შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

გავისეირნოთ?!(2 თავი)


12-02-2017, 19:05
ავტორი SpaceR
ნანახია 1 290

ავტობუსში ავედი , ყურსასმენები გავიკეთე და ჩემი საყვარელი სიმღერა Charlie Puth - We Don't Talk Anymore ჩავრთე. ასეთ რთულ მომენტებში ყოველთვის მამშვიდებს! ძალიან მიყვარს წყნარი სიმღერები. წყნარი სიმღერების მოსმენა ჩემი ერთგვარი ჰობია! 1 თავისუფლი სკამი შევნიშნე და მისკენ გავემართე. ყურსასმენები გავისწორე , ჩანთა მოვიმარჯვე და ფურცლების ძებნა დავიწყე. პატარა ფურცლების სადაც ჩემი ნახატებია მოთავსებული..მართალია პიანინოზე დაკვრას თავი დავანებე თუმცა ხატვა ყოველთვის მეხმარებოდა ჩემი ტკივილის დაძლევაში...ხატვა ძალიან მიყვარს!...არასდროს მივლია თუმცა ძალიან კარგად ვხატავ (ამას დეიდაჩემი ამბობს , მე არამგონია ასე იყოს).
ძირითადად თვალების , ცრემლების , მოწყენილი ადამიანის პორტრეტების და ასეთი რაღაცების ხატვა მიყვარს . ალბათ ფიქრობთ რა მუდო და მოსაწყენი ადამიანიაო, მაგრამ მანამდე ასეთი არ ვიყავი.
ავტობუსმა უცებ დაატორმუზა და ჩანთა ძირს დამივარდა , ყველაფერი ძირს დავარდა. ძირს დავიკუზე ნივთების ასაღებად და მხოლოდ ახლა შევამჩნიე ჩემს ჩანთასთან ვიღაცის თეთრი ბოტასები . ზემოთ ავიხედე , ვიღაც ბიჭი იჯდა ავტობუსში და ეძინა. გამეცინა..არვიცი რა დამემართა იმ წამს მაგრამ მემგონი ცხოვრებაში პირველად გამეცინა! წამოვდექი და ბიჭს ხელი შევახე მხარზე , თუმცა უშედეგოდ . არ იღვიძებდა!...ერთ წამს ისიც ვიფიქრე ხოარ მოკვდათქო. უფრო ახლოდან დავაკვირდი მაგრამ სახეზე წესივრად ვერ დავინახე..კეპი მიშლიდა ხელს რომელიც თავზე ქონდა ''ჩამოფხატებული''.
-ბიჭი! -ვუთხარი მშვიდად და ისევ ხელი შევახე მხარზე..არ იღვიძებს! ჰმმ....-ბიჭიიიიი! -ჩავყივლე ყურში..შეშინებული წამოხტა და სახეგაფითრებულმა მე შემომხედა
-რა გაკივლებს გოგო ვერა ხარ? -მითხრა ბოხი ხმით და ისევ თვალები დახუჭა
-ჰმჰმ -ჩავახველე- ჩვენ ახლა ავტობუსში ვიმყოფებით და თუ ავტობუსით კატაობა გინდოდათ შეგეძლოთ ხელში წარწერა დაგეკავებინათ ''არ გამაღვიძოთ! ვკატაობ''
-რა გინდა? -თვალები გაახილა და ისევ მე შემომხედა
-რა მინდა? არც არაფერი , კინჩხიც გიტეხია და კისერიც....თუგინდა საერთოდ მთელი დღე აქ იძინე-ვუთხარი გაბრაზებულმა , ხელები გადავაჯვარედინე და მეორე მხარეს შევბრუნდი
-კარგი, კარგი დამშვიდდი -ხმა ცოტა დაუმშვიდდა - უბრალოდ გუშინ მთელი ღამე არ მძინებია და ვიფიქრე გზაში ცოტა წავიძინებთქო -მითხრა თბილი ხმით და ჩემკენ შემობრუნდა
-და რატომ მიყვებით? -ცალი წარბი ავუწიე
-რავიცი..ისე უბრალოდ
-ჩემი გაჩერებაა უნდა ჩავიდე!-ვუთხარი და ფეხზე წამოვდექი მაგრამ მისმა ხელის შეხებამ ადგილზე გამაშეშა -რა გინდა? -ვუთხარი ''შემაწუხებელი'' ხმით
-რა გქვია? -მითხრა ძალიან თბილად და თვითონაც ფეხზე წამოდგა
-მარიტა მქვია -ვუთხარი და გავუღიმე
-მარიტააა -ჩაფიქრდა და თავისთვის ჩაილაპარაკა ჩემი სახელი -ძალიან ლამაზი სახელია - გამიღიმა - გავისეირნოთ?
-კარგი იქნებოდა მაგრამ არ გიცნობთ და თანაც ძალიან მეჩქარება -გავუღიმე და კარებისკენ წავედი
-კარგი სხვა დროს იყოს
-საერთოდ კიდევ თუ შევხვდებით ,რათქმაუნდა! - ვუთხარი , ხელი დავუქნიე და ავტობუსიდან ჩამოვედი
მშვიდად ამოვისუნთქე და გზა განვაგრძე..ამოვიხვნეშე როცა ცენტრს მივუახლოვდი . კარი შევაღე და მაშინვე თავი ცუდად ვიგრძენი . არასდროს მიყვარდა აქ მოსვლა..არასდროს!
ჩემი ფსიქოლოგის კაბინეტის კარებს მივუახლოვდი და შევაღე მაგრამ კლიენტი ჰყავდა და უკან დავიხიე
-შემოდი მარიტა , უკვე მიდიოდა -მითხრა ნანამ თბილად და შიგნით შემიყვანა
-უკაცრავად მე მეგონა მხოლოდ მე ვიყავი ჩაწერილი -ვუთხარი და თვალების აქეთ-იქით ცეცება დავიწყე
-ნუ ღელავ , ის უკვე მიდიოდა -მითხრა და მხარზე დამადო ხელი -კარგით ქალბატონო შეგიძლიათ წაბრძანდეთ , ძალიან გთხოვთ ჩემი რჩევა გაითვალისწინეთ -მიმართა კლიენტს და გარეთ გააცილა
სკამზე დავჯექი და ჩანტა მუხლებზე დავიდე. ძირს დავიხედე და გამეღიმა , ის უცნაური ბიჭი გამახსენდა ავტობუსში რომ ეძინა
-მარიტა -შემომხედა გაოგნებულმა ნანამ - მემგონი შენს სახეზე ღიმილი პირველად დავინახე -გაეცინა ნანას -რამე მოხდა?
-არა უბრალოდ უცნაური რაღაც შემემთხვა სანამ აქ მოვიდოდი და ის გამახსენდა-ვუთხარი და ისევ გამეღიმა..უკვე საკუთარ თავსაც ვეღარ ვცნობ
-მიდი მომიყევი იქნებ დაგვეხმაროს
-არა , უბრალოდ სისულელა მეტი არაფერი. -ვუთხარი და ამოვიხვნეშე
-კარგი..ისევ გაქვს პანიკური შეტევები? -ამჯერად სერიოზული სახე მოირგო ნანამ
-........-არაფერს ვამბობდი
-მიდი მითხარი მარიტა
-კი მაქვს ! -ვუთხარი და მზერა იატაკისკენ წავიღე
ნანამ ამოიხვნეშა მე კი გაკვირვებულმა შევხედე
-იცოდე თუ ისევ მატყუებ -მითხრა ნანამ დაღონებულმა
-არ გატყუებ 1 კვირის წინ მქონდა პანიკური შეტევა , მართლა გეუბნები!
-როგორ მიხვდი რომ პანიკური შეტევა იყო?
-როგორ და..თავბრუ დამეხვა , გავოფლიანდი , გულის რევის შეგრძნება მქონდა , გარდაცვალების შიში , მეგონა ვიხრჩობოდი , გული უფრო სწრაფად მიცემდა -ვუთხარი შეშინებულმა ნანას
-სად მოხდა ეს?
-ლექციაზე -ვუთხარი და თავი დავხარე
-აქამდე რატომ არ მითხარი? -ნანა მომიახლოვდა და დაიხარა
-არვიცი
-მისმინე , შენი ერთადერთი პრობლემა ის არის რომ არ მენდობი..გგონია არ შემიძლია შენი დახმარება? ცდები ძვირფასო . შენს გარდა აქ მილიონობით ადამიანს დავხმარებივარ , უბრალოდ ნება მომეცი დაგეხმარო!
-კარგი რააა ნანააა ..ისევ დაიწყე ხო? -ვუთხარი და თვალები გადავატრიალე
-მარიტა! ასე არ შეიძლება..არ შეგიძლია რომ ხანდახან მომისმინო? ჩემი აზრით შენ აქ მხოლოდ მოვალეობის მოხდის მიზნით დადიხარ და სულ არ გინდა რომ დაგეხმარო!
-რა ვქნა? არ მეხმარება შენი ფსიქოლოგიური რჩევები და რა გავაკეთო?
-უნდა მომისმინო! შენ გგონია ვერ ვხდები რომ არ მისმენ და ისე უბრალოდ ზიხარ ხოლმე?
-ხოდა თუ ხვდები ტყუილა რაღას იღლი ენას
-ასეთი რატომ ხარ? რატომ არ გინდა რომ დაგეხმარო?
-მინდა უბრალოდ არ გამოგდით- ვუთხარი და ზემოთ ავიხედე
-კარგი , მაშინ თუ გგონია რომ აქ ტყუილად დადიხარ შეგიძლია ახლავე გახვიდე აქედან და სხვა ფსიქოლოგს მიმართო -მითხრა ნანამ ძალიან მშვიდად თუმცა შევამჩნიე ხმა რომ აუკანკალდა
-ნანა მე ამის თქმა არ მინდოდა
-რისი თქმაც გინდოდა შესანიშნავად მივხდი შეგიძლია წახვიდე -ამჯერად გაბრაზებული ხმით მითხრა და ხელით მანიშნა გარეთ გავსულიყავი
-კარგი წავედი
გარეთ თავდახრილი გამოვედი და ჩემი საქციელი ვინანე , იქვე ბაღში სკამზე ჩამოვჯექი და ფურცლები ამოვიღე , ფანქარი მოვიმარჯვე და ხატვა დავიწყე...ჯერ ხის ქვედა ნაწილი დავხატე , სქელი გამომივიდა , შემდეგ ზემოთ ავუყევი და რამდენიმე ტოტი დავუხატე , ხის უკან ყვავილებივით დიდი ბურთები დავხატე , თვითონ ხე კი უზარმაზარ ბურთზე დავსვი...ასეთი უცნაური რაღაცების ხატვა მიყვარს..მიყვარს! ეს მე მამშვიდებს..აი ეს არის ჩემი წამალი..ხატვას რომ მოვრჩი , შევხედე..საკუთარი ნახატი ცხოვრებაში პირველად მომეწონა! ნახატიდან თავი ზემოთ ავწიე და ჩემს წინ მიმავალ რამდენიმე ბიჭი დავინახე , კარგად დავაკვირდი...თვალები გავაფართოვე....ის იყო! ..ის უცნაური ბიჭი ავტობუსიდან! თვითონაც შემომხედა ..ჩემი ნახატი სახეზე მივიფარე მაგრამ როცა სახიდან მოვიშორე დავინახე ჩემსკენ როგორ წამოვიდა უცნაური ბიჭი ავტობუსიდან!
არვიცი ამ დროს რა დამემართა მაგრამ არ მინდოდა ჩემთან მოსულიყო..არ მინდოდა! თმა გადავიწიე და ფეხზე წამოვდექი , მივხდი შეწინააღმდეგებას აზრი არ ქონდა , ამიტომ გადავწყვიტე შევგეგებოდი ,თუმცა დავინახე მეორე წამს ჩემს გვერძე მდგარ გოგოს რომ გადაეხვია , თავი 90 გრადუსით დავხარე და გაკვირვებულმა შევხედე მაგრამ კარგად დაკვირვების შემდეგ მივხდი რომ უბრალოდ მომეჩვენა და სულ სხვა ბიჭში ამერია . კიდევ კაი რამე არ დავუძახე..გამეცინა, უკან შევბრუნდი ჩანთის ასაღებად თუმცა როცა შემოვბრუნდი ვიღაცის სილუეტი დავინახე ჩემს წინ , გაკვირვებულმა ავხედე ! ახლა ნამდვილად აღარ მეჩვენებოდა ..ის იყო!
-დებილო -ხელი დავარტყი მკლავზე
-რატო ვარ დებილი? -გაიკვირვა ავტობუსმა
ალბათ გაგეცინებათ მაგრამ ამ ბიჭს ''ავტობუსი'' შევარქვი მაინც ავტობუსში გავიცანი და...ღმერთო რა იდიტობა ვთქვი!
-შემაშინე და იმიტომ -ვუთხარი გაბრაზებულმა -კინაღამ გული გამიხეთქე
გაეცინა
-რა გაცინებს? იდიოტი ხარ? -დავუყვირე გაბრაზებულმა
-წეღან დებილი ხარო და ახლა იდიოტი გავხდი? -ირონიულად ჩაიცინა
-შენ დებილი ხარ თუ თავს იდებილებ? -ვუთხარი და თავი ისევ გადავხარე
-სიტყვებზე რატო დახტუნაობ? ხან დებილიო ხან იდიოტიო
-აუუ გადაშენდი რაა შენი ნერვები არ მაქვს ავტობუსო
-რა ვარ? -გადაბჟირდა სიცილით ავტობუსი
-რა ხარ და ავტობუსი -მეც გამეცინა ჩემს ნათქვამზე
ავტობუსი სიცილს არ წყვეტდა
-აუუუ ნუ დამცინი -წუწუნი დავიწყე , ის კიდე უფრო მეტად იცინოდა -საზიზღარი ხარ!
-კარგი დამაცა ამოსუნთქვა -ისევ იცინოდა
-დახრჩობა!
-რა ტკბილი ენა გაქ , რამდენ შაქარს იყრი ზედ?
-დამცინი არა? ...ავტობუსი ეს -ეს უკვე ჩემთვის ხმადაბლა ჩავილაპარაკე -აუუ შეწყვიტე შენი ამოსაწყვეტი სიცილი
-რატო მლანძღავ? -ისევ იცინოდა
-იმიტო რო დამცინი -ვუთხარი წუწუნით
-სიცილსაც მიკრძალავ?
-სიცილს არა! ჩემზე დაცინვას გიკრძალავ ავტობუსო!
ამჯერად ხელი სახეში მოირტყა ოღონდ ძალიან ფრთხილად და სიცილისგან წამოსული ცრემლები მოიწმინდა
-ძალიან სასაცილო ვინმე ხარ
-ხო იცინე იცინე! სიცოცხლეს ახანგრძლივებსო ამბობენ!
-გმადლობ რომ ზრუნავ ჩემზე
-არ ვზრუნავ შენზე ! და არამგონია ოდესმე შენნაირ გამოთანყვანებულზე ვიზრუნო
-ძალიან საყვარელი ხარ იცი?
-თუ არ გინდა ახლა სიფათში გხიო აქედან წადი..-ავათვალიერე ზიზღით და თავი ამაყად ავწიე ზემოთ -მომინდომა ფლირტაობა აქ!
გაეცინა, ახლა უკვე ნერვები მეშლებოდა
-გიჟი ხარ? ყველაფერზე როგორ იცინი?
-შენ ფიქრობ რომ გეფლირტავები? -კიდევ გაიცინა , არვიცი რატომ მაგრამ ძალიან მომეწონა მისი სიცილი , ძალიანად ლამაზად იცინოდა სხვა ბიჭებივით კიარა რო 'ჭიხვინებენ' ხოლმე , ამჯერად მეც გამეცინა და უხერხულად თავი გავიქნიე
-ყოველშემთხვევაში ეგეთ შთაბეჭდილებას ტოვებ!
-უცნაური ხარ! -მითხრა წარბშეკრულმა თუმცა ღიმილი სახიდან არ მოუშორებია
-ხო არა?...ავტობუსი ეს
-აქ რა გინდოდა? -მკითხა ინტერესიანი თვალებით , მხოლოდ ახლა შევამჩნიე მისი ცისფერი თვალები რომელშიც ჩაიძირებოდი ისეთი ღრმა იყო . ავღელდი! თუმცა შეუმჩნევლად . მისი უსაყვარლესი კურნოსა ცხვირი და შავი ოდნავ გადაპარსული თმა . ღმერთო ჩემო! სასწაული იყო!
-მე..მე...მ..მე ფსიქოლოგთან მისვლა მჭირდებოდა -ვუთხარი ენის ბორძიკით
-ისე ფსიქოლოგი მართლა გჭირდება -გაეცინა ავტობუსს
-მე სხვა თემასთან დაკავშირებით ვიყავი მასთან! ისე არაა საქმე როგორც შენ გგონია! -ვუტხარი იმედგაცრუებულმა და თავი დავხარე
-კარგი კარგი ჩუმად ვარ მაგრამ რატომ დაიძაბე? -მითხრა გაკვირვებულმა და თავისი ცისფერი თვალები ჩემსკენ მომართა
-უბრალოდ გული დამწყდა! ცხოვრებამ გამწირა!-ვუთხარი ნაღვლიანად , რამის ტირილი დავიწყე ამხელა გოგომ ბიჭის თვალწინ
-ოჯახი დაკარგე? -მხრებზე თავისი ხელები მომკიდა და თავისკენ შემაბრუნა
-საიდან მიხვდი?! -ვუთხარი საოცარი გაკვირვებით
-მეც დავკარგე თუმცა არა ოჯახი! მხოლოდ მამა! -მითხრა და ქვედა ყბა აუცახცახდა
-რა მოუვიდა? -ვუთხარი ნაღვლიანმა
-გავისეირნოთ? თანდათან ყველაფერს მოგიყვები -მითხრა და თვალები ქვემოთ დახარა
-გავისეირნოთ -ვუთხარი და ნაზად გავუღიმე
თვალები დაახამხამა ძალიან ნელა და გზას გავუყევით, ძალიან ნელა ვსეირნობდით , თვითონ ხმას არ იღებდა მხოლოდ თავდახრილი ადგავდა თავის დიდ ნაბიჯებს და რამდენჯერმე ამოიხვნეშა კიდეც, მე დაჟინებით ვაკვირდებოდი
-კარგად ხარ ავტობუსო? -მისი გამხიარულება ვცადე
-ძალიან მრცხვენოდა მამაჩემი რომ იყო მაგრამ ახლა ძალიან ცუდად ვგრძნობ თავს მის გამო ..გარდაიცვალა! -მითხრა ნაღვლიანი სახით , შემეცოდა თუმცა ჩემი შესაცოდი რა სჭირდა
-რამის გაკეთებას გაიძულებდა? -ვუთხარი ინტერესიანი თვალებით
-არა ! შენ ვერ მიხვდი..მან..საერთოდ არ მინდა ამ თემაზე საუბარი -მითხრა აკანკალებული ხმით და თავი დახარა
არვიცი იმ წამს რა მომივიდა თუმცა ვეღარ შევძელი და ძალიან მაგრად ჩავეხუტე , საკუთარი თავის გამიკვირდა! უცნობ ბიჭს ჩავეხუტე! ავტობუსს ჩავეხუტე! ომაიგაშ! თვითონ კი უბრალოდ იდგა და გაკვირვებული აცეცებდა აქეთ-იქით თავის ცისფერ თვალებს
ბოდიში მოვუხადე და თავი დავხარე
-არაუშავს ! უბრალოდ არ მინდა მამაჩემი გავიხსენო -მითხრა ნაღვლიანმა ავტობუსმა
-უი ისე ავტობუსო -ვუთხარი ლაღი ხმით
-გისმენ -მითხრა და გამიღიმა..ავტობუსი ყოველთვის სჭრის
-შენი სახელი რო არ ვიცი? სულ ავტობუსი უნდა დაგიძახო ხოლმე? -ვუთხარი ღიმილიანი ხმით ავტობუსს
-მირჩევნია ავტობუსი დამიძახო ბევრად მსიამოვნებს -გაეცინა ავტობუსს
-ჰმმ..ჟორა გქვია? -ვუთხარი საკმაოდ სერიოზულად
-არა -გაეცინა
-აბა რა გქვია ასეთიი? -ვუთხარი და დაჟინებით მივაშტერდი
-ჩვეულებრივი სახელი
-რაღაც არამგონია -ვუთხარი და თვალები დავუწვრილე -ჰააა დეიდაჩემმა გამოგგზავნა ჩემთან არა? -თან თითი მივაშურე
-დეიდაშენი ვინღაა? -გაეცინა ავტობუსს
-ეგ შენ უნდა იცოდე ...კარგი მაშინ რა გქვია მითხარი თორე ამაღამ აღარ დამეძინება! გეფიცები თუ დავიძინო -ვუთხარი წუწუნით
-არ დაიძინო ..მე რა? -მითხრა და ირონიულად ჩაიცინა
-ავტობუსო! -ვუთხარი წუწუნით და პატარა ბავშვივით გავიბუტე
-ხოკარგი -ჩაეცინა -ილია მქვია
-ილია?! -ვუთხარი და გავუღიმე
-ხო
-სასიამოვნოა -ვუთხარი და ხელი ჩამოვართვი , ორივეს გაგვეცინა
თვალებში ვუყურებდი , ცხოვრებაში პირველად დამეუფლა ეს გრძნობა! მინდოდა კიდევ დიდხანს ვყოფილიყავი მასთან მაგრამ ტელეფონის ზარმა , სიზმრიდან გამომაღვიძა , ტელეფონს დავხედე :დეიდაჩემი იყო!
-ბოდიში უნდა ვუპასუხო -ვუთხარი და ტელეფონი ავიღე -ხო გისმენ...კი..არა, რომ მოვალ გეტყვი..სასეირნოდ ვარ..კი..რა?!..იესსს...მოვდივარ უკვე!
-რამე მოხდა?
-დეიდაჩემი იყო , დღეს ისვენებს და მასთან ერთად დროის გატარება შემომთავაზა -ვუთხარი გაღიმებულმა და გამეცინა-კარგი წავედი, მეჩქარება!
-კარგი..ნახვამდის მარიტა!
უკან აღარ შევბრუნებულვარ ისე გავიქეცი გაჩერებისკენ . მემგონი ერთადერთი შემთხვევაა იმ დღის მერე როცა ასეთი ბედნიერი ვარ! ჩემს სიხარულს საზღვარი არ აქვს! გაჩერებასთან სულ ხტუნვა ხტუნვით და ცეკვა ცეკვით მივედი! შემდეგ გაჩერებასთან დავდექი და იქვე მჯდარ მოხუც ქალბატონს ჩავეხუტე და გავუღიმე ..თვითონაც იგივე გააკეთა და გაკვირვებულმა შემათვალიერა
-ქალბატონო გაიღიმეთ რაა..ძალიან გთხოვთ! -ვუთხარი მოხუც ქალბატონს და მეთვითონ გავუღიმე
მოხუცმა გამიღიმა და ქვემოდან ამომხედა
-ძალიან კარგი გოგონა ხარ -მითხრა და გამიღიმა
მეც ყურებამდე გავიკრიჭე
-პოზიტიურო! -მითხრა და დავიმორცხვესავით
-დიდი მადლობა ქალბატონო
ჩემი ავტობუსი მოვიდა და ზემოთ ავედი, იმედი მქონდა ილია იქ დამხვდებოდა მაგრამ დავფიქრდი და ახლა არ ვნახე?! ჩემთან ერთად არ იყო?! სკამზე დავჯექი და ნოსტალგია შემომაწვა..ისევ მოვიწყინე , თითქოს და წამიერ ძალიან ლამაზ და მხიარულ სიზმარში ვიყავი შემდეგ კი გამომეღვიძა..იმედი მაქვს კიდევ შევხვდებოდი სადმე მაგრამ თავში ხელი შემოვირტყი და მივხდი რომ ეს შეუძლებელი იქნებოდა...თვალები გავაფართოვე! ო ღმერთო ჩემო..მისი არც გვარი ვიცი და არც ნომერი, არც საცხოვრებელი ადგილი..უბრალოდ ის ვიცი რომ ილია ქვია და ხო ავტობუსია! დავფიქრდი და უხერხულად მოვიღუშე..ჩანთას ხელი ჩავარტყი..ავტობუსი შემდეგ გაჩერებაზე გაჩერდა და ავტობუსში ვიღაც გოგო ამოვიდა..თავისი ქერა თმები აქეთ იქით მოიქნია და მე შემომხედა , გამიღიმა და ჩემკენ წამოვიდა..ვერ მივხდი რა უნდოდა?! გვერძე მომიჯდა და ლაპარაკი დამიწყო..მეც ძალაუნებურად გავიცანი, ანი ერქვა , ასაკით ჩემი ტოლი იყო და როგორც ბოლოს გავარკვიე ერთი და იგივე უნივერსიტეტში ვსწავლობდით..გამიხარდა! კიდევ ერთი ადამიანის გაცნობა..დღეს რაღაც კარგი დღე მაქვს, გავიფიქრე ჩემთვის და გამეღიმა
-კარგი ამ გაჩერებაზე ჩავდივარ, უნივერსიტეტში შევხდებით -მითხრა ანიმ და დამემშვიდობა
-ნახვამდისს-ვუთხარი და ხელი დავუქნიე
ძალიან უცნაურად ვგრძნობ თავს..მიხარია ასე რომ ხდება , ახალ მეგობრებს ვიძენ ნელ-ნელა თუმცა მეშინია! მეშინია რომ მათაც დავკარგავ და საბოლოოდ გავგიჟდები! მაგრამ იქნებ გარისკვად ღირს? იქნებ ეს უბრალოდ ერთგვარი შიშია..ახლობელი ადამინების დაკარგვის შიში..არვიცი რა მოვუხერხო ჩემ თავს! მემგონი ნანასთან ასე არ უნდა მოვქცეულიყავი..უკან ხომა რ დავბრუნებულიყავი?!..არა! აზრი არ აქვს ბოდიშის მოხდას მაინც არ მაპატიებს , ძალიან ცუდად გამომივიდა.
სახლში მივედი , ჩემი ნივთები შემოსასვლელშივე დავყარე და სამზარეულოსკენ წავედი სადაც ჩემი ულამაზესი დეიდა მელოდება ყავით ხელში
-ასე ადრე რატომ? -სიზარმაცემ დაისადგურა ჩემს ხმაში
-საქმე აღარ იყო და წამოვედი -მითხრა და გამიღიმა -არ გინდა თვითონ მომიყვე?
-გასაგებია საქმე რატომ აღარც იყო!
-ხომ იცი რომ შენზე ძვირფასი არავინ მყავს, შენს გარდა არავინ გამაჩნია! შენმა მშობლებლმა შენი თავი მე ჩამაბარა!
-ხოდა გათავისუფლებ ამ ვალდებულებისაგან! შეგიძლია საერთოდ მიმატოვო! და ამ სახლიდან წახვიდე!
-მარიტა! -ხმის ტონს აუწია
-რა გინდა?-შევუბღვირე ხათუნას
-შენ ვერ გამიგე ...მარიტა , მინდა რომ ბედნიერი იყო, აღარ მინდა ისევ შენს შიშებზე ფიქრობდე-ხათუნას ხმა აუკანკალდა - ნანა ერთადერთი ადამიანი რომელიც რეალურად დაგეხმარება
-2 წელია მასთან დავდივარ და ვერაფერი მიშველა!
-ახლავე ბოდიშს მოუხდი ნანას და ძველებურად გააგრძელებ მასთან სიარულს-ტონს უფრო და უფრო მეტად უწევდა ხათუნა -ჩქარა ტანსაცმელი ჩაიცვი , მინდა ჩემი თანდასწრებით მოუხადო ბოდიში!
-კი მაგრამ....
-არანაირი მაგრამ , ქვემოთ გელოდები -გარეთ გავიდა და კარი მაგრად მოიჯახუნა
თავი ქვემოთ დავხარე , შემდეგ ზემოთ ავიხედე და წუწუნი დავიწყე
ჩემს ოთახში შევედი , ჩემს კომოდთან ჩემი მშობლების ფოტო დავინახე და ცრემლები წამომივიდა , ფოტო გულზე მაგრად მივიკარი და ხმამაღლა ტირილი დავიწყე
''საერთოდ რატომ გავჩნდი?!'
''რატომ ვარ ცოცხალი?!''
''მეც მათთან ერთად რატომ არ მოვკვდი?!''
სლუკუნი დავიწყე და ცრემლები მოვიწმინდა მაგრამ სულ ტყუილად უფრო და უფრო მომდიოდა , თეთრი მარგალიტივით თეთრი და მრგვალი ცრემლები..ჩემ თავზე ნერვები მეშლებოდა!
''მარიტა დამშვიდდი , მათ არ ესიამოვნებოდათ ასეთი რომ ენახე''
ვფიქრობდი ისევ ჩემთვის
''ჯანდაბამდეც გზა ქონია სიამოვნებას , მე მხოლოდ მშობლები მჭირდება''
საერთოდ არაფერი მინდა ამ ქვეყნად მათ გარდა! საერთოდ არაფერი!! ნეტავ მათი დაბრუნება შემეძლოს....
თვალები დავხუჭე და სურათი კიდევ უფრო მეტად მივიკარი გულზე , ყბა ამიცახცაცხდა , გავიღიმე მაგრამ ნაძალადევად! არ მინდა ეს ცხოვრება!
პირდაპირი მნიშნველობით ცხოვრებამ წიხლი მკრა!
არაფერში მიმართლებს!
ტანში ჟრუანტელმა დამიარა , სურათი ფრთხილად დავდე თავის ადგილას და დანარჩენი ნივთების აქეთ-იქით სროლა დავიწყე! შემთხვევით ჭიქა გავტეხე და ხელი გავიჭერი
''ჯანდაბა, ჯანდაბა''
ხელები თავში მოვირტყი და გარეთ გავედი , საერთოდ არაფერი დამილაგებია , ასევე დავტოვე! ასე ბევრად მერჩივნა
ქვემოთ ჩავედი და დეიდაჩემმა ანერვიულებული რომ დამინახა მაშინვე მანქანიდან გადმოვიდა
-რა დაგემართა? ხელზე რა გჭირს? -შეშინებულმა დამხედა ხათუნამ
-არაფერი , წყალს ვსვავდი და შემთხვევით გავიჭერი
-ეგ როგორ?
-ოოო , დამივარდა და რო ვიღებდი გამეჭრა რაა
-ძვირფასო , ცოტა ფრთხილად უნდა დალიო ხოლმე!
-ამიერიდან გავითვალისწინებ! -ვუთხარი და ნაძალადევად გავუღიმე
მანქანაში ჩავსხედით და ნანასკენ გავეშურეთ
ალბათ გიკვირთ , დილით სულ სხვანაირი მარიტა დავინახე , შუადღეს სულ სხვანაირი (მხიარული) და ახლა სულ სხვანაირი ..ხო ასეთი ვარ , ძალიან იშვიათია ..იშვიათი კი არაა ხშირად შეუძლებელია ჩემი გაღიმება! უბრალოდ არ შემიძლია, ვიყო ერთი სახის მქონე ადამიანი , ყველასთან სხვანაირი ვიყავი აქამდე თუმცა თქვენთვითონაც ხედავთ დღეს ყველასთან როგორ სხვანაირადაც ვიყავი განწყობილი!
-------------------




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent