აილა-ხმლის წვერზე თავი პირველი
შემოდგომა არ მიყვარს. ბევრი ცვლილება მოაქვს შემოდგომას ბუნებაშიც,ქვეყანაშიც და ჩემშიც. ხეებს ფოთლები ცვივა და არემარე შიშვლდება,ცარიელდება და ერთბაშად უინტერესო და მოსაწყენი ხდება. შემოდგომის სიძულვილი ჩემში ბავშვობიდან ბუდობს. ეს სიძულვილი ჩემს ყველაზე ნათელ მოგონებას,დედაჩემს უკავშირდება. დედაჩემი “შემოდგომის ქალბატონი” იყო,ასე ეძახდა მამაც და გასაგები იყო რატომაც,დედას ძალიან უყვარდა შემოდგომაზე სეირნობა,როცა მთელი მისი ბაღი გადაყვითლებული და გახუნებული ფოთლებით იყო მოფენილი. შეეძლო უბრალოდ მდგარიყო და ეყურებინა ამ სილამაზისთვის. თუმცა,რამდენადაც უყვარდა იმდენად ტრაგიკული აღმოჩნდა ჩვენთვის 1250 წლის შემოდგომა. სახლში მე,ჩემი ძმა კონსტანტინე და დედა ვიყავით.მე და ჩემი ძმა ჩვენი სახლის საიდუმლო ოთახში ვიყავით,ათასჯერ გვაფრთხილებდნენ ჩვენები რომ უმიზეზოდ მაქ არ შევსულიყავით,მაგრამ მე და კონსტანტინე მაინც ვიპარებოდით იქ. ამ ოთახის არსებობის შესახებ მხოლოდ ხუთმა ვიცოდით-მე,კონსტანტინემ,დედამ და მამამ,თავისთავად და ქალბატონმა აგნესამ. ქალბატონი აგნესა ჩვენი მომვლელი იყო,პირველივე დღიდან გვივლიდა ორივეს,მეც და ჩემს ტყუპისცალ ძმას,ამიტომ ამ ქალთან დასამალი არც არაფერი გვქონდა. ჰოდა,კონსტანტინესთან ჩხუბში ვიყავი გართული,როდესაც შემოსასვლელ კარებზე ბრახუნი გაისმა.მე და კონსტანტინე უმალ გავჩუმდით. ჩვენს სახლში არასოდეს არ ხმაურობდნენ,არც ასე ბრახუნით შემოდიოდა ვინმე. როგორც მივხვდით,დედამ კარები გააღო,დღესაც ზუსტად მახსოვს ის ხმა,რომელმაც დედა წამართვა. -ბატონის დავალებით მოვედით. წამოდი. დრო მოვიდა. -არა,არა,გთხოვთ. ჩვენ ხომ შევთანხმდით. კიდევ მაქვს დრო. მამაკაცებმა ამაზე არაფერი უპასუხეს და დედაც დამორჩილდა,ალბათ ჩვენზე ფიქრობდა,მაგ მომენტში. შინაგანი ინსტინქტები ყველანაირად მიბიძგებდა გაქცევაზე,ჩასვლაზე და იმაზე რომ დედასთვის ჩამეჭიდა ხელი და არასოდეს გამეშვა,მაგრამ არც იმდენად დიდი ვიყავი და არც იმდენად მამაცი რომ ასე მოვქცეულიყავი. ვიცოდი,ეს დიდი ბიძიები აუცილებლად დაგვიშავებდნენ რამეს ან მე,ან ჩემს ძამიკოს. დედისთვის შველა თუ მინდოდა-მამას უნდა დავლოდებოდი.ის გამოასწორებს ყველაფერს,მოძებნის დედიკოს და დააბრუნებს-მეთქი ვფიქრობდი.ვფიქრობდი და ძალიან ვცდებოდი,თურმე. კონსტანტანტინე ბავშვობაში არ იყო ისეთი ძლიერი,როგორიც ახლა.ბევრს ტიროდა და ყოველთვის წუწუნებდა,ხოლმე.მამა შემოულაწუნებდა ხოლმე,კაცს ტირილი არ ეპატიებაო,ასწავლიდა,მაგრამ ის თავისას არ იშლიდა მაინც.მე-პირიქით,ჩემი სახელიც ამაზე მეტყველებდა-“აგილი”,სიტყვა რომლიდანაც ჩემი სახელი მომდინარეობს,ხმლის წვერს ნიშნავს,აქედან გამომდინარე ,სულ გაუტეხელი,მებრძოლი და იმპულსური ვიყავი,მაგრამ ხანდახან ვტყდებოდი მეც. და გავტყდი მაშინაც,დედა რომ წაიყვანეს სახლიდან.არც უხსენებიათ სად,რატომ,რამდენი ხნით? სანამ მამა მოვიდოდა,არც მახსოვს მე და ჩემი ძმა რას ვაკეთებდით,ალბათ ჩუმად ვისხედით და ვფიქრობდით. მამამ სახლის კარი შემოაღო და შემოსასვლელთან შეყოვნდა-ღია კარებმა დააფეთეს ალბათ. -როზალი? როზალი,საყვარელო,სად ხარ? მე და კონსტანტინე სამალავიდან გამოვედით და ატირებულები მამასკენ გამოვიქეცით. მამამ,თითქოს ყველაფერს მიუხვდა ჩაგვიხუტა,თვალები დახუჭა,ღრმად ჩაისუნთქა და ისევ დაგვხედა მე და ძამიკოს. მაშინ ამას ვერ ვხვდებოდი,მაგრამ მამას სახე უფრო “ვიცოდი ადრე თუ გვიან ეს უნდა მომხდარიყო”-ზე მეტყველებდა ვიდრე გაოცებულ,შოკურ მდგომარეობაზე. და რა გააკეთა მამამ? მამამ ჩემოდანი ჩაალაგა და ავბარგდით ასე უცებ. და ტრადიციადაც იქცა ეს გადასახლება. 1 ოქტომბერი. 1257 წელი. ამჯერად ბლუქენვილში ვართ,ორი დღის წინ ჩამოვედით. არც ისე კარგი ადგილია,ნაცრისფერი,თითქოს. ხალხი ზედაც არ გიყურებს,ანდა ვის სცალია შენთვის-ყველას კისრამდე სამუშაო აქვს. მე,მამა და კონსტანტინე მყუდრო სახლში დავბინავდით. ახლა ოთახში ვზივარ,აგნესა ჩემს ტანსაცმელს ალაგებს,მაგრამ ღირს კი?! მალე ისევ გადავალთ სადმე მიუვალში და რა აზრი აქვს? წერა შევწყვიტე და ქვემოთ ჩამოვედი. -მამა,რაიმე ხომ არ გჭირდებათ? -არა,აილა,გმადლობ. -მამა,რახან ახალ ადგილას ვართ,შეიძლება გავიდე,გავისეირნო? მინდა შევათვალიერო ქალაქი. -კარგი,ოღონდ შენი ძმა გაიყოლე. -კონსტანტინეს სძინავს,მამა,ხომ იცით მგზავრობა როგორ ღლის.. მამამ ამოისუნთქა და დამრთო ნება გასეირნებაზე. ****** ეს ჩემი დებიუტია ისტორიებში. აქამდე არასოდეს მიცდია ისტორიის დაწერა. ვინც წაიკითხეთ და არ გეზარებათ,გთხოვთ,გამოხატეთ თქვენი აზრი. დაინტრიგდით? რას ფიქრობთ აილაზე,ან ზოგადად ოჯახზე იმ ცოტაოდენი ინფორმაციიდან რომელსაც ფლობთ. კრიტიკას დადებითად ვუყურებ,ვფიქრობ,როცა ადამიანი შენიშვნას გაძლევს და ნაკლოვანობებზე მიგითითებს ეთიკის ნორმების დაცვით,გაძლევს შანსს გამოსწორდე და შესაბამისად,უკეთესი იყო,რაც ძალიან დიდი საჩუქარია. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.