შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

იდი, ეგო, სუპერეგო. (4)


10-02-2017, 00:47
ავტორი kaatoo
ნანახია 1 408

3თავი
ქუთაისი ლამაზი ქალაქია, აქ ნამყოფი არ ყოფილა არასოდეს იზაბელა ამიტომ ეს ერთი კვირა მისთვის პატარა ექსკურსიაც იქნებოდა.
საცხოვრებელი ადგილიც მოეწონა, სიმშვიდე იყო და ხვდებოდა, რომ სულ ტყუილად ნერვიულობდა მივლინებაზე და პირიქით ეს მისთვის უფრო საინტერსო იყო ვიდრე ეგონა. დასვენების დღე ქონდა თან დაბადებისდღე ამიტომ არ წყდებოდა ზარები მის ტელეფონზე. თითონ კი დადიოდა ქალაქში და ათვალიერებდა.
მშობლები ეხვეწებოდნენ ჩამოდი ერთი დღით შენს დაბადებისდღეს ერთად შევხვდეთო, მაგრამ ამის სურვილი ნამდვილად არ ქონდა ბელას.
გიორგის ზარმა ძალიან გაახარა
-გისმენ.
-დღეს დაბადებისდღე გაქვს?
-კი .
-გილოცავ.
-მადლობ.
-იცი რაღაც მოხდა გორში.
-რა მოხდა?
-მანაქანა გავაჩერე და გოგონა შენ ისე გგავდა შენ მეგონე. ანუ კი არ მიგამგვანე , მართლა შენ მეგონე და საბუთებში სხვა სახელი და გვარი ეწერა, მაგრამ დაბადებული 1996 ში იყო 2 დეკემბერს.
-ვაი, ვიცი რომ ვიღაცას მამგვანებენ რამდეჯერმე მქონდა ეგ შემთხვევა, ალბათ ორეული მყავს.
-ხო მაგრამ, დაბადების დღე რომ ემთხვევა. რაღაც სხვა მგონია. მინდა, რომ გაარკვიო კარგი. მეც დაგეხმარები.
-კარგი მივლინებიდან, რომ დავბრუნდები გავარკვიოთ.
-აპირებ რამეს?
-არა დღეს ვისვენებ და ქალაქს ვათვალიერებ.
-კარგი აბა დროებით.
ბელას გაახსენდა რამოდენიმე შემთხვევა, როდესაც სხვაში აერიათ, ამის შესახებ მშობლებს , რომ უთხრა არ ესიამოვნოთ ამიტომ ამ თემაზე აღარაფერი უკითხავს მათთვის. ბელა ქუჩებში სეირნობდა ,თან ეცნობოდა ადგილებს. გზად ერთი ღია კაფე შენიშნა, ვიტრინებით და ძალიან მშვიდი გარემოთი და კუთხის მაგიდას მიაშურა და შამპანური შეუკვეთე რამოდენიმე სალათიც, ისე თითქოს ვიღაცას ელოდა, ნახევარი საათი იყო ასე ნელნელა წრუპავდა შამპანურს და ფიქრობდა, მას ყოველთვის იზიდავდა თავისი პროფესია და ამას მიაღწია პოლიციელია. თითქოს ამ ეტაბზე ყველაფერი იდიალურადაა. მოულოდნელად მისი სიმყუდროვე უცნობბმა დაარღვია.
-გამარჯობა.
-გაგიმარჯოს.
-როგორ ხარ?
-კარგად.
-მარტო რატომ ხარ? უცნობი მის გვერძე მოკალათდა.
-ვერ მივხვდი.
-მარტო რას აკეთებ?
-მე მგონი არ გიცნობ და ვერ ვხვდები რა გინდა.
უცნობი დაკვირვებული თვალებით შეათვალიერა მერე ცალყბად გაეღიმა. ძალიან მომხიბლელი ღიმილი ქონდა.
-ესეიგი არ მიცნობ?
-არა, აქ არავის არ ვიცნობ ამ ქალაქში პირველად ვარ.
-მაშინ გავიცნოთ.
-კარგი.
-მე ერეკლე მქვია, მეგობრები იკას მეძახიან, მაგრამ მე ერეკლე უფრო მომწონს.
-მაშინ ერეკლეს დაგიძახებ.
-შენ რა გქვია?
-იზაბელა და ბელასაც მეძახიან, მაგრამ ჩემთვის მნიშვნელობა არ აქვს.
-აქ რას აკეთებ?
-სად?
-აქ მარტო.
- მე ქალაქშიც მარტო ვარ, მივლინებით ვარ აქ ჩამოსული. დღეს ჩემი დაბადებისდღეა და ავღნიშნავ.
-მარტო?
-ხო ასე გამოვიდა.
-არაუშავს უკვე აღარ ხარ მარტო. სად მუშაობ?
-პოლიციელი ვარ.
-მართლა?
-კი.
-ვაა საინტერესოა. ასეთი ლამაზი პოლიციელი, რომ გაგაჩერებს.
ბელას ღიმილმა გადაუარა, იკათი მოხიბლული იყო, ზედმეტად თამამი დაძალიან სიმპატიური ბიჭი იყო.
-ძალიან მეცნობი ბელა, თითქოს ადრეც შევხვდერილვართ.
-მე კი არ მეცნობი. თბილიში მოდიხარ ხოლმე, შეიძლება გაგაჩერე, როდისმე.
-არა, არამგონია ალბათ მეშლება.
დიდხანს საუბრობდნენ იკა და ბელა, გამომშვიდობებისას კი ნომრებიც არ გაცვალეს. ბელას გული დაწყდა, რადგან პირველად მოიხიბლა ასე ბიჭით.




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent