შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ორმაგი გრძნობები(15)


14-02-2017, 17:46
ავტორი sameone crazy girl
ნანახია 9 425

ცხოვრების ყველა ეტაპი ისე განვლე რომ ჩემი ქცევა ჩვეულებრივი არ იყო. ყოველთვის ისეთ რამეს ვაკეთებდი რასაც არავინ ჩადიოდა . ისეთ გადაწყვეტილებას ვიღებდი რაც წესით არც კი უნდა გამევლო გონებაში . ბოლოს ყველაფერი ლაგდებოდა და ჩემი ქმედებაც სწორი ჩანდა. არასდროს არაფერი მინანია და არც ანუკის დახმარებას ვინანებ. თუმცა ეს ყველაფერი დახმარება არ იყო უბრალოდ სახლში მივიღე სტუმრად და ფეხმძმე ქალის ფსიქოლოგია შევისწავლე . მგონი ეს გამოცდილება არ მაწყნს...ისიც გავიგე წინა თვეებში როგორ იქცეოდა. იმდენი წიგნები ჰქონდა ფეხმძიმობის და შემდგე უკვე ბავშვის მოვლის შესახებ ყველა დეტალი იცოდა ...ყველაფერს ამოწმებდა და გეგმავდა. ექიმი ვიპოვე და წავიყვანე. როგორც ვეჭვობდი საკმაოდ რთული ფეხმძმობა ჰქონდა ...ბევრი ვერაფერი გავიგე მხოლოდ ის იყო მნიშვნელოვანი რომ მსვიდად ყოფნა, მინიმალური დატვირთვა, არ არსებული ნერვიულობა და ბევრი ვიტამინი სჭირდებოდა. რამდენიმე წამალიც დაუნიშნეს და დაკვირვების ქვეშ უნდა ყოფილიყო მშობიარობამდე რომ გართულებები არ მომხდარიყო.
-რაო ექიმმა?
-ისევ იგივე მდგომაროებაა ...მაგრამ არც რთულდება
-ახლა სახლშია? ექოსკოპია რომ გადაუღო ექიმმა იქ იყავი?
-კი იქ ვიყავი ... ბავშვის გამოსახულება გავარჩიე რომ ამბობენ ვერაფერს ვიგებო ტყუილია...მშვენივრად ჩანს . ნუ ახლა სქესს მე ვერ ვარკვევ მაგრამ თავი , ცხვირი , ნიკაპი...ხელები ფეხები ყველაფერი კარგად ჩანს.
-კაცისთვის მშვენიერი საყურებელია აბა მის ადგილას წარმოიდგინე თავი. ძლივს მოძრაობს, აქამდე სულ აღებინებდა. წონაში იმატებს...ყველაფერი ტკივა და შეიძლება კიდევ რამე გართულება მოხდეს.ჩვეულებრივი სასიკვდილო იარაღია შეიძლება ბავშვიც დაკარგო რამე არასწორად რომ გააკეთო და შენც დაიღუპო
-ასე უყურებ ფეხმძმობას?
-რეალურად ასეა ,მაგრამ ეს ყველაფერი რომ არ იყოს ამხელა რისკი, პასუხისმგებლობა და ალბათ მილიონჯერ დიდი ბედნიერება როცა ყველაფერი კარგად სრულდება. როცა ხელში აიყვან ...ვაიმე მაგ ქალის გამოჩენამ მგონი მეც ამირია თავ გზა... ბავშვებზე ლაპარაკი დავიწყე.აქამდე ამაზე ამდენი არ მიფიქრია...მითუმეტეს ფეხმძმობაზე და საერთოდაც საქმე გვქონდა ჩვენ
-რა საქმე მარიამ ფილმის ყურება არ გინდოდა?
-კიდე კარგად ვარ... კიდე როგორ ვაზროვნებ მიკვირს. სულ გადამიყვანე ჭკუიდან ხედავ? კიდევ გითხრა რამე ჩვენზე? როგორ ხვდება რომ ერთად ვართ
-სანამ ერთად ვიქნებოდით მანამ თქვა ეგ და ახლა უნდა რომ მართალი იყოს
-წინასწარმეტყველია თუ რა ...საიდან იცოდა
-პირველად რომ გნახა მაშინვე მითხრა ისეთი ქალია შენ გულს რომ დაეპატრონებაო და რა ვიცი წინასწარმეტყველია თუ ჯადოქარი ,მაგრამ რომ ასრულდა მისი სიტყვები ფაქტია . კიდევ მითხრა რაღაც
-ასე კარგად გიცნობს?
-ჩემი გაცნობა დიდი რთული საქმე არ არის... თუ სწორი კუთხიდან დამინახავ. ანუკის კი ეგ კარგად ეხერხება...
-რა გითხრა კიდევ არ მეტყვი?
-აღარ მახსოვს ზუსტად... ფილმს არ ჩართავ?
-პოპკორნს არ მოიტან?
-მთელი დღეა რაღაცას მავალებენ იცი? კაცი ვარ თუ შინამოსამსახურე რობოტი ვერ გავიგე
-მე დაგავალე რამე და არ მახსოვს?
-ნუთუ არ გრცხვენია დედოფალო
-შენ არ გრცხვენია პოპკორნის გამოტანაზე რომ წუწუნებ ამდენს? - ენას მიყოფს და მიდის
-სულ წახვედი ხელიდან...ამხელა არისტოკრატი ქალი როგორ იქცევით
-აბა აბააა ნუ იტყვი ნუ - პო[კორნით სავსე ჯამით გამოდის დივანზე ფეხმორთხმული ჯდება და ჯამს შუაში იდებს
-მანდ რომ დებ ხელის ჩაყოფა მომერიდება თუ რა- ერთ მუჭს ვიღებ და შევექცევი. რაღაც კომედიას რთავს სრულ უაზრობას ,მაგრამ იმდენად სასაცილო იყო ვეღარ ვსუნთქავდით. ბატი-ბუტი სულ გამოვცალეთ. ბოლოს მიმალავდა იმ უზარმაზარ ჯამს რომ არ მეჭამა და გაბრაზდა შენ დიდი ხელები გაქვს ბევრს იღებო.
-აუ დემეტრეე სულ შემიჭამე პოპკორნიი
- მე ისეთი მსუნაგი ვარ შენც შეგახრამუნებ თუ ჭკვიანად არ იქნები
-მე და ჭკვიანი? ახლა შეგიძლია დაიწყო - დივნის მეორე ბოლოდან მოხოხავს ჯერ ხალათს იშორებს მერე პერანგს და ჩემ ფეხებს შორის თავსდდება- დაგეხმარები თუ გინდა - მაისურს მხდის და ხელს შარვლის სათავეში აცურებს - ეს აშკარად ზედმეტია ... ასე ჩემი დაგემოვნება არ გამოვა
-ასე ნელა ჩემ გასაღიზიანებლად რომ მოქმედებ ხომ იცი რაც მოხდება- სწრაფად ვაწვენ და ზემოდან ვექცევი . სურვილისგან შეშლილი ვუკოცნი მთელს სხეულს .თითებს დავატარებ ყველგან სადაც კი შემიძლია და მასთან ერთად ვძირები სიამოვნების ზღვაში...ეს ზღვა ოკიანის ნაწილია და მთლიანად ტალღები გვფარავს...
სუნთქვაგახშირებული ვკოცნი და თავს შიშველ მკერდზე ვადებ. მთლიანად დაცვარულ ზურგზე ათამაშებს თითებს და ისევ მიწვევს. ერთი ხელი თმაში აქვს შეცურებული,როგორც ყოველთვის .
-რაღაც ენერგიის შემორჩენილ ნაწილს ვგრძნობ და რა ხდება?
-ბოლომდე ჩემი დაღლა თუ შეგეძლო არ ვიცოდი...რამე სიზმარი ნახე ?
-დედოფალოოო ...ჩემო ეშმაკო დედოფალო მაიძულეთ
-რა გაიძულე?- ჩემკენ იწევა და ყელში მკოცნის-რა გაიძულე დემეტრე - ყურამდე აღწევს ნიჟარაზე მკოცნის და ბიბილოზე მკბენს
მეცინება და ხელებს ვუკრავ , უნდა რომ მაკოცოს ,მაგრამ ვერ ახერხებს . უცებ მობილურის ხმა მესმის ,ჩემია . სწრაფად ვიღებ და ვპასუხებ.მაშინვე ენთება თვალები როგორც კი ანუკის ვახსენებ
-გისმენ ანუკი...
-დემეტრეე დამეწყოოოო
-რაა? დარწმუნებული ხარ? როგორ კი მაგრამ ჯერ ხო ადრეა...
-მიშველეეე -კივის და არაადამიანური სისწრაფით ვიწყებ ჩაცმას . პირდაპირ საავადმყოფოში მივდივარ რადგან სასწრაფოს იქ უნდა მოეყვანა . ერთად შევედით ეზოში, დავინახე როგორ გადმოიყვანეს მანქანიდან ექიმებმა .
-აქ ვარ ... ყველაფერი კარგად იქნება
-ბავშვი გადაარჩინონ...უთხარი ჩემი გოგო გადაარჩინონ გესმის? დემეტრე ...დამპირდი დამპირდი რომ ეტყვი ...დემეტრეე - დერეფანში მიარბენინებდნენ და თან კიოდა.
ვერაფერი ვუთხარი ,კარი ცხვირ წინ მომიხურეს. რამდენიმე წუთში ბიჭები მოვიდნენ. მარიამმიც რომ გამოჩნდა დერეფანში მათტან ერტად მეც გაკვირვებული ვიყავი
-რა ...მეც ვღელავ. არაფერია ახალი?
-არა ...
-დარწმუნებული ვარ კარგად იქნებიან- ცოტნემ მხარზე ხელი დამკრა და კედელს მიეყრდნო- ახლა ვფიქრობ .... სოფიო ამ დროს სულ მარტო იყო .მას კი ჩვენ ვყავართ , იბრძოლებენ ხომ იცი არა? ანუკის არ იცნობ?
-ვიცნობ...მაგრამ დიდი ხანია გასული.ძალიან დიდი დროა
-შენ გეჩვენება ეგრე თორემ მშობიარობა ორ წამში არ ხდება. დროა საჭირო და სრულიად ბუნებრივია
-გიორგი ექიმო შენ საიდან იცი ეგ
-ექიმი მოდის...-დაჩიმ პირველმა შენიშნა და მაშინვე წამოდგა-როგორ არიან?
-ნაადრევი მშობიარობა იყო ამიტომ ბავშვი რეანიმაციაში იქნება რამდენიმე დღე . დედაც სუსტად არის ,მაგრამ საშიში არაფერია. გილოცავთ
ყველამ ერთად ამოვისუნთქეთ. ვინაიდან არც ქმარი ვიყავით რომელიმე და არც ოჯახისწევრი ვერაფრით დავიტანხმე შეშვებაზე. მაგრამ მეორე დღეს ორივე ვნახე.
-გამარჯობა დედიკოო
-დემეტრეე ... გიოო
-რას გავხარ გოგო გაიცინე იცი რა საყვარელი ბავსვი გყავს> გაჩვენეს უკვე?
-არა... არ მომცეს ადგომის უფლება .თქვენ როგორ ნახეთ
-მედდა დავკერე და ფოტო გადავაღებინე - გიორგიმ გაიცინა და მობილური მიაწოდა- აღიარება არ არის საჭირო ისედაც ვიცი რომ გენიოსი ვარ. ხო ნუ გიკვირს ეგ წითელი ხორცის ნაჭერია შენი ქალიშვილი.ახლა მგონი მამას ჰგავს. რომ გაიზრდება იმედია შენ დაგემსგავსება
მობილურს უყურებდა და ტიროდა... -მისი ნახვა მინდა. ვერ დავარწმუნე ექიმი რომ კარგად ვარ . მინდა მასთან მივიდე ... ამდენ ხანს ველოდი
-დამშვიდდი არ შეიძლება ნევრიუობა ...საღამოს მიგიყვანენ. ახლა ორივესთვის ასე აჯობებს.ძალიან პატარაა ხომ გესმის
-ხომ კარგადაა დემეტრე? მითხარი ხომ არ მატყუებენ . დემეტრეე
-რა სისულელეს ამბობ ანუკი? კარგადაა რა თქმა უნდა. უბრალოდ ყველა ორგანომ რომ ნორმალურად დაიწყოს ფუნქციონირება ცოტა ხნით იქ უნდა ჰყავდეთ. სულ რამდენიმე დღე და მერე ვერავინ წაგართმევს იმ პატარა ანგელოზს. შენც ძალას მოიკრებ
-გპირდები საღამოს თუ არ გაგიყვანეს მე გაჩვენებ ბავშვს
-გიორგი რას ეუბნები თუ ხვდები
-შენ გაჩუმდი რა... ეგ უგრძნობი ექიმები ქალს ბავშვს არ აჩვენებენ რა წესია. ახლა სუსტად ხარ.საღამომდე ჯანზე იქნები - ეკრიჭება და შუბლზე კოცნის- გავედით ახლა ჩვენ დაჩის და ცოტნიკოს შემოვუშვებთ
-მადლობა ... ყველაფრისთვის
-ხმა კრინტი..რაღას ტირი ადამიანო ის თვალებმოჭუტული ციცქნა შენი არ არის?
-როგორ ლაპარაკობ ბავშვზე
-ვაიმე ეგრე არ არის? შეხედე როგორი მრგვალი პატარა და წითელია
-ღმერთო შენ უშველე- გიორგის ღლაბუცმა ანუკი გაამხიარულა.როგორღაც გავიყვანე იქედან და მეორე წყვილი შევიდა.
მარიამი უკვე წასული იყო . რომ დამირეკა გამიკვირდა
-რა ხდება? ყველაფერი რიგზეა?
-კი ...უბრალოდ რაღაც-რარაცეები ვაყიდინე ბავშვისთვის და ლეო მოიტანს შეხვდი ხო?
-არ იყო საჭირო გავიდოდით მერე...
-დემეტრე უბრალოდ შეხვდი ლეოს და მოკითხვა გადაეცი ანუკის...გკოცნი
-მეც ...
საღამოს ეტლით გაიყვანეს ანუკი ბავშვის სანახავად. შემდეგ მშვიდად იყო ..რამდენიმე დღე მალე გავიდა . საავადმყოფოდან გაწერის დღეს ისევ ერთად ვიყავით ყველანი. ბევრი გვაქკვირდებოდა ვე რიგებდნენ ეს ოთხი კაცი რას წარმოვადგენდით დედა-შვილისთვის. პატარა ქალბატონს ელეონორა დაარქვა ანუკიმ. გიორგი იცინოდა ბავშვზე დიდი სახელიაო . ხელში ვერცერთი ვიჭერდით ისეთი პატარა იყო. თავის კალათში ჩამალული არც კი ჩანდა . ტირილითაც კი ხმადაბლა ტიროდა და ფაქტობრივად მთელი დღე ეძინა.
აზრზე არ ვიყავი მარტო როგორ უნდა მომევლო ორივესთვის ამიტომ გიორგი გადმოვისახლე.მართალია მხოლოდ ერთი კვირა უნდა ყოფილიყო ჩემთან და შემდეგ ანუკისტან ერტად ისიც წავიდოდა , ტვინს მტკენდა ამდენი ლაპარაკით მაგრამ მეხმარებოდა კიდეც. სულ რაღაც ორი დღე იყო გასული ბავშვის გამოყვანიდან . არცერთს გვიძინია ის ორი დღე რადგან ბავშვს დრო არეული ჰქონდა და ფაქტობრივად მთელი ღამე ტიროდა. საჭმლის გაკეთებაზე ხომ საერთოდ ჭუიდან ვიშლებოდით. ორი ბოთლი შევიწირეთ და ერთხელ ლამის პირი დავწვით ბავშვს . ანუკის ეძინა და კინაღამ მოგვკლა. კიდევ კარგი სანამ შავუდე პირში ბოთლის თავი ხელზე დაწვეთება გამახსენდა და უცებ მოვაშორე.
-აეგდე ბიჭო..დემეტრე . დემეტრე ვიღაც მოვიდა
-აუ დაგბრიდავ გიორგი... რას დამპირდი
-ვიღაც არის ბიჭო აეგდე ... გათენდა უკვე
-გათენდა? ვინ ჯანდაბაა ამ დილაადრიან. აკუნი არ წყდებოდა. ძლივს წამოვდექი და კარი გავაღე . შავგვრემანი, ორმეტრიანი დაკუნთული ტიპი რომ დამხვდა უკან მივიხედე სხვაგან ხო არ ვარ-თქო. ჯერ ამხედ დამხედა ,მერე სახლში შეიხედა
-ვისთან ხართ?
მერე გამტყდარი ინგლისურით რომ მითხრა ანას დაუძახე თუ შეიძლებაო და ამ აქცენტში იტალირი ამოვიცანი მივხვდი ვინც იყო. სახლში შევიყვანე , გიორგიც რომ გამოჩნდა ისიც ნახევრად შიშველი აშკარად შეეცვალა მზერა ,მაგრამ არ აფეტქებულა .ისევ ანუკის ელოდა. ბავშვის ტირილის ხმამ ყველაფერი არია. წამში გადაკვეთა გზა საძინებლამდე და მერე მივხვდი რომ იქ აღარაფერი მესაქმებოდა
-ეს ვინ იყო... ისე ჩამიქროლა ფილტვის ანთება ამკიდა მგონი. გამოაგდე აქეთ რამე ვირუსი არ ჰქონდეს ბავშვთან როგორ შეუშვი?
-მამამისია და ვერ ვეტყოდი შენ შვილს არ მიეკაროთქო
-ისაა? მოკლედ ანიკოს გემოვნება სულ კარგი ჰქონდა... აუ ეს რას ნიშნავს რომ იმ პატარა ხორცის გუნდას წაიყვანს? ღამეს ვინ გამათენებინებს მერე ...
-არ ვიცი ჯერ არაფერი და გაცუმდი ხომ შეიძლება..მძინავს ნახევრად და თავი მისკდება.
-ბავშვი მე რო დავიტოვო? აუ არ წაიყვანოს ჩემი ელეონოორაა
-გიორგი!
-შენ არ მოგენატრება?
-რა თქმა უნდ ამომენატრება ,მაგრამ თუ წაიყვანს ბედნიერი ვიქნები რადგან მეცოდინება რომ ბავშვს მამაც ეყოლება.
-აბა საცოლე ჰყავსო? ეგრე სადაა გენაცვალე ორივე ჰყავდეს
-გაჩუმდი შევა ხმა
-კარგი ხო ... ყავას მაინც გავაკეთებ იქნებ გამომაფხიზლოს. ერთი რამე მიქაროს გავუერთიანებ იმ ლამას თავ ყბას...
არ ვიცი რამდენ ხანს იყვნენ იქ .ერთად რომ გამოვიდნენ კარგად დავინახე. ანუკი ნელა მოდიოდა და აშკარად ტირილისგან ჰქონდა თვალები დაწითლებული
-კარგად ხარ?
-შერიგდით? მიდიხართ?-გიორგი მივიდა და ხელი მოხვია-მოდი დაჯექი ...
-კარგად ვარ... თურმე საცოლეს დაშორებია. მე რომ წამოვედი იმ დღიდან მეძებს . მერე დეიდაჩემთან მისულა და მას უთქვამს რომ ფეხმძიმედ ვიყავი და პირდაპირ აქეთ წამოსულა როგორც კი დოკუმენტები მოუმზადებია. მერე ჩემ ბინაში რო არ დავხვდი ისევ დეიდას დახმარებით მოვიდა აქამდე და ახლა მთხოვს შანსს . ცოტა ხნით ერთად ვიცხოვრებთ... ჯერ ბავშვს მაინც ვერ წავიყვანთ მეც არ შემიძლია მგზავრობა და ჩემ ბინაში ვიქნებით . მერე არ ვიცი ალბათ წავალ
-იცოდე სანამ წახვალ ჩემი ელეონორა უნდა ვნახო ხოლმე
-რა თქმა უნდა გიო. - გიორგის გაუცინა და მერე მე გამომხედა - არაფერს მეტყვი?
-მე რა უნდა გითხრა ანუკი? ბედნიერი ვარ რომ ელემ მამა გაიცნო
-წასვლამდე არ ჩამეხუტები?
-რა გატირებს ანუკიი - ხელი მოვხვიე და ცავეხუტე
-მადლობას ვერასდროს გადაგიხდი ხომ იცი... სიტყვებს აზრი არ აქვს. შენნაირ კეთილ და კარგ ადამიანებს ღმერთი უხდის სამაგიეროს ყოველთვის და მეც ამის იმედი მაქვს. შენ ვერც კი წარმოიდგენ როგორ მიყვარს ის დღე შენ რომ გაგიცანი - სლუკუნებდა და ისე მელაპარაკებოდა .
-რა სენტიმენტალური გახდი...ასეთი არ მომწონხარ - ვუცინი და ცრემლებს ვწმენ- ნუ გადარევ იმ კაცს ისედაც უკვირს ორ სიმპო ბიჭთან ერთად რომ დახვდი
-ხო... ვერ გაიგო ორივე ნახევრად შიშვლები რატო იყავით სანამ ბავშვი არ დაინახა- უცებ დაიწყო კისკისი. -მეგონა სხვასთან იყავი და დაგკარგეო
-ოჰ ვიღაცას ვიღაცა უყვარს მგონი - გიორგი იკრიჭება და ბიჭს ისევ აიგნორებს-ამასთან არ მოიწყენ ისე ...
-გიორგიი ...
-რა ვცდები დავიჯერო? არ გავს პიდარ... მოდი აქ - ანუკის ამჯერად ის ეხვევა და თავზე კოცნის- წადი დემეტრე ჩაულაგე ნივთები . დღეს შენი მორიგეობა იყო ...
ანუკი რომ წავიდა ცოტა ხანს მათ ოთახში ვიყავი ისევ ბავშვის სურნელი ტრიალებდ აირგვლივ. მაშინ გავიაზრე რომ იმ პატარა არსებამ სულ მცირე დროში შემაყვარა თავი . ცემ გულს რა ვუთხარი თორე ყველაფერს ასე ხომ არ უნდა ვიღებდე. სწრაფად გავეცალე იქაურობას და მარიამთან წავედი. ვიცოდი სამსახურში იქნებოდა ამიტომ უბრალოდ საწოლზე დავემხე და გათიშულს დამეძინა.
-დემეტრეე ... დემეეე გაიღვიძე
-დედოფალოო მოხვედი?
-გირეკავდი...არ მიპასუხე და ვიფიქრე აქ იქნებოდი . სად დაიკარგე დღეს ვეღარ გაუძელი და მიუგდე ბავშვი გიორგის ხომ?
-ის ბიჭი ჩამოვიდა და წაიყვანა ჩვენი ციცქნა გოგო
-წაიყვანა? უკვე? კი მაგრამ როგორ
-არა ჯერ თბილისში არიან ,მაგრამ ანუკის ბინაში გადავიდნენ . თუმცა მალე წავლენ ...
-და შენ უკვე გენატრება ხო?
-რატო ბრაზდები?
-ბავშვი გენატრება თუ დედამისიც
-მარიამ მოდი აქ - ხელი მოვხვიე და ისევ საწოლზე დავსვი, თავი მუცელზე დავადე და მისი ხელი ჩემ თმაში ჩავდე - გაჩუმდი ,სისულელეების საუბარს შეეშვი და მშვიდად ყოფნის საშუალება მომეცი
-საშინელი ქალი არ ვარ ხომ იმ ქალის წასვლა რომ მიხარია...
-ყველაზე მაგარი ქალი ხარ იმ ქალის ,როგორც შენ ამბობ, მოსვლის გამო რომ არ მეჩხუბე .კიდე არ მჯერა რომ ამას გაუძელი
-როგორც იქნა აღარ მეტყვი“ სახლში უნდა დავრჩე“
-ისეთი დაღლილი ვარ ტვინი მეთიშება
-დაიძინე... - მკოცნის და თმაზე მეფერება. ისევ ძილი მართმევს თავს და ვითიშები. შემდეგ შუაღამით მეღვიძება. მარიამს ჩემ გვერდით ძინავს თავისი იასამნისფერი პენუარით .ფრთხილად ვდგები და სამზარუელოში გავდივარ , ისე მშია რამე რომ არ ვჭამო კუჭი პროტესტის ნიშნად აფეთქდება. არაფრის მზადების ძალა არ მაქ უბრალოდ რამდენიმე კვერცხს ვწვავ და საწებელთან ერთად მივირთმევ. შემდეგ უკან ვბრუნდები სააბაზანოში შევდივარ დასაწოლად ვემზადები და ისევ ფრთხილად ვბრუნდები საწოლში. მარიამი იღვიძებს და ზემოდან დამყურებს
-სად იყავი სამზარეულოში ხო? მსუნაგო რომ გასუქდები და ღიპი დაგედება იცოდე თავიდან მოგიშორებ
-რა გამხიარულებული ხართ პირდაპირ მაოცებთ...რას არ აამბობ ჩემ გამოსაწვევად
-გამოწვევა რომ მინდოდეს აი ამას გავაკეთებდი- მუცელზე მაჯდება ,მაისურს მაშორებს და კოცნას მიწყებს. მუცლამდე რომ აღწევს მკბენს- აი ხომ ხედავ კუბიკები სულ აღარ გაქვს
-არც მქონია კუბიკები ... უკუბიკოდ მოგწონდა შენ ჩემი სხეული -სიცილით ვახსენებ .ის ისევ ქვემოდან მიყურებს
-ხოდა ვარჯიში უნდა დავიწყოთ...
-არ ვაპირებ!
-კარგი რა დემეტრე რა არასპორტული ხარ .
-დილით ძილი მირჩევნია...
-ზარმაცი ხარ რა...რომ გეუბნები ბრაზდები
-შენ ივარჯიშე ...შენს საჯდომს გამკვრივება არ აწყენს- ხელს ვუჭერ საჯდომზე და ჩემკენ ვწევ-ეს აშკარად ზედმეტია- პენუარს ვხდი და საწოლზე ვაგდებ. -რახან გაიღვიძეთ დაკარგული დროის ანაზღაურება დავიწყოთ...გაბედნიერება არ გაწყენთ
-გაბედნიერება ხომ?
-დამშვიდებაც ...
-მე რატომ მგონია რომ უფრო მაგიჟეეეებ დემეტრეე ნუ მკბენ ყელზე შეხვედრებზე ვერ დავმალავ
-ამდენ ხანს რატომ არ ჩუმდები მიკვირს
-საზიზღარი ხარ... მარტო ჩემი ოღონდ- იცინის და მკოცნის....
...
ანუკის და ბავშვის წასვლას მალევე შევეგუე. მათთან ბინაშ მხოლოდ რამდენჯერმე ვიყავით ყველანი ერთად. რომ დავრწმუნდი ორივე კარგად იყვნენ მშვიდად დავუბრუნდი ძველ კალაპოტს.
ყველაფერი კარგად იყო დედაჩემის წუწუნს თუ არ ჩავთვლით რომელიც მთხოვდა რომ ქუთაისში ჩავსულიყავი. რომ მივხვდი მართლა ცუდად ვიქცეოდი და სულ დავივიწყე ოჯახი ნოსტალგიაც მომაწვა და სამსახურის შემდეგ პირდაპირ ქუთაისის გზას დავადექი. რიკოთს რომ გავცდი და დდასავლეთის ჰაერი შევისუნთქე თითქოს ის ლოდიც მომეხსნა მხრებიდან რაც დამრჩენოდა. მიყვარს ყველაფერი მშობლიური და ამას ვერ შევცვლი. სახლში შესულს ყველანი მაგიდასტან დამხვდნენ. ვახშმობდნენ, დედა რაღაცას ექოთქოტებოდა სანდროს ის კი მშვიდად უსმენდა ,თან მიირთმევდა. მე რომ დამინახა მაკუნამ მაშინვე წამოვარდა და გამოიქცა
-ჩემო სიცოცხლე... ჩემო ბიჭოო როგორ მომენატრე.. ღმერთო როგორ გამახარე ჩემო საყვარელო- მკოცნიდა და მეხვეოდა. მერე ჩემი სურნელი შეიგრძნო და ტირილი დაიწყო- შენი სურნელიც კი მომანატრე ...ამდენ ხანს დაკარგვა როგორ შეიძლება.საშინელი ბიჭი ხარ
-დეე კარგი რა... მაკუნა რატო ტირი ხო ჩამოვედი. უბრალოდ არ შემეძლო აქამდე . ჩემი ტკბილი დედიკოოო ..ჩემი მაკუნააა . როგორ მიყვარხარ დეე - მთელი სახე დავუკოცნე და მაგრად მოვეხვიე. ყველა უჯრედი აივსო სიხარულით. მერე მამას მოვეხვიო და პატარა ძამიკოც ჩავიკარი გულში
-მომშორდი თუ კაცი ხარ ...
-შე გულქვა ექიმო... სულ არ მოგენატრე?
-მომენატრე კი არა ტვინი შემიჭამეს ყველა მხრიდან შენ გახსენებენ და რადგან ჩამოაღწიე და დავისვენებ რაღას დავეძებ
-უმადუროო არსებავ! ასე უნდა ხვდებოდე ძმას?
-მასხარები რატო არ წამოიყვანე ...
-მარტო ვარ ამჯერად... ცოტა ხნით ჩამოვედი. უამრავი საქმე მაქვს ხვალ უნდა წავიდე
-რაო? - მაკამ ისე შეიცხადა და გამოვარდა სამზარეულოდან ჩემი ხაჭაპურები სულ დაწვა მგონი- არც კი იფიქრო წასვლაზე იცოდე. ჩემ გვამს თუ გადააბიჯებ ფეხს დემეტრე მხეიძე. იცოდე რომ წახვიდე ხვალ აქედან ჩემი სახელი აღარ ახსენო. გახდა აქ სამსახურზე თავგადაკლული ბიჭი. აღარ უნდა შეეშვა ამ მუშაობას? გასაგებია რომ ეხმარები ,მაგრამ უკვე თავადაც შეძლებ ყველაფრის მოგვარებას ის გოგო . შენზე მეტი აქვს განათლებაც და ჭკუაც. შენ გიჯობს შენ საქმეებს მიხედო ,დავბერდით ჩვენ .შენი ძმა ექიმობას აპირებს, პატარაა და ვერ მიხედავს ყველაფერს შენ კიდე სხვის მილიონებს მეთვალყურეობ იმის მაგივრად რომ ტავად არ დარჩე უსახლკაროდ... და უშემოსავლოდ. იმაზე ხომ არარაფერს ვამბობ რომ ბერდები და ცოლი არ მოგყავს. საერთოდ უშვილძიროდ გინდა მოკვდე ხომ? აწი დედა ბავშვის გაკეთების ტავიც აღარ გექნება და სდიე იმ შენ ბოზებს და იყავი - ასეთი გაბრაზებული მაკა პირველად არ მინახავს ,მაგრამ არც ხშირად მინახავს. მითუმეტეს მე რომ მეჩხუბებოდეს ასე ძირითადად მამასთან იცოდა ხოლმე. გაოცებული დავრჩი და ასე ენაჩაგდებული ვუყურებდი. მამა და სანდროც გაჩუმდნენ .მან კი მონოლოგი დაასრულა ამოისუნტქა და ძალიან მშვიდად შებრუნდა სამზარუელოში- წავალ ხაჭაპურს მოგიტანთ
-აი რომ გეუბნებოდით დედათქვენმა გამითეთრა თმა და დამაბერა-თქო ...ახლა ხომ ხედავ რა აფტარიცაა. რომ ჩხუბობს მერე მშვიდდება ...ვიზიარებ ჩემო ბიჭო შენზე გადმოვიდა უკვე
-მესმის მხეიძეე და ნუ გამომიყვან მანდ თორე ცომის საბრტყელებელით გაგიტეხავ თავს ! -სიცილნარევი ხმა რომ გავიგე მერე ამოვისუნთქე თორე მართლა მეგონა რომ მოგვკლავდა.
-ახლა მესმის ასეთები რატო ვართ მე და შენ... - სანდრო მეუბნება და იცინის.
-ისე მართლა რა გჭირს დემეტრე... აღარაა დაბრუნების დრო? მეც ვფიქრობ რომ უკვე ოჯახზე ფიქრის დროც მოვიდა. არარ ხარ პატარა რა იქნება რო მომასწრო ერთ ბავშვს. ყველა ჩემი ძმაკაცი ბაბუაა უკვე და მე რა დავაშავე ასეთი ..ტყუილად მოვიყვანე კაცო 20 წლისამ ეს ალქაჯი და გავამწარებინე ახალგაზრდობა?- ჩუმად მელაპარაკებოდა ,მაგრამ უკვე უკან ედგა დედა - უკანაა ხომ?
-კიი- ტავი დავუქნიე და დედას გავხედე ხელში დიდი თეფშით ხაჭაპურის ნაჭრები რომ ეწყო. ისეთი სურნელი ჰქონდა თითქოს გეძახდა ახლავე შემჭამეო. უცებ წამოვდექი და მთელი თეფში გამოვართი-დე ეს მე მომეცი მაამს სხვა რამე გაუქანე ხო?
-დიდი ხნის წინ შემაქანა მე ამას რომ გავყევი და „გავუმწარე ახალგაზრდობა“ მეტის ღირსი რატომ არ ვარ...
-კარგი ახლა მაკა რა იყო ...ვიხუმრე ხომ იცი . უბრალოდ ვარწმუნებ ბიჭს და
-ხმა ჩაიგდე მხეიძე თუ არ გინდა რომ ენა ამოგაცალო ...-განაწყენებული უყურებს და ოთახიდან გადის .მამაც უკან მიჰყვება და გეფიცებით ამ სანახაობაზე უკეთესი არაფერია. მთელი ბავშვობა ასე იყო, დედა სულ ეკამათებოდა ,მაგრამ როგორც კი რამე მსგავსს იტყოდა მამა მაშინვე გულთან მიჰქონდა და ტირილს იწყებდა. მერე მამაც მის შემორიგებას იწყებდა და საერთოდ ვისღა ახსოვდა ბავშვი. თავისუფლება ისეთი კარგი იყო ამ დროს სანამ მამა დედას ირიგებდა ...
როგორც კი საძინებელში შევაღწიე მობილური ვიპოვე და მარიამს დავურეკე
-სად ხარ ? გინდა გადავირიო?
-კარგად ვარ ... რა ხდება ისე მოგენატრე შეიშალე?
-დემეტრე შენი აზრით მეცინება? იცი რამდენჯერ დაგირეკე? მობილურს დახედე რამდნეი შეტყობინება გამოგიგზავნე? არსად იყავი ლამის ყველა კლუბში გავგზავნე ბიჭები რომ ეპოვეთ... ისე გავარდი კომპანიიდან არაფერი გითქვამს - მივხვდი რომ ნამდვილად ღელავდა და ხმა ისე უკანკალებდა ცოტაც და იტირებდა- საზიზღარი ბიჭი ხარ...სულ არ ფიქრობ ჩემზე .საერთოდ არ გახსოვს რომ ვიღაც გელოდება და ვიღაცას აინტერესებს როგორ ხარ . ხომ შეგეძლო უბრალოდ მოგეწერა რომ კარგად ხარ..ჯანდაბა ! მე ხომ არ გეკითხბეოდი სად და ვისთან ერთად იყავი .მე აქ ნერვიულობისგან შევიშალე , ვეღარ ვაზროვნებ შენ კი შენ ისევ გგონია რომ მხოლოდ სექ.ისთვის გირეკავ
-მაპატიე დედოფალო...მართლა არ მინახავს მობილური, გეფიცები არ მინახავს . ქუთაისში ვარ ჩემებთან. მომენატრნენ და ვიფიქრე ჩავალ ვნახავ და დილით დავბრუნდები-თქო ,მაგამ დედაჩემი გაგიჟდა უნდა დარჩეო და ვეღარ მივაღწიე მობილურამდე . მაპატიე ,ვიცი ისედაც რომ ჩემზე ფიქრობ და ნერვიულობ დედოფალო ხომ არ ბრაზობ?დედოფალოო აღარ მელაპარაკები? რა გავაკეთო რომ შემოგირიგო ...
-ასეთი ხმით ნუ მელაპარაკები და საერთოდაც თავი დამანებე. არ ვბრაზობ... რა მინდოდა ვერ გავიგე სად იქნებოდი აბა რა უნდა მოგსვლოდა . ჩემი ბრალია სულელი და უტვინო რომ ვარ და რომ ვეღარ ვფქრობ იმიტომ...ან საერთოდ რა ჩემი საქმე იყო სად იყავი.რომ არ მიპასუხე ერტხელ ვერ შევეშვი ...
-დედოფალო დამშვიდდი , შედი საძინებელში და დაწექი
-საძინებელში ვარ ...
-დაწექი მიდი...
-არ მინდაა არ დამეძინება მაინც...
-მარიაამ
-კარგი ხოოო მივდივარ. დავწექი საბანიც დავიფარე ახლა კმაყოფილი ხარ? წავედი მე რამეს მაინც ვუყურებ და იქნებ დამეძინოს
-ახლა შუქი ჩააქრე, კომფორტულად მოეწყვე და თვალები დახუჭე ...
-შენ რას აკეთებ.
-მე მაისურს და შარვას ვიცვამ ... ახლა დავწვები და ერთად დავიძინებთ. შენ ამ საღამოს გადატანილ ღელვას დაივიწყებ და მშვიდად დაიძინებ.
-შენც დაიძინებ ჩემთან ერთად?
-შენ კიდევ არ გძინავს? მე უკვე მძინავს იცი?
-და სიზმრიდან მელაპარაკები?-იცინის და მესმის როგორ ტრიალებს საწოლში . ალბათ გადაბრუნდა
-თვალები დახუჭე და ერთად დავიძინოთ
-ტკბილი ძილი დემეტრე... - ჩუმად მეუბნება და ჩუმდება. მეც აღარაფერს ვამბობ და მის სუნთქვას ვუსმენ. თვალები მეხუჭება და მასთან ერთად ვეშვები მორფეოსის სამყაროში...
დილით 11 საათზე მეღვიძება, მობილურს ვიღებ და სეტყობინებას ვუგზავნი მარიამს,რადგან ვიცი რომ უკვე თათბირზე იქნება.“ დილამშვიდობის დედოფალო. იმედი მაქვს ჩემ გარეშე ართმევთავს საქმეს“ პასუხს იგვიანებს ,მაგრამ მაინც მწერს-„დილამშვიდობისა. შენ გარეშე უფრო მშვიდად ვხვდები ამ ბიჭებს...აქ რომ იყო ყველას დააშინებდი და საქმეს ჩამიშლიდი“ ახლა გახდა ენაწყლიანი. ამხელა შეტყობინებას რომ მიგზავნის ნეტა იქ რას აკეთებს. ვინ ბიჭები, ის ორი იდიოტი მოვიდა ცალ-ცალკე რომ ცდილობენ მარიამის შებმას? „რა სპექტაკლს ვტოვებ. მაგათ ცქერას რა აჯობებდა . ჩაიწერე მნიშვნელოვანი ფრაზები და დაიმახსოვრე“ ამჯერად ისევ იგვიანებს მგონია რომ აღარ მომწერს „ იწერ უკვე და ამიტომ აღარ მწერ ხო? ასეთ საოცრებებს გეუბნებიან ?“ მეღიმება რომ წარმოვიდგენ მის გამომეტყველებებს. მუცელზე ვწვები და ბალიშში თავს ვრგავ მზის სხივებს რომ გავექცე. მობილური ისევ ზუზუნებს „ მგონი პირდაპირ საქმეზე გადასვლა უნდათ და ჯგუფურზეც არ იტყვიან უარს ისე ერთობლივად მეფლირტავებიან“ ოხ მარიამ, ოხ მარიაამ რომ ცამოვალ რას გიზამ რომ იცოდე ჩემი გაგიჟებისთვის . „მგონი ერთმანეთს ეფლირტავებიან და თამაშგარე არ დარჩე“ „რატომ მგონია რომ კუნკურენციას გავუძლებ და მოვხიბლავ ორივეს“ „საქმეს მიხედო სჯობს თორემ დაკარგე 2 მილიონი !“ ცოტაც და მივახეტქებ მობილურს... არა ხომ ვიცი რომ ნერვებზე თამაშობს, არც პირველია და არც უკანასკნელ მსგავს რამეებს რომ მწერს ,მაგრამ რომ აგვიანებს პასუხს ნერვები მაწყდება. „საქმის გარესეც მომცემენ მაგ ფულს, ამ საღამოს რესტორანში ვხვდები ბაჩოს და დავარწმუნებ“ „რესტორანში რა გინდათ ...მანდ ვერ გესაუბრება თუ რა?“ ვწერ მაგრამ პასუხს აღარ მიბრუნებს. საწოლშიც ვეღარ ვისვენებ, თან ქვემოდან ხმაური მესმის და იძლებული ვარ ჩავიდე. სანამ შხაპს ვიღებ და თმას ვიმშრალებ სამი საათი ხდება , ჩაცმა მეზარება და შორტით ჩავდივარ ქვემოთ . საკმაოდ ცხელა და ცივ ლუდი მინდება. პირდაპირ სამზარეულოში შევდივარ და ვიღაცას მთელი ძალით ვეჯახები. კივილის ხმა მესმის, გაფართოებულ ცისფერ თვალებს ვხედავ და ინსტიქტურად ვხვევ ხელს და ჩემკენ ვიზიდავ რომ წონასწორობა შეინარჩუნოს
-აააააა... ვაიმე .გადავრჩი მგონი - უცებ ჩუმდება და ხელებს ჩემ მკერდზე ამოძრავებს - იქნებ გამიშვათ ხელი ...
-რა თქმა უნდა...მაპატიეთ არ ველოდი ვინმე თუ იქნებოდა სამზარუელოში.
-დიანა შვილო იპოვე ...უი დემეტრე გაიღვიძე? ახლა ვაპირებდი ამოსვლას შენთან .
-ხო? რა ხდება? - გოგოს გვერდს ვუვლი და მაცივრისკენ მივიწევ. ლუდის ქილას ვიღებ ვხსნი და ვსვამ .მაკას აშკარად არ მოსწონს ჩემი ქცევა. ის გოგო ისევ მიყურებს და ვერ ხვდვები ამდენ ხასნ რატომ არის მაკას სამზარეულოში ვიღაც უცხო გოგო.
-როგორ თუ რა ხდება..სტუმარი რომ გვყავს ვერ ხედავ? ახლა ჩვენ გავალთ ეზოში ... შენ ჩაიცვი და გამოდი - მშვიდად კი მეუბნება მაგრამ რეალურად მიბრძანებს ,მერე იმ გოგოს სახელად დიანას უღიმის -წამოდი შვილო ეზოში გავიდეთ...
მიდიან ...მე კი საჭმელს ვეძებ და როგორც კი ვპოულობ ვცდილობ მივირთვა ტავზე რომ მაცხრება მამაჩემი
-აქ რას აკეთებ დემეტრე ...სწრაფად ჩაიცვი და გამოდი .
-რა ხდება მიწისძვრაა და ვერ ვიგრძენი?
-დადე ეს ბუტერბროდი და გამოდი თუ არ გინდა დედაშენი გაგიჟდეს!
-რატო უნდა გაგიჟდეს
-გამოდი--მეთქი დამიჯერე
-კარგი ხო გამოვალ... შევჭამ ოღონდ ჯერ
-ახლავე დემეტრეე ...ჩაიცვი ეს- მაისურს მესვრის და მიცდის
-რა დაგემართათ ხალხო .-მაისურს ვიცვამ .ფეხზე ვდგები შორტის ღილებსაც ბლომდე ვიკრავ და კედების თასმებს ვუყურებ .მეორედ რომ შევქანდე წავიქცევი უეჭველი,დღეში ორჯერ არ გამიმართლებს.
ეზოში გავდივარ და მაგიდისკენ მივდივარ ,რომელიც ხის ქვეშ გადაუტანიათ და ატასგვარი ტკბილეულით დაუხუნძლავს დედაჩემს. გოგოს რარაცას უყვება და მე მიყურებს
-აი მოდის ,ისეთი გადაღლილია ამდენი მუსაობის შემდეგ ხომ ხედავ რა დრომდე სძინავს თორემ ისე სულ ადრე იღვიძებს ხოლმე
-მეეჭვება აინტერესებდეს რომელ საათზე ვიღვიძებ დედა! - მაგიდის მეორე მხარეს ვაპირებდი დაჯდომას მამამ რომ დამასწრო და თან აშკარად სწრაფად იარა რომ დამჯდარიყო . დიანას გვერდით ვიკავებ ადგილს და დედას ვუყურებ .სანამ რამეს ვიტყვი დედა აგრძელებს ისე რომ ჩემ სიტყვებს სულ არ აქცევს ყურადღებას...
-დემეტრე დე დიანა ხომ გახსოვს? -სანამ ვეტყვი პასუხს ისევ აგრძელებს- ნელი დეიდას ნათლული . წელს დაიწყო ჩვენთან მუშაობა ...ისტორიის მასწავლებელია .თუმცა დარწმუნებული ვარ მალე ლექტორიც გახდება ისეთი ჭკვიანი გოგონაა
-აჭარბებთ მაკა დეიდა - გოგონამ დაიმორცხვა და ისე შეეფაკლა ლოყები თითქოს საოცრებას ამბობდა .
-სამწუხაროდ არ მახსოვს ადრე თუ მინახიხარ,მაგრამ სასიამოვნოა შენი გაცნობა- თავაზიანობის გამოჩენას ვცდილობ და ვუყურებ . ისე შემომცქერის და ჩემი მშობლებიც ისე უცებ აგრძელებენ ხან ჩემს და ხან დიანას ქებას რომ ძალიან მალე ვფხიზლდები და ვხვდბეი რაც ხდება.
-ვაიმეე სულ დამავიწყდა ... უთო მქონდა მგონი ჩართული -როგორც კი მამა გადის მაშინვე იცხადებს დედაჩემი და ისიც გვტოვებს. აღარ ვიცი გავბრაზდე თუ სიცილი დავიწყო ამ ყველაფერზე. ტელეფონს ნერვიულად ვათამაშებ ხელში მარიამის შეტყობინებას ველოდები,ისედაც ნერვებმოშლილი და აღელვებული ვარ ახლა კი ეს მორცხვი გოგონა დამემატა ,რომელიც ისე მიყურებს თავი პოლიმპოს ღმერთი მგონია .კიდევ კარგი საუბრის დროს სიტყვები არ ერევა და მხოლოდ გამომეტყველებაზე ეტყობა მღელვარება.
-დიდი ხნით ხართ ქუთაისში?
-არა, სამწუხაროდ დრო არ მაქვს და მალევე უნდა დავბრუნდე თბილისში.
-მაკა ბევრს საუბრობს თქვენზე... ხშირად ამბობს რომ დამღლელი სამუშაო გაქვთ. ალბათ შვებულება დიდი ხნით გექნებათ ასეთი წლის შემდეგ
-მაკას ჰგონია რომ დამღლელი სამუშაო მაქვს,რადგან ადრე ხშირად ჩამოვდიოდი და ახლა ვერ ვიცლი. მე შენი საქმე მგონია რთული... ზოგადად დედაჩემს რომ ვაკვირდებოდი ბავშვობაში ისეთი გადაღლილი იყო ბავშვებთან ურთიერთობით. ფსიქოლოგიც უნდა იყო რომ ამდენ ბავშვთან ურთიერთობა შეძლო ,მითუმეტეს ასეთ ასაკში
-დაბალ კლასებში ყველაფერი მარტივადაა... დამამთავრებელ ჯგუფებში კი ცოტა რთულად რადგან სულ რამდენიმე წლით უფროსი ვარ მათზე.მგონი ზარს ელოდებით - ხელზე მიყურებს ,თუმცა ჩემი თითები დიდი ხნის წინ შეისწავლა ზომაც მითხრას შეიძლება რომ ვკითხო.
-დიახ ...ზარს ნამდვილად ველოდები
-უკვე ორი საათია ელით და აშკარად არ ჩქარობს - იღიმის და მიყურებს -ასეთი მნიშვნელოვანია? მაპატიეთ ცუდად არ გამიგოთ ...უბრალოდ ვხვდები რომ გაქცევა გინდათ და იქნებ ჩემთვისაც მოიფიქროთ მიზეზი რომ ისე წავიდე მაკა არ გავანაწყენო
-არა მე უბრალოდ არ ველოდი მსგავს სტუმარს და
-მსგავსში რას გულისხმობ, გარიგებაში ჩართულ საცოლის კანდიდატს? -იცინის და ჩანთას ხელს ავლებს- რომ მცოდნოდა უბრალოდ ყავაზე დაპატჟება არ იყო ჩემთვის საინტერესო თემაზე სასაუბროდ ნამდვილად არ ვიქნებოდი აქ . თუმცა სასიამოვნო იყო შენი გაცნობა...ახლა კი ნახვამდის.მგონი მოიფიქრებ რამეს ჩემ ნაცვლად - იხრება ლოყაზე მკოცნის და მიდის.
მე მისი ქცევა საერთოდ არ მადარდებს მინდა დედაჩემს და მამაჩემს ვეჩხუბო .როგორც კი ჭიშკარი იკეტება მაშინვე სახლში შევდივარ და ფანჯარასთან მდგომ წყვილს თავზე ვადგები
-აბა გისმენთ რომელი დაიწყებთ..ვისი იდეა იყო.რა თქმა უნდა შენი დედა. საერთოდ სკოლაში რომ დაბრუნდი ახლა რატომ ვიგებ ან ეს გოგო სად იპოვე ან რა ჯანდაბაა საერთოდ სულ გაგიჟდით თქვენ?
-როგორ მელაპარაკები ლაწირაკო ტავი ვინ გგონია... მე დადა ვარ თუ ვინ. უფლება აღარ მაქ შვილიშვილი მინდოდეს? არ მაქ უფლება ნორმალური რძალი მინდოდეს? ის უბრალოდ იდეალურია თუ იხედები საერთოდ თვალშ რას უწუნებ. ქერა , შხვართი ლამაზი ქალია რა აქ შენი დასაწუნი რა. კარგი ოჯახის შვილი, წესიერი, ზრდილობიანი .სამსახურიც კი ისეთი აქვს კარგ შილებს რომ გაგიზრდის და მშვიდად გამყოფებს. ნაკლს ვე რუპოვი ძალიან რომ მოინდომო ისეთი გოგოა
-ხო? და მე რატომ მგონია რომ რძალი იქნება კარგი და არა ცოლი. შეგიძლია შენ მოიყვანო და დაისვა სახლში. ისიც შეგიძლია გადასცე რომ ტყუილად თქვა ის სიტყვები...ძალიან კარგად ვიცი რის გამო მოვიდა აქ და რის გამო არა.
-რა უნდა ეთქვა აბა მომწონხარ და იმიტომ მოვედიო? თავი დაემცირებინა?
-სულელური ტყუილი რომ თქვა ეგ იყო კარგი?შენნაირი ქალების გამო ჰგონია თავი დიდი ვინმე. არადა ერთი მორცხვი მასწავლებელია და სხვა არაფერი. მისნაირი მშვიდი და უფერული ქმარი სჭირდება . მე კიდევ სულ არ მინდა იდეალური ცოლი... მე არ ვარ იდეალური და რაში მჭირდება ისეთი ქალი რომელიც შენ მოგეწონება და მე მხოლოდ იმიტომ ამიდ... რომ ბავშვი გავაკეთო - ვიცი ! ვიცი რომ ამდნეი არ უნდა მეთქვა,ასე არ უნდა გამოვსულიყავი მდგომარეობიდან,ასე არ უნდა დავცემულიყავი არც ის გოგო გამელანძრა ზურგს უკან როცა პირში არაფერი ვუთხარი ისე გავუშვი,მაგრამ ასე მაგრადაც თუ გამაწნიდა სილას მაკა არ ველოდი. ბოლოს სამი წლის რომ ვიყავი მაშინ მომცხო და მას მერე ქოთქოთს ჯერდებოდა. ახლა კი ისე მიყურებდა სიტყვის თქმაც აღარ შემეძლო
-უზრდელო ... გაუზრდელო ტუტუცო ბიჭო ! რას ლაპარაკობ თუ ხვდები
-მაკა! - მამამ უცებ გადაკვეთა მანძილი და დედას ხელი მოხვია- დემეტრე რა ჯანდაბაა!
-არაფერი მითხრა... ხმა არ გამაგონო . მთელი მხეიძეები ერთნაირი ვირები ხართ და არაფერი შეგცვლით. ხელი გამიშვი ... შენ კიდე სადაც გინდა იქ წაბრძანდი და რაც გინდა ის გააკეთე .რომ დაგავიწყდება ეგ გარტყმა მერე დაბრუნდი ...მეც მექნება დავიწყებული შენი ლაპარაკი - მამას ხელი გააშვებინა და წავიდა.
-არაფერი მითხრა გთხოვ... მეცქარება . უნდა წავიდე
-მიბრძანდი... არავინ გაკავებს . მე კი ვიცი რომ ზედმეტად დიდი ხარ ,მაგრამ რა ვქნა მაკას ვერ შევასმინე ვერაფერი და იქნებ ახლა მაინც მიხვდეს რომ აზრი არ აქვს ... და კიდევ ერთხელ ასე ილაპარაკებ ჩემ ცოლთან და ერთს მაგრად მოგდებ ყბაში ! -მეხვევა და მერე მიშვებს.
ჯერ ძალიან სწრაფად მივდიოდი...შემდეგ მივხვდი რომ რამეს დვაიშავებდი და თან უკვე მშვიდად ვიყავი. ტბილისში რომ ჩავედი საღამოს ცხრა საათი იყო. ბინაში რომ სევედი და მომზადება დავიწყე, მერე გავიაზრე ეს ყველაფერი რატომ ჩავიდინე, ასე რატომ ვჩქარობდი იმ მანქანას კინაღამ რატომ შევასკდი და გაგიჟებული დედაჩემი რატომ დავტოვე სახლში ისე რომ არაფერი მითქვამს შემოსარიგებლად.
ვეჭვიანობდი! ყველაზე სულელურად . სისულელის გამო და იმდენად ვიყავი გათიშული რომ ვერაფერს ვიაზრებდი.
ყელზე მორგებული ჰალსტუხი მოვიშორე და დანარჩენი ტანსაცმელიც მივაყოლე. ისევ დავკიდე კარადაში . შორტი და მაისური ჩავიცვი . კონდიციონერს ავუწიე და საწოლზე გავწექი. ხელები გავშალე და გრილ ჰაერს ვადროვე ახურებული სხეულის ჩაცხრობა. იქნებ გონებაც ნორმალურად ამუშავებულიყო...
მშვიდად ავდექი და მარიამის რეზიდენციისკენ წავედი.
მის საძინებელში ღამის თორმეტ საათამდე ვიჯექი და ველოდი როდის გამოჩნდებოდა. ზუსტად ამ დროს შემოვიდა მისი მანქანა ეზოში დაცვის თანხლებით. მძღოლმა კარი გაუღო და ისიც გადმოვიდა. ნარნარი მოძრაობით დაიძრა სახლისკენ და რამდნეიმე წუთში კიბეზეც გაისმა მისი ფეხსაცმლის ხმა. კარი მშვიდად შემოაღო ,ზურგს უკან მიხურა და სამკაულების მოშორება დაიწყო უცებ რომ გამისწორა მზერა.
-დემეტრე?


დალაგებული თავი ისევ არ არის ,მაგრამ ვცდილობ ნელ ნელა ლოგიკური გაგრძელებაც გამოვიდეს ,მაგრამ არ ვიცი



№1  offline მოდერი CeCe))

არ ვიცი რა გითხრა,მარიამ...
ყოველ თავზე მაკვირვებ უფრო და უფრო.
სხვა რაღაცას ველი,რომ მოხდება და
სულ სხვა რაღაც ხდება.
ეს კი ძალიან მაგარია ჩემთვის!
მოულოდნელაად,რომ მოხდება ის,რაზეც
საერთოდ არ გიფიქრია.
ძალიან კარგი გოგო ხარ!

 


№2  offline მოდერი sameone crazy girl

dreamer14
არ ვიცი რა გითხრა,მარიამ...
ყოველ თავზე მაკვირვებ უფრო და უფრო.
სხვა რაღაცას ველი,რომ მოხდება და
სულ სხვა რაღაც ხდება.
ეს კი ძალიან მაგარია ჩემთვის!
მოულოდნელაად,რომ მოხდება ის,რაზეც
საერთოდ არ გიფიქრია.
ძალიან კარგი გოგო ხარ!

მადლობაა heart_eyes

 


№3  offline წევრი An_Gel

აუუუუუაუუუუუუ იჩხუბონ რაა.
ანუ,კი არ იჩხუბონ,ცოტა მოთხოვოს უკვე დემეტრემ სერიოზული ურთიერთობა.
მაკა შეიძლება რაღაცეებში არ არის მართალი,მაგრაგმ მართლა უნდა ხვდებოდეს ორი ზრდასრული ადამიანი,რომ ერთმანეთი უყვარს და მარტო "საყვარლობა" არ შეშვენით.
ანუკის გამოჩენით მგონი უნდა მიმხვდარიყვნენ რო ცოლ-ქმრობისთვის და ბავშვისთვის მზად არიან.
თორემ მართლა გაურიგებენ დემეტრეს ვიღაცას და იყოს მერე მარიამი ისე.
მე მინდა,რომ დემეტრემ ამ ვიღაც დიანას შესახებ უთხრას მარიამს და აგრძნობინოს,რომ ოჯახს უკვე უნდა მისი ცოლი. მგონი მარიამი რაღაცეებს ვერ ხვდება და მიახვედროს უკვე დემეტრემ რაა.
მომბეზრდა ეს ამათი საყვარლობანა და ბინაში შეხვედრები. თავსაც იტანჯავენ და ჩვენც გვტანჯავენ. :D :D :D

 


№4 სტუმარი Tako

Demetre da Mariami xo saswaulebi arian. Magram es "Meore Xarisxovani" Wkvilebi upro momwons me da Nias da dachis dzmis Momavalma "Wkvilma" Dzalian damainteresa

 


№5  offline წევრი ucnobi_18

შეწყვეტა არ გაბედო და როგორც შენ ეძახი შენოსთანა "ნაჯღაბნი"ძალიან ცოტას აქვს და მე უბრალოდ მიყვარს ეგ "ნაჯღაბნები"❤

 


№6 სტუმარი lile

Kargiaa kargi gogo xarr shenn :D

 


№7 სტუმარი ^_^

საერთოდ არ მომწონს მარამის და დემეტრეს წყვილი. იმდენად უაზრო ურთიერთობა აქვთ, ნორმალური საყვარლებიც კი ვერ არიან. საყვარელი ყავდეს ადამიანის და ასეთი მოსაწყენი არ ვიცი :დ ისტორია მომწონს სხვა წყვილებიც და ეს წყვილი ძალიან უაზროა. პირველი თავიდან ვკიხულობ ისტორიას და ამ წყვიის მიმართ ვერაფრით განვეწყვე კარგად, სრუტი რუტინა აქვთ. 20 წლის მოსაბეზრებელი ოჯახს გვანან.

 


№8  offline მოდერი sameone crazy girl

მადლობა მადლობა და კიდევ მადლობა...

 


№9  offline წევრი თუთა პირველი

როგორ მაბრაზებს დემეტრეე... მგონი უკვე დროა საკუთარი პრინციპები დაიცვას. ამ გადმოსაედიდან როგორც პიროვნება და როგორც კაცი ძალიან სუსტდება და დედამისი მართალია, როცა ოჯახის საქმე და ბიზნესი აქვს მისახედი ცოტა უხერხულია სხვისი კუდში დევნა და თვალებში ციცინი, ან იმდენი შეძლოს, რმ ურთიერთობა სხვა ეტაპზე გადაიყვანოს ან არა და ექცეს მაშინ "კარის მსახურად" მარიამს

 


№10  offline წევრი tamuna.s

მე ძალიან მომწონს ეს წვილი, მაგრამ უკვე დროა ურთიერთობა სხვა ეტაპზე გადაიყვანონ, აღიარონ რომ უყვართ ერთმანეთი და ამ კუკუ-დამალობანას მოეშვან. დარწმუნებული ვარ რომ ნატალიამ იცის მათი ურთიერთობის შესახებ და არ იმჩნევს. ხოდა რა უნდა გკითხო, დემეტრე რამდენი წლის არის? flushed

 


№11  offline მოდერი sameone crazy girl

მადლობა ყველას ვეცდები ისეთი დასასრული იყოს ყველას რომ მოეწონოს ეს ერთი თავი მაინც

 


№12 სტუმარი Guest Mia15

Me dzAlian momwons sheni istoriebi da velodebi shemdeg tavs.

 


№13 სტუმარი ნია

კარგი თავი იყო და გამიხარდა წინა თავში ჩემი კომენტარი რომ არ გამართლდა ანუკის შვილთან დაკავშირებით.
P.S. ისე მეც ძალიან მაინტერესებს დემეტრეს და დაჩის ასაკი.

 


№14  offline აქტიური მკითხველი LuckyGirl

მარიაამმ მაბოდებბსსს შენნნზეეეე heart_eyes აიიი საოცრება ხარ შენ ყველა მოთხრობაზე ხო მაბოდებს მაგრამმ ყოველთვის ახერხებ ჩემს გაოცებას heart_eyes აიიი ვაბოდებ დემეტრე და მარიამზე
აუუუუ ნიკოლოზი და მარიამის სცენებიი მინდააა . ელიზაბეტიი და ნიკოლოზიი საოცრებებიარიან
აუუუ რატომღაც არმეგონა დემეტრესდედა ასერომ მოიქცეოდა მაგრამ არაუშავს ... ჰმმმმმ კიდე ვაბოოდებ ნინიზე მაოცებს ეგ გოგო წარმომიდგენია რა რიაქცია ექნებოდა გიორგის ყვავილებს რო დაინახავდა
ნუუუ ბუშტების იდეაც საოცრება იყო ნამდვილად ..
ჰმმ სოფოო და ცოტნე ხო ძალიან მიყვარს მაგრამ მაგათზე მეტად გაბრო მიყვარს ...
ყველა წყვილები საოცრებები არიან
ჰმმმმდაჩიიი დაჩიი ძალიან მომწონს ესბიიჭი და რავქნააა joy არაა გოგოოც არაა ცუდი მაგრამ დაჩის პერსონაჟი საოცრად მომწონს
იმედიი მაქვს ნიასაც ეშველება რამეეე
და ველოდები დაჩის ძმის გამოჩენას საოცრად დამაინტერესა მისმა პერსონაჟმა

 


№15  offline მოდერი sameone crazy girl

Guest Mia15
Me dzAlian momwons sheni istoriebi da velodebi shemdeg tavs.

Guest Mia15
Me dzAlian momwons sheni istoriebi da velodebi shemdeg tavs.

ნია
კარგი თავი იყო და გამიხარდა წინა თავში ჩემი კომენტარი რომ არ გამართლდა ანუკის შვილთან დაკავშირებით.
P.S. ისე მეც ძალიან მაინტერესებს დემეტრეს და დაჩის ასაკი.

მადლობა heart_eyes heart_eyes

LuckyGirl
მარიაამმ მაბოდებბსსს შენნნზეეეე heart_eyes აიიი საოცრება ხარ შენ ყველა მოთხრობაზე ხო მაბოდებს მაგრამმ ყოველთვის ახერხებ ჩემს გაოცებას heart_eyes აიიი ვაბოდებ დემეტრე და მარიამზე
აუუუუ ნიკოლოზი და მარიამის სცენებიი მინდააა . ელიზაბეტიი და ნიკოლოზიი საოცრებებიარიან
აუუუ რატომღაც არმეგონა დემეტრესდედა ასერომ მოიქცეოდა მაგრამ არაუშავს ... ჰმმმმმ კიდე ვაბოოდებ ნინიზე მაოცებს ეგ გოგო წარმომიდგენია რა რიაქცია ექნებოდა გიორგის ყვავილებს რო დაინახავდა
ნუუუ ბუშტების იდეაც საოცრება იყო ნამდვილად ..
ჰმმ სოფოო და ცოტნე ხო ძალიან მიყვარს მაგრამ მაგათზე მეტად გაბრო მიყვარს ...
ყველა წყვილები საოცრებები არიან
ჰმმმმდაჩიიი დაჩიი ძალიან მომწონს ესბიიჭი და რავქნააა joy არაა გოგოოც არაა ცუდი მაგრამ დაჩის პერსონაჟი საოცრად მომწონს
იმედიი მაქვს ნიასაც ეშველება რამეეე
და ველოდები დაჩის ძმის გამოჩენას საოცრად დამაინტერესა მისმა პერსონაჟმა

მადლობა ჩემო კარგო ასეთი მსუყე კომანტარისთვის მიხარია თუ მოგწონს heart_eyes

 


№16  offline წევრი tatiko.1995

Saocreba xar dzalian dzalian kargia

 


№17  offline წევრი tbilisi histories

ვააიმეეე საოცრება ხარ 2 დღეში წავიკითხე ყველა თავი heart_eyes დემეტრეზე ვგიჟდები და მარიამი ხო საერთოდ არ შეწყვიტო რა <3 მალე დადე ველოდეები საუკეთესო ხარ scream

 


№18 სტუმარი ლიც-ლიც

დღეს დადებ? ძალიან, ძალიან მომწონს

 


№19  offline მოდერი sameone crazy girl

tatiko.1995
Saocreba xar dzalian dzalian kargia

tbilisi histories
ვააიმეეე საოცრება ხარ 2 დღეში წავიკითხე ყველა თავი heart_eyes დემეტრეზე ვგიჟდები და მარიამი ხო საერთოდ არ შეწყვიტო რა <3 მალე დადე ველოდეები საუკეთესო ხარ scream

ლიც-ლიც
დღეს დადებ? ძალიან, ძალიან მომწონს

მადლობა heart_eyes heart_eyes
დღეს ვერ დავდებ ხვალ იქნება ორმაგად დიდი თავი

 


№20  offline აქტიური მკითხველი ნარჩიტა

ზალიან ძალიან მაგარი იყოო მომეწონაა ძალიანნ :* უმაგრესიი იყოო :* მაგარი ხარ ავტორრ იმედიაა მალეე დადებ ახალ თავსს დაა დიდსს :* და არ დაგვიანებ და ცუდატ არ დაამტავრებბ :* კარგი ხარ ძალიანნ :* ველი ახალ ტავსს :*

 


№21 სტუმარი aza

სად ბრდზანდებით, ქალაბტონო მარია?

 


№22  offline აქტიური მკითხველი ანი ანი

ნარჩიტა
ზალიან ძალიან მაგარი იყოო მომეწონაა ძალიანნ :* უმაგრესიი იყოო :* მაგარი ხარ ავტორრ იმედიაა მალეე დადებ ახალ თავსს დაა დიდსს :* და არ დაგვიანებ და ცუდატ არ დაამტავრებბ :* კარგი ხარ ძალიანნ :* ველი ახალ ტავსს :*

მე არ მახსოვს საერთოდ რომელიმე ისტორია ცდად დაემთავრებინოს ამიტომაა საუკეთესო ჩვენი მარიამი heart_eyes

 


№23  offline წევრი tamuna.s

ველოდები მოუთმენლად, მალე დადე რააა heart_eyes heart_eyes

 


№24  offline მოდერი sameone crazy girl

გვიან ღამიტ დავდებ აუცილებლად მანამდე ვერ ვახერხებ მაპატიეთ

 


№25  offline წევრი tamuna.s

sameone crazy girl
გვიან ღამიტ დავდებ აუცილებლად მანამდე ვერ ვახერხებ მაპატიეთ



12-ის მერე?

 


№26 სტუმარი Guest salosalo

მაგაარი ხარ არიამ აი სასწაული საოცარი ემოცია და მუხტი მოაქვს შენს ისტორიებს ყველას მაგრამ ყველა გზა შენთან მოდის არიამ ნუ ვგიჟდები გააგრძელე წერა არასდროს შეწყვიტო
სად ხარ ამ ბოლო დროს 2 დღეა რო არ დაგიდია? rage
გელი გელი მოოოგელიიი joy joy
სიყვარულით შენი უდიდესი ფანი სალოსალო heart_eyes

 


№27  offline მოდერი sameone crazy girl

Guest salosalo
მაგაარი ხარ არიამ აი სასწაული საოცარი ემოცია და მუხტი მოაქვს შენს ისტორიებს ყველას მაგრამ ყველა გზა შენთან მოდის არიამ ნუ ვგიჟდები გააგრძელე წერა არასდროს შეწყვიტო
სად ხარ ამ ბოლო დროს 2 დღეა რო არ დაგიდია? rage
გელი გელი მოოოგელიიი joy joy
სიყვარულით შენი უდიდესი ფანი სალოსალო heart_eyes

მადლობაა heart_eyes

 


№28  offline აქტიური მკითხველი ნარჩიტა

ანი ანი
ნარჩიტა
ზალიან ძალიან მაგარი იყოო მომეწონაა ძალიანნ :* უმაგრესიი იყოო :* მაგარი ხარ ავტორრ იმედიაა მალეე დადებ ახალ თავსს დაა დიდსს :* და არ დაგვიანებ და ცუდატ არ დაამტავრებბ :* კარგი ხარ ძალიანნ :* ველი ახალ ტავსს :*

მე არ მახსოვს საერთოდ რომელიმე ისტორია ცდად დაემთავრებინოს ამიტომაა საუკეთესო ჩვენი მარიამი heart_eyes

Mაგას რაა ჯობიაა ტუ კარგადდ დაამტავრებსს მაგისს იმედი მაქვსს დიდი :* ავტორრ არ დაგვაგალატოო :* მალე დადეე ახაკი ტავიი დაა კრგი ჰეფიენდიტტ :*

 


№29  offline აქტიური მკითხველი terooo

როგორ მიყვარს ქოთქოთა დედიკოებიი

 


№30  offline აქტიური მკითხველი terooo

Დამაღირსე ამათი ქორწილი ან რამე

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent