვს ვერ ვიტყოდი - გაიცინა და ლიზიკოს მიუჯდა გვერდით- როგორ გყავს ნიკოლოზი? -მყავს რას ნიშნავს.. კარგად არის ისე ..როდის იყო ლუციფერს რამე ვნებდა -გავიგე საავადმყოფოში იყავი და რა მოხდა? -მოიცა რა? რა გინდოდა საავადმყოფოსი მე რატო არ მითხარი-უცებ ვფეთქდები -არაფერი ისეთი...რას გაგიჟდი .იმ სატანამ თხილიანი ნამცხვარი შემომატყუა და ალერგია დამემართა ერთიანად გავწითლდი და გავსივდი . ისე ინერვიულა თვითონ მაგის გაგიჟებად კი ღირდა. -მე რატომ არ მითხარი... -არ იყო სერიოზული და იმიტომ..შენ კიდე ყველაფერი როგორ იცი რა უბედურებაა -დამშვიდდი ნუ მიტევ ტყუილად. იმ დღეს კლინიკაში ვიყავი და სემთხვევით ვნახე ნიკოლოზი -შენ რაღა გინდოდა -დამნაშავე იყო კლინიკაში და უნდა დამეკითხა... არაფერი ისეთი. აბა რა ხდება აქ? გაბრიელი ჩემთან არ მოვა?- თაის კალთაში მოკალათებულ ბავშვს გახედა თვალების ჟუჟუნით. დღეს ასე ხშირად რატომ იკრიჭება ნეტავ, რა ჩაიფიქრე დაჩი რა თაი მალე აწრიალდა, აშკარად წასვლა უნდოდა და ვერ ხვდებოდა როგორ მოქცეულიყო. -დემეტრეე..-ბოლოს ამოიჩურჩულა და ჩემკენ მოიწია -წავიდეთ... -სანამ რამეს მეტყოდა დავასწარი.აღარ მინდოდა მისი ანერვიულება.- თაის გავიყვან და მოვალ ისევ .ლიზიკო დარჩები ხო შენ? -ცოტა ხნით და მერე მეც გავალ... ამ ბავშვს როგორ მოვშორდები ჯერ - გაბრო აიტაცა და თაის გახედა- კარგად თოჯინააა ,...შემოგივლი ამ დღეებში სამსახურში -ნახვამდის... კარგად გაბრო - ბავშვს გაუღიმა და გვერდით დამიდგა. მთელი გზა ჩუმად იყო. არაფერი გამომივიდა ... ორივეს საერთო ის აქვთ რომ არაფრის თქმა უყვართ. ასე ჩუმად არიან და ფიქრობენ უკან რომ დავბრუნდი ლიზიკო და ბავშვი ტავის სტიქიაში იყვნენ, დაჩი სავარძელში იყო გაწოლილი და ბიჭებს ელაპარაკებოდა -აბა დაფრქვი ახლა რა გაუკეთე ამ გოგოს ასეთი ასე რომ დადის -ეგრევე დავატყდი თავს -უბრალოდ ნუ ერევი! -დიდი ხანია უკვე არ ვერევი..საერთოდ არც ვაპირებდი ჩარევას იცი შენ კარგად რომ უკიდურეს შემთხვევამდე არც ვერევი არვაის პირად ურთიერთობაში ,მაგრამ სულა რ გეცოდება? ვერ ხედავ როგორაა? -ვერ ვხედავ... არაფერი სჭირს, ცუდად არ არის მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება და მე მშვიდად ვარ -მოიცა რა ...აქამდე ემუქრებოდა? -ნუ გამომეკიდები ახლა სიტყვებზე -შენ ტყუილად ერთ სიტყვასაც არ ამბობ... ნუ მაწვალებ ადამიანო მიტხარი რა ჯანდაბა ხდება -მე მისი ლექტორი ვარ..წარჩინებულ მოსწავლეს რომ ჰქონდეს რომანი თავის ლექტორტან რომელმაც ჯგუფის 80 % ჩაჭრა და მას ისევ მაღალი ქულა აქვს იცი რა მოხდება? ყველა მასზე დაიწყებს ჭორაობას და მერე დამიჯერე სულ არ იქნება კარგად. -სისულელეა შენ მაგას ამრტივად მოაგვარებდი -მე სულელი სტუდენტების პირის ამოკერვა არ შემიძლია. გამომძიებელი ვარ და ლაწირაკების ცემას ვერ დავიწყებ იმის გამო რომ ჭორაობა იციან -კარგი შეეშვი ხომ იცი მაინც არ გეტყვის სიმართლეს... -ეგ თავიდან უნდა გაგეაზრებინა და არ უნდა დაგეწყო თამაში გოგოსთან რომელიც სრულიად ბავშვია ... ყველანაირი გაგებით -რომ შეგიყვარდება მიხვდები რომ შენს ტვინზე არაა დამოკიდებული და გამოჩნდება რამე რასაც ვერ გააკონტროლებ ... ვერც მე ვაკონტროლებ სხვანაირად და რა გავაკეთო მითხარი ბატონო ბრძენო რა მეთქვა ძალიან კარგად ვიცი და ვერც მე ვაკონტროლებ ტავს მარიამთან-ტქო? მაგრამ მარიამი სხვა იყო, ჩვენთან სიყვარული არაფერ შუაში იყო და ის არც ასეთი ჩუმი და გულჩათხრობილი იყო. თაის ადგილას ალბათ მოკლავდა დაჩის . -უბრალოდ მშვიდად იყავი... მალე გადაუვლის და კარგად იქნება. მოწყენილობა არ კლავს ვიცოდი მეტს არაფერს მეტყოდა, ისიც ვიცოდი რაღაც სხვა ხდებოდა მათ თავს. არც ასე უბრალოდ შეწყვეტდდა ყველაფერს ,რამე საოცარს გააკეტებდა თაი რომ ასე ცუდ მდგომაროებაში ყოფილიყო. სახლში წასვლა არ მინდოდა,მარტო რომ ვრჩებოდი მარიამზე მეფიქრებოდა და ჭკუიდან ვიშლებოდი. ასე ძლიერ მონატრება თუ შეიძლებოდა არ მეგონა.რომ მახსენდებოდა კანი მეწვოდა ,შინაგანად ვიშლებოდი და ლამის სვანეთის გზას ვადგებოდი რომ მისი ტუჩები დამეგემოვნებინა ასე ძლიერ რომ მენატრებოდა მათი გემო. მესოზმრა ... სრულიად შიშველი იყო , ჩემ საძინებელში დადიოდა .რომ გავახილე თვალები გამიღიმა ისე მაცდურად როგორც ჩვევია,თვალები უელავდა, ჩემკენ დაიძრა საწოლზე ამოვიდა. ძალიან ახლოს იყო ცოტაც და ვაკოცებდი,მისი სურნელი უკვე ცხვირში მიღიტინებდა, სუნთქვა შემეკრა და გული ამიჩქარდა რომ გამომეღვიძა და მივხვდი სიზმარი იყო ისიც დავასკვენი რომ უკვე ძალიან რთულად იყო ჩემი საქმე. ნეტავ ის თუ ფიქრობს ჩემზე... რაღაც მეეჭვება , მაგრამ იმედი მაქვს ხანდახან მაინც ვახსენდები. რა უბედურებაა ! რას ვამბობ ! რა დონემდე დავეშვი ,იმაზე ვვოცნებობ რომ ჩემზე ფიქრობდეს . სულ დავკარგე საკუთარი თავი , ახლა მის ლოდინში უნდა ვატარებდე დროს და ნატვრაში თუ სადმე კლუბშ ვერთობოდე და ვინმე ლამაზმანს სახლისკენ ვუძღვებოდე. მე , დემეტრე მხეიძე კაცი რომელსაც ჯერ არცერთ ქალზე უფიქრია და საერტოდ არ უნდატრია ნეტავ ახლა მოვიდეს და მისი მოფერება შევძლოო . მოფერება კი არა იმასაც ვიაზრებდი რომ უბრალოდ ჩახუტებაც ცამდე ამიყვანდა, მისი უბრალოდ დანახვა და სიახლოვეს ყოფნა. ვიცი გავგიჟდებოდი ,მაგრამ ესეც კი საკმარისი იქნებოდა. სრულიად ოფლით დასველებული ვდგები საწოლიდან და აივანზე გავდივარ. ცივა, მიუხედავად იმისა რომ უკვე გაზაფხულის თბილი დღეეებია ღამე მაინც ცივია. სიგარეტს თითებს შორის ვიქცევ,ვუკიდებ და ისე ვიქცევ ტუჩებს შორის თიტქოს ეს მიშველის. მგონი მთელი კოლოფი დავცალე ,მაგრამ უშედეგოდ. უბრალოდ დრო გამყავდა თორემ სიგარეტი ყველაზე ცუდი დამამშვიდებელია ჩემთვის ... მობილური რომ ამღერდა მეგონა მეჩვენებოდა , მარიამის ფოტო რომ დავინახე განათებულ ეკრანზე სულ მთლად გავითიშე. ეკრანზე გადავუსვი თითი და მობილური ყურზე მივიდე. არაფერი მითქვამს , მისი მშვიდი სუნთქვა მესმოდა -მითხარი რომ შენც ვერ იძინებ... მადლობა ყველას ვინც კითხულობს,თქვენი შეგასებები მახარებს იმედია მოგეწონებათ გყვარობთ |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.