ცანკარაშვილის პირადი ნარკოტიკი #6
"Movedi" გულის ფართხალით,სწრაფად დავემშვიდობეთ ყველას და რესტორნიდან გამოვედით. წინ დავჯექი. -პრივეტ, ცანკა_წამოყო უკნიდან თავი ეკამ. -როგორ ხარ,ეკაკო ? -აუ მერამდენედ გაგაფრთხილო ეკაკოს ნუ მიძახითქო!_შეუბღვირა ეკამ. -ხო მეც კარგად. -მათე, ჩემთან რჩება ეკა და პირდაპირ იქ წაგვიყვანე. -თქვენ ისე ხართ დაღლილები,რო ტატოსთან ვერ წამოხვალთ ხო ? და ჩამოუვიდა ლონდონიდან და ვხვდებით,ხოარ წამოხვალთ ? -აუ კი,წავიდეთ რა_ისევ წამოყო თავი ეკამ. ლონდონის ხსენებაზე გამცრა. -წავიდეთ. დიახ,ჯანდაბაში გავუშვი ყოველგვარი დაღლილობა. აეროპორტში ბიჭები დარჩნენ,ჩვენს ტატოსთან ვრჩებოდით. ტატოს სორო თავისი სიპატარავის მიუხედავად,მაინც მყუდრო და კარგი იყო. -აუ ნეტავ,სწერვა არ იყოს რა შენსავით -რა იდიოტი ხარ -შენ ხარ იდიოტი, ცანკას გარდა არაფერზე აღარ ფიქრობ რა -რა გინდა, ეკუნა ? -ვერ დაინახე რა როჟით იყო უტა, ან რანაირად მოძრაობს რა. ან ვანდა სად ბანაობს ან ეგ ! -არვიცი,ვერ ვხვდები რა, მოკლედ თვითონ მოაგვარებენ, ხოიცი ვერ არიან_გავუცინე. -აღარ უყვართ ერთმანეთი,ნია! აღარ ! მოიხსენი ეგ ვარდისფერი სათვალეები რა! აღარ, ვეღარ ნია! ვეღარ! ჩქმეტა ვიგრძენი,თითქოს რაღაც მომწიწკნეს,მომწყვიტეს და გამიქრეს. ეკას მზერა ავარიდე,აღარ ვიცოდი სად წამეღო თავი. მერე კარების ჩხაკუნის ხმა მოგვესმა. ცრემლები სწრაფად მოვიწმინდე და გავიღიმე. ყალბი ღიმილი იყო,ჩემიც და ეკასიც. ოთახში სადღაც 8 ბარგი მაინც შემოიტანეს, სულ გააივსო მისაღები ამ დიდი ჩემოდნებით. მაღლებზე შემდგარი, შავგვრემანი გოგო შემოვიდა. იმ მაღლებიდან განკარგულებებს გამოსცემდა, რა სად უნდა დაედოთ. ბოლოს ჩვენც შეგვამჩნია. -ტატო ? რატომ არ მითხარი? -აა, უი, ეს ნიაა, ცანკას შეყვარებული და ეს -ეს შენი ხომ, უხ შე გაიძვერა, რატომ არ მითხარი ?!_ტატოს სახეზე ფერები შესამჩნევად გადაუვიდა. -არასწორად გაიგე,ნიას დაქალია და ჩვენი მეგობარი. -უი ბოდიში,სასიამოვნოა, მე ანი_ჩაიცინა გოგომ. -ჩვენთვისაც_დაკვერცხებულმა ეკამ ამოიღო ხმა. ცუდი გოგო არ აღმოჩნდა, კაი ტიპი იყო, თავისებური, ჯიუტი და საყვარელი. არა, მართლა საყვარელი იყო. ირაკლი უცნაურად იყო, ვერ გავუგე. უხეშობდა, მოღუშული იჯდა მთელი საღამო. მალევე წამოვედით. -დასვიდანია მათეუს -ჩაო ჩაო,ეკაკო ეკამ კიბეებზე აირბინა. -ხვალ რას აკეთებ ? -უნივერსიტეტში უნდა წავიდე -არ წახვიდე რა -ვერ გავაცდენ, ისედაც ბევრჯერ გავაცდინე რა -რატო არ გკიდია ? -ნორმალური ხარ ? -კაი ადი, არ გაცივდე -ოხ,როდის აქედან ზრუნავ ჩემზე -სხვათაშორის, მგელი გიყურებს ფანჯრიდან,კრავო -ხო ? -მიდი, მიდი_მაგრად ჩამიხუტა. ისე მაგრად, ნეკნები გამიტკაცუნდა. ვიცოდი,უტასთვის იყო. -მეც_ჩავჩურჩულე და წამოვედი. სახლში ასულს უტა დამხვდა კართან. -სად იყავი ამდენ ხანს ?! -ქორწილში -მარტო ვერ წამოხვიდოდით ?! -მამა, კაიიი ? როდიდან? -კარგი,მორჩა. -დედი, კარგი იყო ? -რავი, არაუშავდა, ბანძი ყავდათ ძაან სიძე. -ხოო? -ხო,ვანდა. გამოვიცვალეთ, პიჟამოები ჩავიცვით და საწოლში შევხტით. ხო,აი რასაც ქვია შევხტით. ცოტახანში შეტყობინებამ გამაღვიძა. "Codoa ekako, sul shen gakvs eg sabani" შემრცხვა. სიცილი ამიტყდა და ფანჯრიდან გადავიხედე. "Damexmare chamosvlashi" "Damicade, toks gamovitan" "Au, saertod aghar chamoval ra" "Gicher!" გაკრეჭილი ვიდექი ფანჯრის წინ, ისიც გაკრეჭილი მიყურებდა. სპანჯბობის პიჟამო არც გამიხდია, თეთრი ბოტასები და ასევე სპანჯბობის ჟაკეტი მოვიცვი. არაუშავს, შეყვარებულია,არ ტეხავს ძალიან. მადლობა, ჩემს 8 სართულიან კორპუსს, ასეთი კარგი აივნებისათვის. 4 სართულიდან აივნების დახმარებით ჩავძვერი დაბლა, ნუ ხო კაით, ცანკამ ჩამომიყვანა. -სად წავიდეთ ? -ვიყოთ აქ -კაი რა,ნიაკო აქ ხოარ ვიდგებით -აუ აბა პიჟამოებში რო ვარ -დაიკიდე რა -აუ მათე! -ჩაჯექი -რომელი საათია, ხვდები ? -კი, 4 -ჩემი ჭკვიანი_ბურდღუნით ჩავჯექი. მალევე მოსწყდა ვერას. გამიკვირდა,რატომღაც. -ანი კარგი გოგოა ? -ძაან ჯიგარია, იცი რა მასტია ? სკოლაში, 3 ბიჭი ცემა ერთად -ყოჩაღ! -ნიაკო -ჰო -ძაან გეწყინა ? -რა ? -ზეიმი -კი -მე რო მომკვდარიყავი ? -ნუ ამბობ სისულელეებს მალევე მივედით სადღაც ბოლოს გავაცნობიერე რომ ფრანგულ რესტორანში მომიყვანა -იდიოტო! -ძაან არ მცემო რა -ვაიმეე,თან პიჟამოებით! -დაიკიდე რა, პარიზი ხოარაა -რაღაც ნაწილი ხომ არის! -ნიაკო, წამოდი. რესტორანში შევედით. საერთოდ არავინ არ იყო, ღმერთს მადლობა გადავუხადე. ოფიციანტი მოვიდა, ეერთი შემოგვხედა, ჩაიცინა და წავიდა. უშეკვეთოდ მოგვიტანა წითელი ღვინო,ფრანგული შოკოლადი და გაბრუნდა. -რა საყვარელია -ცოტახანში უნდა წავიდე_შოკოლადი გადამცდა. -გერმანიაში ? -ხო -ხომ მითხარი ფანგის ვშორდებიო,მათე?! -ნია, ზღაპრებს ნუ იგონებ! -კარგი,არ გითქვია,მაგრამ ხომ მითხარი აღარ ჩავერევი მის საქმეებშიო ?! -ეს მნიშვნელოვანია და მორჩა! -არ მორჩა! -რატო მიჭედავ ! -რაიყო ხომ არ დაგავიწყდა რაღაცეები ? -ეხლა ესე უნდა ჩაგვშხამდეს ?_დაბალ ხმაზე თქვა, მეც ცოტა დავმშვიდდი. -არვიცი აღარც ღვინო დამილევია, აღარ შოკოლადისთვის დამიკარებია პირი. მიყურებდა ისევ ისე, აი ისე ანაკლიაში რომ იყო. ხო ზუსტად,ოღონდ უსიგარეტოდ. -როდემდე ?_ამოვუჩურჩულე,ალბათ უფრო ჩემთვის. -გთხოვ,გაჩერდი. -მაშინ რაღა მინდა აქ ?! ამაზრზენი ნუ გახდები. -წავედით. არაფერი არ უთქვამს. აი ხომ გეუბენბით ? მართლა,არაფერი, აი საერთოდ. აივნებით აღარ ავცოცებულვარ, უფროსწორედ ვეღარ. ჩუმად შევედი სახლში,ეგ მე მეგონა რომ ჩუმი იყო:) აი ფილმებში რომაა, ხომ იცით ? ჩუმად შედიხაე,ფეხისწვერებით, მერე შენს ოთახში რომ უნდა შეხვიდე და ჰოპ, ნათურა აინთება და დედაშენი ზის ფეხიფეხ გადადებული სავარძელში და გკითხავს სად იყავიო, ჩემს შემთხვევაში მამა იყო. -სად იყავი ?! -კარგი, მათეს შევხვდი. -ნია! შენ იაზრებ რას აკეთებ ?! -უტა, ხომ იცი რომ მაინც ვერაფერი გამოგივა ? არ მოგწონს ჩვენი ურთიერთობა ? მე მომწონს,მიყვარს ის ადამიანი და სრული უფლება მაქვს ვიყო იმასთან ვინც მიყვრს და სულ მეყვარება. -დაჟე უტაც გავხდი ? -ლონდონის ხსენების მერე -ღამე გაპარვებს შეეშვი_შედარებით დაბალ ხმაზე მითხრა და ადგა. -კარგი -მაგრამ იცოდე ნია, მაინც დაშორდები, შენ მაგასვერ გაუძლებ,აბსურდია თქვენი ურთიერთობა,უბრალოდ გატაცეება და მეტი არაფერი,ამიტომაც ვარ წინააღმდეგი ამ ყველაფრისა და თუ არაა ეგრე, მაშინ იცოდე მაინც ვერ იქნებით კარგად, მათეს იმდენი პრობლემა აქვს და შეექმნება 10 კაცი ვერ მოაგვარებს ერთად. -არაგასაგებია, შეიძლება შევიდე ოთახში ? -შედი_ამოიხვნეშა და ისევ სავარძელში ჩაჯდა. ყველანაირი ფიქრი თუ ემოცია გავთიშე,თვალები დავხუჭე და გათიშულს დამეძინა. *** -მომენატრე! -მეც! -კიდევ წახვალ ? -ყველაფერი მორჩა, სულ შენთან ვიქნები,ნიაკო! -მიყვარხარ -დასაფასებელია -იდიოტი ხარ -წამო, ამერიკანოში,ყველა იქაა -ეკაკოც ? -ხო. მიხაროდა,მიხაროდა რომ მორჩა. უბრალოდ მორჩა ფანგი. -ოხ,მოვიდნენ პრინცესა და მისი პრინცი -დავაი რა ეკაკო -დაგინიავებ ახლა -დღეს სადმე წავიდეთ რა!_წამოიწუწუნა ანამ. -დაო,ჩემო მფარველო და დამაქცეველო, ხომ შეიძლება ერთი დღე მაინც დარჩე სახლში და არ იწანწალო_ქადაგებას მოყვა ტატო,რაზეც ყველას ფხუკუნი აუტყდა,იცოდნენ ანის ამბები და. -აუ, ბომბორაზე მინდა -მეც -მეც -მეც ბომბორაზე წავედით. ეგეთი მაგარი დღე ? არვიცი,არ მქონია და არც არასდროს მქონია. დავრბოდით,ვკატაობდით,დავფრინავდით,ვიცინოდით,ვცეკვავდით,ვმღეროდით. ყველაზე მაგარი იყო ბომბორა, ყველაზე მაგარი იყო მთაწმინდაზე და მორჩა. დამამახსოვრდა, ყველაზე მეტად ეგ დღე დამამახსოვრდა. *** სოციალურ ქსელში,ფეისბუქზე ვარ, მესიჯი რომ მომდის. "Lana gogiberidzee" ამას რა უნდა ?! "Rogorxarrrrrr" ვნახულობ და ჩატს ვხურავ, რა უნდა მივწერო ეხლა ამას ?! "Canka ici sadaa ?" "Ki,mere" "Araperi ise, teklam male avaxevo" "Xom ici, lanush ocnebas kaci ar mouklavs:))" არც გვიჩხუბია, არც დავლაპრაკებივართ,უბრალოდ მაკოცა,ჩამეხუტა და წავიდა. *** არ გადის, გათიშული აქვს ტელეფონი ორი დღეა. ორი დღეა გამოშტერებული დავდივარ, არცერთი ზარი,მესიჯი, მომენატრე, ჩამოდი, ერთს ჩაგეხუტები და წავალ. არა, არცერთი არ იყო. "Davighale,ar chans saertod, mainc ar metkvi sad ikneba ? " უკვე მეორმოცე მესიჯს ვუგზავნი ირაკლის. "Ara,nia. Gamochndeba da morcheba,sakmeebi ak" რავქნა ეხლა ?! არა, მივწერ,არამგონია გაუტყდეს! "Anas tavs gapiceb,vici ra eg ambebi,shegamchnie" "Mogklav,rom tkva" "Egre micnob ?:(:)" "Nucubidzis 28nomeri" "Jigarixar" "Arcaxvide ra" "Okay" -ვანდა გავდივარ! -ჭკვიანად,ნია ტაქსის ვიჭერ და მისამართს ვკარნახობ. ვოცი,რომ ცუდადდაა,ვიცი რომ რაღაც ხდება. ვიცი,რომ ვერაა. სიგარეტის მოწევა მინდა, ნუ ეწევი მძღოლო რა! კაცს ფულს ვაწვდი და მანქანიდან ვხტები. კერძო სახლია, რაღაც ცისფერი ჭიშკარია. ვაღებ და ხის კარზე ვაბრახუნებ. არაა ჩაკეტილი, შევიდვარ და საშინელი,სპეციფიკური სუნი მაბრუებს. სპირტის სუნია. აქაურობა აყროლებულია, სპირტის და ალკოჰოლის სუნად. სიგარეტის,ალკოჰოლის,სპირტის და ფხვნილის:)) ფხვნილი მიმოფანტული იყო. მეტკინა, იმახე მეტად მეტკინა ვიდრე წარმომედგინა. და მაინც რისთვის ? აი რისთვის ? ჩაკეცილი იყო კედელთან,გათხლაშული. აი სხვანაირი იყო მისი თვალები. დამეფიცება,სულ სხვა იყო, სულ სხვა მათე იყო. საშინელი ღიმილი დასთამაშებდა სახეზე,თვალები ისეთი ჩაწითლებული ქონდა,გეგონებოდათ, სისხლი სდიოდა. დამეფიცება,იმაზე მეტად არაფერი მტკენია. შემეშინდა,ვერ მივუახლოვდი. ვერ ვინძრეოდი,ერთ ადგილად ვიყავი გაშეშებული,გატოკებული. ეს იყო პიკი,პიკი ყველაფრისა. კარს გავხედე და გამოვიქეცი. _______ მოკლედ, საბოლოოდ გაგცემთ პასუხს ყველას! საერთოდ,აი საერთოდ არ მაქვს თავისუფალი დრო,ამმ სკოლის მოსწავლეს! როცა მაქვს,მუზა არ მყავს და როცა მყავს,ვწერ და ვდებ. ჩემო საყვარლებო, მე მაინტერესებს თქვენი აზრი მოთხრობის შესახებ და მინდა,რომ ეგ ყველა ემოცია რაც კი მოგაწვდინეთ,გამიზიაროთ. ხოლო რაც შეეხება დროზე დადებას იმედია გაიგებთ და აღარ დამიწერთ: "როდის დადებ","110 წელში ერთხელ დებ" და სხვ. მოკლედ,ველი შეფასებებს. ხომდა სავარაუდოდ 3 თავში მოვრჩები. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.