შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ჯანდაბა! (29)


10-02-2017, 03:25
ავტორი annabelle
ნანახია 1 949

-მარიმ დამირეკა-ბრთხილად წამოიწყო შრეკმა,როცა დაძინებას ვაპირებდით.
-მაგარია-იმდენად ირონიულად გაისმა ჩემი ნათქვამი ,,ჩემი სახეც კი ვიგრძენი“.
-ნუ ხარ საზიზღარი-ჩაიხითხითა,როგორც ჩვევია ხოლმე და თავი ჩემს კისერში ჩარგო.-ბოდიშის მოხდა უნდა!
-ალბათ ვერ იძინებს,ისე ნანობს-თვალები გადავატრიალე.
-დალაპარაკება უნდა,სხვათაშორის შენთანაც!
-კარგი! ავიტან,როგორღაც კიდევ ერთხელ-გავიცინე და ხელები წელზე მოვხვიე,მისკენ გადაბრუნებულმა.
888
სამსახურიდან ადრე გამოვედი,მწვანე თმიანმა მარის მოსვლა შემატყობინა.სასწრაფად ჩავიცვი და მასთან წავედი.კიდევ,რომ აერია თავგზა შრეკისთვის და ჯანდაბაში გადაემალა ნამდვილად ვერავინ გამომაცლიდა ხელიდან იმ შეღებილ ალქაჯს!
-გამარჯობა!-ნაძალადევად გავუღიმე დივანზე,შრეკის გვერდით მოკალათებულ მარის,რომელიც ცრემლებს იწმენდდა.ჩემ დანახვაზე,წამოდგა,მომიახლოვდა და გადამეხვია.
-მაპატიე! ისეთი სისულელეები გავაკეთე! არც კი იცი როგორ მრცხვენია-ამოიქვითინა ჩემზე მოწებებულმა.შემეძლო თმებში წავფრენოდი და იატაკზე მეფორთხა მაგრამ თავი შევიკავე.მწვანე თმიანს თვალებ დაწვრილებულმა ვანიშნე მოეშორებინა,რაზეც ჩაიცინა.
-კარგი,არაუშავს.დაივიწყე!-ამოვიოხრე თავ მობეზრებულმა.
-კარგი...იმედია,როდესმე მაპატიებთ!-თავის ადგილს დაუბრუნდა,უცოდველი სახით გახედა შრეკს.
-რამეს დალევ?-ვეცადე მეგობრულად მეთქვა.
-ჰო,ჩაი თუ შეიძლება...
-ახლავე.-თავი დავუქნიე,ქურთუკი სავარძელზე მივაგდე და სამზარეულოში გავედი.
უკან დაბრუნებულმა წამით შევჩერდი,ხმამაღლა ჩავახველე შრეკის კისერზე შემოხვეული მარის დანახვაზე.ორივეს გავუღიმე როცა ერთმანეთს მოშორდნენ და ჭიქები მაგიდაზე დავაწყვე.შევამჩნიე ჩემი ქურთუკი როგორ დაეკეცათ და სავარძლის კუთხეში ლამაზად დაედოთ ბალიშზე.
-ორშაბათს დაბადებისდღის წვეულებას ვაწყობ.იმედი მაქვს მოხვალ! შენც გელოდები!-მე გამომხედა. ,,ც“ მკვეთრად გამოკვეთა და საძაგლად გამიღიმა,როგორც სჩვევია.
-რათქმაუნდა-შრეკის მაგივრად ვუპასუხე.გამუდმებით საათს დავყურებდი,მინდოდა მალე წასულიყო.თავს არაკომფორტულად ვგრძნობდი მასთან ერთად ერთ ოთახში.
-გახსოვს ბავშვობაში...-თავისი ბავშვობის გახსენება პიკი იყო ჩემთვის.მოუსვენრობამ შემიბყრო.აკურატულად დაკეცილი ქურთუკი ავიღე და წამოვდექი.
-სამწუხაროდ უნდა დაგტოვოთ.
-მოიცადე. რატომ მიდიხარ?-მწვანეთმიანიც წამოდგა და მომიახლოვდა.
-დედაჩემი მელოდება-თვალები გადავატრიალე.მინდოდა მეგრძნობინებინა მისთვის რამდენად მომაბეზრებელი იყო იმ ,,ადამიანის სახიან ურჩხულთან’’ ერთად ყავის დალევა და მისი ისტორიების მოსმენა.
-როდიდან განაღვლებს დედაშენი?-ჩუმად ჩაიჩურჩულა.მივხვდი ვერაფერსაც ვერ მიხვდა.
-დღეიდან-მხრები ავიჩეჩე.ისე რომ მარის არ დაენახა,მისი მაისური მუჭში მოვიქციე,ჩემკენ მოვქაჩე და ლოყაზე ვაკოცე.
-მიყვარხარ, იცოდე ეს!-გავუცინე და მოვშორდი.
888
წამოსვლისას მარიმ,ბედნიერი,ნასიამოვნები გამომეტყველებით გამომაცილა.რატომღაც არ ვგრძნობდი თავს კარგად.დროდადრო თითები მიბუჟდებოდა და სიცივე ატანილს თავბრუ მესხმოდა.საათზე რომ დავიხედე მივხვდი საჭმელი არ მეჭამა,არც ინსულინი გამიკეთებია.იმ ალქაჯმა თავგზა ამირია! მეტროს მოფარებულ კუთხეში კედელს ამოვეფარე და იმ ,,რიტუალის“ შესრულება დავიწყე, რომელიც სიცოცხლეს მინარჩუნებდა. ხელზე ლურჯი,სამედიცინო ქამარი გადავიჭირე,შპრიცი მოვამზადე და უკვე ვენაში წამლის შეშვებას ვაპირებდი ზურგს უკან მამაკაცის ხმა მომესმა.
-შეჩერდი! არ გაინძრე!-მოულოდნელობისგან ნემსი ხელიდან გამივარდა-მეტროს დაცვის პოლიცია!
-მადლობა ღმერთო!-ზემოთ ავიხედე თავმობეზრებულმა და ხელებ აწეული უნიფორმიანი პოლიციელისკენ მივტრიალდი.
-თქვენ დაპატიმრებული ხართ ნარკოტიკების მოხმარებისთვის,თქვენ გაქვთ დუმილის უფლება!...
888
ყოველთვის ვფიქრობდი,რომ საშინელი ბედი მქონდა! ამას ეს შემთხვევაც დაემატა.მთელი ღამე წინასწარ დაკავების საკანში გავატარე.ერთადერთი ზარის უფლება მქონდა მაგრამ არავისთან დარეკვა არ მინდოდა! ანალიზების შემდეგ ბოლოს მაინც გამათავისუფლებდნენ! ცარიელ,გისოსებიან ოთახში სულელივით ვიცინოდი იმის გაფიქრებაზე რატომ აღმოვჩნდი იმ საშინელ ადგილზე!
-გააფრინე?-შემომძახებდა,რომელიმე საკნიდან ჩემსავით მარტო მჯდომი პატიმარი.თეთრად შელესილ კედლებს მიღმა ხმამაღალი ხვრინვა და ლაპარაკი ისმოდა.წამით ვიფიქრე იქნებ არც ისე ცუდია აქ ჯდომა მეთქი,მაგრამ როგორც კი ალუმინის პატარა ჯამით მომიტანეს რაღაც ამოუცნობი საჭმელი მაშინვე გადავიფიქრე.
-წამალი მჭირდება!-გავძახე დაცვას,როცა კიდევ ერთხელ,ამჯერად უფრო ძლიერად დამეხვა თავბრუ.ისეთი შეგრძნება მქონდა თითქოს ფეხქვეშ მიწა გამომეცალა.
-კიდევ რამეს ხომარ ინებებთ?-მკითხა ირონიულად და ჩაიხითხითა.
-დიაბეტი მაქვს! თუ მოვკვდები იმედი მაქვს შენც აქ ამოოფ თავს! მერე ვნახოთ ხუმრობის თავი თუ გექნება!-ვცადე გავბრაზებულიყავი მაგრამ გამეცინა. ,,საწოლზე“ ჩამოვჯექი,თავი კედელს მივადე და თვალები დავხუჭე.
888
-რომ დამირეკეს და მითხრეს პოლიციიდან გაწუხებთო ლამის გული გამისკდა!-მითხრა დედაჩემმა და გადამეხვია.მე არ ჩავხუტებივარ!-იმედია ამისთვის პასუხს აგებინებენ იმ სულელ პოლიციელს!
-დამშვიდდი დედა! არაუშავს!-თვალები გადავატრიალე და მოვიშორე.
-წამოდი სახლში წავიდეთ. შენი წამალი აქ მაქვს!-ჩანთიდან ინსულინის შპრიცი,ქამარი და ამპულა ამოიღო და გამომიწოდა,თვითონ კი მანქანაში ჩაჯდა.მეც გვერდით მივუჯექი.როგორც კი წამალი გავიკეთე მაშინვე დავმშვიდდი.რაღაც ძალით მთელი ღამე უწამლოდ გავძელი.
სახლში მისვლისას საავადმყოფოში დავრეკე და რამდენიმე დღით გავეთავისუფლე.მე და ნინამ ერთად ვისაუზმეთ.მხოლოდ მისი წასვლის შემდეგ შევამოწმე ტელეფონი.არავის დაურეკავს.მხოლოდ რამდენიმე სარეკლამო შეტყობინება დამხვდა.სასწრაფოდ ავკრიბე შრეკის ნომერი და ლოგინზე წამოვწექი.სპიკერზე ჩართული მობილური გულზე დავიდე და მისი ხმის გაგონებისას ღიმილი ვერ შევიკავე.
-მეგონა იმ ბოროტმა მზეთუნახავმა ისევ მოგიტაცა-ჩავიხითხითე.
-ხომ იცი ან შენთან ერთად ვიქნები ან თავს შევაკლავ ნებისმიერს-მომესმა საპასუხოდ მისი საყვარელი სიცილი.
-იმდენი რამ მოხდა გუშინ,რომ გაიგებ თავი ინდურ ფილმში გეგონება!-დავიწყე სიცილით.ყველაფერი მოვუყევი მაგრამ არ დამიჯერა.
-გეფიცები სიმართლეს გეუბნები!-ენა ისე გამოვყავი თითქოს დაინახავდა-ბორკილებიც კი გამიკეთეს!-გამეცინა.
-რამ მოგაფიქრა მეტროში ნემსის გაკეთება?-გადაიხარხარა მოულოდნელად.
-აბა რა მექნა?
-რა სულელი ხარ-ჩემს დაცინვას განაგრძობდა.
-თუ კიდევ გაიცინებ გავთიშავ იცოდე-დავემუქრე ღიმილით.
-ვერ გათიშავ!-მის ტონში ისეთი თავდაჯერებულობა იკვეთებოდა მართლა მომინდა გათიშვა.
-ვითომ რატომ?
-იმიტომ,რომ არ გათიშავ-ამოიბუტბუტა,წამის შემდეგ ხითხითი მომესმა.გაღიზიანებულმა ავიღე ელეფონი და სწრაფად გავთიშე!
-ჯანდაბა!-ისე გავიღიმე მეგონა ტუჩის კუთხეები ყბამდე მიმწვდებოდა.ვიბრაციაზე უფრო გავმხიარულდი.სწრაფად გავხსენი შრეკის შეტყობინება და ხმამაღლა წავიკითხე:
,,დღეს ჩემთან დარჩები? :3“
,,მხოლოდ ,ბოდიშის’ შემდეგ! ^_^“-მალევე მივწერე პასუხი და ვცადე თვალები არ დამეხუჭა,ისე ვიყავი დაღლილი მაშინვე ჩამეძინებოდა.
,,როცა მოხვალ მაშინ მოგიბოდიშებ. თანაც ისე სასიამოვნოდ რომ მადლობას მეტყვი :D“
,,გარყვნილი და იდიოტი ხარ!“ ისევ გავაგზავნე უაზროდ მომღიმარმა.
,,ოჰ,მეც მიყვარხარ პატარავ“-იმის წარმოდგენაზე,როგორ მეტყოდა ამ წინადადებას გამეცინა.
,,დავრჩები!“-დავთანხმდი როგორც ყოველთვის. ჩემს თავზე ვბრაზობდი,მისთვის უარის თქმა რომ არ შემეძლო!
-ნეტა,რამე თუ გეშველება?-ვკითხე ჩემს თავს და თავი გავიქნიე.ვგრძნობდი,ბედნიერი ვიყავი!
888
-სულ გაგიჟდი? როგორ შეგიძლია ასე უპასუხისმგებლოდ მოქცევა?-დამიყვირა ნინამ,როცა შრეკთან წასასვლელად ვემზადებოდი.
-რა გინდა?-ვკითხე უემოციოდ.არ მინდოდა განწყობა გამფუჭებოდა მაგრამ როგორც ჩანდა ეს წარმოუდგენელი იყო იმ მომენტში.
-არ მომწონს იმ ბიჭთან რომ რჩები ღამ-ღამობით! აი რა მინდა!-იყვირა ისევ და ანერვიულებულმა თითები თმებში შეიცურა.
-შენი საქმე არ არის რას გავაკეთებ!-ვცადე სიმშვიდე შემენარჩუნებინა.ვიცოდი,ყველაფრის მიუხედავად მაინც არ უნდა დავლაპარაკებოდი ასე მაგრამ თავს ვერ ვიკავებდი და ჩხუბის მერე ყოველთვის ვწუხდი ამაზე.
-როგორთუ ჩემი საქმე არ არის?! შემომხედე!-მიბრძანა,ხელი მკლავზე მომიჭირა დამაიძულა მისკენ შევბრუნებულიყავი-შენ ჩემი შვილი ხარ!
-როდიდან ნინა?-ცინიზმით ამოვისისინე.-გგონია შეგიძლია,მოისურვო და უცებ გაზრდილი,ზრდასრული ქალი,რომელიც ბავშვობაში ასე გეზიზღებოდა შვილად აღიარო? სამწუხაროდ კარგი მეხსიერება მაქვს! არაფერი დამვიწყებია!-პირში მივახალე,ანერვიულებულმა კარი ძლიერად მივაჯახუნე და გარეთ გამოვედი! მარტო დავტოვე...
-დოქტორო ბოროტებავ?-რამდენიმე ზარის შემდეგ როგორც იქნა გავიგე მწვანეთმიანის ხმა ყურმილს მიღმა.
-შეგიძლია მომაკითხო?..-ღრმად ამოვისუნთქე.ყველაფრის ძალა გამომცლოდა.
-კარგად ხარ? დამელოდე! ახლავე გამოვალ.-ხმა აღარ ამოუღია მაგრამ არც გაუთიშავს.მესმოდა როგორ აამუშავა ძრავა, და როგორ ჩაირთო ,,აუდიო სისტემა“.რამდენჯერმე ვიფიქრე მისი სუნთქვის ხმაც გავიგე მექთქი მაგრამ ეს შეუძლებელი იყო. 15 წუთში ჩემ წინ გააჩერა მანქანა. ზურგ ჩანთა უკანა სავარძელზე დავდე,მე კი მის გვერდით მოვკალათდი და კარი დავხურე.
-რამე მოხდა?-საყვარლად მიყურებდა.
-არა.ნინას ვეჩხუბე! როგორც ყოველთვის... მაგრამ ეს ყველაზე აუტანელი იყო...
-არაფერია.-ჩემკენ გადმოიწია,თითები ლოყაზე დამადო და შუბლი შუბლზე მომაწება.თავი მელოდრამის გმირად წარმოვიდგინე,შეყვარებულები რომ ამშვიდებენ ატირებულებს.მეგონა მაკოცებდა და თვალები დავხუჭე კარგად,რომ მეგრძნო ის წამი.მიუხედავად სენტიმენტალურობისა მაინც მომწონდა ასე ყოფნა.სიცილი ვერ შევიკავე,როცა მოულოდნელად ცხვირზე სისველე ვიგრძენი.თვალები რომ გავახილე დავინახე,როგორ მოედო მისი ენის წვერი ჩემს ცხვირზე.
-რა იდიოტი ხარ-ხმამაღლა გავიცინე და ხელი მხარზე მივარტყი.
-ხომ გაგეცინა?-ჩაიხითხითა.ლოყებზე მისი ღრმულების დანახვისას მივხვდი ინსულინის გარეშე უფრო ვიცოცხლებდი! მის გარეშე კი ერთი წუთითაც არ შემეძლო ცხოვრება!...
====================
ეს ბოლოს წინა თავია.ძალიან გთხოვთ დაწეროთ თქვენი აზრი <3 ძალიან ძალიან მიყვარხართ ყველანი ვინც კითხულობთ <3 ოცდამეათე თავსაც მალე დავდებ და საბოლოოდ ჩამოგშორდებით :დ <3



№1  offline აქტიური მკითხველი nawkas12345

წამოდენა არ გაქვს როგორ გამახარე ამ თავის დადებით!!! საოცრება იყო. არასდროს მომბეზრდება ამის კითხვა სამუდამოდ ასე იქნება. სულს მიხარებს ეს მოთხრობა. არ ვიცი რა გითხრა იმედია სხვებისთვისაც ისეთი დასამახსოვრებელი იქნება ე სმოთხრობა როგორც ჩემთვის, აი შენ კი მაგარი მწერალი ხარ!!! ველი მოუთბენლად შემდეგს თავს. ძაან შემიყვარდი იმიტომ რომ ზუსტად დღეს ესრთმა მწერალმა ძალიან მატკინა გული ,არ მინდა რომ ასე ვფიქრობდე აგრამ დამიკიდა მაგრად, ალბათ ასეა. და ის რომ სენ საუკუნეშI ერთხელ მაგარამ მაინც დებ ძალაინ ბევრს ნიშნავს ჩემთვის!!!!

 


№2 სტუმარი manana

როგორ გამიხარდა, რომ დავინახე, ძალიან მომწონს , მოუთმენლად ველი შემდეგ თავს.

 


№3  offline აქტიური მკითხველი La-Na

რას ჰქვია ჩამოგვშორდები.ისე გამიხარდა ახალი თავი რომ დადე და თან ასეთი კარგი.
--------------------
ლანა

 


№4  offline წევრი Lali ChidraShvili

აუ ძაან მაგარია heart_eyes

 


№5  offline წევრი Mari-Mariami.16

ძალიან მაგარია... გთხოვ ეცადე უფრო მალე დადო ხოლმე რა...
--------------------
"One choise can transform you" M.G

 


№6 სტუმარი Guest ...

მოვკვდები ცუდად რო დაამთავრო

 


№7 სტუმარი mariam

არ მეყო cry ძალიან, ძალიან მომწონს <3

 


№8  offline აქტიური მკითხველი ანი ანი

აუ როგორ მიყვარხარ და როგორ მომენატრე heart_eyes
ძალიან მაგარი იყო მაგრამ პატარა იმედია დიდხანსნ არ გვალოდინებ
ვგიჟდები ამ წყვილზე და გულიც კი მწყდება რომ მთავრდება confounded blush

 


№9  offline წევრი annabelle

nawkas12345
წამოდენა არ გაქვს როგორ გამახარე ამ თავის დადებით!!! საოცრება იყო. არასდროს მომბეზრდება ამის კითხვა სამუდამოდ ასე იქნება. სულს მიხარებს ეს მოთხრობა. არ ვიცი რა გითხრა იმედია სხვებისთვისაც ისეთი დასამახსოვრებელი იქნება ე სმოთხრობა როგორც ჩემთვის, აი შენ კი მაგარი მწერალი ხარ!!! ველი მოუთბენლად შემდეგს თავს. ძაან შემიყვარდი იმიტომ რომ ზუსტად დღეს ესრთმა მწერალმა ძალიან მატკინა გული ,არ მინდა რომ ასე ვფიქრობდე აგრამ დამიკიდა მაგრად, ალბათ ასეა. და ის რომ სენ საუკუნეშI ერთხელ მაგარამ მაინც დებ ძალაინ ბევრს ნიშნავს ჩემთვის!!!!

აზვიადებ მაგრამ მადლობა მაინც უუუუუდიდესიი heart_eyes მიყვარხარ და მადლობა რომ კითხულობ heart_eyes

ანი ანი
აუ როგორ მიყვარხარ და როგორ მომენატრე heart_eyes
ძალიან მაგარი იყო მაგრამ პატარა იმედია დიდხანსნ არ გვალოდინებ
ვგიჟდები ამ წყვილზე და გულიც კი მწყდება რომ მთავრდება confounded blush

ვეცდები მალე დავდოო <3 მიყვარხარ მეც ძალიან heart_eyes

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent