შენ მაინც დარჩი (თავი 1)
ვზივარ დაცარიელებულ,ჩაბნელებულ,უსიცოცხლო ოთახში და ვერაფერს ვცნობ.გავუცხოვდი იმ სახლში,სადაც 20 წელი მაქვს გატარებული.ვეღარ ვგრძნობ იმ სუნს,რომელიც ასე ძალიან მიყვარდა და რომელიც მაგრძნობინებდა,რომ სახლში ვიყავი.იქ სადაც ყოველთვის გელიან და ყოველთვის უყვარხარ.სახლი ხომ სწორედ ის ადგილია ყველას რომ უყვარხარ და შენს მოლოდინში არიან.ასეთი სახლი იყო,ეს ადგილიც სწორედ ასეთი იყო.აქ ყოველთვის იგრძნობდით სითბოს,დილით ყავის სირნელსა და საღანოობით კი დედის მიერ მომზადებული სხვადასხვა კერძის სურნელი მოგიღუტუნებდა ცხვირში.ყოველი დღე ღიმილით იწყებოდა და ღიმილითვე მთავრდებოდა.მაგრამ ახლა ზუსტად ამ სახლში სიბნელე მეფობს.სიცივე,სიჩუმე და ტკივილი გამეფებულა.სწორედ,ის ტკივილი ფეხის თითებიდან რომ იწყებს მოძრაობას,მთელ სხეულს ჩაითრევს და ბოლოს ყელში ბურთივით გეჩხირება,გახრჩობს,გგუდავს და უჟანგბადოდ გტოვებს.ეს ის ტკივილია შენი მტერიც და მეგობარიც,რომ ხდება.შენში ღრმად აქვს ფესვები გადგმული და იცი მისი ამოგლეჯვა შენი სხეულიდან იგიცე იქნება რაც შენი ორგანიზმიდან გულის ამოგლეჯვა.შენ უნდა იცხოვრო ,,შენ მეგობარ” ტკივილთან ერთად,რომელსაც სახელიც კი დაარქვი ყველაფერ ამასთან ერთად.ამ ტკივილს უდედ-მამობა ჰქვია,ხო ამ ტკივილს ობლობა ჰქვია.ხო ამ ტკივილს მარტოსულობა ჰქვია. ყველაფრის გაანალიზება გიჭირს,ყველაფრის გაანალიზება რთულია,მაგრამ ხვდები არა კი არ ხვდები იცი,რომ უკვე ერთი კვირაა,რაც მშობლები აღარ გყავს,ერთი კვირაა რაც მათი უსიცოცხლო სხეული მიწაში ჩაასვენე და გაიმეტე უკუნითი სიბნელისათვის,თუმცა შენ როგორ,ეს ცხოვრებამ გაიმეტა ასე,უსამართლო,არაფრისმომცემმა ცხოვრებამ.ხო არაფრისმომცემმა,მას ხომ მხოლოდ წართმევა შეუძლია.გვართმევს ჩვენთვის ყველაზე ზვირფასს და გვითრევს თავის სიბნელეში,გვხვევს თავის ბინძურ ხელებსდა ცდილობს ტკივილი უფრო ღრმად ჩამარხოს შენში.შენ კი ნებდები,ემორჩილები მის ნებას და აი შედეგიც,ჩაბნელებულ ოთახში,ორად მოკეცილი წევხარ იატაკზე,თვალებგაშტერებული შესცქერი ოთახიდან გასასვლელ კარს და ფიქრობ ყველაფერზე,მაგრამ თან არაფერზეც.გოგონა,რომელიც ახლა ზუსტად ასეთ მდგომარეობაში იმყოფება მე ვარ 20წლის ნია ჩოხელი.გოგონა,რომელსაც ყველაფერი ჰქონდა,ცხოვრებამ გადათელა და მარტოდატოვა.გაიმეტა აუტანელი ტკივილისა და სიბნელისათვის. ვხვდები ასე მთელი ცხოვრება ვერ ვიქნები.ვიცი მშობლებს ეს ყველაზე ნაკლებად ენდომებოდათ,ყველაფერთან ერთად არც მათ უნდოდათ სიკვდილი და ჩემი დატოვება,მაგრამ რთულია ყველაფრის თავიდან დაწყება ძალიან რთულია.პირველი ნაბიჯის გადადგმა მიჭირს,წამოდგომა მიჭირს,რადგან წარსული,ყველა მოგონება და ტკივილ,უხილავი ძაფით შემოხვეული მაქვს სხეულზე და მომავალში დაბრუნების საშუალებას არ მაძლევს.მინდა შემოვიგლიჯო სხეულიდან კანი,რომ როგორმე გავაქრო და გავანადგურო ეს ძაფი.მინდა ეს ტკივილი ჩემ სხეულს,რომ დაეპატრონა ჯანდაბაში მოვისროლო,მაგრამ მარტო ძნელია,დახმარება მჭირდება,ისეთი ადამიანი მინდა სიბნელეში სინათლის სხივს,რომ დამანახებს და ჩემთვის იმედისა და ნუგეშის მომცემი,რომ იქნება.კიდევ კარგი ამაში,რომ მაინც გამიმართლა და ღმერთს მადლობა,რომ ცხოვრებაში ასეთი ადამიანები მყავს.ისეთი ადამიანები შესისხლხორცებული რომ არიან და ეგოისტურად რომ მინდა სულ გვერდით მყავდეს.ახლაც აქ არიან,ოღონდ მისაღებში,ერთი კვირაა ჩემს სახლში ცხოვრობენ ჩემ ტკივილთან ერთად და ვხვდები ისინი მჭირდებიან მე და მე ვჭირდები მათ. ძალაგამოცლილი,ძლივსძლივობით ვდგები იატაკიდან და ძვლების ტკაცუნის ხმა მესმის,მაგრამ ტკივილთან ერთად ამ ხმასაც ვაიგნორებ და ოთახის კარს ვაღებ.სინათლემ თვალი მომჭრა და თვალების დახუჭვა მაიძულა,მხოლოდ ხმები გავიგე,ჩემთვის საყვარელი ადამიანები,ყველაზე საყვარელი ხმები: -ნია!-ყველამ სათითაოდ გაიმეორა ჩემი სახელი და ძლივსგახელილი თვალებით შევეჩეხე მათ გაკვირვებულ და სითბოთი სავსე სახეებს,რომლებსაც დაღლილობისა და უძილობის კვალი დამჩნეოდათ.ტკივილით დამძიმებული სხეული ახლა კიდევ უფრო დამიმძიმდა და გაჩენის დღეს ვიწყევლიდი,ასეთი უბედური,რომ მოვევლინე ამ ქვეყანას.საყვარელ ადამიანებს ვატკინე გული და ამით კიდევ ერთხელ გამოვამჟღავნე ჩემი ეგოისტობა: -მეტი აღარ შემიძლია,ამდენის ატანა არ შემიძლია!-ვთქვი და ამდენი ხნის შემდეგ ავტირდი.ვიცოდი ეს ყველაზე კარგი საშუალება იქნებოდა ტკივლის გადასატანად და მოვიშორებდი ტვირთს,რომელიც ლოდივით ადევს ჩემს სხეულს,ვიცოდი ცრემლები ნაწილებად დაშლიდა და სხეულიდან გამიფანტავდა. -ნია ჩემო საყვარელო!-მითხრა გულაჩუყებულმა და აცრემლიანებულმა სოფომ,ჩემსკენ წამოვიდა და ჩამეხუტა,თანაც ისე,თითქოს უნდოდა ჩემიდან თავისი წილო ტკივილი წაეღო და ასე შეემსუბუქებინა ჩემთვის დარდი.დანარჩენებმაც იგრძნეს,რომ ახლა ყველა სიტყვაზე მეტად ეს მჭირდებოდა და ახლა ყველა ერთმანეთს ვეხუტებოდით და ყველა ჩვენ წილ ტკივილს ვისრუტავდით. სახლი კი ,რომელიც უსიცოცხლო,ცივი და ბნელი მეჩვენებოდა,საერთოდაც აღარ იყო ასეთი უსიცოცხლო,ცივი და ბნელი.სახლში,სადაც მელოდნენ ახლა აღარავინ დამელოდება,მაგრამ ის ოთხი ადამიანი,რომელიც ჩემზე ჩახუტებული შუა მისაღებში დგას ვიცი არასოდეს დააცარიელებენ სახლს,საიდანაც კარგი მოგონებები დარჩათ.სოფო,ხატია,საბა და ლევანი,სწორედ ის ადამიანები არიან,რომლებიც წამოყენებაში დამეხმარებიან და არასოდეს მიმატოვებენ,როცა წავიქცევი. მეგობრებს მარტო დარჩენა ვთხოვე.თავიდან მკაცრი და გაკვირვებული სახეებით შემომხედეს,მაგრამ იცოდნენ,რომ ახლა მარტო ყოფნა უფრო დამეხმარებოდა,ამიტომ ადვილად დამთანხმდნენ,დამიბარეს თუ დაგჭირდით დაგვირეკე და შენთან გავჩნდებითო,გადამეხვივნენ და სახლი დატოვეს.მე კი მჭირდებოდა საბოლოოდ მშობლებთან დამშვიდობება და ტკივილის სხეულის კუთხეში ჩამარხვა. მშობლების ოთახში შევედი და ტკივილი ვიგრძენი,ვიგრძენი როგორ დამეჯახა სახეში და ცხვირის ნესტოდან შეძვრა,მეტასტაზებივით მთელ სხეულს მოედო და ფილტვებში უჟანგბადობა ვიგრძენი ღრმად ვსუნთქავდი და ნელი ნაბიჯებით ვუახლოვდებოდი მათ საწოლს,სადაც ჭექა-ქუხილით ან სიბნელით შეშინებული ბევრჯერ შევმხტარვარ და მათ შუაში კომფორტულად ვიკავებდი ადგილს.ყელში ბურთი გამეჩხირა,უნდა მეტირა,საბოოლოდ უნდა მეტირა.ხოდა მეც ავქვითინდი და მათ საწოლზე ორად მოკეცილი დავწექი. მე მინდა შევეცადო და სიტყვებით გადმოგცეთ რას გრძნობენ ისინი ვინც,ზამთარში ფოთოლშემოცლილ გაშიშვლებულ ხეება ემსგავსებიან მათი მარტოსულობით,მარტო სულობით,იმიტომ რომ,ისინი მიატოვეს ან სიკვდილმა შთანთქა მიწის დახმარებით.მათი,საკუთარი საყვარელი ადამიანები.ამის შემდეგ ისინი ნახევარ სამყაროში,განახევრებული სიცოცხლით აგრძელებენ არსებობას და ნელ-ნელა ქრებიან.ყველაზე რთული იწყება მაშინ,როცა დაძინების წინ,რომელიღაც საბედისწერო წამის დადგომისას ყველაფერს იაზრებ.ამ წამიდან იწყება ის რის გადატანასაც ან ახერხებ ან ვერა.გაცნობიერება იმისა,რომ შენი საყვარელი ადამიანების გარეშე დარჩი ალბათ ეს არის ყველაზე ძნელი გადასატანი და თან აუტანლად მტკივნეული.იმდენად,რომ მთელს შენ შინაგან ორგანოებს წვავს და გტანჯავს,მანამ სანამ ცხოვრებას არ წყვეტ.სიკვდილზე ადრე კვდები თითქოს და მარტო დარჩენილი,დაკარგული,მობუზული პატარა არსება,სადღაც კუთხეში იმალება ან საერთოდ ქრება.ყველაფერს გირჩევნია,რომ ნელ-ნელა გაქრე.გამოფიტულ და დაუძლურებულ არსებად იქცევი,რომელიც სიცოცხლის თითოეულ წამს მონატრების საშინელ ტკივილს უძღვნის.როცა მიდიან ხვდები,რომ შენი გრძნობის თითოეული წვეთი თურმე სრულიად უმნიშვნელო,უძლური ყოფილა,ვერაფრის შემცვლელი.ხვდები,რომ აღარასოდეს მოგეცემა მათი გავრცელების საშუალება.საცოდაობაა და მეტი არაფერი,როცა ელოდწბი იმას,ვინც უკვე უკან აღარ დაბრუნდება.ჰო ძნელია,საშინელებაა,მწარეა,მტკივნეულია,როცა გტოვებენ,როცა მიაქვთ შენი ნაწილები თან და მთლიანობის შეგრძნებას კარგავ.ზიხარ ცარიელ ოთახსი გაუნძრევლად და შენი ფიქრებიც შენსავით უმოძრაოდ ყოფნით მხოლოდ გულს გტკენენ.ზუსტად იცი უნდა ადგე და ცხოვრება გააგრძელო.უნდა აყვე გარშემომყოფთ და იმოძრაო ცხოვრების მიმართულებით.ასეც მოვიქცევი.ხო ავდგები და გავაგრძელებ ცხოვრებას.ვნახოთ კიდევ რა აქვს ჩემთვის ცხოვრებას.ხვალიდან ყველაფერი სხვანაირად იქნება.ხვალიდან ყველაფერი შეიცვლება. ჩემი პირველი ისტორიაა და რატომღაც მომინდა თქვენთვის გამეზიარებინა.თქვენი აზრი ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია ამიტომ დამეხმარეთ :D და დააფიქსირეთ თქვენი აზრი... წინასწარ მადლობა <3 |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.