შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

გაუფრთხილდი


12-02-2017, 02:10
ავტორი Titi
ნანახია 1 872

გაუფრთხილდი
შებინდებული იყო, ზამთარი. სიცივისგან გათოშილი საწოლში სწრაფად ჩავწექი, აფუებულ საბანში თავი ჩავრგე, ემბრიონის ფორმა მივიღე და გათბობა ვცადე. ხელისგულები გაყინული მქონდა და პირიდან თბილი ორთქლით ვიხურებდი. გავთბი კიარა დამცხა. ცოტახანში თავი საბნიდან ამოვყავი, ხელი გვერდით ტუმბოზე გადავწიე და ლეპტოპი ავიღე. ჩავრთე და ვირტუალურ სამყაროში გადავეშვი. მეორე დღეს შაბათი იყო, საქმეც არაფერი მქონდა. ეს ის წლებია სკოლის მოსწავლეებს, რომ სოციალური ქსელები განსხვავებულ და ახალ ხილად გვერგუნა. მახსოვს პირველად ქართულ გასართობ-გასაცნობ საიტზე ჩემმა კლასელმა დამარეგისტრირა დიდი ამბით და სიხარულით. მოლოდინი სასწაულის მქონდა. ყველა ამაზე ლაპარაკობდა. ახლა სახლის ტელეფონზე "ჩამოკიდების" ნაცვლად იქ ვეკონტაქტებოდით ერთმანეთს. ვგეგმავდით სასკოლო შატალოებს , საღამოს გასართობად წასასვლელ ადგილებს. სტატუსებიც მხოლოდ იმაზე შემოიფარგლებოდა დღეს სკოლაში რამოხდა, ვინ ვის რა უთხრა და აშ. ვტვირთავდით ახალ ახალ ფოტოებს და გულმოდგინედ ველოდებოდით მოწონებებს. ხანდახან უცხოები მწერდნენ უმეტესად ჩემხელა ბიჭები. არავის არ ვუბრუნებდი პასუხს და მაშინვე ვშლიდი მოწერილს. მოკლედ ბავშურად ვერთობოდი თავისუფალ დროს.
გამთბარი და თვალებ გაფართოებული ვათვალიერებდო კლასელების ფოტოებს როდესაც ვიღაცამ მომწერა ჩათში. ყურადღება არ მიმიქევია და განვარგძე თვალიერება. შემდეგ გამახსენდა რომ ორშაბათისთვის არ ვიცოდი რა მოგვცა მასწავლებელმა ქიმიაში და მეგობარს მივწერე, დავალებოს გასაგებად. მანაც მაშინვე დამიბრუნა პასუხი. შემდეგ ძალიან ბევრი ვიჭორავეთ. ვიცინეთ ჩვენს სკოლელზე, რომელიც სულელივით დადიოდა სკოლის დერეფანში და თავი ბათუმის ბულვარში ეგონა. ასევე ვილაპარაკეთ მასწავლებელზე რომელიც ფეხსაცმელს გაკვეთილზე იხდიდა და ფეხებს ასვენებდა. გულიანად ვიცინოდით მე ჩემს საწილშო, ჩემი მეგობარი კი თავის სახლში. ისე შევყევი საუბარს საათს რომ შევხედე კარგად დაღამებული იყო. ალბათ ღამის 2 საათი იქნებოდა. ამიტომაც მეგობარს დავემშვიდობე. კომპიუტერი გამოვრთე და ტუმბოზე დავაბრუნე. მე ისევ ჩემს ფუმფულა ჰაეროვან საბანში გავეხვიე, გვერდით გადავბრუნდი და ტკბილად ჩამეძინა. მეორე საღამოს კვლავ მივუბრუნდი ჩემს ვირტუალურ სამყაროს და მხოლოდ მაშინ გამახსენდა გუშინდელი უცხო ადამიანის მოწერილი რომელიც სულ გადამავიწყდა. შევედი ჩათში და წერილი დამხვდა: – გამარჯობა ცისია. როგორც უკვე ვთქვი, არასდროს არ გამჩენია სურვილი უცხო ადამიანებთან ასეთი ურთიერთობის, გაცნობის და მიწერ–მოწერის. მისი ფოტო მეცნო და მაშინვე თავის გვერძე გადავედი ყველა სურათი ვნახე. სულ რამდენიმე ჰქონდა. მასზე დიდი ინფორმაციაც არაფერი იყო. და წამოვიძახე არ არსებობს, უეჭველი ის არის. მაშინვე მეც მივწერე – გამარჯობა ალექსი. ცოტახანი დაველოდე გაფაციცებული თვალებით, მაგრამ არ მწერდა. არ მწერს და ნუ მწერს ვიფიქრე. ჩათი ჩავკეცე და რაღაც სტატიის კითხვას შევუდექი. საკმაოდ ვრცელი და მრავლის მომცველი სტატია იყო. ალბათ შუაში ვიყავი რომ სოც ქსელიდან მესიჯი მომივიდა. -როგორ ხარ ისევ ის ბიჭია ალექსი. კარგად მოვკალათდი სავარძელში გავსწორდი, თითქოს რაღაც საპასუხისმგებლო საქმის კეთებას შევუდექი და მეც მივწერე -კარგად შენ როგორ ხარ გიორგი? -მე გიორგი არ მქვია ალექსი ვარ.
-მე ვფიქრობ რომ გიორგი ხარ და არ გინდა ტყული. მივწერე მე. მან მხოლოდ სიცილის სმაილი გამომიგხავნა და მთელი 15 წუთი არაფერი მოუწერია. ეს დრო ჩემთვის მთელი დღე იყო. გავბრაზდი. ვიცოდი რომ მატყუებდა. ალექსი კიარა გიორგი ერქვა. ისიც ვიცოდი რომ ჩემი დეიდაშვილის, ელენეს ყოფილი შეყვარებული იყო, რომესაც სულ 2 თვისწინ დაშორდა და ახლა ვფიქრობ, რომ ჩემით უნდა შემოირიგოს. ჩემს ფიქრებში ვიყავი უკვე დეიდაშვილისთვის დარეკვასაც ვაპირებდი რომ მომწერა ვითომ ალექსიმ
- რა საყვარელი ბავშვი ხარ. თან სხვა სახელს რომ მეძახი.
-რა გინდა რატომ მწერ ვიცი ვინც ხარ და დამიჯერე არაფერი აღარ გამოვა. ვუთხარი მე
- ცისია ვფიქრობ ვიღაცაში გეშლები და მერწმუნე მე შენთვის სრულიად უცხო ადამიანი ვარ. უბრალოდ შენს ფოტოს რომ შევხედე გაცნობა მომონდა.
მე არაფერი მიმიწერია. დეიდაშვილს სასწრაფოდ მესიჯი გავუგზავნე რომ შემოსულიყო ქსელში . ისიც მალე შემოვიდა .მაშინვე ფოტო გავგზავნე და ვუთხარი,– აი შენი ვაჟბატონი მწერს და რა უნდა ვერ ვხვდები. ელენემ გაიკვირვა და მითხრა
-ცისია ვინ ჩემი ვაჟბატონი გოგო ვერ ვცნობ. ვინარის?
- რაა? რა ვერ ცნობ, ეს გიორგი არარის? ვკითხე მე
- რა სულელი ხარ გოგო, რა გიორგი. ჯერერთი საერთოდ არ გავს. ვერ ხარ (იცინის) მეორეც შენ რატო მოგწერდა, კარგი რაა?!
-უიმეე კარგი, ვიფიქრე ჩემი შებმა უნდა საშენოდთქო.
- არა, არა ცისი . როგორ ხარ შენ? და ამ ბიჭს რაუნდა გოგო, ვინარის ნეტა?
-კარგად ვარ ელენე. კარგი არაფერი მაშინ მომწერა ვიღაცამ და ეგ მეგონა თუ არარის ძაან კაგი. გკოცნი
-გკოცნი ცის. დამემშვიდობა ელენე.
ვიფიქრე მორიგი სულელი ბიჭია რომელსაც ჩემი გაცნობა უნდათქო. და თავი გავანებე. მაგრამ შიგნიდან რაღაც მღრღნიდა და ვთქვი.- რა უზრდელი ვარ. შტერივით დავაბრალე ვიღაც გიორგობა ამ ალექსის. მივწერ მაინც ბოდიშს მოვუხდი. და სერიოზული გამემეტყველებით და საქმიანი სტილით მივწერე
-ბოდიშს გიხდით. სხვაში შემეშალეთ.
მან მაშინვე დამიბრუნუ პასუხი.
-არაუშავს ლამაზო გოგონა
ამ სიტყვებმა თითქოს გამათამამა და შევიფერე. მეც ავყევი და მივწერე- დიდი მადლობა.
- გეკუთვნის და გეუბნები. მითხრა მან.
- მე მხოლოდ გავუღიმე
-მკითხა: ვიმეგობროთ?
მე მაშინდელი გავრცელებული ფრაზა მივწერე: - უცნობებს არ ვეცნობი და ისევ გავუღიმე.
-ჰმ საყვარელი
და მას მეტი აღარ მოუწერია. მის მერე 2 კვირა გავიდა. აღარც მახსოვდა ის. ჩვეულ გადატვირთულ რეჟიმში ვიყავი. სკოლა ,მასწავლებლები , მუსიკა და ა.შ. საღამოობით მაინც გამოვნახავდი ხოლმე დროს და გარეთ სასეირნოდ გავდიოდი მეგობრებთან ერთად. ხან კაფეში შევდიოდით ხანაც პარკში სასეირნოდ. ვჟრიამულობდით. ერთმანეთს ვაბრაზებდით , ვლანძღავდით, მაგრამ მაინც სიგიჟემდე გვიყვარდა ერთმანეთი ჩვენ ცხრას. "სასტავში" როგორც ჩვენ ვიტყოდით , 9 ნი ვიყავით. 3 ბიჭი და 6 გოგო. წარმოიდგინეთ რას ვუშვებიდით ბიჭებს. ვაწვალებდით, ვამწარებდით. ზაფხულობით აუცილებლად მივდიოდით ჩემს აგარაკზე, დასასვენებლად, წყნეთში . ერთხელ მხოლოდ 1 კვირით განვიზრახეთ ჩასვლა. საჭმელიც ერთი კვირის სამყოფი წავიხეთ. რა თქმა უნდა, დიდობა და დამოუკიდებლობა გვინდოდა და მშობლებს კატეგორიულ უარს ვეუბნებოდით დახმარება–ამოკითხვაზე. იქ 1 კვირა კიარა 15 დღე დავყავით და ბოლო დღეები მხოლოდ შოთის პურზე და დეიდაჩემის წინა წელს დატოვებულ მურაბაზე გადავაგორეთ. თუმცა წარუშლელი შთაბეჭდილება დატოვა იმ ზაფხულმა. სწორდედ ამ შოთმა და მურაბამ უფრო მეტად გაგვიღვივა სიყვარული. ყოველ ღამე დამშეული ბავშვები საჭმელებზე ვლაპარაკობდით. ჩემი მეგობარი ბიჭი ამბობდა ხომე
-უუფ კაი შემწვარი ტაბაკა, შეპიცკინებული გოჭი, ლიპლიპა საცივი, ცხელი ღომი ......ეს ისარის რაზეც არუნდა ვიფიქროთ ...
და მოვრთავდით სუ ყველა ჩაბჟირებამდე სიცილს. იმდენს ვიცინოდით თვალებიდან ცრემლები გვდიოდა. მუცელი გვტკიოდა. სახეზე ყველანი მართლაც შემწვარი გოჭებივით წითლები ვიყავი. ძლივს ამოვისუნთქავდით ხოლმე და შევუდგებოდით კარტის თამაშს.
მე არასდროს ვთამაშობდი არ მიყვარდა მსგავსი თამაშები. სიმართლე რომ ვთქვა, არც მახსოვდა როგორ უნდა მეთამაშა.ღრმა პატარობის მერე არ გავკარებივარ. ჩემი დაქალი აიჩემებდა ერთ მისთვის საფირმო და ახალ თამაშს. დააძალებდა სულ ყველას და ათამაშებდა. ის კი კმაყოფილი სახით იჯდა, რადგან მარტო ის იგებდა. სხავას ვერავის ვერ გაეგო თამაშის არსი. ამას გვერდიდან რომ ვუყურებდი გარეგნულად ვხარხარებდი, გულში კი თავაზიანად ვიღიმოდი და ვფიქრობდი, რომ ესენი იყვნენ ჩემი ცხოვრების ნაწილები, ჩემი ბავშვობა, ჩემი უდარდელობა. ყოველი წამი მიყვარდა მათთან გატარებული და ვგრძნობდი რომ ჩვენ მთელი ცხოვრება ასე ერთად ვიქნებოდით. ბევრი წლის შემდეგ კი როცა შევიკრიბებოდით დაოჯახებულები და გამრავლებულები არცერთი სახლი არ გვეყოფოდა იმდენი ვიქნებოდით. ყოველ საღამოს გამოწერილი გვქონდა ქეიფი და ალკოჰოლის სმა. მერე დავთვრებოდით ეს 11-12 წლის ბავშვები და ვასკდებოდით ერთმანეთს. ვიცინოდით უაზროდ. დავცინოდოთ და ვყარაულობდით ერთმანეთს რამე რომ არ დაგვმართოდა. მერე მეტყოდნენ ცისი იმღერე და მეც ვმღეროდი . ამყვებოდა ყველა და ვაგუგუნებდით მთელ წყნეთს. ვიღებდით უამრავ ფოტოს და ვიდეოს. ერთხელ მინდორზე მდგარ ჩვენს გვერდითა სახლში ერთერთი ჩვენი მეგობარი გავგზავნეთ. რომელიც მუმიის ფორმაში გამოვაწყვეთი. დავაცალეთ მთელი შეკვრა ტვალეტის ქაღალდი. შემოვახვიეთ მთელ ტანზე და გავუშვით. ფეხაკრებით მივსდევდით უკან და სიცილს ძლივს ვიჩერებდით. როგორც იქნა ის მაღ სახლში შევიდა, თან კამერა ქონდა რომ ყველაფერი დაეფიქსირებიდა.სახლში სულ ჩვენხელა გოგოები იყვნენ. ისინიც მარტო, უფროსების გარეშე. ბიჭი შევიდა თუარა გოგოებთან ისეთი კივილის ხმა გაისმა ირგვლივ თითქოს ვიღაც მოკლეს და შენ ამ ფაქტს შეესწარი. გადაღებული კადრები რომ ვნახეთ ზუსტად ასეთი სახე ქონდა იმ გოგოს რომელმაც იკივლა.
ყოველთვის ასე ვატარებდით დროს მე და ჩემი დანარჩენი 8 მეგობარი. კიდევ მყავდა "სასტავს" გარე მეგობრები ერთერთი ყველაზე ახლობელი იყო ჩემთვის. მართალია ბიჭი იყო მაგრამ ისე კარგად ვატარებდი მასთან დროს ნებისმიერ დაქალს შეშურდებოდ
ცნობი ალექსი არ ჩანდა, აღარ მწერდა . მე კიდევ გულში ჩარჩენილი მყავდა და ყოველ საღამოს, როცა ინტერნეტს ვრთავდი მახსენდებოდა.
ერთხელაც მომწერეს და გაფაციცებით დავხედე ვინაობას. და ის იყო, ალექსი. გამიბრწყინდა თვალი
- ლამაზუნა ცისია როგორ ხარ?
-გმადლობ კარგად. ვუთხარი მე
-სად დამეკარგე. მითხრა ალექსიმ
-ბატონო? შევიცხადე. რას ქვია სად დავეკარგე. ღადაობს თუ რა უნდა . გავბრაზდი. მან კი სიცილის სმაილები გამომიგზავნა. და მითხრა
-იცი მეფიქრება შენზე, არადა არ ვწერ ხოლმე უცხოებს.
-ჰმ. კარგი არ მცალია კარგად.გამოვრთე ლეპტოპი. რა სულელი ვარ , რატომ დავემშვიდობე არ ვიცი. ძალიან დავღონდი და თან გულზე ნაპერწკლები დამეცა. რას ნიშნავს მეფიქრება შენზე, ასე რატო მითხრა. ჯერ სერიოზულად ვფიქრობდი მის მოწონებაზე. შემდეგ სულელური ფიქრები გავფანტე და ვთქვი: - რატომ არშეიძლება გავერთო მოდი ავყვები მეც თამაშში და ეშმაკურად ჩავიღიმე .
არვიცი რამ გამაკეთებინა და გადამაწყვეტინა ასეთი სისულელე. თუმცა გართობა მომინდა ამაში ცუდს ვერაფერს ვხედავდი. ჩვენ განვაგრძეთ საუბრები. გადიოდა დღეები, ყოველ საღამოს მწერდა. თითქოს ერთდროულად შევდიოდით ინტერნეტში. ვიცოდით ერთმანეთის ქმედებები. ბევრ რამეს ვუყვებოდით ერთმანეთს, თუმცა გაზვიადებულად და კეკლუცით. ხანდახან თუ არ შემოვიდოდა ქსელში ღმერთს ვეხვეწებოდი.
-ღმერთო გთხოვ მომწეროს რაააა. გეხვეწები აამ ერთხელ და...
მერე გამეფიქრებოდა -რა დებილი უნდა იყო ადამიანი ამისთანა რამეს რომ თხოვდე უფალს. ცოტახანში ის მართლაც მწერდა და მე გული მიფანცქალებდა . ვიტყოდი- ღმერთო მადლობა. და გახარებით ვწერდი ალექსს . რა თქმა უნდა, ამ სიხარულს მას არ ვაგრძნობინებდი. ასე გაგრძელდა ჩვენი ურთიერთობა. გამარჯობა გაგიმარჯოს მიწერა ღამეების თენებაში გადაიზარდა. ზედმეტად დამოკიდებული გავხდი კომპიუტერზე. ჩემი თავის მეშინოდა. ვხვდებოდი რომ ეს მე მადუნებდა, ამას ჩემი მშობლებიც ამჩნევდნენ. დედას ვუყვებოდი რომ ვიღაც გავიცანი ინტერნეტით და უბრალოდ ვერთობოდი. დედასაც გაეცინებოდა ხოლმე. -გაანებე გოგო ვინმე მანიაკი არიყოს. -კარგი რა დედა რა მანიაკი. ვიცინოდი მეც.
ღამეების თენება რომ გრძელდებოდა და ჩემი მეცადინეობას მცირდებოდა დედაჩემი მეჩხუბებოდა. მემუქრებოდა, რომ თუ არ გავთიშავდი კომპიუტერს გადამიგდებდა ამ შავ საშინელებას ფანჯრიდან. მე საერთოს ყოველ კონფლიქტზე ძალიან მგრძნობიარე ვარ. მაშინვე თვალები მიცრემლიანდებოდა და უსიტყვოდ ვემორჩილებოდი. ალექსს იშვიათად ვწერდი, ვიცოდი, რომ ძალიან მივეჩვიე და არმინდოდა უცხო ადამიანზე ასე მიჯაჭვა. ერთ დღესაც მან მობილურის ნომერი მთხოვა. მე რა თქმა უნდა, უარი ვუთხარი მაგრამ დაიჟინა. ხუმრობა ხუმრობით მეუბნებოდა მითხარი თორებ მაინც გავიგებო. მე ვეუბნებოდი რომ ვერსაიდან გაიგებდა. ალექსიმ ჰმ თუ ვერსაიდან გავიგებ მაშინ გამოვიცნობო და დაიწყო ჩემი ნომრის ამოცნობა. მეც მხიარულად ავყევი თამაშში.
- ჰმმ 599 ?
- კიიიიი. ყოჩაღ მგონი შენ მართლა იცი ჩემი ნომერი.
-ხომ გეუბნები კითქო.
შემდეგი 20ია?
- არა ალექსი სამწუხაროდ ვერ იცნობ ნომერს
-გამოვიცნობ!
ალექსიმ ბევრი იწვალა. არცერთი ციფრი არ დამთხვევია ჩემს ნომერს . შემდეგ მეეხვეწა გთხოვ იქნებ მითხრა გეფიცები არ შეგაწუხებო. მეც ვუთხარი
- შენი გაიტანე. რაპრობლემაა ინებეთ 599-**-**
ჩემი მობილურის ნომერი არასდროს მიმიცია უცხოსთვის. საკმაოდ ბევრჯერ უკითხავთ თუმცა ან სხვა ნომერს ვეუბნებოდი ან მკაცრი უარით ვისტუმრებდი. ზოგჯერ აქეთ მეუბნებოდნენ ნომერს.
ერთხელ კლასისი ვქეიფობდით. გადავწყვიტეთ სუფრა ერთერთ ცნობილ და მხიარულ ჩვენებურ რესტორანში გაგვეკეთებინა. მე ზღვიდან ახალი ჩამოსული ვიყავი. რუჯი მიფარავდა კანს , რაც უფრო მეტად ამშვენებდა ჩემს მუქი ფერის პირისახეს. როგორც ამბობენ ლამაზი ჩამოთლილი ფეხები მაქვს და თუ ისინი გარუჯულნი არიან ყოველთვის მინი ქვედაბოლოს ვიცვამ. ასე იყო მაშინაც როდესაც რესტორანში კლასელების სანახავად წავედი. არჩევანი ლურჯ მოკლე ოდნავ განში გასულ ქვედაბოლოზე შევაჩერე. მაისური კი ჩამქრალი ყვითელი, უფრო მდოგვის ფერი იყო. არ გამოვპრანჭულვარ ზედმეტად ისე წავედი. ყველანი მხიარულად შევხვდით ერთმანეცს. ცოტა დავლიეთ, ბევრი ვიცეკვეთ. ჩემს წინ მჯდომ კლასელს ველაპარაკებოდი როდესაც ჩვენი სუფრის წინ მდგარი მაგიდიდან მზერა შევამჩნიე. ყურადღება არ მიმიქცევია და განვაგრძე ხმამაღალი ლაპარაკი. მუსიკის ფონზე მისი ხმა არ მესმოდა. შემდეგ რაღაცაზე გამაცინა მან და გემრიელად გადავიხარხარეთ ორივემ. ამდროს ჩემთან ოფიციანტი მოვიდა და ჩეკის წიგნაკი , ფულს სადაც ვუდებთ ხოლმე მომიტანა. ვიფიქრე ალბათ უნდა გადავიხადოდთქო და ვუყხარი.
-იცით ჩვენ ჯერ არ მივივართ . ანგარიშს კი ცოტახანში დაგიფარავთ-თქო ვუყხარი
-არა, ბრძანდებოდეთ, ეს თქვენ გამოგიგზავნეს წინა მაგიდიდან . მან გადაშალა წიგნაკი სადაც რაღაც ფურცელი იდო და მომაწოდა. -მადლობა გადავუხადე გაკვირვებული და ინტერესიანი ხმი. პატარა დაკეცილი ფურცელი გადავშალე. ამოვიკითხე
- ნამდვილი ანგელოზი ხარ. გიყურებ და ვტკბები . გთხოვ დამირეკე ნომერი და მისი სახელი იყო ბოლოს მიწერილი. სასწრაფოდ დავკეტე ფურცელი. გავმწარდი.– ტუტუცი, რაუნდა პატარა ბავშვთან. შევადარე თავი უსუსურ სკოლის მოსწავლეს. რომელსაც გარეგნულად საერთოდ არ ვგავდი. თან გულში სიამაყის თუ სიკეკლუცის გრძნობამ ჩამიარა. ჩემს გვერძე მჯდომ კლასელს ვუთხარი ყველაფერი . ის პანიკაში ჩავარდა და თქვა სასწრაფოდ უნდა წავიდეთო. რატომღაც მას ავყევით ყველა და ასე მასწავლებლისგან დატუქსული ბავშვებივით გავყევით გარეთ. აი ასე იყო უცხოებს გავურბოდით. არ ველაპარაკებოდით. ნომერს არ ვაძლევდით. ალექსიზე კი რაღაც არა რეალური დამემართა. რაიყო ნეტა ეს? ნუთუ მომწონდა? ვფიქრობდი. არა, არა, რა სისულელეა ვაქნევდი თავს და ამით ფიქრებს ვფანტავდი. რამდენიმე თვე იყო გასული ჩვენი გაცნობიდან, ალექსი ონლაინში შემოვიდა, მაშინვე მომწერა თხოვნითი ინტონაციით.
–ციიიიის ბოლო ორი ციფრი კიდევ არ გითქვამს და რა მოგივა რომ მითხრა. მე რა დამემართა არვიცი და მივწერე ბოლო ორი ციფრი. მან კოცნის სმაილი გამომიგზავნა და მაშინვე ტელეფონზე მესიჯი მომივიდა -ხო? მეც მივწერე -კი მე ვარ.
მერე ისევ ინტერნეტში გავაგრძელეთ საუბარი. ერთმანეთს ვუყვებოდით ბავშვობის ამბებს, თუმცა ჩვენ ხომ ისედაც ბავშვები ვიყავით. ბოლომდე არ ვიხსნებოდით ერთმანეთთან, მაგრამ ძალიან ახლობლები გავხდით. როცა სკოლაში მივდიოდი ტელეფონზე მემესიჯებოდა. ისე სულ მიკვირდა არასდროს არ დაურეკავს ჩემთვის. მარტო მწერდა. სკოლაში რატომღაც, ალბათ თავს ვიწონებდი , ტელეფონს ხმას არ ვურთავდი და ყოველი ალექსის მოწერილზე ირთვებოდა მუსიკის ხმა. ვარსკვლავებიი და ცისარტყელა, მზე და მთვარე, მღერის ყველა. პარამპაპა პარარა პა პა პა რა პარა რარა პარარა რა რა რა. ზუსტად ასეთი მელოდია. კარგად რომ გაიგებდა ყველა კლასელი მესიჯი მომივიდა მხოლოდ მაშინ ვნახულობდი ესემესს. ისეთი ინტენსივობით მოდიოდა ხოლმე წერილები ჩემს ტელეფონზე უკვე ზარის ხმას ვუწევდი. თუმცა ერთხელ შევამჩნიე დასვენებაზე ყველა ამ სიმღერას ღიღინებდა. ერთ ერთი კლასელი გამომიტყდა. რაარის რას მესიჯობ ამდენს. სულ შენი ზარის ხმა ჩამესმის ყურში და მემღერებაო. მე მეცინებოდა და ვეუბნებოდი რომ აი ასე სწორედაც რომ მათი გამხიარულება მინდოდა. ამასობაში ჩემი და ალექსის ურთიერთობის დაახლოებით წელიწადიც გაილია.
ერთ შუადღეს სარკესთან ვიდექი და ვემზადებოდი სახლიდან გასასვლელად. ინგლისურის მასწავლებელთან უნდა წავსულიყავი. კერძოდ ვემზადებოდი. მშობლები ჩემი განათლებისთვოს ყველაფერს აკეთებსნენ. დიდ ინსვესტიციას დებდნენ ჩემში. პატარაობიდან ყველა სიამაყით მიყურებდა. კარგად ვუკრავდი, ვმღეროდი, სკოლაში ყველასათვის სამაგალითო ვიყავი, ნორმალურად ვსწავლობდი. სულ მეუბნებოდნენ რომ წარმატებული უნდა ვყოფილიყავი და კარიერა ამეწყო. კარგი სიძე უნდოდათ შეხვედროდათ ჩემს მშობლებს. ბებიაჩემი ამბობდა შენნაირი ბუხუნია ბიჭი მინდა და ერთი მომასწრო შენს ქორწილსო.
ერთხელ ბებოს გამოვუტყდო :
-ბე ერთ ბიჭს მოვწონვარ მგონი. სულ მელაპარაკება-თქო
-ოჰ ვინარის ერთი . არ გამალახინოს თავი . ხომ კარგად იცნობ? თქვა სიცილნარევი ხმით ბებიამ
-კი კარგად ვიცნობ. ვიცრუე მე
-მითხარი ერთი რაგვარია გავიგოთ სადაური ბიჭია
მე ლექსოს გვარი ვუთქარი რომელიც ია ზე მთავრდებოდა
-ოოჰ მეგრელი ბიჭი ყოფილა უყურე შენ. კაი ბიჭი იქნება ბებია. მითხრა ჩემმა ტკბილმა მეგრული წარმოშობის ბებომ. მე კი მივუგე
-არა ბე მეგრელი არარის. ასე მითხრა იმერელი ვარო. უბრალოდ მეგრული გვარი მაქვსო.
- რაუჭირს მერე. იმერელიც კაი ბიჭი იქნებაო მითხრა ბებომ და სადილის კეთება გააგრძელა.
მე მეტი არაფერი მიკითხავს.
სარკის წინ რომ ვემზადებოდი ტელეფონზე მესიჯი მომივიდა რაშვები ცისი როგორ ხარ ძალიან მომენატრეო.
-ჰმ რავიცი ალე მასწავლებელთან მივდივარ სხვათაშორის შენ სადაც მუდაობ მაგ უბანში. ვიცრუე მე. სულაც არ მივდიოდი მის უბანში . სახლთან ახლოს ჩავდიოდი. უბრალოდ მაინტერესებდა მისი რექცია.
- რაა? მართლა?
-კი მაქეთ მიწევს წამოსვლა
მივწერე და გემრიელად ჩამეცინა. რა სულელია როგორ გაოცდა. რაიყო რამ გააოცა ნეტა ფიქრებში ვიყავი რომ ტელეფონდა დამირეკა. დავხედე ეკრანს და რას ვხედავ ალექსი. მისი ნომერი არ მეწერა ტელეფონში. ნომრით მაშინვე ვცნობდი. უკვე ზეპირადაც ვიცოდი. ცოტახანს დავფიქრდი ამეღო თუ არა. ის ხომ პირველად მირეკავს. მე მისი ხმა პირველად უნდა გავიგო. გმერთო ჩემო ტანში რაღაც ჟრუანტელმა ჩამიარა და უცნაურად გამაჟრჟოლა. გულის ბაგაბუგით ავიღე ტელეფონი და მხიარულად ვუპასუხე
-ოოხხ ეს ვისი ხმა მესმის ბატონო ალექს. მას ალექსი ერქვა ბაბუის სახელი. ყველა ალეს ეძახდა. მათშორის მეც.
-ქალბატონო ცისია დიახ ეს მევარ. აბა რა მითხარით სად მივდივარო?
-ისე დაიძაბე ჩემი შენთან მოსვლით დამირეკე კიდეც? ვიცინი მე . -ნუ გეშინია უბრალოდ შემოგივლი დაგხედავ როგორ მუშაობ. კვლავ განვაგრძე სიცილი
-მობრძანდით მობრძანდით. მითხრა ალემ, გაოცებული ხმით.
-კარგი ბიჭო რაიყო, მართლა მანდ კიარ მოვდივარ. აგერ გვერდით ქუჩაზე უნდა გავიდე. იქ ცხოვრობს ჩემი მასწავლებელი.
–მართლააა? გაიოცა და თითქოს გაუხარდა კიდეც ეს სიტყვები რომ გაიგო ჩემგან. -შე აფერისტო რატომ მომატყუე. გამოდი თუ გინდა რაპრობლემაა გვესტუმრე დაგვათვალიერე შეგვამოწმე. იხტიბარი არ გაიტეხა ალემ.
-საერთოდაც არ მინდა. ვუთხარი მე და მალე დავემშვიდობე მასწავლებელთან დაგვიანების მიზეზით.
სავარძელში სულელური ღიმილიანი მზერით ჩავჯექი და ერთ ადგილს მივაშტერი. -ნეტა რანაირია. რაუნდა. რატომ მიახლოვდება ასე. ხმა თოთქოს არ მომეწონა. უფრო კარგს ველოდი. რატომღაც ველოდი ხმას, რომელიც იდუმალი და მიმზიდველი იქნებოდა. მისი ხმა კი ძალიან ჩვეულებრივი არა ბოხი ოდნავ წვრილნარევი იყო.
ამის შემდეგ ალექსს ხშირად ნამდვილას არ დაურეკავს . მხოლოს 3-4 ჯერ თუ დაერეკა. და ვერ წარმოიდგენთ უკვე ისე მიზიდავდა მისი ხმა. ვალაგებდი ჩემს აზრებში თუ როგორი იქნებოდა ის გარეგნულად. ფოტოები კი მქონდა ნანახი მაგრამ პირადად ნახვისას ვიცოდი რომ სხვანაირი იყო. ჩვენი ურათიერთობის, ალბათ ასე წელიწად ნახევარი ან ორი წელი გაილია. სოც. ქსელში სურათი მედო სადაც მე შუაში ვიდექი, გარშემო ჩემი კლასელი გოგოები იდგნენ. მე ვარდისფერი ბეწვით მორთული ქურთუკი მეცვა. ლურჯი ჯინსები და ფეხზე გრძელი ბეწვის ფექსაცმელები. თავზე თოკი მეკეთა. უფროსწორად შუბლზე წარბების ზემოთ და მათ გასწვრივ. თითქოს ეს მოდა იყო და ვფიქრობდი, რომ ძალიანაც მიხდებოდა. ფოტოში ხელები მაღლა მაქვს აშვერილი და ორ თითს ვაჩვენებ წელვით.
ერთხელაც ამ ფოტოს მიგზავნის ალე და მეუბნება აქ სადხარ ცისი?
მე ვუთხარი რომ ფოტო სკოლასთან იყო გადაღებული.
-ძალიან მეცნობა ეგ ადგილი. და უკვე ვხვდები სადაცაა. მითხრა ალექსიმ
მე რაღაც უცნაური გრძნობა დამეუფლა. თითქოს შემეშინდა. ვაი თუ მართლა იცის და მნახოს.
- ესეიგი სკოლასთანა არა? მკითხა მან და მეც დავეთანხმე. ფოტოს რომ დავაკვირდი უკან განსაკუთრებული არაფერი იყო. რანაირად შეიძლება გამოიცნოს ადგილი, რომელიც მისთვის არც ისე ნაცნობია,რადგან ის ჩემგან შორს ცხოვრობდა და ჩემს უბანთან შეხება მხოლოდ სამსახურიდან თუ ქინდა. ფოტოში უკან ქუჩა ჩანს, ხეები, ორი მანქანა და მშენებარე კორპუსი. ავიჩეჩე მხრები და გავიფანტე ფიქრები. ერთ საღამოს ალემ მკითხა,– მითხარი რა სად ცხოვრობ გთხოვ. –რატო უნდა გითხრა ალე არარის საჭირო. იცოდე რომ შენ ჩემთვის არავინ ხარ და ზემეტის უფლებას ნუ მისცემ თავს. ასეთი მკაცრი და მკვახე რამ გამხადა არვიცი.
ის მაინც ჩამაცივდა. დაახლოებით კი იცოდა ჩემი გარშემო მდგარი ობიექტები და შენობები. თუმცა მე მაინც არაფერი ვუთხარი გარდა ერთი ფრაზისა.
-იცი ჩემს ეზოში კუკა წერია და ბევრი სიცილის სმაილი გავუგზავნე.
-კუკა ტო? ჰაჰაჰა რაარი კუკა სახელია? რანაირი მეზობლები გყავს . მითხრა სიცილით მან
-ჰაჰაჰაა ხო კუკა რატო დაწერეს ნეტა. ბევრი ვიცინეთ კუკაზე . მთელი ღამე ჩათში გავატარეთ და ვიცინოდით უაზროდ. მასთან ონლაინში ყოფნა უკვე ღამეებს მათენებინებდა. ერთხელ ასე მითხრა. -ჩვენ ისე დავახლოვდით ქორწილშიც მოხვალ ჩემთანო.
-ჰაჰა კი მოვალ. ხომ დამპატიჟებ? შენი ცოლი უნდა შევათვალიეროთქო.
-კი კი დაგპატიჟებ და რომ წამოხვალ აუცილებლად თეთრი კაბა ჩაიცვი
-ჰაჰაჰა მე რატო ჩავიცვა ცოლს დაგიჩრდილავ. მან ღიმილის სმაილი გამომიგზავნა და მითხრა. ულამაზესი პატარძალი მედგები გვერდითო
-ჰმ ალეეე ვიხუმრეთ და გეყოს.
სხვა თემაზე გადავიტანეთ საუბარი თუმცა ეს სიტყვები თვალებში ჩამრჩა. სასწრაფოდ ჩემს დაქალს დავურეკე და მოვუყევი ყველაფერი. მან იცოდა ალეს შესახებ. როცა ერთად ვიყავით სულ სიცილით ვუყვებოდი მის ამბებს. ვუთხარი კაბის ამბავი და მომიგო
-გოგო უყურე შენ რა ეშმაკი ბიჭია. შენთავს ვფიცავარ თქვენ თუ მართლა დაქორწინდით იმდენს ვიცინებ ჰაჰაჰა.
-სულელი ხოარ ხარ, რა დავქორწინდეთ. უბრალოდ ვერ ვხვდები მეღადავება ალბათ ხო. მეც ვეღადავები თუ ასეა.
-რავიცი ალბათ, აბა არ იცნობ ბიჭს და ასე სერიოულად ხომ არ გეტყოდა ჩემი ცოლი გახდებიო. თუმცა ვინ იცის. შემდეგ სხვა თემებზეც ვისაუბრეთ და ერთმანეთს დავემშვიდობეთ.
მე და ალე იმდენს ვსაუბრობდით ერათმანეთთან მგონი ჭამა და წყლის დალევაც გვავიწყდებოდა. ზაფხულში როცა აგარაკზე ვისვენებდი, ყოველ ღამე მირეკავდა დასამშვიდობებლად. ძილინებისას სურვება კი გამთენიამდე გრძელდებოდა. ის თავის მამიდაშვილებთან ერთად ისვენებდა სოფელში. მე ჩემს დეიდაშვილებთან ერთად, აგარაკზე. ვყვებოდით მომხდარ სახალისო ისტორიებს. ტელეფონში გვერთვებოდა ალეს მამიდაშვილი რომელიც გვრიტებს გვეძახდა. ძალიან ვხალისობდით. ამ ლაპარაკში ზოგჯერ ტელეფონით ხელში გვეძინებოდა. ერთმანეთის სუნთქვის ხმაში. მისი სუნთქვა რომ მესმოდა ასე გახშირებით ტანში ჟრუანტელი მივლიდა და სითბოს ვგრძნობი ხელები კი სულ გაყინული მქონდა. რამდენჯერმე ჩაგვეძინა კიდეც ასე. გამოგვეღვიძებოდა ხოლმე და ტკბილ ძილს მისირვებდა. ერთხელ მომწერა მიყვარხარო. სიცილად არ მეყო. ვუთხარი კი, კი როგორ არა ასე მალე, ასე ტელეფონით შეყვარება ძალიან დამაჯერებელიათქო. კარგი ბოდიში რომ გითხარი ასე არუნდა მეჩქარა მეც არ დავიჯერებდი შენს ადგილასო. სულ ეს იყო მის მერე ეს სიტყვა არ გვიხსენებია.
ახლა აგარაკზე კი სუნთქვის დროს მითხრა
- მართლა ისე მომწონხარ ვერც კი წარმოიდგენ. მე უკვე მიყვარხარ კიდეც, მაგრამ დარწმუნებული ვარ როცა უკეთ და პირადად გაგიცნობ ჩვენი სიყვარული გაძლიერდება და ძალიან გაიზრდება.გკოცნი დაიძინე ეხლა. მითხრა მან და დამემშვიდობა.
ტელეფონი რომ გავთიშე დავშტერდი. რა მექნა არვიცოდი. შიგადაშიგ მეღიმებოდა. ვფიქრობდი რომ მისგარეშე ვერ ვძლებდი და მეც მქონდა რაღაც გრძნობა მის მიმართ. არვიცი რამ მომიარა თავში და ვთქვი რატომაც არა, ვითამაშოთ ვირტუალური შეყვარებულობანა. ესემესი გავუგზავნე ერთი სიტყვა -მეც
-კოცნის სმაილი. მან ასე მომწერა
თუმცა ჩველი ვირტუალური და უკვე გათავისებული ვითომ და შეყვარებულობა დიდხანს არ გაგრძელებულა. არც კი მახსოვს რაზე ვიჩხუბეთ. მხოლოდ ის მახსოვს დავუყვირე აღარასდროს შემეხმიანო. არ გეგონოს ჩემი სიტყვები რამეს ნიშნავს. შენ არ ხარ ნორმალური. და გავუთიშე. ის მინც მკითხულობა ყოველთვის. მაგარმ მე დარწმუნებული და კმაყოფილი ვიყავი ჩემი თავით. რომ არ გავნაგრძე ეს ვითომ სიყვარული. თუმცა რაღაც უცნაური გრძნობა მქონდა სულში.
ღამეა. გარეთ ცივა. უკვე დასაწოლად ვემზადები. მომდის ესემესი -კუკასთან ვარ
ერთი წამი მართლა ვერ მივხვდი რა იყო კუკა . მეორე წამსვე გამახსენდა ჩემს ეზოში დაწერილი კუკა და გული ამიბაგუნდა.მივწერე-რააააა? რაგინდა მანდ?
-არ ჩამოხვალ?
-არა
-ძალიან რომ გთხოვო?
-არააა. მე გთხოვ წადი
-არ წავალ!
-ყველაფერს გაფიცებ წადი და როდესმე გნახავ. ამ შუაღამეს ვერაფრით ჩამოვალ ჩემებს ვერაფერს ვეტყვი
-ჰმ კარგი, კარგი . ახლა ვიცი სადაც ცხოვრობ. თვალი ჩამიკრა. მე ამდროს გაუღებარ ფანჯარასთან ვიყავი აკრუკი და ფრთხილად ვუყურებდი ეზოში კუკას ადგილს. ვერაფერს ხედავდა ჩემი თვალები ვიღაცის ჩრდილის გარდა და დარწმუნებით ვიფიქრე რომ ჩრდილი მისი იყო. როგორ მინდოდა შემეხედა მითვის. თვალი შემევლო.
როგორც მან მითხრა ის წავიდა . გული დამიმშვიდდა და დასაძინებლად დავწექი.
პირველად ის მართლაც ჩემს ეზოში ვნახე. მე და დედა სადღაც ვიყავით წასულები მანქანით. როდესაც სახლში ვბრუნდებოდით და ჩემს უბანს მივუახლოვდით მესიჯი მომწერა ალემ იცი მე შენს სადარბაზოსთან ვდგავარო.
დავპანიკდი - რაა? მანდ რა გინდ ახლავე წადი , მე და დედა მოვდივართ. მას აღარ მოუწერია. ძალიან ვფირიაქობდი. დედამ მანქანა ეზოში შეიყვანა და ავტო ფარეხს მიაყენა, მის გასაღებად გარეთ გადადიოდა უცებ რომ ვუთხარი.– აი როგორც იქნა გაგაცნობ ალექსს. ოჰო მითხრა მან გადავიდა. ფარეხის კარი გააღო, მანქანა შეიყვანა , კარი დაკეტა, და სადარბაზოსკენ ერთად გავეშურეთ. იქვე მანქანა იდგა ძრავა და ახლო განათევის ფარები ჩარათული ჰქონდა. როგორც სიბნელეში ჩანდა წინ ვიღაც იჯდა საჭესთან.დედაჩემმა არ დააყოვნა და მივიდა მანქანასთან.
-ვინ დგას ამ დროს ჩვენს ეზოში?.იკითხა ეჭვის და მხიარული ხმით.
-მაშინვე მანქანიდან საშუალო სიმაღლის პუტკუნა . ოდნავ წვერით , თავგადაპარსული ბიჭი გადმოვიდა. ჯინსი და ქურთუკი ეცვა მუქ ფერებში. დედაჩემს ხელი ჩამოართვა,
-გამარჯობათ ქალბატონო მე ალექსი ვარ.
-გამარჯობა უთხრა დედამ. შეათვალიერა გაუღიმა და სადარბაზოსკენ წავიდა
-მე ვუთხარი მეც მოვდივარ დე.
-იყავი თუგინდა მითხრა და კიბეებზე ავიდა
- ვახ ეს შენ ხარ?ვუთხარი სიცილით და ახალ გადაპარსულ თავზე ხელი გადავუსვი.
-კი, როგორც იქნა გავიცანით ერთმანეათი
-ხო ასეთ ვითარებაში მაგარია და ისევ გამეცინა. კარგი უნდა ავიდე სახლში აბა კარგად. ვუთხარი და სახლში ავირბინე. დედაჩემმა მითხრა, ტონით, თქვენ იცნობთ აშკარად კარგად ერთმანეთს ხომ?
-არა დედა რას ამბობ პირველად ვნახე, შენ თავს ვფიცავარ
-რავიცი კი მშვენივრად შეხვდით ერთმანეთს. თუ გინდა ჩადი ისევ დაელაპარაკე უხერხულია ქვემოთ დგას კიდევ.– მართლა? უკვე სახლის ტელეფონი მქონდა ხელში მომარჯვებული დეიდაშვილს ვურეკავდი. მანაც ამ დროს აიღო ყურმილი და მივახალე.- ვერ წამოიდგენ რა მოხდა. - რა მოხდა გოგო?- ის აქარის.- ვინ ის. -ალექსი.- აუ რაღა გიჭირს . ღადაობ? რაუნდა საიდან როგორ მომაყარა კითხვები დეიდაშვილმა. - რავიცი ეზოშია მე და დედამ ვნახეთ ეხლაც ქვემოთაა . დედამ ჩადი დაელაპარაკეო და რავიცი.- ჩადი გოგო დაელაპარაკე მე რას მელაპარაკები აბა . მიდი, მიდი და დამირეკე მერე გელოდები მოუთმენლად. -კარგი. დავკიდე ყურმილი და ჩავირბინე ის იქ იდგა ისევ . რაზე ვილაპარაკეთ არ მახსოვს, მაგრამ ვიკრიჭებოდი უაზროდ. ის სერიოზული იყო და სულ თვალებში მიყურებდა. მითხრა რომ ძმაკაცთან იყო მოსული და ძალიან ნასვამიც იყო. მე ისე მალე დავემშვიდობე ახლა ვფიქრობ ან ჩასვლა რა უყო ან წამოსვლა. და ამოვედი სახლში.
ამის შმედეგ დაიწყო ის რაც დაიწყო.
სუსხიან და ცივ დღეს სკოლაში წასასვლელად ვემზადებოდი. შავი პალტო მეცვა, გრძელი ,ყავისფერი ბრჭყვიალებით ნაქარგი შარფი მქონდა შემოხვეული, განზე. ტუჩსაცხიც რატომღაც ღია ყავისფერი, თითქმის ტუჩის ფერი წავისვი. ისიც პრიალებდა და ასე რომ ვთქვათ ვბრწყინავდი. ლაღად ჩავირბინე კიბეები და სკოლისკენ გავეშურე. რას ვხედავ ფიფქები წამოვიდა. თოვლი მეცემოდა ტუჩებზე, თმებზე და ნაზად მადნებოდა. თანდათან მისი ინტენსივობა იზრდებოდა და იმატებდა თოვა. სკოლას რომ მივუახლოვდი მანქანა შევამჩნიე ძრავა ჩართული. და ის აქ არის . გადმოფრინდა მანქანიდან თითქოს რაღაც საოცრება დაინახა და ჩემთან მოვიდა.
-შენ აქ რა გინდა. მკვახედ, გაბრაზებით ვკითხე
-უბრალოს შენი ნახვა მინდოდა.
- და შენ ხომ შორს ცხოვრობ. ალბათ არც გიძინია ბიჭო.
-მთავარია შენ გნახე
-კარგი, კარგი მაგვიანდება ვერ ხედავ? კარგად
ასე დავემშვიდობე და ჩქარი ნაბიჯით შევედი სკოლის დერეფანში. უკან არც მომიხედავს. მისი რეაქციის დანახვა არ მინდოდა. -ეს რა ვქენი. ის ხომ ჩემი გულისთვის მოვიდა ამხელა გზაზე. ღმერთო მგონი მართლა მოვწონვარ, არ შეიძლება ბიჭი, რომელიც შენი გულისთვის დილის ცხრის ნახევარზე შესახვედრად შენს ეზოში დგას გულგრილად გიყურებდეს.
მას შემდეგ ხშირად დადიოდა ჩემს სანახავად დილით . მე ვუბრაზდებოდი, თან მომწონდა რომ მოდიოდა თან არა. ვკეკლუცობდი, უფრო დიდხანს ვარჩევდი რა ჩამეცვა. ყოველდღე ველოდებოდი მის მოსვლას. გული მიფანცქალებდა. მუხლებში მეკვეთებოდა მის დანახვაზე. ერთხელ მანქანაში ჩავუჯექი გულ გახეთქილი. აქამდე არასდროს ვმჯდარვარ უცხო ბიჭის მანქანაში. მაშინ დავაკვირდი პირველად მის სახეს. კარგად დავათვალიერე. მინდოდა ყველა ნაქვთი დამეფიქსირებინა. მახსოვს თვალს ვერ მისწორებდა, ღრმა და ვიწრო თვალები ქონდა თაფლისფერი. ტუჩები გამომშრალი და თხელი. ერთმანეთს ვერ აშორებდა ბაგეებს თითქოს სიტყვებს ვერ პოულობდა ან პირი არ ეხსნებოდა . ხელებს იფშვნეტდა. დიდი, მამაკაცური ხელები ქონდა. სქელი მაჯა. გარეგნულად ბუთქუნა იყო , ჩემსავით. ლაპარაკი პირველად მე დავიწყე, მხიარულად ვუთხარი -აბა გისმენ რა გინდოდა რომ გეათქვა ალე. -იციიი.... როგორ ხარ მითხარი რას შვები? - კარგად ვარ მადლობა. რასაც ვშვები კი ხედავ აქ ვსხედვართ. გამეცინა. -იცი მომწონხარ და ამას პირველად არ გეუბნები. მინდა იცოდე რომ მართლა სერიოზულად მინდა შენთან ურთიერთობა. მე გავიცინე და ვუთხარი ჩვენს შორის არაფერი გამოვათქო. რა მინდოდა რა მექაჩებოდა. რა გვქონდა დაწყებული რომ რამე გამოსულიყო? გამოუცდელი ვიყავი ასეთ ურთიერთობაში და პირველად აზრად რაც მომდიოდა იმას ვამბობდი. მასთან ურთიერთობისას არასდროს მითქვამს რამე სხვა აზრით. ვამბობდი იმას რასაც ვფიქრობდი. არ მინდოდა რომ გამიცნობდა სხვანაირი აღმოვჩენილიყავი.
სკოლიდან სახლში ვბრუნდებოდი ეზოში, რომ ბიჭები შევამჩნიე. მივხვდი რატომღაც, რომ ალესიანები იყვნენ და მივესალმე. ისინიც გაკვირვებით და ღიმილით მომესალმნენ. სადარბაზოსთან ალექსი დამხვდა. მე უცებ ავფორიაქდი და სადარბაზოში შევედი. ვუთხარი არ მცალია სალაპარაკოდთქო და ვუსაყვედურე, ამდენი ჩემს ეზოში ბოდიალი. -რას დადიხარ ამ მეზობლების სალაპარაკოდ?! ვუთხარი და ჩქარი ნაბიჯით წავედი - რაიყო მეზობლები გიშლიან რამეს? ისიც სადარბაზოში შემომყვა. - არა არ მიშლიან. უბრალოდ არ მომწონს ამდენი შენი აქ მოსვლა. და ავედი სახლში. შემდეგ პიპინის ხმა მომესმა. ის აღარ ამომყოლია . მანქანის ძრავის ხმა გავიგე და მივხვდი , რომ წავიდნენ. იმ საღამოს მეზობელი მეზობელი სემოვიდა სახლში. და დედაჩემს ზალაში შესვლა თხოვა. როგორც წესი სასადილო ოთახში შედიოდნენ ხოლმე სალაპარაკოდ, მაგრამ ამ ქცევისთვის ყურადღება არ მიმიქცევია. მე ჩემს საძინებელში ვიყავი, ვმეცადინეობდი. მეორე შუადღეს დედამ ფურცელი მანახა, სადაც მანქანის ნომერი, სახელი, გვარი, მამის სახელი და მისამართი ეწერა. სახელი და გვარი ალექსისას დაემთხვა. -დედა ეს რაარის? გუშინ რომ მეზობელი იყო ასე მითხრა ცისიას ვიღაც ბიჭი ყავს ეტყობა გადაკიდებულიო. გუშინ სადარბაზოშიც კი შემოყვაო. რავიცი მინდა გაგაფრთხილოთ ამისთანა გოგო ცუდ ბედში რომ არ ჩავარდესო. ჩემი შვილი ისეთ ადგილას მუშაობს მარტო მანქანის ნომრით ყველაფერს დაადგენს ვინ არის და რას წარმოადგენსო. მაგრამ მეტჯერ აღარ მთხოვოთ აწი ვეღარ დავავალებ ასეთი რამის გაგებასო. დედაჩემს უთქვამს რომ თვითონ არც თხოვდა და კარგი ასე თუ შეიძლებოდა ამ ერთხელ გაეგო. მანაც მოუცუნცულა ფურცელზე დაწერილი ინფორმაცია. მე გავგიჯდი, გავმწარდი, გავცოფდი, ისეთი ბრაზი შემომაწვა ცოტაც და ამეტირებოდა, თვალები ცრემლებით ამევსო. -ეს რაარის . ეს ჭორიკნები, ვის რა ეკითხება მე ვისთან ერთად ვიქნები. რაუნდათ? ჩენს შორის არაფერი არარი. მაგათი შიშით ბიჭს ვეღარ უნდა მოვეწონო?! ვყვიროდი აუტანლად. -დედაჩემმა დამამშვიდა და მითხრა რა ისტერიკებში ხარო. მეც არ მომწონს ასე რომ გაკითხავს ეს უცხო ბიჭი ამ პატარა გოგოსო და ან შენ დაამთავრე მასთან ურთიერთობა ან მე ჩავერევი ან სხვას ჩავრევო. მკაცრად და აუღელვებლად მითხრა დედამ.სხვა გზა არ მქონდა. ალე დავიბარე სკოლისგან ცოტა მოშორებით და ყველაფერი ავუხსენი. თუმცა ნამდვილი ამბავი არ მითქვამს. ვუთხარი, რომ მე არ მომწონდა, საერთოდ არ მინდოდა მასთან ურთიერთობა. ვუთხარი, რომ ის უკვე მღლიდა. არ ქონდა უფლება ჩემი ასეთი შეწუხების. თუმცა რითი მაწუხებდა არ ვიცოდი. მოკლედ ასე ცუვად დავშორდი. მან არიცოდა ჩემს გულში რა ხდებოდა. იქ ცეცხლი ტრიალებდა. ძლივს ვიკავედბი ცრემლებს, ფეხები მეკვეთებოდა, ხელები მიკანკალებდა, სულ გაყინული ვიყავი, გული ისე სწრაფად მიცემდა მეგონა საგულედან ამომვარდებოდა. ეს ყველაფერი გარდაუვალი იყო. ვიცოდი რომ ჩემი ოჯახი ყველაფერს იზამდა ჩემი კეთილდღეობისთვის და მას ჩამომაშორებდნენ. მათ ჩემთვის სიკეთე უნდოდათ და არც ვამტყუნებ. რომელ დედას მოეწონება სკოლის მოსწავლე შვილს ვიღაც უცხო ბიჭის გადაკიდება. მან ხომ არ იცოდა რომ ჩვენ ერთმანეთს გადავეკიდეთ და ეს არ იყო ცალმხრივი. 6 თვით დავშორდით. ის ყოველ დღე მწერდა - დილა მშვიდობის. -იმედი მაქვს კარგად ხარ. - სიზმარში გნახე. -ღამე მშვიდობის. არცერთს ესემესზე არ გამიცია პასუხი, ის კი აგრძელებდა ასე ყოველდღე. თვეების შემდეგ რაღაც შემიძვრა და მოწერილზე ვუპასუხე . რით ვერ შემეშვითქო. მანაც რაღაც მომწერა. დაწვრილებით არ მახსოვს თუმცა ჩვენი წერილობანა აღდგა. სულ ჩემს გვერდით იყო. ერთმანეთს არ ვხვდებოდით . სადაც მივდიოდი ყოველი ჩემი ნაბიჯი იცოდა. ისიც ასე მწერდა სიმართლე იყო თუ არა არ ვიცი, მაგრამ მე გულწრფელად მჯეროდა მისი. კარგა ხნის შემდეგ დაქალის დაბადებისდღეზე წავედი. კარგი დრო გავატარე სამეგობრო წრეში. რომ შებინდდა ალექსიმ მომწერა ხომ ვიცი სადაც ცხოვრობს და მოვალ ჩამოდი მხოლოდ 5 წუთი გნახავ და წავალო. ძალიან მინდოდა მეც მისი ნახვა . დაქალს ვუთხარი და თვალები გაუბრწყინდა.-გოგო ვერ ხარ? რამაგარია, რომ მოდის, გთხოვ ნახე რაა. ამათ მე ვეტყვი რამეს. ორივემ ვიცრუეთ რომ ნათესავისთვის რაღაც უნდა გადამეცა და ქვემოთ ჩავედი. მანქანაში ჩავჯექი და ვისაუბრეთ. სულ მიღიმოდა თბილი და წყლიანი თვალებით მიყუროდა. მე ძალიან დაძაბული ვიყავი ვჩქარობდი. ჩემი დაქალიც მირეკავდა . ალეს ვუთხარი რომ უნდა წავსულიყავი. კარგი რა მითხრა ერთხელ მაინც მაკოცე და წადიო. უკოცნელადაც გადაიტან ჩემს დამშვიდობებასთქო და უნდა გადავსულიყავი ხელი მკლავზე რომ მომკიდა. მოიცადე ჯერო 2 წუთი რას გიწყვიტავსო. მეც დავემორჩილე. თავზე შავი, თბილი ნაქსოვი ქუდი მეხურა, ხელზე ხელთათმანი მეცვა. შავი მუხლამდე კაბა და ქურთუკი. კარგი ეხლა გამიშვი გთხოვთქო ვუთხარი. გადაგკოცნი გოგო რაიყოო და იმის იმედით რომ გამიშვებდა მეც გადასაკოცნად მოვემზადე. მან უცებ ტუჩებზე მაკოცა. ეს ჩემთვის პირველი იყო. იყო საოცარი გრძნობა, აღუწერელი, თუმცა სულაც არ გავმთბარვარ და არ გადავსულვარ გრძნობების მორევში, როგორც ყველას ემართება ხოლმე კოცნის დროს, მე ქუდი გადამძვრა და უკანა სავარძელზე გადავარდა. მაშინვე ჩემს ქუდს დავუწყე ძებნა და ორივეს სიცილი აგვიტყდა. ვიცინოდით ხმამაღლა და ხითხითით. შემდეგ მაშინვე მანქანიდან გადავხტი და დაქალის სახლში ავირბინე. იქ აღარავინ დამხვდა. მაშინვე სახლში წასვლა განვიზრახე. დაქალს ვუთხარი, რომ ყველაფერს მეორე დღეს მოვიყვებოდი. სახლში სწრაფი ნაბიჯით წავედი. მარტო. შუაღამეზე. გზაში უაზროდ მეღიმებოდა. შემდეგ სახეს შევჭმუხნიდი და ისე მივდიოდი ვინმეს ყურადღება რომ არ მოექცია. მთელი ღამე ამ მომენტზე ვფიქრობდი. თვალებს რომ ვხუჭავდი მაშინვე თვალწინ მიდგებოდა კოცნის მომენტი. ვფიქრობდი ნეტა თუ ფიქრობდა ის ჩემზე. ღმერთს ვევედრებოდი ჩემზე ეფიქრა. მის შემდეგ არ მინახავს დიდხანს. ჩვენი ურთიერთობა ჩვეულად გრძელდებოდა. ერთხელ მის ფოტოში ქალი ვნახე რომელიც ძალიან მეცნობოდა. ვკითხე თუ ვინ იყო ის. მან მითხრა რომ ეს ქალი ჩემი სახლის ქვეშ მაღაზიაში მუშაობდა და ალესაც ხშირად უწევდა აქ მოსვლა.ის მისი ნათესავი იყო. მაშინ მივხვდი რომ შესახლებელი იყო აქ ვენახე ინტერნეტით გაცნობამდე მას. ალე იქ ცხოვრობდა სადაც ჩემი ნათესავი. როდესაც ნათესავთან მივდიოდი ალეს ვეუბნებოდი ხოლმე და სულ დაძაბული იყო. ზუსტი მისმაართი თა სადარბაზო არ იცოდა თორებ აუცილებლად დამხვდებოდა ხოლმე.ვიცოდი რომ მას და ყავდა და დისშვილები. ვიცოდი რომ თავის ბებიას ჩემი სახელი ერქვა და სულ მეუბნებოდა ჩვენ რომ ცოლქმარი ვიქნებოდით თავის ბებიის და ბაბუის სახელები განმეორდებოდა. მე ცოლ-ქმრობაზე სულ ვეკამათებოდი და მის გასაბრაზებლად ვეუბნებოდი რომ კარგ გოგოს მე თვითონ შევურჩევდი და იმას მოვაყვანინებდი ცოლად.
წლები გადიოდა ჩვენც ვიზრდებოდით. ის სამსახურებს იცვლიდა მე უნივერსიტეში ჩასაბარებლად ვემზადებოდი. ზაფხულში ექპრომტად მე და ჩემმა ორმა საუკეთსო დაქალმა ზღვაზე დამოუკიდებლად წასვლა გადავწყვიტეთ. პირველი იქნებოდა ეს ჩვენთვის. უფროსების გარეშე ვიქნებოდით და დაუვიწყარ დროს გავატარებდით პირველი თავისუფლების დროს. მართლაც ასე იყო. იქ გატარებული დღეები ჩვენს თვალსაწიერში ყოველთვის დარჩება. ყოველ ღამე მივდიოდით ბარ-რესტორანსში. უფრო გვიან კლუბში. ამოჩემებული გვყავდა ერთი ბენდი, სადაც წლოვანი როკერი გიტარისტი უკრავდა. მის დანახვაზე ვკვდებოდბით სიცილით და ბევ ალკოჰოლს ვსვამდით. ერთ დღესაც ბარიდან სახლში ვბრუნდებოდით მესიჯი მომივიდა ალესგან. -რას შვებით სად ხართ?.- სახლში ავედით ეხლა. აუ იცი რა კარგი იყო? ის კაცი ისევ იქ უკრავდა, ძაან გავერთეთ. - რა კარგია. შენთან სათხოვარი მაქვს და ცოტახანში დაგირეკავ. გამიკვირდა რაუნდათქო და დაველოდე მის ზარს. მან მალევე დამირეკა. -ჰოუუ . -ციის აუ თქვენ რა ნომრებში ხაართ? ( სასტუმროს მისამართზე მკითხა) - 388ში და რაიყო? მეც ასე უცებ ვუთხარი -აუ ციის გთხოვ რაღაცას და უარი არ მითხრა რა? -ვაიმეეე მეტყვი რა მოხდა? - ჩემი ძმაკაცია ჩამოსული მანდ გავლით არის. ტელეფონი გამოვატანე რომელიც შენ უნდა აიღო გთხოვ და ხვალ ერთი მოვა კიდე და მაგას გადასცე კაი? - შენ სულელი ხოარ ხარ? მე რა ტელეფონების გადაცემებს მაბარებ? სხვას ვერ ეტყოდი? სად ვიარო ეხლა მაგის საძებნელად. -გოგო რა გჭირს თვითონ მოვა. რამოგივა რონ გადასცე ერთი საცოდავი ტელეფფონი. ამ ნათქვამზე გამეცინა და დავთანმხდი. ცოტახანში მესიჯი მომივიდა ჩამოდიო. აივანზე გადავიხედე რომ დავრწმუნებულიყავი ალეს ძმაკაცის მოსვლაში და ადგილზე გავშეშდი. გული წამში ათჯერ მიცემდა. ვაიიიმეეეე მოდიიით ჩქარა ვუთხარი დაქალებს და ის აქ არიის. ალე იდგა ჩვენი აივნის ქვეეშ და სულელივით იკრიჭებოდა. დაგვიძახა ჩამოოოდიიით წავიდეთ სადმეოო. ამ დროს ჩემი დაქალის რეაქცია.- უიმეეეეე ეთქვა კაცო რო ჩამოდიოდა მაკიაჟს არ მოვიშორებდიო. ამაზე სამივეს ძალიან გაგვეცინა. ერთმა დაქალმა სახლში დარჩენა ისურვა ჩვენც არ დაგვიძალიებია. მეორე წამოვიდა და ქვემოთ ჩავედით. ალემ ორივე გადაგვკოცნა და ვითომც არაფერი ისე ჩავჯექით მანქანაში ბარის მოსაძებნად. ისეთი გვიანი იყო არაფერი ღია აღარ დაგვხვდა. მხოლოდ ერთი ადგილი სადაც ქეიფობდნენ. ასეთი გარემო სულ არ გვინდოდა მაგრამ სხვა გზა არ გვქონდა და შიგნით შევედით მე, ჩემი დაქალი, ალე და თავის მამიდაშვილი. მხოლოდ მე და ალემ გადავწყვიტეთ ალკოჰოლის მიღება მისი დაჟინებული თხოვნით. პირველად უნდა დაგველია ერთად და ფიქრობდა რომ ეს სულელობა აღსანიშნავი ფაქტი იყო. ალეს მამიდაშვილი საჭესთან იჯდა, ჩემი დაქალი არ სვამდა. ამიტომაც შევუდექით დროს ტარებას. მე და ალემ საკმაოდ ბევრი დავლიეთ და ჩვენი დაშლის დროც დადგა. ვუთხარი სანამ გათენდება დაიწყეთ სასტუმროს მოძებნა და ხვალ დილით გნახავთთქო. ფეხზე რომ ავდექი თავბრუ დამეხვა. ალბათ ალკოჰოლის ბრალი იყო. ამავე დროს იმ ემოციის რომელიც თან მდევდა. დაქალს ხელი მჭიდროდ მოვკიდე და ვუთხარი ვაი რამაგარიათქო. ამ სიტყვით გამოვხატე ყველაფერი. მანქანაში ჩავჯექით, წინ ალე დაჯდა, მუსიკა მაღალ ხმაზე ჩართო და მანქანა თავისმა დეიდაშვილმა ადგილიდან მოწყვიტა. მაშინვე ვუთხარი გამოფხიზლებული ხმით სიჩქარეს ვერ ვიტან და ნორმალურად ატარეთქო. მანაც სიჩქარეს მოუკლო და უბედნიერესად ვგრძნობდი თავს უკნიდან წინ მჯდომ ალესთან ხელები გადავწიე და ხოტორა თავზე მოვეფერე. მანაც ხელები დამიჭირა და უფრო მჭიდროდ შემომაკვრევინა თავის სახეზე. შემდეგ კბილებით ხელზე მიკბინა და მივხვდი რომ ზედმეტად გავერთეთ. ხელები უკან დავიბრუნე და ამასობაში სასტუმროსთანაც მოვედი. ბიჭებს დავემშვიდობეთ და ჩქარი ნაბიჯებით ავედით ნომერში, სადაც დაწვრილებით მოვუყევით დაქალს ყველაფერი.
მეორე დილით კაფეში ჩაი ერთად დავლიეთ, ქათმის სალათთან ერთად. ქათმის სალათზე ყველას ძალიან გვეცინებოდა . რატომ შევუკვეთეთ არ ვიცოდით. საღამოს გართობა განვიზრახეთ და საღამომდე დავემშვიდობეთ ერთმანეთს.
ზღვის სანაპიროზე გოგოები ვირუჯებოდით. ჩემ მზისგან გადახურებულ გოგოებს სახლში დაბრუნებდა სურდათ. მე უარი ვუთხარი. -თქვენ წადით და მე მერე ამოვალ. ალბათ მინდოდა საღამოსთვის რუჯი უფრო მომმატებოდა. ისინი მართლაც წავიდნენ და დავრჩი თვალებ დახუჭული და პლიაჟზე გაშოტილი. ამდროს მესიჯი მომივიდა მეც ჩამოვდივარ სანაპიროზე და რაადგილას ხარო? ესემესი ალესგან იყო. ვუთხარი სადაც ვიყავი და საშინლად დავიძაბე. მას პირველად უნდა ვენახე საცურაო კოსტუმში. არვიცი რატომ მაგრამ შორტი ამოვიცვი და ვითომც არაფერი ისევ დავწექი. ხელები გავშალე და თითქოს საერთოდ არ ვღელავდი, მომძინარე სახე მივიღე. ის მოვიდა და შემახტუნა. -ჰმ მოხვედი? -დიახ დიახ. არ დაიწვა ქალბატონო? -ნუ ღელავ შენ. ვუთხარი და ცალი თვალი გავახილე. შევამჩნიე მისი მზერა როგორ მაკვირდებოდა სხეულზე. მაშინვე თვალი დავხუჭე და ტანში უცნაურმა ჯრუანტელმა გამიარა. თავიდან ხმა არცერთს ამოგვიღია. სიჩუმე ალემ დაარღვია და მითხრა. - გოგო დაიფუფქო გინდა? დამეწვები და ვეღარ მეცეკვები დღეს საღამოს.გამეცინა და ვუყთარი. -დაგეწვები ნაკლებად რა? უყურე ამას მიმისაკუთრა. - არ ხარ ჩემი? - არანაირად. სიტყვის წელვით და ცინიკურად ვუთხარი. -ჰმ ჩემი ხარ გოგო ჩე მი დამარცვლით მითრა, ჩაიღიმა ალემ ტუჩის კუთხეში და შემათვალიერა. სწრაფად გადავიცვი ლურჯი ზედა და სასტუმროსკენ წავედით. მოსაღამოვდა. გოგოები გამოვეწყვეთ და ბიჭებთან შესახვედრად მოვემზადეთ. მათთან დროზე არ შევთანხმებულვართ თუ როდის შევხვდებოდით ერთმანეთს. გვინდოდა პირველები ჩვენ მივსულიყავით ბარში და ასეც მოვიქეცით. იქ ცოტა ალკოჰოლი დავლიეთ. ცოტა ვიცეკვეთ. ალექსი მწერდა, მალე გამოვალთ და გამოგივლითო. მე ვუთხარი ჩვენ უკვე აქ ვართ. არ მოგვწონს აქაურობა და მალე გამოვალთ, სხვაგან წავიდეთთქო. კარგი ჩემო სიცოცხლე როგორც შენ გინდაო. ბოლოს მივწერე შენი სიცოცხლე არ ვართქო და თვალი ჩავუკარი. ამდენმა თავისუფლებამ როგორ ჩანს გოგოები გაგვათამამა და საერთოდ არ მოგვრიდებია დარჩენილი დაულეველი ლუდის ბოთლების წამოღება. გზაში ლუდის სმით წამოვედით თან ვხარხარებდით. მანქანები გვიჩერებდნენ. არ ვეგონეთ ნორმალური ყოფაქცევის ადამიანები. ერთერთმა მანქანამ გაგვიჩერა და ასე მითხრა. - ლამაზო ლუდს დამალევინებ? -არა მკაცრად ვუთხარი. -გთხოვ რა მომასმევინე მაინც. -ამაზე ჩემს ქერა დაქალს ძალიან გაეცინა, შავგვრემანმა დაქალმა კი საჭესთან მჯდარ ბიჭს უთხრა. - შეგვეშვი რა. ჩვენ გზა გავაგრძელეთ. მანქანა ნელნელა გვერდით მოგვყვებოდა. თეთრი ჯიპი იყო, შიგნით სამი ბიჭი იჯდა. მძღოლმა ისევ დამიძახა ლამაზოო გთხოვ ლუდი მინდა. გულში გავიფიქრე კიდე რა გინდათქო მაგრამ ამის ხმამაღლა თქმა ვერ გავბედე. მეც გავთამამდი, ამ ბიჭის დასანახად ლუდი მოვსვი და მივაწოდე. თავაზიანად გავუღიმე ტუჩების ერთი მოძრაობით და უცებ მკაცრი სახე მივიღე. ვუთხარი. - აი ლუდი. -აუუუუუუ ძაან ჯიგარი ხარ შენ ხო? წამო რა გავერთოთ. ჩაგვიჯექით და კარგ დროს გაგატარებინებთ გპირდებით. მივხვდი რომ უკვე ალექსის სასტუმროსთან ვიყავით, იმასაც მივხვდით რომ ბიჭები ჯიპით თავის დანებებას არ აპირებდნენ. მე ამ ბიჭს ვუთხარი - იცი შეყვარებულს ველოდები. თან უცებ ტელეფონზე დაუხედავად ალესთან გავგზავნე მესიჯი– აქ ვარ.
- ვა, ვა და სადარის ის ამისთანა გოგოები მარტო რომ დადიხართ? ცინიკურად მკითხა. - აქ არის, აი მოდის ჩემი ბიჭიიიიიი სიყვარულით წარმოვთქვი ეს სიტყვები და გვერდით გავიხედე სხვაზე მინიშნებით. არ მოველოდი ისე მოწყვიტეს მანქანა ბიჭებმა ადგილიდან. გოგოებმა ისე გავიცინეთ მთელი ზღვის პირეთი შევძარით. ამ დროს მართლაც გამოჩნდა ალე და თავის დეიდაშვილი, თუმცა თეთრი ჯიპის პატრონებს ნამდვილად არ დაუნახავთ ისინი. ჩვენი ბიჭები გაკვირვებით გვიყურებდნენ, რა მოხდაო გვეკითხებოდნენ. მე ყველაფერი დაწვრილებით მოვყევი და ალეს სახე შეეცვალა. ჩუმათ მითხრა. - რომ ვიაზრებ ის ს''ი შენი ნაპირაილი ბოთლიდან სვამს ლუდს ვცოფდები. - რა სისულელეს ამბობ თუ უკვირდები ვუთხარი მე. -სისულელე კიარა ეგ ნაბოზვრები. სადვიყავი. რატო არ დამირეკე. ან საერთოდ რატო წახვედი სადღაც უჩემოდ. ვიღაც ახვრები რომ დადიან ვერ ხვდები გოგო? - ალექს გეყოფა ეხლა შენთვისვე ჯობს და რა პანიკებში ვარდები ვერ გავიგე. მკაცრად ვუთხარი ალეს და მკლავში გაყრილი ხელი ჩამოვაგდებინე. მან ყურთან მომიტანა პირი, ნაზად მითხრა - ჩემო ბუსუნა შენზე ვფიქრობ და ხელი მხარზე გადამხვია. ვერ ვიტან როდესაც გოგოს მხარზე ხელს ხვევენ. თუმცა ამ სიტყვების შემდეგ ხელი დავატოვებინე. სამ წუთში კი ისევ ჩამოვაშვებინე. მე ალკოჰოლის ზემოქმედება მემატებოდა, ალეს რასაც ქვია ვეჭირე მე ვიცინოდი. ახლა რომ ვიაზრებ იმდენჯერ ვადგამდი ფეხზე ფეხს რომ ტერფები მტკივდება. ჩვენი შემხედვარე როგორც ჩანს ჩემს დაქალს რაღაც ეწყინა და სახლში ასვლა გადაწყვიტა. მე ვიარე რატომ უნდა წახვიდე ახლა სასტუმროში მთელი ღამე წინ გვაქვსთქო. მაგრამ გამიძალიანდა და მაინც წავიდა. ალემ იფიქრა ალბათ რამე ეწყინა . იქნებ ჩემგანაც კიო და დაურეკა . დაქალმა თავაზიანად მოუხადა ბოდიში, უთხრა რომ ძალიან დაღლილი იყო და დაემშვიდობა. ცოტახანში მეც წამოვედი ქერა დაქალთან ერთად ჩვენს სასტუმროში იმის იმედით, რომ შავგვრემან, იმ მომენტში ნერვებ მოშლილ გოგოს, უკან დავაბრუნებდი მაგრამ არაფერი გამომივიდა და აწ უკვე მეც გაბრაზებული ბიჭებთან დაბრუნება გადავწყვიტე. უკვე ისეთი გვიანი იყო სადმე წასვლას აზრი არ ქონდა. მათ სასტუმროში ავედით. ალექსის მამიდაშვილმა დიდი საზამთრო გამოაჩინა რომელიც დასავლეთში წასაღებათ ედოთ მანქანაში. ამ ფაქტზე ძალიან გაგვეცინა. სად უნდა დაგვეჭრა სასტუმროს ნომერში ამხელა საზამთრო. მან ჯიბის დანა ამოიღო და საზამთროც დაჭრა. მართალია ხილი საცოდავად გამოიყურებოდა, მაგრამ ჩვენ ძალიან გავხალისდით. აიჩემა უნდა შეჭამო ჩემო რძალო ჩემი დაჭრილი საზამთროო. - მე ირონიით შევხედე და ვუთხარი რომ რძლობამდე ძალიან ადრე იყო და საერთოდაც არ ვაპირებდი მის რძლობას. ეს ნათქვამი ხუმრობაში გავატარეთ. ალექსის მამიდაშვილმა დაგვლოცა. ბიჭებმა რამდენიმე სადღეგრძელო თქვეს. შემდეგ ის ისე დათვრა ვიღაც გაახსენდა და ტელეფონზე დაურეკა. ალბათ ვიღაც მოსწონდა. ადამიანი როცა თვრება მაშინ ახსენდება ხოლმე ვინმე და მაშინ ბედავს მასთან ურთიერთობას. ჩვენ გასეირნება გადავწყვიტეთ. მე და ალექსი ჩავედით ზღვის სანაპიროზე. თითო ოროლა ადამიანი თუ დაიარებოდა. ზოგი მთვრალი იყო, ზოგი ნაგვის ურნაში იქექებოდა, ზოგიც წყვილი მოძრაობდა. ჩვენ ხელიხელ ჩაკიდებუკები გავუყევით სანაპიროს. ყინულივით ცივი ნიავი უბერავდა. ასეთი სიცივე ზაფხულში და თანაც ზღვაზე არასდროს მიგრძვნია. მალე გათენდებოდა. თავს ვგრძნობდი უბედნიერესად . გვერდით ის ადამიანი მყავდა ვიზეც ყოველ ღამე ვოცნებობდი. მის სუნს ვგრძნობდი რომლის ყნოსვისაც გული მიჩქარდებოდა. ის ძლიერი ხელი მიჭერდა ხელზე რომელსაც პირველად ჩემი სკოლის ეზოში დავაკვირდი. ამდროს ალემ შეატყო რომ ვკანკალებდი, ტუჩები თითქმის მილურჯდებოდა. და მითხრა - აუ ტოო როგორ გცივა ბუს. მოდი ჩემო ბუსუნა მე გაგათბობო ჩამეხუტა და იქვე ქვის სკამზე დავსხედით, რომელიც ისეთი ცივი იყო როგორც ყინული. მე შევკივლე სიცივისგან და მას გაეცინა ამდროს ადგილიდან გაუნძრევლად, მჯდომარემ ხელში ამწია და კალთაში ჩამისვა. თავის ძლიერი მკლავები მჭიდროდ შემომხვია და კისერში თბილი ორთქლი მომახშო. ამ დროს მე კინაღამ დავდნი, დავიფერფლე, დამბურძგლა და გული საგულედან კინაღამ ამომიხტა. დეკოლტე მეცვა, გულმკერდი სულმთლად მოშიშვლებული მქონდა, საიდანაც ჩემი მკერდი იწოდენბდა თავს. ალექსიმ პოზაშემიცვალა უფრო გასათბობად და ისე მოხდა რომ მკერძე შემეხო. ამან მთლად გადამრია. ასეთი შემთხვევა არასდროს მქონია. ასეთი კი არა წლის წინ ნაკოცნის შემდეგ აღარ მიკოცნია მისთვის. ხელი ჩამოვაშვებინე და მკაცრად შევხედე. ისძალიან დაიბნა, შერცხვა, ძალიან უხერხულად იგრძნო თავი , თითქმის დამარწმუნა რომ ეს ძალით არ უქნია. მეც სიბრაზე დავივიწყე და გავხედე ჰორიზონტს. ზღვა ღელავდა. თითქოს ჩვენს იქ ყოფნას გრძნობდა. აბობოქრდა, სასტიკად ახეთქებდა ტალღებს ნაპირს. თითქოს უნდოდა შხეფები მაინც მოგვხვედროდა. სურდა გავყინულიყავით. ჩვენი გულები კი გაყინვის მაგივრად ერთმანეთს ათბობდნენ. ალე ყურში ჩურჩულით მესაუბრებოდა თითქოს ვინმეს შეაწუხებდა თავის ხმით. - მიყვარხარ იმდენად რამდენადაც თვალს ვერ გააწვდენ ამ ზღვას. გპირდები გულს არასდროს გატკენ. იქნები ყოველთვის ჩემი. ჩვენ ვიქნებით ერთად. ერთად დავბერდებით. ამ წინადადებებს მკაცრად ამბობდა და ბოლოს ეს ფრაზაც დასძინა. თუ გინდა ამ წამსვე წავიდეთ ჩემებთან დასავლეთში. მოგიყვან ცოლად და ეგ იქნება. ვერ გავძლებ მე შენს გარეშე. მიყვარხარ ყველაფერზე მეტად. ეს იყო ალექსის პირველი სიყვარულის ახსნა. მე იმის მაგივრად რომ საპასუხო რეაქცია მქონოდა ავჯანყდი. ვუწოდე ტუტუცი რომ ამდენის თქმის უფლებას აძლევდა თავს. მითხარი რომ საერთოდ არ ქონდა უფლება აზრად გაპარვის მცდებოლა გაეელვებინა თავში. გადავიხადე მადლობა სიყვარულისთვის. სიყვარულში არ გამოვტყდომივარ. თუმცა ეს გრძნობა ჩემში უკვე იყო. სინამდვილეში ორი წუთით გავიელვე ტვინში როგორ ურეკავდნენ ჩემებს ცისია გათხოვდა. რა დაემართებოდა დედაჩემს და მაშინვე დიქრები გავფანტე. ალემ მხურვალედ ტუჩებზე მაკოცა და ალბათ ასე უმოძრაოდ 2 წუთი დავყავით. შემდეგ არცერთს არ ამოგვიღია ხმა. მას გულში ვყავდი ჩაკრული და ისე მიჭერდა ხელებს თითქოს ეშინოდა ვინმეს არ წაერთმია ჩემი თავი. არ ამოგვიღია ხმა და ვიყავით ზღვის ჰორიზონტს მიშტერებულები მანამ სანამ ნაგვის მანქანამ არ ჩაგვიარა უკან პოლიციის მიდევნებით. მივხვდით რომ გათენდა. უცებ გამოვფხიზლდიათ. სწრაფად წამოვხტით და სასტუმროსკენ დავბრუნდით. მან მიმაცილა და სახლში წავიდა. ნონერში რომ შევედი გოგოებს ეძინათ. ფეხაკრეფით ჩავწექი ლოგინში. კარგად რომ გათენდა გავიგე გოგოების ხმა როგორ ადგნენ და ზღვაზე გასასვლელად ემზადებოდნენ ჩუმად მითხრეს ზღვაზე წავყვებოდი თუ არა, მაგრამ მე გაუნძრევლად ძილში ამოვიოხრე უარის ნიშნად. რომ გამოვფხიზლდი შუადღე მოდიოდა. ავდექი და პლაჟზე გოგოებთან ჩასვლა გადავწყვიტე. გზად უამრავი შოკოლადი ვიყიდე. არვიცი ეს დანასაულის გამოსასწორებლად გავაკეთე თუ არა რადგან დამნაშავედ თავს არ ვგრძნობდი მაგრამ მინდოდა ამ ჟესტით გოგოებისთვის რაიმე თბილი გამეკეთებინა. ისინი მე სიგიჟემდე მიყვარს. ეს ქერა და შავგვრემანი გოგო არის ჩემი ცხოვრების ნაწილები. უერთმანეთოდ არ წარმოგვიდგენია დედამიწაზე არსებობა. ჩვენ მოვდივართ 6 წლიდან ერთად და თითქოს უსიტყვოდ გვესმის ერთმანეთის.
ის დღე მხიარულად გავატარეთ საღამოს თბილისში ვბრუნდებოდით. ალემ შეხვედრა მთხოვა და მითხრა რომ მტკვარში გადასაგდები იყო მე რომ თბილისში ვერ მივყავდი და რაღაც ჩანჩალა მატარებლით უნდა წავსულიყავი. ზუსტად ასეათი სიტყვები თქვა მან.
მე მეცინებოდა და კატეგორიული უარი ვუთხარი. ბილეთები უკვე აღებული გვქონდა და რომც არა ეს, არავითარ შემთხვევაში არ გავყვებოდი თბილისში მათ. ალემ თქვა რომ ახლობელი იყო აქ ჩამოსული რომელსაც სასწრაფო საქმე ქონდა და აუცილებლად უნდა გაყოლოდა. თან შევამჩნიე რომ ძალიან ჩქარობდა. მივხვდი არიყო მშვიდობა და გავაფრთხილე ფრთხილად ყოფილიყო. მან მკითხა რამე ხომ არ მჭირდებოდა , მხურვალედ მაკოცა და წავიდა. გოგოები დავრჩით მარტო და აჭარის დატოვებას ისე არ ვაპირებდით თუ აჭარულ ხაჭაპურს არ შევჭამდით. ამიტომაც ხაჭაპურის საჭმელად გავეშურეთ სადაც საათნახევარი ლოდინი მოგვიაწია. უკვე ვიცინოდით იმაზე რომ მატარებელზე ხაჭაპურის გამო დაგვაგვიანდებოდა. როგორც იქნა შეკვეთა მოიტანეს და ვჭამეთ, თუმცა ბოლომდე ვერ. წამოვედით. გზაში სულ განვლილ დღეებზე მეფიქრებოდა. ვყვებოდით მომხდარ ამბებს, ვიხსენებდით თითოეულ წამს და შევთანხმდით რომ ეს იყო დაუვიწყარი ზაფხული ჩვენთვის. სადგურზე მშობლები დაგვხვდნენ ერთამბავში ვიყავით ვუზიარებდით ემოციებს მაგრამ არც ერთს არ დაგვცდენია სიტყვა ალექსის იქ ყოფნაზე. რატომ დავმალეთ არვიცი . მე მინდოდა ასე. თითქოს ვერ ვამხელდი მის არსებობას ჩემს ცხოვრებაში.
ერთხელ დეიდაშვილებთან ვიყავი ალემ რომ მითხრა აქ ვარ და ჩამოდი გთხოვ 2 წუთით გნახავო. მშობლები თბილისში არ იყვნენ და ჩვენ მარტოები ვიყავით. ჩემს გოგოებს ვუთხარი ჩავალ რა ალეა მოსულითქო . უნცროსი ამყვა, უფროსმა კი ეჭვის თვალით შემომხედა და უარი მითხრა. იმ მიზეზით რომ დედაჩემი არ იყო აქ და თვითონ ვერსად გამიშვებდა. ზოგადად არ ჩვევია ასეთი რეაქცია. მე პირიქით ვფიქრობდი რომ მოხდებოდა. უნცროსს არ ენდომებოდა ჩვენი შეხვედრა. მაგრამ არა. რამდენიმეხანს მე და ჩემმა უნცროსმა დეიდაშვილმა ვიწუწუნეთ. უფროსი კი როგორც იქნა დამთანხმდა და უნცროსს უთხრა. იცოდე შენ იქნები ამაზე პასუხისმგებელიო. მე ვთქვი რაიყოთ ხალხო კიარ ვიპარებითქო და სასწრაფოდ გავვარდი სახლიდან. მანქანა მარათლაც სახლთან ახლოს იდგა. მივედი ერთმანეთს მივესალმეთ და მოკითხვა არ გვქონდა დამთავრებული რომ დავინახე შეშლილი, ფერწასული უნცროსი დეიდაშვილის სახე. დიდი და ჩქარი ნაბიჯებით მოდიოდა ჩემთან. ძალიან გამიკვირდა და დავუძახეე -მოდიიი ჩვენთაან. ისიც მოვიდა. ერთმანეთი გავაცანი მათ. ჩემმა დეიდაშვილმა ჩამოსვლის მიზეზად მაღაზიაში შესვლა თქვა. და დაგვემშვიდობა. მომაძახა ციისი მალე ამოდიო. თუმცა მაღაზიაში არ შესულა და პირდაპირ სახლში ავიდა. მეც მალე დავემშვიდობე ალეს. საცლში რომ მივედი ასეთი სიტუაცია დამხვდა. – გოგო შენ ვერ ხარ? ტელეფონი რატომ გამორთე. – ხო გეუბნებოდი არუნდა გაგეშვა. რამე რომ დამართნოდა რას იზამდი. ამბობდნენ და შეშინებით მიყურებდნენ. – ბავშვებო რა გჭირთ? რა ტელეფონი გამოვრთე. ეს ვთქვი და ტელეფონს დავხედე, რომელიც მართლაც გამორთული დამხვდა. როგორც იქნა დეიდაშვილების დარწმუნება შევძელი, რომ ტელეფონი გაფუჭებული მქონდა და მაგიტომაც ჯდებოდა. შემდეგ სიცილი აგვიყუდა. – ჰაჰაჰაჰა მართლა რო გავპარულიიყავი რა გეშველებოდათ თქვე სულელებო. –გოგო გაგიჟდი? რო ვრეკავდით და ტელეფონი გამორთულიიყო ამან მითხრა აიიიი ხო გითხარი პასუხისმგებელი შენ იქნები ყველაპერზეო. აუუუუ მაშინ გამოვარდი შენს საძებნელად. უკვე იატაკზე ვხოხავდით სიცილისგან გოგოები. ყოველთვის როდესაც ბავშობაში მეკითხებოდნენ და ან ძმა გყავსო სულ ვამბობდი, რომ არა მაგრამ ორი დეიდაშვილი მყავდა რომელიც ჩემთვის იგივე დები იყვნენ. მე რაც მქონდა ის ჰქონდათ მათ და პირიქით. მათ არავინ არ მირჩევნია და ასე იქნება ყოველთვის.
ალექსი სულ სურპრიზებს მიწყობდა. ერთხელ სახლში დეიდაშვილის ხელით საყვარელი ვარდისფერი დათუნია გამომიგზავნა, რომელსაც გულზეალე ეწერა. ასევე გამომიგზავნა მოულოდნელი სიხარულის ღვთისმშობლის ხატი. ამით მაგრძნობინა, რომ მე ვიყავი მისი სიხარული. თავის მეგობრებს და ნათესავებს ჩემთან სულ ყვავილები ამოჰქონდათ ხოლმე. თვითონ არასდროს ამოსულა ჩემთან სახლში. დილით რომ გავდიოდი ლიფრის თავზე სანთლები მხვდებოდა. ხან შოკოლადებს მიტოვებდა. ახალწელს დეკორატიულ სუვენირებს და ასე. მისგან განებივრებული ვიყავი სურპრიზებით. გარეთ გასვლა და მოულოდნელობა ერთი იყო . მე და ალექსი ყოველთვის ვჩხუბობდით. შემეძლო არცერთზე, ოდნავ გადაკრული,სიტყვა არ შემემჩნია. არ მიყვარდა მისი კონტროლი. ბოლომდე ახლოს ერთმანეთთან არ ვიყავით და ალბათ მაგის ბრალი იყო. მას ფიცხი ხასიათი ჰქონდა, მე კი ჯიუტი. ერთცელ ისე ვიჩხუბეთ კინაღამ ერთმანეთი ვცემეთ. ვუთხარი ვერ გიტან და ჩემი სახელი აღარ ახსენოთქო. ახლა ტვინის უკრედებს ვძაბავ, მაგრამ ვერაფრით ვიხსენებ რა იყო ჩხუბის მიზეზი. ჩვენ დავშორდით. ისიც გაბრაზებული იყო.
ზაფხული გავიდა უიმისოდ. გაზაფხულიც გაიპარა. საშემოდგომოდ კი ნანატრ უნივერსიტეტს ვიწყებდი. შევაბიჯე ფეხი ინსტიტუტში, ეს საოცარი და სიამაყით აღსავსე დღე იყო. სკოლა ადრე დავამთავრე 32 გამოცდის ჩაბარება მომიწია და ყველასათვის მოულოდნელად გავხდი სტუდენტი. მეწყებოდა ცხოვრების ახალი ეტაპი, ბედნიერად დავიწყე სასწავლებლად სიარულ ჩემს კეთილმოწყობილ, პრესტიჟულ სასწავლებელში. ერთხელაც ალექსიმ მომწერა და უნივერსიტეტის დაწყება მომილოცა. – გამეზარდე როგორც იქნა უკვე დიდი გოგო ხარ. აბა შენ იცი ჩემო ბუსუნა წარმატებას მიაღწიე. მე არ მიყვარდა ზედმეტ სახელები. ძალიან მეცინებოდა როდესაც წყვილები ერთმანეთს რაღაცნაირად ეძახდნენ. მოლოცვას მადლობით ვუპასუხე. ის ამის შემდეგ მირეკავდა ხოლმე და მკითხულობდა. მეუბნებოდა რომ იცოდა სად ვწავლობდი. თითქოს უერთიერთობაც არგვიდგა.
უნივერსიტეტში არაჩვეულებრივი ჯგუფელები შემხვდნენ. ძალიან კარგ დროს ვატარებდით ერთად, თუმცა იმ პერიოდში სულაც არ მეგონა ასე. გამორჩეულად მხოლოდ რამდენიმესთან ვმეგობრობდი. აქედან ერთ ერთთან ყველაზე მეტად, ისე დავახლოვდით მე და ის გოგონა თითქოს დიდი ხნის ნაცნობები ვიყავით. მხიარულად ვატარებდით უნივერსიტეტში გადარებულ დროს.
ჯგუფელები საქეიფოდ წავედით. ვიცოდი რომ ალეც მეგობრებთან ერთად რაღაცას აღნისნავდა. ჩვენ ძალიან კარგ დროს ვატარებდით. ერთ მომენტში თითიდან ბეჭედი გამძვრა და ძირს დამივარდა. , დავიხარე მის ასაღებად, რა დროსაც დერეფნიკენ გახედვა მომიწია და რას ვხედავ ის აქ არის. გვერდით მჯდომ ჩემს მეგობარს ვუთხარი – ვაიმეეე ალექსი. – ვინ ალექსი? ვაუ ჩვენი ჯგუფელი ალექსი მოვიდაა? – არა გოგო, ჩემი ალე. – ვაიმეეეეე , კარგი რაააა, იცოდა აქ რომ ვიყავით? როგორ მოგვაგნოოო? რა მაგარიაააა. კითხვები მომაყარა აწ უკვე ძალიან ახლო მეგობარმა. მეტის თქმა ვეღარ მოვასწარით ისე მოგვიახლოვდა ალექსი. ყველას მიესალმა . მე ფეხზე წამოვდექი და ჩვენ უნდა გავიდეთ და მალე დავბრუნდებითქო ვთქვი. დაბრუნება მხოლობით რიცხვში წარმოვთქგი და იმის იმედი მქონდა მარათლაც მარტო მოვიდოდი უკან. ძალიან მეწყინა ჩემს დაუკითხავად რომ მოვიდა აქ. თან ძალიან მთვრალი იყო. როგორც მითხრა დილიდაან მოუწია დალევა ბიჭებთან ერთად. ამან უფრო გამაბრაზა და ავუშარდი. - როგორ არ გრცხვენია ასე რომ მოხვედი ჩემს ახალ ჯგუფელებთან. რაგინდოდა რანაირი ბიჭი ხარ. ნუთუ კულტურა არ გაგაჩნიაა. თუმცა ის სამარცხვინოს არაფერს აკეთებდა. მითხრა ჯიუტად რომ მაინც დაჯდებოდა ჩვენთან ერთად სუფრასთან და საერათოდ არ თვლიდა თავს უკულტუროდ. პირიქით მე ძალიან ვცანცარებდი და არ ვიქცეოდი ზრდილობიანად. სხვა გზა არ მქონდა, მასთან ვერაფერს გავხდით, ის ხომ ვერძია. მაგიდასთან დავბრუნდით. ყველა გაამხიარულა მან. ვსაუბრობდით, გოგოები ვცეკვავდით. ალეს არ უცეკვია. ცეკვისდროს ვგრძნობდი მის მზერას. რომ შევხედავდი თვალს არ მაშორებდა . ოდნავ ქვევიდან მიმზერდა, ღრმა თვალებით. ოდნავ უღიმოდა. რომ დავჯექი ჩუმად მითხრა - თავი გინდა გავუტეხო ვინმეს? - რაა? - ბუუსუუნაა მითხრა დამარცვლით. - ისეთი კარგი ხარ ყველა შენ გიყურებს. გამეცინა და არაფერი ვუთხარი. სახლში დამეჯინა ფეხით წავიდეთო. არც ძალიან დიდი გზა გვქონდა. მითხრა გავისეირნებთ ცოტას ჰერს ჩავყლაპავთო. მეც დიდი სიჯიუტის შემდეგ დავთანხმდი. ვხედავდი რომ ვიღაც ინტენსიურად ურეკავდი და დავინტერესდი ვინიყო. მითხრა რომ მამამისია და ნერვიულობდა. - მერე მამაშენს ასე ანერვიულებ? უთხარი რომ მალე მიხვალ. მოდი ტაქსი გავაჩეროთ რაა. ამდროს აიღო ტელეფონი ალემ და მამასთან ლაპარაკი დაიწყო. -მააა ეხლა ისეთ ადამიანთან ერთად ვარ რამე რომ დამემართოს მაინც ბედნიერი ვიქნები. ეს თქვა და ტელეფონი მომაჩეჩა. ჩურჩულით ვუთხარი. - ვერ ხარ ბიჭო? მე რა ვუთხრა? ის მაინც განაგრძობდა ტელეფონი ყურთან მოტანას.. მეც ავიღე ტელეფონი - გამარჯობათ ბატონო. ალექსი ჩემთან ერთად არის. მერწმუნეთ სახლში უვნებლად დაბრუნდება, ძალიან მალე. -გამარჯობა შვილო. კარგი არარის პრობლემა, თუ ერთად წამოხვალთ უფრო გამახარებთ. აბა თქვენ იცით . და დამემშვიდობა. საოცარი სითბო იგრძნობოდა მის ხმაში. სახლში ერთად დაბრუნებაზე ორივეს გაგვეცინა მეც და ალეს მამასაც. შემდეგ ტაქსიში ჩავსხედით და ჩემს სახლში წავედით. ალე გზაში ცუდად გახდა. მე მას მოვუარე და მხოლოდ მაშინ ავედი სახში რომ დავრწმუნდი მის კარგად ყოფნაში. ერთმენათს ხშირად ვერ ვხედავდით, თუმცა ერთმანეთით ვსუნთქავდით. მე ჩემს საუკეთესო მეგობრებთან ძალიან დიდ დროს ვატარებდი. როგორც ვთქვი ერთერთი საუკეთესო ბიჭი მეგობარიც მყავდა. სიგიჟემდე მიყვარდა. ისე მესმოდა მისი როგორც ჩემი დაქალების. ყველაზე მეტად მასთან ერთად მიყვარდა დროის გატარება. არაჩვეულებრივი იუმორი აქვს. თუ ერთად ხართ იმდენს იცინებ შეიძლება ვეღარ ამოისუნთქო და ის გადაგარჩენს, რადგან ძალიან მზრუნველიც არის. მილიონი მოგონება მაკავშირებს მასთან ერთად. ათასი სიგიჟე. შუაღამეზე სახლთან მაკითხავდა და პიცის საჭმელად მივდიოდით ხოლმე. ერთი პიცერია გვქონდა აჩემებული , რომელიც ჩვენი აზრით თბილისში ყველაზე კარგი იყო. ყოველთვის ერთიდაიგივე, დიდი ზომის პიცას ვუკვეთავდით და გემრიელად მივირთმევდით. რამდენჯერმე დავფიქრდი ჩვენს ურთიერთობაზე. ვიფიქრე სხვა რამეში ხომ არ გადაიზრდებოდა ჩვენი ასეთი მეგობრობა. მე გოგო ვიყავი ის ბიჭი. საბოლოოდ კი დავრწმუნდი რომ ის ჩემი გულწრფელი მეგობარია და შვენს შორის ზედმეტი არაფერი ხდება. ერთმანეთს ვუზიარებთ ჩვენს პრობლემებს და სიხარულს. ვაძლევთ რჩევებს და ვცხოვრობთ დიდი მეგობრული სიყვარულით.
ჩემი და ჩემი ბიჭი მეგობრის ურთიერთობა ალეს ყოველთვის აეჭვიანებდა. მეუბნებოდა რომ არ ჯეროდა გოგოს და ბიჭის ურთიერთობის. მე კი სულ ვეუბნებოდი საეჭვიანო არაფერი იყო. ჩვენ საზღვრებს არ ვცდებოდით.
ალექსი ხშირად მაკითხავდა უნივერსიტეტში. მაპურებდა.თითქოს გრძნობდა როდის მშიოდა , როდის მწყუროდა, როდის მეტკბილებოდა, ხან მაკდონალდსის საკვები მოჰქონდა, ხანაც პირდაპირ ტორტი. ის რომელიც მე ყველაზე მეტად მიყვარდა. ცოტა ბიჭი თუ მიუტანს გოგოს უნივერსიტეტთან ტორტს ბედნიერი სახით, ნამცხვრებს და აშ. ხანდახან თავის დის გამომცხვარ ტკბილეულობას მომიტანდა ხოლმე და დამაგემოვნებინებდა. მართლაც გემრიელი ხელი ჰქონდა დას. ჩვენ ვსეირნობდით , თბილისს წრეებს ვურტყამდით. ძალიან ბევრს ვსაუბრობდით ათას თემაზე.
საღამო იყო, მანქანაში ვისხედით. გათბობა გვათბობდა. ამან მოგვადუნა. გარშემო არც ისე განათებული იყო. თითქოს ჩვენ ორნი ვიყავით მარტო დედამიწაზე. ალე გულში ჩამეკრა და მითხრა როგორ მხურვალედ ვუყვარდი. ცხვირი ცხვირთან მომიტანა და წარმოთქვა რომ მისი სიცოხლე ვიყავი. თვალებში ერთი წუთი მიყურა ზუსთად და ტუჩებზე მეცა. მკოცნიდა გამალებით. სველი ტუჩებით. მე ისე მიცემდა გული ვეღარ ვსუნთქავდი. საშინლად მცხელოდა. ხელები მიკანკალებდა. გადავეშვი სიყვარულის მორევში. ხელი კეფიდან თმებში შევუცურე და საპასუხოდ კოცნაში ავყევი. ეს იყო ჩემი გულწრფელი გრძნობის გამოხატვა. ეს იყო ჩემი სიყვარული. თითქოს ჩვენი სულები ერთმანეთს შეუერთდა. ჩემი სავარძელი ბოლომდე არა, მაგრამ კარგად იყო უკან გადაწეული. არ ვიცი რა მოხდა მაგრამ ჩვენმა ვნებიანმა კოცნამ ალე გაათამამა და ხელი მკერდისკენ წაიღო. მთელ ტანში ჟრუანტელმა დამიარა და მუცელში პეპლებმა ჩამიფრინეს. მას კოცნა არ შეუწყვეტია და ხელით მუცელზე ჩავიდ. მე გული უფრო მეტად მირტყამდა გულის ფიცარზე. თან შიშის გრძნობა მქონდა. არმინდოდა შორს შეტოპვა. ალემ ხელის ჩაცურება ჯინსში სცადა. ძალიან ნაზად და ფაქიზად. ამ დროს მე მის მსხვილ მაჯას დავეძგერე და ისე მოვუჭირე ხელი ლამის სისხლი გავუშრე. მაშინვე შეაჩერა ხელი და მოაშორა ჩემს სხეულს. კოცნა შევწყვიტე და ვუთხარი რომ ძალიან ზედმეტი მოსდიოდა. ძალიან ნაწყენი ვიაყვი ამით. მდენი ხანი იყო გასული, ამდენი წელი ჩვენი ურთიერათობის მაგრამ მსგავსი რამ აზრად არ მქონია. არმინდოდა ამით გაფუჭებულიყო ჩვენი წრფელი გრძნობა. მან პატიება მთხოვა. თავი ვერ შევიკავეო. მადლობა რომ გამაჩერეო მაგრამ ისევ გულში მიმიკრა და მითხრა რომ ზედმეტს არაფერს იზამდა არასდროს. თავს შეიკავებდა მანამ სანამ მე არ ვიქნებოდი თანახმა. უნდოდა რომ მის გვერდით თავი დაცულად მეგრძნო. ასეც იყო. იმ მომენტში გული გაბრწყინებული მქონდა. მიყვარდა მთელი არსებით.ის იყო ჩემი ნაწილი. ჩემი სიხარული. ისეთი საყვარელი იყო როცა იღიმოდა. სულ ვეშმაკობდით ერთად. მიყვებოდა ხოლმე თავის პატარობის ამბებს, მახალისებდა, ბევრს მიღიტინებდა, მაბრაზედბა, შემდეგ ხუთი წუთი ვებუტებოდი. მერე მანქანას ჩქარა წაიყვანდა ხოლმე და ვემუდარებოდი შენელებას. მახსენებდა რომ მასზე გაბუტული ვიყავი და ხმას რატომ ვცემდი. ამ სიტყვებზეე მას ვუახლოვდებოდი და ვკოცნიდი . მე ათ ვაკოცევდი ჩემს ტუჩებს ვეღარ წყდებოდა. მეუბნებოდა რომ მიმეწეპა და ვერღარ მომიშორებდა.
გვქონდა როგორც ბედნიერი ასე ბევრი კამათით სავსე დღე. ის უფრო ეჭვიანოდა ჩემზე რაცუფრო ახლოს ვიყავით ერთად. არ ავიწყდებოდა ჩემი მეგობარი ბიჭი და სულ მიღრენდა მასზე საუბრის დროს.
ჩემი დაბადებისდღე მოდიოდა, ცივ დეკემბერში, მაშინ ჯერ კიდევ სკოლაში ვსწვლობდი. ჩემმა დეიდაშვილმა და დეიდამ სურპრიზი გამიკეთეს ღამის 12 საათზე შუშხუნებითა და ტორტით. სურათების გადაღების პროცესში ვიყავი ალემ დამირეკა და მომილოცა დაბადების დღე. ბევრი კეთილი სურვილი მისურვა და მშვიდად მითხრა აივნიდან გადამეხედა. ვაიიიიი მაშინვე მივხვდი მორიგი სურპრიზი იყო. სწრაფად გადავიხედე და დიდი გული დამხვდა დანთებული ორმაგი. გარშემო რამდებიმე ბიჭი, რომელიც შეძახილებით მილოცავდნენ და ჩემს სადღეგრძელოს ამბობდნენ. ძალიან გამიხარდა მაგრამ ამავე დროს საერთოდ არმინდოდა ეს ყოვლივე. თავი დავიფასე, ჩემი ოჯახის წევრებთან გამოვჩნდი ისეთად რომელსაც ეს ბიჭი არ აინტერესებდა, ფანჯრები დავკეტე და ქვემოთ არ ჩავსულვარ. ვინ იცის ჩემს გულში რა ტრიალებდა. რა ცეცხლებს აფრქვევდა ჩემი გული. ალექსს მოვუბოდიშე და ავუხსენი რომ ვერ ჩავიდოდი დედა არ მიშვებდა.
ეწყინა მაგრამ დაბადებისდღე არ გამიფუჭა...
მეორე დღეს როგორც ყოველთვის დიდი და ლამაზი დაბადების დღე გადავიხადე. მაშინ პატარა ვიყავი და ალბათ მეპატიებოდა ასეთი საქციელები.
უნივერსიტეტში ჩემს ახლო მეგობარს ალეც დაუმეგობრდა. ერთად ბევრს ვხალისობდით. ალე მას თავის დას ეძახდა, ძალიან კარგი ურთიერთობა ჰქონდათ. ალექსის სამსახური არ მოსწონდა და უნდოდა ახალით შეეცვალა. ეძებდა სამუშაოს, მეც ვნახულობდი ხოლმე ინტერნეტში განცხადებებს თუმცა მისთვის საინტერესოს ვერასდროს. ალექსიმ თავის სამსახურს თავი დაანება. სულ ნერვები ჰქონდა მოშლილი. უფრო მეტ დროს მითმობდა მაგრამ უფრო და უფრო ეჭვიანობდა ყველა ჩემს გარშემო მყოფ ბიჭზე. ვეუბნებოდი საქმე რომ არ გაქვს მაგის ბრალიათქო. ყოველდღე ვკამათობდით ისე ძლიერ მიყვარდა მისგარეშე წუთი არ შემეძლო, მაგრამ მის გაბრაზებას ისეთ შეურაწყოფად ვიღებდი მის მიმართ ზიზღის გრძნობა მიჩნდებოდა , ეს წუთიერი იყო, შემდეგ ერთმანეთს ვაკოცებდით და ყველაფერი ქრებოდა. თუმცა დადგა ის საშინელი დღე როდესაც ჩვენ ერთმანეთს ვეღარ გავუძელით. გამოვუცხადე რომ ჩვენი ერთად ყოფნა გაუსაძლისი იყო. ის გაგიჯდა, გადაირია, მითხრა რომ დედას უტირებდა ყველას ვინც ჩვენს დაშორებას ფიქრობდა. ისეთი გაგიჟებული იყო მის თვალებში მკვლელის თვალებს ვხედავდი. ცოფებს ყრიდა და თითქოს ყველაფერზე იყო წამსვლელი. სინამდვილეში ჩვენს დაშორებას არავინ ფიქრობდა. ეს მისი მოჩვენებები იყო. ამ დროს მე თავზარი მეცემოდა. ჩემი გული ჩაკლული და დაღლილი იყო. ვერ ვამტკიცებდი ჩემს სიმართლეს. ყელში ბურთი მახრჩობდა. ჰაერი არ მყოფნიდა. ვტიროდი და ღმერთს ვევედრებოდი ყველაფრის მიგვარებას. ჩვენ დავშორდით. მის ზარებს არ ვპასუხობდი, არ ვხვდებოდი, მასზე არ ვლაპარაკობდი. თავს ვაიძულებდი რომ დამევიწყებინა მაგრამ არადა არა. ვერაფრით ვივიწყებდი მას. ვიხსენებდი ერთად განვლილ დროს და მეღიმებოდა. მიყვარდა სიგიჟემდე მთელი არსებით. ის ჩემთან შერიგებას ყველანაირი ხერხით ცდილობდა. მიდიოდა ჩემს ჯგუფელთან და თხოვდა ხელის შეწყობას ჩვენს შერიგებაში. ერთხელ ჩემმა მეგობარმა დამირეკა.- ციისი გეხვეწები დღეს შევხვდეთ, ძალიან მომენატრე რამდენი ხანია არ მინახიხარ. ნაყინი მივირთვათ და ბევრი ვიჭორაოთ. - მეც ძალიან მომენატრე ჩემო გოგო . კი, კი აუცილებლად შევხვდეთ დღეს. ჩვენ შეხვედრის დრო დავთქვით და მაკდონალდში წავედით. ნაყინები ავიღეთ და მაგიდას მივუსხედით. გვერდით გავიხედე და თვალებიდან თითქოს ნაპერწკლები გამცვივდა უცებ შევხედე ჩემს მეგობარს და ვუთხარი. - ვაიმეეეე არარსებობს გვერდით შეხედე ვინ ზის. - ვინ ზის გოგო? - ალექსი და თავის მამიდაშვილი. შეიძლება გავგიჟდე აქ რაუნდააათ. გაბრაზებით და გაოცებით ვამბობდი ამ სიტყვებს. ჩემი მეგობარი ვერაფერს ამბობდა და მაშინვე მივხვდი რაც ხდებოდა. მას ტყუილის თქმა არ შეუძლია და ვუთხარი რომ ყველაფერს მივუხვდი და ერჩივნა აღარ დატანჯულიყო ამ სიტუაციით. - აუუუუ მოგკლაავ, ეს რაგააკეთე გოგო ნორმალურები ხართ თქვეენ? ხოიცი როგორ არმინდოდა მისი ნახვაა. ამდროს მომოვიდა ტელეფონზე მესიჯი. - ვა ვა აქ თუ შეგხვდებოდი ნამდვილად არ მეგონა. რა გამეკეთებინა არვიცოდი. ვიფიქრე მოვიმიზეზებ საპირფარეშოში შესვლას და გავიპარები გარეთთქო. მაგრამ ჩემი მეგობრის მომერიდა და ასე არ მოვქცეულვარ. ამდროს ის ორი ჩვენს მაგიდასთან გადმოვიდა. მე ვთქვი რომ უკვე წასვლას ვაპირებდით და მაშინვე ფეხზე ავდექი. ქვედა სართულზე ჩავედით და ამდროს ალემ სწრაფი ნაბიჯებით ჩემთან მოირბინა. –გთხოვ გარეთ დავსხდეთ და უბრალოდ ვისაუბროთ. დიდი წუწუნის შემდეგ დავთანხმდი და გარეთ დავსხედით. ჩემმა მეგობარმა და ალეს მამიდაშვილმა გარეთ გადაწყვიტეს გასვლა ჩვენი მარტო დატოვების მიზნით. მე არმინდოდა მათი წასვლა ვთქვი რომ დასამალი არაფერი მქონდა, თუმცა არავინ დამიჯერა. ალექსიმ მესაუბრა რომ ჩვენი დაშორება არ შეიძლებოდა, უერთმანეთოთ ვერ გავძლებდით. ის მეუბნებოდა რომ თავს არ გძნობდა დამნაშავედ. ამაზე ვგიჟდებოდი. თავს მეც არ ვგრძნობდი დამნაშავედ და აბა ვინ იყო ჩვენი ჩხუბის მიზეზი. მიზეზი საერთოდაც არაფერი იყო. უბრალოდ ჩვენი ურთიერთობა გეგონება გათვალულიაო. ვგიჟდებოდი მას რომ ვუყურებდი . ისე მინდოდა მასთან მიახლოება და კისერზე ჩამოკიდება. ისე მინდოდა მეკოცნა, მისი სურნელი შემეგრძნო მაგრამ სიამაყემ მძლია და სცენები მოვაწყვე. სასწრაფოდ წამოვხტი სკამიდან და გარეთ გავარდი. ამდროს ჩემი მეგობარიც შემომხვდა. ალე მომზდევდა და მე ხმამაღლა, ძალიან მკაცრი ტონით ვეუბნებოდი ჩემთვის თავი გაენებებინა. ის არ მეშვებოდა შემდეგ მკლავზე ხელი მომკიდა, მისკენ შემაბრუნა და მითხრა დავმშვიდებულიყავი. მე ისტერიკას განვაგრძობდი. ის უფრო და უფრო მიჭერდა ხელზე. ამან უფრო გადამრია, ვუყვირე ეხლავე პატრულს გამოვუძახებ თუ არ შემეშვებითქო და ტაქსის გაჩერება დავიწყე. ასეთ მდგომარეობაში მან პირველად მნახა. ხელი ცივად გამიშვა , გაშტერებით შემომხედა და მითხრა - კარგად იყავი ცისია. მეც თვალებში შევხედე თითქოს ერთიანად დავმშვიდდი და ხმა არ ამომიღია. ის წავიდა. წავიდა და თითქოს ყველაფერი დაბნელდა ჩემს გარშემო. გული ყელში მომებჯინა, ტირილი მინდოდა. ჩემი სული მას გავატანე. ჩემს მეგობართან არაფერი შემიმჩნევია. გამალებით ვლანძრავდი ალექსის და ვამბობდი რომ არასდროს არ ვიქნებოდით ერთად. შევცდი რომ ამდენი წელი მას დავუთმე. შემდეგ აღარ ვლანძრავდი და ვიძახოდი რომ რაც იყო იყო. და სულაც არ ვნანობდი განვლილ წლებს. ვამბობდი რომ ალე ძალიან კარგი ბიჭი იყო უბრალოდ ერთად არაფერი გამოგვდიოდა. მოკლედ მეთვითონ არ ვიცოდი რა მეთქვა. ერთი კი გულწრფელი სიტყვები წარმოვთქვი. - გთხოვ, თანაც ძალიან, მე თუ ალექსიზე გულო მომიბრუნდა შემაჩერე. შემაჩერე თუნდაც თავში რამის ჩარტყმა მოგიწიოს. ვუთხარი ჩემს მეგობარს და სახლისაკენ გზა განვაგრძეთ. იმ ზაფხულს ერთი თვით მე საზღვარგარეთ წავედი.
ალექსი საშუალო სიმაღლის პუტკუნა, ძლიერი ბიჭი იყო. მუქი ფერის თმით, რომელიც შუბლთან უკვე უთხელდებოდა. ღიპი ედო. ძლიერი მკლავები ჰქონდა. ბუთქუნა ფეხები. სახე რაღაც ადგილებში ჩაჩხვლეტილი, რომელიც მე საერთოდ არ მიქმნიდა დისკომფორტს . თხელი ტუჩები, ღრმა თვალები და საშუალო სიგრძის ცვირი, რომელიც თვალებთან ონდავ ჩაწეული იყო. ეს შტრიხი თითქოს ჩემთვის ყველაზე დასამახსოვრებელია. დაწვრილებით მახსოვს მისი ყოველი ნაკვთი. სათითაოდ ყველა სახის მიმიკა, ყოველი გამოხედვა. ხანდახან მის სუნს ვგრძნობდი და ღრმად ვსუნთწავდი რომ დიდხანს გაგრძელებულიყო და კარგად შემესუნთქა. მიყვარდა ძლიერ და სხვა ბიჭისკენ არასდროს გამიხედავს. ყველას მას ვადარებდი. სულ ვამბობბდი, ასე ალე არ მოიქცეოდა. ალე ასე იზამდა. ალემ ასე იცოდა. ალე სულ ამას ამბობდა. ალე ალე ალე ალე სულ ეს სახელი ტრიალებდა ჩემს თავში.
ცხელი ზაფხული გაილია. და დაიწყო სექტემბერი. შემოდგომა რომელიც სურპრიზებს გვპირდება. წესით ჩვენი ახალი წელი იანვრიდან იწყება, მაგრამ თითქოს შემოდგომა უფროა ახალი შემართების საწყისი. უნივერსიტეტი დაგვეწყო. უკვე პირველი წელი განვლილი გვქონდა და გაბედულად შევდიოდით შენობაში. გავიცანით ახალი ჯგუფელები, შევიძინეთ ახალი მეგობრები. ყველაფერი სიახლე იყო ჩვენს ცხოვრებაში. სხვა ეტაპზე ვიყავით. რაც უფრო იზრდები მით უფრო გვემატება პასუხის მგებლობა, რომელიც გვაშინებს და თან თავდაჯერებულს გვხდის.
ამდენი ხანია ალე არ შემხმიანებია. არ მეკონტაქტებოდა და ძალიან მიკვირდა. სხვა დაშორებების დროს სულ იცოდა ხოლმე ჩემი მოკითხვა ჩემი უპასუხო ქმედების მიუხედავად. ერთხელ ერთმანეთს არ ველაპარაკებოდით თუმცა მან ერთი დღე გაუძლო ამას და მაინც დამიწყო ტელეფონზე მესიჯობა. აუ გთხოვ დამელაპარაკეო რასშვებიო. მეც ვუთხარი რომ აგარაკზე ვიყავი ბავშვებთან ერთად და ახლა გიტარით ხელში ვმღეროდი. მრთლაც ასე იყო. მორიგი შეხვედრა და დროს ტარება მოვაწყვეთ მეგობრებმა. ბიჭები მაღაზიაში გავუშვით პროდუქტებისა და სასმელის მოსატანად. გოგოები სუფრის გაშლას შევუდექით. მართლაც გიტარა მქონდა ხელში დაჭერილი და რომელიღაც სიმღერას ვიიხსენებდი. ასე რომ ვთქვათ ვრეპეტიციობდი. ამდროს ჩვენი ბიჭები სახლში შემოვიდნენ პარკებით ხელში. ერთ-ერთმა თითქოს შეშინებული და დაძაბული სახით შემომხედა თვალებში. რაღაცნაირად შემეშინდა და ფეხზე ავდექი. - რამოხდაა? ხომ მშვიდობაა? - კი, კი ცის. ბიჭებმა ამოგვიყვანეს შენ გკითხოლობდნენ ცისია სად ცხოვრობსო. - რაა? ვინ ბიჭები არიან ნეტა რასამბობ არავის ველოსები. - აი გარეთ არიან ნახე. მეც გრეთ გავედი და რას ვხედავ ალექსი თავის ნათესავთან ერთად. საშინლად არ გამიხარდა. ძალიან დავიძაბე. საერთოდ არ მინდოდა მისი იქ ამოსვლა. ჭორიკანა მეზობლები მყავდა და ვიცოდი რომ სახლსი შეიძლებოდა ჩემებს გაეგოთ ვიღაცების ამოსვლა. მოკლედ გული მიკანკალებდა მათ ისე მივესალმე. ცინიკურად ვუთხარი რომ არ ველოდებოდი და ვკითხე რატომ მოვიდნენ. ამდროს ჩემმა დაქალმა წინ ჩამიარა და თვალები დამიბრიალა. მაგრძნობინა რომ ვუზრდელობდი. მე ეს არ შევიმჩნიე და კვლავ განვაგრძობდი ცინიკურ საუბარს. - კიმაგრამ რანაირად მოგვაგენი. შენ რაიცოდი სად ვცხოვრობდი. - აგერ ბიჭები შეგვხვდნენ ამ ადგილს რომ მოვუახლოვდი და ვკითხე ხოარ იცით სად ცხოვრობსთქო, მერე მითხრეს ჩვენი მეგობარია ჩვენც იქ მივდივართო. მაშინ ვიცანი ორივე შენი მეგობრები რომ არიან და წამოვედით. - აააააა. და ეზოში, მაგიდასთან დავსხედით. გოგოებმა მითხრეს ჩუმად -ციიის რა გამოვიტანოთმ - არაფერი. მკაცრად ვუთხარი მე. გოგოებმა მაინც გააწყვეს სუფრა. - ალემ თქვა ორი ჭიქა დავლიოთო, დაგლოცავთ და წავალო. - მე ყველას მაგივრად ვუთხარი რომ არ გვინდოდა დალევა. მას გაეღიმა - რავიცი ბიჭებმა მითხრეს სასმლის საყიდლად ვართ წამოსულებიო და??? ამდროს თვითონ გადმოიტანა მანქანიდან სასმელი, პროდუქტი, ხილი. - რათ გინდოდა ამდენი რამე არიყო საჭირო. ვთხარი მე. დაასხეს და დავლიეს. წვეთი არ ჩამივიდოდა ყელში. ალექსი მიხვდა რომ მოდრეკას არ ვაპირებდი და დაგვემშვიდობა. თავის ნათესავს იქ ყოფნისდროს ხმა არ ამოუღია. მიხვდა დაძაბულ სიტუაციას. თბილად დაგვემშვიდობნენ, მადლობა გადაგვიხადეს, თუმცა არ ვიცი როსთვის და წავიდნენ. მე იმ საღამოს ვიტირე. გავბრაზდი ყველაზე და ყველაფერზე. ბავშვებმა შეძლეს ჩემი გამხიარულება და ცდილობდნენ ყველაფერი დამევიწყოდა.
უნივერსიტეტში სიარული ახალი განახლებული გვქონდა ერთ დღესაც ალექსი რომ შემეხმიანა. სწავლის დაწყება მომილოცა და მითხრა შევხვედროდი. სიგიჟემდე მინდოდა მისი ნახვა, ვერ ვთანხმდებოდი. გაბრაზებიდან დიდი დრო იყო გასული და ალბათ გული მომილბა. დავთანხმდი. შეხვედრა უნივერსიტეტთან დავთქვით. გამოვეწყვე და დილით ისე წავედი ინსტიტუტში. ჩემმა აწ უკვე დაქალმა მკითხა- ოხ რა გაბრწყინებული ხარ რახდება? - კარგი გაჩერდი რაუნდა ხდებოდეს გოგო? - რავიცი რავიცი. მისთვის არაფერი მითქვამს ისე შევხვდი ალეს. მხოლოდ მეორე დღეს გამოვუტყდი ჩემს მეგობარს რომ ჩემს ბიჭს შევხვდი. ძალიან გაუხარდა და მითხრა რომ მაშინვე მიხვდა ჩემი გაბრწყინების მიზეზს. ამ დროს ახალი მეგობარი შეგვეძინა. ამ ორ გოგოს ისე დავუახლოვდი უნივერსიტეტში ვერც კი მივხვდით დრო როგორ გავიდა, ისე გავხდით ერთმანეთის თანამგზავრები. ძალიან გვიყვარდა ერთმანეთი. სულ ერთად დავდიოდით. სამი განშტოება იყო ჩემი მეგობრების. 2 სკოლა, 1 მუსიკა, 2 უნივერსიტეტი. ამ ხუთი ადამიანის ერთმანეთისგან გამორჩევა არ შემეძლო. ჩემი ბედნიერება მათი ბედნიერება იყო. ჩემი გაჭირვება მათი თანადგომა. ასე ვიყავი მათთან ერთად.
ჩემი და ალეს ურთიერთობა განახლდა და სიღრმეში შეიჭრა. პირველად მანქანაზე მან დამსვა. და ტარებაც ვისწავლე. ერთხელ თბილისის ზღვაზე ავედით. დამაძალა გინდათუარა დაჯექი საჭესთანო ხომ უნდა ისწავლო კარგად ტარებაო. მეც წუწუნით დავჯექი. ამდროს მანქანამ მოგვიყენა გვერძე და შემოგვძახა, უფრო სწორად, ალეს უთხრა გინდა გოგოები შევაჯიბროთო? ალექსის დავასწარი პასუხი და გულის აჩქარებით ვუხარი არა არგვინდოდეს შეჯიბრითქო და თვალი ჩავუკარი. ბიჭიც დამთანხმდა და წავიდა. - შე შეშინებულოოოოო ჰაჰაჰაჰაა გოგო რაგჭირს კიარ შეგჭამდა ის გოგო. - რა გაცინებს ნეტა. უბრალოდ გავუსწრებდი და გული დაწყდებოდა. - ჩემო სიცოცხლე აბა რაააა მოუგებდიიი. ჩემიი ბუსუნააა ჩემი სუსუნაააა. და კოცნა გამიწყო. ძალიან გვეცინებოდა და ერთმანეთს ვეალერსებოდით. შემდეგ ხედს გადავაცქერდით ხოლმე. მე მას სახეზე ვეფერებოდი. თავს კალთაში ჩამირგავდა წელზე ხელებს მჭიდროდ შემომხვევდა და ღრმად იწყებდა სუნთქვას - ვგიჟდები შენს სურნელზე. ჩემი ოცნება ხარ. აქ ხარ და კიდევ მენატრები, არ მყოფნი , სურვილი მაქვს რომ შეგჭამო. - შემჭამო? -დიახ უნდა გიკბინო ეხლა თორემ არვიცი რა მეშველება. წამოხტებოდა და მართლაც მიკბენდა ლოყაზე. მერე მკლავზე მიჩქმეტდა. შემდეგ მუცელზე მიღიტინებდა და მეე ვკიოდი. ვხარხარებდი, ვეაღარ ვსუნქავდი, თან ვეჩხუბებოდი, შემდეგ ვემუდარებოდი თავი გაენებებინა. უცებ გაჩერდებოდა და თბილი ტუჩებით ჩემს ბაგეებს კოცნიდა. ეს ისეთი სასიამოვნო იყო როგორც ზღვაში ზურგზე წოლა. თან რომ იძირები და თან ბოლომდე არ აძლევ სხეულს რომ ჩაიძიროს. ზუსტად ასეთ გრძნობას განიცდიდა ჩემი სხეული. ის მანიჭებდა უდიდეს სიამოვნებას. ჩვენ ვგიჟდებოდით ერთმანეთზე. მეგონა რომ ჩვენსსავით არავის უყვარდა ასე ერთმანეთი. ალექსიმ ჩემი ამხელა გრძნობის შესახებ არიცოდა თუმცა ხვდებოდა ჩემს დიდ სიყვარულს. რომ მეუბნებოდა მიყვარხარო მე არაფერს ვეუბნებოდი. მეკითხებოდა ხომ შეგიძლია რომ მიპასუხო და შენც მითხრა გაგიჟებით რომ გიყვარვარო. მე მეცინებოდა და ვეუბნებოდი სულაც არ მიყვარხარ გაგიჟებითთწო. ყურთან მომიტანდა ტუჩებს და კიდევ მეუბნებოდა მიყვარხარ ბუს. შევხედავდი თვალებში და მხურვალდედ ვაკოცებდი. ეს იყო ჩემი პასუხი.
წელი გაილია. ალექსი, მე , ჩემი ჯგუფელები ხშირად ვქეიფობდით ჩვენი დაქალის სახლში. ალექსი გვპატიჯებდა კაფეებში, რესტორნებში. ვეჯიბრებოდით სროლაში ერთმანეთს და სულ მე ვიგებდი. მოკლედ ერთად ძალიან კარგ დროს ვატარებდით. ყველა ჩემს მეგობარს ძალიან უყვარდა ალე. ყველა მეუბენჯოდა რომ ჩემს გვერდით სხვა ვერ წარმოედგინათ მის გარდა. აქებდნენ და ადიდებდნენ. ძმაკაცად თვლიდნენ და ამბობდნენ რომ მასთან ერთად ატარებნენ ყველაზე კარგ დროს. სრულიად განსხვავებული სიტუაცია იყო ჩემს ოჯახში. სულაც არ მოწონდათ ალე ჩემს გვერდით. ამბობდნენ რომ გარეგნულად საერთოდ არ შევეფერებოდით ერთმანეთს, იმასაც იძახდნენ რომ მისი პროვინციელობა ჩემთვის აუტანელი გახდებოდა დროდადრო, უწუნებდნენ იმას რომ უმაღლესი განათლება არ ჰქონდა მიღებული. მე მათ ვუსმენდი და ყველაფერში ვეთანხმებოდი. აფსოლუტურად ვიზიარებდი მათ აზრს, თუმცა ჩემი გული მისით ძგერდა.
სასწავლო წელმა სწრაფად ჩაიარა და ზაფხული მოვიდა. ვგიჟდები ზაფხულზე. ყველაზე მეტად წელიწადის ეს დრო მიყვარს. თითქოს ყველა ისვენებს პრობლემებისგან. იცმევ მსუბუქად და თითქოს მჩატედ დადიხარ. კანზე მუქი ფერი გედება და უფრო მომხიბვლელს გხდის. ათასი თავგადასავალი გხვდება. ზაფხული არის ყოველთვის ფერადი და სიხარულით სავსე. ზღვაზე წასვლა ამჯერად ჩემს ჯგუფელ დაქალებთან ერთად გადავწყვიტე, სადაც მოულოდნელად ალექსი გვესტუმრა. იგივე განმეორდა როგორც მაშინ პირველად რომ ვიყავი დასასვენებლად. კიბებზე ჩავირბინე და ალექსისთან თავქუდმოგლეჯილი გავიქეცი. მან ხელში ამიტაცა და ჰაერში დამაბზრიალა. საოცარი დრო და დღეები გავატარეთ. ბევრი სიგიჟე და ცუღლუტობა ჩავიდინეთ. დაუვიწყარი დღეები იყო ჩვენს ცხოვრებაში. შიშიც და ბევრი სიცილიც. ერთხელ ჩვენს გამო ვიღაცეები ცემეს. სასტიკად არ მოგვეწონა. ალეს არგუმენტი მათ ცემაზე ის იყო რომ არ აპატიებდა ჩვენზე ასეთი მზერით შეხედვას. თუმცა ვხვდებოდით რომ მხოლოდ ეს არიყო მიზეზი. ერთხელ კაფეში ვისხედით გვერდით მაგიდასთან სხვა ეროვნების ბიჭები რომ დასხდნენ-. ამდროს ალე გასულიიყო და რომ მოვიდა გაიგო რომ თურმე ჩვენზე საუბრობდნენ ისინი. ერთმანეთს გამოელაპარაკდნენ და ამით დამთავრდა. მეორე დღეს რესტორანში ვისხედით. ალექსი სოფელში იყო წასული და მითხრა რომ ვეღარ დაბრუნდებოდა. სინამდვილეში შუაღამეზე დაბრუნდა, რეზტორაში მოვიდა და ისინიც იქ დახვდა. ისე გავიდნენ გარეთ ჩვენ არაფერი შეგვიმჩნევია და ასე დარჩა უცნობი მათი ჩხუბის მიზეზი. ჩვენ არაფერი დაგვინახავს და არც გაგვიგია. გოგოები სასტუმროში იყვნენ წასულები მე და ალე ერთად რომ დავრჩით მარტო. მე მორიგი გაბუსვის ეტაპი მქონდა და რაღაცაზე ვეკამათებოდი. ის უკვე ბრაზდებოდა და მითხრა. - ცისია რა გჭირს? ამხელა გზაზე ჩამოვედი ხოლ შეიძლება უბრალოდ გაიღიმო და გაგიხარდეს, ერთხელ მაინც მოგეწონოს რამე რასაც ვაკეთებო. მართალი იყო. ცუდად ვიქცეოდი. მაგრამ გოგოს სიამაყე მკლავდა. შემოვირიგე . მხოლოდ მაშინ მითხრა - ჩემს ტკბილ ბებოსთან რომ ჩავედი სოფელში ვუთხარი ბეეეეე ჩემო ბებუუუ შენ რო იცი ისეთი გემრიელი ხაჭაპირები დამიცხვე და შემიპიწკინე წიწილა. შენ რომ მოგეწონება ისეთ გოგოსთან უნდა წავიღო. -რაააა? კაიი რააა რატომ შეაწუხე. - ჩემი ბებო არ წუხდება ჩემი თხოვნის შესრულებით. უსაყვარლესი ბებო მყავს. მართლაც ხაჭაპურები, სოფლის ბროლის ფეხება წიწილა, წითელი მომჟაო უგემრიელესი ტყემალი და ბებოს გაკეთებული ხილის ლიქიორი ჰქონდა წამოღებული. გამთენია იყო და გოგოების გაღვიძება მოგვერიდა. გულით გვინდოდა რომ მათაც გაეზიარებინათ ეს გემოები მაგრამ ვერცერთმა ვერ გავბედეთ დარეკვა.თან ალბათ ერთმანეთთან მარტო ყოფნაზე უარი ვერ ვთქვით . მივირთვით და უამრავი ვილაპარაკეთ. ალეს სასტუმროში ვიყავით საკვებად. ტანსაცმელი დამესვარა და აბაზანაში ვიყავი შესული. მთლიანად გავიწუწებოდი, ქვედაბოლო უნდა გამეხადა. ამიტომაც გავიხადე და გარეთ დავტოვე. აბაზანიდან რომ გამოვედი რას ვხედავ. ალეს აცვია ჩემი მინი, მოტკეცილი ქვედაბოლო. რომელიც ტანზე გეგონება ასკდებაო. მაისური აკეცილი აქვს მუცელზე, ჩემი მზის სათვალე თვალებზე და ხელში ჩემი ჩანთა. მეუბენაბ- გოგოოო სად ხარ აქამდე პროსტა გავგიჟდიიიიიიი. სვეცკი გოგოს აქცენტოთ. კინაღამ მოვკვდი სიცილით. იატაკზე ვხოხავდი. სუნთქვა მეკვროდა. შემდეგ მომიაახლოვდა მხურვალედ მაკოცა. ამდროს უკან დახევა მიწევდა, ლოგინისკენ მივდიოდი. ლოგინს რომ უნდა მივახლოვებულიყავი მითხრა ჩაიცვი თორემ მე ბიჭი ვარო. ჩავიცვი. ძალიან ბევრი ვიმხიარულეთ იმ ღამეს. თბილისში მატარებლით რომ წამოვედით ალე მანქანით გამოგვყვა. რა თქმა უნდა მის შეთავაზებას არ დავთანხმდი მანქანით წასვლაზე. მატარებელი სადაც აჩერებდა იქ აჩერებდა ალეც. ხელს დაგვიქმევდა და ჩვენც დავიძრებოდით. თბილისში რომ ჩავედით ერეთ ერთ გაჩერებაზე ამოვიდა მოგვესალმა და ჩემს დაქალს სახლში წაყვანა შესთავაზა. მე გამიხარდა . ამით არამარტო ჩემს დაქალს, ყველაზე დიდ პატივს მე მცემდა. მე ჩემი მშობლები დამხვდებოდნენ და ამიტომაც მას იქ მოსვლა ავუკრძალე. წაიყვანა ჩემი დაქალი ალემ სახლში და ამით ჩემთან ბოლო თვალის შევლებაც მოასწრო. ალექსი ძალიან ზრდილობიანი ბიჭი იყო. სასწაული მეგობრობა იცოდა. როგორც ამბობენ თავზე გდაგყვებაო. ყველაფერს გააკეთებდა თავის ნაცნობებისთვის, მე კიდევ ვეუბენბოდი რომ ზედმეტი იყო მისი ასეთი გულიანობა. არავინ არ უფასებდა. ის მეუბრნბოდა რომ ამას არ ქონდა მნიშვნელობა, ასე ის კარგად გრძნობდა თავს.
იმ თვეში კიდევ მომიწია ზღვაზე წასვლა, ამჯერად ჩემი სკოლის დაქალთან ერთად. იქაც ალე "დაგვადგა", უკვე აღარ გამკვირვებია მისი ჩამოსვლა. ხომ ვამბობ შეჩვეული ვყავდი სურპრიზებს. მე ძალიან მიყვარს მეულოდნელობები და ეს მან იცოდა. ერთად ვხვდებოდით მზის ამოსვლას. ხელიხელ ჩაკიდებულები დავდიოდით სანაპიროზე და ვიხსენებდით ჩვენს პირველ ღამის თევას ზუსტად იმ ადგილას. იქ თავის მეგობრები ჩამოდიოდნენ. ზოგს ცოლი ჰყავდა მოყვანილი და ჩვენც მალე დაოჯახებას გვისურვებდნენ. ზოგი თავის შეყვარებულთან ერთად იყო და ამბობდნენ თუ ვინ დაასწრებდა დაოჯახებას. ეს ყველაფერი ძალიან ადრე იყო. მე და ალე საერთოდ არ ვსაუბრობდით ამ თემაზე. უბრალოდ ის იმეორებდა რომ თავის საცოლე ვიყავი, ტყუპები უნდა გვყოლოდა, ულამაზესი ქორწილი გვექონებოდა, და თაფლობისთვეში სილიან სანაპიროზე უნდა წავსულიყავით. ეს ფრაზები ჰქონდა აკვიატებული. ალე თბილისში უნდა წასულიყო. ჩემ დაქალზე მითხრა რომ აუცილებლად უნდა დამშვიდობებულიყო ისე ვერ წავიდოდა და სახლში ასვლა გადაწყვიტა. საჩუქრად საყვარელი ალოეს წვენი წაუღო. მან იცოდა რომ სახლში 4 გოგო ვცხოვრობდით. მე და ჩემი დაქალი, თავის და და მისი დაქალი. მე ქვევით დაცდა გადავწყვიტე, ალე სახლში ავიდა და კარზე დააკაკუნა. გოგომ გაუღო გისმენთ რა გნებავთო. მე ქეთისთან მოვედი უნდა დავემშვიდობო თუ შეიძლება ვნახავთო. კი როგორ არაო მიუგო გოგონამ და კარები ფართოთ გახსნა. ამდროს აჩის ხვდება ასეთი სურათი: მისაღებში დგას 5 ტანზე შიშველი ბიჭი რომლებიც რაღაცაზე იცინიან. ალე ჩემს დაქალთან შევიდა, დაემშვიდობა და წამოვიდა. - ვინები არიან გოგო ეგენი. გადავიფიქრებ ეხლა წასვლას აბა გოგოები ვცხოვრობთო? ცისი რას ნიშნავს ეს შენი ტყუილი, რატომ მიმალავ ვინ სი’ები იყვნენ მანდ გავგიჟდი. საერთოდ ვერ მივხდი რაზე ლაპარაკობდა. ძლივს მოვახერხე მისი დამშვიდება და ვთხოვე ყველაფერი მოეყოლა. მომიყვა და მხოლოდ მაშინ მივხვდი რომ სახლის პატრონის, ესეიგი ჩვენი მეგობრის ძმა იყო ჩამოსული თავის მეგობრებთან ერთად. ვუთხარი რომ დამშვიდებულიყო და ყველაფრის გარკვევას დავპირდი. გულში ჩავეკარი და ისე გავუშვი. ჩაფიქრებულ დატოვა ძღვის პირეთი ალემ. როგორც ვთქვი ისე აღმოჩნდა . სახლის პატრონის ძმა იყო ჩამოსული თავის მეგობრებთან და მათ შეყვარებულებთან ერთად. ამან ალე უფრო დაამშვიდა. ინფორმაცია გზაშივე დავაწიე და ვუთხარი ბევრს ნუღარ იფიქრებ ახლა ვიცი რა დღეშიც იქნებითქო. უფროსივით დამიბარა რომ ჭკვიანად ვყოფილიყავი.
ზამთარში ბაკურიანში ვიყავით უკვე ჩვენ ალეს ნათესავი და ჩემი უნივერსიტეტელი ორი დაქალი. იმისთანა დრო ვატარეთ ის ერთი დღე, დიდხანს გვემახსოვრება ყოველი დეტალი. ვიგუნდავეთ ახლად მოსული თოვლით, ვიქეიფეთ და თამაშში წაგებულმა თეფშით სასმელის დალევაც მომიწია. ძალიან გავერთეთ. გოგოებმა ღამით ვერაფრით ვერ დავიძინეთ და როგორც ჩანს ბიჭების ოთახში ჩვენმა ხითხითის ხმამაც შეაღწია. ამდროს კარი გაიღო და საბან შემოფარებული ალე გამოგვეცხადა ოთახში. სიცილი ავტეხეთ და ოვაციებით შევხვდით. ლოგინში ჩამიგორდა და მომეკრა გათბობის მიზნით. ყველანი ბევრს ვლაპარაკობდით. ერთმანეთს ვბაძავდით და ვაჯავრებდით, სასაცილო ხმაზე ვსაუბრობდით, სიტყვებს გადაკეთებულად ვამბობდით. ერთერთმა უცბად თქვა ახლა აღარ გავიგო თქვენი ხმაო და სასწრაფოდ ყველანი გავჩუმდით. ოთხი წამი არიყო გასული ფხუკ და ყველამ ერთად მოვრთეთ ხორხოცი. ბოლოს მართლა დავიღალეთ და ისევ სიჩუმის ინიციატორმა გადაწყვიტა ქვედა სართულზე დაძინება და წავიდა. მეორეც მალევე გაყვა და ოთახში დავრცით მხოლოდ მე და ალე. ერთ ლოგინში. ერთმანეთით გამთბრები. ტანსაცმელი გვეცვა მაგრამ უხერხულად ვგრძნობდით მაინც თავს. მე ალეს მხარეს გადავბრუნდი და გულზე ცხვირი მივადე. ვგრძნობდი მის გულის ცემას. კანი მეწვოდა, ლოყები ამივარდისფერდა. ჩემი გულიც საოცრად ძგერდა და მივხვდი რომ ჰაერი აღარ მყოფნიდა. შეიძლებოდა თავი დამეკარგა და სრულიად მას მივნდობოდი. ერთმანეთს ჩავეკარით და მხურვალედ ვაკოცეთ. მითხრა რომ გიჟდებოდა ჩემს სველ, ტკბილ და მარწყვივით ტუჩებზე. ამას ხშირად მეუბნებოდა. შემდეგ ერთმანეთს განვეცალეთ და ვუთხარი რომ უნდა დამეძინა, ხვალ ხომ დილით უნდა წავსულიყავით. მანაც თქვა რომ გოგოებთან უხერხულიიყო. იქნებ უკან ამოსულიყვნენ და დაეძინათ ნორმალურად. ადგა და თავის ოთახში გავიდა. მეორე დილით რომ გავიღვიძე ოთახში არავინ იყო. ქვევით ჩავედი და გოგოები სამზარეულოში დამხვდნენ. ვუთხარი რომ ძალიან უხერხულად ვიგრძენი თავი, არუნდა წასულიყვნენ იმ ღამით. მითხრეს რომ არ მენერვიულა, არ ფიქრობსნენ იმას რომ ჩვენს შორის რამე მოხდა. მეც დავმშვიდდი მაგრამ გულში ეს ფიქრი და უხერხულობა მაინც მიტრიალებდა. სუფრა გავშალე. ალეს ამჯერად დის გამომცხვარი ხაჭაპური დავდევი თეფშებზე. ჩაი დავასხი და ამასომაში ბიჭებიც გამოჩნდნენ. ალექსს ვუათხარი რომ საუზმე გავუმზადე და შეეძლო მიერთმია. უზომოდ გაუხარსა და მაკოცა.- ჩემი ბედნიერება ხარ, ჩემი მზრუნველი გოგო. მხუარულად და ჟივილხივილით დავადექით თბილისის გზას. ალექსის საუბარი ყველას მოსწონდა და ბევრს გვაცინებდა გზაში. ცდილობა ჩვენს გამხიარულებას. ჩემს დაქალს ეუბნებოდა რომ უნდა დაეახლოვებინა ერთ ბიჭთან რომელიც ჩემს დაქალს მოსწონდა. ათასჯერ მოაყოლინა სიზმარი რომელიც ჩემ გოგოს ესიზმრა ამ ბიჭზე. ბევრს ვიცინოდით გზაში. მალე მოვითენთეთ. ღამე ნათევებმა მეტი ვერ გავძელით , ყველას ძილისპირული ჰქონდა. საჭესთან წესით იმ დილით ალეს ნათესავი უნდა დამჯდარიყო, რადგან ყველაზე მეტი მას ეძინა და ასეც იყო გადაწყვეტილი თურმე თავიდანვე. მაგრამ ალემ თქვა ჩემი თავის გარდა შენს თავს ვერავის ვანდობო. თან მე თუ მას, არ მახსოვს რომელს, უცნაური სიზმარი გვქონდა ნანახი. ალემ სიზმარი რომც არა მაინც მე დავჯდები საჭესთანო. ის ჩვენს გამოფხიზლებას ცდილობა და ამით თავის თავსაც იფხიზლებდა. ბორჯომში გავიარეთ, პირველად ვნახე ბორჯომი და ძალიან მომეწონა. ის ეცადა რომ ყველაფერი ეჩვენებინა ამ მოკლე დროში ჩემთვის. დროდა დრო დეიდაჩემი მირეკავდა და ყოველ დეტალს მეკითხებოდა. მე ძალიან მეცინებოდა ამაზე და უფრო და უფრო ვფიქრობდი რომ ძალიან მიყვარდა დეიდა ასე რომ შეტკიოდა ჩემზე გული. მეკითხებოდა თუ ვინები ვიყავით. ალე როგორ იქცეოდა და რა სიჩქარით დაყავდა მანქანა, რაადგილას ვიყავით, რას ვჭამდით და სხვა.
ჩემი დაბადებისდღე გრანდიოზული აღმოჩნდა. ეზოში უზარმაზარი სანთლებით დანთებული გული, კარებთან უამრავი ვარდების მრგვალი თაიგული, ჩემ სიმაღლე თეთრ კომბინიზონში გამოწყობილი დათუნია, ცაზე ათასფერი ფეიერვერკი რომელიც დიდხანს გუგუნებდა და ყველას ამცნობდა ჩემს დღეს. ეს ყველაფერი ალექსის დამსახურება იყო. მეგობრებთან ერთად სახლში ამოვიპატიჟე. დედამ დიდი სუფრა გაშალა. სიმართლე რომ ვთქვა თავის მეგობრები არ მომეწონა და დაძაბული ვგრძნობდი თავს. დამლოცეს, მომილოცეს. მე ბედნიერი ვიყავი ამ ერთობით. ჩემმა მეგობრებმა მომიწყვეს დიდი სურპრიზი. სახლში უეცრად მოვიდნენ ტორტის შუშხუნებით შამპანიურით დიდი ოვაციებით და დიდი სიყვარულით. ვხარობდი მათი დანახვით სათითაოდ ყველა ძალიან მიყვარდა და დიდი მადლობელი ვიყავი მათი. მხოლოდ ამის შემდეგ გამოჩნდა ალექსის ჩანაფიქრები. თურმე ეს ყველაფერი დიდიხნის დაგეგმილი და მომზადებული ყოფილა. მეორე დღეს კარაოკე კლუბში ავღნიშნეთ ჩემი დაბადებისდღე. ალე არ მოსულა, თურმე ჩემთვის სურპრიზის კეთების დროს რაღაც წყენია და გადაწყვიტა თავის ჭკუით რომ იქ ზედმეტი იქნებოდა. ამ ქცევამ გული მომიკლა. საოცრად გამაბრაზა. ბარში ყოველ წუთს კარებისკენ ვიყურებოდი რომ ის შემოსულიყო. ყელში ბურთი მქონდა გაჩხერილი, თვალებზე ცრემლი მაწვებოდა, მასზე ვბრაზობდი ასე რომ მომექცა. დიდი მადლობელი ვიყავი მისი მაგრამ იმ მომენტში რომ ჩემთან არ იყო ძალიან ცუდად ვგრძნობდი თავს. საერთოდ არ მეხალისებოდა კლუბში ყოფნა. თუმცა თავს ვიმხიარულებდი. ის არ მოვიდა. ჩვენ მეორე დღეს ვიკამათეთ, თან ძალია....
ახალ წელს ჩემი მეგობრის სახლში შევხვდით. ერთმანეთს საჩუქრები ვაჩუქეთ. მე მასსავით გაბერილი თოვლის ბაბუის და მაიმუნის, რომელიც იმ წელიწადს აღნიშნავდა, ფიგურა ვაჩუქე. მან ხელნაკეთი ყელსაბამი მაჩუქა. წარწერით ბუს. მომიყვა მისი გაკეთების ისტორია. თურმე 31 იანვარს საღამოს დაუძალებია ოქრომჭედლითვის გაკეთება. ვუთხარი სიკვდილსიცოცხლის საქმეა, მეც დაგეხმარები და ერთად გავაკეთოთო. მას გაეცინა და დამთანხმდაო. მართლა ერთად ვაკეთებდითო. ალექსი ზოგადად ბევრ საძუქარს მჩუქნიდა. მათშორის ბევრი იყო თავის ხელით ნაკეთები. სამაჯურებს ბეჭდებს ყელსაბამებს და ათას მაგვარს. ამოვიჩემებდი ხოლმე და ჩემს ჩაცმულობას უხდებოდა თუ არა მაინც ვიკეთებდი ხოლმე რომელიმეს. ის ახალი წლის ღამე უბედნიერესი იყო ჩვენთვის. პირველი ახალი წელი რომელსაც ერთად შევხვდით. ორივეს დაუგეგმავად წითელი კუბოკრული სამოსი გვეცვა. მე წითელი "კლეჩატი" კაბა შავ მაღალ ქუსლიან ტყავის ჩექმებზე. მას ჩემი წინა დღეებში არჩეული ასევე წითელი "კლეჩატი" პერანგი, შავ შარვალზე. ვიცეკვეთ. ის სულ თვალებში მიყურებდა. ტკბილად მაკოცა და მითხრა რომ უბედნიერესი იყო ჩემთან და ძლაინ ვუყვარდი. მეც ვუთხარი რომ ძალიან მიყვარდა.
იმ დღეებში ჩემს დაქალთან ვიქეიფეთ სახლში. იქიდან რომ წამოვედით ჩემს ეზოში პატრული შემოგვყვა და გაგვაჩერა. უთხრეს რომ ალეს სიმთვრალე უნდა შეემოწმებინათ. ალეს რამდნეიმე ჭიქა ჰქონდა დალეული და ვიცოდით რომ არ დამთავრდებოდა ეს ყველაფერი კარგად. მას მართვის მოწმობა ჩამოართვეს. პატრულის თანამშრომელმა მეგობრულად უთხრა - კარგი ბიჭი ჩანხარ, მესმის ალბათ ბევრი არ გაქვს დალეული მაგრამ ამ აპარატს რას გაუგებ. ახლა მე გასწავლი ერთ რაღაცას. წადი ბევრი კოკა კოლა და კეფირი დალიე. მერე გადაამოწმე და შეიძლება პროცენტულობა, რომელიც ალკოჰოლის მიღების ოდენობას აღნიშნავს, იქნებ დაგეწიოსო. ჩვენც ასე მოვიქეცით. ვასვი და ვასვი ალეს კოკა კოლა. დავალევინე კეფირი. დედაჩემს დავურეკე და ვუთხარი რომ მაგარი ყავა გაეკეთებინა. მანაც ძალიან სწრაფად გამიმზადა და ბოთლებით ისეთი ყავა გამომატანა ცოტა თვითონაც შეეშინა მისი სიძლიერის. ამასობაში დამირეკ ჩემმა დეიდაშვილმა და სიძემ. მათ მითხრეს რომ იცოდნენ ჩვენი ამბავი და დაგვარიგეს სადუნდა მივსულიყავით, რაუნდა გაგვეკეთებინა. პერიოდულად ვაძალებდი ალეს რომ გული აერია და ბევრი მოეშარდა. შუაღამე იყო. ამასომში დრო გადიოდა ჩვენ კი სულ ერთი საათი გვქონდა დარჩენილი. გვითხრეს რომ უახლოესი სამი საათის განმავლობაში უნდა გამოვცხადებულიყავით გადასასინჯად. ტაქსი გავაჩერეთ და წავედით. იქაც პროცედურებს იტარებდა ალე. ამ ფაქტმა თითქოს მთელი ოჯახი შეგვკრა. მე ალეს ვამშვიდებდი . ის ჩემზე უფრო განიცდიდა ამ შუაღამეს თავის გულის რევას რომ ვუყურებდი. ერთად ვიბრძოდით გეგონება გადარჩენისთვის. მყარად ვიდექი მის გვერდით. მეგონა რაღაცას უნდა შევრკინებულიყავით. ალექსი შენობაში შევიდა მეკი გარეთ ვიცდიდი. ამდროს ვიფიქრე რა ცუდ მდგომარეობაში იყვნენ ის ქალები , რომლის ქმრებსაც იჭერდნენ და ისინი პოლიციის შენობის გარეთ იდგნენ და ნერვიულობდნენ. თუმცა მე არც ცოლი ვიყავი და არც პოლიციასთან ვიდექი. როგორც იქნა ალე გამოვიდა და მითხრა რომ არაფერი გამოვიდა, ერთი პროცენტი დააკლდა მარტო და გზა სწრაფი ნაბიჯით გააგრძელა. შემდეგ გჩერდა და ჩამეხუტა. დიდი ბოდიში მომიხადა და მადლობა გადამიხადა გვერდში დგომისთვის. მე მას ძლიერად მოვეხვიე და ვუთხარი რომ ძალიან მიყვარს. რომ ეს დღე არასდროს დამავიწყდებოდა და არასროს დავლევდით. სახლში მომაცილა და ტაქსით შინ წავიდამ.
ჩემები დაძაბულები იყვნენ. ხვდებოდნენ რომ შეყვარებული ვიყავი, მაგრამ ამას არ ვაღიარებდი. ერთხელ დეიდა შემხვდა ეზოში. მოვიდა და მითხრა - ცისი დეიდა, ჯერ ადრეა შენი გათხოვება. არა თუ გინდა გათხოვდი ხოიცი ყველანი დაგეხმარებით, მაგრამ იქნებ დაამთავრო უნივერსიტეტი რაღა დაგრჩა. - დეი, რას მელაპარაკები, რა გათხოვება, საიდან მოიტანე კიმაგრამ? - კარგი, თუ არ ჩქარობ ჯერ ძალიან კარგი. შემდეგ სხვა თემებზე ვიალაპრაკეთ და ერთმანეთს დავშორდით. ძალიან გამიკვირდა დეიდაჩემის ნათქვამი. მაშინ მივხვდი რომ ოჯახში მითქმა მოთქმ იყო. რადგან ბიჭთან ასეთი ურთიერთობა მქონდა ეს იმას ნიშნავდა რომ უკვე სერიოზულად ვფიქრობდი. იცოდნენ რომ არ ვიყავი ცანცარა გოგო. და არ ვფიქრობდი გართობაზე ბიჭთან უერთიერთობისას
ალე სულ მეუბნებოდა რომ ყველასგან განსხვავებული ვიყავი. არ ვგავდი არავის და როცა ჩემს თავ ვინმეს შევადარებდი ხოლმე სულ მსაყვედურებდა. არასდროს შეადარო შენი თავი ვიღაცებსო. მეუბნებოდა რომ გიჟდებოდა ჩემს სხეულზე. ჩემს ჯიუტ ხასიათზე და ჩემი ასეთი დაუმორჩილებლობა უფრო აღვივებდა მის გრძნობას. ამბობდა რომ ისე ვუყვარდი ამაზე მეტად ძლიერი სიყვარული არ არსებობდა დედამიწაზე. ადრე გამომიტყდა იმაში რომ როცა ნაჩხუბრები ვიყავით და მე ზაფხულში საზღვარგარეთ წავედი ცრემლ მორეული აეროპორტში ჩუმად მიყურებდა და მაცილებდა. მეუბენბოდა რომ ყოველთვის გრძნობდა რამე რომ მიჭირდა და ყოველთვის უნდა მქონოდა მისი იმედი. ის იყო ჩემი დამცველი და ცხოვრების თანამგზავრი. მის გვერდით თავს მართლაც ძალიან დაცულად და ქალად ვგრძნობდი.
ვსეირნობდით ხოლმე ერთად. ყავას ვსვამდით და ერთმანეთის ყურებით ვტკბებოდით. ერთხელ დამირეკა და მისამაართი მითხრა ახლავე მოდიო, სასწრაფოდო. გამიკვირდა და ვუთხარი რომ თუ რამე სისულელეს აპირებდა ჯობდა ახლავე გადაეფიქრებინა. რა სისულელეო ჩქარა მოდიო. მეც მივედი. ახალი აშენებული კორპუსი დამხვდა მისამართზე. სადარბაზოს კარი ტელეფობის ღილაკზე ხელის დაჭერით გავაღე. მე–5 სართულზე ავედი ლიფტით და მითიათებული კარგი შევაღე. თან გული მიფანცქალებდა და გაფართოებული თვალებით ვიყურებდი ყველაფერს. რას ვხედავ. ულაზაზესი კოკროჭინა სახლი . მთელ ჭერზე ჰელიუმის ბურთები. ბუშტების ბოლო ლენტებზე მიმაგრებული ჩვენი ბორჯობში გადაღებული ფოტოები. ჩემი საყვარელი პიცა, შამბანიური,ტკბილეულობა და სხვა ათასგვარი რამ. უზომოზე მეტად გამიხარდა. თუმცა შიშმა მომიცვა და ძალიან დავიძაბე. გადავეხვიე ჩავეხუტე. დიდი მადლობა გდავუხადე ყველაფრისთვის და სავარძელში ჩავჯექი. შემდეგ სახლი დავათვალიერე და ძალიან მომეწონა. მკითხა მოგწონსო? კითქო. გინდა ასეთი გვქონდესო? არა მე უფრო სხვანაირი სახლი მინდაქთქო. კარგიო. როგორც აღმოჩნდა ნაქირავები იყო და საგანგებოდ ჩემთვის მოწყობილი. და აი დადგა დრო ჩემი ბუზღუნის. - რატომ მომიყვანე აქ? ვინ გგონივარ? ეს რაგააკეთე. ხომ იცი როგორი გოგოები ამოყავთ ხოლმე სახლებში? შენ საერთოდ ნორმალური ხარ? მივაყარე ათობით კითხვა. მან მიპასუხა. - დამშვიდდი ცისკა არაფერს გიპირებ უბრალოდ მინდოდა გამეხარებინე. რა პანიკებდი ხარ გოგო. მეც რაღაცნაირად სიმშვიდემ მომიცვა და პიცის გასინჯვა დავიწყე. ჭამის დროს ისევ შევათვალიერე სახლი თავის ტრიალით. აივანზე გასვლა მომინდა, გავედი . იქ კარადა იყო, გამოვაღე, დავხურე. შემდეგ საძინებლის გარდერობი გამოვაღე. ამდროს ალემ სიცილი დაიწყო. რა მოხდათქო ვკითე. – ჩემ თავს გაფიცებ გგონია ვინმეა სახლში? რო დაბოდიალობ და ყველაფერს ამოწმებ? ჰაჰაჰა ძალიან სასაცილო ხარ ბუუუუუს და საყვარელი. – უიმეეე რა სულელიხარ უბრალოდ ვათვალიერებ. კარგი დრო გავატარეთ, ერთმანეთზე სიცილით. იქიდან რომ წამოვედითბბუშტები ჩანთაზე მოვიბი და ფეხით გაავაგრძელეთ გზა. ჩანთაზე რომ გავიხედე ბურთები არ დამხვდა. გაფრენილან, ავტეხე პანიკა. რას ქვია ნურთები დამეკარგათქო. ისე მომწონათქო. ეს რა მომივიდათქო. შენი ბრალიათქო. ალემ დაიწყო ბურთების ძებნა, მაგრამ ვერსად ვერ იყოვა, დარეკა იქ სადაც ქონდა ნაყიდი და ასეთ დროს რა ბუშტები იქნება სადმეო უთხრეს. შემდეგსხვა მაღაიაში დარეკა და არვიცი რაუთხრა უპასუხეს – მაღაზია დაკეტილი მაქვს, მაგრამ ერთ სააღხში მოვალ თქვენთვის და გავაღებო. როგორც იქნა მაღაზია გაიღო და უფრო ბევრი ბურთი მიყიდა ვიდრე მქონდა. სახლში ფოტოები მოვიტანე. რამდენიმე დღე რომ გავიდა დედაჩემმა მითხრა , რამდენი გავუვლი ამ ფოტოებს ალექსუნა თითქოს მიყურებს და რა საყვარელიაო. დდასგან ასეთმა სიტყვებმა საოცრად გამახარა. ესეიგი ის შეეჩვია ჩვენს ერთად ყოფნას.
ალემ ახალი სამსახურიდანაც წამოვდა.მან ისევ ეჭვიანობა დაიწყო. უპველთვის იყო ასეთი მაგრამ ახლა გაუმძაფრდა. მეუბნებოდა რომ არუნდა მქონოდა ურთიერთობა ჩემს ბიჭ მეგობართან. ერთხელ ტელეფონი აიღო და მესიჰების კითხვა დაიწყო. აინტერესებდა რას ვწერდითერთმანეთს. კითხულობდა და სრულიად უაზრობაზე გიჟდებოდა . ამბობდა – არ შეიძძლება ასეთ რამეებს რომ წერთ ერთმანეთს შუაღამეზე. თუმცა ვერ ვხვდებოდი ასეთი რამე რაიყო. ამ დღის შემდეგ მე მესიჯები წავშალე. სამაგიეროს გადახდის მიზნით. აი ახლა ვეღარაფერს ნახავს და იყოს ასეთქო. იქ ნამდვილად არაფერი ეწერა ისეთი რაც ალეს არშეიძლებოდა ენახა, მაგრამ მაინც წავშალე. ამაზე უფრო გაგიჟდა – შენ გოგო ვერ ხარ? დაიწყო ყველა ბიჭის მიმართ გინება, რომელთაც ჩემზე შემოუხედავთ. გაცოფდა, ისეთი თვალები ჰქონდა, რომელიც არასდროს მინახავს, მიაშტერდა ტელეფონს. ვეუბნებოდი რომ დაებრუნებინა, არაო . თუ არ შეწყვეტ თხოვნას ტელეფონს დავლეწავო. მე მშვიდად ვუთხარი რომ არანაირი უფლება არ ქონდა მისი გაფუჭების. ამ დროს თავის ტელეფონი აიწო და განჯრიდან გადააგდო. აი ჩემსას გავაფუჭებ შენი კარგად რომ იყოსო. მე რეაქცია არ მქონია, შიგნიდან კი ვიფერგლებოდი. ძალიან მეშინოდა. ერთი მომენტი იცის ვიფიქრე შეიძ;ება დამარტას თქო, მაგრამ ფიქრებიმოვიშორე. ვიცოდი, როომ არ შემეხებოდა და არაფერს დამიშავებდა. ასე მეგონა გული წამივიდოდა. ასეთი ჰაერის უკმარისობა არასდროს მქონია. თვალებში მიბნელდებიდა. მინდოდა დედამიწა დაქცეულიყო და ჩვენ არ გვეჩხუბა. ის საჭეს მუშტებს ურტყამდა და დარწმუნებული იყო რომ რაღაცას ვატყუებდი. იძახდა რომ დედას უტირებდა, თუმცა არ ვიცი ვიზე ამბობდა ამას.. მანქანა ადგილიდან მოწყვიტა და სახლში მიმიყვანა, მე უხმოდ გადავედი მანქანიდან . იმ მომენტში რა ტკივილსაც ვგრძნობდი მხოლოდ ჩემმა გულმა იცის. ჩვენ კიდევ ვცადეთ საუბარი, ამბობდა რომ ვერ ინელებდა ჩემს ასეთ ქცევას. . მე ყელში ამომივიდა მისი ამდენი ჩხუბი, გავუხსენეყველა გულის ტკივილი, რაც კი მისი ქცევიდან მქონდა მოყენებული. უმეტესად ესენი ეჭვიანობაზე იყო. ის წვიანობდაყველა ქუჩაში გამვლელზე, ევიანობდა დროზე , რომელსაც მე ვეუბბნებოდი.მაგალითად, რომ ვეტყოდი ეხლა სახლში მივდივართქო, ჩემდეგ ჩემი მეგობრებიც ეტყოდნენ რომ სახლში წავედი და ეს დრო ეღტმანეთს არ დაემთხვეოდა ამაზე გიჟდებოდა . ასეთი უნდობლობა მის სიყვარულში ეჭვს მიჩენდა. . არასდროს არ მომიტყუებია მისთვის, არაფერი მითქვამს გადატანითი მნიშვნელობით. ეს ყველაფერი თავის წარმოსახვა იყო. ვუთხარი რომ დავიღალე მისი ქცევით. ახალლგაზრა ვიყავი იმისთვის რომ ბედნიერი წლები შემელია სულ ჩხუბში. ვამბობდი რომ მიიყვარდა სიგიჟემდე და მზად ვიყავი ეს სიყვარული უიმისოდ მეყარებინა. დროდადრო კი სიყვარული განელდებოდა. ეს გრძნობა ხომ ურთიერთპატივისცემიდან მოდის, ის მე შეურაწყოდას მაყენებდა მისი ქცევით. თუ მისი სიყვარული ასე გამოიხატებოდა ეს იმას ნიშნავდა რომ საერთოდ არ ვყვარებივარ. ავუხსენი რომ არ ქონდა უმაღლესი განათლება მიღებული და ეს ჩემთვის და ჩემი ოჯახისთვის დიდი პრობლემა იყო. არაფერი მოუვიდოდა ამდენი წლის მანძილზე , ამდენი თხოვნიდან გმომდინარე ჩაებარებინა . მე სულ ამას ვუჩიჩინებდი. ის ამბობდა რომ რუსეთში წავიდოდა და იქ დაიწყებდა საქმიანობას. იქ ქონდა ბავშობის წლები გატარებული და იქ ხედავდა თავის წარმატებას. გაბრაზებულმა მითხრა რომ ხომ შემეძლო ხელის შეწყობა მისთვის და მორალური დახმარება. მე კი ვუპასუხე, რომ ყოველთვის მასზე ვფიქრობდი. ჩემი ჯიჯღინით და მკაცრი საუბრით, დაძალებით და მიწოლით მინდოდა რამე დაეწყო. ხანაც ტკბილად ვეტყოდი ხოლმე და ვამხნევებდი. ვეუბნებოდი რომ ძალიან მაგარი ბიჭი იყო და ყველაფერი გამოუვიდოდა. მართლაც ასე რომ იყო ეს მან იცოდა და აღარაფერი უთქვამს. და წარმოვთქვი სიტყვები ის რაც ჩემი გულის გამაპობელი იყო. ჩვენ ვშორდებით გინდა თუ არა ეს შენ.
მე და ალეს რამდენჯერმე ერთად გვიტირია. ჩხუბების დროს როცა ორივე ვგრძნობდით თავს დამნაშავედ. მეორე დღეს ერთმანეთსთს დავცინოდით და ვაჯავრებდით თუ როგორი სლუკუნი შეგვძლებია. მას თვალზე ცრემლი ადგებოდა ხოლმე როცა კი მე არ ვინდობდი და ვეჩხუბებოდი ის კი მწარე სიტყვას მეტყოდა და მე ხმას აღარ ვიღებდი ხოლმე. რომ ვტიროდით ერთმანრთს ვკოცნიდით და სიყვარლში ვუტყდებოდით. შემდეგ ცრემლი შრებოდა და ჩვენი მხურვალე ტუჩები უფრო ძლიერად ეკვროდა ერთმანეთს.
ალე ეცადა ჩემთან შერიგებას მაგრამ არაფერი გამოვიდა. გავიგე რომ თურქეთში წავიდა. მწერდა ხოლმე, მე როგორც ჩვეულებრივი ნაცნობი პასუხს ვუბრუნებდი, რომ კარგად ვიყავი. შემდეგ ჩამოვიდა და მეგობრის ხელით თავის ჩამოტანილი საჩუქარი გამომიგზავნა, რომელიც მე არ ავიღე. დაქალებთან ქეიფის დროს ვიტირე. ალკოჰოლის მოქმედება იგრძნობოდა ჩემს სხეულში და მონატრებამაც იმატაა. გოგოებმა ალეს დაურეკეს და მოიკითხეს უთხრეს რომ ჩვენი სიყვარული იმდენად ძლიერი იყო, არ შეიძლებოდა ასე ცალცალკე დავტანჯულიყავით უერთმანეთოდ. მან რაუთრა არვიცი. თავი ხელში ავიყვანე და ვთქვი რომ ჩვენ აღარასდროს ვიქნებოდით ერთად.
გავიდა დრო და მე მასზე ყოველდღე ვფიქრობ. ვგრძნობ მის სურნელს , თუმცა არა ისე როგორც ადრე. ალბათ დრომ განაპირობა ეს. ვფიქრობ ყოველ ღამე თუ რას აკეთებს ის. ის რუსეთში იყო წასული. ძალიან გამიხარდა. გულში კეთილი სურვილები ვუსურვე. ღმერთს ვთხოვე რომ აუსრულოს ის სურვილები რაც ყოველთვის უნდოდა მას. მანამ სანამ წავიდოდა ერთადერთხელ დამირეკა და მითხრა შემხვდი, მივდივარ და იმედია სამუდამოდო. მე შევხვდი, გადავდგი ეს რთული ნაბიჯი. მართლაც ძალიან მიმძიმდა მასთან შეხვედრა. მთხოვდა რომ თუნდაც ბოლოჯერ ოღონდ შევსულიყავით კინოში და ფილმისთვის ერთად გვეყურებინა. დიდი და კარგი მოგონება გვქონდა კინოსთან. მე ეს თხოვნა არ შევასრულე და მხოლოდ ყავის დალევაზე დავთანხმდი. მან საჩუქარი გადმომცა ლამაზი მწვანე სამაჯური ოქროსფერი მეტალით ,რომელიც თურქეთიდან ქონდა ჩამოტანილი და მითხრა რომ ძალიან გულდაწყვეტილი იყო რომ საჩუქარი არ მივიღე მეგობრის ხელით. ეს კი მოტოვებული ქონდა მხოლოდ იმ მომენტისთვის რომ თვითონ გადმოეცა და ხელზე გაეკეთებინა. მელაპარაკა იმაზე, რომ დიდი გეგმები ქონდა საზღვარგარეთ. თბილისში კი ბევრი რამ გააკეთა ამ დროში. მე სახლში წასვლა მინდათქო ვუთხარი და წამოვედით. გზაში ყურთან მოიწია და ჩამჩურჩულა - მიყვარხარ ბუს და გთხოვ, გთხოვ დამელოდე. ტუჩებზე მაკოცა. მე კი მოვიშორე. მინდოდა ჩავკროდი გულში და გავყოლოდი იქ სადაც წავიდოდა. მინდოდა მთლიანად მისი ვყოფილიყავი. მიყვარდა ყველაფერზე მეტად. მე ასეთი სიტყვები წარმოვთქვი. - არ ვაპირებ დალოდებას. მორჩა ყველაფერი. ბედნიერი ვარ განვლილი დროის და არაფერ ვნანობ. მიყვარხარ მაგრამ გადაგიყვარებ. სიკეთეს და წინსვლას გისურვებ. მე სახლში წავედი.
ქვედა ტუჩს ზედა კბილებს რომ ვუჭერ მახსენდება როგორ ვუკბინე ალექსს ტუჩზე. თვითონაც უკბენია. გამწარდა. -გოგო რამიქენიი ესს. მგონი სისხლი მომდის. - ჰაჰაჰაჰაა ძალიანაც კარგი შენ რომ გუშინ ლოყაზე მიკბინე კაიიააა? ან კისერზეც ხომ მიკბინეეე . გული მისკდებოდა არ დამჩნეოდა. ხოდა იარე ეხლა ჩემი ნაკბენი ტუჩითაც არაფერი მოგივაა. - ჰმმმმმ მოდი აბა კიდე მიკბინე. -ოოოო გაჩერდი რაა. - ჩემიიი ცუგააააა, ჩემი კნუუუუუწიკიიი, ჩემი ბუსუუუნაა, ჩემი სიხარულიიი, ჩემი სიყვარულიიიიი . -მმმმ. მე ამ სიტყვების მოსმენისდროს ფრთხილად ვაკოცე და ბოდიში მოვიხადე. -ბუუუს ძაან გატკინე ხოო? მაპატიე რაააა. მმმმ არ გაპატიებ სანამ ბევრჯერ არ მაკოცებ. მეორე დღეს: - ბუს სახლში რო შევედი დედამ მკითხა ტუჩზე რა გჭირსო. მე ვუთხარი რაუნდა მჭირდეს არაფერითქო. რანაირად, სისხლჩაქცევა გაქვს ეს რაარისო. ააა შენს შვილს ძლიერი ხელი აქვს ხოიცი და იმას უფრო ეტყობათქო. ვაიმეეე ვის ეჩხუბე ამჯერად გადამრევს ეს ბიჭი უკვე აღარ შემიძლიაო. ეგონა რომ ვინმე ბიჭთან ვიჩხუბე. -ვაიმეეე ბუუუს ,რა სირცხვილიაააა აუუუუ კარგი რააააა როგორ შეამჩნია. - კაი გოგო რაიყო მე მომწონს სულ შენ გგრძნობ. ჩემო ტკბილო...
10, ათი წელი ვიყავით ერთად. მცირე დაშორებებით. გაბრაზებებით, ტკივილით, ყვირილით, სიცილით, ბედნიერი მომენტებით, ერთმანეთის დამშვიდებით, ერთმანეთის გაგიჟებით. ის ისეთი კარგი იყო, ისეთი თბილი. ბებია რომ გარდამეცვალა თავზარი დამეცა. ეს იყო ჩემს ცხოვრებში ყველაზე უბედური მომენტი. არ აღვწერ თუ რა გრძნობა მქონდა მაშინ და ეს ყოველთვის თან მდევს. ალემ მითხრა რომ საფლავზე იყო მისული ძალიან გამიკვირდა . როგორ, საიდან. მან ხომ არ იცის ადგილი. ყველაფერი გაუკეთებია, გაუგია რაღაცნაირად და პატივი მიუგია მისთვის. ამით უფრო მეტად მომაწონა თავი. საბოლოოდ მიმახვედრა, რომ სუფთა სულის პატრონი იყო. იმდენად შემცვალა ამ ამბავმა, იმდენად დაღონებული და დადარდიანებული ვიყავი, გული მოუკლა ჩემმა გარეგნობამ. გვერდში მედგა და ყველაფერს აკეთებდა ჩემს გასამხიარულებლად.
ყველაფერი არ მომიყოლია. მრავალი წვრილმანი თუ დიდი ფაქტი გამოვტოვე. ზოგიც არ მახსოვდა, ზოგი უბრალოდ დასაწერად არ ღირდა, ზოგიც გზაში გადამავიწყდა და ასე... ჩვენი ყოფნა ღმერთს არუნდათქო სულ ამას ვფიქრობ. თუმცა თითქოს ერთმანეთისთვის ვართ შექმნილითქო ამასაც დავაყოლებ ხოლმე. არცერთი ბიჭისთვის შემიხედავს სხვა თვალით. ვინმე თუ მომეწონება სულ ისეთი გრძნობა მაქვს თითქოს დამნაშავე ვიყო და არ შეიძლებოდეს. მერე მახსენდება რომ მაქვს უფლება. მართლაც არ ვნანობა არცერთ წამს, არცერთ საათს, არცერთს მასთან გატარებულ დროს. მიყვარდა მთელი გულით და დარწმუნებული ვარ მასაც იგივე გრძნობა ქონდა. შეიძლება უფრო მეტიც მაგრამ არანაკლები მქონდა მეც. ერთად ვსუნთქავდით და ერთმანეთი გვესამყაროებოდა. მინდა ვთქვა , რომ ჩვენ კვლავ შევრიგდით და ისევ ერთად ვართ. ისევ ისე გვიყვარს ერთმანეთი. დიახ ეს ასეა. ჩვენ გვიყვარს ერთმანეთი მაგრამ ამჯერად ჩვენი დაშორება საბოოლოო და სამუდამო აღმოჩნდა. ყოველთვის დავრჩებით ჩვენი ახლობლებისთვის წყვილი რომელიც არ განმეორდება. მე ჩემი გზით მივდივარ ის თავისი გზით. ალბათ ისიც ფიქრობს ჩემზე. ესეც გაივლის და დადგება დრო როდესაც ერთმანეთის გვერდით სხვა ადამიანებს ვიხილავთ. და ვიქნებით ბედნიერები ჩვენი განვლილი ცხოვრებით. მხიარულად მოვუყვებით შვილიშვილებს ამ დიდი სიყვარულის ისტორიას რომელსაც ალესა და ცისიას სიყვარული ჰქვია.



№1 სტუმარი ტიტი

გაგრძელება თუ გსურთ?

 


№2 სტუმარი სტუმარი ...

ანუ მე როგორც ვიცი, ამ ბიჭმა ცოლი მოიყვანა

 


№3 სტუმარი სტუმარი მარი

ჩემი აზრით, ძაან დიდია

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent