სიმპათიური სტუმარი ( 21 თავი)
21 თავი მანქანაში ვიჯექი და ვნერვიულობდი. დღეს ხომ პირველად გაიგებდნენ ჩემი მშობლები ჩემი და გაბროს შესახებ. - ნუ ნერვიულობ- გადმომხედა გაბრომ და გამიღიმა. რათქმაუნდა! ყოველთვის ხვდება როდის და რატომ ვნერვიულობ.ჩვენს წინ მიმავალ მანქანას გავხედე რომელშიც ანი, მარია, რეზი და ლევანი იჯდნენ. სვანეთისკენ მივდიოდით, ჩვენი სოფლისკენ. - რომ გამიბრაზდნენ? - ბედნიერი ხარ ჩემთან?- მითხრა და დამაკვირდა. მივხვდი რომ ამ მომენტში შეცდომას ვინანებდი. - კი- დაუფიქრებლად ვუპასუხე და გავუღიმე - მაშინ არ გაგიბრაზდებიან- და ისევ გზას გახედა. ლელას უკვე ყველაფერი ვუამბე და პირობა მომცა რომ არაფერს ეტყოდა მათ.როგორ უნდა დამეწყო ამის თქმა?! არ ვიცი... იმედია იმ მომენტში ამომიტივტივდება რამე სიტყვები რომ ეს ავხსნა. ვიცი რომ მამას უფრო გაუჭირდება ამის გაგება. მაგრამ გაბროს კარგად გაცნობის შემდეგ ვიცი რომ წინააღმდეგი არ იქნება. დედას 9 წლის წინ ნათქვამი სიტყვები გამახსენდა და გამეღიმა. „აჰა დედა მომყავს შენი სასიძოდ ნაქები ბიჭი“ ჩამეცინა და ამაზე გაბრომ გადმომხედა მაგრამ არაფერი უკითხავს. როდესმე ვეტყვი ამის შესახებ. უკვე ღამდებოდა როცა ჩავაღწიეთ. - როდის ვუთხრათ? - მანქანიდან გადმოსვლის შემდეგ მივუბრუნდი გაბროს. - შენ როცა იქნები მზად.- მითხრა და შუბლზე მაკოცა. - და შენ მზად ხარ? - კი - მშურს შენი სიმშვიდის! - კაი ნუ ნერვიულობ, ხომ იცი რომ ყველაფერი კარგად იქნება.- ჩაიცინა და სხვებისკენ მიბრუნდა. მეც გვერდით ამოვუდექი. - აბა როდის აპირებთ გვრიტებო? (მარია) - ალბათ, ხვალ- ვუპასუხე და გაბროს გავუღიმე, რომელიც ანთებული თვალებით დამცქეროდა ზემოდან. - კაი ახლა დავიშალოთ კარგი?! ყველანი დავიღალეთ. ( რეზი) ყველა დავთანმხდით და დავემშვიდობეთ. - ხვალამდე - ხვალამდე- ჩემს ტუჩებს დაეწაფა, ეს დაახლოებით ხუთი წამი გაგრძელდა, შემდეგ კი უხმოდ გავუღიმეთ ერთმანეთს და ჩვენი სახლებისკენ გავეშურეთ. ჩემებმა არ იცოდნენ რომ ჩამოვდიოდი. ვიცი რომ დედა გაბრაზდება, ცუდი გზებია და აქ როგორ გაბედეო ჩამოსვლა. მიზეზს რომ ვეტყვი ალბათ დაცხრება. მაგრამ ვაი რომ ეს მხოლოდ ხვალ იქნება. დღეს უნდა მოვითმინო. ნელა მივუახლოვდი კარებს.დავაკაკუნე და კარები გამოვაღე. - სტუმრებს მიიღებთ?- მამა ტელევიზორს უყურებდა, დედა კი ხაჭაპურებს აცხობდა. უხ, რა კარგ დროს მოვსულვარ! დედა კივილით გამოემართა ჩემსკენ და მანამ მეხვეოდა სანამ მამას ყურება არ მობეზრდა და ჩემს ჩასახუტებლად გაწია განზე. ცოტა ხანში უკვე ხაჭაპურით ვილუკმებოდი და თან ახალ ამბებს ვუყვებოდი. ნუ რათქმაუნდა გაბროს გამოტოვებით. გული რომ ვიჯერეთ საუბრით, გამოვაცხადე რომ დაღლილი ვიყავი და მალე მორფეოსის სამყაროშიც გადავეშვი. *** მეორე დღეც გათენდა. დღეს როგროც ვიცი უნდა ვუთხრათ მე და გაბრომ. დილით მარიასთან შევიკრიბეთ როგორც ყოველთვის. ვიხსენებდით ჩვენს წარსულის მოგონებებს. მალე მე და გაბრო ჩემი სახლისკენ წავედით. - მზად ხარ?- ზემოდან გადმომხედა შესვლამდე და წინ დამიდგა. - კი- ღრმად ამოვისუნთქე და კარებისკენ შევტრიალდი. თავზე მაკოცა და ხელი ჩამჭიდა. კარებში რომ შევედი ხელი გავაშვებინე. არ მინდოდა ასე უცბად გვეთქვა. მეორე ოთახიდან დედაც გამოვიდა. - ვა სიმპატიური სტუმარიც მოსულაა...- გაბრომ ხელი ჩამოართვა დედას და არისტოკრატიულად აკოცა. მინდოდა გადამეხარხარა მაგრამ რაც ძალი და ღონე მქონდა ვიკავებდი. დედას როგორც ყოველთვის მოეწონა ეს ჟესტი. - დაჯექით.- დედა მეორე ოთახისკენ მიგვიძღვა - დე მამა სადაა? - ეზოშია - შეგიძლია დაუძახო? - კი ახლავე. რამე მოხდა? - რაღაც უნდა გითხრათ. - რა ხდება სესო? - დაუძახე დე კაი?! - კარგი ახლავე. დედას გასვლის შემდეგ გაბრომ უხმოდ გადმომხედა და საფეთქელზე მაკოცა. - მა დაჯექით რა უნდა გითხრათ რაღაც.- მამას მივუბრუნდი გაბროს მოკითხვის შემდეგ. - გისმენ- მიპასუხა დაჯდომისთანავე. - მა მე...- არ შემეძლო. აი ახლა,ამ წუთას მივხვდი რომ ვერ ვეუბნებოდი. არ ვიცი რატომ მაგრამ ძალიან მიჭირდა. - ბატონო ზურა, მინდა გითხრათ რომ შესანიშნავი შვილი გყავთ, არაჩვეულებრივი და მე ის არაამქვეყნიურად მიყვარს. ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანს გპირდებით რომ მთელი ცხოვრება მეყვარება, მის სახეზე ვერასდროს შეძლებთ ცრემლის ნახვას. საბედნიეროდ, ეს გრძნობა ორმხრივია. ჩვენ გვიყვარს ერთმანეთი,მთელი სულით და გულით და გვინდა რომ თქვენც იცოდეთ ეს. გაბროს გამოსვლა ჩემთვის ცოტა გამაოგნებელიც იყო. დედას და მამას გადავხედე რომელთაც სახეზე გაოგნება აესახათ, ხელზე გაბროს შეხება ვიგრძენი, ჩემი ხელი მისაში მოიქცია და მომიჭირა გასამხნევებლად. ორიოდე წამის შემდეგ დედა ადგა და ჩემსკენ თვალცრემლიანი წამოვიდა. ამ ერთ წამში ათასი რამ წარმოვიდგინე, ძალიან კარგიც და ძალიან ცუდიც. ნელ-ნელა მეც ავდექი ფეხზე და მის წინ დავდექი. ორ წამში მოწყვეტით მეცა და მთელი ძალით ჩამეხუტა. რამოდენიმე წამი გაოგნებულად გაშეშებული ვიყავი, შემდეგ კი მეც შემოვხვიე ხელები. რამოდენიმე წამი ასე ვიყავით. შემდეგ კი ხელები შემიშვა. მამას გავხედე მორიდებით რომელიც წარბშეკრული მიყურებდა და არ ინძრეოდა. - ბატონო ზურა, გთხოვთ...- გაბრომ ეცადა უხერზული მომენტი გაექრო მაგრამ მამამ ხელის აწევით გააჩერა. ჩემკენ ნელა მომიახლოვდა. წამით შემეშინდა რომ რამეს მოიმოქმედებდა ჩემ და გაბროს დასაშორებლად მაგრამ რამოდენიმე წამში ხელები წელზე შემომხვია და ძლიერად მიმიხუტა. უდიდესი შვება ვიგრძენი. ძლიერად შემოვხვიე ხელები და სახე ყელში ჩავრგე. თავზე მაკოცა და თმაზე ხელი გადამისვა. გაბროს გავხედე რომელიც გაღიმებული მიყურებდა. თვალი ჩავუკარი და გავუღიმე. ნელა მოვშორდი მამას და ავხედე. მაგრამ უცბად გაბროსკენ მიტრიალდა და ხელი გადახვია. - ნინა, დატრიალდი სიძე უნდა ვადღეგრძელო!- გაბროს რამოდენიმეჯერ დაჰკრა ზურგზე და ნინას გადახედა. მე და დედა გახარებულები გავვარდით სამზარეულოში. მაგიდა გავაწყვეთ და მისაღებში გავედით.გაბრო და მამა ისე ლაპარაკობდნენ ერთმანეთში თითქოსდა დიდი ხანია იცნობენ ერთმანეთს. მამას კმაყოფილი სახე აქვს, შესაბამისად გაბროს მოეწონა. ვის არ უნდა მოწონებოდა ჩემი გაბრო! სუფრასთად დავჯექით და სხვებიც მოვიპატიჟეთ. რეზიმ, ლევანმა და გაბრომ ისეთი „კამპანია“ გაუწიეს მამას, რომ გოგოები ცოტა გაკვირვებულები ვიყავით. ესენი არასდროს გვენახა ასეთ სუფრაზე, სადაც სადღეგრძელოები წესის მიხედვით ილევა. თან ყველაფერი რომ იცოდნენ. ცოტა ხანში გოგოები გვერდითა ოთახში გავედით. -ამათ თუ სადღეგრძელოები იცოდნენ, მართლა არ მეგონა? (ანი) - რა გიკვირს. მამაჩემს მუნჯიც რომ მიუჯინო სუფრასთან იმასაც აალაპარაკებს. - აუ მამაშენი მაგრა მევასება! (ანი) - აუ სეს, გახსოვს მამაშენს რომ მიაბარეს ჩვენი თავები და ჩვენ რომ გამოვეპარეთ? (მარია) - აუ იმას რა დამავიწყებს გოგო! მთელი ერთი თვე დედაჩემი შენს გარდა არსად მიშვებდა. - იმაზეც მადლობა თქვი რომ ჩემთან მაინც გიშვებდა. - ყველას გაგვეცინა, ამ დროს კი ოთახში ბიჭები შემოვიდნენ. ყველა ნასვამი იყო, მაგრამ ყველაზე ნაკლებად გაბრო. - რაზე ჭორაობთ გოგოები? - მოიცალეთ ჩვენთვის?- ანიმ ტუჩები სასაცილოდ გამობურცა. - და გგონია დამავიწყდი?- ჭინკებათამაშებული თვალებით მიაშტერდა ლევანი ანის. ანის ლოყები აუწითლდა და თვალი მოარიდა ლევანს. უკვე ყველა ხმამაღლა ვიცინოდით. - მამაშენი დავათვრეთ- რეზი მე მომიბრუნდა და თვალი ჩამიკრა. - ვახ, ვერ აჯობა სიძეს?!- გაბროს გავხედე რომელიც უკვე ჩემკენ მოდიოდა. დივნის კუთხეში ჩაჯდა და მკლავებში მომიქცია. ზურგით ვიყავი მასზე აკრული და ცოტა მაკანკალებდა მის შეხებაზე. - ერთხელაც შენც დაგათრობ!- ყურთან ვნებიანი ხმით ჩაიჩურჩულა სხვებისგან მალულად. ცოტა გავწითლდი, მაგრამ შევეცადე სხვებთან არ შემემჩნია. მთელი სხეულით მესიამოვნა მისი ტუჩები ჩემს ბაბილოზე. ცოტა შევკრთი, რაც გაბროს არ გამორჩენია. ვიცი რომ დავაგვიანე და არ ჩამქოლოთ რა საყვარლებო მალე დავდებ შემდეგ. და შემიფასეთ რა. მგონია რომ სულ გავაფუჭე. ამას აუცილებლად დავამთავრებ, მაგრამ შენიშვნები მომეცით რომ მეორე ისტორიის წერის დროს არ დავუშვა შეცდომები. <3 |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.