შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ხის სკამი (4)


11-02-2017, 19:44
ავტორი japara
ნანახია 1 391

მე ოთახში შევბრუნდი. ოთახში ყველა ჩამწკრივებული იჯდა ყავებით ხელში. ყავა ჩემთვისაც იდო. მე მელოდნენ. ჩემი და, ანა, ქეთა და მარიამი.
- დაიწყე.
- რა დავიწყო?
- ვინ არის? - თათიამ (ჩემმა დამ მკაცრად მკითხა). არ ვიცოდი რა უნდა მეთქვა.
- ლუკას ძმაკაცია. - ლუკა ჩემი ყოფილია, რომელთანაც კარგი ურთიერთობა მაქვს.
- და ლუკას ძმაკაცმა სახლამდე მოგაცილა?
- გაჩერებაზე მარტო რომ ვიდექი დამინახა და მომაცილა. თერთმეტ საათზე მარტო რას დახეტიალობო. ჩემი მეგობარიცაა.
- უცნაურია. - თქვა ანამ. - ლუკას ძმაკაცებს ვიცნობ, ეს კი არასდროს შემხვედრია.
- არ იცნობ. - ყველამ ხელოვნურად გამიღიმა. - გეფიცებით არ გატყუებთ. დავჯექი. გოგოებმა ლაპარაკი დაიწყეს. მე დავჯექი და ყავას ვსვამდი. თავიდან ლაპარაკში მეც ჩავერთე, თუმცა მალე გამოვითიშე. ავდექი და საძინებელში შევედი. კომფორტულად ჩავიცვი. სპორტული შორტი, მაღალყელიანი წინდები და კაპიუშონიანი სპორტული მაისური.
კუთვნილ სავარძელში კომფორტულად მოვეწყე. ყავა დავიჭირე და ნელ-ნელა ვსვამდი. გოგოები იცინოდნენ და ხმამაღლა ყვებოდნენ ამბებს. მე ერთ ადგილს მივაშტერდი.
საოცარი ისათი ჰქონდა, მაშინაც, როცა ჯერ კიდევ არ მიცნობდა კარგად, ყველაფერს აკეთებდა, რომ გამეღიმა. როცა ტირილი ვახსენე მისი სახე არ დამავიწყდება. გაფითრდა, ანერვიულდა, მაგრამ შეძლებისდაგვარად არ შეიმჩნია.
- ლუსი! გამოფხიზლდი! - თათია მიყვიროდა და შემოსასვლელთან იდგა.
- რა იყო?
- შენთან არიან. - და ხელით კარისკენ მანიშნა. ავდექი და კარამდე მივირბინე. იქ სანდრო დამხვდა. ნერვიულობდა და ბოლთას ცემდა. გასავლელში ბოტასები ეწყო, ამოვიცვი და გარეთ გავედი. ვიცოდი, გოგოები გვისმენდნე, კარი გავიხურე.
- მოხდა რამე? - ვკითხე. ის უცებ გაჩერდა. ხმას არ იღებდა და მე არ მიყურებდა. ძირს იყურებოდა და რაღაცაზე ფიქრობდა. უცებ წინ დამიდგა. თვალებში შემომხედა. არაფერს ამბობდა. ღრმად ჩაისუნთქა და... მაკოცა. ხელები თმაში შემომიცურა და მკოცნიდა.
მომშორდა და ისევ ჩემს წინ იდგა. ამოისუნთქა.
- ამის გარეშე ვერ წავედი. - გამეცინა. იმასაც გაეცინა. - ვიცი, სისულელეა. დებილობა. უცნაურიც ვარ მაგრამ... არც იმას გთხოვ გამიგო, არ ვიცი. რაღაც უცნაური შეგრძნება მქონდა თითქოს...
- გაჩუმდი. - გავუღიმე. ის დაიბნა.
- რატომ?
- არაფერი ცუდი არ გაგიკეთებია. და ახსნა საჭირო არ არის. - გამიღიმა. ახლა მე გავწითლდი. ასეთი გამბედავი ცხოვრებაში არ ვყოფილვარ.
- კარგად. - მითხრა და კიბეები ჩაირბინა. მე სახლში შევბრუნდი და დავჯექი.
- რა უნდოდა?
- ლუკას ძმის ნომერი. ძმაკაცთან რჩება და უნდა მივაკითხოო. - მე მართლა კარგი მატყუარა ვარ და ვერაფერს მიხვდნენ. ლაპარაკი განაგრძეს. ჯერ თორმეტი საათი იყო. ორ საათში ქეთამ ყურში ჩამკივლა.
- დავწვეთ.
- გოგოები სად არიან?
- სულ გადაირიე? ყველა სათითაოდ გააცილე. დედაშენი დეიდაშენთან იქნება მომდევნო ერთი კვირა. წამოდი. უკვე ორი საათია. ხვალ სკოლაში მივიდვართ.
გაუჩინარება.
მეთორმეტე კლასში სკოლაში არავინ დადის, თუმცა გრაფიკი რეპეტიტორების გამო მაინც გადატვირგული მქონდა. ეს ყველაფერი იწყებოდა საღამოს 4 საათზე. ყოველ დღე. ზოგჯერ ექვსზე...
დილით ადრე გავიღვიხე. ქეთას ჩენ გვერდზე ეძინა და გაეღვიძა.
- რას აკეთებ?
- სკოლაში მივდივარ.
- არ გეზარება? რატომ?
- შენ თვითონ თქვი გუშინ, თან მასწავლებლების ვიმეცადინე და საქმე არ მაქვს.
- კარგი, კარგი. რომელი საათია?
- რვის ნახევარი. - წამოდგა. თავისი ტელეფონი აიღო და ნინის დაურეკა. (თავისი პატარა დაა)
- ჩემი შავი შარვალი, შავი როლინგი, კუბოკრული პერანგი და ბაგინკები გადმომიტანე. მაკიაჟის ჩანთაც. არ გათიშო. პატარა ჩანთასჰი ბლოკნოტი და პასტა ჩააგდე. ხო. კი ეგენიც. თუ არ გეზარება. მადლობა.
- შენ ვერ ჩაიცვამდი?
- მეზარება. თან ასე მითხრა ცხრილია მიხედვით რვეულებსაც ჩაგიდებო.
- საყვარელი.
- საყვარელი კი არა მაისური გამიფუჭა და დანაშაულის გამოსყიდვას ცდილობს. - ჩავიცვით. მაცივარში გუშინდელი პიცა იყო. სევათბეთ და ვჭამეთ.
ავტობუსი ხალხით იყო სავსე.
- გუშინ ღამე რა მოხდა?
- რას გულისხმობ?
- შარდენიდან არ წამოსულხარ. საბამ მითხრა უკან მიბრუნდაო... მერე კიდე ვიღაც ბიჭთან ერთად დაბრუნდი და ამ ყველაფერთან ერთად გათიშულიც იყავი. რას ვგულისხმობ ვერ ხვდები?
- უბრალოდ გასეირნება მომინდა. ასე არა ერთხელ მოვქცეულვარ. ის ბიჭი კიდე ლუკას ძმაკაცი იყო-მეთქი.
- შეიძლება სხვება დაგიჯერეს, მაგრამ მე არა. თავიდან მეც დავუშვი, რომ მართალი იყავი, თუმცა ქცევებმა გაგყიდეს. და იმანაც, რომ ამ ბიჭმა რომ მოგაკითხა ოთახში გაშტერებული შემოხვედი. - პასუხი არ გავეცი. კამათს აზრი არ ჰქონდა. ფანჯრიდან ვიყურებოდი და მთელი დღე ხმა არ ამომიღია. მეძინებოდა, მაგრამ სახლში დარჩენა არ მინდოდა. - იმედი გაქვს რომ შეგხვდება?
- არ ვიცი. - მართლა არ ვიცი. არ მჯეროდა, რომ რაც იყო, არ განმეორდებოდა. ვიცოდი, რომ ეს ბოლო შეხვედრა იყო და ამის მეტი აღარ იქნებოდა. მაგრამ სადღაც გულის სიღრმეში, მქონდა იმედი, რომ შემთხვევით მაინც შევხვდებოდი სადმე. უცნაურია არა? მაგრამ ასეთია ჩვენი ბუნება. უფრო და უფრო მეტი გვინდა. სკოლასთან მივედით.
დღემ ჩვეულებრივად ჩაიარა. სკოლაში დღეს ბევრი ვიყავით. სკოლიდან პიცერიაში წავედით. ამჯერად გოგოებთან ერთად არა. მე, ქეთა და ბიჭები ვიყავით. ბიჭები რვანი იყვნენ და სახელების ჩამოთვლა მეზარება. მაინც ვერ გაიგებთ, ვინ ვინ არის და რა აზრი აქვს? პიცერია სააკაძის მოედანზეა. კარგი ამინდი იყო. ყველანი გაჩერებაზე გავედით. ჩვენი ავტობუსი გამოჩნდა, სანამ გააჩერებდა ქეთას მივუბრუნდი.
- ფეხით წავიდეთ.
- წერეთლის ბოლოში?
- შორს არაა. ხიდით გადავაჭრით და... გზა შენც კარგად იცი.
- მეზარება.
- მარტო წავიდე?
- წადი მერე, რა გიყო? სულ შეიშალე. ამ შუა შემოდგომას სეირნობა ვის გაუგია.
- სეირნობამ წელიწადის დროები არ იცის. თან ისეთი ამინდია შენ რო გიყვარს. მიდი რა, წამო...
- ლუსი!
- გთხოვ! გთხოვ! გთხოვ! - ბავშვივით ვხტუნავდი. ქეთის გაეცინა და წამოვიდა.
- კარგად ბავშვებო! - ხელი დავუქნიეთ ბიჭებს და წამოვედით. გზაში პანთეონამდე ამბებს ვიხსენებდით, ჩვენზე და ჩვენს კლასელებზე. ძველ ექსკურსიებზე. ყველაზე ტკბილად მეათე კლასის ექსკურსი გამახსენდა. იქ ისე დავთვერი, სამჯერ მაინც ავილეწე და თვალებში ნორმალურად კი არა, საერთოდ ვერ ვიყურებოდი. პანთიონთან კი უკვე სერიოზული ლაპარაკი წავიდა. რა იქნებოდა მერე? ვინ რა გზას დაადგებოდა? ჩემი კლასი, რომელი კლასების რიცხვში შევიდოდა, რომელშიც ბავშვები იფანტებიან, თუ ერთად რომ რჩებიან? მე დარწმუნებული ვარ, რომ ერთად დავრჩებით. მეოთხე კლასიდან აქ ვარ, და ისე მიმიღეს თითქოს ერთად დავიბადეთ. ასეთი საოცრად შეკრული კლასი არსად, არასდროს შეგხვედრიათ, დამიჯერეთ. ეს ჩემი სიტყვე და ფიქრები არ არის. ყველა ასე ფიქრობს, ვინც ჩემს კლასს იცნობს.
სახლში ქეთაც ამოვიდა. თავისი ნივთები აიღო და გადავიდა. მარტო დავრჩი. ახლაღა გამახსენდა, რომ დედა ერთი კვირა არ იქნებოდა. სახლში როგორც შევედი, სავარძელზე ისევე დავეგდე და ტელეფონი ავიღე. სოციალურ ქსელში მისი მოძებნა არც კი მიფიქრია. ტელეფონი მეჭირა და დრო გამყავდა, როდესაც დედამ დამირეკა.
- სად ხარ?
- სახლში დე. როგორ ხარ?
- კარგად საყვარელო, შენ? საჭმელი ხომ გაქვთ? ხომ არ მმოვიდე? რამე ხომ არ...
- დედა! არაფერი გვინდა. დაისვენე რა... არ დაიღალე? თავს მივხედავთ. ნუ ნერვიულობ! შენ ის მითხარი, შენ და დეიდუკა რას შვებით?
- რავიცი ვჭორაობთ და ვართ ასე.
- აბა თქვენ იცით.
- მართალა, თუ რამე გინდათ...
- ვთიშავ.- გავუთიშე და ჩემს დას დავურეკე, უკვე ექვსი საათი იყო. - სახლში რომელზე მოხვალ?
- გვიან ალბათ. თუ ძაან დამაგვიანდა არ დამელოდო, დაიძინე.
- სად ხარ ასეთში?
- დღეს სოფის დაბადების დღეა.
- კარგი.- გავუთიშე და ტელეფონიც გვერდზე გადავდე. ავდექი და ოთახში გავედი. ჩანთაში მასწავლებლების რვეულები და წიგნები ჩავალაგე და გავედი.
ჯერ მათემატიკა და უნარები მქონდა. ამისთვის ნახალოვკაში უნდა წავსულიყავი. ავტობუსში ავედი. თითქმის ცარიელი იყო. უკვე ბნელდებოდა...
შემდეგი რეპეტიტორი იქვე, კინო საქართველოსთან მყავდა. იქამდე თხუთმეტი წუთის სავალი იყო. გაკვეთილამდე კი ერთი საათი მქონდა. იქვე საცხობში ფუნთუშა ვიყიდე და ვჭამე. თან მივსეირნობდი. დრო მალე გავიდა. გაჩერებაზე დავდექი და ახლა მეორე რეპეტიოტართან წავედი. ცხრა საათი შესრულდა.
იქიდან თერთმეტს რო თხუთმეტი აკლდა მაშინ გამოვედი. სეირნობის თავიც აღარ მქონდა. ვეღარც ავტობუსს დაველოდებოდი. ტაქსი გავაჩერე და სახლში მივედი. გამოვიცვალე და ისევ სპორტულად ჩავიცვი. მაშინღა გამახსენდა, რომ საჭმელი არ გვქონდა. დახეული ჯინსები, დიდი კაპიუშონიანი ჯემპრი და ბოტასები ჩვიცვი და გავედი. ჩემი ეზოსგან ცოტა მოშორებით საცხობი იყო.
ეზოდან, რომ გავედი ხალხი საერთოდ აღარ იყო. საცხობი დაკეტილი დამხვდა და უკან მოვბრუნდი. ჩემ ეზოში ვიღაც ბიჭი იჯდა. შავები ეცვა. სკამზე უცნაურად იყო მოკუნტული. ჩემს გარდა გარეთ არავინ იყო. ძალიან შემეშინდა. ნაბიჯს შევუნელე, იმ იმედით, რომ წავიდოდა. ჩემი ნაბიჯის ხმაზე უცებ შემობრუნდა, თვალები შემომანათ და წამოხტა. საშინლად შემეშინდა. კინაღამ მოვკვდი. ჩემსკენ წამოვიდა და შუა გზიდან გვერდზე გადაუხვია და ძალიან ჩქარი ნაბიჯით იქაურობას გაშორდა. მისი სახეც კი არ დამინახავს. საშინლად შეშინებულივ იყავი და სახლში ჩქარა ავედი და კარი კარგად ჩავკეტე. პიცა გამოვიძახე, პატარა.
უკვე თორმეტი იყო. დავჯექი და მეცადინეობა დავიწყე. ხვალ სკოლაში არ მივდიოდი, მაგრამ რეპეტიტორები მყავდა. ჩვეულებრივ, იმ დღესვე ვმეცადინეობ ხოლმე, მაგრამ მინდოდა ხვალ მთელი დღე დამესვენა.
თავის დროზე კარგად ვისწავლე, მაგრამ მიუხედავად ამისა, შუშანიკის წამების გავლა თავიდან მიწევდა. ახლა უფრო დიდი ნაწილის. შესაბამისად ბევრი საწერიც მქონდა, პერიფრაზები, თემები, შინაარსები, კომენტარები, კითხვები, ტესტები...
და აი, როგორც იქნა მეცადინეობას მოვრჩი. ოთხი საათი გასულა. თათიას მივწერე:
„გღვიძავს?“
„ არა, რა იყო? ხო არ გეშინია? თუ გინდა მოვალ“
„ უბრალოდ მოგიკითე რა პანიკებში ხარ?“
„ ღამე აქ ვრჩები. და რამე თუ მოგინდა ეგრევე მომწერე გაიგე?“
„ ძილინებისა“
„ გაიგე-თქო?“
„ ვიძინებ- მეთქი!!“ ლოგინთან მივედი, მაგრამ მივხვდი, რომ ახლა ვერ დავიძინები. თან კარგ ხასიათზეც არ ვიყავი. ჩავიცვი და გარეთ გავედი. ჩემი ძმაკაცის დიდი ზომის „კაპიშონკა“ მეცვა. ქუდიც მეფარა და ზემოდან კიდე კაპიუშონი. მთავარ ქუჩაზე გავედი. აქედან დაახლოებით 300-400 მეტრში 24 საათიანი მაღაზიაა. იქამდე ფეხით წავიდოდი. არაფერი მინდოდა, მაგრამ მაინც. ხო, მე ვიწრო ქუჩებში ხეტიალი მიყვარს და წერეთელზე ამის ფუფუნება არის, მაგრამ როცა ხალხი გარეთ არ არის და დიდი ქუჩებიც ცარიელია...
ოქტომბრის ერთ-ერთი ჩვეულებრივი ცივი ღამე იყო. ქუჩში არავინ იყო. ქუჩის ძაღლებსაც კი ეძინათ. მხოლოდ მე ვიყავი. აქ სიარულისას, გეგონებოდათ მთელს დედამიწაზე თქვენს გარდა არავინაა. მარტოობის ეს შეგრძნება მსიამოვნებდა. თითქოს ძალაუფლების შეგრძნება იყო, სრული თავისუფლების, სიმშვიდის... ბანალურობის უფრო გამძაფრებისთვის ახლა ყურსასმენებს უნდა ვიკეთებდე, მაგრამ მირჩევნია ჩემს ნაბიჯებს ვუსმინო, ახლა ხომ გარეთ სხვას ვერაფერს გავიგებ. მხოლოდ იმას, ათ წუთში ერთხელ რამე მანქანა თუ ჩამიქროლებს.
ნახევარი გზაც არ მქონდა გავლილი ჩემმა ძმაკაცმა დამირეკა. ზუსტად იმან, ვისი ზედაც მეცვა.
- ხო არ გაგაღვიძე?
- არა. - ამ დროს მანქანამ ჩამიქროლა.
- გარეთ ამ დროს რა ჯანდაბას აკეთბ?
- აბა თუ მიხვდები, მე გარეთ რას ვაკეთებ...
- ძაან კაი. ახლა მეც გასეირნება მინდოდა და დავურეკავ-თქო. სად ხარ?
- სად და... გზას თუ გავაგრძელებ, ათ წუთში და არც კი, შენს სახლთან ვიქნები.
- თუ? არ აპირებდი?
- ვაპირებდი. მიდი მიდი ჩამო. - საბა და მე ერთად გავიზარდეთ. ის ქეთიზე და ანაზე ახლობელი იყო. ქეთი გავიცანი ოთხის რომ ვიყავი, თუ სამის. ანა, პირველ კლასში. საბა კი იმ დღიდან მიცნობს, როცა დავიბადე. ოღონდ არ ვაჭარბებ. სამშობიაროდან რომ გამომიყვანეს იქ იყო. ის ნათლიაჩემის - მაიას შვილია. ნათლიაჩემიც ჩემი ერთ-ერთი დაქალია. დედაჩემისაც არის. მისი უფრო დიდი ხანია, მაგრამ რა მნიშვნელობა აქვს?
ხუთ წუთში საბას კორპუსთან ვიყავი, ის კიდე იქვე სკამზე იჯდა.
- ლოკოკინით მოხვედი?
- ხო. ახალი მყავს. - სეირნობა ერთად გავაგრძელეთ.
- აბა... რა ხდება მოყევი.
- რას გულისხმობ?
- ქეთი შემხვდა. ერთად ვიმგზავრეთ ხოდა...
- ოოო! შენც უსმინე მაგას. სხვა რა საქმე გაქვს?
- ასე თქვა მთელი დღე მოწყენილია, ხმას არ იღებსო. გუშინ კიდე...
- აწ უკვე გუშინ-წინ.
- ხო. რა მნიშვნელობა აქვს? რაც მთავარია ხო ხვდები... ვიღაც ბიჭი...
- არავინ და არაფერი! ვა! მაგ ბიჭის რა ბრალია მე თუ ტესტებზე ვნერვიულობ?
- რა ტესტებზე?
- სკოლის. ამასთან უკვე აბიტურიენტი ვარ და ძალიან ბევრი სამეცადინო მაქვს. აუ საბა. - ხელები ჯიბეებში ჰქონდა ჩაყოფილი. დოინჯში ხელი გავუძვრინე და დავეყრდენი. - იცი როგორ ვიღლები? აი საშინლად! ყველაფერი მღლის!
- ხო ხო აბა! სეირნობის თავიც აღარ გაქვს ხო?
- მაგისი თავი სულ მაქვს. უბრალოდ გონებრივად მართლა ვიღლები და რო არ გავისეირნო, საერთოდ მოვკვდები! თან მაინცდამაინც წელს დაიწყეს არების კონტროლი აბიტურიენტებში.
- რაგინდა მაინც ბევრი გაცდენის უფლება გაქვს.
- ხო! სკოლაში სამ დღეში ერთხელ სიარული მაინც მიწევს! არადა შენ დროს ორ კვირაში ერთხელ თუ მიხვიდოდი, ან ეგეც არა!
- რას მეჩხუბები! ჩემი ბრალი კი არაა. და თემას ნუ ცვლი. ასე თქვა იმ ბიჭმა კიდე მოაკითხა და ლუსი რო შემოვიდა სახე განათებული ჰქონდაო.
- ოღონდაცა რა! წარმოსახვის უნდარი საოცარი აქვს და გადმოცემის უნარი კიდე-ცუდი, თორემ იმასაც დააყოლებდა ბიჭი თეთრ რაშზე იყო ამხედრებულიო ლუსი მარჯვენა არათითზე საქორწინო ბეჭდით შემოვიდაო.
- კაი კაი.
- ეგ კი არა... შენ და მარიამი რას შვებით? - ასე გავაგრძელეთ ლაპარაკი. დაახლოებით ერთი საათი ვისეირნეთ. მერე იმხელაზე დავამთქნარე საბამ სახლამდე მიმაცილა და წავიდა.
... (დღე 4)
ამ სეირნობიდან ორი დღის შემდეგ დილით თორმეტ საათზე გამეღვიძა, უფრო სწორად გამაღვიძეს. ჩემი და მოვიდა და მაგს ჩუმად არ შეუძლია. ოვაციებით შემოვიდა. მეც სხვა რა გზა მქონდა, ავდექი და ჩავიცვი. ტელევიზორის წინ იჯდა და რაღაცას გაშტერებული უყურებდა.
- მოხდა რამე?
- საშინელი ავარია. ნინის შეყვარებული მოყვა. ახლა რეანიმაციაშია. მეც უნდა წავიდე. - მე გარეთ გასასვლელად მომზადებული ვიყავი. - შენ საით?
- დღეს რეზი უნდა გავიყვანო. - რეზი საბას დისშვილია. მაიას ორი შვილი ყავს. ლიზა და საბა. ლიზა ჩემზე თორმეტი წლით დიდია, თუმცა მასთანაც ისეთი ურთიერთობა მაქვს, თითქოს ჩემი ტოლია. მას ორი შვილი ყავს. რეზი, ცხრა წლის და ოთხი წლის ნიკუშა. რეზი უკვე დიდია და იცის, მაგრამ პატარაობაში მასაც და ნიკუშასაც მათი და ვეგონე.
მათთან მივედი. უკვე პირველი საათი იყო. კარი ლიზამ გააღო. ყველანი ერთად ცხოვრობდნენ. ლიზას ქმარი ახლა მივლინებაშია, გერმანიაში.
- ლუსი! როგორ ხარ? - გადამეხვია და გადამკოცნა.
- რავიცი გოგო, კარგად. შენ?
- ასევე. შემოდი.
- წასასვლელად გამზადებულხარ.
- ხო გოგო. საბა კიდე არ იღვიძებს! - ეს ბოლო ხმაზე იყვირა, რომ საბას გაეგო. ამ დროს შემოსასვლელში ორი ანგელოზი შემოვარდა.
- ლუსი! - ერთდოულად იყვირეს და შემომახტნენ. ნიკუშა შემომახტა, რეზი კიდე ისე მეხუტებოდა. დავიხარე და ორივე კარგად ჩავიკარი გულში.
- საბა რათ გინდა?
- ბავშვებს, რო მიხედოს. მე პროცესზე მივდივარ. - ხო მართლა, ლიზა ადვოკატია. ჩემი კულტი.
- მეც მაგისთვის მოვედი.
- ბავშვებს უნდა მიმიხედო?
- ხო. უნდა გავასეირნო. მერე მოვალთ და მივხედავ.
- კარგია! მადლობა. არ გეზარება?
- ბავშვის გასეირნება როგორ უნდა დაგეზაროს? - ლიზამ ქურთუკი შემოიცვა და ჩანთა აიღო. - ნასაუზმები არიან?
- კი. მაგრამ ორივემ ცოტა ჭამა. კარგი წავედი. რო მოვალ რაღაცეები უნდა მოგიყვე. ტელეფონზე კი გელაპარაკე მარა მაინც. - გადამკოცნა. ბავშვები დაკოცნა და წავიდა. მე ბავშვებს ჩავაცვი და საბას ოთახში შევიხედე. იმას უკვე ეღვიძა. ამასაც თუ გაღვიძება ქვია. იწვა და ტელეფონში იყო ჩამძვრალი.
- მე ბავშვებს გავიყვან და შენ კიდე თუ გინდა დაიძინე. - ამის გაგონებაზე ხმამაღლა ამოიხვნეშა.
- მადლობა! - ამოილუღლუღა და გადბრუნდა. პატარებს ხელი ჩავკიდე. ამათი სახლის გასაღბი მეც მქონდა. კარი ჩავკეტეთ და წამოვედით.
- ჯერ ვჭამოთ თუ ვისეირნოთ?
- ვისეირნოთ. - ნიკუშამ იკივლა.
- ბურთი? - რეზის გაახსენდა.
- ხო მართლა! კიდევ კარგი ახლავე გაგვახსენდა. - კართან ვიდექი. შევბრუნდი, რეზის სპორტულ ჩანთაში ბურთი ჩავდე და წავედით. ჩანთა რეზიმ დაიკიდა.
ჯერ გამოფენაზე წავედით. ვსეირნობდით. ასე ვიარეთ დიდი ხანი. თან ველაპარაკებოდი. ბაღის და სკოლის ამბებს მიყვებოდნენ. მე და რეზი საუკეთესო მეგობრები ვართ! ასეთი ჩამოყალიბებული ბევრი უფროსიც არ არის. თან ყოველთვის სიმართლეს ამბობს, ყოველ შემთხვევაში ჩემთან.
- იცი დედიკოს რაღაცეები წამოცდა.
- რაზე?
- ასე თქვა, თათიამ მითხრა, ვიღაცა ბიჭმა მოაკითხაო. უცხომო... იმ დღეს გაგიცნია...
- არ მომიყოლია? - სასაცილოა არა? ჩემმა დაქალებმა არც კი იციან. არც ჩემმა დამ და არც საბამ. აი რეზიმ კი უნდა იცოდეს! ბოლომდე რომ ჩავედი დაუსტვინა.
- კინო გეგონება. და ვსო?
- ასე ჯობია. არა?
- ხო. რა ვიცი.
- მერე, დიდ ხნიანი ურთიერთობა რომ გვქონოდა, ოდესღაც ხო დავშორდებოდით?
- რატო?
- იმიტომ რომ ეგრე ხდება. ბოლოს ყოველთვის...
- დედა და მამა?
- ეგ სხვაა. ისინი დაქორწინდნენ და...
- 9 წლის და განქორწინებაზე მე ვიცი. რა გჭირს?
- კარგი, ეგ მართლა სხვა ამბავია. ხო იცი, მე სიყვარულის და ეგეთი რაღაცეების არ მჯერა. მჯერა მაგრამ... ასეთის არა. უსასრულოსი არა. ბოლო ყველაფერს აქვს ხო? მარა დედაშენი და მამაშენი სხვა საქმეა. მაგათ მართლა უყვართ ერთმანეთი. - ამ დროს ნიკუშამ იყვირა.
- ოო! დათუმდით ლა! დაწელობანა ვითამაშოთ. ტლიკინებთ აქ შულელებივით. - ჩვენ გაგვეცინა. - ლუსი იტელს! - იყვირა და გაიქცა. რეზი გაეკიდა. მე ამოვიხვნეშე. - ოო! ამხელა გიგანტებს რა დაგიჭერთ? - გავეკიდე. მთელ გამოფენას წრეები ვურტყით ნიკუშა მხოლოდ ერთხელ დავიჭირეთ. ბოლოს დავიღალეთ და გავჩერდით. ნიკუშა მოვიდა და ენა გამომიყო.
- ბებერო! ბებერო! - მე გამეცინა. - დაიკო, სენ ხო თემზე დიდი ხალ, ლატო ველ მიტელ? ითი ლატო?
- რატო?
- ბოთე ქალ! - იყვირა და გაიქცა. ცოტა ხანი დავაცალე და გავეკიდე. სამ მეტრშივე დავიჭირე და ჰაერში ავიტაცე. ჩავიხუტე და ისე ვატრიალებდი.
- დაგიჭირე. - დავსვი. ამ დროს თვალში ნაცნობი სახე მომხვდა. ის არ მიყურებდა. სანდრო. ნიკუშას ხელი ჩავკიდე.
- ლუ, წყალი მინდა. - მაღაზია იქვე იყო და წავედით.
- წყალი თუ წვენი?
- წვენი, უგაზო. - ბავშვებს წვენები ავურჩიე და ვიყიდე.
- ახალ სტადიონზე წავიდეთ რა. - გამოფენაზე ახლახანს სტადიონი გააკეთეს. იქ წავედით. ბურთი ავიღეთ და თამაში დავიწყეთ. ძირითადად სულ ნიკუშა იგებდა. მერე მე დავიღალე და სკამზე დავჯექი. თან პატარებს სურათებს ვუღებდი.
ყველაზე მეტად რაზე ვგიჟდები იცით? რეზი ცანცარა, მოუსვენარი ბავშვია, მაგრამ როცა ნიკუშასთან ერთადაა, დიდი სერიოზული კაცივით იქცევა, ყურადღებას აქცევს და თან სულ აგებინებს. მერე შემომხედავს და თვალს მიკრავს. ვითომ-ვითომო მანიშნებს. რეზის მშობლებს ერთმანეთი მართლა უყვართ, მაგრამ ხშირად კამათობენ. რეზი კი ყველაფერს ხვდება და ეს მაგიჟბს! ბავშვი ვერ უნდა ხედავდეს მშობლების პატარა კინკლაობასაც კიდეც, იმიტომ რომ ამას დიდ ტრაგედიად ხედავენ.
მე ვიჯექი და ვუყურებდი როგორ თამაშობდნენ. გვერდით ვიღაც მომიჯდა. მოვხედე და სანდრო იყო.
- როგორ ხარ?
- კარგად. შენ?
- შენი ვინ არიან?
- შვილები-მეთქი რომ გითხრა...
- არ დავიჯერებ. - გაეღიმა. - რა საყვარლები არიან.
- ნათლიაჩემის შვილიშვილები არიან. პატარა ძმები რა. - ნიკუშამ უცხო ბიჭი დაინახა თუ არა გამოიქცა. ამასაც ხო უნდა შეაყვაროს თავი?
- გამალდობა.
- გაგიმარჯოს.
- მე ნიკუსა ვალ. - ცოტა ხანი ილაპარაკეს. ასაკი გამოკითხა და რაღაცეები.
- ლუსი შენი ვინ არის?
- ლუსიტო თემი დაიკოა.
- მართლა?
- ქო. თენ ვინ ქალ?
- ლუსი ჩემი მეგობარია.
- ალ ალი! ლუსი მალტო თემი და ლეზისია.
- ხო?
- ქო.
- ჩემიცაა!
- ალ ალი! მოდი აბა!- მუშტები გამოიშვირა და სასაცილოდ დადგა. ამ დროს რეზი მოვიდა.
- ნიკუშა! რეებს აკეთებ?
- შენ რა გქვია?
- რეზი.
- მე სანდრო. - ამ სახელის გახსენებაზე სახე გაუცისკროვნდა.
- ასე რა გაგიხარდა?
- მამაჩემსაც სანდრო ქვია. - ნიკუშამ პირი დააღო და რეზის ახედა. პირი გააღო. უნდა ჩაეშვა. რეზიმ პირზე ხელი ააფარა. - უკვე შევაწუხეთ. წამოდი ვითამაშოტ. წამოდი მაგარი რაღაცეები უნდა გასწავლო. - ბავშვები გავიდნენ.
- ხო... ახლა სად უნდა წახვიდეთ?
- არ ვიცი. უნდა ვჭამოთ.
ბავშვები საჭმელად წავიყვანეთ. სანდრომ სადღაც კაფეში წაგვიყვანა, რომელიც სწრაფი კვების ობიექტიც იყო. ბავშვებისთვის იყო მოწყობილი და ცალკე „სათამაშო ზონაც“ ჰქონდათ. რეზი და ნიკუშა სათამაშოდ გავიდნენ. მე და სანდრო კი ისევ მარტო დავრჩით.
- ვიცი რისი კითხვაც გინდა. - ჩვეულებრივი თავდაჯერებულობით გააგრძელა და თავისი ყავისფერი თმა ისევ უკან გადაიწია.
- ხო?
- ხო.
- და რისი კითხვა მინდა?
- სად ვიყავი ეს სამი დღე?
- არა.
- არა?
- არა. მე ისიც არ ვიცი ამ სამი დღის უკან სად იყავი.
- ანუ არ გაინტერესებს რატომ არ გამოვჩნდი?
- ჩემთვის არც აქამდე ჩანდი. უბრალოდ ერთხელ გამოჩნდი... და მთელი საღამო მომპარე.
- და ის უბრალო საღამო იყო? - თითქოს ეწყინა. თავისი თაფლისფერი თვალები აუბრჭყვიალდა და ისევ მე მომაპყრო. მე არ მომწონდა იმ ადამიანად ყოფნა, ვინც მას აწყენინებდა.
- არა, მაგრამ... რა მნიშვნელობა აქვს?
- არ აქვს? დავიჯერო მარტო ჩემთვის ჩანდა ეს ლამაზ ისტორიად? მე მეგონა გოგონები ჩემზე რომანტიკულები იყვნენ. განსაკუთრებით ისინი, ღამე, ნაწვიმარზე მარტო სეირნობა, რომ უყვართ ვიწრო ქუჩებში. - გამეღიმა. - ამ ლამაზი ისტორიის გაგრძელებას გთავაზობ. - მე ჩუმად ვიყავი და ჩემს ყავას ვუყურებდი, რომელიც მინი მაუსის ჭიქაში ესხა. მისი ყავა მიკი მაუსისაში იყო. ყავას ვუყურებდი და ვფიქრობდი. პრაქტიკულად თუ ვიფიქრებთ, ეს ისტორია უფრო ლამაზი დარჩებოდა, თუ ის საერთოდ აღარ გამოჩნდებოდა ჩემს ცხოვრებაში. ახლა, მის გამოჩენას ერთდოულად თან ვნანობ და თან კი მახარებს. არ ვიცი ახლა რას ვფიქრობ. კარგი, იმ დროს დავუბრუნდეთ. - აქ ხარ? - თქვა და თვალებთან ხელი დამიქნია.
- ხო. უბრალოდ ჩავფიქრდი.
- მიიღებ შემოთავაზებას? - მე ცინიკურად ჩამეცინა. მან ეს ცინიზმი დაინახა. - რა იყო? არა ხო? არც უნდა მეკითხა... სხვანაირად გეტყვი... - ახლაც ჩამეცინა. - ელენე! რა გაცინებს?
- რომ გითხრა არა-თქო..? რა იქნება? - ვიცოდი მისი პასუხი და იმიტომ გავრისკე. მის თვალებში მართლა ვხედავდი ყველაფერს. მკითხავივით ვლაპარაკობ... მართლა, მიხვდებოდი, რომ არაფრის გულისთვის არ დანებდებოდა. ასეთი იყო. არასდროს ნებდებოდა. არასდროს... და არც მაშინ დამანებებდა. ვიცოდი. სხვა შემთხვევაში, რომ არ მცოდნოდა, არ ვკითხავდი. არც ვახსენებდი სიტყვა არა, ალბათ. მაგრამ, რომ არ მცოდნოდა... სხვანაირი რომ ყოფილიყო შეიძლება კის ხსენება არ მომდომებოდა. ამომხედა და გამიღიმა. თავის დიდ ტუჩებს შორის, ლამაზად ჩალაგებული თეთრი კბლები ანათებდნენ.
- თავს მაინც არ დაგანებებ. არას თქმას აპირებ?
- არა. უბრალოდ გკითხე.
- ანუ შემოთავაზებას იღებ?
- არ მომწონს ეგ კითხვა. რაც იქნება იქნება...
- ანუ..?
- თუ ისტორიას გაგრძელება მოუნდება დაე გაგრძელდეს. მაგრამ თუ არა, ამის ძალით კეთება არ ღირს. - ბიჭმა წარბები შეჭმუხნა, გაკვირვებისგან.
- უცნაური ხარ.
- როგორი?
- არა რომანტიკული.
- პირიქით. ის რაც ახლა ვთქვი, ზედმეტად რომანტიკულია ჩემთვის.
- ხო. ხო. ლამაზი ისტორიის დასრულება რომანტიკულია, აბა რა.
- თავისუფლად გელაპარაკო? თუ როგორც წესია.
- ამ კითხვას მე მისვამ? ადამიანს, რომელსაც ერთ საღამოში ყველაფერი მოუყევი შენს შესახებ.
- კარგი. აი დაფიქრდი... რა უფრო რომანტიული იქნებოდა... იმ საღამოს შემდეგ საერთოდ, რომ არ შევმხვდარიყავით და სამუდამოდ დაგვმახსოვრებოდა ერთი უცნაური საღამო, როგორც ლამაზი სიზმარი, სადაც უცხო ადამიანს, უაზრო ბავშვური სიალალით ვენდეთ და ყველაფერი გავუმხილეთ. ბოლოს კი ეს ყველაფერი კოცნით დასრულდა... თუ... ჩვენ ერთმანეთს ისევ შევხვდით. ამ ლამაზი საღამოს შემდეგ კი, ეს ყველაფერი ბანალურ, ჩვეულებრივ შეყვარებულების ურთიერთობაში გადაიზარდა. და ბოლოს როგორც წესია და როგორც თქვენს „სიყვარულს“ ჩვევია, რომელიღაცის გულის ტკენით დასრულდა.
- უცხოპლანეტელივით ლაპარაკობ. და თანაც... მომავალზე ზედმეტს ფიქრობ.
- რა აზრი აქვს რამის წამოწყებას, თუ იცი, რომ ამას მომავალი არ აქვს?
- მაშინ არაფერს ჰქონია აზრი! მომავალს ვერ დაეყრდნობი, იცი რატომ? - უკვე ბრაზდებოდა. - შეიძლება ახლა ჩვენ იდეალურად დავაწყოთ მომავალი, ყველაფერი გავთვალოთ ისე, რომ სულ ცოტა 5 წელი სრულ ბედნიერებაში ვიყოთ, მაგრამ შემდეგ, მე გავალ კაფიდან და უცებ, ვიღაცამ საჭე ვეღარ დაიმორჩილოს და მხოლოდ ერთი წამი იქნება ჩემი მომავალი. ამ ერთ წამში მომავალის დაგეგმვას კი წამით დატკბობას დავიწყებ, იმიტომ, რომ ეს ბოლო იქნება.
- ანუ..?
- უნდა დაკმაყოფილდე იმით, რაც ახლა გაქვს.
- მომავალზე არ ვიფიქო?
- მომავალზეც უნდა იფიქრო, თან ბევრი. მაგრამ იმდენი არა, რამდენსაც შენ ფიქრობ. - გამეღიმა. და მიუხედავად იმისა, რომ ბიჭი ჩემზე გაბრაზებული ლაპარაკობდა, ჩემს ღიმილს ვერ გაუძლო და თვითონაც გაეღიმა. თავი ხელებში ჩარგო და ღრმად ამოისუნთქა, ისე თითქოს მშვიდდებოდა.
- რა იყო?
- არაფერი. - სიჩუმე ჩამოვარდა. მისი დამარცხების სურვილი მკლავდა. მინდოდა დამერწმუნებინა, რომ სისულელე თქვა.
- სანდრო.
- ხო.
- შენ თქვი, რომ თუ მანქანა შენსკენ ბა, შენ მხოლოდ ერთი წამი დაგრჩება. და ამ წამით ტკბობას დაიწყებ. - თავი დამიქნია.- ამ ერთ წამში როგორ უნდა დატკბე? ეს ხომ არ გეყოფა? მხოლოდ ერთი წამი. რას იზავ ისეთს, რომ ამ ჩვეულებრივი, შემზარავი და ბოროტი წამით დატკბე?
- ანუ რაში გამოვიყენებ?
- ხო. - იმას გაეღიმა და თავი გააქნია. - მითხარი.
- ახლა არა.
- რატომ?
- არა და იმიტომ. - ახლა მე გავბრაზდი. ფანჯარაში გავიხედე და თვალი ავარიდე. - გაიბუტე?
- არა.
- აბა თვალს რატომ მარიდებ?
- არ გარიდებ. - ამ დროს საერთოდ არ ვუყურებდი.
- რა ცნობისმოყვარე ხარ.
- არ ვარ.
- ხარ. ნუ მეწინააღმდეგები! - ამ დროს გაეღიმა. ხელი ყავის ჭიქის წინ მედო, გაშლილი. აიღო და მისკენ მიწია. არ შევეწინააღმდეგე. ჩემ თითებს თავის წვრილ თითებს უსმევდა და თან უაზროდ აშტერდებოდა.
- რას აკეთებ?
- თავს გაყვარებ. - გამიღიმა და თვალი ჩამიკრა. თავი ძლივს შევიკავე, რომ მეც არ გამეღიმა.
- გაგიჭირდება.
- დარწმუნებული ხარ?
- სრულებით. - მკაცრი, ცივი სახით გავხედე. იმან ისევ ისე ბავშვურად და თან თავდაჯერებულად გამიღიმა
- მე კიდე მგონია, რომ უკვე შეგიყვარდი. - ეს სიტყვა, რომ თქვა გული უცებ შემეკუმშა. და მგონი რამოდენიმე წამი ასე იყო. სანამ თვალებში ვუყურებდი და თავდაჯერებული მიყურებდა. მერე უცებ, ჩემდა უნებურად რაღაც არასწორი ვქენი. ეს არ უნდა მექნა. მერე ალბათ ყველაფერი ნათელი იყო. თვალი უცებ ავარიდე და ისევ ფანჯარაში გავიხედე. - თვალი ამარიდე! მართალი ვარ!
- ოდესმე უთქვამთ, რომ ზედმეტად თავდაჯერებული ხარ? - მხრები აიჩეჩა. სახიდან იმ სულელურ ღიმილს არ იცილებდა.
- ნურც შემეწინააღმდეგები, ორივემ ვიცით, რომ მართალი ვარ. - თვალებში ჩავხედე. არც არას თქმა მინდოდა და არც კის. მადლბა ღმერთს, ზუსტად ამ დროს რეზი მოვარდა. უკვე საღამოს ექვსი საათი იყო. გვერდზე მომიჯდა.
- ნიკუშა არ მომყვება. მე კიდე მომშივდა.
- როგორც იქნა. - ავდექი და ნიკუშასთან წავედი. ნიკუშამ დამინახა თუ არა ჩემსკენ გამოიქცა.
- ლუსიტო! -მე ხელში ავიყვანე. ნიკუშა მიყვებოდა, როგორ მოუგო რეზის ყველა თამაში. ამაყობდა თავისი შედეგით. თან რაღაცეებს ლუღლუღებდა. მაგიდასთან მივედით. მაგიდან ორ მხარე ჰქონდა სკამები. ნიკუშას სანდროსთან მოუწია. ეს არ მოეწონა და კივილი დაიწყო. - ლუსისთან მინდა! ლუსისთან მინდა! - რეზი მშვიდად ადგა და თავის ძმას ადგილი უსიტყვოდ გაუცვალა. კიდევ ერთი მიზეზი რატომ მირჩევნია რეზი ყველას. არაადამიანურად ადამიანია. უფრო სწორად არანორმალურად ადამიანი. ისეთი, როგორიც უნდა იყოს.
იქედან გამოვედით და სანდრომ სახამდე მიგვაცილა. სანამ დახლში მივიდოდით ნიკუშა არ მოშორებია. თავს აყვარებდა. ნიკუშაც თავს აყვარებდა და სანდროც. სანდრო უფრო დაკავებული იყო, ის თავს მეც მაყვარებდა. და მეც, სულელი არსება, ვხვდებოდი, რომ ბიჭი, რომელიც მხოლოდ ორჯერ მყავდა ნანახი, ჩემთვის ჩვეულებრივი უცხო ბიჭი არ იყო.
- ქვემოთ დაგელოდები.
- აა... ჩამოსვლას ვაპირებ?
- აპირებ კი არა ჩამოხვალ. დღეს დიდი გეგმები გაქვს. - მისი თავდაჯერებულობა უკვე გამაღიზიანებელი ხდებოდა. რეზი და ნიკუშა სახლში ავიყვანე და ხუთ წუთში უკვე ქვემოთ ვიყავი. სიმართლე გითრათ არ ვიცი, რატომ ჩამოვედი.
თავში ძალიან ხშირად მიტრიაებდა ის კითხვა. რა გააკეთებდა იმ ბოლო წამში? რაში დახარჯავდა? რა აგრძნობინებდა თავს ბედნიერად, როცა მხოლოდ და მხოლოდ ერთი წამი ექნებოდა დარჩენილი?
- რომელი საათია? - მკითხა. არადა ხელზე საათი ეკეთა და ტელეფონიც ეჭირა.
- შვიდის ნახევარია. - რაღაცაზე დაფიქრდა და წამოდგა.
- კარგი. წავედით. - ხელკავი გამომიდო, და მანქანისკენ წამიყვანა.
- სად მივდივართ?
- გიტაცებ.
- და იქნებ მე არ მოგყვები? - ნაბიჯი შევანელე.
- კაი, რა იყო? მართლა კი არ გიტაცებ. - მანქანაში ჩავსხედით. აქ უკვე ისევ ისე დავიწტეთ საუბარი, გულახდილად. - ჩემს ადგილზე უნდა მიგიყვანო.
- სად?
- ჩემ საყვარელ ადგილზე. მთვრალმა აღმოვაჩინე.




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent