მებაღე (ნაწილი 17)
17. დადას ღამით გამოეღვიძა. ჯერ კიდევ ძილ-ბურანში იყო, რომ სადღაც შორიდან შოპენი ჩაესმა.. ცოტა გამოფხიზლდა, ყური მიუგდო... სადღაც შორიდან კი არა ხმა გალერეიდან მოდიოდა. ვინ უნდა ყოფილიყო?... დადას მეტი ინსტრუმენტს არავინ ეკარებოდა... თანაც ასეთ დროს... მარტო დადას შეეძლო ნებისმიერ დროს დაკვრა.. ამაში უჩვეულო არაფერი იყო, უკვე დიდი ხანია არც არავის აღარ უკვირდა, მაგრამ ახლა თავად დადა იყო გაკვირვებული... ვინ უნდა ყოფილიყო?.. საწოლზე წამოჯდა, ახლა უკვე გარკვევით ესმოდა... წამოდგა და ფეხაკრეფით გაიარა დერეფანი და გალერეის კარი ოდნავ შეაღო... სიღრმეში ფანჯრიდან შემოღწეულ ფარნების შუქზე ნაცნობი ფიგურა შენიშნა... როიალთან უგო იჯდა და დადას შოპენს უკრავდა... გოგონას გაეღიმა ,,რატომ ადრე არ მითხრა თუ ასე კარგად უკრავდა...’’ ფიქრობდა გულში და ფრთხილი ნაბიჯებით უახლოვდებოდა, არ უდნოდა მისთვის იდილია დაერღვია. მებაღემ დადას მოახლოება იგრძნო, მის სურნელს უკვე ასიათას ქალში გაარჩევდა... დაკვრა შეწყვიტა, მაგრამ კლავიშებიდან ხელი არ აუღია, არც უკან მოუხედავს, თვალები მაგრად დახუჭა.. წამით, მისთვის მთელი სამყარო გაირინდა, მხოლოდ დადას სურნელი იფრქვეოდა მის ზურგს უკან. დადა უგოს თითებს ნაზად შეეხო, მერე კლავიშზე აკორდი აიღო, მებაღემ ხელი მოუჭირა და თვალებში ჩახედა: - ,,დადა!’’ გოგონა გაიტრუნა, მებაღეს სიტყვა ყელში გაეჩხირა, იცოდა რისი თქმაც უნდოდა, უკვე დიდი ხანია ამისთვის ემზადებოდა, მაგრამ ახლა აღარ იცოდა საიდან დაეწყო... ,,დადა, მომისმინე... ძალიან მიმძიმს ამის თქმა, მაგრამ როგორმე აქედან უნდა გავიდე..’’ დადას გაკვირვება დაეტყო, თანაც ფიქრობდა სად უნდა გავიდესო, ნუთუ აქ თავს ცუდად გრძნობსო. მებაღე კი განაგრძობდა: ,,გახსოვს? რამდენჯერ მიშველე, რამდენჯერ დამეხმარე...’’ დადამ თავი დაუქნია. ,,ჰოდა ახლა ჩემი ჯერია, მე უნდა გიშველო... მე უნდა დაგეხმარო... ოღონდაც ჯერ აქედან უნდა გავიდე...’’ დადა გაკვირვებული შეჰყურებდა.. ,,ახლა არაფრის ახსნა არ შემიძლია, ვერც ვერაფერს გეტყვი... აქედან თუ არ გავედი, ისე ვერ დაგიცავ!’’ .. დადამ მხრები აიჩეჩა, ვერც ვერაფერი გაიგო, და ან როგორ და სად უნდა გაეშვა ვერც ამას მიხვდა. მებაღე გალერეაში იმიტომ შემოვიდა, რომ გასასვლელის იმედი ჰქონდა, მაგრამ ვერაფრით მიაგნო კარს, კუთხე კი სწორად დაიმახსოვრა, მაგრამ გასაღები ვერ უპოვა, ისევ დადას დახმარება იქნებოდა საჭირო.. შოპენი მოიშველია, იცოდა დადას ფხიზელი ძილი ჰქონდა, ყველაზე ახლოს გალერეასთან დადას საძინებელი იყო, თანაც გალერეაში არავინ შემოვიდოდა, ყველას იფიქრებდა რომ დადა უკრავდა.. ხელს არავინ შეუშლიდა... ,,გახსოვს აქ რომ შემოვიპარეთ?.. მე და შენ... წვიმაში’’ გოგონამ თავი დაუქნია, რა თქმა უნდა ახსოვდა. ,,ჰოდა ამავე გზით უნდა გამიშვა... გპირდები აუცილებლად დავბრუნდები... ოღონდაც ახლა... როგორმე უჩუმრად გამიშვი აქედან...“ დადამ მოიწყინა, თავი ჩაღუნა, თვალები ცრემლით აევსო... ამის დანახვაზე მებაღეს გული მოეწურა, ცოტაც და თავადაც აეტირებოდა, მერე თავს ძალა დაატანა, გონება მოკრიბა, დადას სახე ხელებში მოიქცია ,,შენი იმედი მაქვს, ამ ერთხელაც უნდა მიშველო, იმისთვის უნდა დამეხმარო, რომ დავბრუნდე და აგაშორო განსაცდელი, ვიცი შენ ამას ახლა ვერ ხვდები, იმიტომ რომ არაფერი იცი... არაფერი იცი რა ხდება გარეთ, სხვა სამყაროში... და არც არის საჭირო, რომ იცოდე, იქ კარგ საქმესთან ერთად ბევრი ავი და საშინელიც ხდება... პატრონმა მოგაშორა ყველაფერ ცუდს და საშინელს და აქ ამ სამოთხეში მშვიდად და ბედნიერად ცხოვრობ, მაგრამ...“ დადას ისეთი თვალები ჰქონდა მებაღეს საუბრის გაგრძელება უჭირდა... სულ დაიბნა... აღარ იცოდა რა ეთქვა, ან როგორ აეხსნა გოგონასთვის, თუ ვინ იყო სინამდვილეში და რატომაც მოვიდა აქ... დადამ მოიწყინა თვალები დახარა, ამჯერად უკვე აღარ ტიროდა, ხელიც ჩამოაშორებინა სახიდან, ნელა წამოდგა და ოთახიდან გასვლა დააპირა, წამით მოტრიალდა, მებაღეს ანიშნა დამელოდეო. უგო ცოტა არ იყოს დაიბნა... სმენად იქცა, იფიქრა იქნებ დადა პატრონის დასაძახებლად თუ გავიდაო, მაგრამ არა. დადა თავის ოთახში შევიდა. ცოტა ხანში გალერეაში შემოსულ გოგონას ხელში დიდი ოვალური ფორმის ლამაზი ყუთი ეჭირა და მებაღეს ნაღვლიანად უყურებდა, უგო ვერაფერს მიხვდა. დადამ ლამაზი ყუთს თავი ახადა... მებაღე გაოგნებული შეჰყურებდა ძვირფასი სამკაულებით სავსე ყუთს, რომელსაც დადა სთავაზობდა... ალბათ იფიქრა, რომ... უგოს ოდნავ გაეღიმა: ,,დადა... ვიცი ეს ყველაფერი შენთვის არაფერს წარმოადგენს და მინდა იცოდე, რომ არც ჩემთვის არაფერია... უკვე დიდი ხანია თვალი აღარაფერზე მრჩება... მითუმეტეს სხვის ნივთებზე... ამ სახლში ერთადერთი ძვირფასი განძი შენ ხარ... გთხოვ როგორმე ახლა გამიშვი, იმისათვის გამიშვი, რომ დავბრუნდე და დაგიცვა... მეტს ვერაფერს გეტყვი... მხოლოდ იცოდე ჩემი იმედი გქონდეს, აუცილებლად დავბრუნდები... შენი გულისთვის დავბრუნდები... მხოლოდ შენი გულისთვის...’’ დადამ მაინც ვერაფერი გაიგო, მოწყენილად მივიდა კუთხესთან და ანიშნა რომელი მხრიდან უნდა ჩასწოლოდა კედელს... უგომ კარი გახსნას, დადა ერთ ადგილას იდგა, გაყინული მზერით შეჰყურებდა მებაღეს, რომელსაც ერთი სული ჰქონდა აქაურობას გასცლოდა, მაგრამ თან დადას დატოვებაც არ ეთმობოდა, თავად კი იცოდა რატომაც იქცეოდა ასე, მაგრამ აბა ყველაფერს ხომ ვერ აუხსნიდა... არც ამდენი ახსნის დრო ჰქონდა. მებაღემ დადა მაგრად ჩაიხუტა გულში, თან უჩურჩულებდა აუცილებლად დავბრუნდებიო... დადა კი კვლავ გახევებული იდგა და სამკაულების ყუთს ისე მაგრად იბღუჯავდა, თითქოს ვინმე ართმევდაო... უგომ კიდევ ერთხელ ჩაიკრა გულში, კიდევ ერთხელ დაჰპირდა დაბრუნებას და ფრთხილი ნაბიჯებით კიბეს ჩაუყვა. LEX·2016 წლის 29 თებერვალი, ორშაბათი |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.