შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ჰილეგი (8)


15-02-2017, 00:12
ავტორი MariamG
ნანახია 2 347

***

წვიმა დილამდე არ შეჩერებულიყო. ქეთის სიცივემ დაუარა მთელს სხეულში და გამოფხიზლდა. იქვე, სავარძელში ჩასძინებია. ბუხრისკენ დაიხარა, გადასწია, ხელები სითბოს მიუშვირა. ცოტა ხანს ასე იჯდა, მერე წამოდგა, სააბაზანოში შევიდა და კარი გადაკეტა. ჯერ კიდევ უსიამოვნოდ ახსოვდა გუშინდელი მისი სისუსტე. თითქოს, სირცხვილის გრძნობდა გასჩენოდა, თვალს არიდებდა ყველაფერს. რაღაცნაირად, შეეშინა და ორთქლის გამწოვი მანამ ჩართო, სანამ წყალს მოუშვებდა. თხელი მაისური და შარვალი გაიძრო, შხაპის ქვეშ დადგა და თვალები ძლიერად დახუჭა.
დღეს კიდევ ერთი დღე იყო, დღეს კიდევ ერთხელ მოუწევდა მეგის როლში ყოფნა. დღეს აუცილებლად მოიფიქრებდა მაქსიმესთვის გეგმას. მხოლოდ, უნდა გაეძლო. თავში არსებული ქაოსი არა და არ ნელდებოდა, ყველა უჯრედს უწვავდა. თითქოს სტკიოდა, წვეთების შეხება, ჰაერის ჩასუნთქვაც სტკენდა. გაივლიდა, ყველაფერი გაივლიდა.

ოთახის სიღრმიდან ხმა შემოესმა, წყალი გადაკეტა, პირსახოცით სველი ადგილები შეიშრო და ტანსაცმელს დასწვდა, გადაიცვა. იცოდა, მაქსიმე იყო, თუმცა მისი დანახვა არ უნდოდა. ყელში გაჩხერილი ბურთი გასივდა, გაიბერა და ცოტა ხანში, გასკდებოდა კიდეც. თვალები აეწვა, ჩაახველა. მთელი დღით აქ ვერ დარჩებოდა, მაინც მოუწევდა გასვლა და მისი ნახვა. საკეტი გადასწია, სახელურს ხელი მაგრად ჩაავლო და გამოსწია. მაქსიმე მართლაც ოთახში იყო. აქეთ-იქით დადიოდა, რაღაცას ეძებდა. ქეთის დანახვაზე გაჩერდა, გამოხედა, ერთ ხანს უყურა. ქეთის ყურადღება აღარ მიუქცევია, თვალი აარიდა და კარადისკენ დაიძრა. საერთოდ არ ადარდებდა რას ჩაიცვამდა, თუმცა ყურადღება აუცილებლად უნდა გადაეტანა, აუცილებლად უნდა ეფიქრა სხვა რამეზეც.
-მომისმინე -დაიწყო ახალგაზრდა კაცმა. ქეთი თითქოს ელოდა, თვალები დახუჭა და ისევ ინტერესით განაგრძნო კარადის ქექვა.
-ანეტასთან არაფერი თქვა.
-თქვენ ხომ ასე ძალიან გეშინიათ ანეტას მრისხანების. -გამოსცრა ქეთიმ და როგორც იქნა, რაღაც გადმოაძვრინა კოხტად დაწყობილი ტანსაცმლიდან. მაქსიმეს დაჟინებულ მზერას გრძნობდა. ელოდა ყვირილს, ხელით შეხებას, ნივთების მტვრევას, თუმცა მსგავსი არაფერი მომხდარა. ქეთი შებრუნდა. საწოლის კიდეზე მაქსიმე იჯდა, ხელები გადაეჯვარებინა და ჩაფიქრებული მიშტერებოდა გოგონას.
-მე მაგ ქალის არ მეშინია. პირიქით, ის კანკალებს როცა მხედავს. ამიტომ ცდილობს სუსტი ადგილი მიპოვოს და იქ დამარტყას. არ გამოუვა -ჩაიქირქილა კაცმა. ქეთის ჟრუანტელმა დაუარა. ყველაზე ნაკლებად ამის მოსმენა უნდოდა.
-გასაგებია, თქვენ ხომ სუსტი ადგილები არ გაქვთ, სამაგიეროდ, ყველასი ხუთი თითივით იცით.
-ანეტა მეგის გამოიყენებს, მერე მასაც მოიშორებს. -ქვემოდან ამოხედა კაცმა. ქეთი შეკრთა. დაიძაბა, მაქსიმეს სწრაფად გახედა.
-გამოყენებაზე ნუ ისაუბრებთ.
-მეგი ცოცხალი რომ ყოფილიყო, აუცილებლად გახდებოდა ანეტას მსხვერპლი, მაგრამ შენ სხვანაირი ხარ.
-თქვენ მეგი არასდროს გადარდებდათ.
-ვიცი, გუშინ ძალიან გავბრაზდი.
-გადით.
-მინდა იცოდე
-სულერთია.
-ქეთი.
-სულერთია, მაქსიმე. -მამაკაცი წამოდგა, ნელა დაიძრა კარისკენ და მერე, ჩუმად გაიხურა. ქეთიმ მძიმედ ჩაისუნთქა, დაღლილი და დამფრთხალი იყო.

***
დარბაზიდან რომ გავიდნენ, საათი თერთმეტს უჩვენებდა. დერეფნის ბოლოში, რომლის ბოლოც, მეგის ოთახი იყო, ლალე იდგა და ქეთის უყურებდა, დაჟინებით. მისი დაიგნორება სცადა, თუმცა არ გამოუვიდა, გოგონა ჯიუტად მიშტერებოდა. ქეთიმ მაქსიმეს გადახედა, რომელიღაც მცველის გადმოცემულ საბუთებს ჩაჰყურებდა და დაძაბული კითხულობდა.
-საპირფარეშოში გავალ. -ჩაიჩურჩულა ქეთიმ, მაქსიმეს ზედაც არ შეუხედავს.
-ოთახში დაბრუნდი, იქ რა გინდა? -მიაძახა თითქმის დერეფნის შუაში გასულს. ქეთი მობრუნდა, თვალი შეავლო მასზე მოშტერებულ დაცვის წევრს და წარბი ასწია.
-ჩემს სახლში ვარ. -შებრუნებული, მაქსიმეს მზერას გრძნობდა, შემოპარულს, ჩუმს და უტყვს, თუმცა არ ადარდებდა. პირველი დღე იყო, როცა თავს მართლაც გრძნობდა სახლის ქალბატონად. მეგის შეურაცხყოფდა, თუმცა არც მაქსიმეს შეარჩენდა წინა ღამეს.

ლალე იქვე, მეგის კართან ატუზული იცდიდა. ქეთიმ შეათვალიერა. ერთიანად ფერმკრთალი და აკანკალებული ეჩვენა.
-ქეთი, ვინმე ხომ არ გამოგყოლია?
-არა. -შესამოწმებლად, კიდევ ერთხელ გაიხედა უკან და მერე, გასწორდა. -რა ხდება?
-შემოდი. -ლალემ ხელში დახვავებული გასაღებებიდან, ერთ-ერთი მოარგო კარს. უსიტყვოდ შევიდნენ, საოცარ სიამოვნებას ანიჭებდა მეგის ოთახში ჩამომდგარი სინათლე და სიმსუბუქე. მეგის ადგილზე რომ ყოფილიყო, ისიც ამ ოთახს აირჩევდა, ასევე გაანათებდა და ასევე შემოიტანდა სითბოს. თითქოს, ყოველ კუთხეში მეგი იდგა, თვალს ადევნებდათ. ლალემ კომოდის უჯრა გამოსწია, შიგნით ჩაწყობილი დღიურები ამოალაგა და საწოლზე გაშალა. ქეთიმ მეგის საწოლს დახედა. აბრეშუმის თხელი გადასაფარებელი ეფარა, ხელი გადაუსვა, ტანში ჟრუანტელმა დაუარა. ყველაფერი ისეთი, ისეთი მეგისებური იყო, აბნევდა. ქეთი ჩამოჯდა, ორივე ხელი გადაუსვა საწოლის ზედაპირს. წინა ღამე გაახსენდა. თვალწინ დაუდგა მაქსიმე, რომელიც მის კაბას გლეჯდა, გულისამრევად დაასრიალებდა ხელებს მის სხეულზე და ბოლოს, ცხოველური ჟინით გამოგლიჯა ტრუსი, ზედ მიაგდო და დატოვა. მაშ, რა ხდებოდა მეგისა და მაქსიმეს შორის? იქნებ, მაქსიმე მეგის ასე არ ექცეოდა, ან პირიქით, ასე იმდენჯერ მოექცა, ქალიც დაიღალა და თავისუფლება მისცა?! მეგის ცხოვრებაში იმდენად შეჭრილიყო, თავხედურად უტრიალებდა ფიქრები მაქსიმესა და მეგის ცოლქმრულ თანაცხოვრებაზე. შერცხვა, წამოწითლდა. ახლაღა იგრძნო, ლოყები ცრემლებით დასველებოდა, ზემოთ აიხედა. ლალე დაჰყურებდა, ხელში დღიურები დაეხვავებინა და თვალები მასაც გაუფერულებოდა.
-აქ შემოსვლისას, ყოველთვის მგონია, რომ მეგი დამხვდება. -ამოიგმინა ქეთიმ და აბრეშუმის თხელ გადასაფარებელს ძლიერად ჩაეჭიდა.
-მეგიმ ყველას დაგვიტოვა ეს განცდა.
-ზოგჯერ ვფიქრობ, რომ ცხოვრება ზედმეტად უსამართლოა, საზღვრებს სცდება.
-მეგისგან მხოლოდ ეს დარჩა -ლალემ კალთაში ჩაუწყო დღიურები. ცოტა ხანს ასე მისჩერებოდა, მერე თავი დაუქნია. ლალემ მაგიდაზე წყლით სავსე ჭიქა დადგა, ოთახიდან ჩუმად გავიდა. ქეთი დიდ ხანს მისჩერებოდა დღიურებს. რამდენიმე იყო. ზედ თარიღები ეწერა, როგორც ჩანს, ხშირად წერდა. რომ გადაშლიდა, რა დახვდებოდა? იქნებ მეგი მაქსიმეზე წერდა, იქნებ იმ ტკივილზე წერდა, რომლისგანაც დაცლა აღარ შეეძლო. ვეღარ თავისუფლდებოდა მეტად. აკანკალებული თითები გადაუსვა დღიურის ზედაპირს. აიღო, სამაგრი გადასწია და გადაშალა. დახრილი, მრგვალი ასოებით ნაწერი იყო. ხელნაწერითაც კი მოიხიბლა ქეთი. თვალწინ დაუდგა მეგი, საკუთარ თავსაც ათვალიერებდა და გული სწყდებოდა, რომ შესაძლოა ამდენად კარგი არასდროს ყოფილიყო.

მეგი დეკემბერზე წერდა. მაქსიმეს საყვედურობდა, საოცარი ქალური სიმსუბუქითა და სიდიადით. ცოლის როლში, გადამეტებული გულუბრყვილობით ხსნიდა ქმრის მოუცლელობას. იმის მიუხედავად, თუ როგორ ცხადად ხედავდა ნამდვილი მაქსიმეს სახეს, ახალგაზრდა კაცი მეგისთვის იდეალური იყო. ქეთის გული შეუწუხდა, სუნთქვა გაუჭირდა, ვერ იტანდა როგორ ხსნიდა მეგი, რომ მაქსიმე ძალიან უყვარდა, ნამდვილი გრძნობით, საოცარი სისპეტაკით. ქეთი წარსულს ხედავდა. ამ საძინებელში, დაღლილი თვალებით მომლოდინე მეგის და ერთიანად გაყინულ, გაქვავებულ მამაკაცს. გადაფურცლა, მათი ურთიერთობის დეტალებში ჩაღრმავება გულს ატკენდა. უფრო მეტად დაუმძიმებდა იმ ტვირთს, რომელსაც ზურგით ათრევდა. ფურცლავდა, სანამ რამდენიმე ფურცელზე, წითელი ლაქა არ შენიშნა. სავარაუდოდ, ღვინო იყო. ქალი სვამდა და ისე წერდა, დასვრილი და გამხმარი ფურცლები ულამაზოდ ედებოდნენ მეგის ნაწერს. მაგრამ ნაწერიც იმდენად, იმდენად სხვანაირი იყო, ქეთიმ სახეზე ჩამოგორებული თმა გადაიწია და აბზაცს ჩახედა. თვალები გაუფართოვდა, ყელი გამოუშრა.
„დღეს პირველად დავინახე ჩემი და, რომელსაც ჩემგან მაქსიმე მალავდა.“ ეწერა ფურცლის დასაწყისსში. ქეთიმ დღიური დახურა, ხელები სახეზე ჩამოისვა და თავით კედელს მიეყრდნო. მაქსიმე? ესე იგი, ამ ყველაფრის მიზეზიც მაქსიმე იყო. კაცი, რომელიც თავდავიწყებით უყვარდა მეგის. ქეთიმ დღიური გადაშალა, მეტი უნდა გაეგო ამაზე, თუმცა იმ ფურცლის იქით, აღარაფერი ეწერა. დღიური იქ სრულდებოდა. ქეთიმ მეორე ფურცელს მოაძრო სამაგრი, პირველი ფურცლები გადაიკითხა, იქ ვერაფერი იპოვა არეული, დაულაგებელი მსჯელობების გარდა. გამწარებულმა დღიური ისროლა, კედელს მიახეთქა. ხელები თმაში შეიცურა და ჩამოჯდა. ნერვიულობისგან ერთიანად აკანკალდა, ძალა გამოეცალა. წამოდგამ ოთახიდან არეული ნაბიჯებით გავიდა. დერეფანში უაზროდ დადიოდა დაცვის წევრი.
-ქალბატონო, რაიმე ხომ არ გნებავთ? -მიაძახა ახალგაზრდამ, თუმცა ქეთის ყურადღებაც არ მიუქცევია, დარბაზის კარი ხმაურით შეაღო და შიგნიდან გადაკეტა. მამაკაცი სავარძელში მოკალათებულიყო, ცალ ხელში ისევ ვისკის ჭიქა ეჭირა და ცალ ხელს ეყრდნობოდა. ხმაურზე არც კი გამოუხედავს, ქეთიმ მიმოიხედა, თაროზე შემოდებულ ზარდახშას დასწვდა და ხმაურით დაანარცხა იატაკაზე. მამაკაცი მხოლოდ ახლაღა შემობრუნდა, უაზროდ გადმოხედა ქეთის და თავი ხელიდან ჩამოიღო.
-გაგიმარჯოს. -მიაძახა, ვითომ აქ არაფერიო და თავი ისევ მიაბრუნა.
-არამზადავ, გამყიდველო! -ღრიალებდა ქეთი, ხელში რაც კი მოხვდა, ყველაფერი დაამტვრია და მამაკაცის მიმართულებით ისროლა. ახალგაზრდა კაცმა სითხე ბუხარში შეასხა, ჭიქა მაგიდაზე შემოდგა და ნელი ნაბიჯით გამოემართა ქეთისკენ. შეკრთა, მაგრამ უკან დახევას არ აპირებდა. მაქსიმე შეკრული ყბებით, დაჭიმული მოდიოდა მისკენ, მხრები აუდ-ჩაუდიოდა და სიმთვრალისგან არეული თვალებით მისჩერებოდა. ქეთიმ იფიქრა, იგივე განმეორდებაო, თუმცა შეცდა. ამ კაცის წინასწარ გამოცნობა არავის შეეძლო. მაქსიმემ ნაზად მოჰკიდა ხელი ზურგზე, მეორე ხელით სავარძლისკენ მიუთითა.
-დავსხდეთ. -ქეთიმ ძალა მოიკრიბა, მაქსიმეს ხელი მოიშორა და პირდაპირ გაემართა სავარძლისკენ. ჩამოჯდა. უნდა დამშვიდებულიყო, გაუაზრებლად არ უნდა ემოქმედა, აუცილებლად უნდა გაეზომა ყოველი ნაბიჯი. მაქსიმე მის პირდაპირ ჩამოჯდა. უაზროდ მოელვარე თვალებით მიაჩერდა. ათი წუთის განმავლობაში, ასე აშტერდებოდნენ ერთმანეთს და ხმას არცერთი იღებდა.
-უყვარდით, გაღმერთებდათ. -დაიწყო ქეთიმ. თვალების წვა იგრძნო. ბოლო დროს, ტირილისგან დაღლილს ასე ემართებოდა. ხმა ისევ გაბზარვოდა, ხელები უკანკალებდა და მადლობელიც იყო, რომ იჯდა. მაქსიმე მოსასმენად მობილიზებულიყო.
-მიუხედავად იმისა, როგორ აიგნორებდით მის არსებობას, მეგი გელოდათ. ღამეების განმავლობაში. ღალატობდით, ადამიანურ, ქალურ ტკივილს აგრძნობინებდით. ემოციურად დაღალეთ, უფლება მიეცით საშინელებებზე ეფიქრა. მას აინტერესებდა როგორი იყო წყლის ქვეშ დიდ ხანს უჟანგბადოდ ყოფნა, მას უნდოდა გაეგო დიდ ხანს სიმთვრალე რას იწვევდა. მას უნდოდა სცოდნოდა რა ემართებოდა, რატომ ვეღარ იღიმოდა, რატომ ვეღარ ხედავდა სინათლეს. მაქსიმე, ჩვენ ყველანი ავადმყოფები ვართ. -ნაწილებად დაშლილი ხმით აღმოხდა ქეთის. ჩამოგორებული ცრემლი მუჭით მოიწმინდა. ქვედა ტუჩი კბილებს შორის მოიქცია და ჩაისუნთქა.
-გულის სიღრმეში, ყველამ ვიცით, რომ ტვინში გამოკეტილი რაღაც ნაწილი, ჩვენი დაავადებაა. მეგის ძალიან, ძალიან ეტკინა. მარტოობამ, იმედგაცრუებამ, ტკივილმა, დამცირებამ, იგნორმა მიიყვანა შიზოფრენიამდე. უფრო სწორად, სანამ მის მდგომარეობას სახელს დაარქმევდით, ის ემოციურად გატეხეთ. თქვენ შეარყიეთ მისი ფსიქიკა, თქვენ აგრძნობინეთ თავი ყველაზე მიტოვებულ სახლად, რომელშიც შუქიც კი არ ინთებოდა. მეგი თქვენ მოკალით. -ცრემლები შეიმშრალა და მზერა გადაიტანა ქეთიმ. მაქსიმეს დაჟინებულ მზერას გრძნობდა, მარცხნივ, ღრმად, ძალიან სტკიოდა.
-გულის სიღრმეში, მჯეროდა, რომ ადამიანები კარგები იყვნენ, მჯეროდა, რომ ცუდებად არ იბადებოდნენ. ყოველთვის მეგონა, რომ ბოროტ ადამიანებს, ცხოვრებისეული დაღი ჰქონდათ დასმული. თქვენც ასეთი მეგონეთ. ეს ყველაფერი ნიღაბი მეგონა, სინამდვილეში კი.. -ქეთის მწარედ ჩაეღიმა, თვალი გაუსწორა ახალგაზრდა კაცს. -სინამდვილეში, ნიღაბი მხოლოდ ის გულუხვობაა, რასაც იჩენთ. ვაღიარებ, ამ ბინძურ, წესების გარეშე მიმდინარე თამაშში თქვენ იმარჯვებთ, მე ვტყდები, ვიშლები, მაგრამ იმისთვის, რაც მეგის დამართეთ, იმისთვის, რომ მოკალით, რომ ყველაზე ნამდვილი გრძნობით - სიყვარულით ატკინეთ, იმისთვის რომ გამომიყენეთ და ახლა ჯერი ჩემზე მიდგა, ძალიან მწარედ, ძალიან მტკივნეულად გაზღვევინებთ. -კბილებში გამოსცრა ქეთიმ, შეკოწიწებული გამბედაობით წამოდგა და კარისკენ დაიძრა.
-დგება პერიოდი, როცა შენთვის არაფერს აქვს მნიშვნელობა და არაფერს თვლი მსხვერპლის ღირსად. ამ დროს, მხოლოდ ბრაზს გრძნობ. -ქეთი შეჩერდა. ენაზე მომდგარი უკანვე გააბრუნა და სვლა განაგრძო. -მაგრამ ქეთი, არც ერთი ურთიერთობის გადარჩენა არ ღირს, რომლებიც ისედაც განწირულები არიან. რაც მხოლოდ ერთს აღელვებს, არსებობის უფლებას და მიზეზს კარგავს. და მერე, თანაგრძნობა უფრო ამძიმებს ტკივილს. -ქეთი შემობრუნდა. მაქსიმეს თვალები რაღაცნაირი, მეტყველი იყო, თითქოს რაც თქვა, ნამდვილი იყო და ასე ფიქრობდა, ასე გრძნობდა.
-რომ იცოდე, მაქსიმე, მათი შეყვარებაც შესაძლებელია, ვინც დიდი ხანია გარშემო აღარ ტრიალებენ -ხმაში ცრემლი შეერია ქეთის და კარი ხმაურით გაიხურა. შურს აუცილებლად იძიებდა.

***
ქეთი მისაღებში იჯდა, ჩაის სვამდა. დარდი ჯერ კიდევ გამოჰყოლოდა. გულს ვერაფერს უდებდა. დამძიმებული და გამოფიტული, ერთდროულად იყო. მაქსიმეს სიტყვებზე, უფრო მეტად კი, თვალებზე ფიქრობდა. ეს კაცი იმდენად სძულდა და მეორე წამს, იმდენად აინტერესებდა, თავს ვერ პატიობდა, რომ მასში ჯერ კიდევ შეძლო ადამიანურის დანახვა. კადრებად დაუდგა თვალწინ მომხდარი. ყოველ კუთხეში გახედვისას, მაქსიმეს სახეს ხედავდა, ყოველი შეხებისას, იმ საშინელებას გრძნობდა, რაც მაქსიმემ დამართა. როგორ არა, ყველაფრის პატიება შესაძლებელია, თუმცა ერთი ადამიანისგან არა. მხოლოდ ერთი, ზოგადად, ძალიან ბევრიც არის, მაგრამ მხოლოდ ერთს, არ შეუძლია სამყაროს ყველა უსამართლობა ზურგით ათრიოს და ბოლოს, ყველაფერი დაივიწყოს, ვითომ არც კი ყოფილა. დაახლოებით ისეა, საყვარელ ადამიანს ყველაფერი ეპატიება, მაგრამ საქმე იმ დანაშაულშია, რომლის შემდეგ ისინი საყვარელ ადამიანებად აღარ მიიჩნევიან.

ქეთიმ ჩაის ფინჯანი აიღო, მარმარილოს კიბეებიდან გადაშლილი სახლის უზარმაზარი დარბაზები თავზარს სცემდა ქეთის. ასეთ გარემოს ჯერ კიდევ არ იყო მიჩვეული. გაყოლებაზე, ოთახები ჩამწკრივებულიყო. კიბეზე ჩასვლას აპირებდა, ერთ-ერთი მათგანიდან ხმა რომ მოესმა. ქეთიმ ფეხაკრეფით მიირბინა ოთახის კართან. ახლაღა გაახსენდა, ანეტა ამ ოთახში გაამწესეს. იქიდან, გაუჩერებელი ქოთქოთი, რაღაცაზე კამათის ხმა ისმოდა. მსგავსი რამ არასდროს გაუკეთებია, თუმცა ამჯერად, ყველაფერი გვერდზე მოისროლა და ყური კარს მიაყრდნო. სახელური ოდნავ ჩამოსწია და შეაღო. ანეტა იდგა, ვიღაც პალტოიან მამაკაცთან ერთად. ქეთი დაბნეული მისჩერებოდა კუთხიდან გამოჩენილ ფეხსაცმელს და ერთიანად გამოშრა, როცა მამაკაცში გელა ამოიცნო.
-ქალბატონო, შესაფერისი დრო ახლაა. ამაღამვე -ბედნიერება ელვარებდა მამაკაცის ხმაში. უზომო კმაყოფილებით საუბრობდა, თითქოს რაღაც გრანდიოზულს გეგმავდა.
-არა, მაქსიმეს ასე მარტივად ვერ მოვიშორებთ. მეგიმ რომ გაიგოს, ყველაფერს არევს. მეგი სადმე უნდა წავიყვანო. -ბოლთის ცემა დაიწყო ანეტამ. ქეთის მყესები დაეჭიმა.
-დადგმული სპექტაკლია, სინამდვილეში, მეგი. -ქეთის თავზარი დაეცა, კარს მიაწვა და მთელი ტანით შეგლიჯა. ერთიანად აუწვა ორი ადამიანის მზერამ კანი. გაწბილებული გელა მისჩერებოდა.
-ამდენ ხანს აქ რას აკეთებთ? -ნერვიული სიცილი აუთამაშდა სახეზე ქეთის. -შენ აქ რა გინდა? -შეუბღვირა გელას და თავით კარისკენ ანიშნა. კაცმა გაავებული მზერა ესროლა, ბეწვზე მიუსწრო ყველაფრის გამჟღავნებას. სამაგიეროდ, ახალი პრობლემა არსებობდა. ქეთიმ ისღა მოიფიქრა, ანეტასთვის დედობა ეთხოვა და ღიმმილით გადახედა.
-მოსამსახურე გამოვგზავნე, შენთან ერთად ყავის დალევა მინდოდა.
-არავინ მოსულა, საყვარელო -წამში დაუტკბა ქალიც და გელას თვალით გასასვლელისკენ ანიშნა. კაცმა ხმადაბლა შეიკურთხა, კარში გაუჩინარდა. ქეთიმ ამოისუნთქა. ახლა რომ ყველაფერი სააშკარაოზე გამოეტანა, ყველაფერი ჩაიშლებოდა, იმაზე უარეს დღეში აღმოჩნდებოდა, ვიდრე ახლა იყო. ამ ყველაფერს, მაქსიმეს მოშორების გეგმა ემატებოდა. ერთ წუთიანი ფიქრის შემდეგ, ქეთიმ ანეტა მისაღებში გაიპატიჟა და ლალეს, ყავაც სთხოვა.
-აბა, რაზე საუბრობდი გელასთან? -გულუბრყვილოდ შეეკითხა ქეთი. შინაგანად, ერთიანად კანკალებდა, ერთი სული ჰქონდა როდის დარჩებოდა მარტო, რომ დაგროვებული ემოციები, ერთიანად გამოეშვა.
-შენზე. -იცრუა ქალმა. -ვთხოვე, ჩვენთვის საუკეთესო ადგილები მოეძებნა. ვიფიქრე, კარგი იქნებოდა თუ სადმე წავიდოდით, აქაურობას ცოტა ხნით გავერიდებოდით.
-კარგი აზრია. -დაეთანხმა ქეთი და მზერა აარიდა. -მაგრამ მაქსიმეს ვერ დავტოვებ. -დაურთო თან. ანეტას სახეზე ეშმაკური ღიმილი აუთამაშდა.
-ნუ ღელავ, მაქსიმე კარგად იქნება. ცოლის გარეშე ორ დღეს აიტანს. -ქეთის საკუთარი ფიქრები აშინებდა.
-ოთახში ავალ, დავფიქრდები და პასუხს გეტყვი, კარგი?
-კარგი, ძვირფასო. -სახეზე გადაკრული კმაყოფილებით გააცილა ქალმა. თვალს მოშორდა თუ არა, სიარული სირბილით შეცვალა ქეთიმ, დარბაზში მაქსიმე ეგულებოდა, მის მზერას მაინც ვერ ასცდებოდა. ქეთი პირდაპირ მეგის ოთახისკენ დაიძრა, კარი შეგლიჯა და შიგნიდან გადაკეტა. სარკესთან მივიდა, კიდეებზე ჩამოეყრდნო და აჩქარებული სუნთქვა დაირეგულირა. ეს იყო. ანეტას ჩამოსვლის მიზეზი მაქსიმე იყო. მაგრამ გელა? ხომ აფრთხილებდა, მაქსიმე ასჯერ მაინც გააფრთხილა. მაგრამ რატომ ადარდებდა ქეთის? სამფეხიანი სკამი აიღო და მოისროლა. უსიამოვნო ხმით დაეხეთქა იატაკს. ასე უცებ, ასე ერთბაშად, როგორ შეიძლებოდა ადამიანის მოკვლა? თუმცა არა, ორ დღეში მოფიქრებულ გეგმას არ ჰგავდა. სწორედ ის მოხდებოდა, რაც ქეთის სურდა. ანეტასთან ერთად სადმე წავიდოდა, შუაგზაში უბრალოდ მასაც მიატოვებდა და ყველაფერთან ერთად, ამ სახლს და მაქსიმესაც. საკუთარ სახლს დაუბრუნდებოდა, დედას, მოსაწყენ ცხოვრებას. ბოლოს და ბოლოს, სიმშვიდეს დაიბრუნებდა. გათავისუფლდებოდა მეგისგან, მაქსიმესგან და იმ ტკივილისგან რასაც გრძნობდა. სარკეში საკუთარ ანარეკლს უყურებდა. საათი საღამოს შვიდს უჩვენებდა. თითქოს, ყველაფერი იდეალურად იყო. მთელი ამ დროის განმავლობაში, გელა და ანეტა მაქსიმეს მოშორებას გეგმავდნენ, მიზანთან მიახლოვდნენ თუ არა, ანეტამ მეგი მოიმიზეზა და ჩამოვიდა, მაგრამ რატომ მოითხოვდა მეგის გარიდებას ასე დაჟინებით? ფაქტია, არც მან იცოდა, რომ იგი დიდი ხნის წინ გარდაიცვალა. ქეთი ჩამოჯდა, ხელები თმაში შეიცურა და ფიქრისგან ლამის თავი გაუსკდა. ყველაფერი ისე სწრაფად, ისე დაულაგებლად ხდებოდა. მეგი, მეგი..
-ჯანდაბა! რა შუაში ხარ? -იყვირა ქეთიმ და საწოლზე გადაფარებული აბრეშუმი გამოქაჩა, გადმოაფრიალა. მიყოლებით დაენარცხნა რამდენიმე დღიური. ქეთის გონება გაუნათდა. ლალე რომელიღაც დღიურზე საუბრობდა, სეიფზე. ქეთი კარადას მივარდა, ძლიერად მიაწვა და სხვა მხარეს მიასრიალა. ამოჭრილ კედელს გარე ფასადი მოაშორა და რკინის სეიფზე დაყენებული კოდის დანახვისას, ერთიანად გამოეწურა იმედები. რა შეიძლებოდა ყოფილიყო? მეგის დაბადების თარიღი არ იქნებოდა, ზედმეტად მარტივი ჩანდა. ქეთიმ იატაკზე დაყრილი დღიურებიდან ყველაზე ძველი ამოარჩია. სადღაც გამუქებული თარიღი ახსოვდა, საერთოდ, მეგი აუცილებლად ჩაიწერდა, რადგან მისი მდგომარეობიდან გამომდინარე, მუდმივად დასჭირდებოდა რაღაცის შეხსენება. ქეთიმ ნერვიულად, კანკალით, სწრაფად დაიწყო ფურცვლა. ერთ-ერთ გვერდზე, წითელი კალმით მაგრად გამუქებული რიცხვები ჩაეწერა მეგის. კმაყოფილებისგან სახე გაებადრა ქეთის, მაქსიმესა და მეგის ქორწინების თარიღი იყო. სეიფს კოდი კანკალით მოარგო, საკეტი გადაიწია. სეიფის სიღრმეში მხოლოდ ერთი, წითელყდიანი დღიური იდო. ქეთი სწრაფად მისწვდა, გადმოიღო, სეიფი ჩაკეტა, კარადა ისევ მიაცურა ადგილზე და საწოლზე დაეხეთქა. დღიურის სამაგრი გადასწია. თითქოს ყველაფერი ისე იყო, როგორც სხვა ფურცლებზე, თითქოს მეგი მხოლოდ საკუთარ განცდებსა და ემოციებზე წერდა, თუმცა რაღაც მაინც ვერ იჯდა მეგის სტილში. ფურცლები რაც უფრო გადადიოდა, მით მეტად დასვრილი იყო, ნაწერი კი უაზროდ ულამაზო, ხაზებს აცდენილი. ქეთიმ ფურცვლა შეწყვიტა. მეგი ანეტაზე წერდა. მართალია გაურკვევლად, თუმცა მაინც იკითხებოდა მეგის წაწერილი სიტყვები. ქეთიმ თითქოს დაინახა, იმ დრროს როგორი იმედგაცრუებული წერდა ამ ყველაფერს. თვალებზე ცრემლი მოადგა, კაპილარების სკდომას ისე ძლიერად გრძნობდა, ეგონა სხეულის ყველა ნაწილში უზარმაზარი სისხლჩაქცევები უჩნდებოდა. ქეთი დღიურს მოშორდა, ფანჯარა გამოაღო, ათრთოლებული, ისტერიული სუნთქვა ამოუშვა და ხმამაღლა ატირდა. ორ ცეცხლს შუა იდგა. ან მაქსიმეს გაწირავდა, ან ანეტას ხელს შეუწყობდა და მაქსიმეც გაქრებოდა. ასე უბრალოდ, ქეთი ხელსაც არ გაისვრიდა. და ფიქრობდა, რომ ეს სწორედ შესაფერისი სასჯელი იქნებოდა იმ ყველაფრისთვის, რაც მეგიმ და ქეთიმ ცალ-ცალკე და ბოლოს, ერთადაც გამოიარეს. თვალებს ვერ უჯერებდა, რაც წაიკითხა, რაც მეგის წარმოდგენიდან გადმოიღვარა, არ შეიძლებოდა მართალი ყოფილიყო. მაგრამ იყო მხარე, რომელიც ვერასდროს გასწირავდა ადამიანს. ვერც მაქსიმეს, ვერც მასზე უკეთესს ან უარესს. იყო მხარე, რომელიც ფიქრობდა, რომ თითოეულ ადამიანს თავისი წვლილი შეაქვს სამყაროს შენებაში და რომ ყველას აქვს უფლება საკუთარი ცხოვრებით დატკბეს. ქეთიმ წითელი დღიური გადამალა, ოთახიდან გავიდა და დარბაზისკენ დაიძრა.

***
მაქსიმე ისევ ისე, ჩაფიქრებული იჯდა. თითქოს ეს კაცი არასდროს იცვლიდა პოზას. ქეთის ცრემლები გაუჩერებლად ჩამოსდიოდა, წონასწორობის შეკავებას ცდილობდა. უახლოვდებოდა მამაკაცის სავარძელს და ახალგაზრდა კაცის ნათქვამი ახსენდებოდა - „შესაბამისად, რა ხდება მაშინ, როდესაც შენი სამყარო წონასწორობას კარგავს, შენ კი არც გამოცდილება გაქვს, რომ ცენტრი იპოვო და წონასწორობა აღიდგინო?ერთადერთი რაც შეგიძლია, წაგებული ბრძოლის მიღებაა.“ რაღაცნაირი იყო მამაკაცი. თითქოს, უზომო ბოროტებას იტევდა, მაგრამ მაინც, ქეთის მისი გამეტება არ შეეძლო. „ვითომ იმის ღალატი, რასაც შენად ვეღარ აღიქვამ, - ღალატია?“ ქეთი შეჩერდა. ჩამოგორებულმა ცრემლებმა ყელი დაუსველა. „ღალატია“ დაასკვნა კიდევ ერთხელ. ვეღარაფერი უთხრა, გაბრუნებას აპირებდა.
-სამწუხაროა, ყოველთვის რაღაცის გაკეთება გვიწევს, რომ ხმა ამოვიღოთ. -თქვა მამაკაცმა. ქეთი გაშეშდა. გულის სიღრმეში, ეთანხმებოდა. საოცრად მეტყველი თვალები ჰქონდა იმ ღამეს მამაკაცს და თითქოს მათში მოლოდინს ხედავდა ქეთი. გატყდა.

და ისევ წვიმდა. წამიერად, ცას ელვა ეკვროდა და ფანჯრებიდან დაცემული მთვარის სინათლე მამაკაცის სახეს ეცემოდა.



№1  offline წევრი An-El

Rogorc yoveltvis arachveulebriiiiviaaa :D :* <3

 


№2  offline ახალბედა მწერალი MariamG

An-El
Rogorc yoveltvis arachveulebriiiiviaaa :D :* <3

დიდი მადლობა kissing_heart

 


№3  offline ახალბედა მწერალი lullaby

ვიცოდი, რომ ეს გელა ასე ერთი თავიდან უკვალოდ არ გაქრებოდა. რა საზიზღრობაა ეს ჩურჩული და ეს შეთქმულებები. რა თქმა უნდა, ბატონი მაქსიმე ანგელოზი არაა, მაგრამ საკუთარ სახლში ვიღაც ყვავები რომ ძირს გითხრიან, უპატიებელი საქციელია. იმედია ქეთი სწორ გადაწყვეტილებას მიიღებს.
მთელი ამ თავის მანძილზე , ყველა აბზაციდან ველოდი მაქსიმეს მონოლოგს წარსულიდან და ისეთ დროს გაწყვიტე, ოხ! :დდ
რა წაიკითხა ქეთიმ ნეტავ...
ჰო, ერთადერთი რაც არ მომწონს ისაა, რომ ქეთი მაქსიმეს აქამდე თქვენობით მიმართავს. გასაგებია უპირატესობობის და " მთავარი აქ მე ვარ " ს ამბავია, მაგრამ... მას შემდეგ მაინც, რაც მან გააკეთა, ასე აღარ უნდა მიმართაბდეს. ნუ ეს ჩემი აზრია, შენ უკეთ იცი...
ძალიან კარგი გოგო ხარ ^_^

 


№4  offline ახალბედა მწერალი MariamG

lullaby
ვიცოდი, რომ ეს გელა ასე ერთი თავიდან უკვალოდ არ გაქრებოდა. რა საზიზღრობაა ეს ჩურჩული და ეს შეთქმულებები. რა თქმა უნდა, ბატონი მაქსიმე ანგელოზი არაა, მაგრამ საკუთარ სახლში ვიღაც ყვავები რომ ძირს გითხრიან, უპატიებელი საქციელია. იმედია ქეთი სწორ გადაწყვეტილებას მიიღებს.
მთელი ამ თავის მანძილზე , ყველა აბზაციდან ველოდი მაქსიმეს მონოლოგს წარსულიდან და ისეთ დროს გაწყვიტე, ოხ! :დდ
რა წაიკითხა ქეთიმ ნეტავ...
ჰო, ერთადერთი რაც არ მომწონს ისაა, რომ ქეთი მაქსიმეს აქამდე თქვენობით მიმართავს. გასაგებია უპირატესობობის და " მთავარი აქ მე ვარ " ს ამბავია, მაგრამ... მას შემდეგ მაინც, რაც მან გააკეთა, ასე აღარ უნდა მიმართაბდეს. ნუ ეს ჩემი აზრია, შენ უკეთ იცი...
ძალიან კარგი გოგო ხარ ^_^

გელას მსგავსი ადამიანები სამწუხაროდ, მხოლოდ დროებით ქრებიან და ისეთ დროს ჩნდებიან, როცა არავინ ელით. ასეთი ადამიანების გარემოცვაში, როდესაც კარგად იცი, საკუთარ სახლში ვინ გყავს, მგონი რომ ნაწილობრივ გამართლებულიცაა გულის ასე გაქვავება და ყველაფრის ცივი თვალით აღქმა. (მაქსიმეს გამართლება დავიწყე ;დდ)
იმის მიუხედავად, თუ როგორი დაღლილი და ემოციურად პიკზე მისულია ქეთი, მეც მჯერა რომ სწორად მოიქცევა, სხვანაირად ისიც ანეტას, გელას და შესაძლოა, მაქსიმეს მსგავსიც გახდეს.
მაქსიმე როცა საუბრობს, ყოველთვის ზუსტ ადგილებში "ურტყამს" და ქეთისთან, ეს ჭრის smile თქვენობით მიმართვაც მალე გაქრება. ძალიან დიდი მადლობა heart_eyes

 


№5 სტუმარი ბლაა

ძაან მაგარია ინტრიგანი ხარ მომწონს.გააგრძელე ასე

 


№6  offline ახალბედა მწერალი MariamG

ბლაა
ძაან მაგარია ინტრიგანი ხარ მომწონს.გააგრძელე ასე

მიხარია რომ ასეა smiley მადლობა

 


№7  offline ახალბედა მწერალი ლორელაი

ეს მონოლოგები, მაქსიმეს პასუხები...

საოცრება ხარ.ძალიან საინტერესო და მაგარი იყო.

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent