ლექტორი (10)
ოთახები ზედმეტად იყო დაბურული, ისეთი შთაბეჭდილება შეექმნებოდა ადამიანს თითქოს არავის უნდოდა რომ იქ სინათლის სხვის შემოეღწია, ცივი კედლები და აქა იქ ფხაჭუნი, შიშს ამკვიდრებდა ადამიანის სხეულში. კატო წინ ფრთხილად მიიწევდა, ხელები უკანკალებდა და თვალებში უზარმაზარი სევდა ჰქონდა ჩამდგარი, თითოეული ნაბიჯი იმხელა ტკივილს აყენებდა რომ რამდენჯერმე შებარბაცდა და იქვე სრულიად გამოფიტულ კედელს მიეყრდნო. ტკიოდა ყველაფერი, თითოეული წამი, თითოეული გადადგმული ნაბიჯი, ეს ტკივილი იმდენად ძლიერი და აუტანელი იყო, მთელ ძალას ართმევდა და ძალაგამოცლილსაც საშინლად ჯიჯგნიდა. როგორც იქნა სასურველი ოთახი გამოჩნდა, წვეთების ხმა ამაზრზენად ისმოდა და თითქოს პირდაპირ გულზე ურტყამდა დანის წვერს. ეშინოდა იქაურობის, ყველა იქ მყოფი ადამიანის, მათი ცივი და არაფრისმეტყველი სახეები აგიჟებდა. - გელოდებოდი! - ოთახიდან მაღალი, საკმაოდ სიმპატიური მამაკაცი გამოვიდა და მთელი ძალით ჩაიკრა გულში. - მაპატიე რომ აქამდე ვერ მოვედი! - ამოისრუტუნა და თვითონაც შემოხვია ხელები. - მითხარი რომ ყველაფერი კარგარ არის, მითხარი რომ დანიელთან ხარ და მე არაფრის არ უნდა მეშინოდეს! - გატეხილი ჰქონდა მამაკაცს ხმა, ეტყობოდა შიგნიდან როგორ ჭამდა ეს უმოქმედობა, ოცდაორ თვეს მასზე დიდი კვალი ჰქონდა დამჩნეული, ყოველთვის ლაღი და ჭინკებით სავსე თვალები, ახლა ჩამქრალი და უსიცოცხლო გამხდარიყო, უფრო დასუსტებული და გაფერმკთალებული ეჩვენა კატოს და გული შეუღონდა, ამხელა ტკივილის გადატანა რომ უწევდა მარტოს. - დანიელთან ვარ კი, უსაფრთხოდ, ყველანაირად ზრუნავს ჩემზე, ხომ იცი როგორ ვუყვარვარ! - ღიმილით ჩაილაპარაკა კატომ და მის წინ მოთავსდა სკამზე. - ვიცი და ეგ მაიმედებს ყველაზე მეტად, როგორც კი აქედან გამოვალ ყველა საქმეს მოვაგვარებ და თქვენთან დავბრუნდები, სულ რაღაც ორი თვე დარჩა! რამე ხომ არ შეცვლილა? - დანიელმა ცოლი მოიყვანა - ბაგეები ოდნავ შეუთრთოლდა კატოს და დამნაშავესავით ჩახარა თავი. - რა? ეგ როგორ გააკეთა? ის კა*პა მოიყვანა ხო? - ძარღვები დაებერა მამაკაცს და ფეხზე წამოხტა - გინდა გამაგიჟო? გინდა ჭკუიდან გადამიყვანო? ეს როგორ გაგიკეთა? - არა, ის არა, მისი სტუდენტი, ჩემი დაუდევრობით, მე გავაგზავნე მის მამობილთან მათი ერთად ყოფნის სურათები და ვერ გავთვალე რომ მის ცოლად მოყვანას მოთხოვდა! - უფრო წაერთვა ხმა კატოს და მზერა მოარიდა. - ეს როგორ ვერ გათვალე? კატო შენ სულელი გოგო არ ხარ! ან იქნებ.. - ეჭვნარევი მზერა მოავლო მამაკაცმა და ღრმად ამოიოხრა - გასაგებია! - კარგი გოგოა, მისი არ მეშინია.. - მსუბუქად ჩაიცინა კატომ. - კიდევ კარგი, ოღონდ ის არ მოიყვანოს და თუ უნდა უკანასკნელი იყოს მის გვერდით.. - მძიმედ ამოიოხრა მამაკაცმა და ხელებში ჩარგო სახე - არ გამოჩენილა? - არაა.. - ყოყმანი დაეტყო ხმაში კატოს. - დარწმუნებული ხარ კატო? არ მომატყუო იცოდე! - არა მართლა, არ გატყუებ! - კარგი, ჩემი წასლვის დროა, ხოიცი ამდენს ვერ დაგელაპარაკები - კიდევ ერთხელ მიუახლოვდა ათრთოლებულ გოგოს და გულში ჩაიკრა - მიყვარხარ და ყოველთვის შენს გვერდით ვიქნები იცოდე, მოვაგვარებ ყველაფერს და აუცილებლად დავბრუნდები! კატო იქამდე იდგა გაშეშებული და თვალცრემლიანი სანამ მაღალი სილუეტი არ მიეფარა თვალთახედვას. შემდეგ ცივად შემობრუნდა და გასასვლელისკენ დაიძრა. ახლა ორმაგად უფრო ტკიოდა და წვავდა იქაურობა. მაგრამ არაფერს იმჩნევდა, ჩვეული მკაცრი მზერით, წელში გამართული და თავაწეული მიდიოდა დერეფანში, იქ მყოფი ადამიანები მას უყურებდა, მაგრამ მის თვალებს არავისთვის ეცალა, მხოლოდ რამდენიმე წუთის წინ მომხდარი კადრი უტრიალებდა გაუჩერებლად და რაც შეეძლო ძლიერად აჭერდა კბილებს ერთმანეთს რომ იქვე არ ატირებულიყო. მონატრებისგან მთელი სხეული ეწვოდა, უნდოდა კიდევ ერთხელ გაქცეულიყო და მთელი ძალით მოხვეოდა, მაგრამ ზუსტად იცოდა რომ ამის უფლებას არავინ მისცემდა. ორი თვე და დასრულდებოდა ეს მტანჯველი ორი წელი, დასრულდებოდა ყველაფერი. დეა აკანკალებული ხელებით ძლივს გამოვრთე ტელეფონი და თვალცრემლიანმა გადავხედე საჭეზე ჩაფრენილ დანიელს. მინდოდა ერთი სიტყვა მაინც მეთქვა, მაგრამ შიშისგან ენას ვერ ვაბრუნებდი პირში, ვიცოდი რომ ახლა იმაზე მეტად იყო გამწარებული, ვიდრე ოდესმე წარმომედგინა და მეშინოდა, ისეთი რამე არ მომხდარიყო რაც უარესად დაგვაშორებდა ერთმანეთს. ფანჯრისკენ გავატრიალე თავი და ცრემლები შეუმჩნევლად მოვიწმინდე, ვერ ვხვდები ლეო საიდან გაჩნდა იქ ან მისი სიტყვები რას ნიშნავდა, როდის ვეფიცებოდი სიყვარულს. როგორც კი სახლი დავინახე, უარესად ავკანკალდი, დანიელი სწრაფად გადავიდა, მანქანას მოუარა, ჩემი კარები გამოგლიჯა და მკლავში ჩამავლო ხელი. - დროზე! გამოადგი ფეხი! - კბილებს შორის გამოცდა და ისე სწრაფად წავიდა ძლივს ავუწყვე ფეხები. - დანიელ, მეტკინა! - დავიკნავლე სანამ კარებში შევიდოდით და ხელის განთავისუფლება ვცადე. - გაჩერდი! - დამიღრინა და ღია კარებში ძალით შემიყვანა. როგორც კი კარები მიხურა და გამომხედა, ეგრევე მომეკვეთა მუხლები, ვიცოდი კარგი არაფერი არ მელოდა, ჩემკენ წამოვიდა ნელა, თვალები ისე უელავდა, შიშისგან შევხტი და ცრემლები წამომივიდა, ნერვიულად ვაწვალებდი კაბის ბოლოს, ვცდილობდი როგორმე გავქცეოდი და თვალებს აქეთ-იქეთ ვაცეცებდი, სანამ მე გამოსავლის პოვნას ვცდილობდი, კუთხეში აღმოვჩნდი მოქცეული და იმდენად ახლოს იდგა ჩემთან რომ მისი გახშირებული სუნთქვა პირდაპირ სახეზე მეცემოდა. მოულოდნელად იქვე მდგარი კარადიდან აიღო ვაზა და პირდაპირ იატაკზე დაახეთქა, ისიც წამებში იქცა ნაწილებად, შევხტი და კივილი მოვრთე, ისე განწირული ვკიოდი რომ ვიღაცას ეგონებოდა ჩემზე ძალადობდნენ, ერთს მეორე მიყვა, მეორეს მესამე და ასე გაუნძრევლად დაამსხვრია მთელი მისი სუვენირები. მერე მომიბრუნდა, ოდნავ დამშვიდებულმა, მხრებში ჩამავლო ხელი და მისკენ მიბიძგა, მეც გაუცნობიერებლად ავეკარი მის გულმკერდს და ოდნავ შემაცახცახა ზედმეტი ემოციებისგან. - დანიელ, გეფიცები, მე არაფერი არ… - სიტყვის თქმა არ დამაცალა, ეგრევე მეძგერა ტუჩებზე და ისეთი გრძნობით მაკოცა რომ კინაღამ გული წამივიდა. - რა.. რას აკეთებ? - ძლივს ამოვიხავლე მისი ტუჩები კისერზე რომ შემეხო. - ჩუუ! - თითები ტუჩებზე ამაფარა, ხელში ამიყვანა და საძინებლისკენ დაიძრა. - დანიელ, არ მიბრაზდები? - საწყალი თვალით ავხედე, ტუჩის კუთხეში შეპარული ღიმილით დამხედა და საწოლზე გადამაწვინა. - ძალიან გიხდება ეს კაბა - მოგუდული ხმით ჩაილაპარაკა და ლავიწზე მსუბუქად მიკბინა, ხელი ზურგზე აასრიალა, ელვა მარტივი მოძრაობით ჩახსნა და კაბა მხრებზე გადამიწია - შენ რა.. ლიფი არ გეცვა? - მძიმედ გადააგორა ნერწყვი სასულეში და ისე დამიკოცნა გულმკერდი კვნესა ძლივს შევიკავე. - რატომ ხარ ასეთი სექსუალური? - წელზე ხელი მომხვია და უფრო ახლოს მიმიკრა, ვერაფერი ვუპასუხე, სურვილისგან აკანკალებულმა მის მაისურს დავავლე ხელი და ერთი ხელის მოსმით გადავაძრე, როგორც კი შიშველ სხეულზე ავასრიალე ხელი, ვიგრძენი როგორ აცახცახდა, ტუჩებში მთელი ძალით მაკოცა და კაბა იატაკზე მოისროლა პირდაპირ, ვიგრძენი როგორ ავივსე მისით, თვალები მივნაბე სიამოვნებისგან და ზეწარს მთელი ძალით ჩავაფრინდი, მისი ძლიერი ხელები მეფერებოდნენ ყველგან, სხეულის თითოეულ წერტილში და ჭკუას მაკარგვინებდნენ. მისი თითების შეხება უჯრედებს მიწვავდა, მაგრამ მაზოხისტურად მსიამოვნებდა თითოეული. - დეა, დეა - რაღაცას მელაპარაკებოდა, მაგრამ დაბინდული გონებით ვერაფერს ვიგებდი, შემდეგ ერთად მივაღწიეთ სიამოვნების წერტილს და ერთიანად ძალაგამოცლილმა მის გულმკერდს მივესვენე. თავი მაღლა ავწიე, თვალები დახუჭული ჰქონდა და ღრმად სუნთქავდა, მინდოდა დღევანდელზე მეკითხა, მაგრამ ტუჩებზე ამაფარა თითები და თავი გააქნია. აღარაფერი ვკითხე, მივხვდი რომ თუ რამეს ვიტყოდი ამ წუთებს გავაფუჭებდი, ამიტომ გავჩუმდი, მისკენ მივიწიე და გულზე დავადე თავი, მისი აჩქარებული გულისცემა სასიამოვნოდ ედებოდა სხეულს და ბედნიერების იმპულსებს გზავნიდა სხეულში. თვითონ მისი გრძელი და ნატიფი თითები ჩემს თმებში ჰქონდა ახლართული და მონდომებით მეფერებოდა. *** დილით ფრთხილად წამოვდექი, დანიელს ჯერ კიდევ ეძინა, მის სახეს დავაკვირდი და გამეღიმა, პატარა ბავშვს უფრო ჰგავდა იმ მომენტში, ტუჩები ოდნავ დაშორებული ჰქონდა ერთმანეთზე და მშვიდად სუნთქავდა. დავიხარე და მოწყვეტით ვაკოცე, შემდეგ ლოყაზე, კისერში და ბოლოს რომ მივხვი ვერაფრით მოვთოკავდი თავს ჩუმად წამოვდექი, მოკლე ხალათი შემოვიცვი და სამზარეულოში ჩავირბინე. ტოსტები გავამზადე, სალათის გაკეთებას შევუდექი და რამდენიმე წუთში მისი დაჟინებული მზერაც ვიგრძენი, თანაც ვითომ დანა დამივარდა და დახრის დროს კარგად შევამჩნიე მისი ვნებისგან აშლილი გამომეტყველება. რამდენიმე წუთში მომიახლოვდა კიდეც, მუცელზე ხელი შემიცურა და ძლიერად ამიკრა გულმკერდზე. - დანიელ - ამოვიკრუსუნე და ლოყაზე მივეფერე. - სად გამომეპარე ჩემო ქალბატონო? - კისერში სველი კოცნა დამიტოვა და ტოსტი ჩაკბიჩა. - მე, საუზმე გაგიმზადე! - შევცინე და მისკენ შევბრუნდი, თუმცა მივხვდი რომ ეს ცუდი გადაწყვეტილება იყო, რადგან ძალიან ახლოს მოვხვდი მის ტუჩებთან და ერთიანად შემაკანკალა. - ვხედავ ვიღაც იწვის ჩემი კოცნის სურვილით - ღიმილით დამხედა ტუჩებზე და უფრო ახლოს მოიწია - უკვე ბოლი ასდის, ჰმმ, საინტერესოა! - ჭინკებათამაშებულმა წამეტანა ბაგეებზე და ვიგრძენი როგორ გამომეცალა საყრდენი, ის ის იყო უნდა დავცემულიყავი რომ დანიელმა ხელი მომხვია და ისევ წამეტანა ტუჩებზე - როგორ ვმოქმედებ შენზე! - უკან დაიხია და მაგიდაზე დაჯდა. - დანიელ ნუ მეთამაშები! - გავბრაზდი და შუბშეკრულმა გავუწყვე მაგიდა. - დღეს რომელ საათზე გაქვს ლექციები? - ჩემი სიტყვები დააიგნორა, გამიღიმა და ისევ ტოსტს დაწვდა. - სამზე, შენ? - საღამოს, ექვსზე - მე თვითონ მივალ და მერე ერთად წამოვიდეთ! - მკრთალად გავუღიმე და ტოსტს დავწვდი მეც. ღიმილით ჩაიარა საუზმემ, თვითონაც არ უთქვამს ზედმეტი სიტყვა და არც მე გამომიდია თავი, არ მინდოდა გუშინდელზე ლაპარაკით უარესად გამებრაზებინა. *** როგორც კი უნივერსიტეტში მივედი, ეგრევე ჭორიკანა შემომეგება. - როგორ ხარ? - ეშმაკური ღიმილით გადმომხედა და აფირისტულად გადამკოცნა. - კარგად შენ? - კარგად! დანიელს ვეძებ, ნეტა სად არის? - ჩაფიქრებულმა ჩაილაპარაკა და თვალები ავატრიალე მობეზრებულად. - მე არ მინახავს, ლექცია მაქვს, არ მცალია! - ქერას დაუკერია გუშინ, მთელი ღამე ჩემთან იყოო გამოაცხადა - გველური ჩამაწვეთა მაინც და ცოტა მაკლდა რომ გემრიელად გადამეხარხარა. - ხო დარწმუნებული ვარ მთელი ღამე მასთან იყო და თვალი არ მოუხუჭავთ! - კისკისით ჩავუკარი თვალი და ლიფტისკენ დავიძარე. - რა ლაღად ლაპარაკობ, რა აღარ მოგწონს დანიელი? - რაებს ლაპარაკობ თაკო? საიდან მოგაქვს ეს სისულელეები, უბრალოდ გამეცინა ქერაზე! - რა არის სასაცილო ვერ ვხვდები - დაიბნა და თვალებში ჩამაშტერდა. - ასე რომ უნდა დანიელთან ის არის სასაცილო! - სიამოვნებით ვეტყოდი რატომაც იყო სასაცილო მაგრამ ამით თავს უფრო გავყიდდი, ვიდრე ქერას დავცინებდი, ამიტომ ტუჩზე ძლიერად ვიკბინე და მოგუდულად გავუცინე. - რაღაც იცი და არ მეუბნები ხო? - გაოცებულმა ჩამაშტერდა უარესად თვალებში. - რა უნდა ვიცოდე? მთელი ეს დრო სახლიდან არ გამოვსულვარ! - კარგი - ეჭვნარევი მზერით გადმომხედა და სწრაფად ამიარა გვერდი. სიცილით შევედი ლიფტში და ისეთი ხმით გადავიკისკისე, მგონი დანიელიც გაიგებდა სახლში. *** შესვენებაზე მოფარებულ ადგილზე გავედი, ფანჯრიდან ვუყურებდი უნივერსიტეტის ეზოში შემომავალ მანქანებს და ველოდებოდი როდის მოვიდოდა დანიელი. უეცრად შეხება ვიგრძენი და შეცბუნებულმა მოვტრიალდი უკან. - დეა! - ლეოს ტონი უსიამოვნოდ მიწვდა ყურს და ეგრევე ზიზღით დავიმანჭე. - რა გინდა ლეო? - გაღიზიანებულმა გვერდის ავლა ვცადე მაგრამ შემაჩერა. - ჩემთან უნდა იყო დეა, რატომ არ გესმის? ჩემთან უნდა იყო, არცერთი შენი სიტყვა არ დამვიწყებია! - ჩემი სახე ხელებში მოიქცია მაგრამ ხელი ავუკარი და მოვიშორე. - რა დაგესიზმრა ლეო? რა ჩემი სიტყვები, საერთოდ არ ვიცი რაზე ლაპარაკობ! - კბილებს შორის გამოვცარი და კიდევ ერთხელ ვცადე რომ გვერდი ამევლო. - ვიცი რომ დანიელთან ხარ, ტყუილად გაქვს რაიმეს იმედი, გამოგიყენებს და მიგაგდებს, მე კიდევ შემიძლია ბედნიერება გაჩუქო, მე მართლა მიყვარხარ დეა! - არ მჭირდება შენი სიყვარული! - მკაცრად მივუგე და იქედან სწრაფი ნაბიჯებით გამოვედი, დერეფანში კი პირდაპირ ცხვირით შევასკდი დანიელს - დანიელ.. ბატონო დანიელ - ეგრევე გადავედი ოფიციალურ ტონზე და თმები ნერვიულად შევისწორე. - ხო, დეა! - ჩვეული მშვიდი გამომეტყველებით მომიგო, მაგრამ როგორც კი ჩემს უკან მომავალი ლეო დაინახა, ვიგრძენი როგორ დაიძაბა მთელი სხეულით. - გამარჯობა, ბატონო დანიელ! - ირონიულად მიუგო ლეომ და ხელი გაუწოდა. - გაგიმარჯოს! - მხოლოდ კულტურის გამო უპასუხა და ხელი უემოციოდ ჩამოართვა. - ბატონო დანიელ, ჩემი შეყვარებული როგორ მოგწონთ? - ყალბი ღიმილით გადმომხვია ლეომ ხელი და ვიგრძენი როგორ ამასხა ტვინში სისხლმა, მხარი ავუქნიე და მისი ხელი სწრაფად მოვიშორე. - უკაცრავად ბატონო დანიელ, რაღაცები ესიზმრება და შემდეგ რეალობაში ერევა - ტუჩები ზიზღისგან შემითრთოლდა და გამწარებული თვალებით გადავხედე ისევ მომღიმარ ლეოს. - ცოტა მორცხვია, თქვენი რცხვენია, არ უნდა აღიაროს რომ ვუყვარვარ! - ისევ თავისას უბერავდა ლეო, მე კიდევ ვგრძნობდი როგორ გამოვდიოდი წყობიდან და იმ წამს ყველაფერზე ვიყავი წამსვლელი. - ლეო მორჩი, თორემ გეფიცები აქვე გამოგჭრი ყელს! - ჩავიღრინე და დავინახე როგორ გადაუვიდა სახეზე ფერები, მერე უხმოდ მიტრიალდა და სწრაფი ნაბიჯებით გაგვეცალა. დამნაშავესავით ავხედე დანიელს, რომელიც შეკრული წარბებიდან დამყურებდა, შემდეგ ერთი უკმაყოფილოდ გადააქნია თავი. - ჰმ, შენ კიდევ რამეს რომ იტყვი! - ვცადე სიტუაციის განმუხტვა და გავეკრიჭე. - მე? - გაოცებისგან წარბები აზიდა და მომლოდინე თვალებით დამაშტერდა. - გავიგე გუშინ მთელი ღამე ქერასთან ერთად ყოფილხარ! - ენა გამოვუყავი და ვითომ გავებუტე. უცებ ჩემს თმებს რომ დაავლო ხელი და დაკვირვებულმა შეათვალიერა. - რაღაც ქერას არ გავხარ და ვითომ თვალი მატყუებს? - ჩაფიქრებულმა ჩაილაპარაკა და ვიგრძენი როგორ მომეკიდა სირცხვილის ალი. - დანიელ! - ბატონო დანიელ! - შემისწორა უცებ - საღამოს გავაგრძელოთ, აქ სირცხვილია დეა! - ყველასგან შეუმჩნევლად კოცნის იმიტაცია გააკეთა და სიცილით გამეცალა. *** ლექციაზე ვიჯექი, მაგრამ ფიქრებით მთლიანად დანიელთან ვიყავი გადართული, მახსენდებოდა მისი თითოეული შეხება და გული გამალებით მიცემდა, მისი გამოხედვა, მისი გემრიელი ტუჩები, მისი შეხება, სისხლი ისე ამიჩქროლდა ვენებში, თავი ძლივს შევიკავე რომ არ წამოვმხტარიყავი, მხოლოდ კარის ხმაზე გამოვიხედე და დავინახე როგორ შემოვიდა ჩემი ქმარუკა აუდიტორიაში. რა თქმა უნდა ჩემი ლექტორი ისეთი სახით შეეგება, ლამისაა ხელებში ჩაადნებაო იტყოდით. - ქალბატონო ნაინა, თქვენი ნიშნების ფურცელი წამოგიღეთ! - თავაზიანი ღიმილით გაუწოდა და თვალები ჩემკენ გამოაპარა, ყველასგან შეუმჩნევლად გავილოკე ტუჩები და დავინახე როგორ აენთო თვალები, თანაც ტუჩის კუთხეში შეუმჩნევლად მაგრამ მაინც აუხტა ღიმილი. - ღმერთო, როგორი ყურადღებიანი ბიჭი ხარ ვგიჟდები! დიდი მადლობა ჩემო კარგო - საერთოდ ჩადნა ლექტორი და თვალები მობეზრებულად ავატრიალე. - რისი მადლობა ქალბატონო! - გაიღიმა და ისევ გამოაპარა თვალი ჩემკენ, საპასუხოდ მხოლოდ მსუბუქად გავუღიმე და კისერზე ვითომ ნერვიულად მოვისვი ხელი. - დიდი მადლობა! - ვინ იცის რამდენჯერ გაუმეორა ეს სიტყვა, ჩემზე გადმორთულ დანიელს და ვინ იცის მერამდენედ მიიღო მისგან “რა საჭიროაო”. როგორც კი გავიდა აუდიტორიიდან, ეგრევე აზუზუნდა ჩემი ტელეფონი. “როგორც ჩანს, გინდა რომ დაგსაჯო, ხო? :)” “როგორ აპირებ ჩემს დასჯას, თუ გამანდობ.. ვნახოთ! ” “ნუ ცელქობ დეა, ღამე ვერ გადამირჩები!” “მემუქრები?” “გაფრთხილებ, საყვარელო” გამეცინა და აღარაფერი მივწერე, ლეოს დაჟინებულ მზერას ვგრძნობდი მაგრამ არაფერს ვიმჩნევდი, თითქოს ჩემთვის არც არსებობდა, თითქოს ვერც ვგრძნობდი. *** დაახლოებით ერთი თვე გავიდა ლეოს ასეთ გამოხტომებს რაც ვიტანდი, უნივერსიტეტში გამუდმებით უკან დამყვებოდა და თან ცდილობდა მაქსიმალურად მოეშალა ნერვები დანიელისთვის. არ ვიცი მას ამდენი მოთმინება საიდან მოჰქონდა, მაგრამ მე კი ერთი სული მქონდა როდის ვითრევდი ლეოს თმებით, ჭკუიდან გადავდიოდი, მისი ყოველი შეხება ლაპარაკი თუ სიტყვა ისე მაღიზიანებდა რომ მინდოდა მთელი ჯავრი მასზე მეყარა, რამდენჯერმე გავიწიე კიდეც, მაგრამ ბედზე დროზე მომისწრეს გოგოებმა და გაგვაშველეს. არ მთავრდებოდა კატო, მისი ვიზიტები ჩვენს სახლში, მათი შეკეტვა ოთახში და საათობით ლაპარაკი, მერე ეხუტებოდნენ ერთმანეთს, რაღაცას უხსნიდნენ და ამშვიდებდნენ, ჭკუიდან გადავიოდი, რამდენჯერმე კინაღამ მთელი სახლი დავლეწე მათი სიცილის ხმა რომ გამოვიდა. არაფერს ვამბობდი, ვხვდებოდი რომ ამდენის უფლება არ მქონდა მაგრამ მაინც ვერ ვისნებდი, როგორც კი შესაძლებლობა მქონდა ეგრევე მწარედ ვპასუხობდი, თუმცა ის მხოლოდ მშვიდი ღიმილით გადმომხედავდა და ისევ თავის საქმეს აგრძელებდა. - ლეო, მერამდენეჯერ გაგაფრთხილო რომ თავი შორს დაიკავო ჩემგან? - უნივერსიტეტის ეზოში მდგომი გაღიზიანებას ვეღარ ვმალავდი, თან ცალი ხელით ვცდილობდი რომ როგორმე დაინელისთვის დამერეკა. - არ დაგანებებ თავს, მინდა ჩემთან იყო, ჩემი იყო და საერთოდ არაფერი არ მაინტერესებს! - ჯიუტად იმეორებდა თავისას დაპროგრამებულივით და წამიერად მეც კი შემეპარა ეჭვი მის ბუნებრიობაში. - ლეო, გეყოფა! როდემდე უნდა გაგრძელდეს ეს ყველაფერი? - იქამდე, სანამ არ მიხვდები რომ დანიელი შენი ღირსი არ არის და ჩემთან ერთად არ გაიქცევი სადმე! - მე შენთან ერთად არსად არ წამოვალ! - კბილებს შორის გამოვცერი და უკან დავიხიე. - მაგასაც ვნახავთ, გპირდები, შენი ხელით გაანადგურებ დანიელს და შემდეგ ჩემთან ერთად გაიქცევი! - ამაზრზენი ღიმილით ჩაიცინა და თითები გაატკლაცუნა, უსიამოვნოდ გამცრა და დანიელის ნომერი სწრაფად ავკრიფე. თუმცა ზარი გასულიც არ იყო, ჩვენს ფეხებთან მანქანა რომ გაჩერდა, მოულოდნელობისგან შევკივლე და ძლივს შევიკავე თავი რომ არ დავცემულიყავი. - დეა, ჩაჯექი მანქანაში! - მისმა გაღიზიანებულმა ხმამ უსიამოვნოდ დამიარა ტანში და თავდახრილმა წავედი მანქანისკენ. - დეა, დაფიქრდი ჩემს სიტყვებზე - ჰაეროვანი კოცნა გამომიგზავნა მანქანაში ჩაჯდომამდე ლეომ. *** გაღიზიანებული დანიელი მთელი ძალით უჭერდა ხელებს საჭეს და ცდილობდა როგორმე მისი ბრაზი გადაეფარა, მაგრამ თვითონ აკანკალებული ვერაფრით თქმას ვერ ვახერხებდი. - დეა, მოთმინება მეწურება! - დანიელ, არ გინდა გთხოვ - რატომ არ მინდა ვერ ვხვდები, მინდა რომ გაქრეს შენი ცხოვრებიდან! დავიღალე, იმის მოფრთხილებით, რაც არ მიღირს შენს ნერვიულობად! - გაგიჟდი? გინდა რომ მთელი უნივერსიტეტი აალაპარაკო? - გაღიზიანებულმა ნერვიულად ავათამაშე თითები და მომლოდინედ ჩავაშტერდი თვალებში. - მე შენი კეთილდღეობა მინდა დეა, ისედაც იძულებით გახდი ჩემი ცოლი, ახლა კიდევ ლეო.. - კბილების ღრჭიალით გადააქნია თავი. - რომ არ მდომოდა, არ გავხდებოდი! - ისე უცებ წამოვროშე, რომ ვერც გავიაზრე, მის გაფართოებულ თვალებს რომ წავაწყდი მხოლოდ მაშინ მივხვდი და ტუჩზე ვიკბინე. ვცდილობდი როგორმე თავი გამემართლებინა და ჩემი სიტყვები გადამეკეთებინა, მაგრამ ვერაფერი მოვიფიქრე, აჭარხლებულმა სახეზე ხელები ავიფარე და მთელი გზა არ შემიხედავს მისთვის. სიცილით გადავიდა მანქანიდან და მეც გაბუტულმა მივყევი უკან. - კარგი დეა, ვიცი რომ ჩემს ცოლობაზე ოცნებობდი - პატარა ბავშვივით გამომიყო ენა და კედელთან მიმიმწყვდია. - ხო დღე და ღამე არ მეძინა მაგაზე ფიქრით! - არ ჩამოვრჩი ირონიაში. - ვიცი! - გამარჯვებული ღიმილი აიკრა და როგორც კი შევედით ეგრევე კარებზე ამაკრა - შენ იცი მე ახლა რაზე ვოცნებობ? - ჭინკებათამაშებული თვალებით დამხედა და ტუჩები გაილოკა. - არ.. ვიცი… - ამოვიკრუსუნე და დარცხვენილმა ძლივს გავუსწორე მზერა. - ამ ტუჩების დაგემოვნება, კიდევ ერთხელ - ცერა თითი ქვედა ტუჩზე გადამისვა და სიამოვნებისგან თვალები მივნაბე, მერე ამ კისრის დაგემოვნება თითი კისერს ჩააყოლა და იქვე მდგომ მაგიდას მთელი ძალით ჩავაფრინდი, თვალებმილულული მის ყოველ მოძრაობას შევიგრძნობდი და ვგრძნობდი როგორ მეწვოდა თითოეული უჯრედი. - დაა.. ნიე… ლ! - ამოვიკრუსუნე და კისერზე ხელები შემოვხვიე. - რაო ქალბატონო? - ღიმილით დამხედა და ტუჩებისკენ დაიხარა. ისეთი გრძნობით მაკოცა კინაღამ გული წამივიდა, ძლივს შევიკავე თავი რომ არ წავქცეულიყავი, ჯერ ზედა, შემდეგ კი ქვედა ტუჩზე მკოცნიდა, მერე მიკბინა, ბოლოს კი კბილები ენით შეანაცვლა, თან ცალი ხელი წელზე ჰქონდა მოხვეული, მისგან წამოსული სიმხურვალე ჭკუიდან მშლიდა. მთელი ოთახი სიამოვნებით იყო გაჟღენთილი, მე კი მისით ვივსებოდი, ყველა უჯრედი ცოცხლდებოდა და მთელ სხეულში ბედნიერების მეტასტაზები მქონდა გამჯდარი. *** დილით უსიამოვნო ქუსლების კაკუნმა გამაღვიძა, შემდეგ ვიღაცამ კარებზე მსუბუქად დააკაკუნა. დანიელი ეგრევე წამოხტა, ჩაიცვა და კარები გამოაღო. - კატო? - სალაპარაკო გვაქვს, სასწრაფოდ! - გამოვალ ახლავე! კარები მიხურა და სააბაზანოში შევარდა, სწრაფად გამოვიდა იქედან, წამოდგომა ვცადე მაგრამ შემაჩერა. - იწექი დეა, მოვალ მალე - შუბლზე მაკოცა და სწრაფი ნაბიჯებით დატოვა იქაურობა. მაინც ვერ გავძელი, ეჭვი შიგნიდან მღრღნიდა და მჭამდა, მინდოდა რაიმე მაინც გამეგო, ამიტომ მის კაბინეტთან მივიპარე და კარგად მივაყურადე რას ლაპარაკობდნენ, მაგრამ ვერაფერი გავიგე. ეს კედლები ოდნავაც არ ატარებდა ხმას, გამწარებულმა კბილები გავაღჭრიალე, შემდეგ გამჭირვალე მინაში შევიხედე და კარგად დავინახე ერთიანად დაჭიმული და გაგიჟებული დანიელი, თავზე ნერვიულად ისვამდა ხელს და თან მთელი სხეულით კანკალებდა. გამიკვირდა მისი ასეთი მდგომარეობა, კატო ცდილობდა მისულიყო, თან ტიროდა და აშკარად ემუდარებოდა რაღაცას მაგრამ არაფერი ესმოდა დანიელს. ბოლოს კატომ ჩაეხუტა, ვიგრძენი როგორ შეირხა სხეულში ბრაზი და ყველა უჯრედს მოედო, ხელები ისე შევკარი რომ ფრჩხილები კანში შევიდა, გამწარებული თვალებდაბინდული ვუყურებდი როგორ ეხვეოდნენ ერთმანეთს და მინდოდა ორივე ერთმანეთზე გადამება. სწრაფად მოვბრუნდი და ოთახში ავირბინე, გამწარებული ვყრიდი ტანსაცმელს დანიელი რომ შემოვიდა. - დეა რა მოხდა? დეა მითხარი - ჩემი სახე ხელებში მოიქცია, შემეზიზღა იმ წამს მისი ხელები, ჯერ კატოს ეხვეოდა, ახლა მე. - ხელები მომაშორე! - კბილებს შორის გამოვცერი და ისევ ტანსაცმელებს მივუბრუნდი. - გეყოფა დეა, რა დაგემართა თქვი - მხრებში ჩამავლო ხელი და მისკენ შემატრიალა - თქვი! თქვი ეს დედააფეთქებული რა ჯანდაბა ხდება შენც ნუ გადამიყვან ჭკუიდან! - მე როგორ უნდა გადაგიყვანო ჭკუიდან? როგორ შევედრები კატოს, აქ მე მეხვევი, ჩახვალ და იქ კატოს ეხვევი! დავიღალე, ამ უაზრობით, ან ის წავიდეს შენი ცხოვრებიდან ან მე წავალ! - რა სისულელეებს ამბობ ხვდები მაინც? - რას ვამბობ ასეთს? თუ ჩემთან ხარ ჩემთან იყავი, თუ არადა იყავი კატოსტან, გაგშორდები, მოიტანე საბუთები და მოგიწერ ხელს! ისე გავშორდებით, როგორც დავქორწინდით ვერავინ ვერ გაიგებს - რა გემართება დეა, რატომ არ გესმის ჩემი? კატო.. - კატო, კატო, კატო არ დამთავრდა, იმ დღესაც ლეომ რომ გამათრია იქედან, კატოს რომ შეხვდი მაგიტომ მოხდა! გესმის? დარწმუნებული ვარ კატოს მოწყობილია ყველაფერი! - გამწარებულმა დავიკივლე და ყველაფერი ძირს გადმოვყარე - დავიღალე, ერთი და იგივე, გაფრთხილებები, დაწყნარებები, დამშვიდებები და არაფერი, საბოლოოდ ისევ მე მამცირებენ, ისევ მე მამწარებენ, ჭკუიდან გადავყავარ, ჯერ კატო იყო თავისი ბრძნული რჩევებით, ახლა ლეოა თავისი უაზრო გამოხტომებით, ერთი თვეა უკვე კუდში დამზდევს, მასთან ერთად უნდა გავიქცე, მასთან ერთად ეს უნდა გავაკეთო ის უნდა გავაკეთო, ამოვიდა ყელში გესმის? მეტი აღარ შემიძლია, ვეღარ მოვითმენ! - ვიგრძენი როგორ გამომეცალა ძალა და თვალებში დამიბნელდა, ამდენი ემოციისგან თავი ვერ შევიკავე, შევბარბაცდი მაგრამ სწრაფად მოახდინა რეაგირება, დამიჭირა და ლოგინზე ჩამომსვა. - კარგად ხარ დეა? - გულზე მიმიხუტა და ნელა მომეფერა სახეზე. - კარგად ვარ - უხეშად მოვიშორე და ფეხზე წამოვდექი - კიდე კარგად ვარ! - ცრემლმორეულმა ძლივს ჩავილაპარაკე და ოთახიდან გამოვედი. მინდოდა ყველაფერი დამელეწა ირგვლივ, ასე გაგრძელება აღარ შემეძლო, რაც უფრო მასთან ვიყავი მით უფრო ვიშლებოდი ჭკუიდან, მინდოდა შორს წავსულიყავი, ყველაფერი დამევიწყებინა, ყოველი მისი შეხება, მისი ტუჩების გემო, მისი სურნელი, არ მინდოდა ასე ვყოფილიყავი, მის გვერდით, მის მკლავებში და მისგან ასე შორს. ტკივილმა მთელი სხეული მოიცვა, სიმწრისგან თვალები მაგრად დავხუჭე, მინდოდა მოწოლილი ცრემლები როგორმე უკუმეგდო და სწრაფად გავცლოდი ამ სახლს. ტელეფონის ზუზუნმა გამომაფხიზლა. - რას შვები დეა? - ღიმილით ჩამძახა ანჩომ - თუ მოგაცდინეეთ! - არა, რა ხდება ანჩო? - გატეხილი ხმით ძლივს ჩავილაპარაკე. - დღეს ხელშეკრულებაზე უნდა მოვაწეროთ ხელი უნივერსიტეტში, ხომ არ გავიწყდება? - უი, სულ დამავიწყდა, ერთ საათში ვიქნები და ერთად შევიდეთ! - მე მეჩქარებოდა დეა, დიკო არის სახლში დავურეკავ და ვეტყვი, სახლში მელოდებოდნენ ჩემები, უბრალოდ დაგირეკე რომ შემეხსენებინა! - კარგი მადლობა ანჩო! - დეა.. თუ რამე ჩემი იმედი შეგიძლია გქონდეს, ხომ იცი? - ზუსტად იქ მოარტყა, რაც ასე ძალიან მჭირდებოდა იმ წამს. - ვიცი ანჩ, მოვალ უნივერსიტეტის მერე შენთან! მიყვარხარ - ჩავჩურჩულე, ტელეფონი გავთიშე და ოთახისკენ შევბრუნდი. არ მინდოდა რომ შევბრუნებულიყავი, მაგრამ სხვა გზა არ მქონდა, უნივერსიტეტში თუ არ მივიდოდი საგნებს გამიუქმებდნენ, რაც ახლა ყველაზე ნაკლებად მაწყობდა, რამდენიმე წუთიანი თავის გამხნევების შემდეგ ამაყად ავწიე თავი და მშვიდი გამომეტყველებით შევედი ოთახში. ისევ ლოგინზე იჯდა, სახე ხელებში ჩაემალა და მძიმედ სუნთქავდა, კარის ხმაზე ამომხედა, ჩაწითლებული და შეშლილი სახე ჰქონდა. ყურადღება არ მივაქციე, მიუხედავად იმისა რომ მისმა გამომეტყველებამ უარესად ამატკია სული. დავიხარე და ტანსაცმელი ავიღე. დანარჩენი დაუდევრად შევდე უკან და აბაზანაში შევედი. უკან გამოსულს, დანიელი ოთახში არ დამხვდა, მშვიდად მოვემზადე და ტელეფონს რომ დავწვდი უცხო ნომრიდან დამხვდა შეტყობინება. შუბლშეკრულმა დავხედე და ვიგრძენი როგორ ამასხა ტვინში სისხლმა. “ჩვენზე თვალთვალს, გერჩივნა ნორმალურად მოქცეულიყავი და არ შეტენვოდი დანიელს, იქნებ ამდენი ტკივილი როგორმე აგერიდებინა თავიდან, მაგრამ შენნაირებს რა უნდა ელაპარაკო? საცოდავი ხარ, კაცს არც კი უყვარხარ შენ კიდევ.. მე გაგაფრთხილე საყვარელო! :)” ტვინი გამეთიშა, არ მახსოვს როგორ ჩავირბინე ქვემოთ, როგორ აღმოვჩნდი დანიელთან და როგორ გავარტყი გაშლილი ხელი, მხოლოდ მაშინ მოვედი გონს მისი შეშლილი სახე რომ დავინახე. - შენს საყვარლებს გადაეცი, ენა დამოიმოკლონ და ნორმალურად მელაპარაკონ გასაგებია? - გამწარებულმა შევანჯღრიე და კისერში ვწვდი. - არ გირჩევთ ჩემს გამწარებას, არ გირჩევთ! თავი გავაქნიე და უკან დავიხიე. - ეს ბოლო გაფრთხილებაა ჩემგან! დღეს აღარ მოვალ და საერთოდ თუ მოვალ ეგეც საკითხავია, ხო გინდოდა თავისუფლება ხოდა მიიღე! მიიღე! ხელები გავშალე და სწრაფი ნაბიჯებით წავედი გასასვლელისკენ. - სად მიდიხარ დეა, რას ნიშნავს არ დაბრუნდები? არ გადამრიო! - ღრიალებდა და თან მკლავში ისე მწარედ მიჭერდა, რომ ცრემლები მომაწვა თვალებზე. - მივდივარ! ხო მივდივარ, შენი დანახვაც აღარ მინდა! გაგამწარებ, გპირდები რომ ამას არ შეგარჩენ! - ხელი ავუქნიე და სწრაფად დავტოვე იქაურობა. *** უნივერსიტეტში გათიშული დავდიოდი, ახლა არავის თავი არ მქონდა, ბოლოს მენეჯერთან საბუთებს მოვაწერე ხელი და სწრაფად დავტოვე იქაურობა. მინდოდა ცოტა მაინც გამევლო ფეხით, სანამ ანჩოსთან ავიდოდი, სიმწრისგან კბილებს ვაღჭრიალებდი, ყველა გრძნობა ერთმანეთში ირეოდა და თავბრუს მახვევდა, აღარ შემეძლო, მოთმინება იწურებოდა, ბრაზი კი მთელი ძალით მახრჩობდა, გული ისე მქონდა შეკუმშული რომ ნორმალურად ფეთქვასაც ვერ ახერხებდა, არ ვიცი რამდენი ხანი დავდიოდი ისე უაზროდ, ყველაფერს ვათვალიერებდი და თითოეულ დღეს ვიხსენებდი რაც კი დანიელთან გავატარე, მთელი ტანი მიცახცახებდა, ემოციები მარწუხებივით მეხვეოდნენ სხეულზე და განძრევის საშუალებას არ მაძლევდნენ. ფიქრებიდან ჩემი სახელის გაგონებამ გამომიყვანა, უემოციოდ შევბრუნდი უკან და მოცინარი ლეო შემხვდა. - რას შვები დეა? - ღიმილით მომიახლოვდა. - არაფერს! შემეშვი ლეო! - არა, არ შეგეშვები, წამო გაგიყვან სადაც მიდიხარ! - არ მინდა მეთქი! - გპირდები არაფერს დაგიშავებ, პირობას გაძლევ, უბრალოდ მიგიყვან იქ სადაც მიდიხარ! - ფეხით მინდა წასვლა! - უკმაყოფილოდ მივუგდე და შევბრუნდი, მკლავში რომ მეცა და მანქანისკენ წამიყვანა. - შენი ნებით ჩაჯექი, თორემ კარგი არაფერი მოხდება! - ყურთან ჩაისისინა და მანქანისკენ მიბიძგა. - ვერაფრით შემაშინებ ლეო, ვერაფრით! - ირონიულად გავუღიმე და წასვლა დავაპირე, მაგრამ არ დამაცადა, უხეშად ჩამტენა მანქანაში, კარები ჩაკეტა და სწრაფად მოუარა მანქანას. - ლეო, ახლავე გააღე კარები და გადამიშვი! - გაგულისებულმა, ისედაც ემოციებისგან გაგიჟებულმა მთელი ძალით დავიკივლე და მკლავში ჩავაფრინდი. წარბებშეკრულმა გადმომხედა, მანქანა გადაიყვანა და ის ის იყო ვიფიქრე გადამიშვებდა რომ რაღაც თეთრი ნაჭერი ამაფარა სახეზე. ვიგრძენი როგორ მომიდუნდა ერთიანად დაჭიმული სხეული, ნელნელა ბინდი გადაეკრა გონებას და თვალები დამეხუჭა. - ვწუხვარ, დეა! - სანამ ბოლომდე გავითიშებოდი მისი ამაზრზენი სიცილი მომესმა და საბოლოოდ გავითიშე. არ ვიცი ეს თავი რამდენად გამოვიდა, იმედი მაქვს ძალიან ცუდი არ არის, ვწუხვარ, მძიმე თავი იყო და შემდეგიც საკმაოდ მძიმე იქნება, შემდეგში სიმართლეს გაიგებთ, ყველაფერი გაირკვევა რეალურად რაც ხდებოდა <3 იმედი მაქვს იმედები არ გაგიცრუეთ, ველოდები შეფასებას და ბოდიში შეცდომებისთვის <3 ჩემი სტიმული ხართ! მაბედნიერებთ თქვენი კომენტარებით! <3 მიყვარხართ! |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.