სვანეთში გამომყევი (თავი 10 დასასრული)
-მელანო გესმის? -კი დათო მესმის -როგორ ხარ? -კარგად შენ/ -ვცდილობ კარგად ვიყო მაგრამ.. -არა,არაფერი თქვა.. -მაგრამ მომენატრე -.. -არაფერს მეტყვი? -რა უნდა გითხრა? -მაშინ მე გეტყვი..იმ წამიდან მენატრები როდესაც ჩემი მანქანიდან გადახვედი..მაშინვე ვინანე ის რაც გითხხარი..ის რომ ვიეჭვიანე..გთხოვ მელანო..დამიბრუნდი რა.. მომეცი შანსი გამოვასწორო ყველაფერი -ახლა გაგახსენდა როცა ჩამოვდივარ? -ვცდილობდი შენთან დაკავშირებას მაგრამვერ შევძელი..გუშინ ანას ჩემ მანქანაში ტელეფონი დარჩა და იქედანამოვწერე შენი ნომერი -და რა გინდა ახლა..რატომ გგონია რომ ერთი ზარით შეგირიგდები და დავივიწყებ იმ ყველაფერს რაც მოხდა..შენ მაინც ხომ იცი ჩემი ხასიათი -მელანო,გთხოვ -ნახვამდის გავთიშე ცხოვრებაში ამაზე მეტად არ მტკენია გული..მიყვარს..მჭირდება და ვერ ვპატიობ..მენატრება და მასთან არ ვარ... მაგრამ ვიცი,ვიიცი რომ მის გარეშე მე არავინ ვარ..ჩემი ცხოვრება არაფერია...მე მის გარეშე ვერ ვიცოცხლებ..ჩემი ცხოვრება 4 სიტყვისგან შედგებოდა დ ა თ ო ცხოვრება იქ დაიწყო როდესაც დათო ჩმ ცხოვრებაში შემოვიდა.და იქ დამთავრდა როც წაავიდა..ამდენი ხანი ..ამდენი ხანი გავიდა რაც არ მინახავ,რაც მისი ხმა არ გამიგა და ახალა..ახლა მოულოდნელად გამოჩნდა ჩემ ცხოვრებაში..ხო აი ასე,მოულობნელად გამოჩნდა და მითხრა რომ მოვენატრე..რომ ვუყვარვარ.. და რას ვაკეთებ მე..ვუთიშავ ტელეფონს და მაინც მასზე ვფიქრობ..აზრი ტელეფონის ზარმა გამაწყვეტინა -მოვედი..ამოვიდე? -არა აარ გინდა ჩმოვალ იკა.. ის ადამიანია რომელმაც აქ უცხო ქვეყანაში მიპოვა და დამავიწყა ყველაფერი..ყვლა ტკივილი რომლიც საქართველოდან გამომყვა..მაგრამ არ ვიცი რა იქნებოდა ახლა..იკა მომთხოვდა ჩვენი ურთიერთობის საბოლოო სახეს და აი აქ დამთავრდებოდა ყვეელაფერი..მე დათო მიყვარს..იკას მე.. -ლან კარგად ხარ?_იკას ხმა კიბეზე გავიგე,მაინც ამოვიდა -კი კი კარგად ვარ -წავედით ხო? -ხო,რაც მალე მით უკეთესი .... -ლან რა გჭირს,ხმას არ იღებ_მკითხა მმანქანაში,დიდხნიანი სიჩუმის შემდეგ -ვფიქრობ -რაზე -მიდა თუარა იქ წასვლა -საქართველოში? -ხო,რაღაცნაირი შეგრძნება მაქ,თიითქოს არ უნდა ჩავდიოდე... -შენი შეყვარებულის გამო? -ყოფილი შეყვარებულის -ხო ნუ ვინცაა.მაგის გამო არ გინდა ჩასვლა? -თუნდაც,არ ვიცი -ისევ გიყვარს? -არც ეგ ვიიცი -იმედია იქ გაერკვევი -არმინდა რომ მიყვარდეს -რატომ.. -უბრალოდ არ მინდა_არადა მინდოდა,ვიცოდი რომ მინდოდა..მინდოდა ისევ მყვარებოდა...ისევ მიდოდა მთელ თბილისს ცოდნოდა რომ მე დათო ყიფიანის გოგო ვიყავი..არ მინდოდა მის გარეშე თუნდაც ერთი დღე გამეტარებინა და მე მხოლოდ ახლა მივხვდი რა გავაკეთე..წამოვედი..გამოვიქეცი..დავტოვე ყველა და ყველაფერი და წამოვედი..მივატოვე ყველაფერი..მეგობრები,ოჯახი,შეყვარებული.. მე თბილისი დავტოვე.. ჩემი სულის და სიცოცხლის დაწილი დავტოვე.. მაგრამ ახლა ისევ ვბრუნდებოდი..რა იქნებოდა ახლა..როგორ წარვადგენდი იკას..როგორც შეყვარებულს თუ მეგობარს..არც მე არ ვიცოდი რა ურთერთობა გვქონდა..მასთან კარგად ვიყავი,მაგრამ არ მიყვარდა..ის უბრალოდ მეხმარებოდა გადამეტანა ტკივილი..მაგრამ როგორი იქნებოდა დათოს და იკას შეხვედრა.. 4 წელი დათოს შიშით საქართველოში ბიჭი ვერ მეკარებოდა..ახლა კი..ახლა ჩავდივარ და ასე ტავხდურად უნდა წარვუდგინო ბიჭი რომელიც ქორწილში მიმყავს..მიმყავს როგორც შეყვარებული..ან უბრალო მეგობარი..მეგობარი რომელსაც ვუყვარვარ..როგორი იქნება ჩვენი შეხვედრაა..ჩემი და დათოსი..ჩემი და მეგობრების..როგორ დამხვდება თბილისი..მიმიღებს თუ მომთხოვს ისევ გერმანიაში დაბრუნებას..რა მოხდება როდესაც თბილისის აეროპორტის ზღურბლს გადავაბიჯებ..ჩემ ცხოვრებაში ახალი ერა დაიწყება..ახალი ბრძოლა..ბრძოლა სიყვარულლსა და თავმოყვარეობას შორის -ლანა...ლანა..მელანო -ა ხო..უი ჩავფიქრდი -მოვედით..წავიდეთ არა? -ხო იკა,რა თქმა უნდა ბარგი ჩავაბარეთ.. მოვემზადეთ ჩასხდომისთვის..დეტექტორში გავლის წინ იკამ მთხოვა ორი წუთი დამითმმეო არსად გვეჩქარებოდა..მშვიდად დავსხედით -ლანა მისმინე,ჩვენ ახლა უნდა წავიდეთ..შენ იქ შენი ძველი ცხოვრება უნდა დაგხხვდეს..უნდა შეეგუო..შენ დათო გიყვარს..ეჭვი არ მეპარება რმ დარეკავდა..მითხარი დარეკა?_დავი დავუქნიე...ოდნავ შესამჩნევად_რა თქმა უნდა ასეც ვიცოდი..მისმინე შენ ის გიყვარს ძალიან გიყვარს..ვიცი რომ ერთად კარგად ვართმაგრამ ისე ვერასდროს ვერ შემიყვარებ როგორც მე მიყვარხარ..ისე ვერ შემიყვარებ როგორ საჭიროა..ამიტომ მინდა გაგიშვა..გაგიშვა იმისთვის რომ ბედნიერი იყო..ახლა შენ წახვალ,დეტექტორში გაივლი,შემდეგ თბილისის რეისზე დაჯდები და წახვალ..წახვალ უჩემოდ .. დაივიწყე რომ ვარსებობდი..ჩათვალე რომ არ გამოვჩენილვარ..არ ვარსებობ შენთვის..არ იცი ერეკლე ვინ არის..შენთვის ერთადერთი ბიჭი დათო ყიფიანია და ეს ორივემ ვიცით..ამიტომ წადი..გთხოვ..და უბრალოდ ბედნიერი იყავი_მოვიდა შუბლზე მაკოცა და შებრუნდა..ისე გავიდა რომ უკან არ მოუხედავს..მინდოდა გავყოლოდი მაგრამ არაფერი მქონდა სათქმელი ..მართალი იყო..აბსოლუტურად მართალი..მე უნდა წავსულიყავი..მე იქ მელოდებოდა დათო..ბიჭი რომელიც მიყვარდა..რომელიც ჩემთვის ყველაფერი იყო.. რამდენიმე წუთიც და მე თბილისის რეისზე ვიჯექი.. თვალები დავხუჭე და გავაკეთე ის რასაც ყოველი ფრენის წინ ვაკეთებდი..ყოველი მგზავრობის წინ..დდათოს სახე წარმოვიდგინე..იმ შემთხვევაში თუ რამე მოხდებოდა მინდოდა ის ყოფილიყო უკანასკნელი რაც გონებაში გამიელვებდა.. .... ნაცნობი შენობა,ნაცნობი კარი..ყველაფერი ნაცნობია..კართან ისევ ეს ქალი დგას..მაშინაც აქ იდგა როდესაც წამოვედი. ანა აეროპორტში დამხვდა..შეცვლილი მეჩვენა..ძალიან შეცვლილი.. ჩვენი შეხვედრა მოვლენა იყო..უბრალოდ ვეხუტებოდით ერთმანეთს და დაკარგული დროის ანაზღაურებას ვცდილობდიტ..არანაირი სიტყვები..უბრალოდ მე და ანა ...ჩვენი ჩახუტება..სხვა იქ არავინ არ იყო..არც დათო..არც ხალხი..არავინ..მხოლოდ მონატრებული დაქალი..მონატრებულიდა.. ანას უნდოდა მეგობრებისთვის სიურპრიზი გაეკეთებინა მაგრამ არ დავთანხმდი..ძალიან დაღლილი ვიყავი.სახლში წავედი..მომდევნო დღეს ქორწილი იყო..მერჩივნა საჩუქარი იქ გამეკეთებინა..მხოლოდ ანამ და კესომ იცოდა რომ თბილისში ვიყავი..და ალბათ დათომ..არ ვიცი ის საღამო დედაჩემთან გავატარე..გვიან ანა გამოვიდა და ჩემთან დარჩა..როგორ მომნატრებია..ჩემი პატარა..როგორ მაკლდა მთელი ამ ხნის განმავლობში.. ..... მეორე დღეს გერმანიაში ნაყიდი რამდენიმე კაბიდან ყველაზე სადა ავარჩიე... ანას დავპირდი რომ 7ზე რესტორანში ვიქნებოდი და საკუთარ თავთან მარტო დავრჩი...4 საათი დამჭირდა მომზადებისთვის..დათოსთან შეხვედრის მომზადებისთვის..რა უნდა მეთქვა..რა არ უნდა მეთქვა..მაგრამ ვიცოდი რომ ეს ყველაფერი უბრალო ფიქრი იყო..ვერასდროს ვიიძახდი წინაასწარ დაწერის სიტყვას.. სიტყვები გულიდან უნდა წამოსულიყო და არა გონებიდან .... 7 საათზე რესტორნის კარი შევაღე და ძალიან სწრაფად მოვავლე თვალი დარბაზს..სად ისხდნენჩემი მეგობრები.. მათთან ერთი ცარიელი ადგილი შევნიშნე..ანამ მითხრა ორგანიზატორი მე ვარო ანუ ეს მისი ნამოქმედარი იყო..ჯერ კესოსთან მივედი მივულოცე და საჩუქარი გადავეცი..მაგიდასთან ისე მივედი თითქოს ყველამ იცოდა და უჩვეულო არაფერი ყოფილა..სკამი გამოვწიე და უბრალოდ დავჯექი -არ არსებობს_პირველი რა თქმა უნდა ილიამ ამოიღო ხმა_ლანა..აი ამას უკვე ვერ წარმოვიდგენდი -ილია_ჩემი ცნობილი ღიმილით გავუღიმე ... მოკითხვაში დიდი დრო გავიდა...დათო აქ არ იჯდა,როგორც ჩანს პარალელურ კლასთაან ერთად იჯდა,მაგრამ დარბაზში არ დამინახავს..ძალიან დამცხა..გასაგრილებლად და მოსაწევად აივანზე გავედი...თვალები დავხუჭე და ფილტვები ნიკოტინით ავივსე -გელოდებოდი_ამდენი ხნის მერე..მისი ხმა..მიხი ხავეროვანი ხმა ყურებში ჩამეღვარა,მოვტრიალდი..ჩემ წინ 10 სანტიმეტრის დაშორებაზე დათო დავინახე -დათო -ვიგრძენი რომ ყელში დიდი ბურთი გამეჭედა..დამავიწყდა ყველაფერი რაც მინდოდა მეთქვა..რაც მოხდა..ჩემი ცხოვრება დამავიწყდა..უბრალოდ მინდოდა მისთვის მეყურებინდა..უსასრულოდ...მთელი ცხოვრება -მელანო..ძალიან მომენატრე_ამას კი ვეღარ გავუძელი..წამის მეასედებში ჩავეხუტე...მისი სურნელი მთლიანად შევისრუტე -მელანო მიყვარხარ_ძალიან ძალიან ჩუმად მეჩურჩულებოდა_იცი როგორ მიყვარხარ? რომ ვერასდროს წარმოიდგენ..მთავარი შენი არსებობაა.შეხვედრის წამით ვცოცხლოდი..მე შენით ვცოცხლობდი..გთხოვ არ წახვიდე..მაპატიე..მაპატტიე და არასდროოს წახვიდე..ჩემთან დარჩი..სამუდამოდ..არასდროს დამტოვო პატარავმარტო..ნუ მომიკლავ სიცოცხლეს..ნუ წამართმევ ბედნიერებას..მელანო_თავი ამაწევინა და თვალებში ჩამხედა..მაგრამ ვიცი ვერაფერს ხედავდა,ცრემლით იყო სავსე_ მელანო მოდი წავიდეთ აქედან,გავექცეთ ამ ხალხს..წავიდეთ მხოლოდ მე და შენ..მელანო,სვანეთში გამომყვები? ჩემ სოფელში წავიდეთ..იქ ვერ გვიპოვიან..არ შეგვაწუხებენ..მხოლოდ მე და შენ ვიქნებით.. მხოლოდ მე დაშენ..მელანო..გამომყევი სვანეთში ვერაფრის თქმა ვერ შევძელი მხოლოდ თავი დავუქნიე..მინდოდა ეს წამი სამუდამოდ გაგრძელებულიყო..არ მინდოდა ოდესმე დამტავრებულიყო..მინდოდა მეცოცხლა მხოლოდ ერთი მიზეზით,მიზეზით რომელსაც დათო ერქვა.. ვიცი მალე მზე ამოვა და შენ ისევ გნახავ..ისევ დავინახავ ღიმილს შენ სახეზე ..მე ჩაგეხუტები და გეტყვი რომ ძალიან მიყვარხარ ........................................... სულ ეს იყო..ბოდიშს გიხდით დაგვიანებისთვის..და 14 თებერვალს გილოცავთ <3 |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.