ანანასები (სრულად)
- ანანო, შენ გაქვს გასაღები? - ვაიმე, მოვდივარ, მაკა და ცოტა დამელოდე, გეეხვერრწები. - ყელი გამოიწელა და უნივერსიტეტის ეზო ელვის სისწრაფით დატოვა. მიწისქვეშაში დაახლოებით ათ კაცს გაასწრო, ორ-ორ კიბეს ახტებოდა, თვალებმოჭუტულმა ახედა ტაბლოს და დაორთქლილი სათვალე გაწმინდა. ყვითელი რაინდის გამოჩენისთანავე, ჩანთას ხელი მაგრად მოუჭირა. ჩამომავალი ტალღა გაატარა და პირველი მიახტა აპარატს, მაგრამ... ერთხელ დაადო, მეორედ, მერე მესამედ და... არ რეაგირებდა. ანგარიშზე არ ჰქონდა და არც ოცთეთრიანი ეგდო ჩანთაში. ლოყები აუხურდა უზომოდ შერცხვა ყველა მას უყურებდა აბსოლუტურად ყველა. თავის აწევას არც აპირებდა ვიღაცის მსხვილი ხელის მოძრაობას რომ არ მიექცია მისი ყურადღება. უყურებდა გამოწვდილ ხელს და ქვითარს, თვალებდაჭყეტილმა აიხედა. ბიჭი იყო, მაღალი ბიჭი. უღიმოდა. მერე ისევ ქვითარს დახედა, მერე ისევ ბიჭს, სანამ… - გადაიწიეთ, სხვასაც უნდა ბილეთის აღება.. - იქვე მიჩოჩდა. ბიჭიც ახლოს დადგა. რამდენიმეჯერ გააპარა მზერა მადლობას ვეტყვიო, მაგრამ ხმა ვერ ამოუშვა, კიდევ ახედა და “ბახ” აღარ იდგა. რა ექნა? გამოშტერდა და ძებნა დაუწყო. კართან იდგა, ალბათ ჩასვლას აპირებდა. დაბარებულივით ჩავიდა ბიჭი. ჩახტა ანანოც. იმხელა ნაბიჯებით მიდიოდა, რომ ძლივს ეწეოდა. - აუ, უკაცრავად... - მოტრიალდა უცნობი, აბურდული გოგოს დანახვაზე ისევ ჩაეღიმა. - მადლობა, აი, ავტობუსში ბილეთი რომ ვერ ავიღე და შენ რომ დამეხმარე, ხომ გახსოვს? - აქოშინებულმა ძლივს ჩამოუყალიბა სათქმელი და ზურგჩანთა შეისწორა. - რამდენი წლის გგონივარ? - რა შუაშია? - სკლეროზიანის რამე მეტყობა, აბა? - ეგ არ მიგულისხმია, წარბაწევით ახედა ბიჭს - მადლობა და აბა ჰე… - ხელი დაუქნია. - ანგარიშზე ჩაირიცხე ხოლმე. მიაძახა ეწყინა... იმ წამსვე შემოტრიალდა და ყურებამდე გაკრეჭილი ბიჭის დანახვაზე უფრო გაგიჟდა. - ანგარიშზე მქონდა, - ხმადაბლა ჩაილაპარაკა, - უბრალოდ, გაჭედა. - მიდიოდი, - გაეცინათ. - ა, ჰო, მივდიოდი, - ისევ შეტრიალდა და რამდენიმე ნაბიჯის გადადგმისთანავე მიხვდა, რომ არაფერი ეცნობოდა. საერთოდ, საერთოდ არაფერი. ფერი დაკარგა, ისევ შემოტრიალდა... - ვაიმე, დამერხა? - საცოდავი სახით შეხედა მომღიმარ ბიჭს. - კონკრეტულად? - სად ვარ? - ნუცუბიძეზე. - და რა მინდა? - ჩაეძია. - როგორ? - გოგოს დაბნეულობის დონეს ვერ იჯერებდა, - მეღადევები, ხო? - ღადაობის მეტყობა რამე? - ნესტოები დაებერა. - ის თუ იცი, რა ნომერში ამოხვედი? - რავი, ერთიანით მთავრდებოდა, - მხრები აიჩეჩა და ამოიტირასავით. - და რითი იწყებოდა? - ისტერიულად იცინოდა უცნობი. - აუ, ჯანდაბა... აქ დამელოდე, - კიიდე შემობრუნდა, - ფეხი არ მოიცვალო იცოდე, - და საჩვენებელი თითი დაუქნია. - სად მიდიხარ? - დამელოდე-მეთქი. ზებრაზე გადაირბინა და ორ ნაბიჯში შევიდა. უყურებდა მაღაზიიდან გამოსულ გოგოს, ზურგჩანთის სწორებით რომ მორბოდა და ვერაფრით იშლიდა ღიმილს. - ხელი მომეცი... გაშალე მძორო, - შეუღრინა, რამდენიმე ბაბოლი ჩაუგდო და ბედნიერმა ახედა, - ვსო, გავსწორდით, - კმაყოფილმა ჩაუკრა თვალი და ჩანთა შეისწორა, უკვე მერამდენედ. - როგორ გიძლებენ? - ბაბოლებისთვის მზერა არ მოუშორებია ბიჭს. - ვერ მიძლებენ, საქმეც მაგაშია, - უაზროდ გაეცინა ანანოს, - აი ახლა, როცა შენ გელაპარაკები, დედა მელოდება იმიტომ, რომ გასაღები არ აქვს. ნუნუკასთან მაინც შევიდეს დროს გაიყვანს, - თავისთვის ჩაილაპარაკა გაბუტულმა და მიწას დახედა. - ნუნუკა ვინ არის? - ბაბოლებს მოწყდა იოანე და სასხვათაშორისოდ იკითხა. - მეზობელი, რაში გაინტერესებს? - შენ თვითონ ახსენე ნიპრიჩომ, მე რას მკბენ? - შემეშვი, რა. *** - კრედიტი უნდა გამოვიტანო. - რატომ? - მაგიდა აალაგა ანანომ და ტერასაზე გასულ დედას გაყვა. - მჭირდება, ანან. - პატარა ხის დაწნულ მაგიდასთან ჩამოჯდა მაკა და სიგარეტს მოუკიდა. - რაში? - ერთ-ერთ ყვავილთან ჩაიმუხლა ანანო და ხელი გადაუსვა. - ამათ, წყალი როდის დაუსხი, მაკა? - რამდენიმე დღის წინ... მოდი აქ, დე. - ხელით სკამზე ანიშნა. გვერდით მიუჯდა დედას, ფეხები აიკეცა და თავი მხარზე ჩამოადო. - დაიწყე აბა.. - საშვილოსნოზე მაქვს პრობლემები... სიტყვები სიგარეტის ბოლს გამოაყოლა და შვილის რეაქციის მოლოდინში ხმა არ ამოუღია. დროის გაყინვა გიგრძვნიათ? ჰოდა, სწორედ დრო გაეყინა ანანოს. საათი აღარ იძვროდა. წამი არ მოსდევდა წუთს. ნელა აწია თავი და ჩალისფერ თვალებში ჩახედა. - ეგ პრობლემები რამდენად საშიშია? - დასერილი ხმით იკითხა. - მოგატყუო? - სიმწრით გაეცინა დედას. - მაკა... - ვნახოთ, დე, ვნახოთ. - თმა ყურზე გადაუწია შვილს და საფეთქელზე აკოცა. *** - სად ხარ, ანან? - პირველის ეზოში. - გამოგივლი. - სამსახური არ გაქვს, მაკა? - გავენთავისუფლე. - მეორეს წინ დაგხვდები, მაშინ. რუსთაველის ალტჰაუსში ისხდნენ. უზომოდ ბევრს ქაქანებდა ანანო. - წარბს ვიხვრეტ და გაპროტესტებას არ ექვემდებარება. - რას მაშინებ, სადაც ვარდისფერი თმით დადიხარ, იქ წარბის გახვრეტაზე რატომ მექნება პრეტენზია? - დასცინა შვილს და მომავალ მიმტანს გაუღიმა. დედის თვალებისთვის მზერა არ მოუშორებია, მერე სახიდან ღიმილი გადმოეღვარა და წყნარი ხმით დაიწყო. - ერთნაირი ფერის თვალები გვაქვს, - თითქოს მაკას უყურებდა, მაგრამ, აშკარად სადღაც შორს, არარსებულ სივრცეს უღიმოდა. - გვაქვს, დე. - ისეთი შეგრძნება მაქვს, თითქოს დროს იყენებ, - ახლა ნამდვილად გაუსწორა მზერა. - ანუ? - პირისკენ წაღებული ჭიქა მაგიდაზე დააბრუნა მაკამ და პასუხის მოლოდინში გაირინდა. - მგონია, რომ ცუდი უნდა მოხდეს. რაღაც აუცილებლად ცუდი, - თავდახრილი ჩურჩულებდა. - რა გჭირს, ანანო? - შიში, დედა… შიში მჭირს, - თვალები საოცარი სისწრაფით დახუჭა და ღრმად ჩაისუნთქა. - სიკვდილს არ ვაპირებ, - ნაღვლიანად გაუღიმა შვილს და ხელზე აკოცა. *** ველოსიპედით უმისამართოდ, იქამდე სეირნობდა, სანამ მექანიკურად ერთ ზებრასთან არ შეჩერდა. ეცნო რაღაცნაირად. ზებრა ეცნო. მერე გაიხედა და... და ორი ნაბიჯი და ბაბოლები და ბილეთი და არეულად ამოტივტივებული მომენტები. გაეცინა. ხელები შეუშვა ველოსიპედს და ფეხის წვერებით დაეყრდნო ასფალტს. - მეძებ? - მხიარული ხმის გაგონებისასთანავე სახე „რესკად“ შეატრალა და ყურებამდე გაუღიმა ბიჭს. - ქვეცნობიერმა მომიყვანა აქ... - დაუფიქრებლად წამოროშა და უკვე მერამდენედ შერცხვა. - ჩაირიცხე? - ისევ გაეცინა ანანოს. არ უპასუხია, - დამუნჯდი? - ჯობია არ ვილაპარაკო მგონი. დაიმორცხვა და პედალს ფეხი დაადო. ხელი ველოსიპედის საჭეს მოუჭირა. - მე, იოანე, - სწრაფად ამოილაპარაკა ბიჭმა და ხელი გაუწოდა. - მე, ანანო, - გაუღიმა და გამოწვდილ ხელს თავისი შეაგება. - გამიხარდი, დაბნეულო, - თმა აუჩეჩა ანანოს, დაუჯერებლად გულწრფელი იყო იოანე. *** 9 ხდებოდა, ბოლო ლექცია რომ დაუმთავრდა. წაშლილი სახით გამოვიდა მეოთხე კორპუსიდან და ფაქტობრივად ცარიელ ავტობუსში ავიდა. ბილეთი აიღო და შუშას მიეყრდნო. ჩანთაში ყურსასმენების მოძებნის ორსაათიანი რიტუალი რომ დაიწყო, მიხვდა რომ ვიღაც თვალს არ აშორებდა, აიხედა და - მოსალოცი ამბავია. ხმა იმდენად ახლოს იყო, რომ რობოტივით გაშეშდა. ჩანთაში ძრომიალი შეწყვიტა და ნელა ახედა იოანეს. ორი წუთის განმავლობაში ისე უყურებდა, თითქოს რაღაც საერთაშორისო დანაშაული ჩაედინოს. - ეხლა როგორ უნდა მოვიქცე? - სერიოზული ტონით იკითხა ანანომ და ინსტრუქციას დაელოდა. - უნდა მკითხო, რას გილოცავ, - ავტობუსის წვრილ ბოძს მიეყრდნო ბიჭი და ღიმილით აათვალიერა აბურძგნული გოგო. - ჩათვალე, რომ ვიკითხე, - ხასიათზე მოვიდა ანანოც. - ბილეთის წარმატებით აღებას გილოცავ, მაშინ. - რისი ღირსი ხარ? - ჯემალ ბაღაშვილის შვილიშვილობის, ალბათ. - გაეცინა იოანეს თავის უაზრო იუმორზე. რომელიღაც გაჩერებაზე ჩამოვიდნენ. აი ასე, შეუთანხმებლად. გვერდიგვერდ მიდიოდნენ. არც ნელა, არც ჩქარა. ინსტინქტურად უთანხმებდნენ ერთმანეთს ნაბიჯს. - ჩანთის დაჭერას რატომ არ მთავაზობ? - კარგ ხასიათზე იყო ანანო. - მტესტავ? - რას ვშვები? - ძაან *ლეობაა, რა. შეურაცხმყოფელია იმენა. - ჩანთის დაჭერა? - ხმამაღლა გაეცინა და გვერდულად ახედა ბიჭს. - ჰო. - ვისთვისაა შეურაცხმყოფელი? - მაგარი თემა ააგდე, ვიყო. - ღირსი ვარ. - რისი? - აი, მაგ ირონიული რეპლიკის. - ნამდვილად, - შეიფერა ბიჭმა. - და დატესტვაში რას გულისხმობდი? - აუ, მალე მივალთ? - მძორო - გაეცინათ. - აღარ შემიძლიხარ. რაღაცნაირი სითბოთი ჩაილაპარაკა იოანემ ისე, რომ არც კი გაუხედავს ანანოსკენ, *** მობილურის გაუჩერებელმა წიკვინმა გააღვიძა. მექანიკურად გადაუსვა ხელი სენსორს და ზმუილის მსგავსი ხმა გამოსცა. - ანანო, ყიყლიყო და კაკაო დაგიტოვე კარადაში, უჭმელი არ წახვიდე. - მეძინა, მაკა. - ჩაიფრუტუნა და მობილური გათიშა. დაბარებული შეასრულა. არ ჩქარობდა. ტანზე გადაივლო. ნაცრისფერი ფანქარი სწორად წაისვა და ვარდისფერი თმა აიჩეჩა. ნელა დაუყვა სადარბაზოს კიბეებს. მარჯვენა ფეხს ჯერ ჰაერში წევდა, მერე ხრიდა და საფეხურზე დგამდა, ასე თამაშ-თამაშით ჩადიოდა, რომ - ფეხს რო აუჩქარო ცოტა? შეხტა. სადარბაზოს შესასვლელთან, კიბის დასაწყისში იდგა იოანე და იღიმოდა, როგორც ყოველთვის. - არ გესიამოვნა? - უხერხულად იკითხა ბიჭმა. - შენი მოსვლა? - ჰო, რავი. - უნდა მოხვიდე ხოლმე? - გულუბრყვილოდ იკითხა და თვალებს აქეთ-იქით აცეცებდა. - თუ არ გისწორდება, გნიდა ბავშვი კი არ ვარ რამე დაგაძალო. არ უპასუხია ანანოს. უფრო სწორად არ იცოდა ასეთ სიტუაციებში როგორ იქცეოდნენ გოგოები. თავს იფასებდნენ, იფერებდნენ, თუ მადლობას უხდიდნენ. - მოკლედ, თავი მოიქექა და გააგრძელა, - სადღაც მინდოდა მოსულიყავი, რა. - სად? - ჩემს თამაშზე. - როდის? - დღეს. - საინტერესოა. - არ უნდა მკითხო, რას ვთამაშობ? - გისმენ. - რაგბს. - მორაგბე ხარ? - შეიცხადასავით. - რატო გაგიკვირდა? ეზოში გავიდნენ. ისევ გვერდიგვერდ მიდიოდნენ. - რა ვქნა ეხლა? - ეგ კითხვა მე მეკუთვნის, იოანე. - გაიმეორე. წინადადება დასრულებული არ ჰქონდა, თვალებანთებულმა რომ წამოიძახა. - რა? - „შენგიჟიხოარხარ“ გამომეტყველება მიიღო. - რაც თქვი, გაიმეორე. - ეგ კითხვა ჩემია-მეთქი, თუ სხვა ცნებებით განგიმარტო? - სახის მიმიკა არ შეცვლია ისე ჩამოუყალიბა. - აუუ... - ბავშვივით დაიწუწუნა ბიჭმა, მაგრამ აღარ გააგრძელა. - არ არსებობს, - პირზე ხელი აიფარა, სიცილის შემოტევას გრძნობდა - ღადაობ, თუ... ღადაობ, ხო? - ჩაბჟირდა, - შენი სახელი გესიამოვნა? - მოხვალ? - თუ სწორ ავტობუსში ავედი, მოვალ. - დარწმუნებით ჩაილაპარაკა და თვალი გაუსწორა ბიჭს. ერთმანეთის პირისპირ იდგნენ. ნელა მიუახლოვდა ანანოს, ღიმილი არ შორდებოდა სახიდან იოანეს. ქვედა ტუჩს კბილები გადაუსვა. არ იყო გამომწვევი ქმედება. საჩვებელი თითით ჯერ შუბლზე შეეხო და თმის რამდენიმე ღერი გადაუწია, მერე საფეთქელთან ჩამოატარა ნელა, ძალიან ნელა გადავიდა ლოყაზე და ყელზე გაჩერდა. აუღელვებლად დაატარებდა თითს, თითქოს ყოველდღე ასე აკეთებდა და უფორმო სიმბოლოებს ხაზავდა. მერე გაჩერდა, თითი მაგრად დააჭირა აუშვა და უსწრაფესად აკოცა იმ ადგილას. - აი, ამას. - ყელთან დაიჩურჩულა, - ამ ადგილს დაიმახსოვრებ. - ყრუდ ჩაილაპარაკა და გასწორდა, - და მოხვალ. *** - კრედიტი რას შვება? - მომცეს. - ამიხსენი. - რა? - მხოლოდ ახლა გამოხედა შვილს. - ამიხსენი-მეთქი. - მეორე სტადიაა, ანან, - ხმა შეიმაგრა მაკამ და მოპირდაპირე შენობას უაზროდ გახედა. - რა იქნება? - სხივური თერაპია. - გეტკინება? - გაუცნობიერებლად დაუსველდა ლოყები. - არ ვიცი. - გამამხნევებლად გაუცინა. - არ მაინტერესებს, მაკა, - ჩვეულებრივი ხმით დაიწყო - ერთი წლის მერე და ათი წლის მერე და ძალიან, ძალიან მერეც შენ დამირეკავ ყოველდღე და მეტყვი, რომ ყიყლიყო და კაკაო დამიტოვე კარადაში. სხვა არაფერი გაბედო. ტერასაზე დატოვა მაკა. თავის ოთახში შევიდა და ტანსაცმლიანად შეწვა. კანკალებდა. თვალები მაგრად დახუჭა, მოიკუნტა. ცუდზე ვერ იფიქრებდა. არარეალურად ერთადერთი იყო მაკა მის ცხოვრებაში. არავინ იყო მაკას გარდა საერთოდ არავინ. ვერ დაიძინა. იწრიალა, იწრიალა და ისევ გავიდა. ისევ იქ იყო, გვერდით მიუჯდა, პლედი გაუყო დედამ. - ათი წლის მერე შენ გამიკეთებ ხოლმე ყიყლიყოს, - ღიმილიანი ხმით ჩაილაპარაკა მაკამ. გათენებამდე ასე იყვნენ. *** სიმღერას ეძებდა მობილურში. ცალი ყურსასმენი ეკეთა და ცალი ხელით ველოსიპედი მიჰქონდა. - 21 პირდაპირ სტადიონთან მოდიოდა, არადა, - შეტრიალდა. - ნამუსზე ვერ ამაგდებ, - უემოციოდ ჩაილაპარაკა და გზა გააგრძელა. - გემარტივა? - აგდებით ელაპარაკებოდა. - რა? - რო დამადე, გემარტივა? - რაღაც ეგეთი. - არ გიხდება. - დამღალე. მხოლოდ ახლა შეხედა გვერდით მოსიარულეს. - იოანე, საერთოდ არ მიფიქრია მანდ მოსვლაზე, - პირდაპირ მიახალა და იძულებული იყო გაჩერებულიყო. - ვაჰ, რა პირდაპირი გოგო ხარ შენ. - ჩაეცინა ბიჭს. ეწყინა, ვერ ფარავდა, რომ ეწყინა. პირველად ჰქონდა ასეთი ხმა იოანეს. - რანაირი ტონია. - გაწუხებ? - არა. - აბა, რა ხდება? - გაოცებულმა იკითხა. - ვერ ავხსნი. - ცუდად ხარ? - ვარ. - მომიყვები? - მერე. - და მე, მოგისმენ? - გამომწვევად იკითხა. ფრთხილად მიუახლოვდა ანანო, მზერა არ მოუცილებია იოანესთვის წამითაც კი. დეჟავუ ჰქონდა ერთსაც და მეორესაც, თითი ყელზე დააჭირა, უფრო მაგრა ვიდრე იოანემ, მერე მიიწია და თითქმის შეუმჩნევლად აკოცა. - მომისმენ, - ველოსიპედზე დაჯდა და კმაყოფილმა გაუღიმა უცნაურად მომზირალ იოანეს. - და მარტო მე არ დამამახსოვრდება ეგ ადგილი, - თვალი ჩაუკრა და პედალს ფეხი შეახო. *** შემდეგ დღეს არაფერი. არც იმის შემდეგზე. არ გამოჩენილა იოანე. მაკაც დუმდა. ანანოც ვერ არღვევდა სიჩუმეს. პარადოქსულად მონოტონური იყო ვარდისფერთმიანის ცხოვრება. საღამოს 6 საათი ხდებოდა ნუცუბიძისკენ რომ წავიდა ფეხით. მიდიოდა ისე, უბრალოდ და უმიზნოდ. ნაცნობ ზებრას რომ ჩაუარა, აქეთ-იქით გაიხედა, მაგრამ არაფერი. ზღაპრული მომენტის არარეალურმა მოლოდინმა შეაშინა. მერე, მერე ხმაური მოესმა. ერთ-ერთი სადარბაზოდან გამოლაგდნენ ბიჭები. იოანე დაინახა მეგობრების გარემოცვაში. შემთხვევით გამოიხედა ანანოსკენ. დაჭედებულივით იყო, არ იძვროდა ანანო და წამები დასჭირდა იმის გააზრებას, რომ იოანე უკვე მის წინ იყო. - არ გცივა? - ესე მეტყობა? - ყბა აგიკანკალდება მალე, - ირონიულად შეათვალიერა გაფითრებული გოგო. - დამპალო, პროსტა. - ამოიბურდღუნა და ზურგი შეაქცია. წამოვიდა, იოანეც გაყვა. - ატრაკებ, - ხელი მაჯაზე მოკიდა და გააჩერა. - უნდა შემოგებრუნებინე, ბალვანო. - წამო, ჩემთან, - თავი სავარაუდოდ სახლის მიმართულებით გააქნია. - სად შენთან? - ვერ მიუხვდა. - სახლში, ჩემთან, - „რაძნელიმისახვედრია“ სახით უყურებდა გოგოს. - შენთან რა მინდა? - შენი ქალიშვილობა უნდა ჩავიბარო, - სერიოზული სახით ჩაუკრა თვალი გოგოს და სადღაც წაიყვანა. ხელი არ გაუშვია. არც ანანო შეწინააღმდეგებია. სტანდარტულ, ნაცრისფერ, კომუნისტურ შენობაში შევიდნენ. მერვე სართულზე გაჩერდა ლიფტი, შინდისფერ კარს მიუახლოვდა იოანე, პირველი შევიდა და შუქი აანთო. - აირჩიე ოთახი, - სრული სერიოზულობით დაიწყო. - ჰა? - გონს ვერ მოვიდა. - რომელი ოთახი გინდა? - ტუალეტი, - გაბრაზებულმა შეხედა უაზროდ მომღიმარ ბიჭს, - მარტო ცხოვრობ? - გარემო ურცხვად მოათვალიერა. - არა რა მარტო, - შეიცხადა იოანემ. - ღადაობ? თვალები გაუფართოვდა დაპროგრამებულივით წავიდა კარისკენ და სახელურს დაექაჩა, მაგრამ ვერ გააღო. - შენები რომ მოვიდნენ, მერე რა ვქნა? - რატომ მოხვედი? - აუღელვებლად იკითხა იოანემ. - რა? - ამოიკნავლა, - რას ნიშნავს, რატომ მოვედი? - გაგონილს ვერ იჯერებდა. - გიმეორებ, რატომ მოხვედი? - საშინლად მშვიდი იყო. - რატომ შვები იოანე, მაგას? - ხმა აუკანკალდა. - და რატომ მოდიხარ? - დაგპირდი, მე, - ძალიან ხმადაბლა ამოილაპარაკა და თითებს დახედა. - რას? - წყნარად აგრძელებდა გოგოს ტანჯვას. - მოყოლას, - თითებს არ აშორებდა მზერას. - მერე რატომ მიდიხარ? - უჩვეულოდ ცივი იყო. თვალები გადაატრიალა ბიჭმა, ერთ-ერთ ოთახში შევიდა. ბატივით გაყვა ანანოც. დივანზე დასხდნენ ერთმანეთის პირისპირ. იდაყვებს დაეყრდნო იოანე. - გაგიკეთო რამე? - სითბო იგრძნო. - არ მინდა, მადლობა. - დაიწყებ? - საშინელებაა ესე. - როგორ, ესე? - თვალებდაწვრილებული უყურებდა ანანოს. - ჩარჩოში რომ მოაქციე. - გვინდა არ გვინდა, ჩარჩოში უნდა მოექცეს. - ანუ, რას მეუბნები, - სარკასტულად გაეცინა, - დავიწყო, მე ანანო, დავიბადე ამა და ამ წელს, ესე და ესე... - დებილი ხარ? - შესაძლებელია. - შენი ბიოგრაფია რაში მჭირდება? - არ ვიცი, იოანე. რატომ მოვედი ისიც არ ვიცი, ან აქ რატომ ამომიყვანე ისიც არ ვიცი. რატომ დაგპირდი, რომ რამეს მოგიყვებოდი არც ეგ ვიცი. მჭირდება, ძალიან მჭირდება, რომ ამოვიღო ეს ყველაფერი და უფრო უარესად მჭირდება, რომ ვინმემ მომისმინოს, მაგრამ არ შემიძლია რა, ესე. ტიროდა, ვერ მიხვდა, ისე ტიროდა. ჩუმად ისხდნენ. ცრემლები შეაშრა. ნამტირალევი თვალებით უყურებდა იოანეს, სხვა ელემენტები დაიჭირა მის მზერაში ანანომ, სხვანაირი, რაღაცნაირი, ისეთი, აქამდე რომ არ უგრძვნია. - გიყვითლდება, - გაუღიმა იოანემ, თვალს არ აშორებდა. - ჰო, ტირილის მერე ესე ემართებათ, - გაეცინა ანანოს. - ვარდისფერი რატო? - რენდომულად, - არანორმალური სიცილი წასკდა თავის რეპლიკაზე. - როგორ? - ვერ მიხვდა. - დაიკიდე, სულ მინდოდა ეს სიტყვა სადმე გამომეყენებინა. *** ლექციაზე იჯდა. სულ, სულ ბოლო რიგში. ყურსასმენები ეკეთა და ნაცრისფერ ამინდს აკვირდებოდა. მესიჯი მოუვიდა, მაკასგან. << მოხვალ? >> ბუნდოვნად ახსოვს, როგორ ჩარბოდა კიბეებზე და ახტებოდა საფეხურებს. პირველივე ტაქსიში შევარდა. მერე, მერე სადარბაზოს მოაჯირებს ეყრდნობოდა და ისე არბოდა, უფრო სწრაფად. ძლივს სუნთქავდა, მექანიკურად დარეკა ზარი, მერე ხელის კანკალით ამოიღო გასაღები, ვერ გააღო... ვერც მეორე ცდაზე, თვალები დახუჭა, ღრმად ჩაისუნთქა და შევიდა სახლში, ცახცახებდა, მოშლილი იყო, ადამიანს არ გავდა. საძინებლის კარი შეაღო და უგონოდ მწოლიარე დედას სუნთქვაშეკრული მიუახლოვდა. შვილის სითბო როგორც კი იგრძნო, მაშინვე თვალები გაახილა მაკამ. ზურგიდან მიუწვა და მოეხვია. გული ხმაურიანად უცემდა. - მაკა, თუ რამედ ვღირვარ, იცოდე ყველა სხივურს დავესწრები. *** რამდენიმე დღეში მაკა სამსახურში გავიდა. უნივერსიტეტში არ წასულა იმ დღეს. სახლი დაალაგა, გაუჭირდა, პირველი იყო, მაგრამ მიეჩვეოდა. ყველაფერი მაკა იყო აქამდე და ახლა თვითონ უნდა ყოფილიყო ეს ყველაფერი. დაღლილმა დაიბანა, ბლინები გააკეთა და ტელევიზორს მიუჯდა. მაინც არ უყურებდა, “ფბ-ს” სქროლავდა. ზარის ხმა გაიგო, მაკა არ იქნებოდა, მაგრამ მაინც გიჟივით წამოვარდა ფეხშიშველი და რამდენიმე წამში არეული სახით უყურებდა მის წინ მდგომ იოანეს. - რა რეაქციაა? - გაეცინა ბიჭს. - არ გელოდებოდი, - ამოიხრიალა, - მოდი. - ვის ელოდებოდი? - ბლინებს შეჭამ? - კითხვა დააიგნორა. - შევჭამ, - დივანზე მოკალათდა იოანე და დაბნეულად მოფუსფუსე ანანოზე გაეცინა. - ამ ტაფას გადაგაყლაპებ, თუ კიდე დამცინებ. - გემრიელია, - გასინჯა. - ვიცი, - თვალი ჩაუკრა და ფორთოხლის წვენი დალია, - რანაირად მოაგენი? - გაგიკითხე, დეზლურად, - გაიწელა. - ჰომ, - ფეხები დააბაკუნა, უხერხული სიჩუმე ჩამოვარდა. - ნაყინი გინდა? - ამ სიცივეში? - გეკადრება, ტო? ნაყინს მუღამი ამ დროს აქვს. არც ლუკა პოლარეში წასულან, არც ვენდისში, და არც დანქინში. ერთ-ერთ მარკეტში, „ფიგაროში“ იყიდეს სენდვიჩები და რომელიღაც უსახელო პარკში დასხდნენ. - ის ბაბუები როგორ გვიყურებენ, - ღიმილი ვერ შეიკავა იოანემ. - გონიათ რო ზასაობა გვინდა და ხელს გვიშლიან, - გაეცინა ანანოს და იოანეს მხრებში ჩამალა სახე. - უიმე, ანანო, უიმე, - შეწუხებული სახით დახედა გოგოს. - ვერ ვიტან პარკებს. - ვერც მე. - მერე, რას ვსხედვართ? - გაკვირვებით ამოილაპარაკა. - წავიდეთ, მაშინ, - წამოდგა და ხელი გაუწოდა ანანოს. - რა გააკეთე? - ისტერიული სიცილი აუვარდა. - შემთხვევით, არ შემარჩინო, - სიცილში აყვა, - სახლში არ წახვალ, ჯერ, - დაასწრო იოანემ. - არ წავალ… ღრმად ამოისუნთქა ანანომ და იოანე მიხვდა, რომ რაღაცას აპირებდა. - როგორ დავიწყო? - როგორც გინდა. - დედაჩემს სიმსივნე აქვს, და ასე? - იყოს, - ჩვეულებრივი ტონით აგრძელებდა იოანე, - ტკივა, - მწარედ ჩაეცინა, - და უმწეო ვარ. გეფიცები სხვა სიტყვა არ შემესაბამება, იოანე. ჯერ სხივური თერაპიაა, მერე რა იქნება არ ვიცით. ყველა ზარი მოსალოდნელი დასასრულია, იოანე. შენ რომ მოხვედი, მაშინაც მაგ დასასრულის შემეშინდა ზუსტად. - სტადია? - მეორე. - რას ამბობენ ამ დროს? - ზუსტად ეგ, არ თქვა. - მამა? - არ მყოლია, არ ვიცი, არც არასდროს მეყოლება, - მარტივად დაალაგა, - სიგიჟეა ხო? იოანე, ვერ მოვიდოდი შენს თამაშზე მაშინ. ცივი ჰაერი საშინლად ტკენდა ფილტვებს. გაუცნობიერებლად ჩაეხუტა ანანოს და მექანიკურად მოხვია ხელები იოანეს. - რანაირი გოგო ხარ. - რამენაირი. - რაღაცნაირია ეგ. - და ამას რა ქვია? - ამას, რას? - აი, უაზროდ რომ ამოვდივარ ნუცუბიძეზე იმ ზებრასთან, შენც რომ უპრობლემოდ მოდიხარ ჩემთან, მე ბლინებს გაჭმევ და... - რავი, ქვია რა რამე, - ანანოს ეზოში იყვნენ უკვე. - ძაან *ლე კითხვა იყო, არ გეწყინოს. *** აღდგომის წინა ღამე იყო. თითქმის ცარიელ ავტობუსში იდგა. - დაგვტოვეს ჩამოთრეულებმა? - გელოდებოდი. - რაღაც მემართება, - დახშული ხმით ამოილაპარაკა იოანემ. - ავტობუსში უნდა ამიხსნა ეგ, მაინცდამაინც? - ვაპირებდი, რო? - რა ვიცი, არა? - აყვა ანანოც. - მართალი ხარ, ვაპირებდი. პირველად გრძნობდა, რომ ვიღაცას მასზე ეფიქრებოდა. პირველად გრძნობდა, რომ ვიღაცას განწყობას უქმნიდა. პირველად გრძნობდა ასეთს. უნივერსიტეტი იოანე სახლი მაკა მაკა სახლი იოანე უნივერსიტეტი. ახერხებდა ერთდროულად ყოფილიყო ბედნიერიც და უბედურიც. სეირნობდა იოანესთან ერთად მერე მაკას ტკივილები ახსენდებოდა და იშლებოდა, უსიტყვოდ ტოვებდა არც იოანე ეუბნებოდა რამეს. გაორებული იყო. გვიანი იყო. არ ეძინა, რაღაცას ელოდებოდა, ზუსტად ის, რაღაც მიუვიდა. იოანესგან. << ეხლა უნდა დაგირეკო >> << რას მაშინებ >> - უაზროდ იღიმოდა. << არ მოიწყინო ხოლმე, რა >> ყველაზე ნაკლებად ელოდა ამას. საკუთარი თავი შეეცოდა, პირველად. პირველად მიხვდა, როგორი უმწეო იყო. როგორი უსუსური იყო როგორი არაფერი იყო. საერთოდ არაფერი. << ანანო.. >> << აბა, დაგირეკავო? >> - ხელის კანკალით აკრიფა. << სიტყვებს ვერ ვაბამ და თავს ხო არ დაგაცინინებ :) >> << რა გჭირს? >> << დავლიე, დებილო>> << შენი სპორტსმენობა არ გაიშვა :) >> დაურეკა, პირველად ინერვიულა ასე იოანეს ზარზე. მგონი ანანოს უფრო ებმეოდა ენა, ვიდრე იოანეს. ლექციის მეორე საათი როგორც კი დაიწყო იოანეს მიწერა, მძორო რას შვებიო პასუხიც მიუვიდა, მაგრამ არა იოანესგან. თითი მოიტეხა და ვერ გწერს, მისი მეგობარი ვარო. იმხელა ხმაზე გაეცინა რომ გამოაგდეს.. 20 წლის გოგო ლექციიდან გამოაგდეს. საღამოს ნუცუბიძეზე წავიდა. მაკას დაუბარა, იოანემ თითი მოიტეხა და უნდა ვინახულოო თაიგულით და ხილით ხელში დაადგა. ჩაკეცვამდე იცინა, მწოლიარე რომ დახვდა. - ამხელა ფილარმონია კაცი, რამ წაგაქცია? - ეეე, ხილი, - პარკებს გააყოლა მზერა იოანემ. - აი, შენ თუ დებილი არ იყო, - იქვე ჩამოჯდა. - ეს თაიგული, სად იშოვე? - ვერ იჯერებდა იოანე. - ვენოკები სადაც იყიდება, იქ. - ძალიან წყნარად გასცა პასუხი, მაგრამ ძნელია ანანოსნაირი ანანო იყო, მიგქონდეს თაიგული თითმოტეხილ ორმეტრიან ბიჭთან და სიცილს იკავებდე ასეთ სიტუაციებში, ჰოდა ვერც ამჯერად შეიკავა. იოანეს თამაშზე წავიდა, არ უთქვამს მოვალო, მაგრამ დაინახა, დაინახა და რამდენიმე ათეული მეტრიდანაც კი იგრძნო, როგორ იღიმოდა იოანე. უნდოდა ეკივლა თავზე დაემხო იქაურობა, მაგრამ, მაგრამ რაღაც აკავებდა. სირცხვილი, თუ გამოუმჟღავნებელი ემოციები. მოიგო იოანემ და გამოიპარა ანანო. << დებილი ვარ >> - გააზრების გარეშე გაუშვა იოანესთან. << რისი გეშინია? >> << არ ვიცი >> << ნუ ფიქრობ >> << აბა, რა ვქნა? >> << აი ესე, იარე ხოლმე ჩუმად ჩემს თამაშებზე, ოღონდ მერე ნუ იფიქრებ, რა >> ძალიან, ძალიან გვიანი იყო. ტერასაზე იჯდა და ვერაფრით იძინებდა. რაზეც არ უნდა ეფიქრა ბოლოს მაინც ყველა აზრი იოანეს გარშემო იყრიდა თავს. მეტი აღარ უფიქრია, მობილური აიღო და პირველად დაურეკა. პირველად ანანომ - იოანეს და ისიც ღამის 3 საათზე. ეძინა. ანანოს ნომრის დანახვაზე პირველი მაკა გაახსენდა, მაგრამ იმ საათისთვის შეუფერებელ განწყობაზე მყოფი ანანო შერჩა მობილურის მეორე მხარეს. - რას შვები? - მხიარულად დაიწყო. - გააფრინე, გოგო? - იოანეს ნამძინარევ ხმაზე ფერები გადაუვიდა. - ეხლა რაღაცაზე ვფიქრობდი და უნდა მეთქვა, - დასერიოზულდა. - გისმენ, - წამოჯდა. - თმა უნდა შევიღებო, - ხმა არ ამოიღო იოანემ. იჯდა საწოლზე და იაზრებდა რა ხდებოდა მის თავს, ან ვერც იაზრებდა იმიტომ, რომ რთულია რაციონალური ახსნა მოუძებნო ანანოს. - იოანე, - ფრთხილად გააგრძელა. - რამ დაგადუმა, მძორო? - ვარდისფერს რას ერჩი? - სიმსუბუქე იგრძნო ანანომ. - აუ, ამოვისუნთქე, - მკერდზე ისე მიიდო ხელი, თითქოს დაინახავდა. - რატო? - მეგონა, გეწყინებოდა, - ჩუმად ჩაილაპარაკა. - რა უნდა მწყენოდა? - ამ დროს რაზე დაგირეკე, იოანე? - გაეცინა თავის საქციელზე. - ანუ, არ გინდა რო რამე მეწყინოს? - იწვევდა. - არა, რა თქმა უნდა. - მიზეზი? - კარგი ბიჭი ხარ, - მერე გაჩერდა და სივრცეს გაუღიმა. - ძილინებისა, იოანე. - მშვიდი ძილი, ანანო. *** ოპერაციაო. გარდაუვალიაო. საშვილოსნოს ამოიღებენ და მერე იმედი იქნებაო. იმედი ყველაფრის დამთავრებისო. ყველაფრის კარგად დამთავრებისო. სხვანაირად, ვერანაირად, ვერაფრით, ვერ იქნებოდა ანანოს ცხოვრებაში, გამორიცხულია, რა. ერთად გადააგორეს საავადმყოფოს კედლები იოანემ და ანანომ, ლოდინიც, სითეთრეც, მერე ერთად აცინეს მაკა, არ შეიძლებოდა, მაგრამ მაინც. რაღაც იცვლებოდა ჰოდა, არ უნდა დაეკარგა იმედი იმედი არ უნდა დაეკარგა თორემ მერე ყველაფერი დამთავრდებოდა მაკა იყო იოანე იყო და იყო სიმშვიდე ტკივილიც თუ შეიძლება მშვიდი იყოს, ასე იყო მაშინ. მთავარია, იმედი გაჩნდა და მაკა იცინოდა. არ შეიძლებოდა, მაგრამ მაინც. ტერასაზე ისხდნენ ხოლმე. ანანასები ამოჰქონდა იოანეს. შეშლამდე, გაგიჟებამდე ბედნიერები იყვნენ. ანანო იოანე და მაკა და სიმშვიდე იყო, უცნაური სიმშვიდე. << ჩამოხვალ? >> << ამოდი, სად ჩამოვიდე? >> << ვერ ამოვალ, ანანო. >> აღარ მიუწერია, ჩავიდა, არ უფიქრია არაფერზე. იდგა და ელოდებოდა იოანე სპორტულად ჩაცმული, როგორც ყოველთვის. - მოხდა რამე? - დაასწრო. - რავი, რა. - თავზე ხელი გადაისვა იოანემ. - იტყვი? - ნერვები აწყდებოდა უკვე. - რაღაც კონტრაქტს მთავაზობენ, კააროჩე, - დამნაშავის ტონით დაიწყო იოანემ, - ჰოდა, არ ვიცი რა ვქნა. - რა უნდა ქნა? - ეღიმებოდა. - წავიდე? - სად უნდა წახვიდე? - ხმა შეეცვალა. - საფრანგეთში, ანანო, - თავდახრილი აგრძელებდა იოანე. - მე, როგორ მეკითხები? - სიმწრით გაეცინა. - უნდა წახვიდე, აბა რა უნდა ქნა? - გაოცებული უყურებდა ბიჭს. - მერე შენ? - მე? - შენ, რა მოგიხერხო, ანანო, შენ? - არანორმალურად თბილი თვალებით უყურებდა იოანე. - სკაიპი გააკეთე, დებილო, რა უნდა მომიხერხო? - გამამხნევებლად გაკრა მხარზე. - ერთი წელი მოითმენ? - ერთი? - შეიშალა. - ჰო, ერთი. აუ ძაან ტრაკულად ვიქცევი, - თავზე ხელები შემოიწყო იოანემ, შებრუნდა. - მოტრიალდი, - არ განძრეულა. - თავს დამნაშავედ რატომ გრძნობ, იოანე? - წინ დაუდგა. - იმიტომ, რომ არ უნდა გტოვებდე, ანანო. მე, შენ არ უნდა გტოვებდე. - არ მტოვებ, იოანე, აუცილებელს აკეთებ. ეჭვი როგორ შეგეპარა წასვლაში? - ანანასებს ვინ ამოგიტანს, მერე? - ღიმილი შეეპარა იოანეს. უცებ მზერა შეეცვალა, მერე ემოციები დაალაგა. უცნაურად აკვირდებოდა ანანოს, თითქოს რაღაც გადაწყვეტილებას იღებდა და მის თვალებში ეძებდა თანხმობას. ფრთხილად მოკიდა ორივე ხელი კისერზე და ნაზად მიწია თავისკენ, თბილი თითები ჰქონდა იოანეს, სულ თბილი ჰქონდა. ფრთხილად აკოცა და: - ანანასის გემო გაქვს, - ტუჩებს ეხებოდა ჯერ კიდევ იოანე. გაფრენამდე რამდენიმე დღით ადრე მიაკითხა ველოსიპედით. რამდენი ხანია ასე არ უქნია. ნელა ატარებდა ანანო, გვერდით მიყვებოდა იოანე. - გაძლებ? - გავძლებ. - ანანო, არ ვაპირებ სკაიპობანას. - და რას ვაპირებთ? - არაფერს. - როგორ? - არ შემიძლია. - რას მეუბნები? - ეკრანის იქით ვერ აგიტან, ანანო. - ვერ ვიჯერებ. - რაზე უნდა გელაპარაკო, აი, რაზე? - ხელებს იქნევდა უმისამართოდ, იოანე. ყველა ძარღვი ერთიანად დაეჭიმა. ცუდად იყო იოანე. ძალიან, ძალიან ცუდად. - არ ვიცი, - სველი ქონდა ლოყები. - მოგიკითხო, ანანო? რა უნდა გითხრა? რას შვები-მეთქი? თუ როგორ ხარ-ით დავიწყო? - ხმამაღლა სუნთქავდა იოანე და ანანო მიხვდა, რომ აზრი არ ჰქონდა არაფერს, აღარაფერს. ჩუმად იდგნენ ერთხანს. მერე, მერე ველოსიპედი შემოატრიალა და წასასვლელად მოემზადა. - ბედნიერად, - არც შეუხედავს. - შემდეგი იასამნისფერი უნდა იყოს. - რა? - ბედნიერად, ანანო. წავიდა. გაფრინდა. ნოემბერი იწყებოდა მაშინ. არ უყვარდა ნოემბერი იმიტომ, რომ ვერ ენდობოდა. ან დაგანგრევდა, მოგშლიდა, დაგანაწევრებდა ან პირიქით, პირიქით. არ იჯერებდა, არ უნდოდა, რომ დაეჯერებინა. ვერ გააგრძელებდა იოანეს გარეშე. ვერაფერს გააგრძელებდა. მოიტყუა, გავძლებო ვერ გაძლებდა. უაზრობა იყო. არარაობა იყო. უსუსურობა იყო. მაკა და ანანო იყო. ისევ მარტოები ისევ ერთად. ვერ ტიროდა. გონებამდე არ უშვებდა, რადგან შეიშლებოდა, გააფრენდა, უჰაერობამდე ენატრებოდა და დღეები უნამუსოდ მიყვებოდა ერთმანეთს. არ ამშვიდებდა მაკა. იცოდა, აზრი არ ქონდა არც ერთი სიტყვის თქმას. მაგრამ ანანომ იცოდა, რომ გრძნობდა მაკა და ეს იყო რაღაც გადარჩენისმაგვარი. აღარავის ამოქონდა ანანასები, აღარ იცინოდა ვარდისფერთმიანი, საერთოდ აღარაფერი ხდებოდა სიცარიელის გარდა, იოანეს დატოვებული სიცარიელის. მერე იხსენებდა. იხსენებდა მომენტებს. მოგონებებს. ავტობუსის, ბაბოლების, თამაშების, ნაყინების, ანანასების, მაკას - იოანეს და ანანოს ყველა ღიმილის იოანეს იხსენებდა. არ იცოდა რა ერქვა იმას, რასაც გრძნობდა, მაგრამ იცოდა, რომ ამაზე უარესი ვეღარ იქნებოდა. ისევ ტერასა, მაგრამ ციოდა ამჯერად აუტანლად ციოდა და ბევრი, ბევრი პლედი ეფარათ. ლიმონიან ჩაის სვამდნენ და ერთმანეთით თბებოდნენ. მაკა და ანანო ისევ ერთად, ისევ მარტო. - გული შეიძლება გამისკდეს, მაკა. - გაშრა. პირველად, ცხოვრებაში პირველად არ იცოდა რა ეთქვა შვილისთვის. გული შეიძლება გამისკდესო. ვარდისფერთმიანმა, ღიმილიანმა ანანომ გული შეიძლება გამისკდესო. - ნაცრისფერია ყველაფერი, მეც ნაცრისფერი გავხდი და ვერაფერს ვუშვები ამ ფერს, ვერ ვაფერადებ, ვერ ვათბობ. ცრემლები მოდიოდა მაკას, მაგრამ არ ტიროდა, არაფრით არ ტიროდა. - ისე მიყვარს დე, შეიძლება გული გამისკდეს.. *** ოცდათერთმეტი მაისი იყო. ამ დღეს დაიბადა ანანასების ანანო. მაკას სიცოცხლის მიზეზიც მიზანიც და არსიც. იბოდიალეს, იგიჟეს, მერე მშვიდად დალიეს ჩაი და სახლში წავიდნენ. არც ერთი მესიჯი, არც ერთი ზარი, საერთოდ არაფერი იოანესგან. თითქოს არ არსებობდნენ ერთმანეთის ცხოვრებაში. არ იმჩნევდა იმას, რომ ვერ შეეჩვია უ-იოანე-ობას. შევიდნენ სახლში, სიბნელე იყო, მაგრამ რაღაც იგრძნო, ან უნდოდა, რომ ეგრძნო, უნდოდა ყველაფერი არეულიყო, ყველაფერი თავდაყირა დამდგარიყო. მერე განათდა , განათდა და დაინახა ანანასები ყველგან... ბევრი, ბევრი, ძალიან ბევრი ანანასები, დიდები, პატარები, საშუალოები. იოანეს და ანანოს ანანასებით იყო სავსე სახლი. ყველაფერი თქვა იოანემ. ისევ იღიმოდა ანანო. *** ზოგჯერ ნანობდა, რაც გააკეთა. ნანობდა კონტაქტის გაწყვეტას, მაგრამ სხვანაირად ვერ იზამდა. არ შეეძლო. გაგიჟებამდე ენატრებოდა და არ იცოდა მერე რა იქნებოდა. ჩავიდოდა თბილისში და? მივიდოდა? ეზოში დაელოდებოდა? სადარბაზოში? ავტობუსში? რა იქნებოდა? არ იცოდა არაფერი. უყვარდა უაზროდ და ატკინა გააზრებულად. ჭკუიდან შლიდა ანანოს ღიმილის გახსენება და, რითიც გადარჩა მოგონებების აწყობა იყო. ბაბოლები რომ ჩაუყარა, მაშინ გაგიჟდა პირველად. ყველაზე უბრალო იყო. მერე თვითონაც არ იცოდა, როგორ ხვდებოდა სულ იმ ავტობუსში ან იმ გაჩერებაზე ან იმ ზებრაზე. ესეთი რამეები ხო არ ხდება ასე, არ ხდება გამორიცხულია. არ იგეგმება არ იწერება და არ ხორციელდება იმიტომაა საშიში მერე აუტანლად საშიშია და სასწაულად მსხვრევადი ერთი მარტო ერთი არასწორი მოსახვევი და ყველაფერი წამში იშლება. ისევ ვარდისფერთმიანი არისო უთხრეს, გაეცინა, არ შეუცვლია, არაფერი შეუცვლია. ნოემბერი იყო. უფრო თბილი, უცნაურად თბილი ნოემბერი. ეზოში შევიდა და ველოსიპედი იქვე დააყენა. თხელი კურტკა შეისწორა, სადარბაზოში უნდა შესულიყო, რომ რომ ის იგრძნო, რაც უნდა ეგრძნო. არევის დასაწყისი, ყველაფრის თავდაყირა დადგომის დასაწყისი იგრძნო და ვეღარ გააგრძელა ნაბიჯი. გაშეშდა. სითბო იგრძნო და მძიმედ შებრუნდა. ისევ სპორტულებით, ისევ ის ღიმილი, ცოტა გაზრდილი, მაგრამ ისევ ისეთი იოანე და აირია ყველა დაწყობილი ემოცია აირია. - არ უნდა გაჩერებულიყავი, - იოანეს უჩვეულოდ ბოხი ხმა გაისმა და ანანომ იგრძნო, რომ შეირყა. - გამარჯობა, - სხვა ვერაფერი მოიფიქრა. მზერას არ აშორებდნენ ერთმანეთს, სხვა ნოემბერში ეძებდნენ ერთმანეთს. - ბაბოლები მოგიტანე, - გაეღიმა იოანეს, მაგრამ ანანოს ტკივილიანმა თვალებმა გააგიჟა. - გამიშლი ხელს? - არ გაუშლია, იდგა გაუნძრევლად და ალბათ სახეზე ეწერა ყველაფერი. - ცოტა გვიანია ბაბოლებისთვოს, - ბნელდებოდა და ცაში აიხედა. - იმდენად გვიანი არა, რომ აღარ მიყვარდე. - და ზედმეტად გვიანი, რომ მე ისევ გელოდებოდე. - ჩავიჭერი, - სახე გაატრიალა იოანემ. - ყველა დღე ჯოჯოხეთია, სადაც შენ არ ხარ, იოანე. - ანანო. - ძილინებისა, იოანე. ხმა არ ამოუღია აი, ასე. რამდენიმე დღე ხმა არ ამოუღია და მაკამ იცოდა, რომ მალე აფეთქდებოდა ანანო. - ზუსტად ის უნდა გააკეთო, რასაც ახლა ფიქრობ, ანან. ბიძგი იყო. ეს ბიძგი სჭირდებოდა და გააკეთა, ველოსიპედით წავიდა იქ, სადაც უნდა წასულიყო. რაღაცნაირი სითბოთი შეივსო გარემო რომ ეცნო და ისევ ის ზებრა, ისევ ის ორი ნაბიჯი და ბაბოლები და ნაცრისფერი, კომუნისტური შენობა და გაჩერდა, ისევ, ისე. ფეხებით მიწას დაეყრდნო და ხელები საჭეს მოუჭირა. უნდა გამოჩენილიყო. ისევ ისე, როგორც მაშინ, ადრე და თავიდან, სანამ ტკივილი იქნებოდა და უნდა წაეღო სადღაც ის მერე გაჩენილი ბევრი ძალიან ბევრი ტკივილი. უნდა გამოჩენილიყო. ეს შეხვედრაც ისეთივე რისკი იყო, როგორიც ყველა დანარჩენი. რისკი, რომ ყველაფერი დამთავრდებოდა. რისკი, რომ ვიღაც იმ არასწორ შესახვევს აირჩევდა და ფრთხილად უნდა ყოფილიყვნენ. ახლა განსაკუთრებით ახლა ამბავი სიცარიელის პირას იდგა და უნდა გადაერჩინათ მათ ორივეს ანანოს და იოანეს ისევ ისეთი იყო ანანო ისეთივე უბრალო იმდენივე ბაბოლით და ისევ იმ ზებრაზე ოღონდ “ შემდეგი…” - რაღაც ჩამოგიტანე, - იცოდა, ელოდებოდა, იგრძნო და იქ გაჩნდა. - მაჩვენებ? - გაჩვენებ. შინდისფერ კართან გაჩერდნენ, ისევ იოანე შევიდა პირველი. - ტუალეტს ვირჩევ, - დაასწრო, გაეცინათ. ოთხკუთხედი რაღაც მიაწოდა. გახსნა და სახე ვერ დაალაგა, არ იცოდა რა გამოეხატა, როგორ გამოეხატა, რა ფორმით. გაგიჟდა. ნერვიულად გაეცინა, უყურებდა იასამნისფერ საღებავს და კანკალებდა. - ყველამ ეს მირჩია, იქ, - ბავშვივით ამოილაპარაკა იოანემ. შემდეგი იასამნისფერი უნდა იყოსო ჰოდა, შეასრულა, ახალი დაიწყო, ახალი - იასამნისფერი. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.